"ოლივია"...ნაწილი მეხუთე
ვინ ვიყავი მე?"ოლია",რომელსაც ასე მიმართავდნენ იმ იშვიათ შემთხვევაში,როცა დაჭირდებოდათ:საკონტროლის გადაწერა ან ტესტზე ფულის დადება და მრავალი.გოგონა,რომელიც მუდმივად თავჩახრილი დადიოდა,სკოლაში ხმას არ იღებდა,ვერასოდეს ავლენდა თავის კარგ მხარეს,თუნდაც სწავლას.გოგონა,რომელსაც თავდავიწყებით უყვარდა და ამას ძალიან ბევრი რამ შეეწირა,მაგრამ ამის წყალობით გავიცანი მათე,რომელიც მიუხედავად მისი საშინელი ხასიათებისა,მაინც შემოიჭრა და საბოლოოდ დარჩა ჩემს ცხოვრებაში.მისი წყალობით ვისწავლე თავაწეული გამართული სიარული ჩემს თანატოლებთან,ვისწავლე თავის დაცვა,რომელსაც მანამდე უჟმურ შეპასუხებებს ვეძახდი და თუნდაც სკოლის დარაჯისთვის,ხმამაღლა თქმა,რომ მე უკვე წლებია მათი სკოლის მოსწავლე ვარ და ერთხელ და სამუდამოდ დამიმახსოვროს.მათე ჩემი ცხოვრების იმ ეტაპზე გმირად წარმომიდგა.რომელმაც მიუხედავად ჩემი დახმარებისა თავი მაინც ცუდად გამაცნო ურთიერთობის დასაწყისში და ამით დამანახა,რომ მეგობრობას კეთილ,თბილ ბიჭთან არ ვიწყებდი.ის იყო ადამიანი,რომელმაც დამოკიდებულება კარგიდან-ცუდისკენ კი არა პირიქით ცუდიდან-კარგისკენ შემიცვალა მის მიმართ.ასე დაიწყო ჩვენი მეგობრობა,რომელიც უკვე ორი წელია შეუცვლელად მიმდინარეობს და იმედია ასეც გაგრძელდება.ჰო,ის ჩემი ერთადერთი მეგობარია,ერთადერთია ვისთან ერთადაც შემიძლია გავერთო,ვიტირო,ვიჩხუბო.ერთადერთია,რომელიც უბრალოდ არის ჩემს ცხოვრებაში,ყოველგვარი მოთხოვნებისა და ვალდებულებების გარეშე.მას უამრავ რამეს უნდა ვუმადლოდე,არა მხოლოდ შინაგან ცვლილებებს,არამედ გარეგნულსაც.ყოველთვის ზრუნავდა ჩემს ჩაცმულობაზე,თმაზე(ყოველგვარ წვრილმანზე).მე მომწონს მისი ეს მეგობრული ზრუნვა და ისიც,რომ მისი თაყვანისმცემელთა ბრბო უბრალოდ ვერ მიტანს.გავიცანი მისი ოჯახი,ძალიან კარგად და მიუხედავა იმისა,რომ თხუთმეტი წლის ვიყავი,პირველივე ნახვიდან იმხელა შთაბეჭდილება დატოვა მან დედაჩემზე,შემეძლო ნებისმიერ დროს მენახა თავისუფლად.და კიდევ რაც არ უნდა გამომრჩეს,მან არა მარტო გადამარჩინა იმ საშინელ ღამეს,არამედ დემეტრე საბოლოოდაც კი ჩამომაშორა და ამით მარტივად,რომ ვთქვათ მიხსნა შემდეგი უბედურეებბსიგან:ჭორაობა,რაღაცეების წამოძახება,რადგან ჩემი სახელი ნაწილობრივ უკვე ტალახშიც ქონდა ამოსვრილი.თუმცა დემეტრეს მადლობელიც ვარ,მან საბოლოოდ დამარწმუნა,რომ სიყვარული ადამიანთა მონაჩმახია მხოლოდ იმიტომ,რომ ცხოვრება უკეთესობისაკენ შეცვალონ.დემეტრეს ყოველთვის დიდი შიში ქონდა მათესი,მაგრამ რატომ არ ვიცი,ისიც კი არ ვიცი საერთოდ საიდან იცნობდნენ ერთმანეთს.აი ეს შიშიც ერთმა შემთხვევითობამ მაჩვენა.იმ დღის შემდეგ,როცა მათეს კომფორტულ მანქანაში მეორედ აღმოვჩნდი,სკოლაში გამომიარა.იმ საშინელი ღამის შემდეგ იმ დღეს დემეტრე პირველად მომხვდა თვალში,გაკვეთილების დამთავრების შემდეგ,როცა კართან შემეჩეხა -ოჰჰ,ლამაზმანი -რა? -არ მეგონა ასეთი სუფთა ორგანიზმი თუ გქონდა,დაწყებული როდის დავამთავროთ? მითხრა და თავის მეგობრებთან ერთად სიცილი ატეხა,მხოლოდ ერთი რამის სურვილი მქონდა მომეკლა,აქვე ყველას თვალწინ და თუნდაც ამისთვის მწარედ დავსჯილიყავი -რა დაწყებული? ვუთხარი ზიზღით და ჩანთის მოქნევამდე ბევრი აღარ მაკლდა,როცა ჩემს გვერდით მათე გაჩნდა,ხელი გადამხვია და შუბლზე მაკოცა.მის დანახვაზე დემეტრე ერთიანად გაიყინა,ამაყი მზერა და ცინიკური ღიმილი სადღაც გაქრა და გაქვავებული კედელს ისე ეყრდნობოდა თითქოს ეშინოდა არ დაცემულიყო.მათეს ავხედე მისი მზერა მხოლოდ ზიზღს აფრქვევდა და ამით თითქოს უხმოდ ემუქრებოდა.უხმოდ ჩამჭიდა ხელი და მანქანისკენ წამიყვანა,ჯერ მე გამიღო კარი ჩამსვა,შემდეგ თავად დაჯდა და თვალის დახამხამებაში მოწყდა ადგილს. აი ასე გაჩნდა მათე ჩემს ცხოვრებაში,ჩემი საუკეთესო მეგობრის სტატუსით. ჰო,ჩემზე ორი წლით არის უფროსი.თავად უკვე მეორე კურსზეა და ახლა მე მეხმარება გამოცდების კარგად ჩაბარებაში.ჭკვიანი ბიჭი მყავს მათე. ................................................................................................................................................. -მეტრეველი! -დიახ -ხმას,რომ არ იღებ და წიგნს არ შლი,გამოცდებს მე ჩაგიბარებ? -და თქვენ რა იცით მე წიგნს ვშლი თუ არა?რაც თავი მახსოვს ჩემი ლანძღვის მეტი არაფერი გაგიკეთებიათ. -ამდენ ტლიკინს წიგნი გადაშალე ოლია -მე ოლივია მქვია! ვეპასუხები მკვახედ და ველოდები,შემდეგ ფრაზას "ფეხებზე რა გქვია" "ოლივია თორე გამომივიდა ესეც",მაგრამ ყურებში სულ სხვა ფრაზე ჩამესმის -წიგნს არა ფეხებს შლის ფულიან ბიჭუნასთან გამწარებულმა თავი მივატრიალე,კლასელისკენ რომელმაც ეს წარმოთქვა.რა გინდა,რომ ახლა ამას უპასუხო?თავი მაღლა ავწიე და მის მერხს მივუახლოვდი -ჩამოვიხრები,რომ კარგად დამინახო.ჩემო კარგო მე ფულიანს მაინც ვუშლი და არა ჩემი დაქალის შეყვარებულს. თვალი ჩავუკარი და გამოვტრიალდი.გამწარებული ისეთ მზერას მესვრის,მგონი ბევრი აღარ უკლია ჩემთან მოვარდნას და გაწეწვას,ნუ თუ ამომწვდა ეგ არის. -ნუ ღელავთ ქალბატონო მაია,თავად გავალ ჩანთას ხელი დავავლე და კლასიდან გამოვვარდი.ჩავდივარ კიბეებზე და ღონე მიხდილი ლამის აქვე ჩავიკეცო.მათე უბრალოდ ჩემი მეგობარია,ერთადერთი და საუკეთესო.როგორ შეუძლია ყოველ მათგანს ასე იფიქროს ჩვენზე?რატომ ვარ მე მათთვის ერთი გარყვნილი,გაუნათლებელი გოგო რომელთანაც ყველაფერი შეიძლება?და რატომ არის თუნდაც ის ასეთი კარგი მათთვის ვინც არაფერს ერიდება? კითხვები,რომლებზეც პასუხი ალბათ არასოდეს მექნება,მაგრამ ერთს კი მივხვდი,როგორც ითქვა "ადამიანები ყველაფერს გაპატიებენ,სილამაზის გარდა".მლანძღავენ,ვძულვარ,ტალახში სვრიან ჩემს სახელს გოგონები,რომლებიც მხრამდე ძლივს მწვდებიან,რომელთა დასანახად დაბლა მიწევს ჩახედვა.ბიჭები,რომლებიც ჩემთან მოკარებასაც კი ვერ ბედავენ,რომლებსაც გვერდით ყავთ გოგონები და თვალს მაყოლებენ მე. ვიყავი დაკომპლექსებული,თავჩახრილი გოგო მაშინ ხომ პრობლემას არავისთვის წარმოვადგენდი.ძალიან იშვიათად თუ მომიხსენიებდნენ და მორჩა.ახლა კი ყოველი მათგანის განხილვის საგანი ვარ.ახლა მხოლოდ ის მინდა,რომ მათეს ვესაუბრო,რომ ამ ამბავზე ბევრი იცინოს და მეც გამაცინოს.როგორც წესი მალევე მპასუხობს,მაგრამ ახლა რაღაც მოხდა -გისმენ ისეთი გაბრაზებული ხმით მპასხუბს თითქოს ყველაზე ცუდი დრო შევარჩიე დასარეკად.მეც რაღა ვუპასუხო უბრალოდ მოვიკითხე და გავთიშე.კვლავ მივდივარ,მივდივარ უმისამართოდ.მათეს არ ცალია,სახლში გავგიჟდები ახლა,რომ მივიდე.კარგია მეხსიერების მუდმივობა,როცა ცუდად ვართ ყველაზე პატარა კუნჭულში მიმალული საგანიც კი ამოტივტივდება.ჰო,მამაც მყავდა მე ოდესმე. სასაფლაოსთან მისვლა და უკან გატრიალების სურვილი.რა?ეს ყველას ემართება? -უკაცრავად?ანდრო მეტრეველის საფლავს ვეძებ მოხუცი კაცი ცივ,დაღლილ მზერას მესვრის და საფლავისაკენ მითითებს.ნელი და უფრო ფრთხილი ნაბიჯით მივუყვები.ველოდები მოუწესრიგებელ,გაბალახებულ საფლავს.გაცრეცილი ლოდით.რამდენიმე წამიც და ყოველვარი აზრი გაქრა,რადგან ჩემს წინ კარგად მოვლილი საფლავია.ლოდით,რომლიდანაც საკმაოდ სიმპათიური ახალგაზრდა მამაკაცის თვალები მიმზერს...ვგავარ?...კი,მართალია მე ,ნაკლებად ქართველის მსგავსი ვარ,მაგრამ ვგავარ...უბრალოდ...არ ვიცი რითი. საფლავზე ჩამომჯდარმა,არც ის ვიცი რას უნდა ვგრძნობდე,არც ის რა უნდა ვთქვა,არც ის როგორ ხდება ხოლმე ასეთი რამეები.ვზივარ და ვუყურბ,ჩემს მსგავსს,რაღაცით ძალიან მსგავსს და ვგრძნობ უცხოობას,უმნიშვნელობას და კიდევ ერთს ტკივილს,ძალიან დიდ ტკივილს. დრო გადის,შემოდგომის ცივი,სუსხიანი,სითბო ნარევი ქარი სახეს მიყინავს,თმას მიწეწავს და შინაგან გრძნობებს ამძაფრებს.მან ერთ დროს ტალახში ისევე ამოსვარა საყვარელი ქალის სიყვარული,სილამაზე,სასურველობა როგორც ჩემსას აკეთებენ ახლა ყოველ ჯერზე.მან ერთ დროს დედაჩემის სიყვარული ისევე გააცამტვერა,როგორც ჩემი დემეტრემ ორი წლის წინ.ის მამაჩემი იყო და ისეთივე კაცი,როგორიც ყოველი მათგანი ვინც ახლა ასე მიყურებს,მექცევა და არა მარტო მე უამრავ გოგონას...მათ შორის მათეც...მისთვის არ არსებობს ერთი,უბრალოდ მე გამიმართლა,ჩვენი ურთიერთობა ძვირფასი მეგობრობაა,ორ მხრივი სიყვარულითა და პატივისცემით.დრო შეუმჩნევლად გადის და მიუხედავად აქ დიდი ხნის ყოფნისა და ხმის ამოუღებლობისა არც დავღლილვარ და არც წასვლის სურვილი მაქვს,უთქმელად დავიცალე გრძნობებისგან.თითქოს რაღაცამ ძალა შემმატა,მაგრამ რამ?...ეს თავადაც არვიცი.გრძნობა გაყინული მივჩერებივარ კვლავ ჩემს მსგავსს -შემდეგში სასაფლაოებზეც მოგძებნი -მათეე? ვამბობ და თავისთავად ვდგები ფეხზე,ჩემს წინ კი არ მეჩვენება მათეა -აქ რას აკეთებ? -ისეთი ხმით მელაპარაკე,შევატყე ისევ ვიღაცამ გაწყენინა -შენ,არ გეცალა -ეს მე გითხარი?რაღაც არ მახსოვს.სულ გათოშილხარ -არა არ მცივა ვამბობ და მისი მოსაცმელი უკვე ჩემს მხრებზეა,მზრუნველი ბიჭი შუბლზე მკოცნის,მკლავებს მხვევს და ისე,რომ არაფერს მეკითხება წასასვლელად მითითებს,მის გვერდით მდგომი,მისი მკლავის ქვეშ ნელა მივუყვები ბილიკს და მისი სხეულის სითბო,შემოდგომის სუსხიან ქარსაც ერევა,სხეულს ნელ-ნელა მითბობს და მხოლოდ ახლა ვხვდები,რომ სულ გავყინულვარ. ....................................................................... მადლობა ვინც კითხულობთ და ითმენთ ამ შეფერხებებს.იმედია,ძალიან არ აგერ-დაგერიათ სიუჟეტები.მადლობთ ასევე კარგი შეფასებებისთვის <3 დიდი პატივისცემით:ავტორები |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.