შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიმშვიდიდან სიგიჟემდე,ძვირფასო.(თავი IV)


18-01-2016, 03:06
ავტორი Nina))
ნანახია 4 360

-არ იტირო,ელენა,მძულს როდესაც ქალები ტირიან,წარსულს ვერ შეცვლი,ახლა კი უნდა მენდო და დაძლიო,მე ხომ აქ ვარ,მომენდე..
-ვითომ? ღირს? რომ დამახრჩო?-ისეთი თვალებით შეხედა დემეტრემ,ელენამ ინანა საერთოდ ეს რომ თქვა და დასთანხმდა
-კარგი,ხო,კარგი-მამაკაცმა თეთრი პერანგი გაიხადა,ჯინსის ღია ფერი შარვალი მუხლებამდე აიკეცა და შემდეგ ელენას მიუბრუნდა
-ახლა შენი ჯერია
-რა?
-ეგ ქვედაბოლო მაინც გაიხადე,ზედას თუ არ იხდი,ცურვაში შემიშლის ხელს
-დავიხრჩვებით,ისე ამბობ თითქოს არ მენახოს ეგ შენი უკანალი
-დემეტრე!
-კარგი,ხო,დაგეხმარო?
-გაეთრიე.-კაბა ერთი ხელის მოსმით გაიხადა-ახლა რა ვქნა?
-ახლა ზურგზე შემომაჯექი და ეცადე ხელი არ გამიშვა რაც არ უნდა მოხდეს
-მეშინია,დემეტრე.
-უბრალოდ,მომენდე.-დემეტრე ჩაიმუხლა,ელენა ზურგზე შეაჯდა და კისერზე ხელები მოუჭირა,დემეტრე გადასახტომად მოემზადა და ელენას მუხლებს ქვევით შეუცურა ხელი,გოგონა შეხებაზე თითქოს სითხედ იქცა,ხელი გაუშვა დემეტრეს,ორივე ინერციით უკან წავიდა და წაიქცნენ
-შენ რა გააფრინე? ხელი რატომ გამიშვი?-ზევიდან იწვა ელენაზე
-რამხელა ხარ,მუხლებს ქვევით რატომ შემიცურე ხელი?
-აჰ,ჩემს შეხებაზე დნები?-ეშმაკურად აუსვა ხელის ზურგი ლოყაზე,ელენამ თვალები დახუჭა-აჰ,ჩემი კოცნა გინდა?-ელენამ ლანძღვა დაიწყო
-არც გაბედო შეხება,მძულხარ,ვერ გიტან,შენ როგორ უნდა გენდო,იდიოტო-კიდევ აგრძელებდა ლანძღვას,როდესაც დემეტრემ აკოცა და ასე დაადუმა იგი,მერე მათ გულებს მისცა ლაპარაკის საშუალება,რომელიც ასე გამალებით ცემდნენ,ბევრი ურტყა ელენამ,მაგრამ არაფერი გამოუვიდა,სანამ თვითონ არ მოინდომა მანამ არ მოსცილდა,ჰო,მწარე სილაც მიიღო.
-არ ჩერდებოდი და როგორმე უნდა გამეჩერებინე
-ცხოველი ხარ,მხეცი.
-გინდა ისევ გაგაჩუმო?
-ჩუმად ვარ,ჩუმად..-ზურგზე შეაჯდა ისევ-მხეცი-ჩაიბუტბუტა მისთვის
-ჩემს ზურგზე ზიხარ იცოდე და ყველაფერი მესმის
-კარგი ხო..-ცოტაღა ჰქონდათ დარჩენილი ისე დაიღალა დემეტრე,ჯერ ცურვა როგორია ამხელა მანძილის გავლა,მერედა ვიღაც რომ მოგყავს.
-მიდი რა ცოტაც დაგრჩა,სულ ცოტა-ხელი აუსვა გოგონამ სახეზე,თან გამხნევებას ცდილობდა
-დამშვიდდი,ცოტას დავისვენებ,შენ ეცადე წინიდან მომეკრო
-არ გამომივა,დავიხრჩობი
-ერთი წამით,არ დაპანიკდე და გამიშვი ხელი
-არა
-ნუ ფართხალებ,უცებ მოვბრუნდები,მენდე.
-კარგი-ხელები გაუშვა და წამებში მობრუნდა დემეტრე,უცებ აიკრო ათრთოლებული გოგონა
-ამდენი ხანი არ შემიძლია,უნდა მოვდუნდე ცოტა,თორემ ვერ გავცურავ.
-კი,მაგრამ სულ ცოტაღა დარჩა
-ხომ მენდობი?
-მხოლოდ ახლა.-გაეღიმა მამაკაცს.
-ხოდა ღრმად ჩაისუნთქე და ჩემთან ერთად ჩაყვინთე,ფსკერზე დავიდეთ და მერე ამოვყვინთოთ,ხელი მომკიდე,წამების მეასედში დავისვენებ და გავაგრძელებთ მოგზაურობას-გაუღიმა გოგონას
-კარგი.
-ვაჰ,რა ადვილად დამთანხმდი
-იცოდე გადავიფიქრებ
-ხოდა დაგტოვებ აქ
-ვერ დამტოვებ
-დაგტოვებ
-ვერა,ადრე თუ გვიან იპოვიან იმ კატერს და ამოიცნობენ ჩემს კაბას,დათუნა უეჭველი იცნობს და შენს ტელეფონსაც იპოვნიან,მერე სად წახვალ?
-ჭკუა გქონია,ჩაისუნთქე და ჩავყვინთოთ-ღრმად ჩაისუნთქეს და მანამ იყვნენ წყლის ქვეშ,სანამ ორივეს არ ამოეწურა დაგროვილი ჟანგბადი,ერთდროულად ამოყვინთეს და ცურვა განაგრძეს,როგორც იქნა ნაპირამდე მიაღწიეს და ქვებზე გაწვნენ
-ახლა რა ვქნათ?
-რა უნდა ვქნათ,სასტუმროში წავიდეთ
-ხო,მაგრამ საცვლებით ხომ არ ვივლი
-კარგი,ელენა,ახლაც მართალი ხარ,მაგაზე არ მიფიქრია.

***
-სად არიან? ერთად არიან ვითომ?-ბოლთას სცემდა ნინა
-ვიმედოვნებ რომ ერთად არიან-ერთდროილად თქვეს კაკიმ და თეკლამ
-თქვენ რა გაგიჟდით?-აწრიპინდა ნინა
-მართალია,იმედია ერთად არიან,თორემ მარტო ელენა,არ წარმომიდგენია-ჩამოჯდა დათუნა-არა,ასე ვერ დავჯდები
-ოფ,დემეტრე,ოფ,არც მე შემიძლია ასე დაჯდომა
-როგორ ფიქრობ,ერთად არიან?-ყურში უჩურჩულა კაკის
-ვილოცოთ,თეკლა,რომ კარგად იყვნენ,მირჩევნია ერთად იყვნენ,დემეტრე თავს არ დაიკარგავს
-პოლიციას შევატყობინოთ-წამოიჭრა ნინა
-ეს ღამე დავაცადოთ,თუ არ გამოჩდნენ მერე დავურეკოთ პოლიციას
-ეს ღამე? შანსი არაა,არა და არა!დემეტრეს იმ გოგოსთან არ დავტოვებ
-მე თუ ელენას ვტოვებ შენ რა პრობლემები გაქვს ვერ ვხვდები!-შეუღრინა დათუნამ
-კარგი,ვიღაც მირეკავს...გისმენთ? დემეტრე? ელენა შენთანაა?
-კი,ერთად ვართ,გთხოვ,ტანსაცმელი მოგვიტანე და სანაპიროსთან მოდი.
-კარგი,მოვდივართ...

***
-დემეტრე როგორ ხარ?
-დაწყნარდი,ნინა,კარგად ვარ,არ ინერვიულოთ,არაფერი მოგვსვლია.
-იმ ტიპთან ერთად რას აკეთებდი ელენა,მთელი ეს დრო?
-კარგი რა,დათო,შენც მას არ დაემსგავსო
-სულ სველი ხარ,ელენა,საცვლებით,ასეთ ვითარებაში რა უნდა ვიფიქრო?
-ჯერ ერთი იმ ტიპს სახელი აქვს,დემეტრე მქვია,მეორედაც რა პატარა ბავშვებივით იქცევით,მოგვილოცეთ რომ საერთოდ გადავრჩით,ის კაცი გამოგვეკიდა,კლუბში რომ ვცემე და გაქცევა მოგვიწია..მოკლედ ასე იყო და თქვენ კიდევ ეჭვიანობის სცნებს მართავთ
-თეკლა,დათო,წამოდით რა მეძინება და მცივა
-ჩემი მამაცი გოგო-მოეხვია დათო ელენას,ელენამ გაუღიმა,ნაბიჯი გადადგა,მაგრამ დაღლილობისგან წაბარბაცდა და ხელი ორივემ დემეტრემ და დათომ შეაშველა,დოლოს დათომ აიყვანა ხელში და მთელი გზის განმავლობაში ხელი არ გაუშვია,რითაც დემეტრეს მტრული მზერა დაიმსახურა
-ის მისი გოგოა,ძმაო.-ყურში ჩასჩურჩულა დემეტრეს სიბრაზით გამხიარებულმა კაკიმ
-მოკეტე-თავზე წამოარტყა ხელი-ხვალ წავა და ვნახავთ მერე
-არ წავა
-ვნახავთ
-გაგიმაზავ ხვალ არ წავა
-მოდი,რაზე გინდა?
-თუ წააგებ მთელი დღე ბისექსუალივით მოიქცევი
-კარგი და შენ თუ წააგებ მაშინ კაბას ჩაიცმევ და მთელი დღე ხალხის წინ იტრიალებ,მოსულა?
-მოსულა,წაგებისთვის მზად იყავი,ძმაო
-მე არა,შენ!-ისევ შეუღრინა
-ვნახოთ,ვნახოთ.

***
-ელენა,კარგად ხარ?
-დილა მშვიდობისა დათუნა,თეკლა,ავად კი არ ვარ თავზე რომ მადგახართ
-გუშინ სიცხეწ გქონდა.
-ხო,თან 38-დაადასტურა თეკლამ
-როგორც უკვე აღნიშნეთ,წუხელ და არა დღეს
-დათუნას უმადლოდე,მთელი ღამე არ მოგცილებია
-ვერც გაბედავდა-მოჩვენებითი სიძლიერით თქვა ელენა,
-კარგი მე დაგტოვებთ ,გვრიტებო,გაერთეთ-თეკლა ნელ-ნელა გაიწურა ოთახიდან,სული მისდიოდა ისე უნდოდა კაკის ნახვა

***
-ძლივს გამოვიპარე
-მოდი გაკოცო-სწრაფად მონახა კაკიმ საყვარელი ქალის ტუჩები-მმ,როგორ მენატრებოდა ჩემი ალუბალი,დღეს რა გეგმები გაქვს?
-დღეს მთლიანად შენი ვარ,კაკი.
-მაშინ წამოდი,ბათუმი შემოვიაროთ და საღამოს რომელიმე რესტორანში ვივახშმოთ.
-როგორც იტყვი-გაუღიმა თეკლამ
-მიდი მოემზადე,მეც ნომერში ავალ
-კარგი-ისევ აკოცეს და დაიშალნენ

***
-დღეს რა ვქნათ,ელენა? დღეს ჩემი ბოლო დღეა აქ,ხომ იცი,გადაღებები მეწყება ისევ,სხვათაშორის შეგიძლია წამოხვიდე
-არა დათუნა,თეკლას ვერ დავტოვებ,თან კახი არ გამომიშვებს.
-ოფ,კარგი,მოდი ვისაუზმოთ
-მოიცა მოვწესრიგდე
-არ არის საჭირო,შევუკვეთე და ნომერში ამოგვიტანენ
-ჩემო მზრუნველო-მოეფერა შეყვარებულს ელენა,თუმცა ხვდებოდა რომ რაღაც რიგზე არ იყო,მთელი ყურადღებით დემეტრესთან და მის ტუჩებთან იყო გადართული,ახსენდებოდა მათი პირველი კოცნა და ეღიმებოდა
-ელენა,ელენა,მისმენ?-ხელს უქნევდა თვალწინ დათო,მხოლოდ მაშინ გამოერკვა ელენა,როდესაც დათომ ტაში შემოკრა
-ბოდიში,ჩავფიქრდი
-არაუშავს,მოდი ვისაუზმოთ-მხიარულად აყარებდნენ დროს,მერე ზღვაზე ჩასვლა გადაწყვიტეს,ელენამ საცურაო კოსტიუმი მოირგო და ზღვაზე გავიდნენ,ხან ბანანზე დაჯდნენ,ხან ზღვის ველოსიპედზე,მერე ბატუტი ნახა ელენამ და გინდა თუ არა უნდა ვიხტუნავოთო,ბევრი სელფებიც გადაიღეს და საბოლოოდ ველოსიპედებით მთელი ბათუმი მოიარეს.

***
-თეკლა,ულამაზესი ხარ
-მადლობა,კაკი,რა ლამაზია აქაურობა
-მოგწონს?
-ძალიან,მაგრამ რატმ არავინ არის?
-ეს საღამო მხოლოდ შენ გეკუთვნის,თეკლა-გაუღიმა მამაკაცმა,თეკლას თვალები გაუბრწყინდა,ულამაზეს რესტორანში მოიყვანა კაკიმ,ცოცხალი სიმღერა,ზღვის ხედი,სანთლის შუქით განათებული ვერანდა,სადაც ვარდის ფურცლები იყო მიმოფანტული და მთავარი,სადაც მხოლოდ ის და კაკი იყვნენ
-თეკლა,ბევრი საუბარი არ მიყვარს,შენ ის ქალი ხარ ვინც გამაბედნიერა და სილაღე მაჩუქა,თეკლა,მიყვარხარ ძალიან!
-მეც მიყვარხარ,კაკი.

***
მთელი დღის განმავლობაში მოუსვენრად ცქმუტავდა დემეტრე,არ იცოდა სად წასულიყო ,ხან ფოიეში დააბიჯებდა,ხან სანაპიროზე გააქანებდა ნინას,მაგრამ ვერსად ნახა ვერც ელენა და ვერც ვერავინ.
კაკის ურეკავდა,მაგრამ არ პასუხობდა,ეს კი ნერვებს საბოლოოდ უნადგურებდა
-საყვარელო,დღესვე უნდა დავბრუნდე თბილისში,შენ არ წამოხვალ?
-ნინა,რა? ხო მაგრამ გუშინ ჩამოხვედი
-ხო,მაგრამ გადაღებები დამინიშნეს ნიუ იორკში,რა ვქნა?
-არაფერი საერთოდ,წადი!
-დემე..
-ეგრე ნუ მეძახი-მეთქი რამდენჯერ გაგაფრთხილო?
-კარგი ხო,დამემშვიდობე მაინც-ეშმაკურად აუთამაშა წარბები,მერე როგორც ჩვევია ხოლმე ეძგერა ტუჩებზე.
ჰო,ასე შეეძლო დემეტრეს დრო გაეყვანა,ორივე წამებში საწოლში აღმოჩნდნენ და ცხოველურ ვნებებს გასაქანი მისცეს.

***
-ელენა,მადლობა ამ ბედნიერი წუთებისთვის-ეს,ეს იყო დემეტრეს ნინა გაეცილებინა და თავის ოთაში,აივნისს კარებთან იდგა,ეს სიტყვები რომ გაიგონა,სწრაფად გაიჭრა აივანზე და მანდ ელენა ღამის პოერანგში და დათუნა მხოლოდ შარვლით რომ დაინახა გული საგულედან ამოუვარდა,ახლა დემეტრეს სხეული მოიცვა შიშმა და პანიკამ,თან ზიზღმა,გადაწყვიტა ჩუმად მოესმინა მათთვის,ვერ იჯერებდა რომ დათო შეეხო ელენას
-არასდროს დამავიწყდება ეს წუთები ,ჩემო ანგელოზო.
-დათუნა არ გინდა-მის მუცელზე შემოწყობილ დათუნას ხელებს მოეფერა,დემეტრეს ლამის გული აერია,როდესაც დაინახა,როგორ აკოცა ელენას მხარზე,თითქოს ყველა ძარღვი გასკდა ისე ძლიერად მიედინებოდა სისხლი,დემეტრეს ძარღვებში,გული ისე გამალებით უცემდა მის ფეთქვას გრძნობდა,ესმოდა თითქოს ამოვარდაო და ყურს აქეთ ფეთქავსო.
-ელენა,მინდა რომ ჩამოვალ ვიქორწინოთ,ახლა ვიცი რომ მხოლო მე მეკუთვნი მხოლოდ მე!-ელენას არაფერი უპასუხნია,მხოლოდ მოტრიალდა და აკოცა,დემეტრესთვის ეს თანხმობა იყო და იქაურობას მხეცივით გაეცალა,ხოლო ელენასთვის ეს იყო დუმილი უარის მოყოლებული ჩხუბისა,არ იცოდა როგორ ეტყოდა დათუნას ამას,მაგრამ იცოდა რომ ქორწინებაზე აღარასდროს დასთანხმდებოდა.

------------
მაპატიეთ,ბავშვებო,მეტს ვერ ვწერ დღეს,ძალიან დაღლილი ვარ და გპირდებით შემდეგში დიდ თავს შემოგთავაზებთ.



№1  offline წევრი natia-natia

აუ მალე დადე ახალი თავი კაი

 


№2  offline წევრი Firefly

მალე დააშორე ეს დათო,დემეტრე მომწონს მეეეე
--------------------
M.T

 


№3  offline მოდერი Eleniko13

ჩემი დემკააა
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№4  offline მოდერი Nina))

უხ,ჩემო თბილებო,როგორ მიყვარხართ.ცოტახანში დავიწყებ აკრეფვას და დავდებ <3
--------------------
"ჩვენნაერები მთვარით თბებიან!"

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent