შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Prince of the city(3)


17-01-2016, 03:13
ავტორი Tako(Psycopath)
ნანახია 2 015

23ივლისი, 2014 წელი.
თვეზე მეტია რაც რუსეთში ვარ და უკვე წასვლა მინდა აქედან,მაგრამ აგვისტოს 10მდე აქეთ ვარ.როგორც ყოველთვის ეხლა თოკას დავურეკე სკაიპში,როგორც იქნა გამოჩნდა.
_სამშობლოს მოღალატევ შენი სახით როდის უბრუნდება თბილისს მისი უძღები შვილი?
_იქნებ ჯერ მომიკითხო.
_კარგი თავიდან..დუბლი ორი.როგორ ხარ ტას?
_მასხარავ!
_კარგი სერიოზულად როდის ჩამოდიხარ?
_აგვისტოს ბოლოს.
_დასაწყისში არ უნდა ჩამოსულიყავი?
_არ მეთმობა აქაურობა..
_ვინმე გაიცანი?
_არა ისეთი არავინ.
_ანუ ვიღაც არის.
_სერიოზული მართლა არავინ.
_და არასერიოზული?
_ხომ იცი ნიკააა....
_ვიცი,ვიცი...
_მიდი რა ჩემი ბიჭი მანახე.
ნიკა ოთახიდან გავიდა და იქედან ჩარლით დაბრუნდა.მეც ეკრანთან ახლოს მივიწიე.
_ჩემო ბიჭო როგორ მომენატრე.
ჩარლიმაც მიცნო და ყეფა ატეხა.
_ჩარლი გაჩერდი დამივარდები და ვერ გადავურჩები მე შენ ტაისიას.
_მარტო ამის გამო მიღირს ჩამოსვლა..
_მე არ გიყვარვარ ხო?კაი.
_ხომ იცი არაა რომ ჩარლი ჩემსთვის ყევლაფერია?
_ვიცი და ნუღარ მიხსნი.
_რაღაც რომ გთხოვო შემისრულებ?
_რასაც გინდა.
_ყველას დაურეკე და შენათან მოვიდნენ საღამოსთვის.რომ მოვლენ მეც დაგირეკავ.
_ნიკასაც ვუთხრა?
_შეიძლება ცუდად ვიქცევი,მაგრამ არა.
_ისე იქცევი როგორც უნდა ექცეოდე.
_რამეს მიმალავ?
_არა რას უნდა გიმალავდე.
_თორნიკე,კარგად გიცნობ!
_წავედი ეხლა მე და საღამოს შემოდი.
ეგრევე გამითიშა,მივხვდი რომ რაღაც ისე ვერ იყო.ისევ გადავურეკე და არ აიღო.
"დაგემშვიდობები და გავთიშავ" მივწერე და თოკამაც გამომირეკა. როგორც ყოველთვის ეხლაც ხელის გული მივიტანე კამერასთან ახლოს.მან კი გამიღიმა და ისევ გამითიშა.
"იცოდე ჩვენ ლაპარაკი არ დაგვიმთავრებია".მივწერე და სკაიპიდან გამოვედი.Facebookში შესვლა არც მიფიქრია,დარწმუნებული ვიყავი ნიკა ჩასაფრებული იქნებოდა და მისი თავი არ მქონდა,პრინციპში მისი თავი არასოდეს არ მაქვს.
სანამ საღამო მოვიდოდა მანამდე ბებოსთან ერთად საყიდლებზე წავედი,სახლში კი საოცრად დაღლილები დავბრუნდით.პირდაპირ აბაზანისკენ ავიღე გეზი და ჯაკუზი წყლით ავავსე.შიგ ჩავწექი და თვალები დავხუჭე,მანამ არ გამიხელია სანამ არ ვიგრძენი,რომ წყალი საგრძნობლად გაცივდა,ავდექი ხალათი მოვიცვი და ოთახში გავედი.ჩავიცვი და ეგრევე სკაიპში შევედი.დავრეკე და დაველოდე როდის აიღებდნენ,როგორც იქნა აიღო თორნიკემ და ყველანი გამოჩნდნენ კადრში.
_ლოთებო როგორ ხართ?
_ვახ ჩვენი გოგოც აქ არის (დემნა)
_მაიცა მეც მოვიტან სასმელს.
_ეს ნახე რა სულ წასულა ხელიდან(ანკა)
სამზარეულოში გავედი და ბაბუსთან მივედი.
_აუუ ბაბუ ღვინო მინდა,ოღონდ წითელი.
_რა იყო გალოთდი?
სიცილით მითხრა.
_არა ბავშვები არიან სვავენ და მამაჩემს ხომ არ შევარცხვენ?
სიცილით ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე.ისიც მარანში ჩავიდა და ნახევრად მშრალი წითელი ღვინოთი ხელდამშვნებული დაბრუნდა.
_მიყვარხარ.
_აფერისტო.
ოთახში ავბრუნდი და ნოუთბუქი იატაკზე დავდე მე კი ზურგით საწოლს მივეყრდენი.
_ჩემი საბუკა სად არის?
იკამ საბა აიყვანა ხელში.
_ჩემო პატარავ,მომენატრე.
ღიმილით ვუთხარი და კოცნა გავუგზავნე.

დაახოებით ერთ საათში ყველანი კარგად შეზარხოშებულები იყვნენ,მეც მთვრალი არაა მაგრამ სასიამოვნოდ გაბრუებული ვიყავი.
_მოდი ეხლა თოკამ და ტაისიამ გვიმღეროს.(ნინა)
ამჯერად ხვეწნის გარეშე დავთანხმდი.
_მოიცა გიტარას მოვიტან.(მე)
კუთხეში დადებული გიტარა ავიღე და გემრიელად მოვკალათდი ხალიჩაზე,ცაცია ვიყავი ამიტომ გიტარა მარცხენა ფეხზე დავიდე და ნიკას დაველოდე,როდის მოიტანდა გიტარას.ნიკაც მალე გამოჩნდა და We Are Never Ever Getting Back Together ვიმღერეთ,ორივე ვუკრავდით და თან ჩარლი გვყვებოდა.ანკა კი ვიდეოს იღებდა.როგრც კი მოვრჩით სიმღერას ეგრევე თოკას ხელის გული ვანახე,მანაც როგორც ყოველლთვის ეხლაც გამიღიიმა.
_მომენატრე.
ვთქვი და ღვიინის ბოთლი მოვიყუდე.

კიდევ დიდხანს ვილაპარაკეთ,ბოლოს ჩამეძინა.არ მახსოვს როგორ აღმოვჩნდი ჩემს საწოლში,მაგრამ ფაქტი იყო,რომ ბაბუს ჩემზე ეზრუნა.ვისაუზმე და როგორც ყოველთვის ეხლაც სასეირნოდ გავედი სკეიტით.სახლში საღამოს დავბრუნდი და ეგრევე ოთახში ავედი.დედას ველაპარაკე და მერეე დაძინებას ვაპირებდი,მაგრამ სკაიპში ნიკას ზარი შემოვიდა.თავიდან ვიფიქრე არ ავიღებთქო,მაგრამ ბოლოს რომ აღარ გაჩერდა ავიღე.
_როგორც იქნა დაგიჭირე.
_და სადმე გავრბოდი?
_Facebookში არ შემოდიხარ,აქაც ვერასოდეს ვერ გხედავ.
_ხომ ვილაპარაკეთ და გითხარი,რომ არ მეცალა?
_იმ შენს ნიკასთან სალაპარაკოდ ხომ გცალია?
_საიდან მოიტანე?
_აი ეხლაც,მატყუებ.უცნაურად არ გეჩვენება ჩვენი ურთიერთობა ორი ერთმანეთზე შეყვარებული ადამიანის კვალობაზე?
_ნიკა რა გინდა ვიჩხუბოთ?
_უცნაურად არ გეჩვენება ის,რომ მაგ შენს თორნიკესთან ერთად სამღერლად იცლი და შეყვარებულთან სალაპარაკოდ არაა?
_საიდან მოიტანე?
_ანკას აქვს თქვენი ვიდეო Facebookზე ატვირთული და შეგიძლია ნახო.თან თქვენი გულისამაჩუყებელი დამშვიდობებაც კარგად ჩანს.
_მერე?
_რა მერე გოგო?რა მერე?ამ ყველაფრის მერე კიდევ მეკითხები რა მოხდა მერეო?აქამდე ვიტანდი თქვენს ამ ზედმეტად შეხმატკბილებულ ურთიერთობას.ადამიანი რომ შემოგხედავთ იფიქრებს მეგობრები კი არა შეყვარბულები არიანო.მე კი ისე მექცევი თითქოს შენი ძველი ნაცნობი ვიყო.თქვენი ურთიერთობა უკვე მეგობრულს აღარ გავს!ამიტომ ჩამოშორდები?გესმის?მეც გამაჩნია ჩემი პრინციპები,მე ამას ვერ ავიტან.საერთოდ გიკრძალავ მასთან მიახლოებას.
მშვიდად ვუყურებდი ნიკას,რომელიც ცოფებს ყრიდა.
_მორჩი?
ვიკითხე და როდესაც მისი გაკვირვებული გამომეტყველება დავინახე მივხვდი,რომ არარაფრის თქმას არ აპირებდა.ფეხზე ავდექი და ტაშის დაკვრა დავიწყე.
_ყოჩაღ ნიკა,არაჩვეულებრივი სპექტაკლი იყო.
ირონიულად ვუთხარი და როცა სახე დავიწყნარე დავიწყე.
_ეხლა მე მომისმინე ხურციძევ და არ გამაწყვეტინო! უკვე ყელში ამოხვედი,არა ყელში კი არ ამოხვედი უკვე თავს ზემოთ დაფრინავ!ყელში ამოვიდა ეს შენი ეჭვიანობის სცენები!ყელში ამოვიდა ეს შენი პირობები და ათასი სისულელები!პირვლ რიგში შენ არაფრის აკრძალვის უფლება არ გაქვს და შესაბამისად თოკასთან ურთიერთობას ვერ ამიკრძალავ!აქამდე გითმენდი,ვითმენდი ყოველ საღამოს შენს მიერ დასმულ კითხვას სიკვდილზე და ათასს ტრაგიზმზე.იცოდი,რომ ამ თემაზე ლაპარაკს ვერ ვიტანდი,მაგრამ გაფრთხილებების მიუხედავად მაინც აგრძელებდი.მოვითმინე,როცა Facebookის პასვორდი მომთხოვე.განა Facebookის პასვორდზეა საუბარი,მე მაგას თუ გინდა ეხლავე მოგცემ,მაგრამ ეს ელემენტარულ ნდობაზეა დამოკიდებული.რომელიც შენ ჩემს მიმართ არ გაგაჩნია.შენ რომ მე მენდობოდე ამას არ მთხოვდი,უფროსწორად მომთხოვდი.ეხლა კიდევ ასე უცებ გადაწყვიტე,რომ თოკასთან ურთიერთობა გავწყვიტო.შენ ვერასოდეს ვერ დაიკავებ ჩემს გულში იმ ადგილს რასაც თოკა იკავებს.ის ჩემი ყველაზე კარგი მეგობარია და ყველაზე მეტად მას ვენდობი.ისევე როგორც ის მენდობა მე.თუ შენ არჩევნის გაკეთებას მთხოვ შენსა და თორნიკეს შორის,მე მას ვირჩევ.ჯანდაბაშიც წასულხარ შენი პრინციპებიანად.
ვიყვირე და ნოუთბუქი დავხურე.უკვე გვიანი იყო და ბებო და ბაბუს უკვე ეძინათ,ამიტომ მათ ოთახთან მივედი.კარზე დავაკაკუნე და პასუხად ბაბუს ნამძინარევი ხმით დანაძახები "შემოდი" მივიღე.მეც ოთახის კარი გავაღე და დამნაშავესავით თავი ჩავხარე.
_აუუ თქვენთან დავწვები რაა.
_მოდი ბებო,მოდი.
თბილად გამიღიმა ბებომ და მეც შუაში ჩავუწექი.ორივეს მოვხვიე ხელი და თბილად ჩავიხუტე.
_მიყვარხართ!
_რა მოხდა რამ გადაგრია ამ საღამოს?(ვლადიმერი)
_ჩახლართული ამბავია.
_ბიჭი ხო?(ნინელი)
_ხო ნინუ ხო.
ვუთხარი და თავი მის კისერში ჩავმალე.
_მეც ეგრე მაწვალებდა ბაბუაშენი.
_არა ბე პირიქითაა.
_აბა შენ უტრაკებ ონიანის ქალო?(ლადო)
გვიანობამდე ვლაპააკობდით და რჩევებს ვიღებდი მათგან.არც მახსოვს როდის ჩამეძინა,მაგრამ ვიგრძენი როგორ შემისწორა საბანი ბაბუმ და შუბლზე მაკოცა.


P.s.პირველ რიგში მინდა მადლობა გითხრათ,რომ კითხულობთ და ყველაზე დიდი მადლობა იმათ ვინც აკომენტარებს,ჩემთვის დიდი სტიმულია თითოეული თქვენგანის კომენტარი.
და ბოლოს,თქვენი აზრი მაინტერესებს ტაისიაზე,სწორად იქცევა?
Prince of the city(3)



№1  offline წევრი cancara

დიახაც სწორად იქცევა და ასე გააგრძელე კაია

 


№2  offline მოდერი Maiaabuladze

ახალი თავი დადე რაა❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent