შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიყვარხარ,გახსოვდეს ამას ვერ წაგართმევენ (12)


18-01-2016, 01:23
ავტორი chloe
ნანახია 2 494

როგორც კი გავიღიძე საათს დავხედე, უკვე 3 საათი იყო, დაჩის ისევ ეძინა,ჩემს გვერდით. საწოლიდან ფრთხილად ავდექი, ზალაში გავედი ბიჭებს ყველას ეღვიძათ და ბორჯომს სვავდნენ,ვაჩეს გვერდით მივუჯექი.
-აუ თავი მისკდება,ანა ნიმესილს გამიკეთებ?(ვაჩე)
-კაი,მოგიტან(ანა)
-გახსოვთ რომელიმეს რამე?(ვაჩე)
-აუ არა,აი ბუნდოვნად მაგრამ აი მაგარი იყო რაა(გიო)
გიგა თავისთვის იჯდა და ხმას არ იღებდა.
-შენ თუ გახსოვს რამე?(გიო)
-კი ყველაფერი(გიგა)
-რა გჭირს შენ ბიჭო, გუშინდელის მერე რო გამოშტერდი მთელი დღე გამოშტერებული იყავი, ეხლაც ეგრე უნდა იყო?(გიო)
-გუშინ ნუცას ვუთხარი მიყვარხარ თქო(გიგა)
-ეს მაგარი გიჟია,რაო მერე?(ვაჩე)
-მთვრალი ხარ და ნუ ბოდიალობ რაღაცეებსო,არადა მართლა მიყვარს,დღეს უნდა დაველაპარაკო(გიგა)
-რას ეტყვი მერე?(გიო)
-რო მიყვარს,რა უნდა ვუთხრა სხვა(გიგა)
ოთახში შევედი, ბიჭებმა საუბარი შეწყვიტეს,მალე დაჩიც გამოვიდა სავარძელში, ჩაჯდა, მე კალთაში ჩამისვა.
-რა ხდება აბა მოყევით,როგორ გაერთეთ(დაჩი)
-აუ მაგრა დღესაც წავიდეთ რა(გიო)
-აუ მე არ მოვდივარ თავი მისკდება (ვაჩე)
-არც მე, საქმე მაქვს (გიგა)
-აუ ჩვენ წავიდეთ რა, ნიასაც ვეტყვი და წყვილები ერთად მაგრა გავერთობით(გიო)
-ნუცასაც ვეტყვი იქნებ წამოვიდეს(ანა)
ნუცას დავურეკე,ტელეფონს არ იღებდა ეტყობა ჯერ კიდევ ეძინა, ბიჭებს მოშივდათ და აჭარული ხაჭაპურების საჭმელად წავიდნენ,მე სახლში გადავედი, ოთახში შევედი საწოლზე ნუცა წამოწოლილიყო და ტელეფონში რაღაცას ჩასჩერებოდა
-რას შვები?(ანა)
-გუშინდელ ფოტოებს ვდებ ინსტაგრამზე(ნუცა)
-დაჩიმ და გიომ დღეს წავიდეთ კიდე კლუბშიო, წამოხვალ?(ანა)
-აუ არა, თავი მისკდება(ნუცა)
-გუშინ რატომ ტიროდი მაღლა რომ ამოხვედი?(ანა)
ნუცამ ტელეფონი დადო, მე შემომხედა, თითქოს არ ახსოვდა გუშინ რაც მოხდა და ჩემს სიტყვებზე უცბად გაახსენდა.
-გიგას ვაკოცე,მიყვარხარო და რაღაცეებს მეუბნებოდა(ნუცა)
-მერეე?(ანა)
-ხვალ თუ გემახსოვრება,დავილაპარაკოთ დღევანდელზე თქო,არ მოვა არ დამელაპარაკება,არც ემახსოვრება(ნუცა)
-რა იცი?(ანა)
-ვიცი(ნუცა)
-არაფერიც არ იცი, დღეს ჩვენთან ერთად არ მოდის რაღაც საქმე მაქვსო,ნუ გაქვს ყოველთვის უარესის მოლოდინი,მე როგორ მამხნევებ ხოლმე ყველაფერი კარგად იქნება არ ინერვიულო,შენი სიტყვები არაფერს ნიშნავს როგორც ჩანს, შენთვითონ არ გჯერა რომ ყველაფერი კარგად იქნება და მე მაჯერებ, შენ რისი გჯერა ეგა არის მთავარი.
-აღარ ვიცი ანა რისი უნდა მჯეროდეს,არ მინდა იმედები გამიცრუვდეს,საუკეთესოს მოლოდინო რო მქონდეს, რო ვიფიქრო გიგა მოვა ჩამეხუტება, გულში ჩამიკრავს და მომეფერება მერე მეტყვის მიყვარხარ და ასე ვიქნებით ერთად ბედნიერად,ეს ყველაფერი რომ არ მოხდეს,გული ორმაგად მეტკინება.ნუცასთან მივედი და მაგრად ჩავეხუტე, გიგაში დარწმუნებული მეც არ ვიყავი, ამიტომ არ მინდოდა უაზროდ მენუგეშებინა,ქვემოთ ჩავედით და პლიაჟზე გავედით,წყალში
ლუკა ცურავდა დაგვინახა თუ არა ჩვენკენ წამოვიდა.
-როგორ ხართ?(ლუკა)
-კარგად ლუკა შენ?(ანა)
-მეც კარგად,ნუცა სალაპარაკო მაქვს შენთან და შეგიძლია გამომყვე?(ლუკა)
-ეხლა არა ძაან გთხოვ საღამოს იყოს(ნუცა)
ლუკამ თავი მალევე დაგვანება, სანაპიროზე ბიჭებიც გამოჩნდნენ ნუცამ ყველა გადაკოცნა, გიგაც და ზაგარზე დაწვა. მე და ვაჩემ ქვებში გიო დავმარხეთ, ვაჩე ზედ დააწვა და აღარ დგებოდა როგორც კი გიო წამოდგა წიხლქვეშ გაიგდო,ამათ ყურებაზე სიცილით მოკვდები,ზღვაში შევედით სანაპიროზე ნუცა და გიგა დარჩნენ.წყალშიც ვითამაშეთ რომელიმეს წყალქვეშ უნდა ემღერა, ჩვენ უნდა გამოგვეცნო რა სიმღერა იყო, ერთმანეთზე სიცილით ვკვდებოდით.ვაჩე რაღაც არაამქვეყნიურ სიმღერებს მღეროდა.გიგა და ნუცა ისხდნენ და ლაპარაკობდნენ.
-ყველაფერი მახსოვს გუშინდელი(გიგა)
თქვა თუ არა ნუცა ეგრევე წამოდგა,თვალებში ვერ უყურებდა,გიგას ყველაფრის გახსენებამ ღიმილი აიძულა,მერე ნუცას გახედა.
-დავილაპარაკოთ დღეს ყველაფერზე,ბავშვები რომ წავლენ(გიგა)
ჩვენც მალე ავედით პლიაჟზე, მე და ნუცა სახლში წავედით, ბიჭები თავისთან, საღამოს 7საათზე ერთმანეთს შევხვდებოდით და კლუბში წავიდოდით.უკვე 5საათი იყო, ნუცა მეხმარებოდა ტანსაცმლის არჩევაში, მეც ვეხმარებოდი აერჩია გიგასთან შესახვედრად რა ჩაეცვა.მე შავი, მოკლე, მოტკეცილი კაბა ავარჩიე, ზურგზე მრგვალად ამოღებული უმკლავებო ყელი სულ დაფარული ქონდა,ნუცამაც მოკლე, ცისფერი, თხელი, დამდგარი კაბა აირჩია, ზურგზე კაბას ორი წვრილი ძაფი აერთებდა.შვიდი საათი რომ მოვიდა, ქვემოთ ჩავედი, დაჩიმ კარგად
დამათვალიერა, კარები გამიღო და ბათუმისკენ ავიღეთ გეზი.ნახევარ საათში ნუცას ტელეფონზე მესიჯი მოუვიდა გიგასგან:5 წუთში სანაპიროზე იყავი.ეგრევე ქვემოთ ჩავარდა,თვალებით გიგას ეძებდა აქეთ-იქით იყურებოდა,გული ისე უცემდა მობილიზებას ვერ ახერხებდა ბოლოს ქვებზე ჩამოჯდა და გიგას დაელოდა,შორიდან ვიღაცის სილუეტი გამოჩნდა,გიგას არ გავდა,ნელ-ნელა ნუცას უახლოვდებოდა,ახლოს რომ მოვიდა ძლივს იცნო ლუკა.
-ლუკა აქ რა გინდა,მალე წადი გთხოვ(ნუცა)
-რაღაც უნდა გითხრა,არ შემაწყვეტინო(ლუკა)
-სულ გააფრინე ლუკა წადი გეხვეწები,გიგა მიყვარს უნდა მოვიდეს და არ დაგინახოს რა(ნუცა)
ლუკა ნუცას მიუახლოვდა თან ხელით დაიჭირა და თავისკენ მიწია
-ხელი გამიშვი,რას აკეთებ?გაიწიე.
ლუკამ ნუცას ძალით აკოცა,გიგა ახლოს იდგა და ყველაფერი დაინახა, ლუკა უკან გამოათრია, ძირს დააგდო, ზემოდან მოექცა და გაუთავებლა ურტყავდა.
-გიგა რას აკეთებ, გაანებე თავი გთხოვ, ნუღა ურტყავ(ნუცა)
გიგა თავს მაინც არ ანებებდა ისეთი გამწარებული იყო თითქოს მთელ სიბრაზეს და ძალას რტყმაში ხარჯავდა,ნუცა მივიდა, მუხლებით ქვებზე დაეცა, ეცადა ხელი გაეშვებინა და მკლავზე ხელით მოქაჩა,გიგამ შეხებაზე თავი დაანება,ნუცას არც შეხედა უკან გავარდა.
-სად მიდიხარ?რა დაგემართა,გიგა ნუ მიდიხარ გევედრები,დაბრუნდი(ნუცა)
ხმაზე ეტყობოდა რომ ტიროდა
-ლუკა გიყვარს ხო,ასე მიხდი სამაგიეროს(გიგა)
-რეებს ამბობ შენ მიყვარხარ,არც ვიცოდი ლუკა თუ მოვიდოდა, შენ გელოდებოდი(ნუცა)
გიგა არც უსმენდა, მაინც თავისას აგრძელებდა მანქანისკენ წავიდა, კარები გააღო ჩაჯდა და უსწრაფერსად გაუჩინარდა,ნუცა იდგა უყურებდა გიგას მანქანას და მცხარე ცრემლებით ტიროდა,მერე ბიჭების სახლში შევიდა ვაჩე დაინახა თუ არა მისკენ გაიქცა და ძლიერად ჩაეხუტა
-კაი დაწყნარდი,ნუ ტირი,რა მოხდა,გიგა სადაა?
ტახტზე დააჯინა,ნუცამ ყველაფერი მოუყვა,თან გიგაზე ნერვიულობდა, არ იცოდა სად წავიდა ასეთი გამწარებული, რამე არ მოეწია,ვაჩემ ეგრევე გიგას დაურეკა, ტელეფონი გამორთული ქონდა,იჯდნენ და გიგას ელოდნენ როდის დაბრუნდებოდა.
კლუბში მალევე მივედით რატომღაც ხასიათზე არ ვიყავი,არც ვსვავდი არც ვცეკვავდი დაჩის გვერდით ვიჯექი და ნიას ველაპარაკებოდი.დაჩი მალე დათვრა,ხანდახან ტელეფონში ჩაძვრებოდა და ვიღაცას ემესიჯებოდა.
-ანა ცოტა ხნით გავალ და მალე მოვალ(დაჩი)
მაკოცა ადგა და თვალს მოეფარა,10 წუთი რომ აღარ გამოჩნდა დავეჭვდი,გიოს ვუთხარი საპირფარეშოში შევალ მეთქი,ფეხს ვითრევდი არ მინდოდა დაჩის მოძებნა,რაღაცას ვხვდებოდი თან ვერ ვიაზრებდი ბოლომდე,საპირფარეშოში შევედი, ის საზარელი ხმა მომესმა, რომლისაც ყველაზე მეტად მეშინოდა, დაჩის ხმაც გავარჩიე, უკან გამოვბრუნდი, გარეთ გავედი კარებთან ჩავიკეცე, ძირს დავვარდი,ვერ ვტიროდი ვერანაირად გამოვხატავდი ემოციას თავ ზარი დამეცა ყველაფერი ოწ წამში ჩამომენგრა, გიომ როგორც ჩანს შემამჩნია ჩემთან მოვარდა,ამაყენა და გარეთ გამიყვანა.
-ანა რა გჭირს,გოგო რა დაგემართა?(გიო)
ქვებზე დავჯექი თავზე ხელები დავიდე და გაშტერებული ერთ ადგილს ვუყურებდი,ხმები არ ამომდიოდა თავიდან, ყველაფერი კოშმარს გავდა,ვერ ვაზროვნებდი, ვერ ვფიქრობდი. დაჩის თითოეული სიტყვა გამახსენდა რაც კი ოდესმე ჩემთვის უთქვამს,ყველაზე მეტად ჩემი დაკარგვის ეშინოდა,უკვე ვიცოდი რომ დამკარგა.საპირფარეშოდან გოგოსთან ერთად თავის ძველ შეყვარებულთან ერთად გამოვიდა, იცინოდნენ და ლაპარაკობდნენ, დაჩი დაემშვიდობა უკანალზე ხელი მიარტყა,მზერა ჩემსკენ გადმოიტანა,როგორც კი დამინახა ჩემსკენ გამოიქცა, ანერვიულებული ჩანდა, მომვარდა,მუხლებით ქვებზე დაეცა.
-რა დაგემართა ანა,არ გამაგიჟო?რა გჭირს(დაჩი)
-გაეთრიე ნუ მეხები,მთელი გულით მეზიზღები(ანა)
დაჩი გაშტერებული მიყურებდა, თან ხვდებოდა ყველაფერს, მაგრამ ბოლომდე არ იყო დარწმუნებული.
-მითხარი რომ შენ იმ გოგოსთან არ იყავი, მითხარი და თავს გაგანებებ ხმას არ ამოვიღებ,მითხარი რომ მე იქ სხვისი ხმა გავიგე.
დაჩიმ თავი დაბლა დაწია,თვალებში ვერ მიყურებდა,ცრემლებს ძლივს იკავებდა,ტუჩებს იკვნეტდა.
-გასაგებია ყველაფერი,მადლობა რომ არ მომატყუე.
ავდექი,მინდოდა წავსულიყავი,სად მივდიოდი არ ვიცოდი, მაგრამ უნდა წავსულიყავი,იმ ადგილას ვეღარ გავჩერდებოდი, დაჩი უკან გამომყვა
-ანააააააა
დამიძახა,ხმაზე ეტყობოდა რომ ტიროდა
-მაპატიე გთხოვ
დამეწია და ეცადა შემოვეტრიალებინე.
-ნუ მეხები,მეზიზღება შენი შეხება,ჩემში მხოლოდ ზიზღს იწვევ.
დაჩის მოვატყუე,მე ჩემი თავი უფრო მეზიზღებოდა,რადგან დაჩი მაინც ისე მიყვარდა,არცერთი წამით მის მიმართ ზიზღი არ გამჩენია,ვიგრძენი როგორ ჩამოინგრა ყველაფერი ერთ წამში,მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო.ორივეს გიო დაგვეწია აღელვებული სახე ქონდა.
-ვაჩემ დამირეკა, გიგა ავარიაში მოყვა თბილისის გზაზე,რეანიმაციაში ყავთ(გიო)
ორ წამში მანქანაში ვიჯექით, რულთან დაჩი იჯდა, გვერდით გიო ეჯდა მე და ნია უკან ვიჯექით.ნუცას ვურეკავდი ტელეფონს არავინ იღებდა,არაფერი ვიცოდით ვეღარც ვაჩეს ვეღარც ნუცას ვუკავშრდებოდით,საოცარი სისწრაფით მივდიოდით, თბილისში 3 საათში ჩავედით,საავადმყოფოში მივედით.მიმღებში ვაჩე ნუცა და სალო დაგვხვდნენ.სალო ტიროდა,ვაჩე აქეთ იქით დადიოდა ვერ ისვენებდა,როგორც კი დაგვინახა ჩვენ მოგვახტა,ნუცა ძირს იჯდა ხელები მუხლებზე ელაგა, თავიც მუხლებში ქონდა ჩარგული,გვერდით
მივუჯექი და ძლიერად ჩავეხუტე,თავი ვერ შეიკავე და ტირილი დავიწყე,გიგა უკვე საოპერაციოდ ყავდათ შეყვანილი,ვიცოდით რომ მანქანა გადაყირავდა,კარები ისე იყო შეჭეჭყილი ვერ აღებდნენ ამიტომ გაჭრა მოუწიათ და გიგა ასე გამოიყვანეს,მთავარი ის იყო რომ გიგა ცოცხალი გადარჩა,უკვე დილის 5 საათი იყო ექიმი რომ გამოვიდა,ყველა ფეხზე წამოვდექით და ექიმს მივახტით.
-მდგომარეობა სტაბილურია,შეგიძლიათ ინახულოთ.
ოთახში ყველა ერთად არ შეგვიშვეს ჯერ სალო და დაჩი შევიდნენ, მალევე გამოვიდნენ,შემდეგ მე გიო და ნია შევედით,ფეხი მოტეხილი ქონდა, ერთ ადგილას იწვა და ვერ ინძრეოდა,მთელი ტანი დაბეჟილი,თვალებს ძლივს ახელდა,მაგრამ მაინც გვიღიმოდა,
ბევრი არც გვილაპარაკია გიო და ნია მალე გავიდნენ გიგასთან მარტო დავრჩი,მეც გასვლას დავაპირე.
-ნუცა აქაა?(გიგა)
-აბა სად იქნება, შემოვლენ ეხლა ეგ და ვაჩე(ანა)
-არა ცალკე შემოვიდეს ნუცა(გიგა)
-კაი ვეტყვი(ანა)
გამეღიმა,ოთახიდან გავედი დაჩი მე მელოდებოდა თან მიყურებდა,არ მინდოდა დამემძიმებინა სიტუაცია გულით არ მინდოდა მაგრამ არ შემეძლო,პრინციპებს ვერ გადავახტებოდი.ნუცას ვუთხარი შენ ბოლოს შედი მეთქი, ვაჩე შევიდა და მალე სიცილ სიცილით გამოვიდა.
-გიჟია ეს ვინაა სიკვდილს ძლივს გადარჩა და კიდე ღადაობს(ვაჩე)
ვაჩე გამოვიდა თუ არა ოთახში ნუცა შევიდა,კარები მორიდებულად გააღო და კედელთან აიტუზა.
-რა იყო კი არ ვიკბინები(გიგა)
ნუცას მოეშვა, იფიქრა აღარაა გაბრაზებული ჩემზეო, საწოლთან მიუვარდა მუხლებზე დაეცა და ტირილი დაიწყო.
-გიგა მაპატიე ჩემი ბრალია,ჩემს გამო მოხვდი ავარიაში, არ მინდოდა გული გტკენოდა,მიყვარხარ მართლა ძალიან მიყვარხარ.
გიგას ხელი აიღო და აკოცა
-მოდი რა ჩამეხუტე,მომენატრე,გვერდით მომიწექი
-არა გაგიჟდი? დაბეჟილი ხარ გეტკინება.
-არ მეტკინება,მესიამოვნება
ნუცა გიგას გვერდით მიუწვა, თავი მკერდზე დაადო და ძლიერად ჩაეხუტა.ის დღე ნუცა გვერდიდან არ მოშორებია გიგას,არც სახლში წამომყვა იქ დარჩა, იქ ეძინა.ბავშვები უკვე დავიშალეთ,დაჩიმ სახლში დამტოვა.სახლამდე ამაცილა.
-ანა მაპატიე,გემუდარები არ მიმატოვო, უშენოდ მოვკვდები,გავგიჟდები,ყველაფერზე უარს ვიტყვი ოღონდ არ დამტოვო.
ძლიერად ჩამიხუტა,მე ხელი არ შევუშალე,როცა ჩახუტებას მოვრჩით ვუთხარი
-დრო მჭირდება ესე ვერ გაპატიებ, რაღაცეებზე უნდა დავფიქრდე გავაანალიზო დღეს მითუმეტეს მძიმე დღე იყო არც ლაპარაკის სურვილი მაქვს.
დაჩის დავემშვიდობე და სახლში შევედი.ოთახში შევედი თუ არა მთელი ღამე გაუჩერებლად ვტიროდი ,თავი მარტო ვიგრძენი გვერდით არავინ მყავდა რომ გამეზიარებინა გრძნობები.



№1  offline წევრი Ninuca)

Vაიმეე ძალიან მომწოონს <3 მინდა რომ ანა და დაჩი ერთად დარჩნენ <33 გააგრძელეე <3 ძალიან კარგია

 


№2 სტუმარი lela

აუ ადმინ შემდეგიც მალე დადე რა

 


№3  offline მოდერი Eleniko13

სახელებს ფრჩხილებში ნუ სვამ,ისე კარ'ქ'ია
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№4 სტუმარი Salome

I!edia shemdeg tavs male dadeb:-)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent