შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მინდა მიყვარდეს თავი 29


18-01-2016, 00:06
ავტორი mako-makako
ნანახია 2 444

პალატის კარი ლექსომ ფრთხილად შეაღო და თავის საყვარელ ქალს შეხედა, რომელსაც სიხარულისგან სახე გაბრწყინებოდა და იმხელა ბედნიერებას ასხივებდა რომ ყველაფერს ჩრდილავდა.ლექსო თეკოს მიუახლოვდა და მთელი სახე გიჟივით დაუკოცნა თან ათას სასიამოვნო სიტყვას ეუბნებოდა.
-შენ მე გამაბედნიერე,სიცოცხლე თავიდან მაჩუქე.ჩემი ბედნიერება ხარ ჩემო სიცოცხლეე,მიყვარხარ და გაღმერთებ ამხელა საჩუქარი რომ მომიძღვენი.-ლექსო იმდენად იყო ბავშვის დაბადებით გახარებული რომ ირგვლივ არფერი სხვა არ აინტერესებდა.
-არ მეგონა ასე თუ გაგიხარდებოდა ლექსო.-ცოტა დაიმორცხვა გოგომ და თავი დახარა.
-ეგ მეორეჯერ აღარასოდეს გაიმეორო ჩემო სიცოცხლე,მე დღეს ყველაზე ბედნიერი კაცი ვარ და სულ ასეთი ვიქნები შენს გვერდით მთელი ცხოვრების მანძილზე.-უთხრა შამანაურმა და ტუჩებზე დაეწაფა მოწყურებულივით.
-მიყვარხარ ლექსო და შენ მე მაბედნიერებ.
-მეც მიყვარხარ ჩემო საოცრებავ.
ერთმანეთის სიყვარულში იყვნენ გართულები პალატაში ბავშვები რომ შემოლაგდნენ რიგრიგობით და ჟივილხივილით აიკლეს იაურობა.სანდრო ყველაზე გახარებული იყო ლექსოს შემდეგ,უხაროდა ბიძა რომ ხდებოდა და ამ სიხარულს მტლიანად გამოხატავდა.მირანდა სანდროს გაბრწყინებულ თვალებს რომ ხედავდა მისი ბედნიერებით ისიც გახრებული იყო.უყურებდა და არ სჯეროდა რომ სანდრო ამდენად ბავშვური თუ შეიძლებოდა ყოფილიყო,რადგან სულ სხვანაირ შთაბეჭდიებას ტოვებდა მასზე,გრძნობდა რომ ეს ბიჭი დღითიდღე იზიდავდა და ეს რაღაც უფრო დიდ გრძნობაში იზრდებოდა,ეს კი მის არსებას მთლიანად ათბობდა და ახალი ენერგიით მუხტავდა.ბექა და ანა ხარობდნენ მეგობრის ბედნიერებით,ლევანი და ნია ორმაგად ბედნიერები იყვნენ.ასე რომ ეს საღამო ყველასთვის ძალიან ბედნიერი გამოვიდა და სიურპრიზებით სავსე.როდესაც ექიმისგან დანიშნულება მიიღეს მშვიდად დატოვეს საავადმყოფო და სახლებში წავიდნენ.დამღლელი ღამის მერე ყველას გამოძინება და ძალების მოკრებვა სჭირდებოდა.იმ დღის მერე თეკოს ყველა ხელის გულზე დაატარებდა.ყველა მისი ნათქვამი თუ სურვილი უსიტყვოდ სრულდებოდა,რადგან სამეგობროში პირველი ბავშვი იბადებოდა ყველა ცდილობდა სათანადო მზრუნველობა გამოეჩინათ მასზე. ნია და ლევანი საქორწინო სამზადისში იყვნენ,რადგან ბიჭს გადადება არ უნდოდა და რაც შეიძლება მალე უნდოდა მისი ცოლი ამხდარიყო.სამ თვეში ქორწილი იქნებოდა და იქმადე ყველაფერი უნდა მოეგვარებინათ.გოგოები ჯერ ისევ ტკბებოდნენ დასვენების დღეებით და მთელს დღეებს სეირნობაში და მხიარულებაში ატარებდნენ.
მშვიდი და ლამაზი საღამო იყო.თეკოსთან ნია და ანა იყვნენ გასულები და წარსულს იხსენებდნენ.ძალიან მხიარულობდნენ გოგოები როდესაც კარებზე ზარის ხმა გაისმა და სანდრომ გააღო.არ ელოდა მის ნახვას და ცოტა არ იყოს დაიბნა,მაგრამ გონს მალევე მოვიდა და სტუმარი სახლში შემოიპატიჟა.
-გამარჯობა,შეიძლება?-გოგონამ დაიმორხვა და თავი დახარა,არ შეეძლო მისი ლამაზი ნაცრისფერი თვალებისთვის თვალი გაესწორებინა და ისე ეყურებინა თითქოს მისი დანახვისას ცეცხლი არ ეკიდებოდა.
-გამარჯობა.კი,კი შემოდი რა თქმა უნდა.-არც სანდრო იყო მირანდას ნახვისას კარგ მდგომარეობაში,მასაც რაღაც ამოუცნობი ემართებოდა მისი სიახლოვის დროს და სულ იბნეოდა,არადა ასეთი რამ არასოდეს არც ერთ ქალთან არ დამართვნია და ვერც კი სხნიდა ეს რა გრძნობა იყო.
-მადლობა.-მირანდა შემოვიდა და გოგოებისკენ წავიდა.სანროს დაბნეულობას ყურადღება არ მიაქცია და გვერდი აუარა.გიორგაძე ოთახში შეიკეტა და ფიქრი იმაზე დაიწყო თუ რას უკეთებდა ეს სიფრიფანა გოგო ისეთს რომ ამის ახსნაც კი არ შეეძლო.მისი დანახვისას სხეულში ისეთი ენერგიის მოზღვავებას გრძნობდა რომ მეტი წარმოუდგენელი იყო,უნდოდა მკლავებში მოექცია და ის ლამაზი ვარდისფერი ტუჩები სულ დაეკოცნა,ისე ვნებიანად და მადისაღმძვრელად გამოიყურებოდა რომ თავის შეკავებას ძლივს ახერხებდა,უნდოდა სულ გვერდით ჰყოლოდა და ხელი მაგრად ჩაეკიდა რომ არსად გაქცეოდა.ეს გოგო იმდენად იზიდავდა რომ მის გარეშე ყველაფერი წარმოუდგელად მიაჩნდა.თუ დროზე არ უშველიდა თავს საქმე ცუდად წაუვიდოდა და დაიღუპებოდა,რადგან გრძნობდა რომ მის გულს დიდი ქარიშხალი უახლოვდებოდა რომელიც წალეკვით ემუქრებოდა და სულ დაანგრევდა აქამდე გამომუშავებულ ყველა მის თვისებას რომელსაც ქალების დასაკერად იყენებდა.ამ ფიქრებში ისე მიუახლოვდა გოგონებს და მირანდას გვერდით დაჯდა რომ ვერც კი გაიაზრა,ამას მხოლოდ მაშინ მიხვდა როდესაც გოგონა უერხულად შეიშმუშნა და მის გამოსაფხიზლებლად თეკომ ოდნავ ჩაახველა.
-უი უკაცრავად,არც დამინახია თუ შენ იყავი.-ვითომ თავისთვის ჩაილაპარაკა ბიჭმა და უკეთესად მოთავსდა.ამაზე მირანდას ლოყები აუწითლდა სირცხვილისგან და კიდევ ოდნავ გაიწია რომ სანდროს გახურებული მხარის შეხება არ ეგრძნო მის მხარზე.სანდროს ესიამოვნა მისი ასეტი ქცევა და მიზნად დაისახა რომ ეს გოგო მისი უნდა გამხდარიყო,არა ისე როგორც ყველა ქალი უნდოდა გასართობად, არამედ როგორც საყვარელი და ერთადერთი ქალი მის ცხოვრებაში.
-მირანდა შენ სულ ასეთი მორცხვი ხარ?-ჰკითხა სანდრომ.
-მე და მორცხვი?საიდან მოიტანე?-ისე გაიკვირვა მირანდამ თითქოს წუთის წინ თვითონ არ უწითლდებოდა ლოები სანდროს შეხებისას.მაგრამ უნდოდა ნიჭს თამაშში აჰყოლოდა და კარგადაც გამოსდიოდა.
-აბა მე ვიკბინები და არ ვიცი?-ისევ მორიგი კითხვა დასვა გიორგაძემ და გოგოს გამომცდელი მზერა მიანატა.
-მე არ მკბენ და სხვას ნამდვილად არ ვიცი რა უკეთებ და რას არა.-ეხლა კი მარტლა წაკბინა მჟავიამ და სანდროს ღიმილი მოჰგვარა მისმა პასუხმა.
-ხოო,ეგ უკვე სხვა საკითხია,სხვასთან მე რას ვაკეთებ და რას არა.-მრავლისმთქმელად ჩაილაპარაკა ბიჭმა და ოდნავ გაიღიმა.ეს ღიმილი ისე უხდებოდა და ისე ლამაზად უჩანდა ჩაღრმავებული ფოსო რომ გოგონას თავბრუს ახვევდა.
-მართალია და ეს ჩვენ სულ არ გვაინტერესებს.-საუბარში ანა ჩაერია და სანდროს მხარი გაჰკრა.თვალები დაუბრიალა და მერე ჰკითხა.
-ისე და შენ აქ რა გინდა?დღეს არ მუშაობ?ან გოგოებში რას აკეთებ?წადი და შენს ბიჭებთან ერთად გაერთე.
-არა დღეს ვისვენებ ჩემი ანუკი და ამიტომ სახლსი ყოფნით და თქვენი ცქერით ვტკბები.-ლოყაზე უჩქმიტა ანას და მაშინვე წამოფრინდა დივნიდან რადგან იცოდა რომ პასუხიც არ დააყოვებდა და მალე გაულურჯდებოდა სხეულზე რომელიმე ადგილი.მათი ბაავშვური საქციელის შემხედვარე გოგოები სიცილით კვდებოდნენ. -მოგკლავ სანდრო აქ თუ კიდევ გამოჩნდები.-დაემუქრა ანუკი და კარებში გამსვლელ სანდროს ბალიში ესროლა,რომელიც აიცილა და სიცილით გაეცალა იქაურობას.გეგმა შესრულებული იყო მირანდასთან ურთიერთობა ნელ ნელა აეწყობოდა და ეს უფრო ადვილი იყო ვიდრე მას ეგონა,მაგრამ ეტყობოდა რომ ჯიუტ გოგოსთან ჰქონდა საქმე და ეს უფრო ახალისებდა.ანას ტელეფონზე სმს მოუვიდა ,,ცხოვრება დაბლა ვარ და გელოდები'' ბექასგან იყო შეტყობინება. მაშინვე წამოხტა გახარებული,გოგოებს დაემშვიდობა და ასე ზე ამაღლებული განწყობით დატოვა იქაურობა.ნიაც მალე წავიდა და დარჩა მარტო თეკო და მირანდა.გოგოებმა კინო ჩართეს და ყურება დაიწყეს.თეკო ისე გადაიღალა მალევე მიეძინა დივანზე. ორსულობის დროს სულ მოთენთილობას განიცდიდა და სულ ეძინებოდა.ისე არ იყო პრეტენზიული ორსული და დიდად არავის არ აწუხებდა.ლექსო და ლევანი სამსახურში იყვნენ.ბექაც შესვენებაზე გამოვიდა რომ ანუკი ენახა და თავისი დაცლილი ენერგია მალევე აევსო.რადგან გრძნობდა რომ იმდენად ენატრებოდა თავისი ცხოვრება რომ არ ენახა გული გაუსკდებოდა.ანუკიმ კიბეები სულ სირბილით ჩაიარა და მისი ლამაზი მზერა მიანათა მანქანაზე მიყრდნობილ ყველაზე სიმპატიურ ბიჭს,რომელსაც კლასიკური ჩაცმულობა ძალიან უხდებოდა და თვალისმომწვეტს ხდიდა.გოგო მისკენ გამოიქცა და მთელი ძალით ჩაეხუტა. მაშინვე დაუკოცნა ბაგეები და ამით ენერგიის ნახევარი შეივსო ბიჭმა.
-სად წავიდეთ?-იკითხა ბექაზე მიხუტებულმა ანუკიმ.
-სადაც შენ გინდა ჩემო ლამაზო.-უთხრა გასვიანმა და შუბლზე აკოცა.
-მაშინ შენთან წავიდეთ,მომენატრე და მინდა ეს მონატრება ავინაზღაურო.-ეშმაკურად შეხედა ბექაურმა გასვიანს და ტუჩის კუთხეში გაუღიმა.
-წავიდეთ ჩემო ეშმაკუნა.-დაეთანხმა მაშინვე ბექაც,მანქანის კარი გაუღო და დასვა ანუკი,ღვედი გადაუჭირა და თვითონაც მიუჯდა საჭეს.მანქანა ადგილიდან მოწყვიტა და როგორც შეეძლო ისე მალე მივიდა სახლამდე.ხო სულ დამავიწყდა რომ ბექამ სახლში შეიძინა და თავისთვის იყი გადასული მარტო,ამიტომ თავისუფლად შეეძლოთ ეხლა შხვედრა ისე რომ ხელს არავინ შეუშლიდათ.ანუკის ძალიან მოსწონდა ასვიანის სახლში მშვიდი და კომფორტული იყო.ისეთი როგორიც მათ მოსწონდათ.სახლის მოწყობაში ბიჭს ანა დაეხმარა და ერთად მოაწყვეს ყველაფერი.სახლის კარი შეაღო და ორივე შევიდნენ.დივანზე მიწვა მაშინვე დაღლილი ბექა და ანას მისვლას დაელოდა რომელიც სამზარეულოში ფუსფუსებდა,რადგა იცოდა რომ დღეს გასვიანს არაფერი ჰქონდა ნაჭამი და ძალიან შიოდა.მალე ხელდამშვენებული გამოვიდა და იქვე პატარა მაგიდაზე გააწყო სუფრა ბექას გვერდით მოთავსდა.გემრიელად მიირთვეს ორივემ თავისი ნახელავი და დესერტზე გადავიდნენ.ბექამ მხარზე მოხვია ხელი ანუკის და ახლოს მიიწია, მისი ყოველი შეხებისას ტანში ელექტრონები უვლიდა და თავიდან მუხტავდა,ეს შერძნება ყოველ ჯერზე უფრო და უფრო იზრდებოდა და უფრო მეტად უნდოდათ ერთად ყოფნა.ანა ბექას მკლავებში იკარგებოდა და სიამოვნების მორევში თავიდან ბოლომდე ეშვებოდა.გასვიანს მისი დაპრობის სურვილი უფრო და უფრო უძლიერდებოდა უნდოდა სულ ასე ახლოს ჰყოლოდა და მისი სურნელი შეეგრძნო. ნელა დაუყვა ტუჩებიდან ყელს და იგრძნო როგორ დააყარა ანას ბუსუსებმა,როგორ გაუხშირდა სუნთქვა და როგორ ამოხდა მსუბუქი კვნესა,ამაზე ბექა უფრო თამამებოდა და ნელა ყურის ბიბილოზე კბილები მოსდო რამაც ანას უფრო აღზნება გამოიწვია,უკვე ხელებში ადნებოდა გოგო და ატყობდა როგორ მიდიოდა სიამოვნების მორევში თავით.ყელს ნელა ჩამოყვა და გრძნობდა რომ მის სხეულში ვნების აფეთქების პიკზე მდგარი თავს დიდხანს ვერ გააკონტროლებდა და საქმე ისე ვერ წავიდოდა როგორც თვიტონ უნდოდათ,მაგრამ თავის შეკავება საკმაოდ ძნელი იყო,მათ ერთმანეთის შეხებისას სისხლი უდუღდათ და ვენებში მდუღარე ლავად მოედინებოდა,რომელიც მთელს სხეულში გაბატონებულიყო და თავის ჭკუაზე ატარებდა ამ ვნებამორეულ წყვილს.ანას გული გამალებით ეთქავდა და ეს გასვიანს სიამოვნენას ანიჭბდა ხვდებოდა რომ მისი საყვარელი ქალი მის მკლავებში უძლური ხდებოდა და მთლიანად ცდილობდა მისი ალერსისგან სიამოვება მიეღო.პერანგის ღილებს ფრთხილად ჩამოყვა და კოცნით უხსნიდა და აჩენდა მის ლამაზ მკერდს რომლის დაპატრონების სურვილი გასვიანს ტვინს ურევდა და კოცნით იკმაყოფილებდა მის ვნებებს.ანას სიამოვნების ხმები ისმოდა ირგვლივ და კვნესა ბექას ალერსთან ერთად უფრო მძაფრდებოდა.ორივე ვნების მორევში თავით გადაეშვნენ მაგრამ ზედმეტი არც ერთს არ მოუნდომებია რადგან ეს წმინდა იყო მათთვის და არ დაუშებდნენ რომ გრძნობას აყოლილებს ის წმინდა გაენადგურებინათ რაც მათ შორის იყო და სულ იქნებოდა.ბექა ანუკის სურვილს პატივს სცემდა და ითვალისწინებდა მის გრძნობებს.ერთმანეთს ძლივს მოწყდნენ როდესაც გასვიანის ტელეფონმა რეკვა არ შეწყვიტა.
-გისმენ ლევან რა ხდება?-სუნთქვის დარეგლირება სცადა რომ ზედგენიძე არაფერს მიმხვდარიყო.
-მარტო ხარ?-მხოლოდ ეს ჰკითხა და ასუხს დაელოდა.
-არა მე და ანა ვართ,რა ხდება?-შეშფოთება დაეტყო გასვიანს ხმაში.თითქოს ცუდის მოლოდინში სუნთქვაც კი შეწყვიტა წამით.
-ცუდია ამბებია.-ღრმად ამოისუნთქა ლევანმა და ისევ გააგრძელა.-ეხლა დამირეკეს პოლიციიდან ირაკლის ვამი უპოვნიათ.-არ შეეძლო ადამიანის სიკვდილზე ასე ადვილად საუბარი და რა ექნა.
-რაა?სად?რა ხდება ნორმალურად გამაგებინე.-გასვიანი უკვე ბოლთას სცემდა და თვალები ჩასწითლებოდა.
-გუშინ,დიდი სიჩქარით მოდიოდა თურმე და თაიანეთის გზაზე მოსახვევში ხევში გადავარდნილა მანქანით,ისეა დამტვრეული და დასახიჩრებული სულ ნაწილნაწილ აუწყვიათ.-როგორც იქნა სათქმელი დაასრულა ზედგენიძემ და პასუხის მოლოდინში გაჩუმდა.ბექა ხმას ვერ იღებდა.მართალია იარკლიმ მას ბევრი ცუდი რამ აუკეთა მაგრამ ასეტი სიკვდილისთვის ნამდვილად არ ემეტებოდა,ის ისეთ ადამიანებს მიეკუთვნებოდა რომლებსაც ცუდშიც კი შეეძლოთ კარგის აღმოჩენა.
-კაი მადლობა ლევან,მალე გნახავ.-ტელეფონი გაუთიშა და დივანზე მოწყვეტით დაეცა.
-რა ხდება ბექა რა უნდოდა ლევანს?-ანა გახედა გასვიანის გაფითრებულ სახეს და ისე ჰკითხა.
-ირაკლი ავარიასი დაიღუპა.-მხოლოდ ამის თქმა მოახერხა და თავის ფიქრებში გადაეშვა.ანა კი ასე უხმოდ იჯდა და ცრემლები უნამავდა სახეს,მასაც გულიტ ეცოდებოდა.არ ჰქონდა მნიშველობა ირაკლის რამდენი ცუდი რამე ჰქონდა ჩადენილი ცხოვრებაში,ყველა ადამიანი ცოდო იყო სიკვდილისთვის,რადგან ყვეკას ჰყავდა ისეთი ადამიანეი გვერდით ვისაც გული დასწყდებოდა მათზე და ეტკინებოდათ.მაგრამ ეხლა უკვე გვიან იყო რამის შეცვლა ან გამისწორება ყველა ადამიანი თვოთონ ირჩევდა ცხოვრების გზას და ეს გზა მას ყოველთვის მიიყვანდა ისეთ გზასთან რომელიც ადრე თუ გვიან ყველაფერს დაასრულებდა და ეს გზა ირაკლისტვის სამწუხაროდ უკვე დასრულებული იყო,მართალია ცუდად მაგრამ გამოსწორების შანსი უკვე აღრ არსებობდა.



№1  offline წევრი natia-natia

ეს ისტორია დზან მომწონს მალე გააგრძელე

 


№2 სტუმარი darina

Ara ra es sandro martlac magari vinmea :-D :-D magram ra vqna chem bichs mainc ver veshvebi miyvars tbili, tkbili da mzrunveli beqa.

 


№3  offline წევრი Lana Tomlinson

თეკო და ლექსო რა საყვარლები არიან❤️.მაგათი ბავშვიც რა საყვარელი იქნება წარმომიდგენია.ლევანი და ნიაც უსაყვარლესები არიან.ნუ ანასა და ბექაში ყველაზე მეტად თავშეკავებულობა და ის მომწონს რომ ადამიანი რაც არ უნდა ბოროტი იყოს სასიკვდილოდ არ ემეტებათ.რაც შეეხება სანდროს და მირანდას,ეგ წყვილი ყველაზე მეტად მომწონს.მიმზიდველია და არაბანალური.ნუ არც სხვებია ბანალური მაგრამ ესენი განსაკუთრებით განსხვავდებიან სხვებისგან.ველოდები გაგრძელებას შენი ერთგულიმკითველი.❤️

 


№4  offline წევრი mako-makako

natia-natia
ეს ისტორია დზან მომწონს მალე გააგრძელე

მადლობა ჩემო კარგო ყოველ დღე ვდებ ახალ თავს

darina
Ara ra es sandro martlac magari vinmea :-D :-D magram ra vqna chem bichs mainc ver veshvebi miyvars tbili, tkbili da mzrunveli beqa.

ხოოო ბექა ძალიან განსხვავებუილი თბილი გაწონასწორებული და მოსიყვარულეა სანდროც თბილია მაგრამ განსხვავებულა ბექასგან

Lanas Statusebi
თეკო და ლექსო რა საყვარლები არიან❤️.მაგათი ბავშვიც რა საყვარელი იქნება წარმომიდგენია.ლევანი და ნიაც უსაყვარლესები არიან.ნუ ანასა და ბექაში ყველაზე მეტად თავშეკავებულობა და ის მომწონს რომ ადამიანი რაც არ უნდა ბოროტი იყოს სასიკვდილოდ არ ემეტებათ.რაც შეეხება სანდროს და მირანდას,ეგ წყვილი ყველაზე მეტად მომწონს.მიმზიდველია და არაბანალური.ნუ არც სხვებია ბანალური მაგრამ ესენი განსაკუთრებით განსხვავდებიან სხვებისგან.ველოდები გაგრძელებას შენი ერთგულიმკითველი.❤️

ვიცი ლან რომ შენ ჩემი ერთგული მკითთხველი ხარ და ძალიან მახარებს ეს ფაქტი რომ ჩემს ისტორიას კითხულობთ და გულშემატკივრობთ.ვცდილობ რომ მოგაწონოთ და ისე დავწერო როგორც გული მკარნახობს.იმედია გამომდის კიდეც
--------------------
,,ცხოვრება ტალღაა რომელსაც თუ არ ჩაჰყევი აუცილებლად ჩაგითრევს.''

 


№5 სტუმარი მონიკა

Momwons

 


№6  offline წევრი mako-makako

მონიკა
Momwons

მადლობა რომ მოგწონს
--------------------
,,ცხოვრება ტალღაა რომელსაც თუ არ ჩაჰყევი აუცილებლად ჩაგითრევს.''

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent