შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული მარადიულია 6


22-12-2015, 00:37
ავტორი Lana Tomlinson
ნანახია 2 737

თხუტმეტი წუთი უკვე გასულიყო.ნინას შევახსენე რომ უნდა გამოსულიყო.ერთმანეთს დაემშვიდობნენ,მე და ნინა კი მანქანაში ჩავსხედით და მისი სახლისკენ წავედით.მანქანაში ხმა არცერთს ამოგვიღია,მალე მივედით ნინას სახლთანაც და ერთმანეთს დავემშვიდობეთ.სახლისკენ წავედი,თუმცა შუა გზაში წვენი მომინდა და მანქანა გავაჩერე.აუჩქარებლად წავედი სუპერმარკეტი ,,ფურშეტისკენ“.შევედი და სანდორას ორი ანანასის წვენი ავიღე.ფული გადავუხდა,გავუღიმე და კარისკენ წავედი.თუმცა სანამ გავიდოდი მანამდე შემოვიდა მარკეტში ერთი უსიმპატიურესი ადამიანი.მგონი მიხვდით,ჰო დემეტრე იყო.ვეცადე თავი ამერიდებინა,თუმცა ეს სულაც არ მდომებია.გულის რაღაც ნაწილს სურდა მისი ნახვა და ჩახუტება.სადაცაა გავიდოდი,რომ მისი ბოხი ბარიტონი მისწვდა ჩემს ყურთასმენას.
- საით ქალბატონო კატო?-გამეღიმა და მისკენ შევტრიალდი.
-ვაუ დემეტრე არ ველოდი აქ შენს ნახვას.გამარჯობა!- თითქოს სულ არ დამენახოს წაღან,ისე მივესალმე.
- ძალიან კარგად ვიცი რომ დამინახე.-მეტად ირონიული ხმა ჰქონდა.
- საიდან იცი?-გაკვირვეულმა ვუპასუხე თუმცა შემდგომ მივხვდი რომ თავი გავიყიდე და გამოსწორება შევეცადე.-უფროსწორად საიდან მოგაქვს ეს აზრები?
- მარტო არ ვარ აქ,ჩემმა მეორე ნახევარმა მითხრა ის გოგო რას მოგშტერებიაო,ხოდა მერე შენზე რომ მიმითითა მოვედი.-მეორე ნახევარიო რომ თქვა სიბრაზემ ამიტანა.ნამდვილად ვიცი რომ არ მიყვარდა,უბრალოდ არ ვიცი ასე რატომ დამემართა.სიბრაზისგან მუშტები შევკარი და ღრმად ამოვისუნთქე.
- გამაცანი შენი მეორე ნახევარი.-ბოლო სიტყვები შედარებით ხმამაღლა ვთქვი.
- კარგი,ახლავე.-თვალების ცეცება დაიწყო იქით-აქით.მერე ერთი გოგოსკენ წავიდა და მალე მასთან ერთად დაბრუნდა.
* * *
სუპერმარკეტში რომ შევედი და კატო დავინახე გამიკვირდა.აშკარად თვითონაც დამინახა.მისკენ წავედი და დაველაპარაკე.მერე რომ მითხრა გამაცანი მეორე ნახევარიო,მივხვდი ეჭვიანობდა და ერთ-ერთი მყიდველისკენ წავედი რათა უფრო გამებრაზებინა.
- გამარჯობა-მივესალმე და გავუღიმე.
- გა...მარჯობა-დაიბნა აშკარად.
- რაღაც შეიძლება გთხოვო?ძალიან მჭირდება.-ყელი ორი თითით გამოვიწიე და ისე გავუღიმე.
- გააჩნია რას მთხოვთ ბატონო.
- ეს ფორმალობები არ გვინდა.აი ჩემს უკან დგას ერთი გოგო.უნდა ვაეჭვიანო და შენ მჭირდები.
- თავხედო!გამატარე არ ვაპირებ დაგეხმარო.-საყვარლად დაიწყო ბუზღუნი.
- კაი ნუ მებუზღუნები ახლა,წავედით.-ხელში მისი ხელი დავიჭირე და ძალით წავიყვანე კატოსკენ.ბოლოს რომ ვერ გაითავისუფლა ხელი,დანებდა და გზა მშვიდად გააგრძელა.მალე კატოსთანაც მივედით.
- გამარჯობა.-მიესალმა კატო გოგონას.უი სახელიც არ ვიცი.ახლა რა უნდა ვქნა?
- გამარჯობა.-ხმადაბლა თქვა და თავი დახარა.ძალიან საყვარელი იყო.
- მე კატო ვარ,დემეტრეს მეგობარი.-გაუღიმა და ხელი გაუშვირა ჩამოსართმევად.
- მე,ლიკა ვარ.სასიამოვნოა შენი გაცნობა.-ლოყები სირცხვილისგან აწითლებოდა,ხელი გაშალა და ჩამოართვა.
- ჩემთვისაც.-კატომ გაუღიმა და მე შემომხედა.
-კარგად გცოდნია გოგოების შერჩევა.-თვალი ჩამიკრა და ირონიულად გამიღიმა.
- ხო,ძალიან კარგად.-მეც გავუღიმე და მეტი დამაჯერებლობისთვის ლიკა ახლოს მოვწიე ჩემთან.ხელი გადავხვიე და ვუთხარი-ჩემი სიცოცხლე.-ამაზე უფრო გაწითლდა და თითების წვალება დაიწყო.გამეცინა მის საქციელზე და ხელები დავუჭირე.პირთან მივიტანე და ვაკოცე.უფრო მეცინებოდა კატოს გაბრაზებულ სახეზე.
- მე დაგტოვებთ.ნახვამდის.-გაგვიღიმა კატომ და წავიდა.მანქანაში ჩაჯდა და სწრაფად მოშორდა ამ ადგილს.ლიკას ერთი შევხედე და გავუღიმე.მან კი ხელი წამოიღო და გამარტყა.გამიკვირდა და გამეცინა.
- იდიოტი ხარ!-დაიყვირა და წავიდა.
- მადლობა დახმარებისთვის...კომპლიმენტისთვისაც-მივაძახე და სიცილით მივედი მაცივართან.რამდენიმე ლუდის ქილა ავიღე.მერე ჩიფსების სექციისკენ წავედი და რამდენიმე ,, ავიღე“.სალაროსთან ფული გადავიხადე და სახლში წავედი.
* * *
კატო :
ძალიან გაბრაზებული ვიყავი თუმცა მაინც ძალიან მომეწონა ლიკა.ძალიან საყვარელი გოგოს შთაბეჭდილება დამიტოვა.სახლის კარი გავაღე.დედა და ნუცა დივანზე ისხდნენ.ნუცას ხელში ისტორიის წიგნი ეჭირა და კითხულობდა,დედა კი ტელევიზორს მისჩერებოდა და მთელი ემოციებით უყურებდა სერიალს.გამეცინა მათ შემხედვარე.დედასთან მივედი და ლოყაზე ვაკოცე,მერე ნუცასაც ვაკოცე და ოთახში შევედი.ჩანთა საწოლზე მთელი ძალით მოვისროლე,ტანსაცმელი გავიხადე.შავი სპორტული შარვალი და თეთრი თბილი მაისური გადავიცვი.ფეხებზეც ნაცრისფერი წინდები ჩავიცვი და სახლის თბილი ,,ჩუსტები“ ჩავიცვი.თმები კოსად შევიკარი და სავახშმოდ გავედი სამზარეულოში. შემწვარი კარტოფილი თეფშზე დავიდე,საწებელიც დავამატე და ვახშმობა დავიწყე.როცა დავამთავრე,თეფში გავრეცხე,გავწმინდე და სააბაზანოში შევედი.კბილები გავიწმინდე და დედას გვერდით მოვკალათდი დივანზე.ცოტა ვილაპარაკეთ,შემდეგ კი რაღაც ფილმი ჩავრთეთ რაც GDS-ზე გადიოდა.სიმართლე რომ გითხრათ ვერაფერი გავიგე რადგან ვფიქრობდი.ვფიქრობდი ჩემ დაავადებაზე და გული მეწურებოდა.ხვალ ექიმთან ვიზიტი მქონდა და ამაზეც ვფიქრობდი. მერე კი ჩემდა უნებურად დემეტრეზე ფიქრებიც შემომეპარა.უცებ ბულვარში ნათქვამი სიტყვები გამახსენდა: ,, არა,ანანო მომეწონა და მასთან დასაახლოებლად ვარ აქ“.მერე სუპერმარკეტში მომხდარი გამახსენდა.ვერაფერს ვხვდებოდი.უცებ წამოვხტი დივნიდან და ორივე საფეთქელზე ხელები მივიდე.
- რა თამაშს თამაშობ დემეტრე ყიფშიძე?-ისე ვთქვი ეს სიტყვები,მე ძლივს გავიგე.მერე სწრაფად დავახამხამე წამწამები და ოთახისკენ გავიქეცი.დედამ კითხვების დასმა დამიწყო მე კი უბრალოდ ვუთხარი არაფერი ხდება თქოდა საწოლზე მოწყვეტით დავეცი.თვალები მაგრად დავხუჭე და ისე დამეძინა ვერაფერი გავიგე.


---------------
გამარჯობა.ვიცი რომ ცუდი გოგო ვარ იმიტომ რომ ძალიან პატარა თავია და შეიძლება გაუმართავიც კი ასევე იმიტომ რომ დავიგვიანე ,მაგრამ ბოდიშით.სკოლა მთავრდება და ვცდილობ ნიშნები გამოვასწორო.ახლაც ღამის ორის ნახევარია და ქართულის წერა შევწყვიტე,უცებ შემოვირბინე და ავტვირთე.კიდევ ერთხელ ბოდიში ♥ უი ხო,წინა თავზე კომენტარები რომ დავინახე როგორ გამიხარდა ვერ წარმოიდგენთ.მადლობა იმათ ვინც აზრს გამოხატავთ.და რათქმაუნდა იმათაც ვინც კითხულობთ :D ♥



№1 სტუმარი ანაბელი

ჩემოკარგო.ძაან მაგარია.მაგრად მაინტერესებს დემეტრესა და ანას ურთიერთობა როგორ გაგრძელდება.მალე დადე ახალი თავი კაი?.სუპერ ხარ.:-*

კატოს.სახელი ამერია.:-დ

 


№2  offline წევრი Lana Tomlinson

ანაბელი
ჩემოკარგო.ძაან მაგარია.მაგრად მაინტერესებს დემეტრესა და ანას ურთიერთობა როგორ გაგრძელდება.მალე დადე ახალი თავი კაი?.სუპერ ხარ.:-*

კატოს.სახელი ამერია.:-დ

ჩემო კარგო მადლობა რომ კომენტარებს აკეთებ და მახარებ... ვეცდები მალე დავდო <3

 


№3  offline წევრი ♡EPICLOVE♡

dges wavikitxe yvela tavi dasawyisi momewona magram gagrdzeleba bevrad uketesi iyo yochag male dade icode axali da didi tavi aq exa ise aixlarta yvelaperi mec ki davibeni :D
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 


№4  offline წევრი Lana Tomlinson

♡EPICLOVE♡
dges wavikitxe yvela tavi dasawyisi momewona magram gagrdzeleba bevrad uketesi iyo yochag male dade icode axali da didi tavi aq exa ise aixlarta yvelaperi mec ki davibeni :D

ვაუ არ მეგონა შენ თუ წაიკითხავდი love მე უკვე დავწერე გაგრძელება თუმცა არ მაქვს ახლა ატვირთვის უფლება wink ისე,მე შენი მოთხრობის მეორე ნაწილს ველოდები tongue love

 


№5  offline წევრი ♡EPICLOVE♡

Lanas Statusebi
♡EPICLOVE♡
dges wavikitxe yvela tavi dasawyisi momewona magram gagrdzeleba bevrad uketesi iyo yochag male dade icode axali da didi tavi aq exa ise aixlarta yvelaperi mec ki davibeni :D

ვაუ არ მეგონა შენ თუ წაიკითხავდი love მე უკვე დავწერე გაგრძელება თუმცა არ მაქვს ახლა ატვირთვის უფლება wink ისე,მე შენი მოთხრობის მეორე ნაწილს ველოდები tongue love

გელოდები იცოდე და ბოლომდე გამოგყვები და შემდეგებზეც ნუ მოკლედ მე ვიქნები ერთგული მკითხველი wink და ჩემ ისტორიას რაც შეეხება ისე დატვირთული ვარ ვერ ვასწრებ წერას და აი არდადეგებზე დავწერ და მალე დავიწყებ დადებას მადლობა რომ მელოდებიი love
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent