შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბრის-მიაუ


19-01-2016, 13:25
ავტორი პოლკოვნიკი
ნანახია 2 075

თბილისი აეროპორტის ცივ იატაკზე ფეხმორთხმით ვიჯექი და ლამის მეათასედ ვამოწმებდი საბუთებს, როცა მტკივნეულად ნაცნობი ხმა მომესმა
- იქნებ დარჩენილიყავი, ჰა?
ყველაფრის მიუხედავად მაინც გამეცინა, იმიტომ რომ წლების წინ, ამავე ადგილზე ანალოგიური კითხვა მეც დავუსვი, მაგრამ მაინც გაფრინდა, ახლა ჩემი ჯერი იყო.
- არც კი შემომხედავ? - არ მომეშვა კითხვის ავტორი.
- აჰა, გიყურებ - თავი ავწიე და ჯიბეებში ხელჩაწყობილ ლევანს შევცინე.
- ვის შეხედავ ჩემზე უკეთესს - გამეკრიჭა ისიც და გვერდით მომიჯდა
“ვერც ვერავის” - გავიფიქრე გულში და კარგად შევათვალიერე, ყოვლად მოუთვინიერებელი ქოჩორი ისევ ყალყზე ედგა და წაბლისფერ თვალებში ჭინკები უხტოდა.
- სურათი გადამიღე, უფრო დიდხანს გაძლებს. -თვალი ჩამიკრა ლევანმა, როდესაც სულელივით მიშტერებული გამომიჭირა.
- დეგენერატო - პომიდორივით გავწითლდი მე.
- მოდი, მეთამაშე. - დასერიოზულდა უეცრად და პირდაპირ თვალებში შემომხედა.
- რა გეთამაშო? - დავიბენი და თვალი საათისკენ გავაპარე.
- ბრის-მიაუ. -
***
ოთხი წლით ადრე, 23 თებერვალს ჩემი ბავშვობის მეგობარი - ილო წერეთელი საავადმყოფოდან გამოწერეს. მე და ილომ ერთმანეთი მეცხრე კლასში გავიცანით. შემოდგომის ერთ წვიმიან დღეს, როდესაც დედაჩემმა პურზე ჩამაგზავნა, ჩვენ კორპუსთან პირდაპირ ასფალტზე მჯდომი მაღალი, ქერა ბიჭი აღმოვაჩინე. ხელებმომუშტული იჯდა და აინუნშიც არ აგდებდა ცხვირიდან თქრიალით წამოსულ სისხლს. როგორც მერე გავიგე, უბნის ბიჭებთან მოსვლია ჩხუბი, თავისივე სახელის გამო. ილია წერეთელი რომ გქვია, დაგცინებენ აბა რას იზამენ მეცხრე-მეათე კლასელი ბიჭები. სხვათა შორის, ალბათ საკუთარი სახელი ერთადერთია რაც ვერ აპატია ილომ საკუთარ მშობლებს (მაგრამ იმაზეც მადლობელი ვარ, საერთოდ აკაკი რომ არ დამარქვესო). ჰოდა, იმ დღეს ძალიან გაბრაზებული და ძალიან გალუმპული ილო ძლივს ავაფხიკე ასფალტს და სახლში ავიტანე. დედაჩემმა ერთი შეიცხადა, შენ მოგიკვდი შვილოო და მერე სამი ლიტრი ჟოლოს ჩაი დაალევინა და სულ ძალით ჩააცვა მამაჩემის ოთხი ზომით დიდი ტანსაცმელი.
იმ დღის მერე ილო ავალიანების ოჯახის მეოთხე წევრი გახდა. სულ მაბრაზებდა შენს მშობლებს შენზე მეტად ვუყვარვარო. რაღა დაგიმალოთ და ხანდახან მეც ეგრე მეგონა. წლების განმავლობაში ილომ იოლად მოიპოვა ხიფათიანის რეპუტაცია. მეათე კლასში, სოფელში ხიდან ჩამოვარდა და ოთხივე კიდური მოიტეხა, მეთერთმეტეში აიჩემა სკეიტბორდინგი უნდა ვისწავლოო და სკეიტთან ერთად სამი ნეკნიც დაილეწა, იმავე წელს გუდაურში თხილამურებით სრიალისას მარჯვენა ფეხი იღრძო და ერთი თვე ვერ დადიოდა. მეთორმეტეში ბანკეტზე ისე დათვრა, მეორე სართულის აივნიდან გადააბიჯა და საავადმყოფოში თავიდან ააწყვეს. სამეგობროში მოფერებით ფრანკენშტაინს ვეძახდით.
მისი ბოლო გმირობა იმ ეტაპზე ავარია იყო, როდესაც მამამისის ახალთახალი მერსედესი 120 კმ/სთ სიჩქარით შეაფშვნა ხეს. რა თქმა უნდა, ილო საავადმყოფოში, ხოლო მანქანა პროფილაქტიკაში წაათრიეს. ერთი კვირის მერე 23 თებერვალს, როდესაც ინვალიდის ეტლში წამოჭიმულ ილოს სვენებ-სვენებით მივაგორებდი მანქანისკენ, წერეთელს გენიალური იდეა მოუვიდა.
- ელე, იცი რა? - შემომხედა გაცისკროვნებული თვალებით/
- რა?? - ამოვილაპარე სუნთქვაშეკრულმა და ეტლი გავაჩერე - ცოტა შენც რომ მომეხმარო არა?
- ახლა დავფიქრდი და ეს ჩემი ზუსტაც მეოცე გამოწერა ხოა? - კითხვა დააიგნორა ილომ.
- არ ვიცი, მე მარტო ცამეტ მათგანს შევესწარი. - მხრები ავიჩეჩე მე და ეტლს ისევ მივაწექი.
- და იცი ეს რას ნიშნავს? - ისევ არ მომაქცია ყურადღება.
- რას ნიშნავს? - ამოვიოხრე დანებების ნიშნად.
- რას და უნდა აღვნიშნოთ! ეს ოცი და სხვა მრავალი! - ტაში შემოკრა წერეთელმა.
- შენ ამჯერად ტვინის შერყევაზე არ შეუმოწმებიხარ არავის? - დავეკითხე შეშფოთებულმა და მანქანის კარი გამოვაღე.
- ოოოოოო - ტუჩები პატარა ბავშვივით ამოაბრუნა ილომ და კრუსუნ-კრუსუნით შელაგდა მანქანაში.
- რა “ოოო”, ნორმალური ხარ ახლა შენ? - ეტლს დავეჯაჯგურე დასაკეცად.
- გეხვეწები, დღეს, საღამოს, ცხრაზე, “კანუდოსში”, ხალხს მე დავპატიჟებ, ადგილი შენ დაჯავშნე - გამომძახა წინა სავარძელზე მოკალათებულმა.
- არა, გაგიჟდი? არ მცალია მე, გამოცდები მეწყება დღე-დღეზე. - როგორც იქნა ჩავტენე ეტლი სავარძელში და მძღოლის ადგილზე დავესვენე - მით უმეტეს ახლა საერთოდ არ არის შენთვის კარგი სმა.
-გთხოვ
-არა!
-გეხვეწები
-არა!!
-გემუდარები
-არა თქო.
-ზაზასაც დავპატიჟებ.
ზაზას ხსენებაზე ვიკადრე გაჩუმება. 25ში “ტოეფელის” გამოცდა მქონდა და რაღაც-რაღაცები უნდა გადამემეორებინა, მეორე მხრივ ზაზასაც ვერ ვხედავდი ხშირად.
-რამდენ კაცზე დავჯავშნო? - ვიკითხე ძალიან, ძალიან დაბალი ხმით.
-ბატონო? - ყბა გაეხა ლამის ღიმილით წერეთელს.
-რამდენ კაცზე დავჯავშნო თქო? - ოდნავ მოვუმატე ხმას.
-არ მესმის… - სიცილს ძლივს იკავებდა ილო.
-რამდენ კაცზე დავჯავშნო!!!!!!!??????????? - ბოლო ხმაზე ვიყვირე.
-არ ვიცი ჯერ - სიცილით მოკვდა ილო.
-ვერ გიტან - ჩავიბურტყუნე ჩუმად და მანქანა დავქოქე.
***
ზაზა ხიზანიშვილი პირველ კურსზე გავიცანი. ის და ილო ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტები იყვნენ თავისუფალში, მე - ლიტერატურათმცოდნეობის თსუში. წერეთელმა დაბადების დღეზე რომ დაპატიჟა, სამი დღის გაცნობილი ჰყავდა. სულ თვალები ვუქაჩე, მეთქი მეგობრების წრეში უცნობი ტიპი როგორ მოგყავს. კარგი ვინმე ჩანდაო, გაიმართლა თავი წერეთელმა და რესტორანში შემოსული ზაზა რამდენიმე წლის ნაცნობივით გადაკოცნა. როცა ილომ ბოლოს და ბოლოს იკადრა, ბიჭის ხვევნა-კოცნას მორჩა და გასაცნობად მიმიყვანა, ლამის სუნთქვა შემეკვრა. ქერა, ხუჭუჭათმიანი, ლამის ორმეტრიანი ბიჭი იდგა და მხიარულად დამღიმოდა თავზე.

-ხიზანიშვილი - ხელი გამომიწოდა ბიჭმა - ზაზა ხიზანიშვილი.
-ბონდი - ხელი ჩამოვართვი მე - ჯეიმს ბონდი. - იმავე წამს გვერდში ილოს ისეთი მწარე მუჯლუგუნი მომხვდა, თვალები ცრემლებით ამევსო.
-არ მიაქციო ყურადღება, ბავშვობაში უვარდებოდა ხოლმე ნინა დეიდას ხშირად - ლაპარაკში ჩაერია ილო - ელენეა ეს.
-სასიამოვნოა - თავი დამიქნია ოდნავ გაწითლებულმა ზაზამ.
მოგვიანებით, როდესაც უკვე საკმაოდ მთვრალი ზაზა ჩვენს მეგობრებს უხსნიდა სიყვარულს, ილომ გარეთ წამაკონწიალა.
-ბონდი, ჯეიმს ბონდი - წვრილი ხმით გამომაჯავრა წერეთელმა და დოინჯი შემოირტყა.
-რა იყო? - შუბლი შევკარი მე.
-მოგეწონა, უბედურო, ხომ? - წარბი ამიწია ილომ.
-ვინ, კაცო? - გავისულელე თავი.
-ვინ და ბაბუაჩემი ტარიელი. ზაზა, ვინ აბა?
-რა შუაშია? - ავილეწე მე.
-თავშია. - თვალებით გამბურღა ილომ - ვინმე რომ მოგწონს, ---ფლირტი შენ არ გამოგდის და სულ დებილობებს ამბობ.
-არაფერიც - გავიბუტე მე.
-ყველაფერიც. - გამებუტა წერეთელიც.
-ჰო, კაი, დავუშვათ მომეწონა, მერე? - გამოვტყდი და აწითლებულ ლოყებზე ხელი ავიფარე.
-დაივიწყე - მოკლე მომიჭრა ილომ - შეყვარებული ჰყავს.
სხვათა შორის დავუჯერე და დავივიწყე. კარგა ხანი არ გამხსენებია, სანამ ილომ ფრიუნის წვეულებაზე არ წამათრია და იქ თავიდან არ მომეწონა, მერე ისევ დავივიწყე, მერე კიდევ სადღაც შევხვდი და ისევ თავიდან და ა.შ სანამ ბოლოს არ გავიაზრე რომ ყურებამდე შეყვარებული დავდიოდი ზაზა ხიზანიშვილზე.

***
ილომ კარი რომ შეაღო, დედაჩემი ყელზ ისე ჩამოეკიდა, თითქოს სამამულო ომის გმირი მომეყვანოს სახლში.
-ნინა დეიდა, ვერ ვსუნთქავ - ხელები გაასავსავა ილომ.
-შენ მოგიკვდეს შენი ნინა დეიდა, როდემდე უნდა იარო ასე გიჟივით, შვილო, - შეიცხადა დედაჩემმა.
-ნუ ნერვიულობთ, ნინა დეიდა, ხომ იცით კაჟი ვარ - მკერდზე ხელი დაიბაგუნა ილომ.
-გაჭამო, დედა, რამე? - სულ გალღვა დედაჩემი.
ილომ საჭმლის ხსენებაზე თავი ისეთმა ბედნიერმა დააქიცინა, რომ გაბრაზებამ ეგრევე გადამიარა.
-ყველაფერი მშია - საქმიანად განუცხადა დედაჩემს.
ნინას მეტი რაღა უნდოდა, ეგრევე ეცა ტაფა-ქვაბს და სანამ დედაჩემი ცხრაკერძიან სუფრას შლიდა ილოსთვის, წერეთელი ჩემს ოთახში გავათრიე.
-რა ჩავიცვა? - შევეკითხე და კარადიდან ტანსაცმლის გადმოყრა დავიწყე.
-ტანსაცმელი - მივიღე ამომწურავი პასუხი.
-კიდევ კარგი ეგ მითხარი, დედაშობილა მოვდიოდი. - დავეჯღანე მე.
-ამ ძონძებს თუ არ ჯობდეს - დამეჯღანა ილოც.
-კარგი რა, ილო, გეხვეწები.
-ელე, რა აზრი აქვს გამოპრანჭვას, ხომ იცი ნოკას გარდა ვერავის ვერ ხედავს. - სევდიანად ამომხედა წერეთელმა.
კაბები იატაკზე დავყარე და ილოს გვერდით ჩამოვუჯექი.
-ჯინსებს ჩავიცმევ - ჩავილაპარაკე ჩუმად.
-ელე, ბოდიში რა. - გული დაწყდა ილოს.
-არა, არა, მართალი ხარ. რა აზრი აქვს ამ კაბებს და კილომეტრიან ფეხსაცმელებს ან რატომ ვიწვალო თავი თუ ვკიდივარ.
-უკეთესი გამოჩნდება - ხელი გადამხვია ილომ.
-იმედია - ჩავიბურტყუნე მე და ჩავეხუტე.
უეცრად ილოს გულის ჯიბე გაზუზუნდა.
-ძაღლი ახსენეო - ჩაილაპარა წერეთელმა და ზაზას ესემესი მანახა, იწერებოდა შეიძლება ბავშვობის მეგობარიც წამოვიყვანოო. - ანუ, ჩემიანად და შენიანად 23 გამოვდივართ ხო? - თავი დავუქნიე - ელე, მიდი შეუკვეთე რა.
მობილური ავიღე და “კანუდოსის” ნომრის ძებნა დავიწყე.



№1 სტუმარი Marishka^_^

გააგრძელეე.. მომეეწოონაა^_^

 


№2  offline წევრი BvBArMy

Au gasgrdzele ra.
--------------------
I Hate Everything About You

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent