ვიბლიანი (4დასასრული)
ამაზე ბედნიერად მგონი არასდროს მძინებია. მთელი ღამე ვგრძნობდი შუბლზე ჯერ კიდევ მისი კოცნის კვალს. ბედნიერი წამოვდექი ფეხზე და მისაღებში გავედი, მარტო ლელას ხმა გამოდიოდა სამზარეულოდან და იქით წავედი -მამიი, ბიჭები სად არიან?- უკნიდან მოვხვიე ხელები და ლოყაზე ვაკოცე -საქმეზე არიან წასულები, გვიან მოვალთო - მხრებისჩეჩით მაცნობა- საჭმელი მზადაა, მე ნაირასთან გავალ -კაიი..-უკვე გასულს მივაძახე. ყავის მზადება დავიწყე და ვფიქრობდი მიშოს გუშინდელ ქცევაზე, ვერაფრით გამეგო მისი ასეთი გარდასახვა. ფიქრებ არეულმა ბოლოს იმ დასკვნამდე მივედი ავდმგარიყავი , გავზამდებულიყავი და სამსახურში წავსულიყავი. - რა დაბნეული დადიხარ გოგო რაგჭირს შენ თქვი ერთი - უკვე მეორე შემთხვევა იყო,რაც კლიენტს სხვა მედიკამენტს ვაწვდიდი მალევე დავუკვამყოფილე ყველანაირი ინტერესი გოგოებს -შენ იღადავე და მგონი მართლა გეღირსება სვანი ქმარი - ხითხითით მამაცნობა თეომ -საღადაოდ მაქ საქმე? მაგას რა უჭირს ხან როგორ იქცევა და ხან როგორ , მეკიდე მგონი მის ამდენ ცერცეტში მართლა შემიყვარდა -აუფ, ამან ახლა დაასკვნა რო უყვარს? -ვითომ ინტერესიანი მზერა შეავლო თვალი ნათიამ სხვებს და მობეზრებულად აიქნია ხელი -დიდი ამბავი ახლა, თავიდან ცოტა გაწვალა და ბოლოს ხო ხედავ როგორ დათბა, მთავარია მიზანს მიაღწია და შენი გული დაიპყრო-მინი სპექტაკლი მოაწყო მარიმ..ერთს ვერ ვხვდები, ესენი ჩემი მეგობრები არიან და მე მამშვიდებენ თუ ვიბლიანმა მოასწრო და მისკენ გადაიბირა? არვიცი არვიცი... ფაქტი ის იყო ,რომ მობილურზე უცხო ნომრიდან მომივიდა შეტყობინება ,რომელიც მაფრთხილებდა მის გარეშე არსად წავსულიყავი მომაკითხავდა და მნახავდა რადგან საქმე ქონდა. არ დამიწყია ბევრი გამოძიება, აშკარა იყო ადრესატი ვიბლიანი იყო. -ნეტა რა საქმე აქ ? - ზედმეტად დაინტრიგდნენ გოგოები -რავი აბა..ვნახავ და გავიგებ მალევე ვამთავრებდი უკვე სამუშაო დღეს ისევ მისი შეტყობინება ,რომ მომივიდა "გარეთ გელოდები" -გოგოებოო, წავალ რა ცოტა ადრე აქაა და -რას კითხულობ დროზე წადი და გამაგებინე მერე -ჭორიკნებოო- ენა გამოვუყავი და სიხარულით გავარდი კარებში. გარეთ გასულს მანქანაზე მიყრდნობილი ვიბლიანი დამხვდა ,რომელიც აშკარად ჩაფიქრებული იყო რაღაცაზე და ჩემი მიახლოვების დროს გამოფხიზლდა. -როგორ ხარ ანანო?- უბრალოდ გადამკოცნა და მანქანის კარი გამიღო,მეორე მხრიდან თვითონ დაჯდა და მხოლოდ მერე გავეცი მის კითხვას პასუხი -კარგად მიშო შენ? -კარგად..-რაღაცნაირი მოწყენილი სახით გადმომხედა და თითქოს ძალდატანებით გამიღიმა- პრობლემა არ იქნება სახლში გვიან ,რომ მიხვალ. გაკვირვებულმა გადახვედე წესით ეს კითხვით უნდა დაესვა ,მაგრამ პირიქით ჩვეულებრივი მტკიცებითი წინადადება იყო. -აჰა,კაი და სად მივდივართ? -ერთ ადგილას,სადაც არავინ იქნება ახლა მაგრამ ჩვენთვის გააღებენ - გაკვირვება ვერც ახლა დავმალე.. -რა ადგილია ესეთი? -მივალთ და ვნახავ -ჩემი ხელი აიღო,ტუჩებთან მიიტანა და მაკოცა. ხმა აღარ ამომიღია ადგილამდე მისვლამდე , მაგრამ როცა დავინახე ჩემს წინ გადაშლილი სანახაობა, ყველანაირმა ემოციამ ერთიანად მომიცვა - ეს..ეს საიდანღა გაიგე? -ჯერ სად ხარ..- შუბლზე მაკოცა და მიბიძგა მის ნებას დავყოლოდი და ციგურები ჩამეცვა -აბა.. წამო , ფრთხილად...ნუ გეშინია - მან იცოდა , ჩემი კიდევ ერთი ბავშვობის ოცნება და მისი წყალობით ამის ახდენის საშუალებაც მომეცა, მართალია სრიალი არ ვიცოდი ,მაგრამ თვითონ მასწავლიდა.გარშემო კი მხოლოდ ჩემი კისკისის ხმა ისმოდა. მომენტალურად დასერიოზულდა მიშო, უფრო ახლოს მოვიდა ჩემი სახე ხელებში მოიქცია , ვატყობდი რომ რაღაცის თქმას ცდილობდა ,მაგრამ არ იყო ეს ყველაფერი სასიხარულო -ანანოო, თამაშების გამო მიწევს ექვსი თვით, ან უფრო მეტით საზღვარგარეთ წასვლა ერთ ადგილას გავქვავდი, მაშინვე შემოკრა გონებამ განგაშის ზარები... ექვსი ან უფრო მეტი თვე ვიბლიანის გარეშე? ნეტა აქ არ ავტირდე მის თვალწინ..მხოლოდ ამას ვიმეორებდი გულში ,ხმამაღლა კი ძვლივს ამოვითქვი -წარმატებებს გისურვებ მიშო, იმედია არ დაივიწყებ აქაურობას და მართლა ჩამოხვალ არვიცი რამ გამოიწვია მისი ჩაცინება და კმაყოფილი სახე მაგრამ დავინახე როგორ გაუკრთა თვალებში სიხარულის სხივი და როგორც მაშინ ისევ ისე დამიტოვა შუბლზე კოცნა -აქ იმდენად ძვირფასი ადამინი მელოდება ,იმედებს ვერ გავუცრუვებ და ვერ დავტოვებ უჩემოდ. სახლში ძალა გამოცლილი ავლასლასდი, ყოველ ჯერზე იმის წარმოდგენაზე ,რომ მიშო აქ არ იყო და ამდენი ხანი უნდა გამეძლო მის გარეშე, საშინელ ხასიათზე მაყენებდა და ყოველ ჯერზე მინდებოდა რაც ცხოვრებაში არ მიტირია ახლა ამენაზღაურებია ერთიანად. საათს დავხედე ,წესით უკვე ჩასული უნდა იყოს. წინა დღეებში თუ სიხარულით დავდიოდი ყველგან ახლა საშინლად მიმძიმდა სხეულის ზემოთ წამოწევა და სამსახურში გასვლა. მაქსიმალურად ვცდილობდი სხვებისთვისაც არ გადამედო ჩემი უხასიათობა, მთელი ეს დრო მხოლოდ ვიბლიანის დილით მოწერილი - "დილამშვიდობის" და ღამით - "ტკბილ ძილი"მაბედნიერებდა. მთელი დრო ვცდილობდი მარტო არ დავრჩენილიყავი ,რომ მასზე არ მეფიქრა. დღისით უნივერსიტეტში ვიყავი საღამომდე ვმეცადინეობდი და საღამოს ღამის სმენაში ვმუშაობდი. ახალ წელს გოგოების დაჟინებული თხოვნით მათთან ერთად შევხვდი -როგორც იქნა დაგითანხმეთ და გამოხვედი, ვიცით რომ გიყვარს და მის გარეშე არ შეგიძლია ,მაგრამ ხო ხედავ აუცილებელი ,რომ არ ყოფილიყო არ წავიდოდა ან კიდე ,რომ არ აინტერესებდე საერთოდ არ მოგწერდა იმ ორ შეტყობინებასაც ყოველ დღე.რაღა დარჩა ნახევარი დრო უკვე გავიდა , ეს დროც მალე გავა გეშველებათ მერე იმედია. ბოლო წამებიღა დავითვალეთ ძველი წელის და სიხარულით შევხვდით ახალ წელს. რაც აქამდე არ დამილევია ერთბაშათ ახლა დავლიე და დილით ვინ სად ან როგორ იწვა აზრზე არ ვიყავით. ცოტა აზრზე მოვედით და იქაურობა მივალაგეთ ,დაღლილები ჩავესვენეთ სავარძელში ერთმანეთზე მისვენებულები, მხოლოდ ნათია იდგა ფეხზე , ტელეფონით ხელში და სიცილისგან ცუდად იყო -ვაიმე ..აჰაჰა... ეს ვიდეო ვინ გადაიღოო? აღარ შემიძლია ... -რა არის გოგო ეგეთი, მანახე რა .. -ფეხზე წამოვარდა თეო და ნათიაზე უარეს დღეში ჩავარდა ძვლივს მოაღწიეს ჩვენამდე და ვიდეო კარგად დაგვანახეს , გარკვევით ვჩანდი მთვრალი მე ,რომელიც ირწმუნებოდა მიშო ახლა აქ,რომ მყავდეს სიყვარულსაც პირველი მე ავუხსნიდი და ქმრობასაც შევთავაზებდიო. ჯერ ჩემს თავზე გაბრაზებული ვუყურებდი ვიდეოს და ბოლოს სხვებზე უარესი ხარხარი ამიტყდა -ხო იცი სიმთვრალეში ყველაზე დიდ სიმართლეს ამბობენო - კიდევ ვერ მოვითქვით სული -იმედია რამე სისულელე არ გვიქნია და ეგ ვიდეო სოციალურ ქსელში არ დაგვიდია- სიცილით დააყოლა მარიმ ,მაგრამ უეცრად მეცვალა სახე -ვაიმე დროზე ინტერნეტი ჩამირთეთ , იმედია მართლა არ დამიდვია..ახლა გაქრა ეს ტელეფონიც სად ჯანდაბაშია .. ? -უშედეგოდ ვეძებდი ჩემს ტელეფონს ბოლოს გვანცას ხმამ დამამშვიდა -არ არის აქ ინტერნეტი შესაბამისად ვერც ავტვირთავდით. -გეფიცებით რაც ამდენი ხანი არ მიცინ ახლა ვიცინე ერთიანად -რო ჩამოვა იმდღეს უნდა დაგათროთ და ერთი არ გაგიკეთებია -გადი გოგო მომშორდით. საღამო იყო ყველა ჩვენს სახლებში გადავნაწილდით და ოჯახთან ერთად გავაგრძელეთ მოლხენა, ერთი ის ვიცოდი სასმელს აღარ გავეკარებოდი. ნელ-ნელა ისევ ძველებურ ყოფას დაუბრუნდა ყველაფერი, დილით ისევ უნივერსიტეტი და საშინლად დამღლელი ლექციები , სწავლა და სხვადასხვა კაპრიზების მქონდე კლიენტების ატანა. მარტი იყო უკვე, როგორც ახასიათებს ყოველ წამს იცვლებოდა ამინდი ,მაგრამ დღეს განსაკუთებულად კარგი ადმინდი იყო..ან უბრალოდ მე მეჩვენებოდა ასე. ვიანიდან დღეს უნივერსიტეტი არ მქონდა დილის სმენაში ვიყავით და ახლა მივდიოდი სამსახურში -ანანოო.. ანანო ...ანანოო -გიჟივით მომვარდა მარი -რაიყო მშვიდობა გაქ? -სიცილით ვიკითხე და გოგოებს ვანიშნე ამას რა ჭირსთქო -ამმ ..რაღაც უნდა გითხრა..ხო მენდობი?- ცალი წარგი აწია და ისე მკითხა გამომცდელად -ჰო..მერე? -ჰოდა.. ახლა აგიხვევ თვალებს ხოდა წამომყევი -ახლა რაღა მოიფიქრეთ?-მძიმედ ამოვისუნთქე და მოვემზადე რაღაც სასწაულის მოსასმენად -ამმ..რადა..-დამეხმარე მზერით გადახედა გოგოებს -რა და ახალი რაღაც მოვიფიქრეთ და ..-არ დააყოვნა და ნათიამ ასე თუ ისე გამოაძვრინა სიტუაციიდან -კაი ჯანდაბას -დავჯერდი ჩემს ბედს და დავყევი მათ ნებას - ეე,მოიცა აქეთ სად მივდივართ? -მივხვდი თუ არა ,რომ გარეთ გავდიოდით მაშინვე წამოვიყვირე -ეე გოგო მაცალე ,ხო გითხარი ახალი რაღაცაათქო რა პანიკებში ხარ -მოიიცაა..ნელა ,ოდნავ დაიხარე ახლა დაჯექი -რაა.ააა? - მხოლოდ ეს სიტყვა წამოვიყვირე უცებ და ვიგრძენი როგორ მოწყდა მანქანა დიდი სიჩქარით ადგილს -რაჯანდაბა მინდა მანქანაში? ..ეე შენ ,მეტყვი თუ არა ? ან საერთოდ ვინ ხარ ? -მთელი გზა ჩემთვის ვყრიდი ცოფებს მაგრამ ჩემს გვერდით მჯდომი ჯიუტად დუმდა და საერთოდ არ აპირებდა ხმის ამოღებას. მანქანის გაჩერება ვიგრძენი ,მძღოლის მხარეც გაიღო და მალევე მიყვა ჩემი კარიც, ფრთხილად მანიშნა ხელით მის ნებას დავყოლოდი. თვითონ უკნიდან მომყვებოდა ,აზრზე არ ვიყავი სად ვიყავით. ნელ-ნელა ვიგრძენი ,რომ რაღაცას ცაში ავყავდი მოიცათ რაო..?? არმჯერა! თვალებიდან ნაჭერი მომხსნენ და ჰოო.. ზუსტად ისაა ,ჩემი ბავშვობის კიდევ ერთი ოცნება ... საჰაერო ბუშტში ვარ..არმჯერა! ნელა ვიყურები უკან და ვგრძნობ ამდენი სახარულისგან გავგიჟდები, ამდენი ხნის მერე ვხედავ მის მომღიმარ სახეს და საშინელი სურვილი მაქვს ისე ძალიან მაგრად ჩავეხუტო, მალევე მომყავს ჩემი ფიქრები რეალობაში და მთლიანად მიშოს ტანზე შემოხვეული ვიყურები საჰაერო ბუშტიდან და ჩემთვის ჩუმად გაურკვეველ სიტყვებს ვბუტბუტებ -მომენატრე..შენ არა?-მისი ხმის გაგონებისას კიდევ უფრო ამიჩქარდა ისედაც აჩქარებული და გაგიჟებას მყოფი გული -ძალიან ..ძალიან მომენატრე -ამოვიჩურჩულე ჯერ კიდევ მის სხეულზე მიკრულმა ხუთწუთიანი დუმილის მერე , დაიწყო თან ისე ,რომ თვალებში მიყურებდა თითქოს იქ უნდოდა ემოციების ამოკითხვა -რასაც ახლა გეტყვი მინდა ,რომ კარგად გაიზრო და ისე მიპასუხო - თანხმობის მიზნით მხოლოდ თავი დავუქნიე - ცხოვრებაში პირველად მაქვს სურვილი ვიყო საშინლად ბანალური, ადრე თუ ვერ ვიტანდი ამ ყველაფერს ახლა პირიქით სიხარულით ვაკეთებ, იცი რატო? იმიტო,რომ ცხოვრებაში პირველად შემიყვარდა, ჰო მე მიშო ვიბლიანს , ადამიანს რომელსაც არ მეგონა ეს გრძნობა თუ არსებობდა, ადამიანს რომელიც მთელ მის დროს ან ფეხბურთის თამაშს უთმობდა ან კიდევ გოგოების 'დაკერვას' რომელსაც ყოველ დღე სხვადასხვა გოგო მყავდა ახლა მინდა ,რომ მთელი ცხოვრება მყავდე მარტო შენ! მთელი ცხოვრება გიყურო და მოგიძღვნა, მინდა ვარჯიშიდან დაღლილი მოსულს შენ მხვდებოდე ჩემს სახლში და ყველანაირ დაღლას მავიწყებდე, მინდა დილა შენით იწყებოდეს, მინდა მთლიანად ჩემი იყო, ჩემი შვილების დედა და ჩემი ცოლი -ოდნავ მომშორდა და ჯიბიდან მუქი ბარხატის ყუთი ამოღო ,რომელშიც ძალიან ლამაზი ბეჭედი იწონებდა თავს- თავაძე ანანო ,გამომყვები ცოლად? მე ამდროს? უბრალოდ მეგონა ეს ყველაფერი სიზმარი იყო, არ მჯეროდა რომ ეს ყველაფერი ჩემს ირგვლივ ხდებოდა და მიშო ვიბლიანი ცოლობას მთხოვდა, თვალებიდან ბედნიერების ცრემლები ჩამომდიოდა და უკვე გამოსახულების დანახვაც მიჭირდა -სუუ რა.. ოღონდ შენ არ იტიროო..-აღარ გავაგრძელებინე და ამჯერად მე დავეტაკე მის ბაგეებს.. -თანახმა ვარ ..მინდა ვიყო შენი ცოლი და შენი შვილების დედა. უკვე დამშვიდებული მის მუხლებზე ვყავდი მოთავსებული , ერთ ხელს თმებში დააცოცებდა და მეორეს ტანზე -არ შემიძლია , შენთავს ფიცავარ მეტს ვეღარ გავძლებ შენს გარეშე..ხვალ ამოვალ და შენებს ვთხოვ ხელს მიდნა რაც შეიძლება მალე გახდე ჩემი ცოლი! გამეცინა მის მოუთმენლობაზე ,თუმცა მე ვისზე რას ვამბობ მასზე უარეს დღეში ვარ. -იცი? როგორც სხვები ისე არასდროს ვოცნებობდი მქონოდა ძალიან დიდი ქორწილი,სულ მინდოდა მხოლოდ ძალიან ახლო მეგობრები ღია ცის ქცეშ და ყოველივე თამადის ტრადიციული სადღეგრძელოების გარეშე ჩაევლო ჩემს ქორწილს. ამის გაგონებაზე უარესად გაუბრწყინდა თვალები -ანუ ქორწილისთვის მზადებაში დრო არ წავა და უფრო მალე იქნები მთლიანად ჩემი. მეორე დღესვე ამოვიდა ჩემებთან ფეთუმ თითქოს კაი ძმაკაცები ყოფილიყვნენ ისე დახვდნენ, მაგრამ მერე გამახსენდა კლუბში მათი გასვლის დრო ,დამაშვიდებული ვიბლიანი რომელიც ჩემი ყველა ოცნება იცოდა, აი ვისი დამსახურებით! ლელა სიხარულის ცრემლებს იწმენდდა ,მომესწრო გოგოო დათო სიხარულით აღარ იყო ამ ქვეყანაზე "როგორც იქნა მოგიშორებ თავიდანო" ჩემი გოგოებიც ჩემს გვერდით იყვნენ 'ხომ გითხარი მენდეთქო ახალი რაღაც არისთქო' თვალი ჩამიკრა მარიმ. როცა ის თემა წამოიჭრა თუ როდის უნდა ყოფილიყო ქორწილი მაშინვე ვიბლიანმა მტკიცე ხმით განაცხადა -რადგან არც ერთს არ გვინდა დიდი ქორწილი ერთი კვირაც ეყოფა მოსამზადებლადო. არც არავინ შეწინააღმდეგებია მის ნებას და მეც უფრო კარგად მოვთავსდი ჩემი საქმროს ხელებში. მეორე დღესვე გავედით კაბის მოსაძებნად,მხოლოდ ამის მოგვარება მევალებოდა სხვა ყველაფერზე ჩვენ ვიზრუნებთო. ბევრი არც გვივლია მაშინვე ტანზე მომდგარი , სადა მაგრამ ძალიან ლამაზი თეთრი კაბა ავირჩიე და გახარებული დავბრუნდი სახლში. ახლოვდებოდა ქორწილის დღე და ჩემი მღელვარებაც უფრო და უფრო იმატებდა, უვკე წინა საღამო იყო..ოთახში ნერვიულად დავდიოდი, ძილი ერთი წამითაც არ მომკარებია..ბოლოს გოგებს დავურეკე -აუ გეხვეწები რა სხვებსაც უთხარი , თქვენი კაბები მოიტანეთ და აქ მოემზადეთ ოღონდ ახლა მოდით რა.. -რა პრობლემაა, მოვდივართ.. მალევე გავიგე კარებზე ზარის ხმა და უკვე ყველანი ერთმანეთზე ახლართულები ვიწექით ჩემს საწოლზე და განვლილ დროს ვიხსენებდით რაც ერთად გაგვიტარებია. მიშო ,რომ დავინახე შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი წამით სუნთქვა შემეკრა და ყველაზე ამაყი ვიყავი რადგან ეს უ'სიმპატიურესი არსება ჩემი ქმარი იყო! მალევე ვიგრძენი მისი ხელი ჩემს წელზე -ყველაზე სექსუალირი და მაგარი ცოლი მყავს მე! ერთი სული მაქვს როდის მოვა საღამო- ვნებიანი ხმით მიჩურჩულა ,ყურთან დამიტოვა კოცნა და ეგრევე შეძლო ჩემი წამოწითლება. ჯვრისწერის და ხელის მოწერის მერე მშვიდად წავედით დარბაზისკენ..უფს ბოდიშით, დარბაზში არა.. ტბის ირგვლივ ლამაზად გაფორემებულმა მაგიდებმა და გარემომ უფრო ამიმაღლა განწყობა და ბედნიერებით კიდევ ერთხელ უფრო გავიბერე,მაგრამ ყველაფერი იმან გადაწონა ჩემსკენ მომავალი დედაჩემი ,რომ დავინახე შოკში ვიყავი! რაც ძალი და ღონე მქონდა ისე მოვეხვიე და ფილტვები გავივსე მონატრებული და საყვარელი სურნელით, მერე მამას მოვეხვიე და ახლა დაბეჯიტებით შემეძლო მეთქვა,რომ მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ვიყავი მე! აბსოლიტურად ყველანი ახალგაზრდები ვიყავით გარშემო, არ იყო მომაბეზრებელი სადღეგრძელოები , ყველა ერთობოდა და არავის ქონია მოწყენის საშუალება. მთელი დრო მიშოსთან ერთად ვცეკვავდი და ბოლოს გაბუტული სახით მოვიდა ჩვენთან ჩემი ძმა -კაი ეე რაპონტია, ცოლი კი არის შენი უკვე მარა გეყოფა და წამოდი ერთი ჩემთანაც იცეკვე..-ამაზე ვეტყოდი უარს? არსად არ 'გაგვიმაზავს' ცეკვა როცა ერთად ვიყავით და ახლა ვიზამდით? მითუმეტეს ჩემს ქორწილში. ღამის სამი სააათი იყო ნელ-ნელა ,რომ დაიწყო ხალხმა დაშლა -ვსო აღარ მაინტერესებს მეტის მომთმენი აღარ ვარ მე!-ხელი დამავლო მიშომ და გასასვლელისკენ წამიყვანა -კაიი რა სირცხვილია,რას იფიქრებენ -ჩუუ..-ჩემსკენ შემოტრიალდა და ხელი ტუჩებზე მომადო-დამიჯერე არავის ცალია ჩვენთვის და ვერც შენიშნავენ ჩვენს წასვლას. ერთიანად დამეძაბა ყველა კუნთი და ერთიანად შემომიტია ნერვიულობამ,როდესაც უკვე ბინის კარებთან მისულები აღმოვჩნდით. მისი ჭკუით გამამხნევებლად გამიღიმა და ჩამიკრა თვალი, კარებიც გააღო და კიდევ ერთხელ მოახერხე ჩემი გაოცება უკვე ჩემმა ქმარმა. შესავლელიდან იწყებოდა ვარდის ფურცლები ,რომელსაც მისაღებში გაყავდი. შუქი ჩამქვრალი,მხოლოდ დეკორაციულო სანთლების სინათლე ანათებდა იქაურობას, მაგიდაზე სასმელი იდგა ორი ჭიქა ღვინოსთვის. მიშომაც მისკენ აიღო გეზი გახსნა და ერთი ჭიქა გამომიწოდა -დალიე ,დაძაბულობას მოგიხსნის -მეც დაუფიქრებლად გადავუშვი ყელში, ჯერ ერთი და მერე მეორე. ბოთლისკენ წავიღე ხელი ,როცა მიშომ დამიკავა. მისი ჭიქაც მაგიდაზე დადო და ორივე ხელი ჩემს წელზე მოათავსა. ვნებისგან ანთებული თვალებით მიყურებდა, არც მე ვიყავი ნაკლებ დღეში, ერთიანად გაქრა ჩემი ნერვიულობა და დაძაბულობა. მისი სუნთქვა სახეზე მეცემოდა მაგრამ საერთდ არ აპირებდა ჯერ მოქმედებას, ნელ-ნელა მომიახლოვდა და მთლიანი სახე დამიკოცნა, მერე ყელზე გადავიდა,ყელიდან უფრო ქვემოთ ჩაუყვა, მოხერხებულად მომაცილა ტანიდან კაბაც და თავისუფლად დაწვდა ჩემს მკერდს. მისაღები ოთაქხიდან მალევე ავღმოჩნდით საძინებელში, ამჯერად მე დავწვი მის პერანგს და ოთახის რომელიღაც კუთხისკენ მოვისროლე. ფრთხილად გადამაწვინა საწოლზე და მალევე მოექცა ჩემს ზემოდან, ვიგრძენი როგორ მოშორდა ჩემს სხეულს ბოლო ნაჭერი. ტკვილი და მერე რაღაც საოცარი, მთლიანად ჩავიძირე ვნების ბურუსში და ოთახში მხოლოდ ჩემი კვნესის ხმა და მისი გახშირებული სუნთქვა ისმოდა. დილით მის მკერდზე მედო თავი და ისე მეძინა თვითონ როგორც ჩანს ჩემზე ადრე გაუღვიძია -როგორ გრძნობს ჩემი ყველაზე მაგარი ცოლი თავს? -ღიმილით მკითხა და მალევე მიაგნო ჩემს ტუჩებს. -ასე მაგრად ჯერ არასდროს ვყოფილვარ- არც დამიმალავს და ახლა მე დავწვი მის ბაგეებს. -მე საუზმეს გავაკეთებ,მანამდე მოწესრიგდი და ერთ მაგარ ადგილას უნდა წავიდეთ როგორ მაინტერესებდა სად მაგრამ ვეღარ მოვასწარი კითხვა ეგრევე გავარდა გარეთ. მალევე მოვიწესრიგე თავი და უკვე ქმრის გაკეთებულ საუზმეს მივირთმევდი -მმმ,რა გემრიელია ..არვიცოდი ესეთი მაგარი ქმარი თუ მყავდა -ჯერ სად ხარ.. თბილისიდან გავედით თუ არა უფრო დამაიტნერესა სად მივდიოდით -აუ მიშო მითხარი რა სად მივდივართ.. -ჩემს სახლში..სვანეთში - ამაყად გაჯგიმულმა დაამატა და მაშინვე წამოვიყვირე სიხარულისგან -ვაიმე რა მაგარიაა...ძალიან მიყვარხარ! მთელი სამი კვირა ვიყავით სვანეთში.. ნუ მართალია ერთი კვირა ოთახის იქით არ მინახავს არაფერი ,მაგრამ მთავარია დანარჩენი ორი კვირა მოვიცალეთ ბუნების დასათვალიერებლად. სიამაყით ამიყვანა ვიბლიანების საგვარეულო კოშკზე და თითოეულ ადგილს ასევე სიამაყით მათვალიერებინებდა. ერთ კვირაში თამაში ქონდა ამიტომ აუცილებლად უნდა დავბრუნებულიყავით უკან, ის დღეები ვარჯიშისთვის უნდა დაეთმო,ფორმიდან რომ არ ამოვარდნილიყო და თამაშისთვის მზად ყოფილიყო. -რას იზამ მოხვალ თამაშზე ? - თან ბაგეებს მიკოცნიდა თან მეკითხებოდა - მოვალ აბა რას ვიზამ.. ჩემს ქმარს უნდა ვუგულშემატკივრო -(თ)-ჩემთვის დავამატე გულში და იმის წარმოდგენაზე თუ რასაც ვაპირებდი ბედნიერებისგან გამეღმა. -კაი ჭკვიანად იყავი და წავედი მე გელოდები -წასვლამდე ბოლოჯერღა მაკოცა და კარს იქით გაუჩინარდა. სანამ წასვლის დრო მოვიდა მანამდე სახლი მივალაგე და ბოლოს სპეციალურად ამ დღისთვის შეძენილი მაისური გამოვიღე კარადიდან და გაგავიცვი. მაისურს პატარა ბავშვის თვალები ეხატა, თითქოს და გიყურებსო. სანამ თამაში დაიწყებოდა უფრო ადრე მივედი და გასახდელისკენ ავიღე გეზი. მალევე შემამჩნია მიშომ და ჩემსკენ აიღო გეზი, დავინახე თუ არა შეუმჩნევლად გავიხსენი მოსაცმელი ,რომელიც მაისურს ფარავდა და გაკრეჭილი დავხვდი ქმარს. -ჩემი ყველაზე მაგარი ცოლი ჩემს საგულშემატკივროდ მოვიდა! -ჰო , მოვედით-ამჯერად ხმამაღლა ვუთხარი და თავით მაისურზე ვანიშნე- ყველაზე მაგარი ქმრის და მამიკოს საგულშემატკივროდ მოვედით... გაოცებული ხან მე მიყურებდა ხან მაისურს..ბოლო ხმაზე დაიყვირა მამა გავხდებიო და მალევე გაჩნდა ყველა გუნდელი ჩვენს ირგვივ, ჩახუტებული ვყავდი და თავისთვის ბუტბუტებდა -მამას ბიჭი იქნება..ან გოგო ,როგორ მიყვარხართ ნეტა იცოდე ძვლივს მომშორდა,ყველა სათითაოდ გვილცოვდა და ბოლოს დაამატეს -ამაზე მაგარი სტიმული რაგინდათ,ვსო დღეს უეჭველი ვიგებთ პატარა ვიბლიანთან არ შევირცხვინოთ თავიო. თამაში 4-1 მოიგეს , და ორი მიზეზის აღსანიშნავად წავედით რესტორანში, ნუ ყველა უფრო პირველ მიზეზს ასახელებდა , ბიჭი თუ იქნა უეჭველი ეგეც ფეხბურთელი უნდა გაიზარდოსო.. არც თუ ისე ჭირვეული ორსული ვიყავი და არ ვაწვალებდი ქმარს ძალიან. ჩემი პატარაც მშვიდად იყო. მისი დაბადების დღეს ყველას ერთად მოეყარა თავი და მოსაცდელში იცდიდნენ. ბევრი არ ულოდინებია პატარა ვიბლიანს და ხმამაღლა ამცნო მისი ამ ქვეყნად მოვლენა გარშემო მყოფებს. უკვე სამნი ვართ , მამამისის კოპიო ალექსანდრე ვიბლიანი ,რომელიც დღითიდღე გვაოცებდა ყველას. უკვე სამი წლის იყო წარბებშეჭმუხნული ,რომ დაგვიდგა ორივე ცოლ-ქმარს წინ -რაიყო დე რამე გჭირს? - სიცილს ვერ ვიკავდებდი მის ამ "სვანურ" გამოხედვაზე და შეჭმუხნულ წარბებზე -არა თქვენთან მაქვს საქმე- ისეთი კატეგორიული ხმა ქონდა ამ პატარა კაცს გაოცებულმა დავჭყიტე თვალები -ჰოო ? მიდი აბა მა გისმენთ -ოღონდ შემპირდით ,რომ ამისრულებთ - ჯერ სიცილით გადავხედეთ ორივე ცოლ-ქმარმა ერთმანეთს და მერე პირობა დავდეთ -ნიკას (მის,ძმაკაცს),რომ ყავს პატარა და მეც მინდა! აი მომენტი,რომელსაც ველოდებოდი! ალექსანდრესკენ დავიხარე და ლოყაზე ვაკოცე -თითქმის 8 თვეში გეყოლება დეე გაოცებულ მიშოს გავხედე და თავი დავუქნიე, მალევე მოვიდა ხელში ამიტაცა და ბაგეებს დაწვდა -მაბედნიერებთ! ---------- ვიცი ,რომ მალე დავამთავრე მაგრამ ზუსტად ისეთი გამოვიდა როგორიც ჩაფიქრებული მქონდა. ყველას დიდი მადლობა ბოლომდე გამოყოლისთვის, მაბედნიერებს თქვენი კომენტარი და ძალიან დიდ სტიმულს მაძლევს! <3 მიყვარხართ ყველანი ასეთი კარგები ,რომ ხართ <3 პ.ს ანანო თავაძე! მიშოზე ნაკლები ბიჭი არ დამანახო იცოდე ! :დდ თან ფეთუსაც უნდა მოეწონოს გაითვალისწინე ! :დდ <333 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.