შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ შემიძლია,ვერ გელევი ( 10 )


17-01-2016, 00:01
ავტორი ლილიანა
ნანახია 3 023

მეტის წაკითხვა დღეისათვის აღარ შემეძლო.ვიაზრებდი იმ ცხოვრებას,რითიც ამ ორი წლის მანძილზე თათომ იცხოვრა და ერთბაშად მებრალებოდა და მიყვარდებოდა.
ისე ვიყავი აფორიაქებული,რომ ვეღარ ვეტეოდი ოთახში,ვერც სახლში.სასწრაფოს აუფთა ჰაერი მჭირდებოდა.ახლა მისწრება იქნებოდა ჩემთვის გოჩა და მისი ბარი.გასაღების აცმას ხელი დავავლე,შარვლის სათავეში ამოჩურთული პერანგი ჩავიკეცე,თმაში თითები შევიცურე და კარი ფრთხილად გამოვაღე.უკვე საკმაოდ გვიანი იყო,არ მინდოდა ვინმეს გაეგო ჩემი გასვლა.მისაღებიდან შუქი გამოდიოდა.
_ ოჰ, გიორგი ისევ ჩაგეძინა არა_ თავი გავაქნიე და უკვე შემზადებული,რომ უნდა მეჭიდავა 90 კილოიან მძინარე მამაჩემთან გულზე შემომეყარა.
კარი შევაღე და ფუმფულა სარწეველა სკამში მამაჩემის მაგიერ თათო დამხვდა მოკალათებული კნუტივით ფეზებ აკეცილი და პლედ გადაფარებული.ჩემი შესვლა არც გაუგია,ტელევიზორს ხარბად მისჩერებოდა.იერზე ერთბაშად ღიმილიც და ინტერესიც დასთამაშებდა.თვალს ვერ ვაცილებდი მის ნათელ და უმანკო სახეს,რომელიც ეკრანის შუქისაგან საოცრად გასხივოსნებულიყო.ნელა მივუახლოვდი,თითქმის მის ზურგს უკან ვიდექი.
_ რას უყურებ?_ ხმადაბლა ჩავილაპარაკე ისე,რომ მისთვის თვალი არც კი მომიშორებია.
ადგილზე შეხტა შეშინებული.პლედი უფრო მჭიდროდ მიიკრა მკერზე და სარწეველას საზურგეს აეკრა.
_ ბატ……. თემო,არ გელოდი,როგორ შემეშინდა_ უხერხულად შეიშმუშნა,სკამიდან ფეხები ჩამოაწყო და გამიღიმა_ მეგონა ყველას ეძინა.
_ მეც ასე მეგონა_ საპასუხოდ გავუღიმე და მის გვერდით სავარძელში მოვთავსდი_ აბა რას უყურებ ასე ინტერესით?_ როგორც იქნა თვალი მოვწყვიტე მის უნაზეს სახეს და ეკრანისკენ შევტრიალდი.
_ჯეიმს ბონდს_ მხიარულად ჩაულაპარაკა,ისე,რომ ჩემკენ არც კი შემოუხედავს.
ელდა მეცა,წამით სუნთქვაც კი შემეკრა,დავიჭიმე,მღელვარებისაგან ყელზე ძარღვები დამეჭიმა და ნესტოები კორიდას ხარივით დამებერა.დღეს მეტი აღარ შემეძლო,ეს ალბათ ბოლო წვეთი იყო.გიჟივით წამოვხტი სკამიდან და გრიგალივით გავექანე სადარბაზოს კარევისაკენ.გზად დამეწია თათიას გაოგნებული ხმა.
_ რა მოხდა თემო?
პასუხის გაცემის არც სურვილი და არც დრო მქონდა.კარი გავიჯახუნე სუფთა ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე და კიბეებზე დავეშვი სირბილით.
არ ვიცი რა ხანი ვიარე,ბოლოს მტკვრის პირას მოაჯირზე ჩამოყრდნობილი იმ ბოლო ორ წელზე ვფიქრობდი,რომელმაც ამხელა დაღი დამასვა სულში.
ფიქრებში ჩემს წარსულს ვებრძოდი.რა იქნებოდა გიგიზე ადრე,რომ შევხვედროდი თათოს? ან მე,რომ მებრძოლა და არ დავნებებოდი? ეს უკვე აღარ შეიცვლებოდა,მაგრამ მე შემეძლო შემეცვალა მისი აწმყო და მომავალი.ეს ჩემს ხელში იყო.იმედითა და სტიმულით სავსე დავბრუნდი სახლში.
მომდევნო დღეს სამუშაოდ გავედი.ახალ კოლექტივს გავეცანი,ჩემი კუთვნილი ოთახი მოვიძიე და საჭირო ნივთები დავაწყვე.
ერთმა კვირამ მალე გაირბინა.დღეები რუტინულად მისდევდა ერთმანეთს სამსახურში.პირველი კვირა ისეთი დატვირთული იყო,რომ ჩემი სახლში მისვლისას თათო და საბა დაძინებული მხვდებოდა,დილითაც იგივე.საშინლად მომენატრა მათი სახის ნახვა და ღიმილი.ორჯერ ჩუმად შევიპარე მათ საძინებელში და მძინარე დედა_ შვილს მონატრებული ხელშეუხებლად,თვალებით ვეფერებოდი.
……….

მთელი ერთი კვირაა ვცდილობ ავხსნა თემოს იმღამინდელი საქციელი,მაგრამ არანაირ ლოგიკაში არ ჯდება.რატომ მოიქცა ასე? განა რა ვთქვი ან გავაკეთე ასეთი მისი აფორიაქება,რომ გამოვიწვიე? დავაპირე კიდეც მასთან ამაზე საუბარი,მაგრამ ფიზიკურად ერთი კვირა არ მინახავს,ხოლო სპეციალურად დავურეკო ამ საკითხზე ჯერ კიდევ მეუხერხულება,არ ვარ ისე ახლოს.
სხვა საფიქრალიც მაქვს.გუშინ ფსიქოლოგთან კონსულტაციაზე ჩავეწერე,ხვალ 11 საათზე ვარ დაბარებული.გიორგი ძიამ საბას მე მივხედავო.როგორი თბილი და მზრუნველი ბაბუაა,ყურადღებას და სიყვარულს არ აკლებს შვილიშვილს.არც თემოა ცუდი მამა უბრალოდ იმდენ დროს ვერ უთმობს,რამდენსაც საბა ითხოვს.
ისევ ის აუტანელი პროცესი- ვდგავარ ექიმის კაბინეტთან თუ როდის მოვა ჩემი რიგი.ჩვეულებისამებრ ვცახცახებ,ამჯერად სკამზე ვერ მოვისმვენე და მოუსვენრად დავაბოტებ მისაღებში.ლია მოთმინებით ადეცნებს თვალყურს ჩემს ბორგვას და თუ შევხედე მხოლოდ თბილად გამიღიმებს მზრუნველობის ნიშნად.ისეთი სევდიანია ამ დროა მისი თვალები მინდა მივიდე და მოვეხვიო,მაგრამ ჯერ კიდევ მიჭირს.
_ ხალვაში_ ისევ ამოიკითხა ამჯერად კოხტა ახალგაზრდა ექიმმა ჩემი გვარი ღია კარებში მომზირალმა და თავის რხევით მანიშნა,რომ უკან გავყოლოდი.დასაკლავი ხარივით უკან ავედევნე,მე კი დედაჩემი.
ჩემდა გასაკვირად ეს ნაქები და ცნობილი ექიმი საკმაოდ ახალგაზრდა და სიმპატიური მამაკაცი აღმოჩნდა.ალბათ ქალურმა ჰორმონებმა იმძლავრა ჩემში და ცოტათი დავიმორცხვე,ისეთი ლამაზი თაფლისფერი თვალები ჰქონდა,რომ მისმა მზერამ ლოყები ვარდისფრად ამიფაკლა….მაგრამ არა….მაშინვე შემოვძახე ჩემს თავს….ამ ქვეყნად თემოსნაირი ლამაზი და თბილი თვალები არავი აქვს.ჩემივე სიტყვები ისე მესიამოვნა,რომ გამეღიმა.
_ მიხარია,რომ იღიმით,როგორც წესი აქ პირველი ვიზიტისას ყველა დაძაბულია_ სავარძლიდან წამომართული მარჯვენით შემოგვეგება და სანდომიანად გაგვიღიმა.არადა ჩემი ღიმილის მიზეზი სულ სხვა ,რამ იყო….
დაახლოებით ერთი საათი დავყავით მის კაბინეტში.როგორც გავიგეთ ჩემს ექიმს უკვე გაეფრთხილებინა ჩვენს ვიზიტზე,ასე,რომ მცირედი წარმოდგენა უკვე ჰქონდა ჩვენზე და ჩვენს პრობლემაზე.
ჩემდა გასაკვირად პირველი რაც მთხოვა,უფრო სწორად დამავალა ის იყო,რომ მკურნალობის დაწყებამდე მინიმუმ ორი კვირა ბუნებაში გამეტარენინა.როგორც მან აღნიშნა ეს ძალებით ამავსებდა და ჩემს გონებას მოამზადებდა მძიმე წნეხისათვის.
ჰო ამ სიმპაიური ექიმის სახელი და გვარია_ ვახტანგ ვახო გიორგაძე.
……


_ როგორ ჩაიარა შვილო ექიმთან ვიზიტმა?_ ძალიან თბილი და ყურადღებიანი იყო ძია გიორგი,თან მე მესაუბრებოდა,თან ჩემს კალთაში წამოსკუპებულ საბას ეთამაშებოდა.
_ კარგად ძალიან კარგად.
თემო იქვე სავარძელში მოკალათებული ტელევიზორს შესცქეროდა და პულტს თითებით აბზრიალებდა.გონებაში ერთმა კარგმა ან ცუდმა ან ეშმაკურმა ….. ნუ რაც იყო …. აზრმა გამირბინა.
_ არ ველოდი,სხვათაშორის ჩემი ექიმი ძალიან ახალგაზრდა და სასიამოვნო გარეგნობის მამაკაცია_ ვთქვი და თვალი თემოსაკენ გავაპარე.გული ისე მიცემდა ,რომ ყელში ამომებჯინა.
სიტყვა დამთავრებულიც კი არ მქონდა მგონი,რომ პულტი ხელიდან გაუვარდა,მაშინვე დასტაცა ხელი,ბოდიში მოიხადა და მაგრამ ჩაბღუჯა,თან სახე მეტად მოეჭმუხნა და ისეთი მრისხანე თვალები შემომანათა,რომ წამიერად დავფრთხი და გავქვავდი,მაგრამ,რომ გავაცნობიერე თუ,რამ გამოიწვია მისი ეს რეაქცია გული კიდევ უფრო ამიძგერდა,ოღონდ ახლა ქალური კმაყოფილებისა და სიხარულის ნიშნად.ეს ერთგვარი პასუხი იყო ჩემთვის.ე.ი. სულერთი არ ვარ მისთვის.საშინლად მესიამოვნა მისი ეჭვიანობის ფარული გამოვლინება.
_ ხომ არ გაგეარშიყა? მეორე ჯერზე მე წამოგყვები,უმამო ხომ არ ჰგონიხარ?_ თან ხუმრობით,თან სერიოზულად თქვა გიორგი ძიამ და მხარზე თბილად მომითათუნა ხელი.როგორ მესიამოვნა მისი ეს ყურადღება,შვილადაც კი მიმიღო,გულზე მალამოსავით მომედო მისი სიტყვები,მაგრამ არ შემეძლო….. არ შემეძლო არ დამენახა ამ სიტყვებზე თუ რა რეაქცია ჰქონდა თემოს….აშკარა იყო,რომ სული კბილევით ეკავა,პულტი ლამის თითებში შემოეფშვნებოდა.არც ასეთი ბოროტი ვარ.
_ მადლობა გიორგი ძია,მადლობა ასე,რომ ზრუნავ ჩემზე,არ იდარდოთ,ვერავინ ვერაფერს გამიბედავს,მითუმეტეს,რომ ამის მიზეზი არც მე მიმიცია და არც მას ჩემთვის._ ჩემს სიტყვებზე თითქოს მოეშვა,მოდუნდა.ეს აშკარა იყო.
_ ძალიანაც კარგი_ პატარა გამომართვა გიორგიმ და მხრებზე შემოისვა_ ძალიან ცხელა უკვე,სადაცაა აგვისტო დადგება_ აივნის კარი ფართოდ გამოაღო_ ანუ როდის იწყებ შვილო მკურნალობას?
_ ორი კვირის მერე_ საუბარში დედაც ჩაერთო,იქვე თეთრეულს აუთოებდა გასაშლელ მაგიდაზე და,თან ჩვენ საუბარს ყურს უგდებდა.
_ რატომ ასე გვიან?_ თემოც ჩაერთო.
_ ჯერ გონება უნდა მოამზადოო_ ისევ დედამ გასცა პასუხი.
_ და,როგორ უნდა მოამზადოო?_ თემოს ხმას ირონია გაერია,აშკარად აითვალწუნა უკვე ექიმიც და მისი მკურნალობაც და ეს ყველაფერი ჩემი მატრაკვეცობის ბრალია.
_ ბუნებაში უნდა დაისვენოს ორი კვირითო .
_ ალბათ მთა ურჩია,მთიანი კურორტი ჰო?_ გიორგი უცნაურად გამოყოჩაღდა.
_ ჰო,ბორჯომი,ბახმარო,საირმე ან სვანეთი.
_ ბახმაროში ერთ ჩემს ძველ მეგობარს საოჯახო სასტუმრო აქვს,შეგვიძლია იქ გავაგზავნოთ_ აი რატომ უბრწყინავდა თვალები ძია გიორგის.
_ არა,არა….._ ხელები გავასავსავე_ ამდენს ვერ შეგაწუხებთ,არ შემიძლია_ ძალიან დავიძაბე,მართლა აღარ მინდოდა უკვე ამაზე მეტად შემეწუხებინა ეს ოჯახი.
_ აი მეორეჯერ ახსენებ მაგ სიტყვას და მორჩა ჩემი შვილი აღარ იქნები_ ბავშვივით დამტუქსა,მერე კი თემოს მიუბრუნდა_ ახლავე დავრეკავ ნოდარისთან და გავაფრთხილებ,თქვენ კი_ თვალი მოგვავლო_ შენ,თემო და საბა გაემზადეთ,ხვალვე გაემგზავრებით.
_ კი მაგრამ სამსახური?_ ასეთ დასასრულს აშკარად არც ის ელოდა ჩემსავით.
_ გავძლებთ ორი კვირით უშენოდ,თან პატარასაც სიცხეებს გავარიდებთ,თათიასაც წაადგება,შენ კი როგორც მამა და როგორც დამხმარე და მზრუნველი მათ გვერდით იქნები.აბა მარტო ქალებს ხომ არ გავუშვებთ ტყეში ბავშვით? ან მე სად შემიძლია წნევიან კაცს იმ სიმაღლეზე ასვლა? ლია აქ იქნება,სახლს და საჭმელს მიხედავს,თქვენ კი ერთმანეთს მიხედავთ იქ….გადაწყვეტილია_ ჩვენს პასუხს არც კი დალოდებია ისე გავიდა მობილურით მომარჯვებულმა მისაღები ოთახი.
გაოცებულმა და დაბნეულმა შევხედე თემოს,ისიც ჩემს დღეში იყო.
………
P.s.
მიყვარხართ ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤მარუსია აი შეპირება ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤



№1  offline წევრი kora

ლილიანი, როგორ მომენატრე შენ ხო არ იციიი love გამახარე ახალი და თბილი თაავით love თან, მომწონს ასეთი გააქტიურებული თათო smile აი გიორგიზე ხომ მთლად გავგიჟდი, ეს რა საყვარელი და ყურადღებიანი მამა ჰყავს თემოს love
მოკლედ, მაგარი გოგო ხარ ტკბილო და ნუ დაიგვიანებ ასე გთხოოვ <3
--------------------
kira.G

 


№2  offline მოდერი tsn

რა საინტერესო თავი ოყოო, როგორ ველოდიი..

 


№3  offline მოდერი ლილიანა

kora
ლილიანი, როგორ მომენატრე შენ ხო არ იციიი love გამახარე ახალი და თბილი თაავით love თან, მომწონს ასეთი გააქტიურებული თათო smile აი გიორგიზე ხომ მთლად გავგიჟდი, ეს რა საყვარელი და ყურადღებიანი მამა ჰყავს თემოს love
მოკლედ, მაგარი გოგო ხარ ტკბილო და ნუ დაიგვიანებ ასე გთხოოვ <3

მეც მომენატრე ჩემო კარგო,ჰო თათო ყოჩაღია❤❤❤
tsn
რა საინტერესო თავი ოყოო, როგორ ველოდიი..

მადლობა ❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№4 სტუმარი ემი

აუ, რა კარგი ადამიანია თემო...
ვატყობ, ბახმაროში კარგი ამბები გველოდება...
არ გვალოდინო...

 


№5  offline წევრი Marusia123

Chemi. Shepirebuli tavi ♥♥♥ rogor gamaxare shen xom ar ici: ** dzalian miyvarxar me shen ♥♥♥rogor datanjula chemi gogo: ( au ra magaria temos mimart grdznobebi rom gauchnda chemi cugluti gogo rogor aechviana temo: d yochag giorgis ase ufro dauaxlovdebian ertmanets ♥♥♥ gelii

 


№6  offline მოდერი ლილიანა

ემი
აუ, რა კარგი ადამიანია თემო...
ვატყობ, ბახმაროში კარგი ამბები გველოდება...
არ გვალოდინო...

მეც იმავეს ვეჭვობ ❤❤❤

Marusia123
Chemi. Shepirebuli tavi ♥♥♥ rogor gamaxare shen xom ar ici: ** dzalian miyvarxar me shen ♥♥♥rogor datanjula chemi gogo: ( au ra magaria temos mimart grdznobebi rom gauchnda chemi cugluti gogo rogor aechviana temo: d yochag giorgis ase ufro dauaxlovdebian ertmanets ♥♥♥ gelii

ყოჩაღობს თათო ❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№7  offline წევრი Diosa Dela Tristeza

Rogor momnatrebia chemi tbilii gogos istoriaaaa❤❤❤dzalian magari iyoo uf ra ambebiaa kargia axla temo da chemi lamazii gogo marto iknebian auu James Bond i iyo magarii kidev bevrjer gavimeoreb rom saocari adamianebi arian anu yvela personaji❤❤❤❤

 


№8  offline მოდერი ლილიანა

gvanciko_gvancunia
Rogor momnatrebia chemi tbilii gogos istoriaaaa❤❤❤dzalian magari iyoo uf ra ambebiaa kargia axla temo da chemi lamazii gogo marto iknebian auu James Bond i iyo magarii kidev bevrjer gavimeoreb rom saocari adamianebi arian anu yvela personaji❤❤❤❤

მადლობა გენაცვალე შენ <3 <3 <3
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent