შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისევ შემიყვარე... თავი (12) ნაწილი (2)


17-01-2016, 00:26
ავტორი Anye-Any
ნანახია 3 060

ლიკასთან ავედი,თემო და დათოც იქ იყვნენ,მისაყვედურეს როგორც ყოველთვის ამდენი ხანი,რომ არ შევხმიანებივარ მათ. ლიკა მიხვდა რომ რაღაც ისე ვერ იყო ჩემს თავს
-მოხდა რამე?
-ჰო ბევრი რამ-ღრმად ამოვისუნთქე და ბიჭებს გადავხედე
-ისევ ის დანელია?-გაეცინა თემოს
-ჰო
-აუ პროსტა ტიპი რა *ლეა აზრზე ხარ ვაბშე?
-ნუ უზრდელობ ბიჭო,გოგონებს ვერ გვხედავ აქ?-შეუღრინა ლიკამ
-შენ ალეკოს მხარეს რა პონტში ხარ?-ახლა დათომ გამოყო თავი
-მე ნიას ბედნიერების მხარეს ვარ
-ნია მასთან ვერასოდეს იქნება ბედნიერი
-რატომ ვითომ?
-აუ ლიკა დავიჯერო ვერ ხვდები რატო?
-კარგით რა! იქ ალეკო აქაც ალეკო,ამოვიდა უკვე ყელში! დავიღალე რა,ხომ შეიძლება სხვა რაღაცაზე ვილაპარაკოთ?
-ცოლი მომყავს-წამოდგა თემო,პირდაღებულებმა შევხედეთ,შემდეგ კი სიცილით ერთმანეთს ვაწყდებოდით სამივე
-ვაიმე,რამდენი ხანია ამდენი არ მიცინია-მუცელზე ხელს იკიდებდა ლიკა
-თემო,ხო კარგად ხარ?-შუბლზე ხელი მივადე და ისევ ხარხარი ამიტყდა
-რას მეღადაებით მართლა მომყავს ცოლი
-კაი ახლა
-ვინ მოგყავს შეჩ*ემა?-სიცილი შეწყვიტა დათომ
-ეკა ლომაძე
-რააა?-პირი დავაღეთ სამივემ
-ეკას როდის შეურიგდი?-თვალები გადმოსცვივდა ლიკას
-1 კვირაა უკვე
-და 1 კვირაში გადაწყვიტეთ ეგ?-ვკითხე მე
-ხო რა,ორსულადაა
-რაო? მამა ხდები ?
-გეტენება?
-მიყვარს რა მეტენება ეე
სამივემ გადავხედეთ ერთმანეთს,თემო საშინელი ბაბნიკი იყო,ვერასოდეს წარმოვიდგენდი მის შვილსა და ცოლს,საწყალი ეკათქო გავიფიქრე ჩემთვის
-და ამას ახლა გვეუბნები?-გაბრაზდა დათო
-ვიცოდი რა რეაქციაც გექნებოდათ და მაგ პონტში წინასწარ მოვემზადე-გაეცინა
ბოლოს ყველას გაგვეცინა,მივულოცეთ და ბედნიერება ვუსურვეთ მეგობარს.ქორწილი 1 კვირაში იყო,ახლა იმაზე უნდ ამეფიქრა რას ჩავიცვამდი,ჩემს მკერავთან წავედი, დამპირდა 1 კვირაში მოგისწრებ აუცილებლადო.სადა კაბა მინდოდა,ზოგადად არ მიყვარდა ზედმეტად გადაპრანჭული და გადატვირთული ჩაცმულობა.ნინოს რომ ვუთხარი თემოს ცოლი მოყავსთქო კინაღამ გადაირია,ყველას მსგავსი რეაქცია ჰქონდა,მაგრამ ჩვენ რისი გაკეთება შეგვეძლო.მალე გამოცდები მეწყებოდა,ეს რომ მახსენდებოდა ნერვები მეწამლებოდა,თუმცა ახლა სხვაგვარად ვფიქრობდი,თუ ჩავიჭრები დაე ჩავიჭრა ამაზე ნერვიულობას არ ვაპირებთქო. ან რა აზრი ჰქონდა ნერვიულობას? არც არანაირი,რაც იქნება იქნებათქო,ცხოვრებამ ბევრი რამ მასწავლა,არაფერზე ღირს ნერვიულობა რაც მოხდა იმას უკვე აღარაფერი ეშველება,თავი მაღლა უნდა აწიო და წინ,მომავლისკენ უნდა გაიხედო,თორემ თუ წარსულზე ნერვიულობამ დაგიმონა ვერასოდეს შეძლებ გაღიმებას. საკუთარ თავს ისე მედგრად ვამხნევებდი რომ შემდეგ თვითონვე მეცინებოდა,წინ იყურე ნია,ყველაფერი კარგად იქნება ნია,მართლაც რომ რკინის ნერვები აღმომაჩნდა,ეს რა გამაჩინეთქო ნინოს ვეუბნებოდი.სიხარულიც და მწუხარებაც იმით გვანან ერთმანეთს, რომ ორივე ერთნაირად გვიხშობს გონებას,სწორედაც რომ ასეა ორივე შემთხვევაში ვკარგავთ საღად აზროვნების უნარს და რეალობას ვწყდებით.არ ვიცი რანაირად ან როგორ,მაგრამ ტკივილი გამინელდა,ახლა მართლა გულიანად ვიცინოდი ხოლმე,აღარ მქონდა რეაქცია საერთოდ არაფერზე.მართლა დავიღალე,ისეთი დაღლილი ვიყავი ამ ყველაფრით,რომ მისი გვარის ხსენებაც კი მაღიზიანებდა,არ ვიცი რა დამემართა უბრალოდ უკვე იმდენად მაღიზიანებდა ეს ადამიანი,რომ მისი დანახვაც კი აღარ მინდოდა,როცა მას ვუყურებდი ყველა ის ტკივილი მახსენდებოდა რაც მან მომაყენა და აღარ მინდოდა მისი ყურება,ალბათ აკოსაც სწორედ ასე დაემართა მაშინ,მხოლოდ ახლა შევძელი მისი გაგება,ჩვენ არ ვიყავით ის ადამიაები,რომლებიც ერთად უნდა ყოფილიყვნენ,თუმცა ამ ეპატზე არც სხვასთან ყოფნა მიდოდა,ყველა ბიჭი მაღიზიანებდა,არავის მიმართ მქონდა ინტერესი.
უნივერსიტეტში ვიყავით,ბოლო ლექციაზე ვისხედით მე და სალომე ბიჭები რომ შემოლაგდნენ აუდიტორიაში.
-ქალბატონო მაია შეიძლება რაღაც ვთქვა?-ღიმილი დასთამაშებდა დანელიას სახეზე
ღმერსთს ვთხოვე ახლა ამან რამე სისულელე არ დააბრეხვოსთქო და გავიწურე მის მოლოდინში
-გისმენთ დანელია,ხო მშვიდობა გაქვს?-გაეცინა მაიას
-მოკლედ,ნია მინდა ყველას თვალწინ ბოდიში მოგიხადო,ძალიან მაგრად მიყვარხარ და მინდა რო შემირიგდე,ვიცი ბევრი ტკივილი მოგაყენე,თუმცა მიუხედავად ყველაფრისა თუ მოვინდომებთ შეგვიძლია ვიყოთ ერთად,მაპატიე რა
თვალები მაგრად დავხუჭე,ისე მომეშალა ნერვები ლამის წიგნი გავუქანე დანელიას,არაფერი ვუპასუხე,ყველამ მე შემომხედა
-არაფერს უპასუხებ ნია?-ღიმილით მკითხა ქალბატონმა მაიამ
-რა უნდა ვუპასუხო? ეს ასე საჯაროდ გასარჩევი თემა არაა ეს
-მართალია,შეგიძლია გახვიდე და დაილაპარაკოთ
უხმოდ ავდექი და გარეთ გამოვედი,ისიც უკან გამომყვა ღიმილით.
-მაპატიე რა,აღარ ვიცი უკვე რა გავაკეთო ან როგორ მოვიქცე
-ძალიან დავიღალე ალეკო,აი ძალიან,აღარ მინდა გესმის?მართლა აღარ მინდა-წინ ჩამოყრილი თმები უკან გადავიყარე და ღრმად ამოვისუნთქე
-აბაროტს მიღებ ნია? დამიჯერე არაა საჭირო,აღარ ვაპირებ ისევ არაკაცივით მოქცევას
-აკო,მისმინე ძალიან კარგი იქნებოდა ეს ყველაფერი,ყველა შენი შერიგების მცდელობა მართალი ყოფილიყო და არა იმის მტკიცება რომ ნებისმიერ დროს შეგიძლია ჩემთან მოსვლა-გავუღიმე,მოვეხვიე,ლოყაზე ვაკოცე და გავუღიმე,შემდეგ კი ისევ ლექციაზე დავბრუნდი.
არ იტირო ნია,არ იტირო,ვამხნევებდი საკუთარ თავ და ტუჩებს ვიჭამდი,ყველმ მე შემომხედა,რა ქენი შეურიგდიოს სახით,თუმცა მე ისეთი უემოციო სახე მქონდა ვერავინ გამიბედა კითხვა.სალომე უთქმელად მიხვდა რა ხდებოდა ჩემს თავს,დანელიაც შeმოვიდა ლექციაზე, გიგას გვერდით დაჯდა,რაღაცას ლაპარაოდბნენ თუმცა ყურადღება არ მიმიქცევია.
–მისმინეთ ბავშვებო,ახლა რასაც გეტყვით კარგად დაიმახსოვრეთ–მოგვმართა ქალბბატონმა მაიამ,რომელიც მსოფლიო ლიტერატურას გვაწავლიდა–სიყვარული ისეთი რამა რასაც ენით ვერ აღწერ,შეუძლებელია მისი ახსნა,ეს აბსტრაქციაა,რომელიც თუ შეგეყარა თავს გაკარგვინებს,მოსვენებას გიკარგავს და საღად აზროვნების უნარს გაკარგვიებს,სიყვარულს დაფასება და მოფრთხილება სჭირდება,არ არსებობს ამაზე ძლიერი გრძნობა,ძლიერი ერთგულებისა და პიროვნული მიმაგრებულობის ემოცია, ის ბრძოლაა, თუ არ სძლიე, ქალი ისე ვერ შეგიყვარებს,სიყვარული ყველაფერს სძლევს. იგი ერთი ასი ათასად მაღლა დგას თავმოყვარეობაზე,ასე რომ ჩემო კარგებო,ლამაზებო და საყვარლებო,არაფერიa ქვეყნად იმაზე დიდი ბედნიერება, როდესაც სიყვარული შeგიძლია,როცა გიყვარს და ამ ყველაფრით უზომოდ ბედნიერი ხარ.
სრული სიჩუმე სუფევდა აუდიტორიაში,ყველა ჩაფიქრდა,ხმას არავინ იღებდა,ისე ლამაზად საუბრობდა მაია,რომ მისმა მოსმენამ უდიდესი სიამოვნება მომანიჭა,თვით დანელიაც კი დაადუმა.ზარი დაირეკა,ლექცია დასრულდა,თუმცა ადგილიდან არავინ დაძრულა,თითქოს ყველა ელოდა კიდევ რას იტყოდა მაია,მაგრამ მას გაეცინა,ბედიერი ახალი წელი გვისურვა და დაგვემშვიდობა.
-კიდევ დიდხანს უნდა ისხდეთ ახლა ასე პირდაღბულები? დამთავრდა ლექცია–ფეხზე წამოიჭრა ჩემი ჯგუფელი ანანო
სალომეს ხელკავი გამოვდე და აუდიტორიიდან გამოვედით,თეონა და ელენეც გამოგვყვნენ უკან.ზუსტად იცოდნენ რომ ახლა საერთოდ არაფერი უნდა ეკითხათ ამ თმაზე
–ყავა დავლიოთ?
–ჰო წამოდი კაფეში ჩავიდეთ–დაეთანხმა თეონა ელენეს და კაფეში ჩავედით.
უხმოდ ვისხედით მაგიდის ირგვლივ,ვერცერთი ვიღებდით ხმას,ცოტახაში სალომეს ლადომ დაურეკა და ისინიც შემოგვიერთდნენ
-რას აპირებთ გამოცდებზე?–იკითხა თეონამ და გადმოგვხედა
–აგერ გვყავს ნია,ჩვენს საკითხებს დავითრევთ,ნია გააკეთებს–სიცილით თქვა ელენემ
–ხო აბა როგორ არა,ერთხელ მაინც ხომ შგიძლიათ თქვენ გააკეთოთ და მე გადამაწერინოთ?–გამეცინა და პიტნის ჩაი მოვსვი
-კარგი რა ნია,ხომ იცი რომ ჩვენ მაგის ძალა არ შეგვწევს,აგერ დანელია დაითრევს ისევ საკითხებს,ხო აკო?–სიცილით კითხა სალომემ
– კი აბა რას ვიზამ–ღიმილით გადმომხედა
–ისევ თქვენ თუ გვიშველით თორე–გაეცინა ლადოს–პროსტა ერთმანეთაც უშველეთ თორე ტეხავს უკვე
სალომემ თვალები დაუბრიალა მოკეტეო,თუმცა ისევ განაგრძობდა ღადაობას.ყურადღბა არ მიმიქცევია,ან რა უნდა მეთქვა? უკვე ყველაფერი ნათელი იყო.
–სადმე წავიდეთ ამ დღეებში არ გინდათ? სანამ გამოცდები დაიწყება?–იდეა მოგვაწოდა გიგამ
–აუ,წავიდეთ მაგრად გააწორებს–დაეთანხმა დანელიაც,ამათ ქეიფი უხსენე და მეტი არ უნდათ
–ვაბშე მცხეთაში ხო არ ავიდეთ? ჩემს ძმას აქვს იქ ბაითი,თვითონ რუსეთშია,ბუხარიცაა იმენა კაი დვიჟენიებია რა
–აუუ ძაან მაგარია,გაასწორებს ეგ პონტი მაგრად,მწვადებსაც შევსვავთ–ხელები გაასავსავა თეონამ
მე და სალომემ ერთმანეთს გადავხედეთ
–სახლში გააფრთხილეთ მშობლები,პარასკევს წავიდეთ და კვირა საღამოს ჩამოვიდეთ,ვინმეს რამე გეგმა ხო არ გაქვთ შაბათ–კვირისთვის?–გვკითხა გიგამ
ყველას მოგვეწონა ეს აზრი და დავთანხმდით.ახლა 2 დღე ერთ სახლში მის გვერდით უნდა გამეტარებინა,ეს ჩემთვის მორიგი გამოცდა იყო,საკუთარი თავის გამოცდა,და დიდი იმედი მქონდა,რომ ამ გამოცდას წარმატებით ჩავაბარებდი, არ ვიქცეოდი ისევ მის სათამაშოდ,არ დავანახებდი რომ მასზე სუსტი ვარ.






________________________________
მეტის დადება ვეღარ მოვახერხე,იმედია უკვე არ გაღიზიანებთ ეს ისტორია.



№1  offline წევრი Firefly

კარგია ძალიან..
ამათ ბედნიერებას მოვესწრებოდე და არ მინდა არაფერი..
ძალიან მინდა,რომ დაულაგდეთ ურთიერთობა love
--------------------
M.T

 


№2 სტუმარი EmiIy

Dzalian kargi iko! Aranairad ar magizianebs es istoria , piriqit dzalian mainteresebs da ubralod ver vxvdebi danelias saqcielebs isev martla ukvarxar? Da tu ukvarxar ase rato moiqca me vtvli ro tu ukvarxar eseigi martla ragaca dzalian mnishvnelovani unda kofiliko ro dagshorda tumca es shen ganvlil tkivils ver sheamsubuqebs! Mainteresebs ganvitareba da nia uzomod mikvarxar! Udzalianmagresi gogo xar! Erti kitxva maq es ambavi ramdeni xnis win moxda tu kidev mimdinareobs?

 


№3  offline წევრი Lana Tomlinson

მართლა ძალიან კარგი ისტორიაა.ამის კითხვა არასდროს მომბეზრდება.

 


№4  offline მოდერი Anye-Any

EmiIy
Dzalian kargi iko! Aranairad ar magizianebs es istoria , piriqit dzalian mainteresebs da ubralod ver vxvdebi danelias saqcielebs isev martla ukvarxar? Da tu ukvarxar ase rato moiqca me vtvli ro tu ukvarxar eseigi martla ragaca dzalian mnishvnelovani unda kofiliko ro dagshorda tumca es shen ganvlil tkivils ver sheamsubuqebs! Mainteresebs ganvitareba da nia uzomod mikvarxar! Udzalianmagresi gogo xar! Erti kitxva maq es ambavi ramdeni xnis win moxda tu kidev mimdinareobs?


2 თვის წინანდელია და ახლაც გრძელდება <3 ისე ისტორია შარშან სექტემბერში დაიწყო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent