შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აღიარე, გაები ბაბნიკო ! ! ! (თავი 13)


18-01-2016, 22:33
ავტორი niako crazy
ნანახია 5 390

ნატალიც გაემზადა და მაღაზიისკენ წავედით.
-აბა მომიყევი ყველაფერი, ძალიან მაინტერესებს(მე)
-ვაიმე ემილი, ისეთი მოულოდნელი იყო ყველაფერი, არც კი ვიცი. მანქანაში რომ ჩავჯექი, მერე დავფიქრდი საერთოდ რატომ მივდიოდი იმ წვეულებაზე, ერთი პირი დაბრუნებაც კი გადავწყვიტე მაგრამ მერე გადავიფიქრე, მერე უკვე გზა რო აღარ მეცნო, მძღოლს ვუთხარი სად მივდიოდით მაგრამ არაფერი მიპასუხა. 10 წუთში გაჩერდა სადღაც, რო გავიხედე ირგვლივ სულ სიბნელე იყო, ტელეოფნით გავანათე გზა და ისე წავედი. ნელ-ნელა ყველაფერი ნათდებოდა. ბოლოს რაღაც ბაღში შევედი, რაღაც სასწაული და ადგილი, სადაც ყველაფერი საოცრად ლამაზი და ფერადი იყო. სიბნელეში ბაღში მდგარი ლამპიონები ანათებდნენ. ბაღის შუაში ძალიან ლამაზად მორთული მაგიდა იდგა. ეს შესანიშნავი ადგილი ნამდვილად ერთ დიდ, ლამაზ და ფერად ზღაპარს გავდა. მერე ლუკა დავინახე. და მერე ყველაფერი ისე ჩქარა მოხდა. ჯერ მითხრა რომ ვუყვარდი, მერე კი ხელი მთხოვა.მეგონა სიზმარში ვიყავი. ეს ისეთი დაუჯერებელი იყო.(ნატალი)-ისეთი ემოციებით ყვებოდა მეც მომინდა ეს ყველაფერი-ხო მართლა ქალბატონი შენ ეს ყველაფერი იცოდი და მიმალავდი?
-არა, მართლა არაფერი ვიცოდი, იმ საღამოს მითხრა ალექსანდრემ რომ ასე გამეკეთებინა(მე)-მაშინვე დავიწყე თავის მართლება პატარა ბავშვივით.
მალევე მივედით კაბების მაღაზიაში. ოო. ეს უკვე ძალიან გაგვიჭირდა, თავიდან რაც ვნახეთ არც-ერთი კაბა არ მოგვეწონა, ბოლოს კი იმდენი კაბა დაგვიგროვდი აღარ ვიცოდით რომელი აგვერჩია. ბოლოს ნატალიმ ულამაზესი კაბა აარჩიო, მე კი წითელი კაბა ვიყიდე. შინ დაღლილები, მაგრამ რაც მთავარია კმაყოფილები დავბრუნდით.
სახლში უკვე დაგვხვდნენ ქეთი, ნინო და თემური უკვე ჩამოსულები იყვნენ. ნატალის მშობლებს ძალიან მოსწონდათ სიძე და ბედნიერები შეხვდნენ მათ ამბავს.
წყალს ვსვამდი, როცა სამზარეულოში ლუკა შემოვიდა.
-დაიღალე?(ლუკა)
-ცოტა, მაგრამ რაც მთავარია ყველაფერი წესრიგშია, ხვალ ბოლო დეტალებს მოვაგვარებტ და ყველაფერი ზუსტად ისე იქნება როგორც თქვენ გინდოდათ. ისე არ ვიცოდი ასეთი რომანტიული თუ იყავი(მე)
-არც მე, ხომ იცი არა სიყვარული ადამიანს რას არ გაგაკეთებინებს, ნატალის უყვარს ასეთი რაღაცეები და ამიტომ გავაკეთე, თორემ მე დიდად არ მომწონს(ლუკა)
-ისე, რატომ არ მითხარი მანამდე ნატალი რომ გიყვარდა?(მე)
-შენ გიყვარს ვინმე?(ლუკა)
-ლუკაა, ოცტაც მოითმინე და ორ დღეში უკვე ცოლიანი კაცი იქნები(მე)
-ელენე და თაკო როდის ჩამოდიან?(ლუკა)-ელენე და თაკო ნატალის მეჯვარეები არიან, აი ისინი ამერიკაში რომ ცხოვრობენ.
-ხვალ დილით(მე)
-ემილი სად ხარ, ამდენი ხანია გეძებ(ნატალი)-სამზარეულოში შემოვიდა ნატალი.
-აქ ვარ რაიყო, რამე საქმე გქონდა?(მე)
-წამოდი დავწვეთ, ხვალ ელენეს და თაკოს უნდა დავხვდეთ და დილით უნდა ავდგეთ, თან დაღლილი იქნები(ნატალი)
-კარგი, მოვდივარ(მე)-ორივემ ვაკოცეთ ლუკას, დავემშვიდობეთ და ნატალის ოთახში ავედით.
ქალბატონი ორ დღეში ქორწინდება, ამიტომაც მითხრა რომ ეს დღეები მასთან დავრჩენილიყავი.
-ემილი, ძალიან დიდი მადლობა, ვიცი რამდენი რამე გააკეთე, შეუძლებელი შეძელი, ყველაფერი გააკეთე თანაც უმაღლეს დონეზე, ამისთვის ძალიან დიდ მადლობას გიხდი(ნატალი)
-კარგი რა ნატალი, მადლობას რისთვის მიხდი, ისეთი არაფერი გამიკეთებია(მე)-ვუთხარი და ატირებულ დაქალს გადავეხვიე.
დილით თავად გაიღვიძა. საათს რომ შეხედა გაუკვირდა რადგან მხოლოდ 8-ის ნახევარი იყო. ნატალის გახედა, რომელსაც მშვიდად ეძინა. ფეხზე წამოდგა და სააბაზანოში შევედი, იქიდან კი უკვე გამზადებული გამოვიდა.
სახლში სიწყნარე იყო, როგორც ჩანს ყველას ეძინა, არც იყო გასაკვირი, წუხხელ 2 საათზე დაიშალნენ, თან საკმაოდ დალიეს კიდეც.
სამზარეულოში გავედი და ყავა მოვიმზადე.
-დილამშვიდობისა-გავიგე ალექსანდრეს ხმა, მისკენ მივიხედე. მხოლოდ სპორტული შარვალი ეცვა და თმები არეულო ქონდა. ამ მდგომარეობაში რომ დავინახე, კინაღამ ფინჯანი გამივარდა ხელიდან.
-გამარჯობა-ძლივს ვთქვი და ღრმად ჩავისუნთქე.
-ესე დილაადრიან რამ აგაყენა?-მითხრა და მაცივრიდან მინერალური წყალი გამოიღო.
-გამეღვიძა და ვეღარ საწოლში ვეღარ გავჩერდი, ყავას დალევ?(მე)
თავი უხმოდ დამიქნია და ჩემს გვერდით ჩამოჯდა. ფეხზე წამოვდექი და დაბნეულმა ძლივს მოვადუღე ყავა.
-აიღე-გავუწოდე ფინჯანი.
-მადლობა-ყავა მოსვა-გემრიელია, კარგი ყავის გაკეთება გცოდნია, გავითვალისწინე, რომ ამის შემდეგ ყოველთვის შენი მომზადებული ყავა დავლიო დილით.
-დილით ჩემს მომზადებულ ყავას როგრო დალევ, ძაან მაინტერესებს-ინტერესით მივაჩერდი.
-სამსახურშ დაგავალებ მომზადებას-სწრაფად თქვა, და ფეხზე წამოდგა-მე წავალ მოვემზადები-მითხრა და ისე სწრაფად გავიდა სამზარეულოდან ვერაფრის თქმა მოვასწარი.
გარეთ გავედი. გრილი სიო უბერავდა, მესიამოვნა, გახურებული სხეული ცოტა გამიგრილდა. რას მიშვრება ეს ბიჭი? მასთან ლაპარაკის დროს ისე ვიბნევი თითქოს დიდი აუდიტორიის წინაშე ვიდგე, და მეშინოდეს რაიმე არ შემეშალოს. ღრმად ამოვისუნქე და სახლში შევბრუნდი.
მალე ყველამ გაიღვიძა და პირველ სართულზე ჩამოვიდნენ. სასაუზმოდ დავჯექით, მე და ალექსანდრეს გვერდიგვერდ მოგვიწია ჯდომა.
-ყავას დალევთ?-იკითხა ქალბატონმა ქეთიმ.
-არა-ერთდროულად ვიპასუხეთ მე და ალექსანდრემ.
-დილით დავლიეთ(ალექსანდრე)
-მე მომიმზადე დედა(ნეტალი)
-შენ დალევ?-ამჯერად ქმარს კითხა ქეთიმ.
-ხომ იცი როგორ მიყვარს შენი მომზადებული ყავა(თემური)
ყველამ გემრიელად ვისაუზმეთ, შემდეგ კი აეროპრტში წავედით, სტუმრების დასახვედრად. ორივე გავიცანი, ძალიან ხალისიანი გოგოები იყვნენ. ბიძაშვილები იყვნენ ამიტომაც ერთმანეთს ძალიან გავდნენ. იმ დღეს ისეთი არაფერი მომხდარა, შევეცადეთ ყველას დაგევსვენა და ხვალინდელი დღისთვის მოვმზადებულიყავით.

და აი დადგა ნანატრი დღე. 6საათზე თვალები დავჭყიტე. ჯერ ნორმალურად მზეც არ ამოსულიყო და გოგოები გავაღვიძე. თაკო და ელენეც აქ დარჩნენ წუხელ. 7-ზე უკვე სტილისტს ველოდებოდით. ისე ვჩქარობდით 8 საათზე უკვე ყველანი მზად იყვენნ. ლუკა ადრიანად მოვიდა, მაგრამ ნატალი არ ვანახეთ. 12საათზე ჯვრისწერეაა. დრო ისე ნელა გადიოდა ყველას ნერვები მოგვეშალა.
ყველანი მანქანებში გადავნაწილდით და ეკლესიისკენ დავიძარით. ლუკა უკვე იქ გველოდებოდა. ნატალი ულამაზესი იყო.
აღიარე, გაები ბაბნიკო ! ! ! (თავი 13)

ჯვარი დაიწერეს და ხელიც მოაწერეს, შემდეგ კი ყველა ერთად წავედით რესტორანში. ელენემ და თაკომ გადაწყვიტეს ერთნაირი კაბები ჩაეცვათ, ოღონდ განსხვავებული ფერის. მე კი წითელი, ლამაზი კაბა მეცვა.
აღიარე, გაები ბაბნიკო ! ! ! (თავი 13)

ყველაფერი შესანიშნავად დასრულდა. სტუმრებიც კმაყოფილები დარჩნენ, და ნეფე-პატარძალიც რაც მთავარია.


P.S ვიცი პატარაა, მაგრამ უბრალოდ მინდოდა აქ გავჩერებულიყავი, ხვალიდან კი ძირითადი ყურადღება ალექსანდრეზე და ემილიზე იქნება. თქვენმა კომენტარებმა ძალიან გამახარა, ყვეალნი მიყვარხართ.



№1  offline მოდერი tsn

გამიხარდა რიმ ვნახე ეს თავიი, მერე რა რომ პატარაა, ნომწონს :-*

 


№2 სტუმარი მონიკა

Chamitria ammotxrobam

 


№3  offline წევრი Lana Tomlinson

კარგია,გააგრძელე.ალექსანდრეს და ემილის ისტორია ძალიან მაინტერესებს am

 


№4  offline წევრი natia-natia

რატო მაწვალებ. ჰა მალე დადე ახალი თავი

 


№5  offline წევრი crease girl

Au ra pataraa ra aris es :(( :/?? :,(

 


№6  offline წევრი eto-elene

ძალიან მაგარი იყო გაგრძელე

 


№7  offline წევრი crease girl

He gelodebit dade male raa :(((

 


№8  offline წევრი Tako(Psycopath)

ლუკა ნახე შენ? ეს რა რომანტიული ყოფილა აზრზე ხართ ? ნუ მართალი მე დიდა არ ვგიჟდები(უფროსწორად ვერ ვიტან) რომანტიკაზე, მაგრამ ვინც თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცს ელოდება და რომანტიკა უყვარს მისთვის ზედმეტად კარგია ეს ჩვენი ბიჭი ლუკაჩო.
და და დააამმ...(ეს ისე.უფრო მეტი ეფექტურობისთვის) აი დადგა ის ნანტრი დრო, როდესაც ისტორია ჩემთვის ყველაზე საინტერესო ფაზაში შედის. სწორედ ამიტომ მომდევნო თავი რაც შეიძლება მალე ატვირთო. ასე და ამგვარად დაგევალა უახლოეს მომავალში ახალი(თანაც მსუყე) თავის ატვირთვა. ❤️

 


№9 სტუმარი რუსო გაბრიჭიძე

აუ მალე დადე რა love

 


№10 სტუმარი რუსო გაბრიჭიძე

აუ დადე რა დროზე

 


მაგარი ხარ რააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent