დარჩი ჩემთან... (თავი მეცხრე)
ავარიის მერე აღარაფერი მახსოვს, მხოლოდ ის მახსოვს როგორ დავტოვე სხეული, და ზევიდან როგორ დავყურებდი ყველაფერს.... თითქოს ჩემი სხეული საავადმყოფოში იწვა, გარს ექიმები ეხვივნენ, დედაჩემი და ელენე დერეფანში ტიროდნენ, გიგაც ჩანდა ანერვიულებული და ნუცა ატირებული, უცებ გონზე მოვედი და ჩემს სხეულში ვიყავი თვალები რომ გავახილე ექიმს ძალიან გაუხარდა და დედაჩემს დაუძახა, დედაჩემი პალატაში შემოვარდა -შვილო, ძლივს მოხვედი გონზე, როგორ ხარ? -რახდება? სად ხარ? -ავარიაში მოყევი, უფრო სწორედ ავტობუსიდან რომ ჩამოდიოდი მანქანა დაგეჯახა, ტვინის შერყევა გაქვს მსუბუქი -ვერაფერს ვგრძნობ -ვერც იგრძნობ ჩემო გოგო, კარგად იქნები ძალიან -დედა ნუცას დაუძახე გთხოვ. დედაჩემი პალატიდან გავიდა და ნუცა შემოიყვანა -გოგო! როგორ ხარ? -კარგად ნუც, ვერაფერს ვგრძნობ, უბრალოდ თავი მტკივა -იცი როგორ ვნერვიულობდით? გიგაც აქაა -ვიცი -როგორ იცი? -ყველაფერი დავინახე მართლა ნუცა ჩემმა სიტყვებმა შეაშინა, და გაიქცა ექიმს დაუძახა -ექიმო, ჩემი მეგობარი ანუკი ამბობს რომ მან ყველაფერი დაინახა, როდესაც ის უგონოდ იწვა ექიმს გაეღიმა და აღელვებულ ნუცას უთხრა -აქ გასაკვირი არაფერია, მას ტვინის შერყევა ქონდა, როდესაც ტვინი გაითიშა მან შეძლო ყველაფრის დანახვა, ანუ მისი სული რამდენიმე წამით მოსცილდა სხეულს. ამას „კლინიკური სიკვდილი“ ჰქვია. -მადლობა,ექიმო. გავიდა 1კვირა და მე გამომწერეს საავადმყოფოდან, ექიმმა მითხრა რომ შემეძლო მევლო სკოლაში, მაგრამ არ უნდა გადავღლილიყავი, მასწავლებლებიც გაფრთხილებული იყვნენ რომ შეიძლებოდა ხშირად გაკვეთილი არ მესწავლა. მშვენივრად ვგრძნობდი თავს. როცა მინდოდა მაშინ ვაცდენდი სკოლას, და არ ვმეცადინეობდი. ნუცა ყოველ დღე მოდიოდა ჩემთან და ერთად ვერთობოდით, გიგა დიდი ხანი არ გამოჩენილა, ერთხელაც “facebook“-ში მომწერა. -ანუკი როგორ ხარ? -ვარ რა, თავის ტკივილები მაქვს. შენ როგორ ხარ? -ნორმალურად, ვინერვიულე ტოო -ჰოო.... -შეგიძლია მნახო? -კი შემიძლია -მაშინ, ხვალ ჩემი დაბადების დღეა, წყნეთში მივდივარ ძმაკაცებთან ერთად, წამო შენც და წამოიყვანე შენი დაქალებიც -არამგონია წამოვიდე, უფროსწორედ დედაჩემი არ გამომიშვებს, სულ მაკონტროლებს, ჩემთვის გადაღლა არ შეიძლება -შენ წამოდი რა, სულ ხელით გატარებ -ჰაჰაჰა, კაი დედაჩემს ვეტყვი და მოგწერ -მიდი აბა, გელოდები ლეპტოპი ლოგინზე დავდე და დედაჩემის ოთახში გავედი, ძალიან მინდოდა წასვლა და ძალიან ვთხოვე გაშვება -დედა, შეიძლება 2დღით მეგობრის აგარაკზე წავიდე? წყნეთში -არა ანუკი, რა სისულელეა -დედა ძალიან გთხოვ, ნუცაც იქნება და ჩვენი დაქალებიც, თავს არ გადავიღლი -ტყუილად მეუბნები, არ გაგიშვებ. იქ შეიძლება დალიო, იცეკვო და ბევრი იარო ფეხით -დედა გეუბნები, ეგ ყველაფერი არ მოხდებათქო, პირიქით სუფთა ჰაერზე ვიქნები ჩემმა სიტყვებმა დედა დააფიქრა და როგორც იქნა გამიშვა -კარგი წადი, ოღონდ იცოდე! ყოველ 10წუთში დაგირეკავ და გავიგებ როგორ იქნები -დიდი მადლობა! მართლა საუკეთესო დედა ხარ, და ბედნიერი ვარ რომ მყავხარ. -კარგი,კარგი მორჩი ეხლა, მიდი ტანსაცმელები ჩაალაგე უზომოდ ბედნიერი ჩემს ოთახში შემოვედი, და გიგას მივწერე -აქ ხარ? -ხოო, რაო დედაშენმა? -მიშვებს, 2დღე ხო? -მაგარია! კი 2დღე, მაშინ დღეს საღამოს 7ზე მზად იყავი გამოგივლი -კარგი. მე მაშინვე ნუცას გადავურეკე -ხო ანუკი -გინდა ძალიან მაგარი ამბავი გითხრა? -მიდი -მე, შენ, გიგა, გიგას ძმაკაცები და ჩვენი დაქალები ორი დღით მივდივართ გიგას აგარაკზე წყნეთში, ხვალე გიგას დაბადების დღეა -აუ რამაგარია!!! მოიცა, დედაშენი გიშვებს? -ვაიმე კი გოგო, ძლივს დავითანხმე, ხო მოდიხარ? -აბა რა -კაი, მიდი გოგოებს დაურეკე რა ყველას, და 7ზე უკვე ჩემთან იყავით, ჩალაგებულები, გიგა გამოგვივლის -კაი. მე ტელეფონი დავკიდე და ჩანთა ჩავალაგე, შვიდის ნახევარზე გოგოები ჩემთან შეიკრიბნენ, ყველანი მზად ვიყავით, გახდა 7საათიც და გიგაც მოვიდა, მე და გოგოები ჩავედით, გიგა მანქანიდან გადმოვიდა -ვაა ანუკიი, რა ლამაზი ხარ ტოო -კაი გეყოფა -მომეცით გოგოებო ჩანთები ჩავალაგებ, თქვენ ჩასხედით მანქანაში (თქვა გიგამ) ჩვენ ჩანთები მივაჩეჩეთ და მანქანაში ჩავჯექით, წინ ნუცა დაჯდა დანარჩენები კი უკან დავჯექით, გიგაც ჩაჯდა და სანამ მანქანას დაძრავდა ნუცას უთხრა -არ გაგიტყდეს მარა, გთხოვ ანუკი დასვი რა წინ -კარგი მე და ნუცამ ადგილები გავუცვალეთ ერთმანეთს, და წავედით აგარაკზე რომ ავედით, სახლი დავათვალიერე და ჩემს ოთახში ტანსაცმელები დავალაგე. ყველანი ამოვბარგდით და ქვევით ჩავედით. მთელი დღე სვამდნენ, მე მხოლოდ 2ჭიქა დავლიე, ღამის პირველი საათი იყო დაწყებული რომ ოთახში ავედი დასაძინებლად, გოგოები დარჩნენ, დაახლოებით ღამის 3საათი იყო გიგა რომ შემოვიდა ჩემს ოთახში -ცუდად ხოარ ხარ? -არა კარგად ვარ, დაიშალეთ? -კი, ჩაეძინათ გოგოებს, მე ვერ ვიძინებ -რატო? -შენთან მინდა. -გთხოვ შენ ოთახში წადი -გთხოვ ჩაგეხუტები რა -კარგი, მოდი გიგა მოვიდა, ჩამეხუტა და მაკოცა. ცოტა ჩაიწიეო მითხრა, მეც ჩავიწიე და გვერძე მომიწვა, მე თავი დავადე და ჩამეძინა. დაახლოებით 1საათში საშინელმა ხმამ გამომაღვიძა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.