შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მინდა მიყვარდეს თავი 28


17-01-2016, 01:14
ავტორი mako-makako
ნანახია 2 514

მთელი საღამო მირანდასაც სანდროზე ეფიქრებოდა,მასაც მოსწონდა ეს ბიჭი მაგრამ ვერ ხვდებოდა რატომ პასიურობდა და საერთოდ არ იჩენდა ოდნავმაინც ყურადღებას?თუ მაშინ ნასვამი იყო და მხოლოდ მაგიტომ მიაქცია ყურადღება?მარგრამ რა სჭირდა მირანდას მისი დასაწუნი მაინც ვერ ხვდებოდა.ამ ფიქრებში იყო გართული როდესაც ლევანი ფეხზე წამოდგა და ყურადღება მოითხოვა.
-მოგესალმებით ყველას.ჩემო ძვირფასო სტუმრებო ყველამ კარგად ვიცით დღევანდელი შეკრების მიზეზი მაგრამ მე მინდა რომ ეს შეკრება უფრო მეტად დაუვიწყარი გავხადო და თქვენს წინაშე მინდა რომ ჩემს საყვარელ ქალს ხელი ვთხოვო.-ყველა სმენად იყო ქცეული და გაოცებული სახეებით უყურებდნენჯერ ლევანს და მერე ნიას,რომელიც იმდენად დაბნეული იყო ზედგენიძის სიტყვების მოსმენის მერე რომ ენა ლამის ჩაუვარდა.ლევანი ნელა მიუახლოვდა ნიას,ცალ მუხლზე დადგა და ხელში ძალიან ლამაზი ბეჭედი ეჭირა რომელიც ნიას მხარეს გასწია და ისე დაუსვა შეკითხვა.
-ნია მინდა რომ გახდე ჩემი ცხოვრების თანამგზავრი,ჩემი ბედნიერების წყარო და ჩემი ცხოვრებისეული სიყვარული,ეომელიც არასოდეს არ მთავრდება.მინდა ყოველ დილით შენს მშვენიერ სახეს ვხედავდე და ყოველ წუთს ვიცოდე რომ ჩემი ხარ,რომ როდესაც სამსახურიდან დავბრუნდები სახლში შენ მეგულებოდე.მინდა ბევრი შვილი გვყავდეს და მთელი ცხოვრება შენს გვერდით გავატარო.ნია გახდები ჩემი ცოლი?-ლევანმა თავისი მონოლოი დაასრულა და ეხლა სიტყვა ნიაზე იყო,რომელიც როგორც ეტყობა არაფრის თქმას არ აპირებდა რადგან მოსმენილით იმდენად გაოგნებული იყო რომ მხოლოდ ტიროდა.როგორც იქნა მგალობლიშვილი გონს მოვიდა და ლევანს შეხედა,რომელიც ისევ მუხლზე იდგა და ელოდა ნიას პასუხს.
-კი,კი,კი,კი,კი მინდა რომ შენი ცოლი გავხდე,მინდა რომ ჩემი ქმარი გერქვას,მინდა რომ ყოველ დილით მეც შენთან ერთად გავიღვიძო.მინდა სახლშიშენტვის ვფუსფუსებდე და საერთოდ მინდა რომ მთელი ცხოვრება შენი სიყვარულისთვის ვიცხოვრო.თანახმა ვარ გამოგყვე ცოლ.....-ნიას სიტყვები არ ჰქონდა დასრულებული ლევანი ფეხზე რომ წამოფრინდა და გოგონა ხელში აიყვანა. გულიანად დაატრიალა მერე აკოცა და ისევ ძირს დასვა.ბეჭედი ყუთიდან ამოიღო და თითზე მოარგო საყვარელ ქალს.მერე მის ნანათრ ბაგეებს დაეწაფა ასე საჯაროდ და თან პირველად,მაგრამ აქ უკვე მათი მორცხვობა ზედმეტი იქნებოდა.ყველა ტაშს უკრავდა და მათი სიხარულით თვითონაც ბდნიერები იყვნენ.
-არა გრცხვენია შე უსინდისო შენა?ეს როგორ დაგვიმალე ძმაკაცებს.-საყვედურებით მიადგნენ ბექა და ლექსო ლევანს.მერე გადაეხვივნენ და მილულოცეს.
-კაი,რა ბიჭებო ეხლა არ დაიწყოთ.მხოლოდ ანუკიმ იცოდა ეს სხვამ არავინ.-თავი იმართლა ზედგენიძემ.
-რაო,რაო?ჩემზე საუბრობთ თუ ჩემი სახელი მომესმა?-საუბარში ანუკი ჩაერთო.
-სწორედაც რომ შენზე ვსაუბრობდით ჩემო დედოფალო.-წელზე ხელი შემოხვია ბექამ ანას და ზედ აიკრა.ისე რომ მალე გოგოს სუნთქვა გაუჭირდებოდა.
-კარგით,ეხლა გეყოთ აქ ეგეთი ცეცხლის დამნთები ვნებები,ეგეთი ძლიერიც კი არ ვარ რომ ამდენს გავუძლო.-სანდრო მიუახლოვდა ბავშვებს და ყველას მხიარულმა გადახედა.
-აი მოვიდა კიდევ ერთი მასხარა.-წაკბინა მაშინვე ანამ და მირანდას გადახედა, რომელსაც უკვე ალმური ასდიოდა.
-მე და მასხარა?კაი შენ რამე ახალი თქვი ანუკი.-ისე გაიკვირვა სანდრომ გეგონებოდათ სხვაზე იყო ლაპარაკი,გაიღიმა და როგორც უყვარდა ხოლმე ანას ლოყაზე საკმაოდ უჩქმიტა.ყოველთვის,ბავშვობიდან უყვარდა ანას ასე წვალება და ეს დიდობაშიც გადაეზარდა.ბექაურმა ლოყა დაიზილა და სადროს გვერდში უჩქმიტა,ეს ყოველთვის მისი საპასუხო რეაქცია იყო მის საქციელზე ხოლმე.მათ ბავსვურ საქციელზე ყველა ხალისობდა როდესაც თეკო,ნია და მირანდა მიუახლოვდათ.სანდრომ მაშინვე შეცკვიტა ცელქობა და სერიოზული ბიჭის სახე მიიღო.სანდროს ცვლილება წამში არავის გამოპარვია და ყველამ მისი თვალების ობიექტისაკენ მიმართეს მზერა.ეს იყო მირანდა,რომელიც იმ საღამოს ღვთაებრივად გამოიყურებოდა.
-უი ბავშვებო სულ დამავიწყდა რომ მირანდა და სანდრო ერთმანეთისთვის გამეცნო.-ინიციატივა თავის თავზე აირო ანამ რადგან მიხვდა რომ ამ ორს შორის რაღაც ნაპერწკალი იწყებდა გაღვივებას და ცდილობდა ამისთვის ხელი შეეწყო.
-გაიცანი სანდრო ეს მირანდა მჟავიაა,ჩვენი მეგობარი ეს კი მირანდა სანდრო გიორგაძეა თეკოს ძმა და ჩვენი მეგოარი.-ერთმანეთი გააცნო ანამ წყვილს და მაშინვე ყველა გაეცალა იქაურობას.ეს კი ანას ტვალების ბრიალისგან იყო გამოწვეული.ყველა დაწყვილდა და საცეკვაო მოედნისკენ წავიდნენ.მირანდა და სანდრო ერთმანეთს შეატოვეს და ახალი თავსატეხიი გაჩნდა მათთვის.
-გამარჯობა მირანდა.აი ისევ შევხვდით ერთმანეთს და თან ისეთ გარემოში სადაც შენს ნახვას ყველაზე ნაკლებად ველოდი.-საუბარი სანდრომ დაიწყო,გოგონასთან ახლოს მივიდა და შიშველ მკლავზე საჩვენებელი თითი ჩამოუსვა.მირანდას ბუსუსებმა დააყარეს,ეს რექცია ბიჭს უყურადღებოდ არ დარჩენია და თითის სეირნობა უფრო გააძლიერა.მკლავიდან ყელზე გადაიტანა და ეხლა უფრო დაბურძგლა მირანდა ცეცხლის მომდებმა ბუსუსებმა.ადგილზე იდგა და განძრევას ან იქიდან გასვლას ვერ ახერხებდა,რაღაც უკრავდა ხელფეხს და ადგილზე მიყინულივით იდგა.გიორგაძეს კი მოსწონდა მისი უმწეო მდგომარეობა.
-გამარჯობა სანდრო,არც მე ველოდი შენს აქ ნახვას.-როგორც იქნა გონებამ პირველმა გადახარშა ყველაფერი და განგაშის ზარი გამოსცა,რამაც მისი წამში ამოქმედება მოახერხა და ეხლა სანდროს წინაშე წმის წინ მდგარი მირანდასგან აღარაფერი იყო დარჩენილი,მხოლოდ გარეგნობა.
-ოჰო,საუბარიც გვცოდნიაო.-გახუმრება სცადა გიორგაძემ.
-აბა,ეს მხოლოდ შენნაირი მასხარას თვისება კი არა არის.-არც მირანდამ დაუტმო პასუხი და ამაყად,თავაწეული გაეცალა იქაურობას,ჩვენი სანდრო კი პირში ჩალა გამოვლებული დატოვა. თაკო და ლექსო ერთმანეთს მაქსიმალურად ერიდებოდნენ რადგან სანდრომ მათზე არაფერი იცოდა და ცდილობდნენ თვალში არ მოხვედროდნენ.მაგრამ ეს სიტუაცია შამანაურს საერთოდ არ მოსწონდა რადგან არ სიამოვნებდა დამალვა,სიყვარულში დასამალი არაფერი იყო და ეს სიტუაცია უკვე დრო იყო რომ გადაეწყვიტ.როდესაც დაინახა მირანდა სანდროს როგორ მოშორდა მაშინვე მოუბოდიშა თეკოს,სკამზე დასვა და თვითონ უფროსი გიორგაძისკენ გაემართა.როდესაც თეკო მიხვდა სიტუაციის არს უკვე გვიან იყო და მას ლექსოს შეჩერება არ შეეძლო.
-სანდრო შენთან სალაპარაკო მაქვს და შეიძლება გარეთ გავიდეთ?-თავაზიანად სთხოვა ლექსომ სანდროს,ისიც უხმოდ გაჰყვა გარეთ რესტორნის ეზოში,რომელიც ნაძვებით იყო გარშემორტყმული და ისრგვლივ ლამპიონები ანათებდა.
-გისმენ ლექსო.-უთხრა გიორგაძემ.
-ჩემზე და შენს დაზე უნდა გელაპარაკო.-თამამად დაიწყო სათქმელი შამანაურმა მაგრა სანდრომ არ დაასრულებინა.
-ყველაფერი ვიცი.-მხოლოდ ამ მოკლე პასუხით გასცა ყველაფერს პასუხი.
-რა ან საიდან იცი?-ვერ მიხვდა ლექსო გიორგაძის ნათქვამს.
-შენზე და თეკოზე ყველაფერი ვიცი.თქვენ მე რა დებილი გგონივართ,თუ ის არ მეცოდინებოდა ჩემს საყვარელ და ერთადერთ დას ვინ უყვარს და მთელი დღები ვისთან ერთადაა?-თვალებში ახედა და ისე ელაპარაკებოდა ლექსოს.
-არა დებილი ნამდვილად არავის გონიხარ,უბრალოდ არ ვიცოდი აქამდე თუ ყყველაფერი იცოდი და ხმას არ იღებდი,და მაინც რატმ დუმდი აქამდე?-ეს კითხვა ისე აწუხებდა შამანაურს რომარ ეკითხა ამაღამ ვერ მოისვენებდა.
-შენს მოსვლას და დალაპარაკებას ველოდებოდი და აი მოხვედი კიდეც.ისე მეგონა კიდევ დიდხანს გაწელავდი.-მხარზე მეგობრულად დაჰკრა სანდრომ ლექსოს ხელი და ეს იმის მანიშნებელი იყო რომ ის უკვე მოსწონდა და საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა.
-ეს შენს დას უნდა უთხრა,შენი პანიკური შიში ჰქონდა,ეგონა რომ ვერ გაგვიგებდი და ამიტომ დიდხანს მოგვიწია გადადება,მაგრამ მე მეტი ვეღარ გავქაჩე.- გულღიად ესაუბრებდა ლექსო და სანდრო ხვდებოდა რომ მისი დის გვერდით საუკეთესო მამაკაცი იყო და ეს ყველაზე მეტად ახარებდა.
-მიხარია ჩემი დის გერდიტ რომ გხედავ ლექსო და იმედია იმის შეხსენება არ დამჭირდება რომ არ უნდა აწყენინო ხომ ასეა?-მხიარულად გახედა დის შეყვარებულს და გაუღიმა.
-ასეა ასე.-ლექსომაც გაუღიმა სანდროს და რესტორნისკენ წავიდნენ.ამ დროს რესტორანში თეკო ბოლთას სცემდა და ბექას ეხვეწებოდა.
-გთხოვ რა ბექა გადი და ნახე იქ რა ხდება.მეშინია არ იჩხუბონ რა.-ვერა და ვერ მშვიდდებოდა გიორგაძე.
-კარგი რა თეკ,რა აქვთ საჩხუბარი უბრალოდ დაილაპარაკებენ და შემოვლენ, შენ ჯობია დაწყნარდე და არ ინერვიულო.-ამაოდ ცდილობდა ბექა მის დამშვიდებას. ამ დროს კი სანდრო და ლექსო მშვიდად საეუბრობდნენ ერთმანეთთან. რესტორნის კარებთან ორივე ერთად რომ დაინახა თეკომ მშვიდად მოსაუბრეები მხოლოდ მაშინ დაწყნარდა მაგრამ უცებ ყველაფერი დაბნელდა და გონება დაკარგა.ბიჭები მისკენ გიჟებივით გავარდნენ და ხელსი ორივემ ლამის ერთად აიყვანეს.მანქანაში ნელა ჩასვეს საავადმყოფოში გააქანეს.სანდრო ლექსოს მანქანაში ჩაჯდა.ლევანმა კი გოგოები წაიყვანა და თვითონაც მოწყვიტა მანქანა ადგილს. საავადმყოფოში გიჟებივით შევარდა ორივე მანქანა.ფრთხილად გადმოიყვანეს თეკო გონს ჯერ კიდევ არ იყო მოსული,საკაცეზე ფრთხილად დააწვინეს და ექიმებმა პალატაში შეიყვანეს.ყველა გარეთ მოსაცდელში ელოდებოდა გონს როდის მოვიდოდა მათი მეგობარი და ნერვიულობისგან თითებს იჭამდნენ. ექიმები კი გამოსვლას არ ჩქარობდნენ და გულმოდგინედ სინჯავდნენ თეკოს. ბოლოს როგორც იქნა ერთი ექიმი გამოვიდა და მაშინვე იკითხა.
-ქალბატონის მეუღლე რომელია?
-მე.-მაშინვე ფეხზე წამოდგა ლექსო და ექიმს წინ დაუდგა.
-წამომყევით.-მოკლედ მოუჭრა და ოთახში გაუჩინარდა.
-გაგვაგებინეთ რა ხდება?-სიტყვა გზაში გაუწყდა სანდროს რომელიც ნერვებზე იჯდა უკვე.ლექსო ჩუმად შეჰყვა ექიმს კაბინეტში.
-გისმენთ ექიმო,რაიმე საგანგაშოა?-შიშის ზარს სცემდა ლექსოს გონება ცუდის მოლოდინში.
-დამშვიდდით,თქვენი მეუღლე კარგადაა,საგანგაშო არაფერია.ასე ნუ ღელავთ. აი ეს დალიეთ და დაგამშვიდებთ.-ექიმმა ლექსოს წყალი მიაწოდა მანაც ოდნავ მოსვადა ისევ მაგიდაზე დადგა.
-მაშინ მითხარით რა ხდება?-მოთმინებას ნელნელა კარგავდა შამანაური.
-თქვენი მეუღლე ორსულადაა.მალე მამა გახდებით.-უთხრა ექიმმა და ბიჭის რეაქციას დააკვირდა,რომლის გონებაც ეხლა ხარშავდა ამ სასიხარულო ამბავს და ხვდებოდა რომ ეს სიმართლე იყო. შამანაურს არაფერი უთქვამს ასე უხმოდ ადგა და დატოვა ექიმის კაბინეტი,მაგრამ იმდენად გახარებული იყო რომ ოთახიდან გამოსვლა და ყვირილი ერთი იყო.
-მამა გავხდები.მალე მამამ გავხდები.-ყვიროდა და ისე მოდიოდა დერეფანში. მისი ხმა მთელს სართულს ესმოდა და ყველას ბედნიერეი ღიმილი გამოხატვოდა სახეზე.
-რა ხდება ლექსო კაცურად გამაგებინე გამისკდა გული.-წინ სანდრო დაუდგა და სასოწარკვეთილი თვალებით უყურებდა შამანაურს რომელსაც სახე გაბრწყინებული ჰქონდა.
-მამა გავხდები სანდრიკ,მალებიძა იქნები შენ.-ისე ახარა სანდროს ეს ახალი ამბავი თითქოს თეკო მართლა მისი ცოლი იყო და აქ უჩვეულო არაფერი არ იყო,მაგრამ იმდენად იყო აჟიტირებული ამ ახალი ამბით რომ ყველაფერი დაავიწყდა.
-რაააა?-სანროს სახე მრისხანებამ შეცვალა.აი ეხლა კი გონს მოვიდა შამანაური და მიხვდა რომ აქ უკვე ზედმეტი წამოროშადა ცემა ნამდვილად არ აცდებოდა.
-გაიმეორე რა თქვი?შენ რა ჩემს დასთან იწექი?-უკვე ცეცხლს ყრიდა თვალებიდან.
-სანდრო.ძმა დაწყნარდი და ველაფერს აგიხსნი.-გამოსავალი მაშინვე იპოვა ლექსომ. ყველა იქვეიყო მაგრამ მათ საუბარში არავინ ერეოდა რადგან ეს მხოლოდ მათი საქმე იყო და მათ უნდა გაერკვიათ.
-მიდი აბა გისმენ.
-მე და შენ დას ერთმანეთი გვიყვარს და ეს უკვე იცი.ერთ საღამოს მოხდა ყველაფერი და ამას არ ვნანობ,რადგან თეკო ჩემი ქალღმერთია,მისი გულისთვის ყველაფერს დავთმობ და ყველაფერს გავაკეთებ,ეხლა მე უბედნიერესი კაცი ვარ რომ თეკო ჩემგან ბავშვს ელოდება.კაცურად გამიგებ გამიგებ თუ არ და შენი გადასაწვეტია.თეკო მალე ჩემი ცოლი გახდება და მინდა ეს ბედნიერება ჩვენთან ერთად გაიზიარო.სანდრო ხმას ვერ იღებდა უნდოდა ერთი რამე მაინც ეთქვა მაგრამ ლექსოს გულწრფელობა და პირდაპირობა აოცებდა და სიტყვას ყელში უჩხირავდა.თვითონაც უხაროდა რომ მალე ბიძა გახდებოდა და ეს ამბავი უნდა აეღნიშნათ.ლექსოს ხელი გადაჰხვია და მაგრად ჩაეხუტა.ამ ჯესტზე შამანაური გათამამდა და თვითონაც მაგრად მოჰხვია მომავალ ცოლის ძმას მხარზე ხელი. თაკო კი უკვე პალატაში გამოფხიზლებული იყო და ექიმს ესაუბრებოდა.გარედან კი ჟივილ ხივილი ესმოდა და ხვდებოდა რომ ეს მისი მეგობრები იყვნენ.თავი უბედნიერესი ქალი ეგონა ჰყავდა გვერდით საყვარელი მამაკაცი და მალე დედაც გახდებოდა,ამაზე მეტი ბედნიერება რა უნდა ენატრა ქალს.



№1  offline წევრი Lana Tomlinson

რა საყვარელი თავი იყო...ლევანი და ნიაც მალე შეუღლდებიან ესეიგი.ძალიან საყვარლები არიან.თეკო და ლექსო ვუაიმე ესენიც უსაყვარლესები არიან,მიხარია რომ მალე ვიხილავთ გაბერილ თეკუნას.უპს სანდრო და მირანდაც ზე საყვარლები არიან.გოგოც მამაცია და თავისებური,აი ისეთი სანდროს რომ შეეფერება.ამ თავში ანა და ბექა დამაკლდა ძალიან.მაგრამ ვიცი შემდეგში გამოასწორებ ამიტომ
არაფერს გეტყვი <3 ჰმ,მგონი შენ ისე დაწერე ეს თავი ,რომ მგონია დასასრულისკენ მიგყავართ.უფფ ჯერ არ დაასრულო რაა ^_^

 


№2 სტუმარი darina

tbili tavi iyo momewona tekos da leqsos ambavi, kargia rom sandtostan yvelaferi mogvarda, beqa rom ar miyvardes ase magrad :-D :-D uechveli sandros davepatronebodi, saocrad momwons me es bichi, maklia bewas emociebi.

 


№3  offline წევრი mako-makako

Lanas Statusebi
რა საყვარელი თავი იყო...ლევანი და ნიაც მალე შეუღლდებიან ესეიგი.ძალიან საყვარლები არიან.თეკო და ლექსო ვუაიმე ესენიც უსაყვარლესები არიან,მიხარია რომ მალე ვიხილავთ გაბერილ თეკუნას.უპს სანდრო და მირანდაც ზე საყვარლები არიან.გოგოც მამაცია და თავისებური,აი ისეთი სანდროს რომ შეეფერება.ამ თავში ანა და ბექა დამაკლდა ძალიან.მაგრამ ვიცი შემდეგში გამოასწორებ ამიტომ
არაფერს გეტყვი <3 ჰმ,მგონი შენ ისე დაწერე ეს თავი ,რომ მგონია დასასრულისკენ მიგყავართ.უფფ ჯერ არ დაასრულო რაა ^_^

მადლობა საყვარელო როგორც ყოველთვის შენი კომენტარები ახალ ემოციებს მიგვიძებს და სურვილი მაქვს უკეთესად დავწერო.ჯერ ყვეაფერი წინაა რა დროს დასრულებაა ეხლა იწყება ველაფერი. love

darina
tbili tavi iyo momewona tekos da leqsos ambavi, kargia rom sandtostan yvelaferi mogvarda, beqa rom ar miyvardes ase magrad :-D :-D uechveli sandros davepatronebodi, saocrad momwons me es bichi, maklia bewas emociebi.

მადლობა ჩემი თბილო გოგო რაღაც ისე გამომდის რომ ყველა გმირი კარგია მაგრამ რა ვქნა ეს ისტორია ასე მქონდა დაგეგმილი,ბექას ემოციებს მომდევნო თავებში იმდენს ნახავ რომ გადააჭარბებს კიდეც ყველაფერს ამიტომ დაელოდე love
--------------------
,,ცხოვრება ტალღაა რომელსაც თუ არ ჩაჰყევი აუცილებლად ჩაგითრევს.''

 


№4 სტუმარი nina

ძალიან კარგი თავი იყოოო <3 ვიცოდი რომ ჩვენი თეკო ფეხმძიმედ იქნებოდა <3 მაშინ მივხვდი შენს ჩანაფიქრს ბექა,ლექსო და თეკო რომ საუზმობდნენ და თეკომ,რომ თქვა ლამის ყველაფერი შევჩამე უკვეო :D <3 <3 <3 კარგი ხარ მაკო კარგიიი.... კარგის მეტი რა მეთქმის <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent