შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აღიარე, გაები ბაბნიკო !!! (თავი 11 და 12)


17-01-2016, 21:18
ავტორი niako crazy
ნანახია 5 481

ბავშვებო გუშინ დავდე მეთერთმეტე თავი, მაგრამ სახელი შემეშალა, ამიტომაც ახლა მეთერთმეტე და მეთორმეტე თავს ერთად დავდებ!!

თავი 11.
ოთახში გიგი და ნატალი შემოვიდნენ. გიგი ნატალის ერთ-ერთი თაყვანისმცემელია, ხშირად აწუხებდა ნატალის, ის კი თავიდან იშორებდა. შემდეგ საქმეში ალექსანდრე ჩაერია, რისი შედეგიცაა, ის რომ გიგი სამი თვეა არ გამოჩენილა.
-აქ რას აკეთებ?(ალექსანდრე)
-თქვენთან და ნატალისთან სერიოზული საქმე მაქვს(გიგი)
-ნატალის შენთან არანაირი საქმე არ აქვს(ლუკა)
-სწრაფად თქვი რაც გინდა და მერე აქედან წადი(ალექსანდრე)
-მე გავალ თქვენ ისაუბრეთ ხელს არ შეგიშლით(მე)
-ემილი შენ ჩვენი ოჯახის წევრი ხარ, შეგიძლია დარჩე(ნატალი)
ყველანი მდივანზე დავსხედით.
-მოკლედ როგორც იცით მე ნატალი ძალიან მიყვარს-დაიწყო ლაპარაკი გიგიმ და შევნიშნე როგორ დაებერა ძარღვები ლუკას- მოკლედ ბევრს არ გავაგრძელებ და ვიტყვი რომ, ნატალი მიყვარხარ და მინდა ჩემი ცოლი და შვილების დედა გახდე, ალექსანდრე მინდა შენი დის ხელი გთხოვო, ვიცი რომ ნატალის რაღაც გრძნობები აქვს ჩემს მიმართ, და დარწმუნებული ვარ დროთა განმავლობაში ეს გრძნობა გაუღრმავდება და შევუყვარდები(გიგი)
ეს რომ თქვა ყველა გაკვირვებული დავრჩით, ამას ვერავინ წარმოიდგენდა.
-ნატალი რამეს გრძნობ მის მიმართ?(ალექსანდრე)
-ალექსანდრე აქ საკითხავია არაფერია, ეს ნატალის გვერდით არასოდეს იქნება(ლუკა)
-ლუკა დაწყნარდი(ალექსანდრე)
-ლუკა მინდა გითხრა რომ შენი გადასაწყვეტი არ არის ნატალი ვისთან იქნება, მას თუ ჩემთან ერთად ყოფნა უნდა ამას ვერავინ დაუშლის, მათშორის ვერც შენ, შენს თავზე ზედმეტი წარმოდგენა გაქვს(იგი)
-ჰოო, ახლა გაჩვენებ ვის აქვს თავის თავზე ზედმეტი წარმოდგენა(ლუკა)
ლუკამ გიგის მოულოდნელად დაარტყა ის კი წაიქცა. ადგომა სცადა როდესაც ლუკამ ისევ დაარტყა. გიგიმ წონასწორობა დაკარგა, თავი მაგიდას ჩამოარტყა, რომელიც იქვე იდო და იატაკზე უსულოდ დაეცა. ეს ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა ვერაფრის გაანალიზება მოვასწარით. ნატალი გიგას მივარდა, რომელიც უგონოდ იწვა.
-გიგი გთხოვ გამოფხიზლდი, თვალები გაახილე გთხოვ გიგი-ნატალიმ შენიშნა თავზე ჭრილობა, საიდანაც სისხლი მოსდიოდა.
-ალექსანდრე გთხოვ სასწრაფო გამოიძახე(ნატალი)
-დამშვიდდი ნატალი, ყველაფერი კარგად იქნება, სასწრაფოში უკვე დავრეკე მალე მოვლენ ამ ნაბიჭვარს არაფერი მოუვა, აი ნახავ(ალექსანდრე)
სასწრაფო მალევე მოვიდა. გიგი საკაცეთი გაიყვანეს გარეთ.
-ნატალი შენ სახლში დარჩი(ალექსანდრე)
-არა ალექსანდრე გთხოვ ჩვენც წამოვალთ,სახლში ვერ დავრჩები(ნატალი)
-კარგი თქვენ სასწრაფოს მანქანაში ჩაჯექით, მე და ლუკა ჩემი მანქანით წამოვალთ(ალექსანდრე)
მე და ნატალი სასწრაფოს მანქანაში ჩავჯექით. ნატალიმ გიგის ტელეფონში მისი ოჯახის წევრების ნომერი ნახა და მათ დაუკავშირდა. მალევე მივედით საავადმყოფოში. გიგის მშობლები უკვე მოსულები იყვნენ.
-რა სჭირს ჩემს შვილს, რა დამართეთ?-გვიყვიროდა გიგის დედა, როგორც შემდეგ გავიგე, ქალბატონი მარიამი და თან ცდილობდა როგორმე იმ პალატაში შესულიყო, სადაც მისი შვილი შეიყვანეს, მაგრამ ექთნებმა კარები დაკეტეს.
-გთხოვთ დამშვიდდით ქალბატონო მარიამ, თქვენი შვილი კარგად იქნება(მე)
ლუკა და ალექსანდრეც მოვიდნენ, ექიმიც პალატიდან გამოვიდა.
-პაციენტს დარტყმისგან თავი დაუზიანდა, ოპერაციის გაკეთება უნდა დავიწყოთ, მაგრამ ამან შეიძლება გართულებები გამოიწვიოს, ჩვენ ყველაფერს შევეცდებით(ექიმი)
გიგი საოპერაციოში შეიყვანეს.
-ჩემს შვილს რომ რამე დაემართოს ამას არავის გაპატიებთ(მარიამი)
ნახევარი საათი გავიდა, ლუკა და ალექსანდრე ოცი წუთის წინ გავიდნენ და მას მერე აღარ გამოჩენილან.
-ემილი ბიჭები სად არიან, წამოდი მოვძებნოთ(ნატალი)
-კარგი წამოდი(მე)
ალექსანდრეს ტელეფონზე დავურეკე მაგრამ არ მიპასუხა, ნეტავ სად არიან, პირველ სართულზე ჩავედით,, ერთ ოთახს ჩავუარეთ, რომლის კარიც შეღებული იყო და ალექსანდრეს ხმა ისმოდა. ოთახში შევედით,სადაც ალექსანდრე, ლუკა და ორი პოლიციელი იყო.
-ალექსანდრე რა ხდება, პოლიციას აქ რა უნდა?(ნატალი)
-არაფერი ნატალი, მეორე სართულზე ადით, მეც მალე მოვალ(ალექსანდრე)
-ბატონო ალექსანდრე, ამჟამად ვერაფერს ვიზამთ, ბატონი ლუკა უნდა დავაკავოთ, დანარჩენს თქვენი ადვოკატი გაცნობებთ-თქვა ერთ-ერთმა პოლიციელმა და ლუკას ხელი მოკიდა.
-ალექსანდრე რას ამბობს ეს პოლიციელი, ლუკა სად მიყავთ(ნატალი)
-ნატალი დამშვიდდი, ადვოკატს დაველაპარაკები და გამოუშვებენ საღამოს(ალექსანდრე)
ლუკამ ალექსანდრეს რაღაც ანიშნა, მანაც პოლიციელს რაღაც უთხრა და მათთან ერთად გარეთ გავიდა.
-ნატალი არ ინერვიულო, მალე გამომიშვებენ, არ იტირო(ლუკა)-უთხრა და მაგრად მოხვია ხელები. ასე იყვნენ რამდენიმე წუთი. ბოლოს შუბლზე მიაკრა ტუჩები, მოშორდა და ამჯერად ჩემთან მოვიდა.
-იცოდე თავს გაუფრთხილდი და ნატალისაც მიხედე(ლუკა)-ჩამჩურჩულა ყურში და გარეთ გავიდა.
-ემილი მე ლუკას გავყვები, გიორგის და დემეტრეს უკვე ველაპარაკე მალე მოვლენ, შეეცადე ნატალი დაამშვიდო, თუ რამე სერიოზული მოხდება დამირეკე(ალექსანდრე)-მითხრა და ისიც უკან გაყვა პოლიციელებს.
-ემილი ახლა რა მოხდება, ლუკა ჩემ გამო დააკავეს, ყველაფერი ჩემი ბრალია, მას რომ რამე დაემართოს საკუთარ თავს ვერ ვაპატიებ(ნატალი)
-ნატალი შენი ბრალი არაფერია. ხომ გაიგე რა თქვა ალექსანდრემ, ლუკა საღამოს დაბრუნდება(მე)-ვუთხარი და მოვეხვიე.
დემეტრე და გიორგი მალე მოვიდნენ და დიდი თხოვნის შემდეგ დაითანხმეს ნატალი სახლში წასულიყო.
-ოპერაცია რომ დამთავრდება დამირეკეთ-ვუთხარი ბიჭებს და წინ წასულ ნატალის უკან გავყევი.

-ნატალი გთხოვ რამე ჭამე ასე არ შეიძლება-უკვე მერამდენედ ვთხოვ რო ორი ლუკმა მაინც ჭამოს, მაგრამ ამაოდ.
-ემილი მართლა არაფერი მინდა, როცა ვიცი რომ ლუკა ციხეშია ისეთ პირობებში, როგორ ვჭამო(ნატალი)
- ლუკა შენზე ნაკლებად არც მე მიყვარს, ის ჩემი ძმაა, მესმის ახლა ცუდად ხარ, მაგრამ ასე თუ გააგრძელებ უარესია, წარმოიდგინე ლუკას როგორ ეტკინება გული როცა ასეთ მდგომარეობაში დაგინახავს, შეეცადე მისი ხათრით მაინც ჭამო რამე, გთხოვ(მე)
ამ დროს ტელეფონმა დამირეკა, დემეტრე იყო.
-გისმენ დემე, რა ხდება?(მე)
-ემილი ოპერაცია დამთავრდა, ექიმმა თქვა მის გამოღვიძებას უნდა დაველოდოთ, მანამდე ვერაფერს ვიტყვითო. შეიძლება ხერხემლის პრობლემა ჰქონდეს, მაგრამ თუ უცხოეთში გავგზავნით და ოპერაცია ჩაუტარდება, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება.(დემეტრე)
-კარგი დემეტრე მადლობა, რამე ახალს თუ გაიგებ შემატყობინე(მე)
-კარგი(დემეტრე)
- რა თქვა დემეტრემ, ოპერაცია დამთავრდა, გიგი კარგადაა?(ნატალი)
მასაც მოვუყევი რაც დემეტრემ თქვა და მგონი ცოტა დამშვიდდა კიდეც. ცოტა საჭმელიც შეჭამა.
-ემილი უკვე დიდი დრო გავიდა, ლუკა კი კიდევ არ ჩანს, გთხოვ დაურეკე ალექსანდრეს გაიგეე რა ხდება(ნატალი)
-კარგი(მე)-ტეელფონზე ალექსანდრეს ნომერს ვკრეფდი, როდესაც მისგან ზარი შემოვიდა.
-გისმენ(მე)
-...........(ალექსანდრე)
-კარგი(მე)-ვუთხარი და თან აივანზე გავედი.
-ეხლა კარგად მომისმინე და არ შემაწყვეტინო. მოკლედ ............................(ალექსანდრე)
-რაა? ეგ როგორ გავაკეთო?(მე)
-არვიცი, შენი მეგობრის გულისთვის რამე მოიფიქრე(ალექსანდრე)
-შენ დას არ იცნობ, ხომ იცი როგორ ნერვიულობს ლუკაზე, ახლა ეგ რომ ვუთხრა გაგიჟდება(მე)
-გინდა სულ ეგეთი მოწყენილი იყოს?(ალექსანდრე)
-კარგი, დავუშვათ პირველი დავალება შევასრულე, რა ვუთხრა სად უნდა წახვიდეთქო(მე)
-რამე მოიფიქრე, დრო ერთი საათი გაქვს(ალექსანდრე)
-კარგი(მე)
რამე მოიფიქრე კარგია, როგორ დავაჯერო ახლა ნატალი?
მისაღებში რომ შევედ ინატალი ოთახში არ დამხვდა. მალევე გამოვიდა სააბაზანოდან.
-ვინ დაგირეკა?(ნატალი)
-დედაჩემი იყო, აინტერესებდა რატომ დავაგვიანე(მე)
-შერიგდით?(ნატალი)
-ჯერ არა, მაგრამ ნაჩხუბრებიც აღარ ვართ(მე)
-კარგია(ნატალი)
-ნატალი რაღაც მინდა გთხოვო, ვიცი შეიძლება გაგიკვირდეს მაგრამ გთხოვ დამთანხმდი(მე)
-ასეთი რა ხდება ემილი, ყველაფერი რიგზეა?(ნატალი)
-მოკლედ, დედას მერე, ალექსანდრემ დამირეკა მითხრა, ყვეალფერი კარგადაა, უბრალოდ დღეს გირაოს შეტანა ვეღარ მოასწრეს, და ლუკას ხვალ დილით გაათავისუფლებენ.(მე)
-მართლა რა კარგია-თვალები გაუბრწყინდა ნატალის-შენ რა უნდა გეთხოვა?
-ხომ იცი, დღეს რაღაც წვეულება იმართება, მინდა რომ იქ წახვიდე(მე)-რაც პირველი მომაფიქრდა ის ვუთხარი და მის სახეს დავაკვირდი.
-ემილი კარგი რა, ხომ იცი მსგავსი რამეები არ მიყვარს, მითუმეტეს რა სიტვაციაში ვართ ახლა(ნატალი)
-გთხოვ, თან გამხიარულდები(მე) ნახევარი საათი ვეხვეწე და როგორც იქნა დავითანხმე.
-მოდი ეს კაბა ჩაიცვი, ძალიან მოგიხდება-მივუთითე ულამაზეს თეთრ მოკლე კაბაზე, რომელიც ნატალის სხეულს მართლაც რომ დაამშვენებდა.
-კარგი რა ემილი, რა საჭიროა ასეთი გამოპრანჭვა?(ნატალი)
-გთხოვ, თან ნახე როგორ გიხდება(მე)
-კარგი, კარგი(ნატალი)
ამ კაბას თეთრი მაღალქუსლიანი შევუსაბამეთ. თმები მაღლა ავუწიე, ცოტა მაკიაჟიც და ულამაზესი იყო.
-ნამდვილ პრინცესას გავხარ(მე)
-მადლობა(ნატალი)
ნატალი მანქანაში ჩაჯდა და წავიდა მე კი ალექსანდრეს დავურეკე.
-მისია შესრულებულია(მე)
თავი 12.
ალექსანდრე მალევე დაბრუნდა სახლში.
-აბა რა ქენი?(ალექსანდრე)
-ყველაფერი ისე გავაკეთო როგორც შენ მითხარი, რომ გენახე შენი და რა ლამაზი იყო, ხო მართლა გიგი ნახე,რამე პრობლემა ხომ არ აქვს?(მე)
-სანამ აქ მოვიდოდი მანამდე საავადმყოფოში შევიარე, თვითონ გიგი არ მინახავს, მაგრამ ოჯახის წევრები ვნახე, და ექიმსაც გავესაუბრე, არანაირი პრობლემა არ არის, თუ საჭირო გახდა აქ გაივლის ერთ თვიან კურსს და ძველებურად ივლის(ალექსანდრე)
-კიდევ კარგი, რამე სერიოზულად რომ არ დაუზიანდა, კარგი მე ახლა წავალ, თორემ ისედაც გვიანია(მე)
-მოიცა შენთან კიდევ რაღაც საქმე მაქვს(ალექსანდრე)
-გისმენ(მე)-ვუთხარი და ისევ მდივანზე დავჯექი.
-მოკლედ როგორც იცი, ნატალისაც უყვარს ლუკა და ამაზე პრობლემა არ იქნება, მაგრამ ლუკას უნდა რომ ქორწილი ერთ კვირაში გადაიხადონ(ალექსანდრე)
-რაა? ასე მალე, ხო მაგრამ ნატალი ხომ ჯერ პატარაა?(მე)-გაოცებულმა შევხედე, ნამდვილად არ მეგონა ალექსანდრე თუ დათანხმდებოდა მისი დის ასე მალე გათხოვებას.
-ის უკვე 17 წლისაა, ლუკას დიდი ხანია რაც ნატალი უყვარს და კიდევ მოცდა დროის ფლანგვა იქნება.(ალექსანდრე)
-ხო მაგრამ ერთ კვირაში ხომ, მოიცა ანუ ქორწილი ნატალის დაბადების დღესაა?(მე)
-ხო, ნატალი და ლუკა 4-5 დღეში ჩამოვლენ, ამიტომაც მანამდე ყველაფერს შენ მოაგვარებ, რათქმაუნდა თუ შეძლებ ამას?(ალექსანდრე)
-რათქმაუნდა შევძლებ, ბოლოს და ბოლოს ჩემი ძმის და მეგობრის ქორწილია.(მე)
-კარგი, ქეთი და თემური ოთხ დღეში ცამოვლენ, ნინოს ლუკამ გააგებინა და ისიც მოახერხებს ჩამოსვლას, ყველაფერს ხვალიდან შეუდგები(ალექსანდრე)
-ხო მაგრამ ერთი პრობლემაა(მე)-ეს რომ ვთქვი ალექსარემ გაკვირვებით შემომხედა.
-რა პროლემა?(ალექსანდრე)
-სამსახურში ძალიან მკაცრი უფროსი მყავს, ასე მითხრა თუ გააცდენ სამსახურიდან დაგითხოვო და არ მინდა მისი გაბრაზება(მე)-ვუთხარი სერიოზული სახით, მაგრამ მაინც გამეღიმა.
-შენ მაგაზე არ ინერვიულო, შენს უფროს მე დაველაპარაკები, არ მგონია ძალინ მკაცრი იყოს(ალექსანდრე)-მითხრა სიცილით.
-კარგი ახლა წავალ(მე)-ვუთხარი, ფეხხზე წამოვდექი და იქვე დადებული ქურთუკი ჩავიცვი.
-მოიცა, მე წაგიყვან და იცოდე უარი არ მითხრა, თან ქორწილის საქმეებს განვიხილავთ(ალეექსანდრე)-დაამატა ბოლოს როცა შეატყო, რომ უარის თქმას ვაპირებდი.
-კარგი(მე)-დავთანხმდი და გარეთ გავედი.
-ქორწილი სად უნდა გადაიხადონ?(მე)-ვუთხარი როცა ალექსანდრემ მანქანა დაძრა.
-ჯვარს სამებაში დაიწერენ, მერე ხელს მოაწერენ და იქიდან რესტორანში წავალთ. ჩვენი ოჯახის მეგობარია რესტორნიდ დირექტორი, ამ დღეებში როცა მოიცლი, მიდი და ყველაფერი ისე გააკეთე როგორც მოგეწონება.(ალექსანდრე)
-კარგი, ხვალვე დავიწყებ ყველაფრის მოწესრიგებას, იმედია ნატალი კაბის არჩევას მაინც მოასწრებს(მე)
-სავარაუდოდ, მხოლოდ მაგას მოასწრებს, და კიდევ ერთი დავალება გაქვს(ალექსანდრე)
-გისმენთ შეფ(მე)-ვუთხარი სიცილით.
-ეს ლუკას ბინის გასაღებია-მითხრა და პატარა გასაღები გამომიწოდა-ქორწილის შემდეგ, სანამ საქორწინო მოგზაურობაში წავლენ, ერი დღით იქ დარჩებიან. ის სახლი შენ უნდა გააფორმო, როგორც საჭიროა, მიხვდი რას გეუბნები?(ალექსანდრე)
-კარგი ყველაფერი გასაგებია, იმედია ყვეალფერს მოვასწრებ(მე)
-ხვალ ან ზეგ სტუმრების სიას გადმოგცემ, სავარაუდოდ 2000 ადამიანი მაინც იქნება(ალექსანდრე)
-ამდენი?(მე)
-ხო, მამაჩემის თანამშრომლები, ემგობრები, ნინოს ნათესავები, მოკლედ ბევრი ადამიანი იქნება(ალექსანდრე)
ამის მერე აღარაფერი მითქვამს, სახლამდე ხმა არ ამომიღია.
-გმადლობ რომ მომიყვანე(მე)
მანქანიდან გადასვლას ვაპირებდი მაგრამ ალექსანდრემ ხელი მომკიდა დაგამაჩერა. ფრთხილად წამოიწია და ლოყაზე მაკოცა. მთელ სხეულში ჟრუანტალმა დამიარა, ეს იგრრძნო და გაეღიმა. მისმა სურნელმა გამაგიჟა.
-ნახვამდის(ალექსანდრე)
ძლივს გადმოვედი მანქანიდან და სახლში შევედი.
-შვილო როგორ ხარ, ხომ ყველაფერი კარგადაა, ასე რატომ დაიგვიანე?(სალომე)
-კი დედა უბრალოდ რაღაც პრობლემა იყო, ახლა ყველაფერი კარგადაა. ერთ კვირაში ნატალის ქორწილია და არ მეცლება, ყველაფერს უნდა მივხდო.(მე)
-მართლა, რა კარგია შვილო, მაგრამ ჯერ პატარა არ არის, ვის მიყვება(სალომე)
-ლუკას-ვთქვი და მამას ფრთხილად გავხედე. სახეზე სიხარული გაოესახა, თუმცა ცდილობდა ეს დაემალა.
-ლუკას? შენ(დედა) ვეღარ გააგრძელა და გაჩერდა
-ხო დედა ლუკას, ჩემს ძმას-ვუთხარი და ბოლო სიტყვა გამოვკვეთე-ეხლა უნდა დავიძინო, ხვალ ადრე უნდა ავდგე ბევრი საქმე მაქვს.
ჩემს ოთახში ავედი, ალექსანდრეს კოცნაზე ვფიქრობდი, ისეთი არაფერი მომხდარა, უბრალოდ ლოყაზე მაკოცა, მაგრამ ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა. მთელი ღამე ამაზე ვფიქრობდი და როგორც იქნა ჩამეძინა.
დილით ისევ ტელეფონის ზარმა გამაღვიძა.
-გისმენთ(მე)
-გეძინა, უკვე თერთმეტი საათია და მეგონა გაღვიძებული იქნებოდა(ალექსანდრე)
-უბრალოდ გუშინ გვიან დავიძინე და(მე)-კარგი, ერთ საათში გამოგივლი და რესტორანში წავიდეთ, ყველაფერს შენ თვითონ ნახავ და უკეთ გადაწყვეტ როგრო გააფორმო, იმედია ერთი საათი გეყოფა(ალექსანდრე)
-კი, მეყოფა კარაგად(მე)
უცბად მოვემზადე და ერთ საათში მართლაც მზად ვიყავი. ალექსანდრემ დამირეკა და მეც გარეთ გავედი.
-გამარჯობა-მივესალმე მანქანაში ჩაჯდომისას.
-გაგიმარჯოს-მითხრა და ისევ ისე მაკოცა ლოყაზე როგორც წუხელ, ახლაც ვერ შევიკავე ემოციები და მგონი ყველაფერი სახეზე დამეტყო,რადგან შევნისნე როგორ ჩატეხე ტუჩის კუთხე ალექსანდრემ.
თავით ტელეფონში ჩავძვერი და არც ამომიწევია სანამ ალექსანდრემ მანქანა არ გააჩერა.
-მოვედით?(მე)-გამიკვირდა როცა დავინახე რომ ალექსანდრემ მანქანა კაფესთან გააჩერა-აქ რა გვინდა?
-ადრწმუნებული ვარ, როგორც გუშინ დღესაც არაფერი გიჭამია, არ მინდა ისევ ცუდად გახდე(ალექსანდრე)
ორივენი გადავედით მანქანიდან და კაფეში შევედით.მიკვირდა ალექსანდრეს ასეთი ზრუნვა, სულ სხვა წარმოდგენა მქონდა რატომღაც მასზე.
მაგიდასთან დავჯექით თუა არა, ჩვენთან მაშინვე მიმტანი მოვიდა. ალექსანდრეს თვალებით ჭამდა და მასაც მეტი რა უნდოდა, ისე ურიმოდა გააგიჟა გოგო, და მასთან ერთად მეც. არვიცი რატომ მაგრამ ამაზე ნერვები მომეშალა.
-რას ინებებთ?-ისე იკითხა ალექსანდრესთვის თვალები ისევ არ მოუშორებია.
-ერთი სალათი და წვენი, შენ რას შეჭამ ემილი?(ალექსანდრე)
-მადლობ, არ მშია-ვუპასუხე უხასიათოდ.
-მასაც იგივე მოუტანეთ თუ შეიძლება(ალექსანდრე)-უთხრა მიმტანს და ისევ გაუღიმა.
-რა გჭირს?(ალექსანდრე)
-არაფერი, ბრალოდ მადა დავკარგე(მე)
-და შეიძლება ვიკითხო, რატომ?(ალექსანდრე)-მითხრა და ისე გამიღიმა ცუდად გავხდი.
-რამ და შენ ყველას ასე უღიმი?-მისმა ღიმილმა ისე გამომაშტერა, სიმართლე ვუთხარი, მერე კი ვინანე, მაგრამ რაღა დროსი იყო.
-ვინც მომეწონება ყველას-მითხრა და მიმტანს, რომელმაც შეკვეთა მოიტანა კვლავ გაუღიმა.
ნერვები უფრო მომეშალა და უხალისოდ დავიწყე სალათის ჭამა. მალევე მოვრჩით, ალექსანდრემ თანხა გადაიხადა და ისევ გზას გავუდექით.
რესტორანში მალევე მივედით, უნდა ვაღიარო მართლაც აღფრთოვანებული დავრჩ, ყველაფერი შესანიშნავი იყო, და როცა ქორწილისთვის გავაფორმებდით ულამაზესი იქნებოდა. ალექსანდრეც ჩართული იყო ქორწილის საქმეებში, და ყველაფერს ისე აკეთებდა როგორც ვეუბნებოდი. დღის ბოლოსთვის უკვე ვიცოდი ყველაფერი როგორ იქნებოდა გაფორმებული. ყველაფერი შევათანხმეთ და გვითხრეს რომ ხვალ უკვე ყველაფერი მზად იქნებოდა.
აღიარე, გაები ბაბნიკო !!! (თავი 11 და 12)


მეორე დღეს ალექსანდრემ სტუმრების სია გადმომცა, როგორც ვვარაუდობლით საკმაოდ ბევრი გამოვიდა. ხუთი დღე ისე გავიდა, ვერავინ ვერაფერი შევნიშნეთ. ყველანი ძალიან გადაღლილები ვიყავით. ამ ხნის განმავლობაში ნატალის ერთხელაც ვერ ველაპარაკე. უკვე ძალიან მომენატრა. ალექსანდრემ მითხრა ლუკას მე ველაპარაკე და ხვალ ჩამოვლენო. უკვე თითქმის ყველაფერი მზად იყო. მხოლოდ ჩემი და ნატალის კაბები იყო საყიდელი. ლუკას მეჯვარე გიორგი და დემეტრე იქნებოდნენ. ნატალის მეჯვარეები კი მისი მეგობრები, რომლებიც ამერიკაში ცხოვრობდნენ. ჩამოსვლას ისედაც აპირებდნენ მაგრამ ახლა უფრო ადრე მოუწიათ გამოფრენა. დილით ისევ ალექსანდრემ გამომიარა და მათთან წამიყვანა. ახალი წყვილი უკვე ჩამოსულები იყო. ერთი სული მქონდა ორივეს როდის ვნახავდი. გიჯივით შევვარდი სახლში და ორივე მაგრად მოვეხვიე.
-ძალიან მომენატრეთ(მე)
-მეც მომენატრე-ორივემ მითხრა ერთდროულად.
-კარგი, ახლა წავიდეთ, კაბა უნდა ავრჩიოთ შენთვის ორდ დღეში ქორწილი გაქვს(მე)
ნატალიც გაემზადა და მაღაზიისკენ წავედით.



№1 სტუმარი darina

Momwons tbili aleqsandre, sayvarelia.

 


№2 სტუმარი anuki

კაია მარა მალ მალე დადე რაა

 


№3  offline წევრი cancara

ჰიჰ მომწონს კაი და ნუ აგვიანებ ხოლმე

 


№4 სტუმარი Monika

Momwons imedimaq male dadeb

 


№5 სტუმარი salo

Veraperi gavige dadzmis dadzmaze daqorwineba ra qartuli weria araqristianulia

Veraperi gavige dadzmis dadzmaze daqorwineba ra qartuli weria araqristianulia

 


№6  offline წევრი natia-natia

Auu male Dade kai

 


№7  offline წევრი Tako(Psycopath)

როგორ მომწონს... ვსიო დღეიდან ჩემი ალექსანდრეს გულშემატკივარი ვარ!
წარმატებები და აბა შენ იცი არ დააგვიანო

 


№8  offline მოდერი niako crazy

Tako(Psycopath)
როგორ მომწონს... ვსიო დღეიდან ჩემი ალექსანდრეს გულშემატკივარი ვარ!
წარმატებები და აბა შენ იცი არ დააგვიანო


მადლობა საყვარელო, შევეცდები აღარ დავიგვიანო love

 


№9  offline წევრი crease girl

Zalian magariaaa momwons zalian<3 zalian gtxov nu agvianeb tore mugams ukargav (es ise shenishvnasavit) <3 warmatebebi<3

 


აუუუ, რა მაგარია ტო?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent