შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისევ შემიყვარე... თავი (13) ნაწილი (2)


17-01-2016, 15:43
ავტორი Anye-Any
ნანახია 2 838

ნინოს არ მოეწონა ეს აზრი,ხომ იცი მამაშენს არ მოსწონს ღამე სადმე რომ რჩებიო,თანაც ძალიან მოუხშირე სიარულსო,მოკლედ ახლა მამაჩემი უნდა 'დამეკერა' , რომ მცხეთაში გავეშვი,თუმცა ეჭვი მეპარებოდა.საღამოს მოვიდა გიაც,ახლა დრო უნდა შემერჩია როდის დაველაპარაკებოდი ამ თემაზე.ივახშმა და ტელევიზორთან მოკალათდა,მეც მივუცუცქდი ღიმილით
-რაო მა?-გამიღიმა
-საქმე მაქვს შენთან
-გისმენ აბა-ისევ გამიცინა
-მა,ჩემმა ჯგუფელმა დაგვპატიჟა თავის სახლში,მცხთაში ამ შაბათ-კვირას,წავალ რა კაი?-საწყალი სახე მივიღე და გავიწურე მისი პასუხის მოლოდინში
-შენ უკვე დიდი გოგო ხარ,თუ შენ გინდა წადი,მე გენდობი ხომ იცი?-რაო? მგონი მომესმა,არა ზოგადად გია არ გამოირჩეოდა სიმკაცრით თუმცა ასეთმა პასუხმა მაინც ძალიან გამაკვირვა და გამახარა ძალიან
მოვეხვიე,მადლობა გადავუხადე და ჩემს ოთახში მოვქუსლე.ცოტახაში დანელიამ დამირეკა
-გისმენ
-რას შვები?
-დაწოლას ვაპირებ,შენ?
-მე ეხლა მოვედი,ბიჭებთან ვიყავი ვაკეში,ხო მოდიხარ მცხეთაში?
-არ ვიცი,მგონი არა-მოვატყუე,მაინტერესებდა მისი რეაქცია
-კაი ღადაობ?
-არა,გია არ მიშვებს
-დაებაზრე რა,უთხარი რო ჩვენთან ერთად მოდიხარ,ბაკურიანში ხო გამოგიშვა?
-ხო რავი რა
-კაი ეხლა,მაგრად ატრაკებ,გია არ გიშვებს თუ შენ არ გინდა წამოსვლა?
-ეგ რა შუაშია? რატო არ უნდა მინდოდეს წამოსვლა?
-ჩემს გამო
-შენ რა შუაში ხარ? შენ რა ბაკურიანში არ იყავი?
-არ ვიცი ნია,თუ მე ვარ პრობლემა არ წამოვალ
-სისულელეს ნუ ამბობ აკო,რას ქვია არ წამოხვალ,შენ ჩემთვის პრობლემა არ ხარ გაიგე,ჩვეულებრივად ვარ რით ვერ შეიგნე
-ხოდა ძალიან კარგი,გიას უთხარი უეჭველი გამოგიშვას რა
-ვეტყვი,ვეტყვი,წავედი ახლა უნდ ადავიძინო,ხვალ ლექციები გვაქვს
-მოიცადე რა ცოტახანს,სულ ასე რატო მიშორებ თავიდან?
-არ გიშორებ აკო,შენც დაიძინე ახლა რომ დილით ადგომა არ გაგიჭირდეს
-მე ხო იცი მაგის პრობლემა არ მაქვს,თუ ძაან გეძინება კაი მიდი ტკბილი ძილი ნია
მეც დავემშვიდობე,ტკბილი ძილი ვუსურვე და გავუთიშე.არ ღირდა მისთვის ღრენა,უბრალოდ მეზარებოდა ეს ყველაფერი,ორივესთვის ჯობდა,რომ მშვიდი ურთიერთობა გვონოდა,არც ბავშვების გაღიზიანება ინდოდა,ისედაც სულ ჩვენს დაძაბულ სიტუაციას უყურებდნენ და მათაც ყელში ჰქონდათ უკვე ამოსული. თუ დანელია სიმართლეს ამბობდა და ამ ყველაფერს სიყვარული აკეთებინებდა ძალიან გამიხარდებოდა,მაგრამ თუ ამას ისევ იმისთვის აკეთებდა რომ სხვებისთვის დაემტკიცებინა რამე და ჩემთვის მორიგი სამაგიერო გადაეხადა არც ეს მაღელვებდა დიდად იმდენად გამისულერთდა უკვე ეს სიტუაცია,რომ მივეჩვიე და იმუნიტეტიც გამომიმუშავდა.
დილით ადრე ავდექი და უნივერსიტეტში წავედი,ავტობუსსში დანელიას გადავეყარე,როგორც ყოველთვის,გამიღიმა,მეც გავუღიმე და ჩემსკენ წამოვიდა
-დილასაც ერთად ვიწყებთ,საღამოც ერთად დავასრულეთ-გაეცინა
-ჰო-მეც გამეცინა
-სიტყვაძუნწო,რაო გიამ? გიშვებს თუ ამოვიდე?-ისევ სიცილით მკითხა
-არ ვიცი,მგონი არა-ისევ ვიცრუე,არ ვიცი რატომ,მაგრამ ვიცრუე
-ეეე კარგი რა,მაგრად გაგვისწორდება,სახლში რა უნდა აკეთო
-ვიცი მაგრამ რა ვქნა? გამოვიპარო?-გამეცინა
-ჰო გამოიპარე,და საერთოდაც გავიპაროთ არ გინდა?
-რა გეშველება დანელია-ხმამაღლა გამეცინა
-შენ რომ ჩემთან იქნები მერე მართლა მეშველება-თვალი ჩამირა და შუბლზე მოულოდნელად მაკოცა,როგორც ადრე იცოდა ისე
თავი გავაქნიე და გავაფრთხილე რომ ასე მეტად აღარ მოქცეულიყო,რა თქმა უნდა ისევ ასე მოიქცეოდა.უნივერსიტეტში მალე მივედით და აუდიტორიაში ერთად შევედით,ყველამ ჩვენ შემოგვხედა და გაეღიმათ,თუმცა ცალცალკე რომ დავსხედით ღიმილი სახეზე შეახმათ.მე ელენეს გვერდით დავჯექი,აკო კი გიგას გვერდით. ლექცია საშინლად გაიწელა,დანელია ცქმუტავდა ამდენხანს არ შეეძლო ლექციაზე ჯდომა,რაღაცას დაწერდა და მომაწოდებდა,რა თქმა უნდა ერთი და იგივე ტექსტი იყო,მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ. მე მეცინებოდა,მომწერე პასუხიო,თუმცა უპასუხოდ დავტოვე სამივე წერილი. როგორც იქნა ზარი დაირეკა და დანელიას ეშველა.
-ეს რა იყო,ამდენხანს რატო გაიწელა?-მოვიდნენ ჩივილით ბიჭები
-ეგ თქვენთვის გაიწელა,თორემ ჩვენთვის ჩვეულებრივი მოვლენაა-არ ჩამორჩა სალომე და ღიმილით უპასუხა ბიჭებს
-ჰე რას შვებით ყველა ხო მოდიხართ ხვალ?დილით გავდივართ
-კი,გიგა კი ყველანი მოვდივართ-გადმომხედა დანელიამ
გამეცინა აზრი აღარ ჰქონდა მოტყუებას იმის შესახებ,რომ არ მოვდიოდი.
აიჩემეს აღარ შეხვიდეთ ლექიაზეო,ჩვენც დავთანხმდით და ეზოში დავსხედით,ამასობაში შავტუხა ნიკოც გამოჩნდა,ნეტავ გენახათ რამდენი იღადავეს ბიჭებმა მის მოტკეცილ შარვალზე. ძალიან ციოდა და სახლებში წამოვედით.
-დილით მიდხართ დე?-მკითხა ნინომ და ჩაის ფინჯანი დამიდგა წინ
-ჰო დე
-შენ რომ იცი ისე ყველაფერი არ წაათრიო,რაც აუცილებლად გჭირდება ისეთი ტანსაცმელი წაიღე
-კაი დე-ჩაი მოვსვი და გავუღიმე
-ისიც მოდის?
-მოდის,მოდის-ორივეს გაგვეცინა
ზურგჩანთაში ჩავტენე რაც აუცილებლად დამჭირდებოდა,გვიან გგამ დამირეკა,9 საათზე გამოგივლით და მზად დაგვხვდიო,გამაფრთხილა ახლავე დაწექი დაიინე რომ მერე არ გვალოდინოო,მეც დავეთანხმე.
დილით ადრე ავდექი და სწრაფად მოვეზადე,ამასობაში 9 საათიც მოვიდა და დაბლა ჩავედი,საშინლად მეძინებოდა,აკოს გვერდით დავექი,სპეციალურად არ მიქნია სხვაგან არც იყო ადგილი.
-როგორ ხარ ნია?
-კარგად აკო შენ? ძაან მეძინება პროსტა-მთქნარებით ვუპასუხე
-ხო გაგაფრთხილე წუხელ ადრე დაწექითქო-სიცილით გადმომხედა გიგამ
-გვიანობამდე იყავი ხო ფეისბუქზე?
-არა რა ფეისბუქი-იმხელაზე დავამთქნარე კინაღამ გადავყლაპე დანელია
-აბა რას აკეთებდი?
-ვთევზაობდი,აუ ძაან მეძინება-თვალები მიმებლანდა
-შეგიძლია იძინო ჩემს მხარზე-ღიმილით მითხრა
-ისე ამ სავარძელს მშვენიერი მისაყუდებელი აქვს
გაეცინა,მეც გამეცინა 20 წუთში უკვე გიგას ძმის სახლში ვიყავით,მართლაც რომ არაჩვეულებრივი სახლი იყო,ორ სართულიანი ახალ აშენებული.ძალიან ციოდა თუმცა ბუხარში ცეცხლი დაანთო გიგამ,ბუხარში მოგიზგზე ცეცხლმა გაათბო სახლი.მწვადები შეწვეს ბიჭებმმა,ელენემ და სალომემ სუფრა გაშალეს და გაჩაღდა ქეიფი,როგორც ყოველთვის ამათი ლოთაობისთვის უნდა გვეყურებინა
-თქვენ არ დალევთ?-გვკითხა დანელიამ
-რატომაც არა-მხრები აიჩეჩა სალომემ და ჭიქა გაუწოდა თამამად-დაასხი!
-ლადო ეს ნახე რა ხოდზეა-სიცილით დაუსხა ალეკომ არაყი
ჩვენს დავლიეთ,ისე მომეკიდა სახმელი,კიდევ რომ დამელია ნამდვილად გავილეშებოდი.



№1  offline წევრი Lana Tomlinson

ველოდები გაგრძელებას.მაინტერესებს ძალიან ^_^

 


№2  offline წევრი Firefly

სამელმა მაინც შეარიგოს ეს ხალხი,დამაწყდა ნერვები ვახ :დდდ
'მთვრალი კაცი მართალი კაციო' და ეგებ ეშველოთ.
კარგი გოგო ხარ შენ!შემდეგი როდის იქნება?
--------------------
M.T

 


№3  offline წევრი eki_eka_ake

Ahaha dges kide dadeb xo? Auu sherigdiitt :(

 


№4 სტუმარი proudly

მალე დადე შემდეგიი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent