ლორა და გრენუი #9
-რაააააააა?!-იმხელაზე ვიყვირე ჩემივე ხმის შემეშინდა.-თხოვდები?ვისზე...კიარადა.რატო?აუ რაებს ვბოდავ.მოიცა,ამიხსენი რა ხდება ახლა სწრაფად. -გუშინ მე და გოგამ მოვილაპარაკეთ,რომ უნდა გავიპაროთ და გონიოში გვინდა წასვლა.სწრაფად ჩაიცვი და წამოდი შენც,სანდროც მოდის. -ოხ,მასე დაგეწყო შე ქალო.მე მეუბნებოდი გუშინ რამ გადაგრიაო და შენ რაღამ გადაგრია.იმისთანა რაზე ისაუბრეთ გუშინ რომ გათხოვება გადაწყვიტე?ჰა?ჰაა თქვი შე მაიმუნო-ის იქიდან იცინოდა,მე აქედან. დღე მშვენივრად დაიწყო.გარეთ მზე იყო,სახლში მარტო ვიყავი,დაქალი მითხოვდებოდა და ზღვაზეც მივდიოდი,სანდროსთან ერთად.უცებ დავლიე ყავა .პარალელურად ტანსაცმლის და საჭირო ნივთების ჩანთაში ჩაყრა დავიწყე.ცოტა ფული მამას ავაცალე ვითომ დამალული ადგილიდან და გიჟივით დავეშვი კიბეებზე,რომლის ბოლოსაც სანდრო მელოდებოდა გაშლილი ხელებით. მანქანებით წავედით.რამდენიმე საათი ვიმგზავრეთ და ბოლოს დაღლილები ორსართულიან სახლს მივადექით, პირდაპირ ზღვის სანაპიროსთან.გადმოვიბარგეთ როგორღაც და ოთახებში გადავნაწილდით.სულ ორი საძინებელი იყო.გვანცას არ უნდოდა გოგასთან ერთად ყოფილიყო მარტო,მაგრამ ვინ რას ეკითხებოდა. მე სანდროსთან ერთად ვიძინებდი,მაგრამ შევთანხმდით,რომ მხოლოდ დავიძინებდით და სხვა არაფერი არ მოხდებოდა. ძალიან კი გვეზარებოდა,მაგრამ ბიჭების დაჟინებული მოთხოვნით მაინც ვიფუსფუსეთ სამზარეულოში და საღამოს ყველა ერთად მივუჯექით „ძმობის მაგიდას“. მთელი დღის განმავლობაში გვანცა და გოგა ერთმანეთს არ მოშორებიან.დადიოდნენ მიწებებულებივით და ამხელა ბიჭი,სანდროზე უარესად,ცანცარებდა. საღამოს ეზოში კოცონი დავანთეთ და წრეზე შემოვუსხედით, დანახშირებული სიმინდის ჭამის ფონზე. სანდრომ და გოგამ დაიწყეს ბავშვობის ისტორიების მოყოლა.თითქმის შუაღამემდე ვიჯექით გარეთ და ვუსმენდით ერთმანეთის სულელურ, მაგრამ ძალიან სასაცილო ისტორიებს.ძილი არ გვინდოდა,მაგრამ თვალები აღარ მემორჩილებოდნენ.ბიჭები კოცონს აქრობდნენ.მე და გვანცა ავედით ოთახებში . -თეეკ,არ მინდა გოგასთან ერთად მარტო ოთახში.წამო რა შენც. -სად უნდა წამოვიდე გოგო,გინდა გოგამ გადმომაგდოს ფანჯრიდან? -აუუ,არ მინდაა....მეშინია.... -კაი რა ბავშვივით იქცევი მართლა,რომ მოდიოდი არ იცოდი რაც გელოდა წინ?უი,მართლა შენები რომ არ რეკავენ რა მოატყუე მაგისთანა... -არ მომიტყუებია არაფერი.წერილი დავუტოვე და ტელეფონიც გათიშული მაქვს.ცოტა რომ შეეჩვევიან და გონზე მოვლენ მერე მე დავურეკავ. -მანანა გაგიჟდება.გადაგაცლის ალბათ თმას რომ გნახავს და გეტყვის „ეს როგორ გამიკეთე,გვაანც,დედა.“-მანანასთვის დამახასიათებელი მოძრაობა გავაკეთე-ქართველი დედაა მაინც... -ჰოო,ალბათ... -რას ამოიოხრე.ახლა არ თქვა ვნანობ რაც გავაკეთეო. -არა არ ვნანობ თეკ,მაგრამ ასე უცებ არც მე ველოდი გოგასგან ასეთ შემოთავაზებას...ჩემი თავისაც მიკვირს,რამ გადამაწყვეტინა,რამ გადამრია აქ რომ წამოვედი. -მთავარია შენ არ ინანო და ყველაფერს ეშველება.... საუბარი შევწყვიტეთ,რადგან კიბიდან ბიჭების ხმა ისმოდა. -ჩემი გოგო აქ არის?-თავი შემოყო გოგამ,გვანცა რომ დაინახა ხტუნვით შემოვიდა და ხელში აყვანილი გააქანა ოთახიდან. -ჩემი გოგოც აქ ყოფილა-ეს უკვე სანდრო იყო.კარებთან იდგა და მიღიმოდა.ნელი ნაბიჯით წამოვიდა და მისი ღიღინის ფონზე დავიწყეთ ვითომდა ვალსის ცეკვა. -მომწონს ეს მუსიკა. -სპეციალურად შენთვის შევქმენი. -და რითი დავიმსახურე? -უბრალოდ რომ არსებობ მაგით. აბაზანა მივიღე და მთელი დღის დაღლილი,ემციურად თუ ფიზიკურად, ერთიანად ჩამოვირეცხე.სანდროს ჩავეხუტე და ასე გადაკვანძულებს გვეძინა გათენებამდე.. -თეეკ,გაიღვიძე.-სანდრო იყო. -რა ხდება?-გიჟივით წამოვფეთიანდი,რადგან ვიფიქრე სანდრო ტყუილად არ გამაღვიძებდა. -ადექი,რაღაც უნდა განახო.ვიცი,მოგეწონება. სწრაფად ჩავიცვი და გავყევი.მზე ჯერ კიდევ არ ამოსულიყო.ციოდა,და ამ სიცივის ფონზე ცხელ ყავას ვეხუტებოდი თითებით.მიმოზის ბუჩქების გავლით სანაპიროსთან ჩავედით,სადაც მინი შეზლონგები უკვე დაელაგებინა სანდროს. -მოიცა,აქ იყავი და ორ წუთში მოვალ. ისევ აირბინა სახლში,მაგრამ მზემ ფეხები გადმოყო უკვე. -სანდროოო.მზე ამოდის სწრაფააად-ვუყვიროდი,მაგრამ მეეჭვება გაეგონა ტალღების ფონზე ჩემი ხმა. სანდრო სირბილით დაბრუნდა ცალ ხელში მიმოზების უზარმაზარი თაიგული ეჭირა,მეორე ხელში ციფრული ფოტოაპარატი. -ივნისის ღამესს გაგიცანი,გეძახდი ლორას მე კი,თვითმარქვიამ,დავირქვი გრენუი საოცარია,ანგელოზს თეკლე რომ ექვას და მიითვისოს თავისთვის,მახინჯმა გრენუიმ -გზაში მოფიქრებული ლექსი შენ,მიმოზები შენ,ეეს კოცნაც შენ და გაოცებული სახით ნუ მიყურებ სურათი უნდა გადაგიღო.- მომაჩეჩა ეს ყვავილები და თეატრალურად დაამთავრა ლექსის წაკითხვა.ყველაფერი ისე უცებ გააკეთა გააზრებაც ვერ მოვასწარი. -სანდრო ნუ დარბიხარ წინ და უკან,თავბრუ დამეხვა. -ძალიან მაგარი სურათებია.გამიღიმე ჩემი გოგო...აასე.კაი გვეყო ახლა და შევეგებოთ მზეს. მზესთან შეგებების პროცესი მართლაც სასიამოვნო და ძალიან ლამაზი აღმოჩნდა.დრო და დრო სანდრო მაინც იღებდა სურათებს,მაგრამ მე ჩემს სტიქიაში ვიყავი და ყურადღებას აღარ ვაქცევდი.ბოლოს ისიც დაიღალა.მომიჯდა და(როგორც ყოველთვის) გადავეკვანძეთ ერთმანეთს. -აჰაა ნორმალური ადამიანები არ არიან?!ჩამოსულან და უყურებენ მზის ამოსვლას.-გოგა იყო, დასიებული თვალებით და სუპერგაბურძგნული თმით.-შენი დაქალი ვერ ავაყენე საწოლიდან. -მოდი,ფეხზე დგახარ მაინც,ერთი სურათი გადაგვიღე. -სანდრო არ მინდა ამდენი სურათები რა.ვერ ვიტან სურათების გადაღებას ხომ იცი....-მაგრამ ვინ გაცლის საუბარს, დამიწყო ღუტუნი და ჩემმა წივილმაც არ დააყოვნა.ქვიშაში ბეხები მეფლობოდა და ნორმალურად ვერ ვახერხებდი გაქცევას.სანდროც მომყვებოდა უკან,როგორც მდევარი დაჭრილ შველს.გოგა კი გვიღებდა სურათებს და ჩვენ სულელურ ქცევებზე იცინოდა. ბევრი სირბილისა და ყვირილის შემდეგ სახლში დავბრუნდით,სადაც გაბრუებული გვანცა ყავას გვიკეთებდა. -მონაკოს პრინცესას გაუღვიძია.-შესძახა გოგამ და ორმეტრიანი ხელები შემოხვია. -აბა როგორ გეძინა ქალბატონო?-რთული დასადგენი არაა,რომ ძილს სულაც არ ვგულისხმობდი.პასუხი არ გამცა.მტრული თვალებით ამომხედა და დამიბრიალა. საჭმელი ვჭამეთ და ისევ სანაპიროსთან ჩავედით.ბიჭები მალევე ავიდნენ სახლში სამუშაო გვაქვსო.მე კი დრო ვიხელთე და დაწვრილებით გამოვკითხე გვანცას წინა ღამის ამბები.უცხო და გაუგებარი არაფერი უთქვამს,მაგრამ დარცხვენილი იყო. -გუშინ მითხრა,ჯვარი დავიწეროთ აქ და ისე დავბრუნდეთ თბილისშიო. -ოხ!ბიჭი დროს არ კარგავს. -თქვენზეც ვისაუბრეთ... -სხვა საქმე არ გქონდათ ჭორიკნებო?რაზე ისაუბრეთ. -მე მინდა რომ შენ იყო ჩემი მეჯვარე,გოგას უნდა რომ სანდრო იყოს იმის მეჯვარე,მაგრამ არ გამოდის...თქვენ რას აპირებთ. -რავიცი,მე ვიქნები შენი მეჯვარე,მაგრამ სანდრო... -არა,სხვა რამეზე გეკითხები.ჩემი მეჯვარეობა დაივიწყე.თქვენ რას აპირებთ მომავალში.არაფერს გეუბნება? -არა,რავიცი...არ გვქონია მაგაზე საუბარი ჯერ... -არც შენ გიფიქრია მის ცოლობაზე? -რა კითხვებს მისვავ გვანცა,არ ვიცი...არა,არ მიფიქრია. -რა უცნაურები ხართ ორივე... -უცნაურობის რა შეგვამჩნიე.როცა დადგება მაგის დრო ვისაუბრებთ და შევთანხმდებით კიდეც რამეზე..ალბათ. -ჰოო,ალბათ.თქვენი საქმისა თქვენ იცით,მაგრამ მე და გოგამ სერიოზულად რომ „დაგიაბგონეთ“ თუ ამჩნევ.ჩვენი შვილების ქორწილში ისევ ცალ-ცალკე მოხვალთ მგონი. -დიდი ხანია გათხოვდი ქალბატონო.?!წარმოგიდგენია,ძიძიგური ხარ უკვე.გვაანცა ძიძიგური.-ორივე ფიქრებში გადავეშვით-გახსოვს,კლასელებს რომ დავცინოდით ხოლმე შეყვარებულები რომ ჰყავდათ?!ვერასდროს წარმომედგინა,რომ შეიძლებოდა ვინმე გვყოლოდა.რა წარმოუდგენელიც ესაა,მაგრამ....მაინც. -ხოო და ვინმე რომ გეტყოდა მომწონხარო,მეორე დღეს აღარ ჩანდა ეგეც გახსოვს? -არადა,არაფერს ისეთს არ ვეუბნებოდი დედას გეფიცები.. -ისეთი რაა,ერთხელ რომ შევესწარი მასეთ სიტუაციას,ეუბნებდი მამაჩემი კანონიერი ქურდია და ფეხებით დაგკიდებსო.სხვა დროს რაებს ეუბნებოდი ღმერთმა იცის...-გულით ვიცინოდით ორივე. -არადა,თითქოს,არც ისე დიდი ხნის წინ იყო ეს ყველაფერი და ახლა რა შორეულ წარსულად გვეჩვენება. -ჰოო თეკ,სწრაფად გადის დრო. -მე კი მგონია,რომ ვერაფრის გაკეთებას ვერ ვასწრებ.არ მინდა ისე მოვკვდე აქაური საქმეები აწეწილი დამრჩეს.არადა,ვგრძნობ,დიდი დრო არ მაქვს დარჩენილი... -რას ბოდავ გოგო,გაჩუმდი. -არადა,ბოდვა სულაც არაა...კაი მოვრჩეთ ამაზე საუბარს და ავხედოთ ბიჭებს,იმედია გადამწვარი არ დაგვხვდება იქაურობა. გადამწვარი არ ყოფილა არაფერი.პირიქით,დესერტს გვიმზადებდნენ ნაყინებით,ბანანებით და კიდევ რაღაცებს ურევდნენ ბლენდერში.შედეგი უგემრიელესი იყო. მთელი კვირა ვგიჟობდით და ვმაიმუნობდით,როგორც შეგვეძლო.ხან სირბილში ვეჯიბრებოდით ერთმანეთს,ხან კარტის თამაშში სურვილებზე. ერთ დღეს ცურვაში მოიგონეს შეჯიბრი.მე,ვინაიდან და რადგანაც,არ ვიცოდი ცურვა ნაპირზე დავრჩი და დაველოდე,როდის ინებებდნენ გამოსვლას ზღვიდან. სანდროს ტელეფონმა დარეკა.საკმაოდ შორს იყვნენ გასულები და დაძახებასაც არ ქონდა აზრი.რუსულად მოსაუბრე მამაკაცი იყო.მკითხა ვინ ვიყავი და კიდევ რაღაცებიც აინტერესებდა,მაგრამ მხოლოდ ის ვუთხარი,რომ სანდროს მეგობარი ვიყავი და მას არ ეცალა.დამიბარა,მიხაილი ვარ და სანდროს გადაეცი შორს აღარ გაცუროსო.არ ვიცოდი ვინ იყო მიხაილი,ან საიდან იცოდა,რომ სანდრო ზღვაში ცურავდა.ვიფიქრე, ვინმე საქმიანი პარტნიორი იქნებათქო.დიდად ყურადღება არც მიმიქცევია,მაგრამ სანდროს რომ გადავეცი მისი დანაბარები საშინლად გაბრაზდა და მითხრა სულ რომ ტელეფონი აფეთქებულიყო რეკვით აღარ მეპასუხა. იმ საღამოს,გოგა და სანდრო საათობით იყვნენ ჩაკეტილები მიწისქვეშა მარანში და ვინ იცის რაზე საუბრობდნენ.დროდადრო,რომელიმეს ხმამაღალი ყვირილი ისმოდა.მე და გვანცა მისაღებში ვიჯექით ცხელი შოკოლადით ხელში და ერთმანეთს დაძაბული სახეებით ვუყურებდით. ბოლოს,კიბეებთან ჯერ გოგა გამოჩნდა,მერე სანდრო.გაფითრებული სახეები ქონდათ ორივეს.ხელი მომკიდა და ოთახში ავედით სალაპარაკო გვაქვსო.კანკალებდა.დასჯილი ბავშვივით ჩამოვჯექი საწოლზე და სანდროს წინ და უკან სიარულს ვუყურებდი. -მიხაილი ის რუსია...ადრეც ხომ მაქვს ნათქვამი მის შესახებ..და იცის,რომ აქ ვართ.ისიც აქაა ჩამოსული.შენ შესახებაც იცის როგორც ჩანს...დანარჩენებზეც.წეღან დავურეკე და შევთანხმდით,რომ ხვალ ვნახავ.რამენაირად შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ. დაბნეული და არეული იყო,თითქოს თავის თავს ესაუბრებოდა.არც ვიცოდი რა მეთქვა.კითხვები მაწუხებდა,მაგრამ არ მინდოდა წყობილებიდან გამომეყვანა სანდრო,ასე რომ, ჩუმად ვიჯექი და ვუსმენდი. -...გოგა აქ დარჩება თვენთან,მერე ბიჭებიც ჩამოვლენ თბილისიდან და ისინი მოგხედავენ.თქვენი აქ დარჩენა არ შეიძლება. -შენ როდის ჩამოხვალ მერე... -არ ვიცი.ეს რთული საქმეა თეკლე.შეიძლება,სანამ თქვენ ჩახვალთ თბილისში მე დაგხვდეთ იქ.ან საერთოდ ვერ ჩამოვიდე...გააჩნია,როგორ წავა მოლაპარაკება. -რას ნიშნავს საერთოდ ვერ ჩამოხვიდე. -თკლე გააჩნია,როგორ წავა მოლაპარაკება.შეიძლება,დავკლათ და დავხოცოთ ერთმანეთი იქვე.ან საერთოდ,ხელგადახვეულები გამოგეცხდოთ.არ ვიცი,არ ვიცი,არაფერი აღარ ვიცი უკვე..-საწოლზე ჩამოჯდა ისიც და სახე ხელებში დამალა.ზუსტად თუ არა,მიახლოებით მაინც ვიცოდი რაც ხდებოდა,მაგრამ არ მინდოდა ცუდზე ფიქრი.მჯეროდა,რომ ყველაფერი კარგად დამთავრდებოდა. ღამით არცერთს არ გვძინებია.მთელი ღამე ფანჯარასთან იდგა და სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა. -მინდა რომ ბავშვი გვყავდეს.-სიჩუმეში ისე მკაფიოდ და მოულოდნელად გაისმა,შევხტი.არც მობრუნებულა ისევ გარეთ იყურებოდა-თუ დავბრუნდი,ცოლად მოგიყვან.ვიცი,რომ შენც გინდა,უბრალოდ ჯერ ვერ ხვდები მაგას.არ გიფიქრია.მე კი სულ მაგაზე ვფიქრობ…..რას იტყვი? -სანდრო... -პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების გეშინია,ვიცი.სულ ეგრე იქნები,თუ არ მიეცი შენს თავს ცოტათი ბედნიერების უფლება.ოჯახი, ქმარი,ბავშვი ოდესმე ხომ გეყოლება.დრო რატომ უნდა დაკარგო. -გათხოვება და ოჯახის შექმნა ჩემთვის გასართობი თემა არაა სანდრო.და მერე ბავშვი,სათამაშოზე ხომ არაა საუბარი.ან ასე უცებ რამ მოგაფიქრა. -ისედაც ვფიქრობდი,მაგრამ ახლა უცებ მომინდა,რომ პატარა გვყავდეს და შენ ჩემი ცოლი გერქვას.-ნელა წამოვიდა და საწოლზე მოწყვეტით დაეშვა-მგონი,გოგასი ცხოვრებაში პირველად მშურს. ამოხოხდა და ჩამეხუტა.თავი მუცელზე დამადო,თითქოს რამეს უსმენდა. -პასუხი არ გითქვამს... -რაზე. -ჩემს ცოლობაზე.მართალია,ოფიციალურად არ მითხოვია,მაგრამ რას ფიქრობ ეგ მაინც მინდა ვიცოდე. -როგორც წეღან თქვი,არ მიფიქრია ამაზე.არ მინდა ცუდად გაიგო,მაგრამ არ ვიცი,მართლა არ მიფიქრია...ჩემი თავი ცოლის ამპლუაში ვერ წარმომიდგენია. -შენ ვერც იმას წარმოიდგენდი,რომ შეგიყვარდებოდა ვინმე,მაგრამ ახლა ზუსტად შენი შეყვარებული გეხუტება და ცოლობაზე და ჭეშმარიტებაზე გესაუბრება.ხომ გიყვარვარ? -ნუ სულელობ სანდრო.-თმაზე დავუწყე თამაში. -მითხარი რომ გიყვარვარ,მაინც არ მოგეშვები. -მიყვარხარ.დაწყნარდი ახლა და დავიძინოთ,თორემ დაგვათენდა. -უფრო ხშირად უნდა ვეუბნებოდეთ ერთმანეთს,რომ გვიყვარს და ვგიჟდებით.რა ვართ ამისთანა უემოციოები,ცივები,გულქვები და რავიცი კიდევ რა... -უჯიშოები,როგორც გოგა იტყოდა. -უჯიშო თვითონაა.კაი დავიძინოთ... კიდევ დიდი ხანი ვერ შევძელი დაძინება.არც სანდროს ეძინა,სუნთქვაზე ვხვდებოდი,მაგრამ ორივე ჩუმად ვიყავით.ვცდილობდი, წარმომედგინა საკუთარი თავი,როგორც სანდროს ცოლი.ფიქრებმა ისევ მიმტყუნეს არაფერი გამოვიდა.სანდრო მიყვარდა,მართლა ძალიან მიყვარდა,მაგრამ ოჯახი მეტისმეტად დიდი პასუხისმგებლობა იქნებოდა ჩემთვის.თუმცა,როგორც ყოველთვის,ჩემზე უკეთ სანდრომ იცოდა რა მინდოდა.იქნება მეცადა კიდეც...საკუთარ თავს არაფრის შანსს არ ვაძლევდი არასდროს,მერე კი ვწუწუნებდი არაფერში არ მიმართლებსთქო. ცამ ფერი შეიცვალა,რაც იმის მანიშნებელი იყო რომ თენდებოდა.მზის სხვივები აღარ დამინახავს,რადგან ჩამეძინა. -თეეკ...თეკ!გაიღვიძე უნდა წავიდეთ. -რა ხდება. -ადექი უნდა წავიდეთ. -სანდრო სადაა.-გვანცამ თავი დაღუნა.სანდრო წასული იყო უკვე.-დამპალი!რატომ არ დამემშვიდობა.ხომ იცოდა,რომ გავგიჟდებოდი,რატომ არ გამაღვიძა.სანდროოო მოგკლავ იცოდე!-სასწრაფოდ წამოვვარდი და გამზადება დავიწყე. დიდი დრო არ დამჭირვებია.ერთ საათში მზად ვიყავით გასასვლელად და საღამოს უკვე თბილისში ცხელი ჩაით ხელში წინ და უკან დავრბოდი.სანდროსგან არაფერი ისმოდა.გოგასაც გათიშული ჰქონდა ტელეფონი და გაგიჟებული გვანცა ყოველ წამს მირეკავდა,იმის გასაგებად რამე ხომ არ გავიგე ახალი. ჩემებს ყველას ეძინათ.მე ისევ მისაღებში ვიდექი ფანჯარასთან და თვალებგაფართოებული ,უაზროდ გავყურებდი ჰორიზონტს.უკვე შუა ღამე იყო და ჯერ კიდევ არაფერი ვიცოდი სანდროზე.იქნება...არა! ცუდზე ფიქრის უფლება არ მქონდა. ყავა გავიკეთე,უკვე მერამდენედ.ტელეფონს ხელიდან არ ვაგდებდი და ეზოში ყოველ შემოსულ მანქანაზე აივანზე გავრბოდი.ლოდინი და არაფრის ცოდნა ნერვებს მისპობდა. ისევ ყავა,ისევ წინ და უკან სირბილი და მერე კარის ხმა... შომოსასვლელში გავვარდი სანდროს ნახვის იმედით და გოგა შემრჩა.მარტო იყო. -სადაა.-გული უკვე მისკდებოდა ცუდი ამბის მოლოდინში. -ქვემოთაა. ორ წამში ეზოში ვიყავი და სანდროს ვეკვროდი.ისეთი გრძნობა მქონდა,თითქოს ხელახლა დავიბადე. -რა მოხდა.რაზე შეთანხმდით. -სახლში ავიდეთ და აგიხსნი ყველაფერს. -მოიცა....ჩემები არიან იქ.სძინავთ... -უნდა გავღვიძოთ, მამაშენთან მინდა საუბარი. -რა?მამაჩემთან?რაზე?-დავპანიკდი უცებ. -ცუდზე არაფერზე.შენც გაიგებ,წამოდი.-წამოდი კარგია,ფეხბი უკან მრჩებოდა.მამაჩემთან დალაპარაკება რაღაც ოფიციალურად ჟღერდა. გოგა დივანზე წამოწოლილი დაგვხვდა და ნახევრად ეძინა.ხმაურზე გამოფხიზლდა და მამაჩემის გაოგნებულმა მზერამაც არ დააყოვნა. -გამარჯობა ბატონო დავით,მე სანდრო ვარ ნუცუბიძე,თეკლეს შეყვარებული.-გული თუ არ წამივიდოდა არ მეგონა.ძალიან თამამად ჩამოართვა სანდრომ ხელი მამაჩემს,გამიკვირდა.მამაჩემსაც თავისთავად. -თქვენთან მინდა საუბარი და თუ არ შეგაწუხებთ ძალიან, ნახევარი საათი დამითმეთ. სანდრომ თითით მანიშნა გავყოლოდი მეც.გოგა და სანდროს დაცვა მისაღებში დარჩნენ,სადაც უკვე გაღვიძებული დედა ყავას უდუღებდა. სამკითხველო ოთახში შევედით. მამამ მაგიდასთან მოიკალათა და სანდროც ახლოს მიუჯა სერიოზული გამომეტყველებით.მე სარწეველა კრესლოში ჩავეშვი და ნერვიულობით უფრო ვქანაობდი,ვიდრე ინერციით. -ბატონო დავით,თავიდანვე მინდა გითხრათ,რომ თქვენს წინააღმდეგობას არ აქვს აზრი.იმიტომ მოვედი,რომ პატივს გცემთ და მინდა ყველაფრის საქმის კურსში იყოთ.ახლა კი საქმეზე გადავიდეთ... მოკლეთ,მეგობრებო საქმის ვითარება ასეთი იყო.მისაღებში დარჩენილი სამი უცნობი სანდროს დაცვა იყო,ოღონდ იმ ვიღაც მიხაილის გამოგზავნილი.შეთანხმებას რაც შეეხება.რუსი მილიონებს კი არა, ჩემს თავს ითხოვდა.სანდროც „დათანხმდა“ და ჩემი რუსისთვის გადაცემით და „დინასტიური ქორწინებით“ ,მიხაილის ძმის შვილთან, უნდა დამთავრებულიყო მათი მტრობა.ყოველგვარი სისხლის აღების გარეშე.ეს ოფიციალური შეთანმხმება ,მაგრამ რაც შეეხება რეალობას.ბარგს ჩავალაგებდი და გავყვებოდი სანდროს.მიხაილის გამოგზავნილ ხალხს გოგა და ბიჭები მიხედავდნენ და სანამ რუსი გაიგებდა საქმის ვითარებას,მე და სანდრო,გავფრინდებოდით ჯერ უკრაინაში,მერე პორტუგალიაში სანდროს ნათესავებთან. პარალელურად,სანდრო გადაურიცხავდა საბანკო ანგარიშზე სრულ თანხას და ამრიგად,რუსს არანაირი პრეტენზია აღარ ექნებოდა არც ჩემზე და არც მილიონებზე. ყველაფერი ჰოლივუდური ფილმის სცენარს გავდა. მამაჩემი გაოცებული სახით გვიყურებდა ჯერ სანდროს,მერე მე. მიხვდა, რომ მეც არ ვიცოდი არსებულ გეგმაზე არაფერი.მოგვიანებით შემოსული დედაჩემი ტიროდა.დედაჩემის დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, შევკარი ჩემი ჩემოდანი და ბევრი ცრემლების ფონზე მაინც დავემშვიდობე. მე და სანდრო ერთ მანქანაში ვიჯექით და წინ მივდიოდით.უკან მოგვყვებოდა მიხაილის ხალხი.მათ უკან კი გოგა და ბიჭები. მანქანაში ჩაჯდომისთანავე სანდრო მაფრთხილებდა არ მენერვიულა და პანიკაში არ ჩავვარდნილიყავი.რა გასაკვირიც არ უნდა იყოს,მშვიდად ვიყავი.უცნაურად მშვიდად.ერთი ხელით მანქანას მართავდა, მეორე კი ერთმანეთისთვის გვქონდა ჩაჭიდებული მაგრად. მაგისტრალზე უნდა გავსულიყავით უცებ რომ მოაბრუნა მანქანა და საოცარი სისწრაფით ვბრუნდებოდით აეროპორტისკენ.უკან გახედვის მეშინოდა,მაგრამ სარკეში დავინახე,როგორ დაეჯახა გოგას მანქანა რუსებისას და სროლა დაიწყო.ყურებზე ხელები ავიფარე,რადგან არ მინდოდა გამეგო საშინელი ხმაური. -ხომ შეიძლება რამე დაემართოთ მათ,გოგას სანდრო.გვანცა არასდროს მაპატიებს ამას.დავბრუნდეთ უკან რა... -უკან დაბრუნების დრო აღარ გვაქვს.გოგას არაფერი მოუვა და დამშვიდდი თეკლე პანიკის დრო არ არის. -გვანცა არ მაპატიებს სანდრო.ბავშვს გოგას გარეშე როგორ გაზრდის.დავბრუნდეთ ძალიან გთხოვ.-ვტიროდი კი არა არაადამიანურ ხმებს გამოვცემდი უკვე. -ბავშვს?რომელ ბავშვს. -დღეს მითხრა,რომ ფეხმძიმედაა. -ფუ ამის დედა ****.არაფერი მოუვათ, გოგა დაბრუნდება და მიხედავს ორივეს.შენს უკან წაყვანას არ ვაპირებ,თუნდაც არ დაბრუნდეს გოგა... ერთმანეთს უაზროდ ვუყვიროდით. თბილისიდან როდის ავფრინდით ან როდის დავეშვით კიევში არ მახსოვს. სასტუმროს ნომერში, საწოლზე, ქუჩის ძაღლივით ვიყავი მობუზული. სანდრო ტელეფონზე იყო ჩამოკიდებული და დარბოდა ოთახის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში. -ადექი,ჩავიდეთ რესტორანში და ვჭამოთ რამე. მეორე დღე იყო,რაც კიევში ვიყავით და ჯერ საჭმელი არ გვეჭამა არცერთს.მგელივით ვიყავი. -ახალი ამბავი მაქვს. -გირჩევნია კარგი ამბავი იყოს... -კიი კარგი ამბავია.გოგა დაჭრილია... -რაა?აკი კარგი ამბავიაო?!სადაა დაჭრილი.... -მომისმინე ადამიანო,ჯერ არ დამიმთავრებია.მხარშია დაჭრილი და არაფერი არ დაემართება.შეხვეული აქვს და ქორწილამდე აღარც ემახსოვრება ალბათ.მიხაილს თანხა ჩაერიცხა სრულად...კმაყოფილია ერთი სიტყვით ,მიუხედავად იმისა,რომ სამივე დაცვის წევრი მკვდარია. -ჩვენ ბიჭებს რა დაემართათ ან პოლიციამ არ დაიწყო გამოძიება?! -ჩვენი ბიჭები კარგად არიან წეღან ველაპარაკე ყველას.პოლიცია კი... ხომ გაგიგია ფული ჯოჯოხეთს ანათებსო.თან მიხაილმა იმ ღამესვე გააქრო იმათი ცხედრები.პოლიციისგან პრობლემები არც იმას აწყობს. -ანუ ამის მერე აღარ შეგვაწუხებს? -არა.-ცხვირზე მომჩმიტა-ახლა კი ვჭამოთ,ორი დღეა ვშიმშილობთ ისედაც. მადიანად შევექცეოდით საჭმელს.ბოლოს,რომ მივხვდით სუნთქვა აღარ შეგვეძლო ვინებეთ რესტორნიდან გამობრძანება.შევჩენკოს გამზირიდან პერემოის პროსპექტამდე ფეხით ვიარეთ.ახალი ნაწვიმარი იყო და საკმაოდ ციოდა.ორივე მაისურებით ვიყავით. -წამოდი ვიყიდოთ რამე,თორემ შენც გაიყინე და მეც. მაღაზიას “11სარკე“ ერქვა,არ ვიცი კიდევ თუ არსებობს.ყველაზე სწორად შერჩეული სახელი რაც კი ოდესმე მინახავს.შესასვლელში სარკეები იყო ყოველი მხრიდან და მიტოვებდა შთაბაჭდილებას,თითქოს არეალურ სამყაროში ვიყავი.ფასებიც საკმაოდ არარეალური იყო,მაგრამ ვის ადარდებდა.მხოლოდ ერთ პიჯაკში 3000 ევრო გადაიხადა.ვიცი რას ნიშნავს კარგი ხარისხი და ბრენდი,მაგრამ ყოველთვის უაზროდ მივიჩნევდი ამხელა თანხის ტანსაცმელში გადახდას.თბილი სპორტული ჟაკეტი ვიყიდე მე და დავბრუნდით „პრემიერ პალას ჰოტელში“. საღამოს კიდევ დიდხანს ესაუბრებოდა სანდრო მიხაილს და როგორც ჩანდა,საქმე უკეთესობისკენ მიდიოდა.აშკარად გახარებული იყო. -რამდენი ხანია ჩემს გოგოს არ ჩავხუტებულვარ.მომენატრე იცი? -სხვათა შორის წეღან მეხუტებოდი. -არაა,აი სხვანაირად მინდა ჩახუტება.ძვლების მტვრევის ხმა რომ გავიგონო ისე.მოდი რა.-ნელი ნაბიჯით წამოვიდა. -არაა სანდრო ეგ იდეა არ მომწონს.ყოველთვის ჩალურჯებულს მტოვებ ხოლმე.არ მომწონს ეგეთი ცახუტებები მე. -კიი მოგწონს.ძალა რომ გამოგეცლება მერე შენც ხომ მეხუტები ხოლმე?!კარგი რა მოდი, ნუ დახტუნაობ.-უცებ მტაცა ხელი და ადგილიდან განძრევის საშუალება არ მომცა.-ამდენი პრობლემის გადამკიდე თითქოს დაგვავიწყდა,რომ ერთმანეთი გვყავს.შენი თმის სუნიც დამავიწდა,შენი ტუჩების გემოც...ისევ ისეთი ტკბილი ყოფილა. გული აგიჩქარდა...ანუ შენც მოგნატრებივარ. -რომ გითხრა არ მომენატრეთქო დამიჯერებ? -ნწ...იცი,შენთვის სიურპრიზი მაქვს. -ოჰო!აბა მაჩვენე. -ვერ დაინახავ.ისეთი საჩუქარია,რომელიც უნდა იგრძნო,გააკეთო და სიამოვნება მიიღო.-ხელი კისრიდან ზურგზე ჩაასრიალა და მაისური გამხადა.მივხვდი რომელ სიურპრიზსაც გულისხმობდა.ხელები ისევ თმაში ახლართა და ტუჩები ტუჩებზე მომაწება.ვიგრძენი მართლა მომნატრებოდა.ყველაფერი ისე უცებ და სწრაფად ხდებოდა ჩვენ გარშემო გააზრებასაც ვერ ვასწრებდი.ურთიერთობაც ცნაურად დავიწყეთ და ახლაც,კოცნიდან გაგიჟებულ სექსამდე როდის გადავედით ვერ გავიზარე.მის მკვრივ,დაკუნთულ და გარუჯულ მკლავებს ვგრძნობდი მთელს სხეულზე,რომელიც სუროსავით მიჭერდა და განძრევის საშუალებას არ მაძლევდა.წამიერად ჰაერი არ მყოფნიდა,მაგრამ მისი ერთი კოცნა და ისევ ამ სამყაროში ვბრუნდებოდი.მეწებებოდა მთელი თავისი სხეულით.დროდადრო ჩამჩურჩულებდა ყურში რაღაცას,მაგრამ დანამდვილებით ვერ გეტყვით რას.მე ჩემს სტიქიაში ვიყავი.დაფრინავდი მილიონ სამყაროში და ყველა მათგანი გასაოცარი იყო.სულ ერთი წამით წარმოვიდგინე,რომ გონიოში ვიყავით ისევ,ზღვის სანაპიროზე.მე და სანდრო ჩახუტებულები და გვერდით გოგა და გვანცა უკვე გაბერილი მუცლით.სასიამოვნო შესახედი იყო.თითქოს, შორიდან მიმოზის სურნელიც ვიგრძენი. თვალები გავახილე და მომღიმარი სანდრო დამყურებდა. -რატომ იღიმი? -ჩაგეძინა. -?! -შუა სექსის დროს ჩაგეძინა. -დამცინი? -არა.მართლა ჩაგეძინა და მერე სიზმარში რაღაცებს იძახდი და საყარლად იღიმოდი.აშკარად კარგი სიზმარი ნახე. -ჰო...სიზმარი იყო.ვერ ვიჯერებ,რომ ჩამეძინა.რა სულელი ვარ. -დაღლილი იყავი.ხდება ხოლმე არაუშავს.სხვა დროს განვაგრძოთ. გულზე დამიწვინა და ისევ ძლიერად მიკრავდა.რა სასიამოვნოა,როცა შენი საყვარელი მამაკაცი გიხუტებს,მაგრამ შიშველი სხეულით თითქოს უკეთ გრძნობ მას.ორივემ დავიძინეთ.იმ ღამეს სიზმარში ისევ გვანცა ვნახე,ისევ გაბერილი მუცლით,მაგრამ წინ ცარიელი სარწეველა ედო ორი ადგილით.ხელშიც ორი ქუდი ეჭირა და მიღიმოდა. დილით მომსახურე პერსონალმა გაგვაღვიძა,საუზმე მოგვიტანა. -თეკლე სწრაფად თუ არ გამოხვალ მე გადავჭამ ყველაფერს და დარჩები ისევ მშიერი იცოდე. -გამოვდივარ უკვე ჰოო. პირსახოცი საჩქაროდ შემოვიხვიე ტანზე და გავედი.სანდრო უკვე წუპავდა წვენს. -ახალი ამბავი მაქვს. -ყოველ დილით ახალი ამბები გაქვს შენ სულ.რა ხდება? -თბილისში ვბრუნდებით საღამოს. -ურაააა.აეეე ოეეეეეეე აუ რაძააან გამახარეე-სიხარულისგან რა გამეკეთებინა აღარ ვიცოდი. -დაჯექი დროზე ჭამე და უნდა გავიდეთ გარეთ საქმე გვაქვს სანამ თბილისში ჩავალთ. -კაი არაა პრობლემა ჩემო სიხარულოოო.-ყელზე შემოვხვიე ხელები და კისერზე ხმაურით ვაკოცე. -ეგეთებს ხშირად რომ მეუბნებოდე არა?! -სიხარულოს და სიყვარულოს გულისხმობ?მერე ასეთი შესამჩნევი და სასიამოვნო აღარ იქნება.ასე რომ „პრაზნიკებზე“ გაგანებივრებ ხოლმე. ჩვენი ეგრეთ წოდებული საქმე შოპინგი აღმოჩნდა.უზარმაზარ მოლში წავედით და მილიონი რამ ვიყიდეთ.პარკებით დატვირთულები მოვდიოდით უკვე ბავშვთა მაღაზის რომ ჩავუარეთ. -სანდრო წამოდი რა პატარებისთვის რამე ვიყიდოთ? -ვინ პატარებისთვის. -გვანცას და გოგას პატარებისთვის.მგონია,რომ ტყუპები ეყოლებათ,თანაც ბიჭები და მინდა რემე ვუყიდო ლამაზი,საყვარელი... -კარგი,მაგრამ საიდან დაასკვენი,რომ ტყუპი ბიჭები ეყოლებათ. -სიზმარში ვნახე... გაოცებულმა შემომხედა,მაგრამ არაფერი შეიმჩნია.ქუდები,ფაჩუჩები და ძალიან ბევრი სათამაშოები ვუყიდეთ. ღამის 2საათზე უკვე სახლისკენ მივქროდით.მეგონა საუკუნე იყო გასული,რაც სახლში არ ვყოფილიყავი ისე მომენატრა.სახლში მისულებს გოგა,გვანცა,ნატალი,ვაკო და სხვა მეგობრები დაგხვდნენ სასტუმრო ოთაში გაშლილი სუფრით.მოკითხვის და ჩახუტებების შემდეგ გოგოები შევედით ჩემს ოთახში და გვანცას კიევში ნაყიდი საჩუქრები მივეცი. ცრემლები ვერ შეიკავა. -სიმართლე გითხრა ჯერ არ ვიცი ბავშვის სქესი,მაგრამ ძალიან ლამაზია ყველაფერი თეკ,მადლობა. -სამაგიეროდ მე ვიცი და მაგიტომ ვიყიდე ბიჭის ჩასაცმელი ორ-ორი. თითქმის დარწმუნებული ვარ,რომ ტყუპები გეყოლება. იმ ღამეს გავათენეთ მხიარულებაში.მქონდა უდიდესი თავისუფლების შეგრძნება.დიდი პრობლემები უკან მოვიტოვეთ და მომავალს იმედიანად ვუყურებდი.ყველაფერი თავის კალაპოტს უბრუნდებოდა.გვანცას მუცელი ებერებოდა დღიდან დღემდე და ერთ მშვენიერ დღეს ექოსკოპიაზე წასული ყვირილით მირეკავს ტყუპები მყავს, ორივე ბიჭიო. გვანცას და გოგას ქორწილს რაც შეეხება...კურიოზებით მოცული ქორწილი იყო,რომელიც მანამდე არსად მენახა.ჯერ იყო და გოგას ვერ პოულობდნენ ქორწილის დღეს.ხელის მოწერის ცერემონია არ შემდგარა.მხოლოდ ჯვარი დაიწერეს ისიც სახლის ჩუსტებში გამოწყობილმა,რადგან საქორწილო ჩოხა სად წაიღო არ ახსოვდა და ძლივს ნაპოვნი გოგა(რომელიც მანქანის საბარგულში აღმოჩნდა) სახლის ჩუსტებში იყო გამოწყობილი.იმის შიშით ,რომ ესეც არ ჩაშლილიყო ჯვრისწერის ცერემონიამ ყოვლად ორიგინალურად ჩაიარა. სანდრომ მოუხშირა ჩემთან, სახლში სტუმრობას,რაც ძალიან მახარებს.დედა ღიმილით იღებს და მამაც ცდილობს მასთან საერთო ენის გამონახვას. ჰო,მართლა ორი კვირის წინ ჩემს დას ქონდა ნიშნობა და ალბათ მალე გავიგებ კიდეც როდის გახდება ლაშას ოფიციალური ცოლი. ალბათ,აღარც გახსოვთ უკვე იმდენი ხანია არ გამიგრძელებია,მაგრამ დღეს მოვიცალე და რავიცი თუ გინდათ წაიკითხეთ.მინდოდა სულ დამედო მაგრამ დავამრგვალებ და მეათე თავს ხვალ დავდებ. თქვენი არ ვიცი,მაგრამ მაგარი დათრგუნული ვარ და სად წავიღო ამდენი ბრაზი არ ვიცი.ღრმა დეპრესიისკენ მივიწევ და თუ არ დამეზარება ალბათ,დავწერ კიდევ რამეს და არავითარ შემთხვევაში არ იქნება შეყვარებულებზე,რადგან ყველაფერი სისულელეა მეგობრებო!!!ილუზიაა და მეტი არაფერი.სიბრაზე კი არა გამოცდილება მალაპარაკებს. პ.ს ბევრს ვბოდავ ისევ...ხოდა წაიკითხეთ თუ ისევ გახსოვსთ "ლორა და გრენუი" პ.სს მაინც სისულელეა ყველაფერი.აი ვაშე ყველაფერი!!!!!! წარმატებები.თქვენ მაინც.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.