რა საოცარია ეს სამყარო (12 დასასრული)
ლიზა: - სასამართლოს დღეს ომამ მომაკითხა, ისეთი სახე ჰქონდა გული ლამის გამისკდა... - ლიზ მე ვერ წამოვალ, დედაჩემი ცუდადაა, აქ შენს გასაფრთხილრბლად მოვედი.. - ომა შეგეძლო დაგერეკა, როგორაა ნონა ბიცოლა? რამე სერიოზულია? ჩუმად ნუ ხარ რა.. - ვერ დავრეკავდი, სერიოზული არაფერიაო.. ასე თქვეს ექიმებმა, მაგრამ რამდენიმე ხანს იწვეს საავადმყოფოში, პროფილაქტიკისთვისო... - ყველაფერი კარგად იქნება, აი.ნახავ.. ნონა ბიცოლა ძლიერია, ბევრს გაუძლო და ახლაც გადალახავს .. -ლიზა აი ეს გადამცემი, ყურთან დაიმაგრე და საჭიროების შემთხვევაში კავშირზე გამოდი - ყურზე დამიმაგრა - ამისთვის მოვედი და კიდევ.. წარმატებები ლიზა და იჩქარე ახლა.. მე პირდაპირ საავადმყოფოში მივდივარ - მეც მოვალ პროცესის მერე, კარგი ამბით.. - ჩემს მანქანაში ჩავჯექი და წავედი.. არც ისე სწრაფად მივდიოდი, მაგრამ როცა შუქნიშანთან მიხრუჭს დავაწექი ვერ გავჩერდი.. პედალს ვაწვებოდი, მაგრამ როგორც ჩანს გაფუჭდა, ან გააფუჭეს.. ვცდილობ პანიკაში არ ჩავარდე, მაგრამ როგორ დავმშვიდდე, როცა ჩემი საყვარელი ადამიანის ბედი ჩემს ხელშია.. არა ზუსტად ვიცი, რომ მანქანა წესრიგში იყო და მუხრუჭები ნამდვილად კარგად მუშაობდა.. რამე უნდა მოვიმოქმედო.. ვერ ვჩერდებოდი და ქუჩაში არეულობას ვიწვევდი.. გადამცემი გამახსენდა - ომა, კავშირზე გამოდი რა, ომა.. ომა მიპასუხე რა.. - ლიზ რა ხდება, მშვიდობაა? რა ხმა გაქვს - არაა მშვიდობა, ომა მუხრუჭები, მანქანის მუხრუჭები არ იჭერს.. ცალკე ნაწვიმია და მანქანა შესაძლოა მომიცურდეს.. - რაა? ეს როგორ მოხდა, ჯანდაბაა.. ლიზა დამშვიდდი გესმის? პანიკას არ აყვე, ცივი გონებით იმოქმედე.. ეცადე იმ ადილზე მოხვდე, სადაც ნაკლები მოძრაობაა.. - ომაა, ომა აღარ მესმის.. ჯანდაბა კავშირი გაწყდა.. რა უნდა ვქნა.. არ დავნებდები, ასე მარტივად არ მოვკვდები.. იფიქრე ლიზა, იფიქრეე, საჭეს მაინც ვიმორჩილებ საბედნიეროდ.. სადღაც შევუხვიე, შოკში ვარ და არც კი ვიცი რომელ ქუჩაზე ვარ.. სასამართლოშიც მაგვიანდება.. მოვიფიქრეე.. მანქანიდან უნდა გადავხტე, მანქანას ისეთ მიმართულებას მივცემ, არავინ რომ დაზარალდეს.. მტკიცებულებები ავიღე, ფლეშკა საგულდაგულოდ შევინახე, რომ არ დამმტვრროდა.. ერთი ორი და სამიიი, კარი გავაღე და გადავხტი.. მანქანა ხეს შეასკდა და ამოტრიალდა, ალბათ მალე აფეთქდება.. მე რამდენიმე ბრუნი გავაკეთე მიწაზე და თქვენ წარმოიდგინეთ გონება არ დავკარგე.. ჯანდაბა, თავი მისკდება, ფეხზე წამოდგომა ვცადე და თავბრუ მესხმის, ხელიც საშინლად მტკივა, შუბლზე სისველწს ვგრძნობ და ხელს ვკიდებ, სისხლი მომდის... გადამცემი დაზიანდა, ომას ვერ დავუკავშირდები.. გარშემო უამრავი ხალხია.. ნეტავ ვინმემ შემამჩნია? თავბრუსხვევა ვიგრძენი, წაქცევის პირას ვიყავი ერთმა გოგომ ხელი რომ შემაშველა, ერთი მამაკაციც მოვიდა.. - გოგონა კარგად ხარ, სასწრაფოში დარეკე საბა, სწრაფად - იყვირა უცნობმა გოგომ... - არა, არ მინდა, მეჩქარება.. სასამართლოში უნდა მივასწრო.. იქამდე მიმიყვანეთ, თუ შეგიძლიათ - წავიყვანოთ საბა, მანქანაში წამლების ყუთი მაქვს, მე დავუმუშავებ ჭრილობებს - კი მაგრამ გვანცა რამე სერიოზული რომ იყოს? - იკითხა მამაკაცმა - არა, მართლა კარგად ვარ.. სერიოზული არაფერია - ვუთხარი მათ, გვანცამ ხელი ჩამჭიდა და სასამართლოსკენ წამიყვანეს.. გვანცამ(უცნობმა გოგონამ) ჭრილობები დამიმუშავა და მკითხა - ძალიან გტკივა? როგორ გიჟივით მორბოდი, რა დაგემართა? - არა, არ მტკივა.. უფრო სწორად ცოტათი... ავარია კი ძალით გამოვიწვიე, მე კი გადმოვხტი.. მუხრუჭები გადამიჭრეს და სხვა გზა არ მქონდა.. - რა დღეში ყოფილხარ, კიდევ კარგი მოიფიქრე ეგეც და პანიკაში არ ჩავარდი - ღიმილით მითხრა საბამ - ბედი გქონია :-)- აი მოვედით კიდეც.. მანქანა გააჩერა -დიდი მადლობა, თქვენს ვალს ვერასდროს გადაგიხდით.. არც კი იცით თქვენი დქხმარება რას ნიშნავს ჩემთვის.. გვანცას ნომერი გამოვართვი და სირბილით ავირბინე სასამართლო დარბაზამდე, კარი კი არ შევაღე შევჯლიჯე და ყველას ყურადღება მივიქციე.. ნიკას და ლაშას სახე წაეშალათ.. ლუკას შევხედე, აახეზე ღიმილი მოეფინა.. ჯანდაბა, ალბათ ცოცხალიც კი არ ვეგონე.. - უკაცრავად ბატონო მოსამართლევ.. მაპატიეთ, რომ ოთახში შემოვვარდი.. თუმცა მერწმუნეთ, სხვა გზა არ დამიტოვეს.. მე მოწმის სტატუსით უნდა გამოვსულიყავი... - კი მაგრამ გოგონა, თქვენ უკვე დაიგვიანეთ.. - დიახ, ვიცი.. უპასუხისმგებლო არ ვარ.. უბრალოდ ავარია შემემთხვა.. ალბათ მეტყობა კიდეც, თუმცა ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებ.. ახლა კი ნება მპმეცით, რომ მნიშვნელოვანი მტკიცებულებები გაჩვენოთ, რომელიც დაამტკიცებს, რომ ლუკა უდანაშაულოა.. ძალიან გთხოვთ, თქვენ არ იცით რისი გადატანა მომიხდა აქამდე რომ მომეღწია - მოგისმენთ - გაჟღერდა მოსამართლის ბოხი ხმა- შვებით ამოვისუნთქე და დავიწყე ყველაფრის მოყოლა, თანაც ჩემა ნათქვამს მტკიცებულებებით ვამყარებდი.. უეცრად მოსარჩელე მხარის ადვოკატი მაჩერებს -პროტესტს ვაცხადებ, ბატონო მოსამართლევ ჩვენ არ ვიცით ეს მტკიცევულებები რა გზითაა მოპოვებული - სამაგიეროდ მე ვიცი, აცხადებს ნატა, რომელიც თურმე სასამართლო დარბაზში ყოფილა.. ბატონო მოსამართლევ, ყველა მტკიცებულება კანონიერი გზითაა მოპოვებული, მათ მოსმენაზე და თვალთვალზე მე გავეცი განკარგულება და როგორც უკვე მოგეხსენებათ მე ლიცენზირებული მოსამართლე ვარ და კანონი ამის სრულ უფლებას მანიჭებს - პროტესტი უარყოფილია - ბრძანა მოსამართლემ, გააგრძელეთ ლიზა.. - თქვენ ლუკას ადანაშაულებთ ფულის გათეთრებაში მხოლოდ და მხოლოდ ერთი საბუთის მიხედვით, რომელზეც მისი ხელმოწერაა. თქვენ ჩაატარეთ ექსპერტიზა ხელმოწერის ავთენტურობაზე და დადასტურდა კიდეც რომ ეს მართლაც ლუკას ხელმოწერაა.. მაგრამ ალბათ არ ის ფაქტიც დასაშვებია, რომ ეს ხელმოწერა იმიტომაა ამ ფურცელზე, რომ ლუკას ნდობით ბოროტად ისარგებლეს.. იმ დღის მერე, რაც ლუკა დააპატიმრეს მე ვცდილობდი ნამდვილი დამნაშავე მეპოვნა - ეგ თქვენი მოვალეობა არაა, რამ გაიძულათ ასე მოქცევა - მკითხა მოსარჩელე ადვოკათმა, როგორც გავიგე ბატონმა არჩილმა - დიახ, მართალი ხართ, არ იყო ბატონო არჩილ ჩემი საქმე, მაგრამ ვისი საქმეც იყო ის განგებ აჭიანურებდა საქმის ძიებას.. - ამით რისი თქმა გინდა - ახლა უკვე ხმა ამოიღო ამდენ ხანს ჩუმად მდგქრმა შერვაშიძემ - შენ მე ცრუ ბრალს მიყენებ? - მე ტყუილად არაფერს ვამბობ, ბატონო მოსამართლევ აი მტკიცებულება რომ ის ნამდვილ დამნაშავესთანაა შეკრული - მივაწოდე ჩანაწერი, სადქც გამოსახულებაც კარგი იყო და ხმაც.. ნიკაც კი ჩანდა და რაც მთავარია, ამ საუბარმა ფლეშკამდე მიგვიყვანა - რა ფლეშკაზეა საუბარი - იკითხა მოსამართლემ - აი ამაზე და გადავულოცე ფლეშკაც.. ნიკა, მარგიანი და შერვაშიძე კარისკენ გაიქცნენ, როცა დაცვამ შეაჩერა და გაწბილებულები დატოვა.. ფლეშკა გახსნეს და ნახეს მყარი მტკიცებულებები, იმისა, რომ ლუკა უბრალოდ შეთქმულების მსხვერპლი გახდა - ეს ფლეშკა ხელში როგორ ჩაგივარდათ? - არჩილი მაღიზიანებს უკვე.. - ამას აღარ აქვს მნიშვნელობა, მთავარია რომ აქაა და მოსამართლემდე მიაღწია.. დღეს სიკვდილს გადავურჩი, მხოლოდ იმიტომ, რომ აქ მოვსულიყავი და ეს მტკიცებულებები მეტანა.. - ნიკას და ორივე ლაშას გავხედე და დავამატე- მუხრუჭების გადაჭრამ არ გაამართლა ბიჭებო.. აქამდე მოსვლა მაინც შევძელი, იმიტომ რომ არ დავუშვებდი ჩემს საყვარელ ადამიანს თქვენნაირი არაკაცების გამო უსამართლოდ მოქცეოდნენ.. ისე ხართ შურით და ბოღმით დაბრმავებულები, რომ ვერ ხედავთ რა საოცარია ეს სამყარო.. სხვა თუ არაფერი, თქვენივე ბოღმა გაგანადგურებთ.. - ბატ...- რაღაცის თქმას აპირებდა არჩილი, როცა - საკმარისია - განაცხადა მოსამართლემ, აქ განსახილველი აღარაფერია, მე მოსამართლე გიორგი ქალდანს გამომაქვს განჩინება, განსასჯელ ლუკა დადვანს მოეხსნას ბრალი და განთავისუფლდეს სასამართლო დარბაზიდან.. ნიკოლოზ ჟღენტის, ლაშა მარგიანის და ლაშა შერვაშიძის წინააღმდეგ კი აღიძრას საქმე.. სიხარულისგან ვიწივლე ვიკივლე და ჰაერში ახტომისას ხელის ტკივილმა გამახსენა თავი.. ლუკასკენნ გავქანდი და კისერზე ჩამოვეკიდე -ლიზ - მითხრა ლუკამ და ხელი ნატკენ შუბლზე ნაზად გადამისვა, გულზე მიმიხუტა და საფეთქელთან მაკოცა - მაპატიე ფერია, ჩემ გამო რისი გადატანა მოგიხდა- მეჩურჩულებოდა და კოცნას განაგრძობდა - რა სისულელეა ლუკა, შენ არაფერი დაგიშავებია.. შენი ბრალი არაა.. - ვუთხარი და ფეხისწვერევზე ავიწიე რომ მეკოცნა.. უეცრად უკნიდან ნაცნობი ხმა მომწვდა, - ცოცხალი ხარ ლიზა, ცოცხალი ხარ - დაიყვირა ომამ, ხელში ამიტაცა და ხელი უარესად მატკინა - მეტკინა ომაა- აღმომხდა სიმწრისგან.. ომამ დამსვა ამათვალიერა, თავზე სასაცილოდ მოისვა ხელი.. - ბოდიში რა ლიზა - ოო, დღეს რა ყველა მებოდიშებით.. ომამ ლუკა შეამჩნია და მოიკითხა.. - ომ, ნინო ბიცოლა როგორაა? - კარგადაა ლიზა, კარგადაა - რა მაგარია და ლუკაას ქეთო დეიდა სადაა? - აქ იყო, გული გაუხდა ცუდად და წასვლა ვთხოვე - გასაგებია.. არ გინდათ საავადმყოფოში წამიყვანოთ, ხელი მტკივა ძალიან.. ასეც მოიქცნენ ომამ და ლუკამ საავადნყოფიში მიმიყვანეს.. ექიმმა გამსინჯა.. აღმოჩნდა, რომ ხელი ნაღრძობი მქონია.. სერიოზული არც არაფერი.. ბიჭებმა დამსვევს და მომაყოლეს რა როგორ მოხდა.. შემდეგ სახლში დავბრუნდით.. ისე შეგვხვდნენ თითქოს საუკუნის წასულები ვიყავით.. მათე ჩვეულებას არ ღალატობდა და მაბრაზებდა.. ''სალტოების დედოფალი'' შემარქვა.. ყველაფერი ჩვეულ კალაპოტში ჩაჯდა.. ჩემი და ლუკას სიყვარული დღითი დღე ძლიერდებოდა.. ის ჩემი საყრდენი გახდა.. ვგრძნობდი, რომ მისი იმედი სულ უნდა მქონოდა.. ერთმანეთს დიდ დროს ვითმობდით, მაგრამ ლუკა ხელს არ მთხოვდა, რაც ცოტა არ იყოს ნერვებს მიშლიდა... ლუკა: - ჯოჯოხეთური იყო სასამართლოს დღე.. უკვე იმედი მქონდა გადაწურული.. ლიზა არ ჩანდა და ჩემთვის სულ ყველაფერი ერთი იყო.. მაგრამ უეცრად დარბაზის კარი ლიზამ ''შემოგლიჯა''.. შვებით ამოვისუნთქე, მაგრამ როცა დავინახე რა დღეში იყო ძარღვები დამებერა და ყველა უჯრედი დამეჭიმა.. ლიზამ რომ საუბარი დაიწყო გავშტერდი ამხელა კაცი.. გასაოცარია, მაგრამ ლიზას შეუძლია გაბრაზებულმაც კი მშვიდად ისაუბროს.. გარკვევით საუბრობდა და თავის ნათქვამს მტკიცებულებებით ამტკიცებდა. საშინელ დღეში იყო ლიზა და თავი არარაობად ვიგრძენ..' ჩემს საყვარელ ქალს თურმე საფრთხე ემუქრებოდა, მე კი ვერაფერს ვახერხებდი.. ლიზამ რომ თქვა მუხრუჭები გადამიჭრესო შინაგანად ავფეთქდი, მცველს რომ არ შევეკავებინე ალბათ მართლა ჩავიდენდი დანაშაულს.. ბევრი ისაუბრა ლიზამ, საბოლოოდ კი დარბაზიდანვე გამათავისუფლეს, ამ ''ბოროტ ტრიადას'' კი ბრალი წაიყენეს.. საავადმყოფოში წავიყვანეყ ლიზა და ხელი ჰქონია ნაღრძობი, მაოცებს ეს გოგო.. ხან ისეთი ძლიერი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ბევრს შეშურდება, ხან კი ისეთი დაუცველი და მშიშარაა.. გადარია ექიმი, ტკივილგამაყუჩებელი უნდა გაეკეთებინა ექიმს.. ნემსის შემჩნევისას დაიყვირა ორი წუთი მაცადეთ ექიმოო და დერეფანში გავარდა.. ოცი წუთი დავდევდით ლიზას ხვეწნით, რომ გაეკეთებინა ნემსი.. ბოლოს დავიჭირეთ როგორც იქნა მე და ომამ და ექიმმაც არ დააყოვნა ისე გაუკეთა ნემსი მხარზე.. სახლში დიდი ამბებით დაგვხვდნენ.. ლიზამ ის წყვილი გამაცნო, ვინც სასამართლომდე მოიყვანა.. ყველაფერი თავის რეჟიმს დაუბრუნდა.. ლიზა ჩემი არსებობის წყარო გახდა.. ჩვენმა ოჯახისწევრებმაც გაიგეს, რომ ერთმანეთი გვიყვარს.. თუმცა ეს გრძნიბა სიყვარულზე მეტია.. ლიზას დაბადების დღე მოდის.. მინდა ეს დღე მისთვის დაუვიწყარი იყოს და ასეც იქნება.. ვიცი, რომ სწყინს აქამდე რომ არ ვთხოვე ცოლობა, მაგრამ შესაფერისი დრო მინდოდა მეპოვა და მის დაბადების დღეზე უკეთესი ვარიანტი ვერ ვნახე.. განსაკუთრებულად ვემზადებოდი ამ დღისთვის.. მთელი რესტორანი დავხურე, იქაურობა ულამაზესი ვარდებით და ორქიდეებით მოვრთე.. ლიზა გიჟდება ამ ყვავილებზე, გამორჩეულად უყვარს.. მისი ოჯახი და ყველა მეგობარი დავპატიჟე.. ბეჭედზე პრობლემა არ მქონდა, დედამ ჯერ კიდევ წლების წინ მომცა დედამისის ბეჭედი, რომ იმ ადამიანისთვის მიმეცა, ვისაც სულს და გულს მივუძღვნიდი.. ლიზას ძალიან ლამაზი წითელი, მუხლს აცელილი, მთლიანი კაბა ეცვა.. ამავე ფერის შესაფერისი ფეხსაცმელი, წელამდე თმა გაეშალა და ლამაზად ეყარა მხრებზე.. მისი თვალები სიხარულისგან ბრწყინავდა.. მანქანიდან მათესთან ერთად გადმოვიდა, შევხედე თუ არა ადგილზე მივიყინე.. გონს მისმა კისკისმა მომიყვანა.. გამოიქცა და კისერზე ჩამომეკიდა.. ხელი მოვხვიე და გულზე მივიკარი.. ვგიჟდები მის სურნელზე, ლიზამ.საყვარლად რომ ამომხედა დავიხარე და ხარბად დავეწაფე მის ბაგეებს - დაბადების დღეს გილოცავ ფერია.. - გმადლობ ლუი.. - ეს გოგო მაოცებს, ახლა ლუი შემარქვა :-დ - ლუი? -დიიიახ, წამო შევიდეთ რაა... ამ ყველაფერს რომ ვამზადებდი ჩემთვის მთავარი იყო ლიზას მოსწონებოდა და ბედნიერი ყოფილიყო.. შრომა დამიფასდა.. ლიზას გახარებულ თვალებს რომ წავაწყდი , ვიგრძენი, რომ მეც უბედნიერესი ვიყავი.. საოცრად შემცვალა ამ პატარა გოგომ, ჩემში სუპერ გადატრიალება მოახდინა.. ვიცეკვეთ, ვიმხიარულეთ და დრო იყო ლიზასთვის ხელი მეთხოვა.. ლიზა: შუა დარბაზში ვცეკვავდით მე და ლუკა, როდესაც სინათლე ჩაქვრა.. ლუკასკენ რომ გავიხედე იქ აღარ იყო.. უეცრად მბჟუტავი სინათლე აენთო და ნაცნობი სილუეტი გამოჩნდა.. სინათლე მეც დამეცა.. ჩაბნელებულ დარბაზში მხოლოდ ჩვენ ორნი ვჩანდით.. ლუკამ მიკროფონი აიღო და დაიწყო - ლიზ, შენ ხომ იცი, რომ რომანტიკული ბუნების არ ვარ.. სანამ შენ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდებოდი არც კი მჯეროდა სიყვარულის არსებობის.. იმ წამიდან კი, როდესაც პირველად დაგინახე, ვიგრძენი, რომ აქ, მარცხნივ, მფეთქავი ორგანო ისევ მქონდა.. როდესაც შენი თვალები პირველად დავინახე, სიყვარულის არსებობა მაშინ შევიგრძნე.. რა საოცარია ეს სამყარო ლიზა.. საოცარია, თუნდაც იმიტომ, რომ შენ არსებობ.. ჩემი არსებობის წყარო ხარ ლიზა.. - ამბობდა და ჩემკენ მოდიოდა, სინათლეც მოსდევდა- შენ ჩემი ცხოვრება გააფერადე და სითბოთი გაჟღინთე.. საოცარია ეს სამყარო, მაგრამ შენ უფრო საოცარი ხარ.. მე უბედნიერესი ვერ, რომ ისეთი ქალის სიყვარული მერგო წილად, როგორიც შენ ხარ.. შენ ჩემი ყველაფერი ხარ ლიზა - მუხზე დადგა, ჯიბიდან ბარხატის წითელი ყუთი ამოიღო გახსნა და ამომხედა - ფერია, ცოლად გამომყევი, შენ ერთადერთი ხარ, ვისაც ჩემს მომავალში ვხედავ.. ბედნიერების ცრემლები წამსკდა, მეც მუხლზე დავიხარე - თანახმა ვარ ლუი.. შენც ერთადერთი ხარ ვისაც ჩემს მომავალში ვხედავ.. მიყბარხარ და ეს გრძნობა იარსებებს ოქამდე, სადამდეც იარსებებს ლიზა თოდაძე - ირგვლივ ოვაციები არ წყდებოდა ლუკამ ცრემლი მომაშორა და კიდევ ერთხელ დამიტოვა სველი კოცნა ტუჩებზე.. უბედნიერესი დღე იყო ეს დღე.. ქორწილიც მალე დანიშნეს.. ყველაფერი მზად იყო, მეორე დღეს ქორწილი ქონდათ... მეგობრები და ოჯახის წევრები კი ერთმანეთის ნახვის საშუალებას არ აძლევდნენ.' მოენატრა ლიზას ლუკა.. ლუკას კი ლიზა.. ეს ერთი საღამო საუკუნედ ეჩვენებოდათ.. შუა ღამე იყო, როცა ლუკა ლიზას ოთახში ფანჯრიდან გადაიპარა.. ლიზა ხმაურმა გააღვიძა, თვალი გააცილა და ლუკა საკუთარ ოთახში დალანდა - არ შემიძლია უშენოდ ფერია.. - მხოლოდ ეს უთხრა, აკოცა და მალე ისევ ფანჯრიდან გადაიპარა.. ლამაზი იყო მათი ქორწილი.. რაც მთავარია სიყვარულით გაჯერებული... წყვილმა თაფლობისთვე პარიზში გაატარა.. იქიდან კი სამნი დაბრუნდნენ.. ლიზა არც ისე პრეტენზიული ორსული იყო.. ცხრა თვე სწრაფად გაბიდა და ჰაჟღერდა ფრაზები - აუ ლუიიი, მტკივაა, დამეწყოო - ლიზა სამჯერ უკვე დაგეწყო ცრუ მშობიარობა, იცოდე ექიმი გაგვიგიჟდება - ოო, მართლაა, წყ...ი დავღვარეე.. - პატარა დემეტრემ ძალიანაც არ აწვალა დედიკო, მალევე დააწვინეს ლიზას პაწაწინა არსება მკერდზე.. მერე? მერე იყო უზომოდ დიდი გრძნობა, ბედნიერება სიხარული და რაც მთავარია ''ერთად, დიდხანს და ბედნიერად'' დ ა ს ა ს რ უ ლ ი _________ ესეც დასასრული ჩემო კარგებოო,დიდი მადლობა ყველას, ვინც ბოლომდე მომყვა.. იმედია მოგეწონათ ეს ისტორია.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.