ახალი წლის კოშმარი (სრულად)
ვიცი რომ ახალი წელი გავიდა,მაგრამ ჩვენ ხომ ხშირად სწორედ მაშინ გვახსენდება ყველაფერი როდესაც ეს უკვე დაგვიანებულია.არგუმეტი გვახსენდება კამათის დასრულების შემდეგ,თვითგვემას მოვყვებით მაშინ როდესაც დაგვიანებულია,ვიხდით ბოდიშს მაშინ როდესაც ნებით თუ უნებლიეთ უკვე ვატკინეთ ვიღაცას,გვიყვარდება მაშინ როდესაც მას აღარ ვუყვარვართ და ასე შემდეგ.ახლა მოვედი ასე რომ ვთქვათ წერის „მუღამზე“და აი ისიც ჩემი ნაცოდვილარი თავი.იმედია მოგეწონებათ. ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ფრთხილად აიხუტა პატარა გულზე და საახალწლო სუფრის ირგვლივ,საკუთარი ღიღინის ფონზე დაიწყო მასთან ერთად ცეკვა. -დე,ახლა დავტრიალდეთ,რაა...პატარამ ქალის კისერს კიდევ უფრო ძლიერად შემოჰხვია ხელები და გაუღიმა იმის ნიშნად რომ მზად იყო. -კარგი,მაგრამ გაფრთხილებ,თავბრუ დაგეხვევა...ღიმილით წაეტანა ბიჭის ლოყას ქალი და ძლიერად დატრიალდა,ერთ ადგილზე.მას შემდეგ რაც ადგილზე შედგნენ,ქალი ოდნავ შეტორტმანდა,მის მსგავს ქცევას დედა-შვილის კისკისი მოჰყვა. -აუ კოკა-კოლა მინდა,სადაა მამიკო ამდენ ხანს?!...სავარძელზე მოკალათების შემდეგ წარბებშეკრულმა ამოიწუწუნა ბიჭმა და დედის მკერდზე გადაწვა. -მალე მოვა საყვარელო,ალბათ აქ დაკეტილი იყო და ცოტა შორს მოუხდა წასვლა...ბიჭის ფაფუკ თმებში ახლართა ხელები და თამაში დაიწყო. -დე,დღეს მომიყვებით ერთმანეთი სად გაიცანით?! -ვნახოთ,ჯერ მამიკო მოვიდეს კარგი?...პატარამ მორჩილად დაუქნია თავი დედას და მასთან ერთად დაიწყო ღიღინი. ლილე ლამაზი ქალია,ზედმეტად ლამაზიც კი ლაშასათვის.თავის დროზე მშობლების ძალდატანებით შექმნილი ოჯახი,როგორღაც დღემდე შეინარჩუნა წყვილმა და მიუხედავათ უსიყვარულოდ შექმნილი ოჯახისა,დღეს მათი თანაცხოვრების მე-7 წლის თავს ხვდებიან,პატარა ბექასთან ერთად. ამ დროის მანძილზე უთანხმოება თითქმის არ მოსვლიათ.ლაშა თავისი ცხოვრებით ცხოვრობდა,ლილე თავისით.ერთმანეთთან მხოლოდ კანონი და ბექა აკავშრებდათ.ფიზიკური ურთიერთობა მას შემდეგ აღარ ჰქონიათ რაც ბექას არსებობის შესახებ შეიტყვეს.მსგავსი ურთიერთობის წამოწყების მიზეზი სწორედ რომ ბავშვი გახლდათ,რომელიც ორივე მათგანის ოცნება იყო.ახლა კი პატარა ბექა ჰყავთ და მასზე ორივეს მზე და მთვარე ამოსდით. უკვე თერთმეტი სრულდება ლაშა კი არ ჩანს,ბექას ლილეს მკერდზე ჩაეძინა და მშვიდათ ფშვინავს.ქალი კი მობილურს არ აგდებს ხელიდან და მეუღლესთან განხორციელებულ ზარზე პასუხს ელის.მამაკაცი ყურმილს არ იღებს რაც ლილეს აღელვებას იწვევს.კიდევ ერთხლ გადარეკა ქმრის ნომერზე,მაგრამ ამჯერად გამორთული აღმოჩნდა.ახალ წლამდე სულ რაღაც ერთი საათი რჩება... ** ** ** ** ** ** ** ** ** ** -ლილე,საყვარელო,გაიცანი ბატონი მამუკა და მისი მეუღლე ქალბატონი ნელი,ეს კი მათი ვაჟი ლაშაა...გაღიმებულმა წარუდგინა ლილეს მარინამ სტუმრები და გოგონას მალულად ანიშნა გაიღიმეო.სკოლიდან ახალდაბრუნებულს მხოლოდ ძილი და დასვენება უნდოდა,მგონი სიცხემაც აუწია,დედამისი კი აშკარად კატეგორიულად მოითხოვს სტუმრებს ზრდილობიანად მოეპყრას.მორჩილად დაუკრა თავი სტუმრებს და სასიამოვნოა,ამოიჩურჩულა,თითქოს შეუმჩნევლად. -დაბრძანდით,ფეხზე ნუ დგახართ...მარინამ სავარძლისაკენ მიუთითა სტუმრებს.მათთან ერთად ჩამოჯდა ლილეც,არადა ერთი სული ჰქონდა საძინებელში ასულიყო,შხაპი მიეღო და დაეძინა. -შვილო,მიდი სტუმრებს ყავა მოუმზადე...რაღაც საეჭვოდ იღიმის,აშკარად უნდა რომ მათ ლილე მოაწონოს. დედისათვის წინააღმდეგობა არ გაუწევია,იცის რომ მარინე საბოლოოდ მაინც გაიტანს თავისას,ახლა კი ჯინიანობის თავი ნამდვილად არ აქვს.მძიმედ წამოიმართა ფეხზე და სამზარეულოსაკენ გაემართა.თავს ისევ სუსტად გრძნობდა,მაგრამ ჯიუტად არ უმხელდა არავის.წყლით სავსე ჩაიდანი გაზზე შემოდგა,ბოლოს კი მხოლოდ სიბნელე ახსოვს,რომელმაც იატაკზე დაცემული მისი სხეული მთლიანად მოიცვა.კიდევ დიდხანს იწვებოდა იქ,რომ არა მარინეს მიერ გამოგზავნილი ლაშა.ბიჭმა სასწრაფოდ დარეკა სასწრაფოში და მხოლოდ ამის შემდეგ უხმო გვერდითა ოთახში მსხდომთ.ფრთხილად დაიხარა გოგონასაკენ და მისი სხეული თავის მკლავებში მოაქცია.შემდეგ კი საძინებელში გაიყვანა შეშინებული დედის თანხლებით... ** ** ** ** ** ** ** * ** ** ** ** ** ** -უკაცრავად ასეთ დროს რომ გაწუხეთ,თქვენ ხართ ბატონი ლაშა მახალდიანის მეუღლე?...ანერვიულებული დააბიჯებდა სახლში.ახალ წლამდე ერთ საათზე ნაკლები რჩებოდა,როდესაც მობილურზე ლაშას ნომრიდან შემოვიდა ზარი,მაგრამ ქალს იმედები გაუცრუვდა როდესაც მობილურში,არა მეუღლის,არამედ სრულიად უცხო მამაკაცის ხმა გაიგო. -დიახ,მე ვარ,ლაშა სად არის?...ინტერესით დაეკითხა კაცს ლილე და მეუღლის გასალანძღად უკვე დაიწყო სიტყვის გამზადება. -იცით?!ის ავტოავარიაში მოყვა,დაშავებული რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი,მდგომარეობა კრიტიკულია,როგორც ექიმები ამბობენ შეიძლება ვერც გადარჩეს,მე პოლიციის ოფიცერი ნიკოლოზ ამაშუკელი გახლავართ,თუ საავადმყოფოში მისვლა გსურთ შემიძლია მოგაკითხოთ და წაგიყვანოთ...იმ წუთას საოცრად ანერვიულდა ლილე,ახალი წლის საღამოს მეუღლის კრიტიკული მდგომარეობის შესახებ შეიტყო და ეკითხებიან კიდეც უნდა თუ არა საავადმყოფოში წასვლა,ეს ხომ სასაცილოა,მაგრამ თუ წავა ბექა ვის დაუტოვოს?ქალბატონი დალი ახლა სახლში უნდა იყოს,იქ ჩაიყვანს თან პატარას მაინც სძინავს. -რა თქმა უნდა,მინდა წამოსვლა,იმედია ბინის მისამართი იცით,ხუთ წუთში კორბუსთან ვიქნები ბატონო ნიკოლოზ...სწრაფად გაუთიშა მობილური მამაკაცს და მძინარე შვილი აიყვანა ხელში.ფრთხილად შემოახურა ზურგზე საკუტარი პალტო და სახლის კარები გაიხურა. -დე,მამა მოვიდა?...ჯერ კიდევ ძილ ბურნაში მყოფმა ამოიჩურჩულა ბიჭმა და უკეთ მოათავსა თავი ქალის მხარზე.თან ფართოთ დაამთქნარა და ამოიკრუსუნა. -დაიძინე საყვარელო მამიკო მალე დაბრუნდება...ლიფტს აღარ დალოდებია,ისე ჩაირბინა ორი სართული და მეზობლის კარებზე აქოშინებულმა დააკაკუნა.კარი გაჩხაკუნდა და ქალის გაოცებულ სახეს შეეჩეხა. -ქალბატონო დალი,ბოდიში ამ დროს რომ გაწუხებთ,შეგიძლიათ ბექა ცოტა ხნით დაიტოვოთ,ყველაფერს მოგვიანებით აგიხსნით...ქალმა უხმოდ გამოიშვირა ხელები რათა ლილეს მისთვის პატარა მიეწოდებინა.შემდეგ კი კომფორტულად მოათავსა ბიჭი მის მკლავებში. -უფალი შეგეწიოს შვილო...დააწია ქალმა კიბეებზე ჩასულ ლილეს და კარები ზურგს უკან მიხურა.სწრაფად ჩაირბინა კიბეები და კორპუსთან წამით შეჩერდა,ახლა მხოლოდ პოლიციის ოფიცერს ელის.რა ეშველება ლაშას რომ რამე დაემართოს?მიუხედავათ იმისა რომ მამაკაცი არ უყვარს,იცის რომ ბექას მამა ძალიან სჭირდება და ვერ დაუშვებს რომ ის მის გარეშე გაიზარდოს.ფიქრებიდან სიგნალით შემოსულმა პოლიცისს მანქანამ გამოარკვია,რომლის საჭესთანაც სავარაუდოთ ოფიცერი ამაშუკელი იჯდა. -დაბრძანდით...მანქანა ქალის ფეხებთან გააჩერდა. -გთხოვთ ეს სირენები გამორთეთ,დღეს ახალი წელია,ნუ დააფრთხობთ ხალხს...როგორც კი ავტომობილში მოთავსდა მორცხვად მიმართა მამაკაცს და ღვედი მკერდზე გადაიჭირა. -როგორც გსურთ ქალბატონო...ფრთხილად გასცა პასუხი მამაკაცმა და მისი თხოვნა უმალ შეასრულა.რესპუბლიკურ საავადმყოფომდე დიდი გზაა,ლილეს ფიქრისათვის დიდი დრო აქვს... ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** -არ გავთხოვდები!ხვდებით მაინც რომ თქვენი საქციელით წარმატებისაკენ მიმავალ გზას მიღობავთ,ოჯახი ჯერ ნაადრევია.მითუმეტეს არ ვაპირებ ლაშას გავყვე ცოლად,მე მას არც კი ვიცნობ მამა...კატეგორიულად წარმოთქვა ლილემ და სავარძელზე მოწყვეტით დავარდა. -შვილო ჩვენ ყველაფერს შენი კეთილდღეობისთვის ვაკეთებთ,ლაშასთან... -და რას აკეთებთ ჩემი კეთილდღეობისთვის?!მოითხოვთ ცოლად გავყვე მამაკაცს,რომელიც,სიყვარულს თავი დავანებოთ,არც კი ვიცი როგორი პიროვნებაა!...მოთმინება დაკარგულმა წამოიყვირა ქალმა და მშობლებს თვალებში შეაჩერდა. -ლილე,მომისმინე,როდესაც ჩვენ გვეცოდინება რომ ლაშას გვერდით ხარ,შენზე აღარ ვიდარდებთ,გვეცოდინება რომ გაქვს სრულყოფილი ოჯახი.ყველაფერს დრო მოიტანს,გაიცნობ და მალე კიდეც შეგიყვარდება ის. -და თქვენ თავს კარგად იგრძნობთ,თუ გეცოდინებათ რომ მე უსიყვარულოდ შევქმნი ოჯახს და უსიყვარულოდ გავატარებ მთელს ჩემს ცხოვრებას?...ტუჩის კუთხე აპრიხა ლილემ და მშობლებს ირონიული ღიმილით დააკვირდა. -ყველაფერს დრო გვიჩვენებს შვილო,დარწმუნებული ვარ შეგიყვარდება...დარწმუნებით წარმოთქვა სიტყვები მამამისმა და კვლავ სავარძელს დაუბრუნდა. -ასე,იყოს,მე გავთხოვდები,მაგრამ მინდა რომ ყოველთვის გახსოვდეთ სიტყვები,რომლებსაც ახლა გეტყვით.თითოეული ის დღე,რომელსაც მე ჯოჯოხეთურად გავატარებ ჩემს მეუღლესთან,მინდა იყოს თქვენთვის ორმაგად უფრო საშინელი.თითოეული ცრემლი,რომელსაც მე თქვენი ამ გადაწყვეტილების გამო დავღვრი,უკანვე დაგბრუნებოდეთ.მხოლოდ იმიტომ რომ თქვენ იფიქრეთ,თუ სრულიად უცხო ადამიანზე გამათხოვებდით ბედნიერი ვიქნებოდი...აკვირდებოდა დედამისის სახეს,რომელზეც ემოციები ერთმანეთს ენაცვლებოდა.აკვირდებოდა მამაისის ყოველ ქცევას,ყოველ ნაბიჯს,რომლითაც ის თავის ქალიშვილს უახლოვდებოდა.დაკვირვების უნარი დააკარგვინა ხოლოდ სახეზე მძიმედ მოხვედრილი ხელის შეგრძნებამ. -წესიერად ისაუბრე ლილე,ჩვენ შენი მშობლები ვართ...კატეგორიულად მიმართა მამაკაცმა ქალიშვილს,რომელსაც სახე ჯერ კიდევ არ გაესწორებინა მისთვის. -და მე ამ მშობლებს ვერ ვიტან...მხოლოდ ამ სიტყვების შემდეგ შემოაბრუნა თავი.გაბედულად ჩახედა მამამისს თვალებში და შემდეგ საკუთარი ოთახისაკენ გაემართა,რათა მათთვის საკუთარი ცრემლები არ დაენახვებინა. -იქნებ მართლა არასწორად ვიქცევით?!...დაეკითხა მარინე მეუღლეს მას შემდეგ რაც ლილე მის ოთახში დაიგულა. -ჩვენ სრულებით სწორად ვიქცევით,მარინე,ჩვენ მისი მშობლები ვართ,ჩვენ უკეთ ვიცით რა სჯობს მისთვის...შეუვალი იყო ოჯახის უფროსის ხმა.ქალიც მის გვერდით ჩამოჯდა სავარძელზე და ფიქრებში გართული უაზროდ მიაჩერდა ტელევიზორს. სახლში სიჩუმემ დაისადგურა.ისმოდა მხოლოდ ტელევიზორის და ბალიშში თავჩარგული გოგონას ტირილის ხმა. ** ** ** ** ** ** ** ** ** იმის გაფიქრებაც კი ზარავს,თუ რა რეაქცია ექნება ბექას ამ ამბის გაგების შემდეგ.ამ საღამო ვერ ჩაუშხამებს.იცის რომ პატარას მამა ძალიან უყვარს.მამაკაცის მივლინებით გამგზავრებისას სულ ცხვირ-პირი ჩამოსტირის ხოლმე.ვერ ეგუება ლაშასაგან მოშორებით ყოფნას.ახლა კი თუ გაიგებს რომ...ამის გახსენებაზე მასაც კი ტაო აყრის,წარმოუდგენია პატარა როგორ განიცდის ამ ფაქტ.დღეს არაფერს არ ეტყვის,მერე კი იმედია კაცის მდგომარეობა გაუმჯობესდება და ბექასთვის ამ ამბის დამალვა აღარ მოუწევს.ყველაფერი უფლის ნებაა,მამაკაცი ან გადარჩება ან...ამაზე ფიქრიც არ უნდა. აქამდე არასოდეს დაფიქრებულა იმაზე,რომ შეიძლებოდა მსგავს სიტუაციაში აღმოჩენილიყო,ახლა კი როდესაც ამ მდგომარეობაშ აღმოჩნდა,საოცარ სახეცვლილებას გრძნობს,სულიერადაც და ფსიქოლოგიურადაც მთლიანად შესძრა ამ ფაქტმა.ადრე,როდესაც მამაკაცი სახლში არ მოდიოდა,იცოდა რომ ის მის მეგობარ ქალთან რჩებოდა.არასოდეს გაუპროტესტებია ეს.ხვდებოდა რომ ლაშას გვერდით მოსიყვარულე პარტნიორი სჭირდებოდა,ან თუნდაც მხოლოდ ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება.ზოგს ამისათვის ცოლი ჰყავს,მაგრამ ლაშას შემთხვევაში ლილე ამ უკანასკნელ ფუნქციას არ ითავსებდა.იცოდა ვინ იყო ის ქალი,რა ურთიერთობა ჰქონდა მასთან ლაშას და მიუხედავათ ყველაფრისა მაინც სტკიოდა მამაკაცის მსგავსი საქციელის გამო გული.არადა არ გააჩნდა იმის უფლება რომ ეს გაეპროტესტებინა... ახლა კი ლაშა ცუდათაა,ის კი მის საყვარელზე ფიქრობს,პირდაპირ მზრუნველი მეუღლის საქციელია,მაგრამ ის ხომ არცაა მზრუნველი მეუღლე.მასთან მხოლოდ უცნაური გრძნობები და ბექა აკავშირებს. -ქალბატონო მოვედით,დაგელოდოთ თუ აქ დარჩებით...მამაკაცის სიტყვებმა გამოიყვანა ფიქრებიდან,უკვე სერიოზულად ფიქრობს რომ მამაკაცი აფსურდულ კითხვებს სვამს. -გმადლობთ,რა თქმა უნდა დავრჩები,ამას კითხვაც არ სჭირდება...მშვიდათ უპსუხა ოფიცერს და ავტომობილიდან გადავიდა...კიდევ ერთხელ გმადლობთ...ის ის იყო შენობაშ შესვლას აპირებდა მხარზე შეხება რომ იგრძნო.უკან შემობრუნდა და მის წინ ოფიცერი ამაშკელი დალანდა მოსაცმელით ხელში. -იცით?!ვიფიქრე რომ 31 დეკემბერს,ღამით,ამ თხელ კაბაში შეგცივდებოდათ,ამიტომ აი აიღეთ ეს...ფრთილად გაუწოდა ქალს მოსაცმელი და შემდეგ უკან გაბრუნდა...უკაცრავად,თქვენს მეუღლეს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ,დარწუნებული ვარ კარგად გახდება,თქვენც ირწმუნეთ რომ ახალი წლის ღამეს სასწაულები ხდება და დამიჯერეთ,გაოცებული დარჩებით.გილოცავთ დამდეგს...ღიმილით დაუქნია ხელი შესასვლელთან მდგარ ქალს და ავტომობილისაკენ გაემართა... ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** -საყვარელო ჯერ არ მომზადებულხარ?საცაა შენს დასანიშნად მოვლენ...ღიმილით გამოხედა დაფაცურებულმა,გაფქვილულმა მარინემ ქალიშვილს და ფართოდ გაუღიმა...დღეს ოჯახში ყველა ბედნიერია ლილეს გარდა.ეს ერთი შეხედვითაც მარტივი შესამჩნევია. -მოვემზადები ხო...უნიათოდ,ხმადაბლა უპასუხა დედას და კოვზით ფრთხილად ამოიღო თასიდან შოკოლადის პუდინგი. -ლილე,ნუ ჭამ ეგ სტუმრებისთვისაა...ეს უკვე ბოლო წვეთი იყო გოგონასთვის,კოვზი ნერვებმოშლილმა მოისროლა ნიჟარაში და საძნებლისაკენ წავიდა.ცოტა დამშვიდდება და თავს შთააგონებს რომ დღეს ცუდი არაფერი გააკეთოს,ბარემ მოემზადება კიდეც. კარადიდან მარინეს ნაყიდი ზურმუხტისფერი კაბა გამოიღო,შავი ფეხსაცმელებიც მოაყოლა და ხუთ წუთში მზად იყო.ყოველგვარი მაკიაჟისა და სამკაულების გარეშე.ხელზე მხოლოდ დათოს,მისი ერთადერთი მეგობრის ნაჩუქარი სამაჯური ეკეთა.საშინლად სწყდება გული რომ დათო ახლა მის გვერდით არაა,მაგრამ პატრიოტმა დავითმა გადაწყვიტა სამშობლოს სამსახურში ჩამდგარიყო და ჯარისკაცის ამპლუაში განაგრძო ცხოვრება.ახლა კი ავღანეთში წასული და დარეკვასაც კი იშვიატად ახერხებს... -ლილე,სტუმრები მოვიდნენ გამოდი...ფრთხილად მოიწმინდა ცრემლები და მისაღებში გავიდა.როგორი ბედნიერი ჩანს ლაშა,ნეტავ ის რამ აიძულა რომ ცოლად მოეყვანა ლილე?!თუმცა რა საჭიროა იძულება,ლილე ულამაზესი გოგონაა,წლების შემდეგ კიდევ უფრო მშვენიერი ქალი იქნება. -ბატონო გოგი,ქალბატონო მარინე,მე მინდა რომ თქვენი ქალიშვილის ხელი გთხოვოთ...ღიმილით დაიწყო საუბარი ბიჭმა და ოჯახის უფროს გადახედა.გოგი თითქოსდა ჩაფიქრდა შემდეგ კი ქალიშვილს გადახედა.როგორ ლოცულობდა ლილე რომ რომელიმე მათგანს ახლა წამოეყვირა რომ მათ ერთადერთ ქალიშვილს უსიყვარულოდ არ გაათხოვებდნენ,რომ მის ცოდვაში ფეხს არ ჩადგამდნენ.მაგრამ იმედები გაუცრუვდა. -თუ თქვენ გსურთ რომ იქორწინოთ,ჩვენ არანაირი პრეტენზია არ მაქვს...ღიმილით წარმოსთქვა სიტყვები გოგიმ და ხელები ერთმანეთს ძლიერად შემოჰკრა.ლილესაც გაეცინა,ოღონდ ირონიულად...“თუ თქვენ გსურთ რომ იქორწინოთ...“პიდაპირ საცოდავობაა,მის მიერ მსგავსი სიტყვების წარმოთქმა.არადა დარწმუნებულია რომ...ამაზე საუბარს აღარანაირი აზრი არ აქვს... -ვიცი რომ არ გიყვარვარ,არც ის გესმის თუ რატომ უნდა იქორწინო ჩემზე,მაგრამ დამიჯერე აუცილებლათ შეგიყვარდები...ცოტა ხნით აივანზე გავიდა სუფთა ჰაერის ჩასაყლაპად ლილე,რომ როგორმე გასცლოდა იმ საზოგადოებას რომელთანაც წეღან იყო და აქაც გამოჰყვნენ. -ასე ფიქრობ?!მე კი ამის იმედი არ მაქვს,პირველი შთამბეჭდილება ყოველთვის შეუცვლელია...ისე უპასუხა ბიჭს რომ მისთვის არც კი შეუხედავს. -შენ ცდები ლილე,შენ მე შემიყვარებ,შემიყვარებ რადგან მოგვიწევს ერთ საწოლში ძილი,დილის ერთად დაწყება,პატარების აღზრდა... -ეს აფსურდია ლაშა,ნუთუ გგონია რომ შენთან ფიზიკური კავშირი მექნება?და მაინც თუ ეს მოხდება მხოლოდ ბავშვის გამო,მაგრამ არც ხელოვნური განაყოფიერებაა ცუდი იდეა...გააწყვეტინა საუბარი ბიჭს და ის იყო სახლში შებრუნებას აპირებდა ხელზე მძიმე ხელი რომ იგრძნო.რამდენიმე წამში კი ლაშასა და აივნის კარებს შორის აღმოჩნდა მომწყვდეული. -გამიშვი თორემ... -რა,იყვირებ?შენ ჩემი საცოლე ხარ ლილე,მინდა გაკოცებ,მინდა უფრო ღრმადაც შევტოპავ...ფრთხილად დაიხარა გოგონასაკენ და ის ის იყო უნდა ეკოცნა,ლილემ ფეხებშორის რომ ამოარტყა.ტკივილისაგან კინაღამ აივანზე დავარდა ბიჭი. -გეგონოს...მხოლოდ ერთი სიტყვა უთხრა ლილემ ბიჭს და სახლში შევიდა,აივანზე კი მწარედ მომღიმარი ლაშა დატოვა ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** -უკაცრავად,სად შეიძლება ვნახო ლაშა მახალდიანი?ან გავიგო რაიმე მისი მდგომარეობის შესახებ?...დაეკითხა ლილე მედდას,რომელიც იმ წუთას გამოვიდა ერთ-ერთი პალატიდან. -უკაცრავად,დამელოდეთ,ახლავე გეტყვით...რამდენიმე წუთი ერთ ადგილას იდგა და ელოდა როდის გამოჩნდებოდა გოგონა.ცოტა ხანში ნაბიჯების ხმა გაიგონა,უკან შებრუნებულს კი მედდა შერჩა ხელში. -რა გაარკვიეთ?....პასუხის მოლოდინში ორჯერ უფრო სწრაფად აუჩქარდა გული ლილეს,ვერანაირად ვერ მოუძებნა ახსნა მის მსგავს მღელვარებას,თავისთავად გული შესტკივა ბექას მოსალოდნელ რეაქციაზე,რომელიც მამამისი მსგავსი მდგომარეობით იქნება განპირობებული,მაგრამ ეს კიდე სხვა რაღაც არის.მას ლაშას მდგომარეობა არ აწუხებს მხოლოდ იმიტომ რომ ის მისი შვილის მამაა.მაგრამ ვერ ხვდება სხვა კიდევ რა შეიძლება იყოს. -ის ჯერ კიდევ საოპერაციოში ჰყავთ,ავარიისაგან დაზიანებული აქვს მკერდის ძვალი,მოტეხილი აქვს ორი ნეკნი,არცერთ მათგანს,გასაკვირი მაგრამ არ დაუზიანებია არც ფიტვი და არც დიაფრაგმა.მოტეხილობა აღენიშნება ზედა კიდურების არეში.აღენიშნება სევე სისხლჩაქცევები,სხვა საგანგაშო არაფერი,როგორც მორიგე მედდამ მითხრა შინაგანი სიხლდენები არ არის,მაგრამ მდგომარეობა კრიტიკული,გადარჩენის შანსები 30/70 -ეს არც ისე ცუდია ხო? -მართალი ხართ,იმედი ჯერ კიდევ უნდა ვიქონიოთ...ღიმილით მიუგო გოგონამ ლილეს. -მე შემიძლია რამით დაგეხმაროთ?...გაპარული ხმით შეეკითხრა გოგონას და კისერზე ნერვიულად დაისვა ხელი. -მხოლოდ ლოცვითა და სასწაული მოლოდინით ქალბატონო.დღეს ხომ ახალი წლის საღამოა,დღეს სასწაულები ხდება...კიდევ უფრო ფართედ გაუღიმა გოგონამ ლილეს და გაშორდა...ხო მართლა,საოპერაციო,პირველ სართულზე თქვენიდან ჯერ წინ,შემდეგ კი ხელმარცხნვაა...კვლავ ღიმილით დაუყვირა ადგილზე გაშეშებულ ქალს და დერეფან გაუყვა. უკვე მეორე ადამიანი ეუბნება რომ სასწაული მოლოდინში უნდა იყოს,იქნებ მართლები არიან?იქნებ მართლაც ხდება სასწაულები?მაგრამ მსგავს რამეებზე ჯერ კიდევ მაშინ ჩაიქნია ხელი იძულებით რომ გაათხოვეს და ათასნაირი სასწაულის მოლოდინი რომ ფუჭი გამოდგა.მაგრამ ცხოვრება იცვლება.თითოეული ჩვენგანი მხოლოდ კარგის მოლოდინში უნდა იყოს.ლილესაც ნელ-ნელა უჩნდება იმის იმედი რომ სასწაულები მართლაც ხდება,ჩვეულებრივ დღეებში იშვიათდ მაგრამ ახალი წლის ღამეს,ეს სრულიად მოსალოდნელია. ** ** ** ** ** ** ** ** ** -თანახმა ხართ ცოლად გაჰყვეთ ლაშა მახალდიანს?...ამ სიტყვებმა მთლიანად გამოაცალა საყრდენი მის ისედაც დანგრეულ ცხოვრებას.დადებითი პასუხი უნდა გაეცა და შემდეგ ხელი უნდა მოეწერა მისივე უბედურებაზე.არადა ყველას როგორი ბედნიერი სახეები აქვთ,ბატონ ლაშასაც კი,რომელიც ირონიული სახით გადახედავს ხოლმე ქალს და საკმაოდ თამამად ანიშნებს „ამ საღამოს სად წამიხვალო“.გულის სიღრმეში ლილეს სიცილი უნდება მის მსგავს ქცევაზე.აკვირვებს და თან სიცილის სურვილს გვრის ის ფაქტი რომ ბიჭი კი არ ფიქრობს,არამედ დარწმუნებული რომ ლილე მასთან ცოლ-ქმრული ურთიერთობით დაკავდება. -დიახ,თანახმა ვარ!...ამ სიტყვების წარმოთქმა ყველაფერს ერჩივნა,არადა როგორ შთააგონებდა თავს რომ ყოველთვის ესაუბრა მხოლოდ ის,რასაც ფიქრობსა და გრძნობს.თითოეული ჩვენგანი სწორედ ამას შთააგონებს საკუთარ თავს. თხუტმეტი წლის იყო პირველად კლასელმა ქართულის მასწავლებელს გაბრიელ გარსია მარკესის“ბოლო სიტყვა“რომ წარუდგინა გაკვეთილზე.ცხადია მოსწავლის მიზანი გაკვეთილის თემის შეცვლა იყო და გამოუვიდა კიდეც.დამრიგებელმა თავი მიანება სკოლის მასალას,მაგრამ კლასს სიტყვით მიმართა. -თქვენი აზრით,რისი თქმა სურდა ამ სიტყვებით მას?!...ყველას პასუხი ერთმანეთის მსგავსი იყო.რომ ამ სიტყვებით თითქოსდა ის გვასწავლიდა თუ როგორ უნდა გვეცხოვრა სრულფასოვნად,რომ ცხოვრება მხოლოდ ამის შემდეგ შეიძენს ფასს.მაგრამ ლილეს ინდივიდუალური აზრი უღრღნიდა გულს.სწამს რომ დღემდე სწორად გაშიფრა გენიალური მოღვაწის სიტყვები და მათი შინაარსი სრულებითაც არ შეესაბამება მისი კლასელების აზრს.სწამს რომ გაბრიელ გარსიას,უბრალოდ სურდა დაენახვებინა ჩვენთვის ყოველივე ის,რასაც ჩვენის საზოგადოების უდიდესი ნაწილი სისლულელედ თვლის.დაენახვებინა ის,რასაც არ,ვერ კი არა,არ ვაკეთებთ,მაგრამ უნდა ვაკეთებდეთ.თუმცა მსგავს პირობებში შეუძლებელია.შეუძლებელია იხცხოვრო დღევანდელი დღით,რადგან ჩვენ მუდამ ვგეგმავთ სამომავლოდ ყოველივე წარმატებულს.ვატყებთ მეგობრებსა და თანატოლებს რათა მათთან ერთად არ გავიდეთ სასეირნოდ,თუნდაც სათამაშოთ.ვგეგმავთ ყველაფერს და იქამდე სანამ დანიშნულების ადგილს მივაღწევთ,გვერდს ვუვლით ბევრად უკეთესსა და ღირებულს,შემდეგ კი უბრალოდ ბედს ვუჩივით,არადა ჩვენ თავად ვართ საკუთარი ბედის მწერალნი.ყოველივე იმას რაც გაბრიელ გარსიამ გვითხრა,არ ვაკეთებთ ჩვენ და არ აკეთებდა არც ის...საიდან სად გადავხტი. ქორწილი ნელა და ბანალურად მიმდინარეობდა არაფერი განსაკუთრებული.იყო დალევა,სიძე-პატარძლის ლოცვა,შემდეგ ცეკვები და ბოლოს ეს ცერემონიაც ჩხუბითა და აყალმაყალით დასრულდა.სახლში გასავათებულები დაბრუნდნენ,ოთახში არც კი ასულა ლილე,მისაღებში სავარძელში ჩაესვენა და თვალები მინაბა. -ტანასაცმელი არ ჩაგვიწყვია,ჩვენ კი ხვალ დილით პარიზში მივფრინავთ...უეცრად დაიწყო საუბარი ლაშამ და ღიმილიღ გადახედა გაოცებულ გოგოს. -პარიზში?საფრანგეთში?არ მჯერა...ეს მისი ოცნებააა,როგორ სურდა პატარაობაში შეყვარებლთან ან ქმართან ერთად ესერინა ღამ-ღამობით პარიზის ქუჩებში.ნატვრა ნაწილობრივ აუხდა,გვერდით ქმარი ნამდვილად ეყოლება,მაგრამ...ამაზე ფიქრს ჯობია იმაზე იფიქროს თუ რას გააკეთებს ჩასვლის შემდეგ,რას მოინახულებს პირველს და კიდევ უამრავი რამ აქვს მოსაფიქრებელი.ნელა წამოიმართა სავარძლიდან და ადგილზევე გაიზმორა. ფიქრებში იყო გართული ბიჭი შეუმჩნევლად რომ მიუახლოვდა.მომღიმარი გოგონასაკენ,რომელსაც სახეს ღიმილი უნათებდა სახე მიუახლოვა და ამდენი ხნის ნანატრ ბაგეებს დაეწაფა.თავიდან ვერ გაიაზრა ლილემ რა ხდებოდა მის თავს.შემდეგ კი რაღაც საოცარი განიცადა,ამის აღიარება დღესაც არ სურს,მაგრამ როდესაც ბიჭი მის გვერდითაა ენით აღუწერელი გრძნობა ეუფლება.კარგად რომ გააცნობიერა რას აკეთებდა,შეშინებული მოშორდა ბიჭს. -არ გაბედო და აღარასოდეს მომეკარო მეორედ,თორემ იცოდე განანებ...საჩვენებელი თითი აუფრიალა წინ გაღიმებულ ბიჭს და კიბეებისაკენ გაემართა. ოთახში შესულმა დიდი წვალების შემდეგ მოახერხა კაბის გახდა და სააბაზანოში შევიდა.იქიდან გამოსვლის შემდეგ პარიზში წასაღებად ბარგი გაამზადა.რამდენიმე წუთში საწოლში იწვა და ახურებულ სახეს გრილ ბალიშზე იგრილებდა.შეუმჩნევლად ჩეღიმა,მაგრამ საკუთარი თავი მაშინვე გაკიცხა ამის გამო და სიზმრების სამყაროში გადაეშვა. ლაშა კი კვლავ გაღიმებული იჯდა მისაღებში.აოცებს ეს გოგო თავისი სიჯიუტით,მაგრამ სჯერა რომ აუცილებლად შეაყვარებს თავს. ** *** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** საოპერაციოს წინ აღელვებული დააბიჯებდა და თან ოფიცრის მიერ მიცემულ ქურთუკს ძლიერად იხურებდა მხრებზე.გულის სიღრმეში ნელ-ნელა კიდევ უფრო უღვივდებოდა სასწაულის მოხდენის იმედი.სწამდა რომ უფალი ახალი წლის ღამეს არ დაუშვებდა მსგავსი საშინელების დატრიელებას. ფეხის ხმა შემოესმა და დერეფანს გახედა.მისკენ წითელ,მოხდენილ კაბაში გამოწყობილი ახალგაზრდა ქალი მოდიოდა,მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის კაკუნით.სახეზე აღელვება დასტყობოდა და აშკარად უკმაყოფილო იყო ლილეს იქ ხილვით.სადღაც უნახავს ეს სახე,მაგრამ ვერ იხსენებს,საიდანღაც ეცნობა ამაში დარწმუნებულია. -შენ აქ რას აკეთებ?...ლილესდა გასაკვირად ყველაზე სულელური კითხვა დასვა ქალმა რაც კი შეიძლებოდა ეკითხა. -მე ჩემს მეუღლესთან ვარ,ეს თქვენ რას აკეთებთ აქ და რა უფლებით მესაუბრებით ამ ტონით...იმ წუთას ისედაც ანირვეულებულმა,თავის მოთოკვა ვერ შეძლო და ოდნავ უხეშად მიმართა ახალმოსულს. -ა,შენ ხარ ლილე?!ახლა გასაგებია,მე ნინო ვარ,ლაშას შეყვარებული...უეცრად გააცივა სხეულში,გააკანკალა და თან კინაღამ სიცილი აუტყდა.ახლა გასაგებია საიდან ეცნობა ეს ქალი.გულში გაჰკენწლა ამის გაგებისას,ცრემლები მოეძალა და საცაა ატირდებოდა კიდეც,მაგრამ ვერ ხვდება რატომ.კარგა ხანია იცის რომ ლაშას საყვარელი ჰყავს,თუმცა აქამდე არასოდეს განუცდია ეს ფაქტი.ახლა კი თავს ისე გრძნობს თითქოს სუნთქვა აღარ შეუძლია.პირდაპირ გააგიჟა ქალის მსგავსმა,უსირცხვილო გამოსვლამ. -რაღაც გეშლებათ გენაცვალე,ლაშას შეყვარებული კი არა,საყვარელი.დიახ,მე ლილე ვარ,ლაშას ცოლი,თუმცა შენ ხომ საყვარლობას ჯერ ვერ გაცდი...მაქსიმალურად გაჟღენთა სიტყვები სარკაზმით.ნინოს ხმა არ ამოუღია,იქვე მდგარ სკამზე ჩამოჯდა და ლილეს მკვლელი მზერა სტყორცნა.სასწაული სიამაყის გრძნობა დაეუფლა ახლა ლილეს.ნასიამოვნები მზერა შეაგება ქალის მზერას და კვლავ საოპერაციოს კარებს დაუწყო ყურება. ** ** ** ** ** ** ** ** ** *** ** ** ** ** ** ** ** ** ** -ლილე,სერიოზულად უნდა ვისაუბროთ...მას შემდეგ რაც ლილე და ლაშა დაქორწინდნენ ნახევარი წელიწადი გავიდა.ურთიერთობაში არანაირი წინსვლა არ ჰქონიათ.რამდენიმე თვე ეცადა ლაშა გოგონასათის თავი შეეყვარებინა,მაგრამ მთელი რიგი უშედეგო მცდელობებისა და რამდენჯერმე აწითლებული ლოყის შემდეგ უბრალოდ შეეგუა ამ მდგომარეობას.ერთმანეთს მხოლოდ დილით საუზმეზე და ღამით ვახშამზე ხედავდნენ.ასევე ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ყოფნისას. -გისმენ...ცოტა არ იყოს აანერვიულა ბიჭის ხმამ.თითები ერთმანეთში ახლართა და მის წინ სავარძელზე ჩამოჯდა. -გუშინ ჩემებთან რომ ვიყავით სტუმრად,ხომ გაიგე დედამ რა თქვა,ვფიქრობ ის მართალია,ჩვენ ორივეს გვინდა ბავშვი,ჩვენს ურთიერთობას სჭირდება ის... -ლაშა,მე...ახლა კიდევ უფრო ანერვიულდა ლილე.იცოდა რომ ეს დღე დადგებოდა,ძალიანაც უნდა ბავშვი.მაგრამ ახლა,როდესაც საქმე საქმეზე მიდგა,აღარ იცის რა თქვას. -ლილე,ამდენი ხანია ვითმენ,კარგად იცი რომ ყველანაირად ვცდილობდი გამეგო შენთვის,მინდა რომ დღეს საღამოს ამისთვის მზად იყო,ახლა სამსახურში წავალ და საღამოს დავბრუნდები...ბიჭის ხმა შეუვალი იყო.სწრაფად წამოდგა ფეხზე და კარებში გაუჩინარდა. საღამომდე საშინლად აღელვებული იყო ლილე.ვერც საქმეს და ვერც წიგნებს ვერ დაუდო გული.დღევანდელი საღამოს მოლოდინში ერთ ადგილას ცქმუტავდა. ბოლოს იმ აზრამდე მივიდა რომ ამ საღამოსსგან სიამოვნება უნდა მიეღო და საღამოსათვის კერძების მზადება დაიწყო.ბოლო-ბოლო რომანტიულ გარემოს მაინც შექმნის... ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** მოუთმენლად ელოდა როდის გამოვიდოდა ექიმი.ის სწორედ მაშინ გამოვიდა თორმეტს ოცი წუთი რომ აკლდა.სწრაფად მიუახლოვდნენ ნინო და ლილე ექიმს. -როგორ არის?...კითხვა დაასწრო ნინომ. -უფლის წყალობით,სასწაული მოხდა და გადარჩა.შუა ოპერაციისას მოვიდა გონს და რაღაც სახელს ბუტბუტებდა კარგად დავუგდეთ ყური და მივხვდით რომ ალბათ მის მეუღლეს ეძახდა.შეგიძლიათ ხუთი წუთით შეხვიდეთ,ეს გამონაკლისი შემთხვევაა,დღეს ახალი წელია,იცოდეთ მხოლოდ ამიტომ გრთავთ ნებას...გაუკვირდა ლაშამ მისი შესვლა რომ მოითხოვა,თუმცა გულის სიღრმეში იმდენად ესიამოვნა რომ კინაღამ იქვე დაიწყო ცეკვა.ღიმილით დაიძრა კარებისაკენ,მაგრამ ნინოს ხმამ შეაჩერა. -უკაცრავად,რა სახელი თქვა?...ალბათ უკანასკნელ იმედებს ებღაუჭებოდა ქალი,მაგრამ ექიმის პასიხმა მთლიანად გაანადგურა ლილე. -ნინოს,ნინოს ეძახდა...იმ წუთას იგრძნო რომ ახალი წლის ღამეს მართლაც ხდება სასწაულები.იგრძნო რომ მსგავს იმედგაცრუებას თან ახლავს გონების განათებაც.ის ნინოზე ეჭვიანობდა,სასწაულებრივად გადარჩენილ ლაშას კი საკუთარი ხელით მოუსწრაფებდა სიცოცხლეს,რომ არა მის თავში ახლადაღმოჩენილი გრძნობა და აზრი. ჩვენ ადამიანები ვერასოდეს ვხვდებით სხვა ადამიანის ფასს,მანამ,სანამ მისი დაკარგვის საშიშროება არ გაჩნდება.ამის მიზეზი კი ისაა,რომ ჩვენ ყოველდღიურად ვატყუებთ ჩვენს თავს.თუმცა ხანდახან,გონების განათება ისეთივე დაგვიანებულია,როგორც ამ შემთხვევაში.ლილემ ის დაკარგა და ამას აღარაფერი ეშველება... ნელა გამობრუნდა უკან და ისე დაუყვა დერეფანს რომ ნინოს დამცინავი სახისათვის არ შეუხედავს.წყნარად დაიძრა გასასვლელისაკენ და მხოლოდ ახლა გააცნობიერა რომ ქურთუკი საავადმყოფოში დარჩა.ესიამოვნა ახურებულ სახესა და სხეულზე ციხი ჰაერის შეგრძნება.ახლა კიდევ უფრო დარწმუნებით სჯერა რომ სასწაული ძვიარდღირებული რამაა,თუ ის მოხდა აუცილებლად მოითხოვს საზღაურსაც. ვერც კი გაიაზრა ისე გააჩერა ტაქსი და ისე მივიდა სახლში.ქალბატონ დალის მიუკაკუნა კარებზე და ბექა სახლში აიყვანა,მის გაღვიძებას აზრი აღარ ჰქონდა.ფრთხილა ჩააწვინა საწოლში და თავადაც დასაძინებლად დაწვა.ახლა ნამდვილად შურს ნინოსი,ის ამ დღესასწაულს საყვარელ ადამიანთან ერთად აღნიშნავს. ** ** ** ** ** ** ** ** ** ყველაფერი სწრაფად მოგვარდა.რამდენიმე დღეში ლაშა სახლში დაბრუნდა.მანამდე იყო ლილე მის მოსანახულებლად რამდენჯერმე,მაგრამ მხოლოდ ბექას გამო,თავად ერთხელაც კი არ შეუხედავს მისვის,სიტყვის ღირსიც არ გახადა.შეიყვანა თუ არა ბექა პალატაში თავად მაშინვე გამოვიდა.ხედავდა ლაშას გაოცებულ მზერას და ერთი სული ჰქონდა ის თვალები დაეჯიჯგნა.უნამუსოდ უცქერდა ალალი მზერით ქალს,თითქოს ვერც ხვდებოდა რა დააშავა.მოუთმენლად ელოდა როდის წაიყვანდნენ სახლში ლაშას,იქ ნამდვილად გაუშრობს სისხლს. -ხვალ გამწერენ...მოულოდნელად წამოიწყო საუბარი კაცმა და აქამდე ჩუმად მჯდარ ლილეს მიმართა,რომელიც ბექას მხიარულ ტიტინს გაბადრული უსმენდა. -აჰამ...მხოლოდ უაზროდ ამოიზმუვლა ისე რომ შვილისათვის თვალი არ მოუშორებია. -ლილე რა გჭირს...მოთმინებადაკარგულმა იკითხა ლაშამ და მისი წამოძახილით შეშინებულ დედა-შვილს გადახედა. -არაფერი,რა უნდა მჭირდეს...შეუმჩნევლად ჩაიღიმა ქალმა და ოთახში ახლადშემოსულ ნინოზე გადაიტანა მზერა.ღიმილი მაშინვე შეუცვლა ზიზღმა,სწრაფად წამოდგა და ბექასაც მოჰკიდა ხელი...ჩვენ წავალთ,ხვალ მოვალთ და ნივთებს მოგიტანთ,ნახვამდის...მამაკაცის პასუხს არც დალოდებია ისე გამოიხურა პალატის კარი და დერეფანს ბექასთან ერთად დაუყვა.ვერ მიხვდა,როდის ჩაუდგა თვალებში ცრემლები,მხოლოდ გაუსაძლის ტკივილს გრძნობდა გულთან. -დე,რატომ ტირი? -არაფერია საყვარელო,უბრალოდ ფეხი გადამიბრუნდა...დააწყნარა პატარა და ცრემლები ხელის სწრაფი მოძრაობით მოიწმინდა ღაწვებიდან...გინდა შოკოლადები ვიყიდოთ?...ხელი კიდევ უფრო ძლიერად ჩაჰკიდა ყურებამდე გაღიმებულ ბიჭს და საავადმყოფოდან გავიდა... ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** * -ლაშა მტკივა...მეტი ვერაფრის თქმა ვერ მოახერხა ლილემ,ტკივილი იმდენად ძლიერი იყო.ბიჭი ერთხანს გამოცებული უცქერდა გოგონას რომელიც ღამის ორ საათზე მოულოდნელდ დაადგა საძნებელ ოთახში თავს,შემდეგ მისი სიტყვები გადახარშა და სწრაფად წამოხტა საწოლიდან.რამდენიმე წუთში საავადმყოფოში იყვნენ. შეშინებული დააბოტებდა ლაშა წინ და უკან,ექიმის გამოსვლას ელოდა და აკანკალებდა ლილეს ტკივილნარევი წამოძახილების გაგებისას.ცოტა ხანში დათო და ლაშას მეგობრებიც მოვიდნენ. -რამე გაიგე?როგორაა ჩემი პატარა?...ანერვიულებული ტონით შეეკითხა დათო ბიჭს,მაგრამ მისგან გაუგებარი ჟესტების მეტი რომ ვერაფერი მიიღო,სიცილისაგან კინაღამ იატაკზე გაწვა...რა განერვიულებს სიძევ,ლილე ძლიერია,აი ნახე მალე ექიმიც გამოვა. -იმედია,იმედია... და აი,პატარის ტირილიც გაისმა მოსაცდელში,რომელსაც წამიერად მოჰყვა ბიჭების შეძახილები და შამპანური გახსნის ხმა. -გილოცავთ,ბიჭი შეგეძინათ...ლაშას ბიჭი შეეძინა,პატარა პრინცი.იმ წუთას საკუთარ თავს პირობა მისცა რომ ამ პატარა არსებაზე სიცოცხლის ბოლომდე იზრუნებდა.თუმცა თავიდან ვერ იგდებდა ლილეს ხმებს,როგორ უნდოდა მისულიყო მათან და პირველად სწორედ რომ ერთად აეყვანათ პატარა ხელში,მაგრამ არ შეუძლია... ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** მას შემდეგ რაც ლაშა სახლში დაბრუნდა ლილეს ერთი საშინელი აზრი უტრიალებს.თუ ლაშას შეუძლია რომ ჰყავდეს საყვარელი,რატომ არ შეიძლება რომ ლილეს უბრალოდ მეგობარი მაინც ჰყავდეს მამარობითი სქესისა?თან ჰორიზონტზე საკმაოდ სიმპატიური გიორგი გამოჩნდა,რომელიც ყველანაირად ცდილობს ქალის გულის მოგებას.თან ლაშასაც აეჭვიანებს,ნუ რა თქმა უნდა,მამაკაცს კიდევ თუ აქვს მის მიმართა რაიმე გრძნობა. საღამოს გაოცებული აყოლებდა თვალს,მეუღლეს,რომელიც ბექას დაძინების შემდეგ ფაცი-ფუცობდა.ლილემ კარადიდან,საშუალოზე ოდნავ მოკლე,გრძელსახელოებიანი,შავი კაბა გამოიღო,მას შავი მაღალქუსლიანებიც შეურჩია და მსუბუქი მაკიაჟიც გაიკეთა.ლაშამ იცის რომ მისი მეუღლე მაკიაჟს არ ხმარობს,ახლა კი მის ასეთ ფორმაში დანახვამ ცოტა დააბნია. -ლილე,სადმე მიდიხარ? -აჰამ,მეგობარს უნდა შევხვდე,შეიძლება მალე დავბრუნდე,შეიძლება გვიან ან საერთოდ არ დავბრუნდე,არ დამელოდო...დინჯი ნაბიჯით გავიდა საძინებლიდან ქალი და ბოლოს ბინაში კარის დახურვის ხმაც გაისმა. ლაშას ჯერ კიდე ვერ გაეაზრებინა მომხდარი.მაგრამ უზარმაზარ ბოღმასა და შურს გრძნობდა ლილეს „მეგობრის“ მიმართულებით.ლილე არასოდეს მომზადებულა მასთან შესახვედრად ასე,არასოდეს ყოფილა ასეთი მოუთმენელი მანამ სანამ ლაშას შეხვდებოდა.ფიზიკურად არ შეუძლია თორემ აუცილებლად გაყვებოდა უკან. მაშინ როცა ლაშა ლილეს მოულოდნელ ქცევაზე ფიქრობდა ლილე მოსაბეზრებლად ესაუბრებოდა გიორგის და ერთი სული ჰქონდა სახლში წასულიყო. -ლილე,მისმენ?...ლაშაზე ფიქრებში იყო გართული გიორგის ხმამ რომ გამოარკვია. -იცი?!ბექა აქამდე არასოდეს დამიტოვებია ღამით მარტო,თან ხომ იცი ჩემი მეუღლეც შეუძლოდაა,ბოდიში მაგრამ უნდა წავიდე...იმ წუთას მიიღო გადაწყვეტილება,რომ ლაშასთვის ყველაფერი ეთქვა,რომ გამოსტყდომოდა თავის გრძნობებში... -ლილე,შენ ლაშა არ გიყვარს,ორივემ არაჩვეულებრივად ვიცით ეს,ის რომ გყვარებოდა,ახლა ასეთ მდგომარეობაში მარტო არ დატოვედი და მე არ შემხვდებოდი. -მართალია ხარ,აქამდე მეც ასე ვფიქრობდი,მაგრამ შემდეგ საკუთარ გრძნობებში გავერკვიე,სწორედ იმიტომ მივდივარ სახლში,რაც შეგეხება შენ,არასოდეს მომწონდი,ნამდვილი ხელმოცარული ხარ...სწრაფად დატოვა რესტორანი და სახლის გზას გაუყვა... -კიდევ კარგი დაბრუნდი,ვინერვიულე...სახლში შესული არ იყო,ლაშას ხმა რომ გაიგო.იმ მხარეს გაიხედა საიდანაც ხმა მოდიოდა და ყავარჯენზე დაყრდნობილი ლაშა რომ დალანდა სწრაფად გადადგა რამდენიმე ნაბიჯი მისკენ. -ლაშა ხომ გითხრეს რომ ფიზიკურად დატვირთვა გეკრძალება,თავს უნდა მოუფრთხილდე,ნუთუ არ გინდა რომ მომავალი წელი მაინც აღნიშნო სახლში და არა საავადმყოფოში?!თუმცა რატომ უნდა გინდოდეს,არც წელს შეხვედრილხარ ურიგოდ,ნინო გყავდა გვერდში,პირველად სწორედ ის ნახე ამ წელს,მეტი რა გინდა...ხმადაბლა ბუზღუნებდა ლილე და ცდილობდა მხარზე დაკიდებული,მომღიმარი მეუღლისათვის მზერა აერიდებინა. -შენ ჩემზე ეჩვიანობ ლილე,სწორედ ამაზე მინდა საუბარი... -ლაშა გთხოვ,გაჩუმდი,საძინებელში გაგიყვან და დაიძინე უკვე გვიანაა...საძინებელში გაიყვანა მამაკაცი და მასზე დაწოლილს მზრუნნველად შეუკეცა საბანი. -ლილე,მე და ნინო დავშორდით,ახალი წლის ღამეს დავშორდით,როდესაც მან მითხრა რომ შენ იქ იყავი,მაშინ საავადმყოფოშიც შესარიგებლად იყო მოსული,მაგრამ უკან გავაბრუნე.იცი რატომ?როდესაც მითხრეს რომ იქ იყავი,მივხვდი რომ შენთვისაც ისეთივე მნიშვნელოვანი და ღირებული ვარ,როგორც შენ ჩემთვის...მამაკაცის სიტყვებმა შეძრა.ნუთუ აქამდე ყველაფერს ხვდებოდა?!ის კი...ნამდვილი სულელია. -ახლა გვიანაა,შენ კი დასვენება გჭირდება...ოთახიდან გასვლას აპირებდა ლაშას ხმამ რომ შეაჩერა. -დარჩი რაა,უბრალოდ გვერდით მომიწექი და ჩამეხუტე,ზედმეტად არ შეგეხები,გთხოვ ლილე...კარგად გადახარშა ყველაფერი რაც მამაკაცმა უთხრა.ერთ ხანს უკან გამოიხედა და ლაშას დააკვირდა,შემდეგ კი ფრთილად დაიძრა მისი საწოლისაკენ. -გაიხედე,კაბა უნდა გავიხადო...სანამ ჩაწვებოდა ფეხსაცმელი გაიძრო და შემდეგ გაბადრულ კაცს გადახედა. -ლილე,შენ ჩემი მეუღლე ხარ...კიდევ უფრო გაიბადრა კაცი და გადასაფარებლის ერთი ბოლო აწია იმის ნიშნად რომ ელოდა.ეშმაკურმა აზრმა გაუელვა ლილეს.სექსუალურად და ნელა გახსნა კაბის ელვა და შემდეგ ჰაეროვნად ჩაასრიალა რბილ კანზე.მოხერხებულად მიუწვა ლაშას გვერდში და თმის სამაგრთან ერთად საყურეებიც საწოლის გვერდით მდგარ კომოდზე დადო. -ახლოს მოიწიე...კიდევ ერთხელ მიმართა ქალს ლაშამ და ყოველგვარი პროტესტის გარეშე მიახლოვებულ მეუღლეს ხელები ძლიერად შემოხვია სხეულზე...ახლაც მახსოვს შენი არომატი,ასეთი მხოლოდ შენ გაქვს...სიმოვნებისაგან გაიყურსა ლილე და ცხვირი მამაკაცის კისერში ჩამალა.ამ ღამით არაჩვეულებრივად ეძინა ორივე მათგანს.დანარჩენს დრო გვიჩვენებს. ** ** **** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** -ლილე,მე მინდა რომ ხელი გთხოვო,გამომყევი ცოლად კიდევ ერთხელ,ოღონს ამჯერად მხოლოდ მე შენ და მეჯვარეები,ჯვარი დავიწეროთ.დღესვე...არ მოელოდა ლაშასაგან მსგავს შემოთავაზებას,მაგრამ საშინლად ესიამოვნა,ისედაც გული უწუხდა რომ ჯვარი ჯერ კიდევ არ ჰქონდათ დაწერილი.ეს კაცი თითქოს მის გონებაში ზის. -ბექა გამოგრჩა...აცრემლებულმა ამოიბლუყუნა ლილემ და მეუღლეს ბეგეებზე დაეკონა.იმ ღამითვე დაიწერეს ჯვარი მხოლოდ ზემოთხენებულ ადამიანებთან ერთად.მათზე ბედნიერი არავინ იყო. ** ** ** ** ** ** ** ** ** * * ** ** ** ** ** * ** ** -რა ლამაზი დღეაა,რა ნათელი მზეაა,იმიტომ,რომ დღეს ლილესს,დაბადების დღეაა...ჩაასრულეს სიმღერა ლაშამ და ბექამ,შემდეგ კი ლილეს დაელოდნენ სანამ სანთლებს ჩააქრობდა. -დე,სურვილი ჩაიფიქრე...ნაჩქარევად წამოიყვირა ბექამ და ჩაფიქრებული დედა რომ შეამჩნია დაძაბულობა მოეხსნა. -მე რომ უკვე ამიხდა ყველა ნატვრა...მაცდურად ჩაილაპარაკა ლილემ და საძინებლისაკენ გავიდა.რამდენიმე წუთში პატარა ყუთით ხელში გამოვიდა და გაოცებულ მეუღლეს მიაწოდა. -არ მჯერა...მხოლოდ ამის თქმა მოახერხა ლაშამ,მას შემდეგ რაც ყუთი გახსნა...შენ ხარ ჩემი ბედნიერება,ლილე მიყვარხარ..სწრაფად აიტაცა კაცმა ლილე ხელში,შემდეგ კი მოკისკისე მეუღლე რამდენჯერმე დაატრიალა ჰაერში. -მალე დაიკო ან ძამიკო გეყოლება...აუხსნეს ვითარება გაურკვევლობაში მყოფ ბექას,რომლის სახეზე გამოხატული გაოცებაც ბედნიერებამ შეცვლა და ძლიერად ჩაეხუტა მშობლებს. -რა მაგარია,თუ გოგო იქნება ნიცა დავარქვათ რაა,მე რომ მომწონს იმ გოგოსაც ასე ჰქვია,კარგი?...ლაშამ მეგობრულად გადაუსვა თავზე ხელი შვილს და გაოცებულ ლილეს გადახედა. -და მე რატომ არაფერი ვიცოდი ნიცას შესახებ?... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.