შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მალე დაგიგემოვნებ მარწყვის ტუჩებს (6)

18-01-2016, 12:48
ავტორი ანკა
ნანახია 7 948

იმ ღამით დაძინება ვერ მოახერხა. როგორ არ მოინდომა, თუმცა ნიღბიანი თავიდან ვერ ამოიგდო, ამას კიდევ დემეს წინა საღამოს „ინციდენტი“ ემატებოდა და საწყალი ელენე ლამის ჭკუიდან გადასულიყო. გულაჩქარებულმა წამოყო თავი ბალიშიდან და ოთახში შემოპარულ მთვარის სხივებს დააკვირდა. დაფიქრდა იმაზე, თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო შემდეგ...
ალბათ ჯობდა ნიღბიანი აერჩია და დემე დაევიწყებინა, ასე ხომ ცხოვრება ბევრად ადვილი იქნებოდა მისთვის, ზედმეტი პრობლემების გარეშე... თუმცა დემესაც რომ ვერ თმობდა? მისი შეხება ახსენდებოდა და ტანში ჟრუანტელი უვლიდა. ვერანაირად ვერ მოახერხებდა დაევიწყებინა მისი ვნებიანი კოცნა და მწველი ხელები. მეორე მხარეს უცნობი თაყვანისმცემელი იდგა, წითელი ვარდებითა და „მარწყვის ტუჩებით“...
„რას მერჩიან ნეტა...“ - ამოილუღლუღა გოგონამ საწყლად და ისევ ბალიშზე დაენარცხა.
მთელი ღამე მსგავს ფიქრებში გაატარა. ხან დემეზე ფიქრობდა და ხან ნიღბიანზე... თითქოს ხან ერთს ირჩევდა და ხან მეორეს, თუმცა საბოლოოდ მაინც გრძნობების დომხალი გამოსდიოდა, რომლის კონტროლის უნარიც არ შესწევდა.
რამდენიმე დღე ჩაფიქრებული დადიოდა. მამაკაცი არაფერს იმჩნევდა... აშკარად არ ახსოვდა თავისი ქმედება ალბათ. გოგონა ასე უფრო მშვიდად იყო, თუმცა იქნებ ჯობდა არ დავიწყებოდა? რავიცი...
ერთ საღამოს ელენე უკვე დაძინებას აპირებდა, როდესაც მობილურზე მარკმა დაურეკა.
-ალო, მარკ...
-როგორ ხარ ჩემო ჩიტუნია? - ჰკითხა მარკმა თბილად.
-ახლა დაძინებას ვაპირებდი, კარგად ვარ. შენ?
-მენატრები... - თქვა მამაკაცმა და გოგონას პასუხს დაელოდა, თუმცა ელენეს ხმა არ გაუცია. არ შეეძლო ტყუილი ეთქვა მისთვის. არ ენატრებოდა და რა ექნა, არც უყვარდა... ამიტომ არც სიტყვა „მიყვარხარ“ ჰქონდა მისთვის ნათქვამი... -ჩემი მშობლები უნდა გაგაცნო
-რაა?? - გაოცებისგან პირი დააღო ლამის და საწოლზე ჩამოჯდა რომ არ წაქცეულიყო.
-ნუ ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნება... - დამშვიდება დაუწყო თავისი ჭკუით ანერვიულებულ შეყვარებულს.
-მარკ, ჯერ ძალიან ადრეა…
-მერე რა. ძალიან მიყვარხარ და დარწმუნებული ვარ ჩემს გრძნობებში
-გასაგებია, მაგრამ... აჩქარება არ მინდა - შეეცადა განემარტა თავისი პოზიცია
-ნუ გეშინია
-მარკ, არ მეშინია. უბრალოდ არ მინდა ასე ავჩქარდეთ, გთხოვ გამიგე...
-მიყვარხარ - ამოიოხრა მამაკაცმა
-ვიცი... - უპასუხა თბილად
-შენ? გიყვარვარ?
-მაგას რა კითხვა უნდა - შეიცხადა, ვითომ ეს რას მეკითხებაო
-არ ვიცი, არასდროს გითქვამს...
-ახლა მეჩქარება სასწრაფოდ უნდა წავიდე, მერე ვილაპარაკოთ - მიაყარა სწრაფად და მობილური გათიშა.
-არ მიყვარხარ, არა! - განერვიულებულმა წამოიძახა თავისთვის და საწოლზე მოიკუნტა. ცრემლი გადმოუგორდა. ქუთუთოები ძლიერად დააჭირა ერთმანეთს, თუმცა მაინც გაიკვლია გზა მარილიანმა სითხემ და მთელი სახე დაუსველა. უკვე დაღლილი იყო ამდენი თამაშით ნიღბიანთან... იმის ნერვებიც აღარ ჰქონდა დემეს სახე აეტანა, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა სიმთვრალისას რა გააკეთა...
„უნდა დავმშვიდდე...“ - უთხრა თავის თავს, საცვლებით საბანში შეძვრა და თვალები დახუჭა. ემოციებისგან გადაღლილს მალევე ჩაეძინა... შუაღამისას რაღაცის ფაჩუნმა გააღვიძა. თვალების გახელა არ უნდოდა, თუმცა იმის გაფიქრებაც კი საკმარისი იყო რომ ეს შეიძლება ნიღბიანი ყოფილიყო, მაშინვე წამოყო თავი ბალიშიდან და დაბინდული მზერა მოავლო ოთახს.
-გაგაღვიძე? - ჰკითხა ნაცნობმა ბოხმა ხმამ.
-დემე?! - მამაკაცის ხმა ამოიცნო და გაოცებულმა კინაღამ პირი დააღო.
-დემე არა... მე ვარ, მარწყვის ტუჩებიანო - უპასუხა უცნობმა და გოგონას საწოლზე ჩამოუჯდა.
-კი, მაგრამ დემეს ხმა გაქვს. ზუსტად მისნაირი…
-არ ვარ მე დემე... - დაიჩურჩულა და ელენეს კისერზე წაეტანა. საბანი გადააძრო და შიშველ წელზე აასრიალა მარცხენა ხელი. საწყალი გოგოს აზროვნების უბანი წამსვე გამოირთო და კანქვეშ ჭიანჭველებმა გადაურბინეს. -დაწექი - ჩასჩურჩულა ყურში და წამომჯდარმა ელენემაც წამსვე დააბრუნა თავი ბალიშზე. ნიღბიანი უფრო კომფორტულად მიუდგა გოგონას და კოცნით მკერდამდე ჩამოვიდა. ელენეს სხეულის შესწავლას საერთოდ არ ჩქარობდა. ნელ-ნელა ჩამოუყვა მუცლამდე, შემდეგ კი ზემოდან მოექცა და ისევ კისერს დაუბრუნდა.
-მაშინ რატომ არ მაკოცე - ვნებისგან შეცვლილი ხმით ძლივს ამოიკნავლა ელენემ და უცნობს ხელები კისერზე შემოაწყო. ნიღბიანმა ჩაიცინა, ხელები წელიდან თეძოზე ჩააცურა და თითები მჭიდროდ ჩასჭიდა, რასაც გოგონას კვნესა მოჰყვა.
-ასეა საჭირო ლამაზო - უპასუხა ჩურჩულით და ყურის ბიბილოზე უკბინა.
-რა გინდა ჩემგან... - ამოილუღლუღა საწყლად და უცნობს თვალებში ჩახედა.
-შენ მინდიხარ - თქვა დახშული ხმით და თითები ზურგზე ლიფის ქვემოთ შეაცურა.
-ნიღაბი მოიხსენი - უთხრა და ტუჩზე კბილი დაიჭირა რამე რომ არ წამოსცდენოდა, როდესაც მამაკაცის ხელი მკერდზე იგრძნო. უცნობს აღარაფერი უპასუხია, ფრთხილად ასწია ლიფი და იქიდან სავსე მკერდი გამოამზეურა. მაშინვე ცეცხლი აენთო თვალებში და ნაზად აკოცა, შემდეგ უფრო ძლიერად, მსუბუქადაც უკბინა და აქ უკვე გონებადაბინდულმა გოგონამ მთელი გრძნობით ამოიკვნესა. შემთხვევით მამაკაცს ფრჩხილი გაკრა კისერზე და მგონი გაკაწრა კიდეც, თუმცა ნიღბიანი აშკარად ნასიამოვნები ჩანდა, მკერდზე ტუჩებს ხელი შეუნაცვლა, თვითონ კი კისრისკენ გადაინაცვლა.
-მაგიჟებ... - ელენეს მზერა გაუსწორა და არეული თვალებით შეხედა. ნელ-ნელა გახშირებული სუნთქვა დაულაგდა და თვალებში ჩამდგარი ცეცხლიც თანდათან ჩაქვრა. ნიღბიანი უკვე აღარ იყო ჟინით შეპყრობილი.
-ახლა დაიძინე - ისევ ცხვირზე აკოცა და ადგომა დააპირა, თუმცა გოგონამ ხელზე მოქაჩა.
-არ წახვიდე რა... - შეეხვეწა და მუდარის თვალებით შეხედა.
-მეჩქარება
-გთხოვ
-კარგი - ყოყმანით დასთანხმდა და გვერდზე მიუწვა.
-ნიღაბი მოიხსენი რაა - მის მკლავებში მოქცეულმა თავი ოდნავ წამოწია და უცნობს თვალებში შეხედა.
-პატარა მაიმუნი ხარ - გაეცინა მამაკაცს -მაგიტომ მთხოვე დარჩენა?
-იქნებ მანიაკი ხარ, ხომ უნდა ვიცოდე... -მხრები აიჩეჩა და თავი ისევ მის კისერში ჩარგო.
-ნუ გეშინია. რომც ვიყო შენ არაფერს დაგიშავებ - უთხრა და გაჩუმდა. გოგონასაც მიელულა თვალები და მალევე ჩაეძინა.
..........
მეორე დღეს მზარეული არ იქნებოდა, ამიტომ ელენე ადრიანად წამოხტა საწოლიდან, მოწესრიგდა და სამზარეულოში ჩავიდა. არც გაკვირვებია გაღვიძებულს უცნობი რომ არ დახვდა. მაცივარი გამოაღო და იმაზე დაიწყო ფიქრი, თუ რა შეიძლებოდა გაეკეთებინა. გადაწყვიტა ბლინები დაეხვედრებინა საუზმედ დემესთვის და საქმიანობას შეუდგა.
-სამზარეულოში ფუსფუსებ უკვე? - გაიგო მამაკაცის ბოხი ხმა და მისკენ მიბრუნდა.
-კი, ბლინებს ვაკეთებ - უპასუხა და დემეს პრესს მიაშტერდა, ვინაიდან ვაჟბატონი მხოლოდ სპორტული შარვლით გამოცხადებოდა წინ!..
-როგორ მიდის უნივერსიტეტის საქმეები? - ჰკითხა ინტერესით და იქვე მაგიდასთან ჩამოჯდა.
-კარგად
-რამეში ხომ არ დაგეხმარო?
-არა, მადლობა. არაა საჭირო - უპასუხა თავაზიანად და გაუღიმა, შემდეგ კი ადგილზე გაშრა...
კისერზე პატარა ნაკაწრი შეამჩნია და თვალებს არ დაუჯერა. ზუსტად იმ ადგილას გაკაწვროდა, სადაც გუშინ ნიღბიანი გაკაწრა. აღელვებისგან გული აუჩქარდა და კინაღამ იქვე ჩაიკეცა.
-დემე... - თქვა და იგრძნო ყელში გაჩხერილი ბურთი, რომელიც ახრჩობდა და ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა.
-ხო
-ეს რა ნაკაწრია - მიუახლოვდა და თითით ანიშნა ნატკენ ადგილზე. მეტის მოთმენა ვეღარ შეძლო და თვალებიდან ცრემლი გადმოუგორდა. -მეთამაშებოდი ხო? ერთი გოგო არ გყოფნის და მეც გადმომწვდი? - ხმის ტონს აუწია და ტირილსაც უმატა.
-ელენე, არ გეთამაშებოდი... აგიხსნი - ფეხზე წამოდგა შეწუხებული დემე და მისკენ ნაბიჯი გადადგა.
-არ მომეკარო! უკვე საკმარისად შემეხე სადაც გინდოდა! ნამდვილი ცხოველი ხარ! - უყვირა და თავის ოთახში შევარდა.
-ელენე! გამიღე კარი! - მაშინვე გამოეკიდა მამაკაცი და კარზე ხელების ბრახუნი დაიწყო.
-არა! გაეთრიე! აღარ დამენახო! - იმხელაზე იკივლა ყელი ეტკინა, თუმცა ეს იმწამს არ ადარდებდა. ვერაფერზე ფიქრობდა გარდა იმისა, რომ დემე იყო უცნობი ნიღბიანი. ის, ვინც ვარდებს უტოვებდა...
-არ წავალ სანამ არ დამელაპარაკები! - თქვა მყარი ტონით.
-ხოდა მელოდე!!!
-იცოდე შემოვამტვრევ! - დაემუქრა და ხელი უფრო მაგრად დაარტყა კარს.
-რაც გინდა ის ქენი, არ მადარდებს! - უპასუხა და საწოლზე მოიკუნტა.
-გთხოვ, გამიღე კარი - სთხოვა დემემ უფრო მშვიდად
-არა. სათამაშოდ მე არ გამოგადგები, წადი და ვინმე სხვა იპოვე... - ამ სიტყვებს მთელი გული ამოაყოლა და ასლუკუნდა. კარზე რამდენიმე ძლიერი მიჯახუნება გაისმა, შემდეგ კი უეცრად შემოიმტვრა და დემე შემოვარდა.
ელენემ გვერდზე გაიხედა და უფრო დაძაბა ფეხებზე შემოხვეული ხელები. დემე გვერდზე ჩამოუჯდა და მისი ხელები თავისაში მოიქცია.
-ელე, შემომხედე... - უთხრა მუდარის ტონით, თუმცა გოგონა ხმას არ სცემდა. ხელები გამოსწია და თავის ადგილზე დააბრუნა. მტირალი ჯიუტად იხედებოდა გვერდზე...
-მაპატიე რა. მართლა არ გეთამაშებოდი...
-კარგი რა! და როდის აპირებდი იმის თქმას, რომ ის ნიღბიანი შენ იყავი?! - სათქმელი გააწყვეტინა და დაბინდული მზერა გაუსწორა.
-ელენე მიყვარხარ. ვიცი რომ იდიოტურად ვიქცეოდი, მაგრამ მე თვითონაც არ ვიცი ასე რატომ გავაკეთე... ვერ ვაზროვნებ, იმიტომ რომ მიყვარხარ, შენ კიდევ სხვასთან ხარ და არ ვიცი რა ვქნა. უშენობა აღარ შემიძლია და ეს მაგიჟებს! - გრძნობებში გამოუტყდა და შვება იგრძნო. თითქოს უმძიმესი ტვირთი მოიხსნა მხრებიდანო.
-შენ მე მეთამაშებოდი! გუშინ რომ მოგენდომებინა...
-რა? რა უნდა მომენდომებინა?! - გააწყვეტინა განრისხებულმა -შენ მართლა ფიქრობ რომ ერთი ღამისთვის მინდიხარ? ეგეთი გგონივარ?! მაგის შესაძლებლობა აქამდე საკმაოდ მქონდა, მაგრამ არ გავაკეთე!
-მაშინ რატომ არ მიმხელდი შენს ვინაობას... - ამოიბურტყუნა შედარებით ხმადაბლა.
-არ ვიცი... მხოლოდ ის ვიცი, რომ მიყვარხარ
ელენემ ხმა ვერ ამოიღო. თვალებში უყურებდა მამაკაცს, თითქოს იქიდან სურდა მისი ნამდვილი გრძნობების ამოკითხვაო. პაუზა დიდხანს გაგრძელდა, ამიტომ სიჩუმე დემემ დაარღვია.
-პირობის შესრულების დრო მოვიდა... - თქვა ვნებისგან დახშული ხმით, ხელი გოგონას მოხვია წელზე და მისკენ ნელა დაიხარა. ელენეს ეგონა, რომ ეს წამები საათობით გაგრძელდა. ბოლოს მისი სუნთქვა იგრძნო სახეზე და თვალები დახუჭა. დემემ ნაზად შეახო თავისი ტუჩები საყვარელი ქალის ტუჩებს და ნელა დაუკოცნა. შემდეგ კი უფრო ვნებიანად და მომთხოვნად წაეტანა ბაგეებზე. გოგონამ ხელები კისერზე მოხვია და კოცნაში აყვა. ერთიანად მოდუნდა და სიამოვნების მორევში გადაეშვა, შიგნიდან სულ ახურდა. მამაკაცი ძლივს მოწყდა გემრიელ ტუჩებს და გოგონას ისევ თვალებში შეხედა.
-მართლა მარწყვის ტუჩები გაქვს - დაიჩურჩულა მის ბაგეებთან და ისევ წაეტანა სასურველ ტუჩებს. - მიყვარხარ... უშენოდ არ შემიძლია, მინდა რომ სულ ჩემთან იყო და ჩემი იყო...
-მეც მიყვარხარ - თქვა ჯერ კიდევ გაბზარული ხმით და მკრთალად გაიღიმა.
-აღარ იტირო რა... და მარკი აღარ მიხსენო - ჩაესმა ყურებში ბოხი ხმა და გაეცინა. - რა გაცინებს გოგო, სერიოზულად გეუბნები - გაიმეორა დემემ და მასაც ჩაეღიმა.
-ეჭვიანობ? - წარბი აზიდა და გაეცინა.
-კი, თან ძალიან და დაგსჯი იცოდე! - საჩვენებელი თითი დაუქნია, შემდეგ კი გოგონა მხარზე გადაიკიდა და ოთახიდან გამოვიდა.
-აააა!!! დამსვიი! - აწიკვინდა და ხელ-ფეხის ქნევა დაიწყო.
-მშიერი რომ დამტოვე ხომ არ დაგავიწყდა შემთხვევით?! - სამზარეულოში შევიდა და ელენე ძირს დასვა.
-ღირსი იყავი! - ტუჩები დაბუშტა ისევ და ხელები გადაიჯვარედინა.
-შენი ბრალია ქალბატონო სხვათაშორის - შეეპასუხა ნიშნისმოგებით.
-რატომ? - წარბი აზიდა და თვალებში შეხედა.
-შენ გამაგიჟე და იმიტომ - თქვა დახშული ხმით და ერთი კოცნა მოპარა.
-მე უფრო გაგიჟებული ვარ... - ამოიბურტყუნა და ბლინების შეწვას შეუდგა.
-ეგეც მართალია... როგორ მეხვეწებოდი მაკოცეო - ახარხარდა დემე.
-იდიოტო! საერთოდ ნუ მაკოცებ, არ მინდა... - შეუბღვირა და ტაფას მიუბრუნდა.
-ანუ არ გინდა? - ნათქვამი გაუმეორა და გოგონას ზურგიდან მიუახლოვდა.
-არა - უპასუხა უკვე მერყევი ტონით და ჟრუანტელმა დაუარა, როდესაც მამაკაცის გახურებული კანი იგრძნო ზურგზე.
-კიდევ გამიმეორე და დავიჯერებ... - ხელები მუცელზე მოხვია, თავი კი მის კისერში ჩარგო და ისე უპასუხა.
-ხელს მიშლი - ამოილუღლუღა და მის მკლავებში აფართხალდა.
-მიპასუხე - გაუმეორა ისევ და ტუჩები ყელზე გაუხახუნა. ელენეს გული აუჩქარდა და ეკლებმა დააყარეს.
-დამეწვება... - კიდევ ერთხელ სცადა შეწინააღმდეგება და თვალები მიელულა. დემემ ტაფა გვერდზე გადადო, შემდეგ კი ელენე დახლზე მიაყუდა, თავისკენ მიაბრუნა და ხელები თეძოზე ჩაავლო. ელენემ თავისდაუნებურად იკბინა ქვედა ტუჩზე და დემეს ხელები კისერზე მოხვია.
-არ გინდა რომ გაკოცო? - ჰკითხა დახშული ხმით და ტუჩები მკერდთან ჩააცოცა. შემდეგ კოცნით ამოვიდა ისევ ზემოთ და ყურის ბიბილოზე აკოცა. ვნებამორეული გოგონა კნუტივით გატრუნულიყო და თვალები დაეხუჭა. მამაკაცი მისკენ დაიხარა და მის ტუჩებს თავისი გაუხახუნა. ელენე მისკენ წავიდა, რათა ეკოცნა, თუმცა დემე მალევე მოშორდა და აფხუკუნებულმა აათვალიერა აგზნებული ქალბატონი.
-რა მოხდა ძვირფასო? კოცნა ხომ არ მოგინდა? - ჰკითხა და ახლა უკვე ახარხარდა.
-იდიოტი ხარ! - შეუბღვირა და არეული ტვინით, გაბრაზებულმა გააკეთა ბლინები. იმდენ ხანს გაეწელა საუზმის მომზადება, ბოლოს თვითონაც ძლივს დაიჯერა, რომ ყველაფერი მზად იყო.
-მმმმ... უგემრიელესია! ჩვენი მზარეული ხომ არ გავუშვათ? - ჰკითხა და ყავა მოსვა კმაყოფილმა.
-რაც გინდა ის ქენი! - წარბშეკრულმა მკვახედ მიახალა და ჭამა განაგრძო.
-გიხდება გაბრაზება... და ისიც გეტყობა რო ვნებები ვერ დაიკმაყოფილე... - ახარხარდა დემე. ელენეს კი ამის გაგებაზე ყავა გადასცდა და კინაღამ დაიხრჩო.
-ვნებები ვის ააქვს დასაოკებელი ჯერ კიდევ გასარკვევია! მანიაკო... - მალევე შეეპასუხა და კიდევ ჩაახველა.
-არ დაიხრჩო, ფრთხილად - თვალი ჩაუკრა მამაკაცმა და ყავის სმა განაგრძო.
-იდიოტი ხარ - განაგრძო მისი „ლანძღვა“.
-მადლობთ - უპასუხა და ირონიულად გაუღიმა.
-გარყვნილო - უთხრა და მორიგი ლუკმა ჩაიდო პირში.
-მაგის გამო მშვენივრად კრუსუნებ ქალბატონო - შეეპასუხა ნიშნისმოგებით და ელენეს ახლა ხველა აუტყდა. დემე ამის დანახვაზე ისევ ახარხარდა და იმდენი იცინა, რომ ელენე უფრო მეტად გააბრაზა.
-წადი რა მოთხოვნილებები დაიკმაყოფილე!.. - თქვა და ყავა მოსვა.
-ცოტა ხნის წინ ისეთ დღეში იყავი ვერ აზროვნებდი და მე მიშვებ ვნებების დასაკმაყოფილებლად? - უპასუხა აშკარად გახალისებულმა.
-დიახ!
-არ იდარდო, ეგ ისედაც არ მაკლია - უპასუხა და თვალი ჩაუკრა.
-არსად დაგეკარგოს! - შეეპასუხა აშკარად ნაწყენი და ოთახიდან გამოვარდა.
-ელე, კარგი რაა! რაზე ბრაზდებიი... - დაეწია, ხელები მუცელზე მოხვია და გულში ჩაიკრა.
-რა მნიშვნელობა აქვს, შენი ნაშები ხომ არ გაგიბრაზდებიან!.. - შეუღრინა ნერვებმოშლილმა.
-ვინ ნაშები გოგო
-მე რავიცი... ვინც გყავს ისინი
-არ მყავს მე არავინ, შენს გარდა არავინ მინდა - უთხრა და ლოყაზე თბილად აკოცა.
-ძალიან კარგი! - ესღა მოიფიქრა და ისევ გაბრაზებული შეეპასუხა. ამაზე დემეს მხოლოდ გაეცინა, შემდეგ კი „ნაწვალები“ ელენე თავისკენ მიაბრუნა და ნელა დაუკოცნა მარწყვის ტუჩები. ოდნავ დაიხარა, გოგონა წამში წელზე შემოისვა, შემდეგ კი დივანზე დაჯდა, კალთაში ჩაისვა და ისე განაგრძო საყვარელი ბაგეების დაგემოვნება. ელენეს ასე ეგონა სამყარო ტრიალებდა. საოცარი, ენით აღუწერელი შეგრძნება ეუფლებოდა დემეს კოცნისას. არ უნდოდა მოშორებოდა...
-მარკი უნდა მოვაშოროთ... - ისევ ჩამოაგდო საუბარი ელენეს შეყვარებულზე და გოგონაც გააცინა. - რა გაცინებს?!
-მომწონს რომ ეჭვიანობ - მხიარულად აკისკისდა და მამაკაცს მსუბუქად აკოცა ტუჩებში -მაგრამ საიდან იცი რომ მარკი ქვია?!
-მაგის გარკვევა რთული არ იყო. პრინციპში არც მოშორებაა რთული, მაგრამ მირჩევნია ადამიანური საუბრით გაქრეს... დამატებითი ზომების მიღების გარეშე... - ჩაილაპარაკა სერიოზულად და ელენეს თვალი ჩაუკრა.
-კარგი, კარგი დაველაპარაკები მერე - თბილად გაუღიმა და მამაკაცს ჩაეხუტა.
კინაღამ ლექციაზე დააგვიანა ამდენ სიყვარულობანა-კონცერტობანაში. დემეს ისედაც დაგვიანებული ჰქონდა, თუმცა რაში ადარდებდა - თვითონ იყო თავისი თავის უფროსი! ელენე უნივერსიტეტში მიიყვანა და შემდეგ თვითონ გაუდგა კომპანიის გზას...

............
დააყენეს მგონი საშველი :დდ
მიყვარხართ ყველა ძალიან ძალიან!!!
მადლობა ასეთი თბილი კომენტარებისთვის, ძალიან მახარებთ

№1  offline წევრი დადუ♥♥

Pirvelivaaaar ^>^ arcamikitxav jer magram cinascar vici sauketeso iqneeba *-* <3

№2  offline მოდერი ანკა

დადუ♥♥
Pirvelivaaaar ^>^ arcamikitxav jer magram cinascar vici sauketeso iqneeba *-* <3

დადუუ!!! <3 <3 <3 როგორ გამახარე შენ არ იციი love love love

№3  offline მოდერი ^paradise^

ვაიმეეე,გულიი რას მიშვები გოგო მეტი კი არ გვინდა ჩვენ love wink ძალიან ძალიან ვნებიანი და მარწყვივით ტკბილი და გემრიელი თავი იყოო love ჰუჰ, დემესნაირებო შემეხმიანეთ wink მაგარი გოგო მაყვხარ ანკაა <3 მიყვარხარ და შემდეგ თავს მოუთმენლად ველიიიი am

№4  offline წევრი sali))

Auu aii dzalian magari xar anka... vgijdebi shenze .... kvela sheni istoria wakitxuli maqvs da kvela umagresia .... aii martlaa dzalian shemakvare tavi :* :D

№5 სტუმარი darina

Es ra tkbili, tbili da vnebiani tavi iyo, oh dzlivs egirsat grdznobebis gamomzeureba, kargi gogo xar chvenc rom gvitrev ase .

№6  offline წევრი Ninuca)

გაგრძელეეე <3

№7  offline მოდერი ანკა

^paradise^
ვაიმეეე,გულიი რას მიშვები გოგო მეტი კი არ გვინდა ჩვენ love wink ძალიან ძალიან ვნებიანი და მარწყვივით ტკბილი და გემრიელი თავი იყოო love ჰუჰ, დემესნაირებო შემეხმიანეთ wink მაგარი გოგო მაყვხარ ანკაა <3 მიყვარხარ და შემდეგ თავს მოუთმენლად ველიიიი am

შენ ფრთხილად გოგო! wink მადლობა ჩემო საყვარელოო, ვგიჟდები შენზეეეეეეე! <3 love love love

sali))
Auu aii dzalian magari xar anka... vgijdebi shenze .... kvela sheni istoria wakitxuli maqvs da kvela umagresia .... aii martlaa dzalian shemakvare tavi :* :D

love მეც მიყვარხარ უკვე... love love love

darina
Es ra tkbili, tbili da vnebiani tavi iyo, oh dzlivs egirsat grdznobebis gamomzeureba, kargi gogo xar chvenc rom gvitrev ase .

მადლობაა love მიხარია რომ მოგწონს love

Ninuca)
გაგრძელეეე <3

აუცილებლად love

№8  offline მოდერი bibo

Vaime ra shokoladi tkbili tbili ra xar mec ar vici ukve.ai dzan sashinlad kargi tavi iyooo umagresi.vgijdebi am wyvilze meee shenze xo saertod ai chokolati xar aba shen ici warmatebebi gagrdzele didze didi tavebi dade ra

№9  offline წევრი დადუ♥♥

ანკა
დადუ♥♥
Pirvelivaaaar ^>^ arcamikitxav jer magram cinascar vici sauketeso iqneeba *-* <3

Raatqmaundaaa ^^^ arc shevmcdarvar <3 sauketeso iyo <3 da shenxar Ai unichieresi gogoo <3 ubralod arachveulebrivi <3 shens yvela istorias erti amosuntqvit vkitxulob <3 ^^
დადუუ!!! <3 <3 <3 როგორ გამახარე შენ არ იციი love love love

№10  offline წევრი Latfe

გაგვახარე და მეშვიდე თავიც დაგვიდე ბარემ wink love

მომეწონა ძაან!არ დაიგვიანო რა ველი შემდეგს

№12  offline მოდერი ანკა

bibo
Vaime ra shokoladi tkbili tbili ra xar mec ar vici ukve.ai dzan sashinlad kargi tavi iyooo umagresi.vgijdebi am wyvilze meee shenze xo saertod ai chokolati xar aba shen ici warmatebebi gagrdzele didze didi tavebi dade ra

შენ ჩემი შოკოლადი ხარრ! ტკბილო <3 love მადლობაა love love love

დადუ♥♥
ანკა
დადუ♥♥
Pirvelivaaaar ^>^ arcamikitxav jer magram cinascar vici sauketeso iqneeba *-* <3

Raatqmaundaaa ^^^ arc shevmcdarvar <3 sauketeso iyo <3 da shenxar Ai unichieresi gogoo <3 ubralod arachveulebrivi <3 shens yvela istorias erti amosuntqvit vkitxulob <3 ^^
დადუუ!!! <3 <3 <3 როგორ გამახარე შენ არ იციი love love love

love love love ძალიან გამახარეე love

Latfe
გაგვახარე და მეშვიდე თავიც დაგვიდე ბარემ wink love

ჯერ უნდა დავწერო და თუ მოვასწარი დავდებ love

წკაპუნა მატატა
მომეწონა ძაან!არ დაიგვიანო რა ველი შემდეგს

არ დავიგვიანებ არავითარ შემთხვევაშიი love მადლობა საყვარელო მიხარია რომ მოგწონს love love love

№13 სტუმარი Xatia

Au dzlivs ar egirsat? Mokled ra ra sulelebi arian orive. Kargi iyo gagrdzeleba male dade ra. Warmatebebi....

№14  offline წევრი Xati Zaalishvili

Vaimee rogorcc iqnaa ^_^ ♥♥♡♡ magarii iyoo

№15  offline მოდერი ანკა

Xatia
Au dzlivs ar egirsat? Mokled ra ra sulelebi arian orive. Kargi iyo gagrdzeleba male dade ra. Warmatebebi....

მადლობაა <3 შემდეგს არ დავაგვიანებ love love love

Xati Zaalishvili
Vaimee rogorcc iqnaa ^_^ ♥♥♡♡ magarii iyoo

დიდი მადლობა love love love

Veronika
Vaimee Deme MIKVARXAR :)
Dzalian magari gogo xar da umagresi ikoo <3 <3

მიხარია რომ მოგეწონაა love დიდი მადლობა love

№16 სტუმარი Elene

ერთხელ იქნება გადამრწვ შენ მე რავიცი კიდე რაგითხრა :დ ნუ საუკეთესოდ რო წერ ეგ ფაქტია ამის მერე სიტუაცია არ დაძაბო :დდდ მიყვარხარ ანკა მაგარი ხარ <3 :დ

№17  offline წევრი სალი-სალი

არ ვიცი რა უნდა გითხრა ფანტასტიკური თავი იყო.. საოცრება ხარ შენ..

№18  offline წევრი მოლურჯო

არ მომეწონა უფრო კარგად შეიძლებოდა გარკვეულიყო ვინ იყო
რაც შეეხება იმ სცენას “ლორელაის“ მიბაძე ასე ვფიქრობ შეიძლება ვცდები მაგრამ თითქმის იგივე სცენა იყო
--------------------
მარიამი

№19  offline წევრი Lana Tomlinson

ამ თავზე რომ ვთქვა კარგია თქო შეურაწყოფა იქნება.მართლა ძალიან,ძალიან კარგია.განსხვავებულია,აი ისეთია მე რომ მომწონს.აღფრთოვანებული ვარ.

№20  offline მოდერი ანკა

Elene
ერთხელ იქნება გადამრწვ შენ მე რავიცი კიდე რაგითხრა :დ ნუ საუკეთესოდ რო წერ ეგ ფაქტია ამის მერე სიტუაცია არ დაძაბო :დდდ მიყვარხარ ანკა მაგარი ხარ <3 :დ

სალი-სალი
არ ვიცი რა უნდა გითხრა ფანტასტიკური თავი იყო.. საოცრება ხარ შენ..

nini5852
Daaadgat sashveelii dzzliivs :D dzaan kargii iyoo:*

დიდი მადლობაა love love love

სევდიანი გიჟი
არ მომეწონა უფრო კარგად შეიძლებოდა გარკვეულიყო ვინ იყო
რაც შეეხება იმ სცენას “ლორელაის“ მიბაძე ასე ვფიქრობ შეიძლება ვცდები მაგრამ თითქმის იგივე სცენა იყო

ასეთ კომენტარს ნამდვილად არ ველოდი... რატომ უნდა მივბაძო ვინმეს რამეში? იმდენად მაინც ვცემ საკუთარ თავს პატივს, რომ როცა სიუჟეტი არ მაფიქრდება უბრალოდ არ დავწერო და სხვისი მოფიქრებული სიუჟეტი არ მივისაკუთრო! ნამდვილად არ ვფიქრობ ლორელაიზე და მის მოთხრობებზე და არც რომელიმე სხვა მწერლის მოთხრობებზე მაშინ, როდესაც ჩემსას ვწერ!..

Lanas Statusebi
ამ თავზე რომ ვთქვა კარგია თქო შეურაწყოფა იქნება.მართლა ძალიან,ძალიან კარგია.განსხვავებულია,აი ისეთია მე რომ მომწონს.აღფრთოვანებული ვარ.

ძალიან დიდი მადლობა საყვარელო, მიხარია რომ მოგეწონა love love love

№21  offline მოდერი D-roni

ადრე წავიკითხე ჩემს ისტორიაზე შენი კომენტარი ... მაშინ ხომ ვეწიე ცას და ეს , რომ წავიკითხე უფრო გამიხარდა ...
°შენ , რომ წაიკიათხე ჩემი ისტორია°
ახლა რაც შეეხება შენს დღევანდელ დადებულ თავს , მომწონს თან ძალიან.
ერთი ისაა , რომ არ მომწონს მარკთან დაშორება ასე , რომ გაიწელა.
შეიძლება შენც რაღაც გეგმა გაქვს არ ვიცი .
მოკლედ მაქვს შენი რამოდენიმე ისტორია წაკითხული და , რომ გიყურებ თითოეულ თავში იზრდები და იხვეწები .
ძალიან კარგი გოგო ხარ ! ❤❤❤

№22  offline წევრი ROLIKA

ვუუჰჰ ❤❤მაგარია რაა❤ მატკბობ და მათბობ❤❤

D-roni

შენ ქალბატონო ❤❤დადე ახალი ისტორიაა ❤❤

№23  offline მოდერი ^paradise^

სევდიანი გიჟი
არ მომეწონა უფრო კარგად შეიძლებოდა გარკვეულიყო ვინ იყო
რაც შეეხება იმ სცენას “ლორელაის“ მიბაძე ასე ვფიქრობ შეიძლება ვცდები მაგრამ თითქმის იგივე სცენა იყო

ჰაჰა გულიანად ვიცინე .. ანკას დიდიხანია ვცინობ და შენ წარმოიდგინე ისიც ვიცი,რომ ლორელაის ჯერ არაფერი არ აქვს წაკიტხული,დღეს ვუთხარი ლორელაის ერთ-ერთ მოთხრობაზე წაიკითხე მოგეწონებათქო.. ძალიან გთხოვთ დასკვნები ნუ გამოგაქვთ. ადამიანს,რომელსაც საერთოდ არ წაუკითხავს მისი ისტორიები ალბათ მეეჭვება,რომ დასიზმრებოდა იგივე სცენა. ანკა,თუ ღამე დაგესიზმრა გვითხარი ქალო,ნუ ააღელვე ეს ხალხი fellow წარმატებულ დღეს გისურვებთ :)

№24  offline მოდერი ანკა

D-roni
ადრე წავიკითხე ჩემს ისტორიაზე შენი კომენტარი ... მაშინ ხომ ვეწიე ცას და ეს , რომ წავიკითხე უფრო გამიხარდა ...
°შენ , რომ წაიკიათხე ჩემი ისტორია°
ახლა რაც შეეხება შენს დღევანდელ დადებულ თავს , მომწონს თან ძალიან.
ერთი ისაა , რომ არ მომწონს მარკთან დაშორება ასე , რომ გაიწელა.
შეიძლება შენც რაღაც გეგმა გაქვს არ ვიცი .
მოკლედ მაქვს შენი რამოდენიმე ისტორია წაკითხული და , რომ გიყურებ თითოეულ თავში იზრდები და იხვეწები .
ძალიან კარგი გოგო ხარ ! ❤❤❤

ძალიან ძალიან დიდი მადლობაა <3 <3 <3 უზომოდ გამახარე ახლა love love love

ROLIKA
ვუუჰჰ ❤❤მაგარია რაა❤ მატკბობ და მათბობ❤❤

D-roni
ადრე წავიკითხე ჩემს ისტორიაზე შენი კომენტარი ... მაშინ ხომ ვეწიე ცას და ეს , რომ წავიკითხე უფრო გამიხარდა ...
°შენ , რომ წაიკიათხე ჩემი ისტორია°
ახლა რაც შეეხება შენს დღევანდელ დადებულ თავს , მომწონს თან ძალიან.
ერთი ისაა , რომ არ მომწონს მარკთან დაშორება ასე , რომ გაიწელა.
შეიძლება შენც რაღაც გეგმა გაქვს არ ვიცი .
მოკლედ მაქვს შენი რამოდენიმე ისტორია წაკითხული და , რომ გიყურებ თითოეულ თავში იზრდები და იხვეწები .
ძალიან კარგი გოგო ხარ ! ❤❤❤

შენ ქალბატონო ❤❤დადე ახალი ისტორიაა ❤❤

მადლობა დიდიი love love love

^paradise^
სევდიანი გიჟი
არ მომეწონა უფრო კარგად შეიძლებოდა გარკვეულიყო ვინ იყო
რაც შეეხება იმ სცენას “ლორელაის“ მიბაძე ასე ვფიქრობ შეიძლება ვცდები მაგრამ თითქმის იგივე სცენა იყო

ჰაჰა გულიანად ვიცინე .. ანკას დიდიხანია ვცინობ და შენ წარმოიდგინე ისიც ვიცი,რომ ლორელაის ჯერ არაფერი არ აქვს წაკიტხული,დღეს ვუთხარი ლორელაის ერთ-ერთ მოთხრობაზე წაიკითხე მოგეწონებათქო.. ძალიან გთხოვთ დასკვნები ნუ გამოგაქვთ. ადამიანს,რომელსაც საერთოდ არ წაუკითხავს მისი ისტორიები ალბათ მეეჭვება,რომ დასიზმრებოდა იგივე სცენა. ანკა,თუ ღამე დაგესიზმრა გვითხარი ქალო,ნუ ააღელვე ეს ხალხი fellow წარმატებულ დღეს გისურვებთ :)

ჰო რავიცი, ალბათ დამესიზმრა და მეც არ ვიცი fellow
არაუშავს, ამდენ ტკბილში ერთი მწარე ხომ უნდა გამორეულიყო...
მიყვარხარ ძალიან!!! love

№25  offline წევრი Guitaristxati

ძალინ , ძალიან მაგარიააა დღეს წავიკითხე ყველა თავი ერთად იმდენად მომეწონა ვერ ავღწერრ <3

№26  offline მოდერი ანკა

Guitaristxati
ძალინ , ძალიან მაგარიააა დღეს წავიკითხე ყველა თავი ერთად იმდენად მომეწონა ვერ ავღწერრ <3

ძალიან დიდი მადლობააა love love love

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent