ვერსად წახვალ (7)
ჩემო კარგებო მაპატიეთ, რომ ვერ ვახერხებ სწრაფად ავტვირთო ახალი თავები, მაგრამ იმედია არ მიწყენთ <3 * * * * * * * * იმ საღამოს ბიჭები დასალევად წავიდნენ, არ ვიცი რას აღნიშნავდნენ, კახის მანქანით მიდიოდნენ, მე და ნატა მარკეტში რომ მივდიოდით ისე შეგვეფეთნენ. უტიმ დაგვიძახა _ჩვენ გავდივართ და ჭკვიანად იცოდეთ _ნუ გეშინიათ ისეთს არაფერს ვიზამთ კახი საჭესთან იჯდა, ზედმეტად სერიოზული მეჩვენა, თან ორივეს შემოგვხედა და თვალი ჩაგვიკრა ბიჭებმა კარგად დალიეს,გრადუსმა კახის თვალები სხვანაირად აათამაშა, ახლა უკვე სწორედ ხელსაყრელი მომენტი იყო, როცა ბიჭებს რამე უნდა ეკითხათ _კახი ძმა, კაროჩე ასე მგონია, რომ რაღაცას გვიმალავ ტო, თან იმჩნევ თან არა, მგონი შენ თავთან ვერ ხარ კარგად _გინდათ ამალაპარაკოთ ხო? -სიგარეტს წაუკიდა _კაროჩე რაღაც გჭირს რა, რაღაც სხვანაირად ხარ _სხვანაირად ვარ, ხო იცი ყოველთვის ყველაფერი იცით ჩემზე, კაროჩე მე თვითონაც არ ვიცი რა, მაგრამ აუ ბიჭო, აი ხო ხედავთ რეებს ვბოდიალობ, მემგონი ის დამემართა რაც ყველაზე მეტად არ მონდოდა. ისიც კკი არ ვიცი ვინ არის ის გოგო... ან რა მნისვნელობა აქვს, მეფიქრება და ვიცი მაგარი დანძრეული მაქვს. - გაიცინა და ერთი გადაკრა _შენს გოგოებს რას უშვრები? ვერ გაუძლებ - უთხრა დაჩიმ _შენ შიგ გაქვს მგონი, გოგო შეუყვარდა და რა ნაშები ტო, მაგათი დედაც.. _კაროჩე მე ის მიწამლავს ტვინს, რომ არვიცი ჯერ რა ვქნა მასთან სხვას რომ წარმოვიდგენ სისხლი ყელში მაწვება... _კახუშ ხელს რა გიშლის ტო? უთხარი პირდაპირ _შენ გგონია ეგ გოგო სხვებს გავს? ერთი შეცდომა და ვიცი ყველაფერს ხაზს გადაუსვამს... ჯერ ასეთი პრინციპული არავინ მინახავს, ვერ გაუძლებს ჩემს სიყვარულს... ხო იცით სხვანაირი ვარ, მესაკუთრე! _ხო და ეგ გოგოც სერიოზული როჟაა ტო, დასტოინია, ხო ხედავ როგორ იქცევა... რამ შეგაშინა ძმაო, როგორც იქნა შეყვარებული ხარ ტო, შენ კიდე რას დაემსგავსე კახი უკვე მესამე ღერს ნერვიულად ეწეოდა, არ იცოდა რა ექნა, რა მოეხერხებინა მართასთვის, შეძლებდა მართა იგივე სიძლიერით კახიშ შეყვარებას? შეძლებდა მის საკუთრებაში ყოფილიყო? კახის იმის ეშინოდა, რომ თუ ეს სიყვარული უპასუხოდ დარჩებოდა არაფერი ეშველებოდა... მან ხომ არ იცოდა მართას საერთოდ ეფიქრებოდა თუ არა მასზე. _კაროჩე ერთი რამ მაინც ვიცი, მართას თავს არავის დავაჩაგვრინებ, ნატას უნდა დაველაპარაკო, ყველაფერს ვეტყვი... უნდა გავიგო ვინ აწუხებს, ვაბშე ყველაფერი მაინტერესებს... _ეგ ბაზარი არ არის, ოღონდ შენ რამე თქვი ძმაო და ყველაფერი დაივარცხნება. კახიმ დაფარული ნომრით დაურეკა მართას, უნდოდა ხმა გაეგო მისი _გისმენთ, ალო... -გამიკვირდა დაფარული ნომერი მირეკავდა _არ გესმის? ალო, რომელი ხარ? - ვიფიქრე მაყაშვილი იყო _მომისმინე დიტო, ვიცი შენ ხარ, დღეს თუ ხვალ მომძებნი, მაგრამ იცოდე შენი არ მეშინია, იმდენი არ ქნა რომ შენი თავი ვერ იცნო, ჩემი სისუსტით სარგებლობ, იცი ჩემებს ამ საქმეში არ გავრევ, შარს არ ავკიდებ, მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს, ჩემს მოთმინებას ნუ ცდი. -ტელეფონი გავთიშე კახი აიჭრა... ვინ იყო დიტო და რა უნდადა მას მართასგან... _კაროჩე, ვიღაც დიტო ვეგონე, ახლა უეჭველი გავჭედავ, ეშინია იმ დედამოტ...ის, ვიღაცა აშინებს... უტი ყველაფერი გაიგე ვინ აწუხებს, დედასმო...ვ ყველას, კაროჩე გახსოვს მერსედესის დანახვაზე რა გააკეთა? რაღაც ხდება... შუბლი მოისრისა _დამშვიდდი ტო. ყველაფერს მოვაგვარებთ, ამაზე უარესების მოგვიყომარებია ადგნენ ძლივსძლივობით, კახი საჭესთან დაჯდა და მალე სადარბაზოსთანაც გაჩნდენენ. კახიმ ზევით აიხედა, მართას ფანჯარას შეხედა, შიგნით ლანდი აქეთ იქით დადიოდა, კახის უნდოდა დაემშვიდებინა... მასთან ყოფილიყო, მაგრამ როგორ? - ნატაშკა უტისთან დაიბარეს _ნატა, უტი ვარ კაროჩე მართას არაფერი უთხრა ისე ჩემთან გადმოდი, რაღაც უნდა გითხრათ... _ხო მშვიდობაა უტი ? ნუ მაშინებ _არა, კარგადაა ყველაფერი, რაღაცას გკითხავთ -ცოტა ხანში ყველანი უტისთან იყვნენ _მითხარით რა ხდება, რამე შარში ხართ? _ჩვენ არა და აი კახისი რა გითხრათ... _კაროჩე ნატაშ -დაიწყო კახიმ- მართაზე ყველაფერი უნდა მოგვიყვე, აქ რატო მგადმოვიდა, რას აკეთებს, ვინ აწუხებს და ვაბშე ყველაფერ რა... _რაა? გააფრინეთ ხო, ეგღა მაკლია ახლა , რა თქვენი საქმეა მაინც ვერ ვხვდები _აუ ტო -თქვა უტიმ_რას ვერ ხვდები ცოტა დაწვი რა... -ნატამ კახის შეხედა _ხო ხო დაწვი? -უთხრა უტიმ _კახი ვიცი მე შენი ამბავი, ეგ გოგო ვაბშე სხვა პლანეტიდანაა... -კახი იჯდა ყველაფერს უსმენდა- გაიგე? დაივიწყე ყველა შენი გოგო, მართა სხვაა, არავის გავს, მიუხედავად იმისა, რომ ბიჭები ბუზებივით ეხვევიან... გოგოს ჯერ არავინ ყოლია, იმიტომ, რომ ყველაფერი ნამდვილი უყვარს... პირველ რიგში ნდობა... თუ ოდესმე იმედი გაუცრუე ყველაფერი მორჩება, მაგიტომაც დაივიწყა მამამისი, უკვე ბევრს ვლაპარაკობ. გაგიკვირდებათ ვიცი, მაგრამ ჩემთვის დასავითაა, მიუხედავად იმისა, რომ ახლახანს გავიცანი... ძლიერი ჩანს, მაგრამ ეგრე არ არის, რთულია მიატოვო მამა, სამუდამოდ დაივიწყო და უკან არ მიიხედო მისკენ, მართა ამ ყველაფერ სახერხებს, იცი რატო? დედის შეურაცხყოფას ვერავის შეარჩენს... ახლა კიდე რას მეუბნებით.. .. იცი როგორ მიყვარხარ, მაგრამ მართას გამოყენების უფლებას არ მოგცემ, არც თვითონ მოგცემს ამის უფლებას. სანამ რამეს გააკეთებს, ჯერ გაიაზრებს მის გადაწყვეტილებას ბოლომდე ვენდობი, ვიცი პრობლემები აქვს ... იმდენად თავისებურია, რომ სხვას შარში არ გახვევს.. თუ შეუყვარდა , არ ვიცი... ალბათ უკანასკნელი იქნება, თუ ვინმე გულს ატკენს ყველაფერი დაემართება... ძალიან სათუთია... _ეგრე ნუ მეუბნები ნატაშ, შენ ჩემი ხასიათიც კარგად იცი, ისიც იცი თუ ვინმე სემიყვარდა იქ მორჩება ყველაფერი... არ ვიცი რაღაც კარგად ვერ არის , ვიღაც დიტოსი ეშინია, მინდა ყველაფერი კარგად ვიცოდე!!! _დიტოსი? შენ ვინ გითხრა _რა მნიშვნელობა აქვს.. მთავარია მოვაგვარო _აუ არ ვიცი რა.. დიტომ სიცოცხლე გაუმწარა, გახსოვთ ის დღე მერსედესი რო მდაინახა, მაგისი იყო, ეგ ბიჭი დასდევს.. არ ასვენებს, ეს კიდე არავის ეუბნება, ჩემს გამო ვინმეს რამ ერომ დაემართოს ვერ გადავიტანო. ახლა რა იქნება კახი, რის გაკეთებას აპირებ? _პირველ რიგში მაგ ახვ..ს მოვაშორებ. მერე ვნახოთ რა იქნება... ახლა საბოლოოდ დარწმუნდა კახი, რომ მართას გარდა არავინ ჭირდებოდა, ნასვამზე მეტი იყო, ყველაფერს ასმაგად განიცდიდა... იმ საღამოს უტისთან დარჩა, ხმა არ ამოუღია... მთელი გაათია ისე რომ სიტყვაც კი არ დაცდენია. _____ ნუ დაგავიწყდებათ კომენტარები, რადგან თქვენი მხარდაჭერა კიდევ უფრო დიდ სტიმულს მაძლევს, რომ წერა გავაგრძელო. სიყვარულით ნეკა ონიანი <3 მკითხველებო დამამატეთ facebook-ზე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.