შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიყვარხარ,გახსოვდეს ამას ვერ წაგვართმევენ(13)


19-01-2016, 00:18
ავტორი chloe
ნანახია 2 786

"სიყვარული მაშინაა ნამდვილი, როდესაც არ უნდა გიყვარდეს, მაგრამ მაინც გიყვარსა" ასეცაა, ერთ ადამიანს შეუძლია იმხელა ადგილი დაიკავოს შენს გულში,ვერანაირი ტკივილი მისადმი გრძნობებს ვერ გაგინელებს,უკვე 9 ოქტომბერია, ორი თვე გავიდა რაც დაჩი აღარ მინახავს,რაც გიგა ავარიაში მოყვა. იმ დღის მერე ერთმანეთს არც მოშორებიან,2 დღე
ღამე გიგას არ წერდნენ საავადმყოფოდან,ის ორი დღე არც ნუცა შორდებოდა გიგას, იქ ათენებდა და იქ აღამებდა,უვლიდა აჭმევდა. წიგნის კითხვაც დაიწყეს ერთად,ყოველ საღამოს ნუცა საწოლის გვერდით სავარძელში დაუჯდებოდა და წიგნს უკითხავდა,ხანდახან ჩაეძინებოდა წიგნით ხელში,ან სავარძელში ეძინა ან გიგას გვერდით, მიჭ....ტილებს, ერთმანეთზე მიკრობილებს ერთად ეძინათ.ვერც მე ვეუბნებოდი ნუცას სახლში დაბრუნებულიყო, ვერც მისი მშობლები.გიგა რომ გამოწერეს საავადმყოფოდან ნუცა გვერდიდან მაინც არ მოშორებია.მცხეთაში აყვა თავისი ნივთებიც აიტანა, ერთი თვე მცხეთაში გიგასთან ერთად ცხოვრობდა,ფეხზეც ნუცამ წამოაყენა,ნუცა აიძულებდა ეჭამა წვნიანი,ისე უვლიდა როგორც პატარა ბავშვს, რომელსაც მოფერება და სიყვარული ჭირდებოდა.ერთხელაც არ უჩხუბიათ,ერთმანეთს გვერდიდან არ ცილდებოდნენ,როცა ნუცა მაღაზიაში მიდიოდა გიგა ვერ ძლებდა 5
წუთიც კი მის გარეშე, წამოდგებოდა, ფეხმოტეხილი კარებთან დადგებოდა და ფანჯრიდან უყურებდა როდის მოვიდოდა.მე იშვიათად ვნახულობდი ნუცას, ის პერიოდი ბიჭები სულ გიგასთან იყვნენ და არ მინდოდა დაჩი მენახა,როდესაც გიგა ფეხზე წამოდგა, უკვე ჩვეულებრივად დადიოდა, ყოველ დღე არა მაგრამ ორ დღეში ერთხელ აუცილებლად მნახავდნენ.
ამათ ბედნიერებას ვიზიარებდი და უზომოდ მიხაროდა, მაგრამ ისე არა როგორც გამიხარდებოდა მეც მათსავით ბედნიერი რომ ვყოფილიყავი.დროს რაც შეეძლო ნელა გადიოდა,არ შემეძლო დაჩის გარეშე არცერთი წამი,მაგრამ ვეგუებოდი და ცხოვრებასაც ვაგრძელებდი ღამით მახსენდებოდა დაჩისთან გატარებული თითოეული წამი და წუთები,რატომ არის იმ მოგონებების გახსენება ყველაზე მტკივნეული რომელიც საუკეთესო იყო ჩვენს ცხოვრებაში,ყოველთვის ვუსვამდი ამ კითხვას ჩემ თავს,ალბათ იმიტომ რომ აღარასოდეს განმეორდება.სადაც არ უნდა წავსულიყავი ბოის გავასეირნებდი,მაღაზიაში ჩავიდოდი,სადაც არ უნდა წავსულიყავი ყველგან დაჩის ჩრდილი დამსდევდა,ვიცოდი და ვგრძნობდი რომ უკან მომყვებოდა
მაგრამ გახედვას ვერ ვბედავდი,არ მინდოდა დამენახა,თვალებში ჩამეხედა,ალბათ მივუვარდებოდი და ძლიერად ჩავეხუტებოდი,თვითონაც ვერ მოდიოდა,ვერ მელაპარაკებოდა,ეშინოდა რომ ვეტყოდი აღარ მიყვარდა,ორი თვის წინ ვუთხარი რომ მეზიზღებოდა, მისი შეხება გულს მირევდა,ზოგჯერ მთელი დღე მანქანაში იჯდა ჩემი სახლის წინ, მე მელოდებოდა ბოის როდის გავასეირნებდი,არ ვიმჩნევდი და ისე ვაგრძელებდი გზას, თვალიც მომიკრავს მანქანაში მჯდარი როგორ ტიროდა,იმ წამს მომინდა ძლიერად ჩავხუტებოდი და მეთქვა რომ უზომოდ მიყვარდა და ამ სიყვარულს დღითი დღე უფრო მძაფრად შევიგრძნობდი. გიგამაც მითხრა ჩვენთან გაწყიტა ურთიერთობა მანამდე სულ მკითხულობდა,ახლა საერთოდ აღარ მნახულობსო,პირველი ორი კვირა ყველაფერი ცხადად მესიზმრებოდა, რის გამოც ჩვენ გავწყვიტეთ ურთიერთობა, მესიზმრებოდა როგორ მიყურებდა დაჩი და იცინოდა,მე დამცინოდა, მეუბნებოდა ამის მერე კიდე გიყვარვარო.დაღამება უკვე მზარავდა,მხოლოდ გიგა და ნუცა მაბედნიერებდნენ,ყოველ წამს ერთმანეთს ეფერებოდნენ,კოცნიდნენ ერთად ყოფნის გარდა არაფერი უნდოდათ, ირგვლივ ვერაფერს და ვერავის ამჩნევდნენ,გიგას სხვა გოგოსკენ არც გაუხედავს,ალბათ იმიტომ დათმეს ამდენი და იმიტომ მიუძღვნეს
ერთმანეთს თავი, რომ ორივემ განიცადა ერთმანეთის დაკარგვის ტკივილი, როგორც ახლა განვიცდიდით მე და დაჩი.გიგამ მაშინ განიცადა როდესაც ნუცამ სხვა გოგოსთან დაინახა ნუცამ კი როდესაც არც იცოდა გადარჩებოდა თუ არა გიგა.ახლა ვხვდები გიგა რას გულისხმობდა როდესაც უთხრა ნუცას რომ ყოველთვის უყვარდა მაგრამ ამას გვიან მიხვდა. აღარც მახსოვს რა იყო სანამ დაჩის გავიცნობდი,მგონია რომ მთელი ცხოვრებაა ვიცნობ, მგონია სულ ჩემს გვერდით იყო, დაბადებიდან და უკვე იმდენი ხანია მიყვარს აღარც მახსოვს ყველაფერი როდის დაიწყო.ჩვენ სანამ არ ვიგრძნობთ ერთმანეთის დაკარგვა რამდენად მტკივნეულია,მანამდე ვერ ვაფასებთ თუნდაც ერთმანეთის შეხებას, ერთად გატარებულ წამებს, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის,ყველაზე მეტად მინდა დაჩის ჩავეხუტო მოვეხვიო ან თუნდაც შევეხო,მაგრამ თავს უფლებას ვერ მივცემ,არ შემიძლია, გონება ირჩევს სამუდამო ტანჯვას და სიამაყეს.მაგრამ დარწმუნებული ვარ წუთით დაჩი რომ დავინახო ვერავინ შემაჩერებს იმდენად ძლიერად ჩავეხუტები,გაუჩერებლად, ბოლო ამოსუნთქვამდე
ვაკოცებ.დაჩის მიმართ ზიზღის მეტს არაფერს უნდა ვგრძნობდე,მე გრძნობები გამიორმაგდა, უფრო მეტად მიყვარს ვიდრე მიყვარდა,უფრო მეტად ვაფასებ მასთან გატარებულ თითოეულ წამს,ორ დღეში ნუცას დაბადების დღეა დაჩის ვნახავ და მაშინ გაირკვევა ყველაფერი.ამხელა სიყვარული ალბათ მართლაც რომ ღმერთისგან მოდის როგორც ბედისწერა როდესაც ორი ადამიანი ერთმანეთისთვისაა შექმნილი,ნამდვილ სიყვარულს თუ შეხვდი, ვეღარასოდეს დაკარგავ.
დილით ნუცასთან ავედი,საკმაოდ ბედნიერი ჩანდა,დაბადების დღეს რესტორან ფუნიკულიორში, მთაწმინდაზე იხდიდა.მახსოვს ჯერ კიდევ ბავშვები რომ ვიყავით, როგორ უნდოდა იქ დაბადების დღის გადახდა. მართლაც რომ ულამაზესი ადგილია,ულამაზესი ხედით.ნუცასთვის არც მიკითხავს დაჩი იქნებოდა თუ არა, თვითონ მითხრა რომ მოვიდოდა,თან მიხაროდა,თანაც შიში მიპყრობდა. 30 კაცი დაპატიჟა, ისიც ახლო წრე
მე,გიგა, დაჩი, დათო,ვაჩე,გიო და ნია,სალო გიგას და, მარი, ნიკა და ლაშა, თავის ნათესავები. ვისაც პატიჟებდა ყველას ვიცნობდი. კაბა წინასწარ ერთად შევაკერინეთ,ნუცამ ულამაზესი ღია ვარდისფერი მოკლე მკლავებიანი კაბა შეაკერინა,ძალიან გავდა Elie saab-ის კაბას, ზურგი მთლიანად ამოღებული, გული მომრგვალებული წელამდე მომდგარი, ქვემოთ სულ გაშლილი. ძირს ოდნავ დასთრევდა, ქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმა არ უნდოდა დავიღლები და ვეღარ ვიცეკვებო.ჩემი კაბაც ულამაზესი, მოკლე ბაცი ვარდისფერი იყო, მკლავები და დეკოლტე ერთ ხაზზე, კაბა თავიდან მომდგარი შემდეგ დავარდნილი ზურგი და დეკოლტე ერთხაზზე ამოღებული თავის დაბადების დღე არა უფრო ის უხაროდა რომ დაჩის ვნახავდი.ეს ორი დღე მთხოვა ჩემთან დარჩიო,მეც დავრჩი ნუცასთან, იმდენად უხაროდა ნუცას ხვალინდელი დღე მისი სიხარული მეც
გადმომედო, თითქოს რაღაცას ელოდა დიდი სიხარულით.ხვალ უკვე ნუცას დაბადების დღე იყო,გიგა რაღაც სიურპრიზს უმზადებდა,თვითონ ამბობდა ვგრძნობ რაღაცას გამიკეთებსო, ამათი სიყვარულით და ბედნიერებით აღარ ვიყავი, რითი გაეხარებინათ ერთმანეთი მარტო მაგაზე ფიქრობდნენ.უკვე საღამოს ათი საათი იყო ნუცა გასართობ პროგრამას
მიყვებოდა:იქნებოდა ცეკვები, ლატარეა,კარაოკე,მერე ტორტის შემოტანა, 12 საათზე ფეერვერკები.უკვე 12 წუთები აკლდა, სულ მალე ნუცა 18 ის გახდებოდა.ზუსტად 12:00 გიგას მესიჯი მოუვიდა:ქვემოთ ჩამოდი.ხელი ჩამავლო თან წამიყვანა, ქვემოთ ჩუსტებით და პიჟამოებით ჩავედით, ბიჭები ვაჩე დათო და გიო გიგას გვერდს უმშვენებდნენ თითოს ხელში პიონების დიდი თაიგული ეკავა,გაოცებისგან პირი დავაღე, უკან ფეერვერკების ბუღი,ყველაფერი ულამაზესი იყო,ნუცა გაექანა გიგასკენ მთელი ძალით,წინ შეახტა, ფეხები და ხელები მაგრა მოხვია და ძლიერად ჩაეხუტა,ემოციებისგან თავი ვეღარ შევიკავე,თვალები ცრემლებით გამევსო,ერთმანეთს კოცნიდნენ,სულ არ აინტერესებდათ ირგვლივ
არავინ და არაფერი.
-მაიცა ჯერ სად ხარ(ვაჩე)
-პატარა საჩუქარიც გაგიკეთე(გიგა)
გიგამ მანქანის კარები გააღო,შიგნით უზარმაზარი სემბერნარის ლეკვი იჯდა,გაბუსხული, იმდენად საყვარელი იყო ნუცა გადაირია კიოდა წიოდა,ლეკვი ძლივს აწია ხელში დაიკავა და ჩემკენ გამოიქცა.
-ვაიმეეეე ანაა ჩემი ოცნების ძაღლი,არ მჯერაა ნახე რა საყვარელია
ნუცასკენ გავიქეცი და ძლიერად ჩავეხუტე,მერე ბიჭებიც მოვიდნენ და ჩვენ გვეხუტებოდნენ.ცოტა ხნით გარეთ ვიჯექით ნუცა და გიგა ძალღს ასეირნებდნენ,ერთმანეთს კოცნიდნენ და ეფერებოდნენ.
-19-ის რომ გახდები ცოდალ ხო გამომყვები?
-არა,20 რო გავხდები მერე ჯანდაბას შეიძლება
-მეღადავები 2 წელი რა მოითმენს,ჩუმად წავიდეთ და ჯვარი დავიწეროთ
-ნუ გაქვს ეგეთი წვეტიანი აზრები
ძლივს ჩვენც შეგვამჩნიეს
-რას შვები ანა აბა ემზადებით ხვალისთვის?(გიგა)
-კი კაბები გვაქვს,სტუმრებიც გვყავს, ყველაფერი მზადაა(ნუცა)
-სხვა პონტში ვეკითხები,დაჩი ხო უნდა ნახოს(გიგა)
ყველა გაიტრუნა და მე შემომხედეს.
-მერე რო ვნახავ ყველაფერი მაგაზეა დამოკიდებული,იქნებ სულაც არ უნდა შერიგება(ანა)
-აი ეგ მეორედ არ თქვა, ტიპმა ყველას დაგვადო სამეგობროში ანას მახსენებთო,ან სახლშია ჩაკეტილი ან შენ დაგსდევს ყოველი ფეხის ნაბიჯზე,გადაირია უკვე ძაან ცუდ დღეშია(გიგა)
ბიჭებმა სახლის კარამდე აგვაცილეს, ყველას დავემშვიდობეთ და ოთახში შევედით.ნუცა რაღაცას ჩაუფიქრდა იჯდა და ერთ საგანს მიშტერებოდა.
-რაზე ფიქრობ?
-კი ვიცი ძაან დიდი სისულელეა,მაგრამ გიგამ მითხრა გავიპაროთ და ჩუმად ჯვარი დავიწეროთო,ვიცი რომ არ უნდა გავაკეთო ეს მაგრამ ძალიან მინდა
-შენ ძაან გაფრენილი გაქვს რა დროს შენი ჯვრის წერაა ეხლა გახდი 18 წლის.
-ხო ვიცი ვიცი ცოლად კი არ გავყვები,ცალ ცალკე ვიცხოვრებდით, უბრალოდ სიგიჟეა და ეგ მომწონს მაგ იდეაში.
-კაი დავიძინოთ ეხლა, ჯვარსაც დაიწერთ და შვილებიც გეყოლებათ, ყველაფერს თავისი დრო აქვს,მე კი ვიცი რატომაც გინდათ თქვენ ჯვრის წერა სიგიჟე როა მაგას კი ნუ აბრალებ.
ნუცას გაეცინა და ბალიში მესროლა, მეც გამეცინა ნუცა ჩავიხუტე და ისე დავიძინეთ ერთად.ძაღლი გიგამ მცხეთაში წაიყვანა, ცოტა ხანი ჩემთან იყოს გავერთობიო.დილიდან დაიწყო მზადება,მთაწმინდაზე 8საათზე უნდა ავსულიყავით რო მოსაღამოვდა გიგამ მანქანით მოგვაკითხა მაღლა მალევე ავედით,იმდენად მომეწონა იქაურობა ვიფიქრე რომ ჩემს დაბადების დღესაც აქ გადავიხდიდით ორ კვირაში მეც 18 წლის ვხდებოდი.მაგიდები უკვე გაშლილი იყო, ყველაფერი მზად იყო ნელ-ნელა სტუმრები მოაწყდნენ იქაურობას და დაიწყო მოლხენა,დაჩი არ ჩანდა,პირველი ცეკვა ნუცამ და გიგამ შეასრულეს,ყველა სვავდა მათ შორის მეც მაგრამ ფხიზლად ვიყავი, უკვე 10 საათი იყო დაჩი მიანც არ ჩანდა,
სკანდალების გარეშე დაბადების დღეს მაინც არ ჩაუვლია,ვიღაც მთვრალი ბიჭი ნუცას აეკიდა,ნუცა არაფერს ამბობდა შეეცოდა ის ბიჭი და ყველანაირად ცდილობდა თვითონ მოეშორებინ.,გვერდით მომიჯდა.
-გოგო ვიღაც დეგენერატი ამეკიდა ვერ ვიშორებ,გიგამ არ გაიგოს მოკლავს,რა გავაკეთო?
-რომელია აბა?
ნუცამ ბიჭზე თვალებით მიმითითა რომელიც კედელზე მიყუდებული ჩვენკენ იყურებოდა.
-როგორც კი ავდგები სადმე გავალ ეგრევე გამომყვება
-არ უთხარი შეყვარებული მყავსო?
-როგორ არ ვუთხარი, რომ გაიგოს რომ დამსდევ მაგრა დაგერხევა მეთქი და სირთულეები მიყვარსო
-აუ ნუცა მაგარი დარხეული გაქ
ნუცამ თავი დაბლა დახარა და ხმამაღლა ამოისუნთქა,ნუცას მარიმ დაუძახა და ეგრევე მისკენ წავიდა ის ბიჭიც უკან გაყვა,გიგამ ეგრევე დაინახა და ბიჭისკენ გაექანა,გიგას უკან
გავეკიდე ხელით მოვაბრუნე.
-გიგა გეხვეწები სკანდალები არ გინდა, ისე ქენი რომ ნუცამ ვერ გაიგოს
-თავს გავუპობ მაგ ყ... რას დასდევს აქეთ იქით
-ნუცას ჩემსკენ წამოვიყვან და რაც გინდა მერე ის გიქნია
ნუცასთან მივედი ეს ეს იყო ის ბიჭი უნდა მისულიყო რომ ხელი დავავლე და ჩემსკენ გამოვწიე
-წამო რა გეხვეწები რაღაცაში მომეხმარე
ნუცა გარეთ გავიყვანე,ის ბიჭი ამის მერე აღარავის უნახავს.
-დაჩი არ მოვა?
-კი მოვა ყველაზე მნიშვნელოვან დროს
და გაეღიმა, ეს რას ნიშნავდა ვერ მივხვდი,შიგნით შევედი და ცოტა დავლიე,მერე საცეკვაოდ გავედი უკვე 12 ის ნახევარი იყო.დარბაზში ჩემი და დაჩის სიმღერა Dante-Next To You ჩაირთო.გავშეშდი ცეკვა აღარ მინდოდა, უკან უნდა გავბრუნებულიყავი რომ ზურგზე ვიღაცის ხელი ვიგრძენი,ვერ გავტრიალდი შიშმა შემიყრო,ბიჭმა თვითონ გამოასრიალა
ზურგზე ხელი და წინიდან დამიდგა.
დაჩიი.....
თვალებში მიყურებდა,მე პირი დამეღო და ისე ვუყურებდი გაშტერებული,ხელები ნაზად წელზე მომხვია გულთან მიმიკრო,ცეკვა დავიწყეთ ნიკაპი დაჩის მხარზე დავადე, თავი მის მკერდზე მივასვენე და თვალები დავხუჭე.მის თითოეულ შეხებას გამძაფრებულად ვგრძნობდი, მთლიანად ჩამოვდნი,მივხვდი თუ როგორ მაკლდა მისი ძლიერი მკლავები ჩემს ირგვლივ, თავს იმდენად დაცულად ვგრძნობდი მინდოდა ეს წამები უსასრულოდ გაგრძელებულიყო,სიტყვა უსასრულობა ყოველთვის მომაბეზრებლად ჟღერდა ჩემთვის მაგრამ ახლა არა.თვალებიდან ცრემლები წამომივიდა და დაჩის მხარზე დაეცა,როგორც ჩანს იგრძნო რომ ვტიროდი,თავი მაღლა ამაწევინა და თვალებზე ნაზად მაკოცა
მერე ცხვირზე მაკოცა, მერე ტუჩებში მაკოცა.სიმღერა როგორც კი დამთავრდა გარეთ გამიყვანა.მეცა და ჩემს ტუჩებს დააწყრა,ვკოცნიდით ერთმანეთს და თან ვტიროდით ცრემლები ერთმანეთში ერეოდა,დაჩიმ მთელი სახე დამიკოცნა და ჩუმად აუღელვებლად მითხრა.
-სიკვდილამდე მენატრებოდი.
ვერაფერს ვეუბნებოდი, ვიდექი და ვუყურებდი ჩემთვის ესეც საკმარისი იყო,მერე ისევ მთელ სახეს მიკოცნიდა,თან მელაპარაკებოდა
-გახსოვს რომ გითხარი ვცდილობ არასოდეს ვიფიქრო მეთქი, ფიქრიც შენ მასწავლე, შენზე ფიქრი.
არ ჩერდებოდა, თან მკოცნიდა, თან მელაპარაკებოდა
-რომ გითხარი შენი დაკარგვის მეშინია მეთქი,უკვე აღარაფრის მეშინია,იმიტომ რომ სიყვარულის არ მეშინია,უბრალოდ აღარასოდეს დაგკარგავ,არც არსად გაგიშვებ,სულ ჩემთან იქნები,ერთად მოვკვდებით და უსასრულობაშიც ერთად გადავალთ,იქ ხომ სულ ერთად ვიქნებით,შენ გაშვებას არსად ვაპირებ.
-შენ მასწავლე სიყვარული,ტკივილი.
დაჩი უკვე ყელზე მკოცნიდა,ხელებზეც მკოცნიდა,მე თავს ვერ ვიკავებდი და მის ყოველ სიტყვაზე ცრემლები მდიოდა,დაჩი ნაზად ხელით მწმენდდა.უცბად დაიხარა, ცალი მუხლი მიწაზე დადო,ჯიბიდან პატარა ყუთი ამოიღო გახსნა.
-მზად ხარ ჩემთან უსასრულობა გაატარო?
სასტიკად ჟღერდა,უცნაურადაც,მაგრამ მხოლოდ ერთი სიტყვები მიტრიალებდა თავში
-თანახმა ვარ!!!ვთქვი თუ არა დაჩის ტუჩებს დავეწაფე, ხელები მომხვია და წელზე მისმევდა,როგორც კი მოვწყდი მის ბაგეებს, თითზე ბეჭედი გამიკეთა.
-ახლავე წავიდეთ და ჯვარი დავიწეროთ
ყველაფერზე თანახმა ვიყავი, ეგრევე მივხვდი ყველაფერს,ნუცას სიტყვებს თვითონ კი არ უნდოდა ჯვრის დაწერა მე მამზადებდა და ამით მეუბნებოდა ამაში არაფერია ცუდი, პირიქით ეს უსაზღვრო ბედნიერებაა, სიგიჟეა მაგრამ ბედნიერება.როგორც კი ფეერვერკები გაუშვეს ახლო წრეში ვინც ვიყავით ბიჭები ნუცა მარი და სალო ყველა წამოგვყვნენ,ჯვარი ჯვრის
მონასტერში დავიწერეთ,ჩემი მეჯვარე ნუცა იყო დაჩისი ვაჩე. ამას ჩვენს გარდა ვერავინ გაიგებდა, უბრალოდ გვინდოდა ჩვენი სიყვარული ღმერთს ზეციდან ეკურთხებინა,და უფლება მოეცა ჩვენს გრძნობებში ჩავძირულიყავით.დაჩის წყნეთში აგარაკი აქვს, სახლის გასაღები თან ქონდა, ყველაფერი გაემზადებინა. იქ მალევე ავედით,დაჩიმ ხელში ამიტაცა და სახლში ისე შემიყვანა.ოთახში სწრაფად აირბინა
საწოლზე დამაწვინა და მეძგერა,კაბა მალევე გავიხადე და სადღაც ვისროლე, ოთახში ბნელოდა და ციოდა,დაჩი ცალი ხელით საწოლის ადიალას ებღაუჭებოდა ცალი ხელით წელს მიკაწრავდა, თან ყელში მკოცნიდა,ვგრძნობდი რომ თავს იკავებდა, არაფერს აჩქარებდა,დაჩის ზედა გავხადე ისიც შორს მოვისროლე, მის წელს ვიყავი ჩაბღაუჭებული ხელს ზემოთ ქვემოთ ვუსვამდი.მისი თითოეული შეხება ჩემს სხეულზე ცხელ კვალს მიტოვებდა, დაჩიმ ფეხები წელზე შემომახვევინა, ცოტა ხანი გაჩერდა და მე მიყურებდა,თვალები მიბნეული ქონდა
აქეთ იქით აცეცებდა, თითქოს ყველა დეტალს იმახსოვრებდა,მერე ჩემს ტუჩებს დაეწაფა, თავს მეც ვეღარ ვიკავებდი, დაჩის ხელები თმებში შევაცურე და ჩავებღაუჭე,ყველაზე ბედნიერი ვიყავი.დილით დაჩის მკერდზე გამეღვიძა ჯერ კიდევ ეძინა,დაჩის ზემოდან მოვექეცი და ყელზე ვკოცნიდი.
-ანა რატომ მიწვევ?გინდა რომ გუშინდელი განმეორდეს?
მე გამეცინა და დაჩის ძლიერად ჩავეხუტე,დაჩიმ ჩემ ყელს დახედა,სისხლ ჩაქცევები მქონდა
-ეს მე გიქენი?
-არა ვიღაცა იყო აღარ მახსოვს.
-რა ცხოველი ვარ,სუფთა პირუტყვი,წინასწარ გეუბნები ერთად რომ ვიცხოვრებთ მაგარი დარხეული გაქვს.
მე ჩემს დალურჯებებს, სისხლ ჩაქცევებს და ნაკბენებს ვითვლიდი,მერე დაჩის დავუთვალე,მე 14 მქონდა დაჩის 23.
-აუ ძაან ცივა
ვთქვი თუ არა დაჩიმ თავის დიდი მკლავები მომხვია და მკერდზე მიმიკრო,თან ზურგზე მკოცნიდა.
-დაჩი,მიყვარხარ,გახსოვდეს.....ამას ვერ წაგართმევენ.
ვერც ჩვენ და ვერც ნუცას და გიგას ეს დიდი სიყვარული ვერ წაგვართვეს,გრძნობა დღითი დღე იზრდებოდა, ჩვენ როცა გვეგონა ამაზე მეტად როგორ შევიყვარებდით ერთმანეთს თურმე ვცდებოდით,სიყვარულს არ აქვს საზღვრები,იგი უსასრულოდ გრძელდება,ნამდვილ სიყვარულს!!!

ეს იყო ბოლო თავი, იმედია ისიამოვნეთ ამ ისტორიით <3 <3



№1 სტუმარი lela

Dzaan saintereso iyo dachim shemayvara tavi

 


№2  offline წევრი Ninuca)

Vაიმე ეს ისტორია რაღაც სასწაული იყოო <3 მაგრად მომწონდა და ეხლაც მომწონსს..:* მიხარია რომ ასეთი კარგი დასასრული ქონადა <33 იმედია მალე შემოგვთავაზებ სხვა ისტორიეებს :** და მიყვარხარ უკვეე :**

 


№3  offline წევრი chloe

მადლობა დიდი მახარებთ <3 <3 მეც მიყვარხართ ყველა

 


№4 სტუმარი ეკა

ნუუ ხოო სიყვარულიი ურთიერთობა ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანის ცხოვრებაშილ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent