შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აღიარე შენ ხომ გიჟდები ჩემზე!(12)


19-01-2016, 02:41
ავტორი trisi
ნანახია 2 390

-დემე ახლა რა იქნება?
-არ ვიცი პატარავ,მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს დამპრდი რომ ძლიერი იქნები.
-არა არ შემიძლია ვერ დაგპირდები.წარმოიდგინე სადღაც სხვა ოჯახი მყავს შეიძლება და ან ძმა.ამის გაფიქრებაც კი არ მინდა
-ნუკა შენი ოჯახი აქაა,სწორედ ეს არის შენი სახლი სწორედ ეს და არა სხვა
-ვიცი ვიცი მაგრამ მიჭირს,გული მტკივა დედამ შვილი ასე როგორ გაიმეტა.არასდროს მესმოდა ასეთების და თურმე მეც ეგეთი ვყოფილვარ.იცი რა საშინელი გრძნობაა როდესაც უცებ სრულიად უცხო ხდებიან ისინი შენთვის.
-მიდი ქვევით ჩადი ნერვიულობენ შენზე
-კარგი-ვუთხარი ნერვიულად და ქვევით ჩავედით.ყველა მე მიყურებდა მეც სავარძელში ჩავჯექი და დაჟინებული (ირონიანარევი)მზერა მივაპყრე მათ მერე ვეღარ შევიკავე და ჩემს უძრავ სახეზე რაღაც უფერული და უგრძნობი ცრემლი წამოვიდა.
-ნუ ტირი ნუკა-ლექსომ მითხრა მე კი ხელი ავწიე გავაჩერე და ცრემლი მოვიწმინდე.
-ნუკა დედი ხომ იცი როგორ გვიყვარხარ არ გვინდოდა გული გტკენოდა
-აჰა ლექსოს რომ არ გაეგო არ მეცოდინებოდა ესეიგი
-ვიცი რომ ეს არასწორი იყო,მაგრამ სხვა გზა ამ ტკივილის შენგან ასაცილებლად არ არსებობდა.
-ამდენი ტყუილი როგორ შეგეძლოთ?უბრალოდ უბრალოდ...
-ნუკა გაჩერდი ისეთი რამ არ თქვა რასაც ინანებ
-ლექსო იქნებ არ გესმის.უბრალოდ წარმოიდგინე მე შენი და არ ვარ.
-ეგ მეორედ არ გაიმეორო-ყველას ცრემლიანი თვალი მიყურებდა მე კი არ ვიცოდი რა მეთქვა.რა უნდა მეთქვა ოჯახისთვის რომელიც უკვე სხვა იყო,თუმცა არ მინდოდა ასე ყოფილიყო.ჩემ გულში დიდი აურზაური იყო ვერ გამეგო პასუხი ჩემს მტკივნეულ კითხვებზე რაც შინაგანად მკლავდა და ძალას მაცლიდა.
-სამწუხაროდ ყველა სიმართლე მტკივნეულია.
-მამი გთხოვ ასე მგონია უკვე სეგვიძულე-მამამ თქვა.მე კი ფეხზე წამოვხტი.
-შესაძლოა სხვას შეძულებოდით,მაგრამ მე არა და ეს უნდა გცოდნოდათ.ნუთუ დაგავიწყდათ როგორი შვილი გყავთ,ნუთუ უბრალოდ დაგაბრმავათ იმ საბუთებმა სადაც არ წერია რომ თქვენი შვილი ვარ.ვინ ვარ მე?თუმცა ეს თითონაც არ ვიცი და თქვენ როგორ უნდა მიპასუხოთ,მაგრამ დიახ მე შენი და შენი შვილი ვარ შენი კი და ლექსო და ამას ვერავინ და ვერაფერი შეცვლის გასაგებია ვერავინ და ვერაფერი.
-...
-რატომ მიყურებთ ჩუმად?რატომ გიკვირთ?თქვენ ნუკას ვერ ცნობთ?საკუთარ შვილს ვერ ცნობთ?-ღიმილით ვთქვი და ხელები გავშალე ჩახუტების მოლოდინში.
-აი ეს კი ჩემი შვილა-მამამ თქვა და ჩემკენ წამოვიდა.
-როგორი კარგი ხარ ჩვენ კი არ ვიმსახურებთ შენნაირს-ახლა დედაც წამოვიდა ჩასახუტებლად.
-მიყვარხარ დაიკო მიყვარხარ ჩემო თბილო და საუკეთესო დაიკოო-ლექსოც მოვიდა და კინაღამ გამჭყლინტეს ისე მომეხვიენ.
-დემე შენც მოდი-ვუთხარი და თვალი ჩავუკარი.
-უი ახალი წელი-უცებ გამახსენდა დღეს რა დღე იყო და ყველაფერმა თვალწინ გამირბინა.
-ბიჭებო გთხოვთ გარეთ გავიდეთ ნახეთ როგორ თოვს.
-რა თქმა უნდა მოვდივართ-ლექსომ თქვა და დემეს საწყალი თვალით გადახედა.გარეთ ჯერ მე მარტო გავედი ცოტა ხანში დემეც გამოვიდა.
-დემე ეს საუკეთესო ახალი წელია ჩემთვის-ვთქვი და მაგრად მოვეხვიე.ამ დროს ლექსო გამოვიდა და ერთ ადგილზე გაშეშდა(სიმართლე გითხრათ არც მე მქონია კარგი რეაქცია)
-დაა აქ რა ხდება????-მე და დემემ ერთმანეთს გადავხედეთ.მერე კი მან დაწყო
-ლექსო ნუ დღეს უნდა ეთქვა ნუკას ჩვენ შესახებ,მაგრამ ხომ ხვდები ვეღარ თქვა
-რას ნიშნავს ვეღარ თქვა?და საერთოდ შენ ხმას ნუ იღებ თითონ მეტყვის.
-ძამიკო გთხოვ მაპატიე ყველაფერი დღეს მოხდა და ისე უცებ რომ რავი ეხლა კი გეტყვი პირველად ჩემს ცხოვრებაში’’მე ის მიყვარს’’-ლექსოს ისეთი გაკვირვებული სახე ქონდა ასეთი არასდროს მენახა.
-ნუკა ჩემი და ხარ და უნდა გეთქვა
-შენც ხარ ჩემი ძმა,მაგრამ რატომღაც არაფერი ვიცოდი შენს ანუკაზე-იქვე ჩავუგდე ინტრიგა და ირონიულად ჩავიღინე მარჯვენა ტუჩის კუთხეში.
-ვერ გითხარი რადგან ის..ის..
-რა ის ლექსო?
-ის ანი კობახიძეა
-რაააა ნიკას და შენი შეყვარებულია?
-კიდევ ერთი ნუკ ისინი..
-რა ისინი რატომ ლაპარაკობ ასე აბურდულად?
-ნუკა ისინი შენი და ძმა არიან
-ჩემი და ძმა არიან?რაებს ბოდიალობ ლექსო მე ერთი ძმა მყავს და ისიც აქ არის.სისულელეს ნუ ამბობ ნიკა ხომ ჩემი კლასელია.
-ნუკა არ გატყუებ ისინი შენი ნამდვილი ოჯახია
-ეგ არც გაბედო და მეორეჯერ არ გაიმეორო,მე ერთი ოჯახი მყავს და ისინიც თქვენ ხართ მორჩა და დამრთავდა
-ნუკა ასე ნუ იქცევი ისინიც შენი ოჯახის წევრები არიან
-რომელი ოჯახის წევრები ლექსო?იმ ოჯახის წევრები ისე რომ მომისროლეს ვითომც არაფერი?იმ ოჯახის წევრები რომელთაც ამდენი წლის შემდეგ ოდნავი სურვილიც არ გაჩენიათ ჩემი მოძებნის?იმ ოჯახის წევრები რომელთაც ა რ ვ უ ყ ვ ა რ ვ ა რ?-ვთქვი და ერთი სიმწრის ცრემლი გადმოეშვა ჩემი დამწვარი თვალებიდან ჩემს გაყინულ სახეზე შემდეგ კი უგონოდ ჩავარდა თეთრ თოვლში და უგზო უკვლოდ დაიკარგა.
-დაიკო ნუ ტირი ამდენი ცრემლი არ დამინახავს შენს სახეზე და არც მინდა დავინახო უბრალოდ უნდა გაიგო შენ მათი ნაწილიხარ და ამას ვერაფერი შეცვლის-გაბრაზებულიმა მისი ხელები მოვიშორე და ტვალებში ჩავხედე.
-შემომხედე,შემომხედე.გაინტერესებს შენი და ვინ აქცია ასეთად?გაინტერესებს ვინ მოუკლა მას გული?გაინტერესებს ვინ დაუწვა თვალები?ვინ მოაჭრა ფრთები?ეს ისინი იყვნენ.მათ ორი არჩევანი ჰქონდათ.ან არ უნდა გავეშვი და არ დავეკარგე ან თუ გამიშვებდნენ აღარ უნდა გამოჩენილიყვნენ,მაგრამ არც ერთი და არც მეორე ახდა.ძმა ჩემი კლასელია და კი შენი შეყვარებული.წარმოიდგინე რამდენად მტკივნეულია ეს ჩემთვის.შეიძლება არასწორად მესმის,მაგრამ სხვა გაგებას ვერ ვუძებნი,სხვა ახსნას ვერ ვუძებნი მათ საქციელს,ვერც ვამართლებ და ვერც ვადანაშაულებ.ეს იმდენად გაუგებარი ,ბუნდოვანია ჩემთვის და მტკივნეული ის სწორედ იმ მწარე დანას გავს რომელმაც ფრდები უმოწყალოდ მომაჭრა და წითელი საღებავით შეღება,იმას გავს რომელმაც დამამწყვდია და ფრენის უფლება არ მომცა,მაგრამ შენ ხომ მიცნობ მე ფრთების გარეშე არ ვარსებობ უბრალოდ მკვდარი ვარ.არ მინდა ვინმეს გული ვატკინო,არ მინდა ვინმემ იტიროს,არ მინდა ვინმემ ჩემი ტკივილი იგრძნოს,არ მინდა არ მინდა ვინმეს ეტკინოს არ მინდა...-ჩუმად ვთქვი და ფრთებ მოჭრილი,დასუსტებული,სისხლით სავსე ანგელოზივით დავეცი ძირს უცბად სიცივე ვიგრძენი.
-ლექსო მცივა,დემე მტკივა ფრთები მტკივა რომელიც აღარ მაქვს გაიგე?უფრთოს მოგიწევს ჩემი შეყვარება-ნაზად გავიღიმე და თვალები დავხუჭე.



№1 სტუმარი Black

Vuh ra kaia dzalian momewona

 


№2  offline წევრი natia-natia

მაგარია მალე დადე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent