დრო ვერ კურნავს იარებს (4)
უკანა გზაზე ორივე ჩუმად იჯდა მანქანაში. მაიკოს პატარა სტიკერი ეჭირა ხელში რომელზეც მასპინძელმა ‘’ალექსანდრე მოსიძე’’ წაუწერა. თუმცა ამის გარეშეც არ დაავიწყდებოდა არასდროს მისი სახელი და გვარი. ხანდახან თვალი გაეპარებოდა მისკენ და აშტერდებოდა, თითქოს მის გახსენებას ცდილობდა. -შესაძლოა დედამ იცოდეს ამ ხალხის შესახებ. თუ ასეთი ცნობილი ოჯახი იყო აუცილებლად ექნება მათ შესახებ რამე გაგებული. -უნდა ვკითხოთ? -ჰო ,მაგრამ არ ვეტყვით რომ ეს ყოველივე ტყუპებს უკავშირდება. არ მინდა ფუჭი იმედი მივცე და მერე არაფერი გამოვიდეს. -მართალი ხარ დეიდა_ სანდრომ მანქანა სახლის წინ დააყენა და ორივე ძირს გადმოვიდა. VVV ნიტა შემოსასვლელში უხერხულად იჯდა. მას მერე რაც კატო გამოსაცვლელად წავიდა კარგა ნახევარი საათი გავიდა, მაგრამ არ გამოჩენილა. სახლი ისე მოეწონა მიმოფანტულნივთებზე თვალის გასწორებაც კი ერიდებოდა. მსგავსი არასდროს არაფერი ენახა. მის სამოთახიან სახლთან საერთოდ რა მოსატანი იყო. გაიფიქრა აქ ვერ ვიცხოვრებ , მაგრამ მუშაობასაც არაუშავსო. დაგვიანების მერე როგორც იქნა მასპინძელიც გამოჩნდა. ტელეფონზე ლაპარაკობდა და რაღაც მითითებებს იძლეოდა. -ჩემს ზმას ველაპარაკე ხუთ წუთში აქ იქნება. -არაუშავს არ მეჩქარება. -მაპატიე საქმეებს ვაგვარებდი და აქ მიგატოვე. -არაუშავს, ჩემგან განსხვავებით ალბათ მთელს დღეს ქუჩაში არ ატარებთ. საქმეები გექნებათ. -ქუჩაში დიდ დროს ატარებთ? -კი, თუ რამე ერთჯერადი სამუშაო არ მაქვს და ... -ერთჯერად სამუშაოში რას გულისხმობ? -კვირაობით მეზობლის ბაღს ვუვლი და ვალაგებ. ორშაბათს და ოთხშაბათს ჩემთან იქვე მაღაზიაში დავდივარ და მეპატრონეს პროდუქტის დალაგებაში ვეხმარები. დანარჩენი დღე სულ ქუჩაში ვარ. -სხვა შემოსავალი რა გაქვთ? -ჩემი დის, უფრო სწორად ნათლიის შვილის პენსია. არასრულწლოვანი ,რომ დაობლდა მთავრობამ დაუნიშნა. -შენი და არასრულწლოვანი ,რომ დაობლდა ახლა მისი მეურვე ვინა? სახელწიფომ მასზე ზრუნვა არ შემოგთავაზათ? -ნათლია სანამ გარდაიცვლებოდა მანამ ის პატრონობდა. მამა არ ყავდა და პენსია მაშინაც ჰქონდა. მერე ნათლია რომ გარდაიცვალა რამდენიმე თვის წინ ბავშვთა სახლში ,რომ არ წაეყვანათ ბიძამისმა და მისმა ცოლმა იშვილა. მასთან არ ვცხოვრობთ ჩვენ ჩვენს სახლში დავრჩით. გვაკითხავენ ხოლმე, როგორც სეუძლია გვეხმარება კიდევაც ,მაგრამ თვითონაც არ არიან მდიდრები ხომ ხვდებით არა? -რათქმაუნდა. სტანდარტული სიტუაციააა, როგორც ყველა ამ ფენის ოჯახში. ასეთი საქმეები თითქმის ყოველ დღე მიდევს მაგიდაზე. -მაგიდაზე რატომ გიდევთ?_გაიკვირვა ნიტამ -ადვოკატი ვარ. ძალიან ხსირად მხვდებიან ასეთი ოჯახები. ზოგს ქმარი სცემს დუხჭირი ცხოვრების გამო, ზოგი შვილებს ავიწროებს, ოჯახზე ძალადობს. ჩემი საქმე ასეთი ხალხის დაცვაა. უფრო ხშირად არასამთავრობოში ვხვდები მსგავს საქმეებს. იქ უსასყიდლოდ ვმუშაობ. ჩემს კაბინეტში აბა გაცილებით მძიმე საქმეები მოაქვთ. -მკვლელობებს გულისხმობთ? -მკვლელობა ,ყაჩაღობა, ძალადობა ...სასინელებაა. დამიჯერე შენი ცხოვრება გაცილებით სჯობს ჩემსას. ის მაინც არ იცი რა უსამართლობა მეფობს ამ ქვეყანაზე. გგონია, რომ ყველაფერი მარტივია -ჰო, შესაძლოა მართლაც მასეა -მგონი გაბრიელი მოვიდა, მანქანის ხმა იყო კატო კარისკენ წავიდა. ნიტა კიდევ ადგილზე ცქმუტავდა და ელოდა როდის შემოვიდოდა სახლში სასურველი სახე. -სად ხარ ამდენ ხანს? _მოეხვია ძმას კისერზე კატო -მოპირდაპირე ქუჩაზე ავარია იყო. იქ შევყოვნდი სანამ გზას გახსნიდნენ. -შენთან სტუმარია. ვიფიქრე სჯობდა თვითონ გასაუბრებოდი. -შენ სადმე მიდიხარ? -საბუთები მიმაქვს კლიენტთან. აი იმასთან რომ გითხარი უკანასკნელ დღეშეია-თქო. ანდერძის ასლი უნდა მივუტანო და ხელიც მოაწეროს განახლებულ ვერსიას. რამდენიმე დღეა მელოდება მე კიდევ ვერც ერთი საქმის გადადება მოვახერხე რომ მივსულიყავი. -მიდი გაიქეცი მე მივხედავ იმ გოგოს და ცოტა შეისვენე თორემ ბოლოს გადაიწვები და... მეტისმეტს მუშაობ დამიჯერე. -ჩანთას ავიღებ და გავედი. გაბრიელმა დას თვალი გააყოლა, რომელსაც დაღლა საერთოდ არ ეტყობოდა. მერე მისაღებში შევიდა და ნიტას გაღიმებულ სახეს შეეფეთა. -გამარჯობა, როგორ ხარ? მიხარია, რომ მოხვედი -მეც მიხარია თქვენი ნახვა ადვოკატო. -‘’თქვენობის’’ გარეშე კარგი? -კარგი. -მითხარი რა შეგიძლია გააკეთო. თუ ბაღის მოვლა გერთულება ძიძას დაეხმარე სამზარეულოში. როგორც შენ გინდა ისე. რა დროს მოხვალ ხოლმე და წახვალ ის შეგითანხმდება. აქ სახლის საქმეებს ყოველთვის ის აგვარებს. მე და ჩემი და თითქმის სულ წასულები ვართ. -მაშინ თქვენს ძიძას დავეხმარები სამზარეულოში. -ძალიან კარგი. ძიძა ასაკში შევიდა და უჭირს ყველაფრის მოგვარება. სუპერმარკეტში გაჰყვები, სახლის საქმეეში დაეხმარები...მოკლედ რასაც გეტყვის. -გპირდებით ყველაფერს ისე გავაკეთებ როგორც მეტყვის. -ძიძა, ძიძა..._გასძახა გაბრიელმა და ქალიც მალევე გამოვიდა ოთახში -გისმენ შვილო -ეს ნიტაა. დღეიდან სახლის საქმეებში დაგეხმარება. ასწავლე ყველაფერი რაც საჭიროა. -კარგია დამხმარე რომ მომიყვანე. ხომ ხედავ აღარ ვარ ახალგაზრდა. რამეს ხომ არ დალევ? -ყავა მომიტანე გთხოვ, კაბინეტში ვიქნები. რაღაც საქმეები მაქვს და სანამ კატო მოვა მივხედავ. -წავიდა უკვე? -ჰო, ცოტა ხნის წინ. -გადამრევს ეს გოგო. წამით არაა მაგის მოსვენება. -მიდი და აუხსენი თუ გაგივა რამე... VVV -დედა შეიძლება დაგელაპარაკოთ?_კარი შემოაღო მაიკომ და სანდროც შემოჰყვა -მოდით -შეუძლოდ ხომ არ ხარ? რატომ დაწექი? ჯერ მხოლოდ 6 საათია. -კარგად ვარ, ნუ ღელავ. მითხარი რა ხდება -ბებო შენთან რაღაც კითხვა გვაქვს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. -მოხდა რამე რაც არ ვიცი? -დედა ერთი ადამიანის შესახებ გვინდა გკითხოთ. ჩვენ მის შესახებ ინფორმაცია გვჭირდება. -ვისზეა ლაპარაკი? -ვფიქრობ უნდა გქონდეს გაგონილი მასზე ან მის ოჯახზე რამე. როგორც გავიგეთ ძალიან ცნობილი ოჯახი იყო. -გააჩნია როდის იყო შვილო. იმიტომ რომ მე უკვე მოხუცი ვარ და დიდი ხანია მაღალი ‘’ელიტის’’ საქმეებში აღარ ვერევი. თუმცა იყო დრო როცა მაგ საზოგადოების ნაწილი ვიყავი. -ვინმე ალექსანდრე მოსიძე. როგორც გავიგე დაახლოებით ოცი წლის წინ მთავარი მოსამართლე იყო. -რატომ დაინტერესდი მაგ ადამიანით? -უბრალოდ დავინტერესდი. რამდენიმე დღის წინ გავიგე მის შესახებ რაღაცეები. ჩემს მეგობარს აინტერესებდა და შევპირდი ,რომ გკითხავდი თუ იცოდი მის შესახებ რამე. -და შენ რატომღა გაინტერესებს ?_ შვილიშვილს მიუბრუნდა ქალი_ არც ისე სულელი ვარ და გამოყრუებული. -ეას ამბობ ბებია. მე უბრალოდ დეიდას მოვყევი_ დამაჯერებლად თქვა ბიჭმა -რაღაცას ხლართავთ. ჩუმად ბუტბუტებთ და სადღაც დადიხართ. -მითხარი თუ რამე იცი იმ კაცის შესახებ. -მე ვიცი რატომაც გაინტერესებს იმ კაცის ამბავი. გაიგეთ არა ყველაფერი ჩემი ანდერძის შესახებ და დაიწყეთ გამოძიება ჩემს გამოყრუებულ დედას ვინმემ რამე არ გამოძალოსო. -რა შუაშია დედა. -მე ჭვიანი და განათლებული ქალი ვარ. ერთ დროს ამ ქალაქში თავს ვიწონებდი ჩემი არსებობით. ახლაც ვიცი რასაც ვაკეთებ. ის გოგო მე მოვიყვანე იმიტომ რომ ვიცი რას წარმოადგენს. -რომელი გოგო დედა? -ჩემი ადვოკატი. ის ძალიან ნიჭიერი და წკვიანი გოგოა. ახალგაზრდაა მაგრამ უკვე დიდი წარმატებები აქვს. ბევრი ისეთი საქმე მოიგო რომელსაც ხელსაც არავინ მოჰკიდებდა. ანდერძის შედგენა გაცილებით მარტივია. -დეიდა მომკალი და არ მესმის რაზეა ლაპარაკი. -ნუ მაკონტროლებთ. ვიცი რასაც ვაკეთებ. მაცადეთ მოვაგვარო ეს საქმე და მერე მშვიდად მოვკვდე. -დედა. -თუ რამე გაინტერესებდა მის შესახებ შეგეძლო მოსულიყავი და გეკითხა. გამოძიება არ იყო საჭირო. -დედა მართლა არ გესმის რაზე საუბრობ_ დისშვილს გადახედა მაიკომ. მოხუცმა საწოლის გვერდით მდგარი ტუმბოდან საქაღალდე ამოიღო და საწოლზე ისროლა. -აიღეთ და წაიკითხეთ. მე ჯერ ისევ მე ვარ. მის შესახბ ყველაფერი ვიცი. კარგად გავარკვიე ვინ იყო და საიდან. შეგიძლიათ წაიღოთ და გულის დასამშვიდებლად გადაიკითხოთ. ახლა დაძინება მაცადეთ. საწოლს გადაბრუნდა მოხუცი და ორივეს მიახვედრა ,რომ ნაწყენი იყო. -დედა ჩვენ მართლა არ გვესმის რაზე გველაპარაკები ,მაგრამ რადგან ასე გსურს წავიკითხავთ ამ ქაღალდებს -როგორ გგონია რა არის დეიდა?_ფეხდაფეხ მოზდევდა სანდრო. -მისაღებში დავსხდეთ და ვნახავთ მოსაჭერი გადააძრო საქაღალდეს ქალმა და პირველსავე გვერდის დანახვაზე იგრძნო როგორ წაერთვა მუხლებში ძალა. მის თვალწინ ასო-ბგერები ათამაშდნენ და ახტუნავდნენ. ძლივს მოახერხა საქაღალდეს ხელი ჩაებღუჯა,რომ არ გავარდნოდა. -დეიდა კარგად ხარ? -გოგონა... -რა? -ხუთი წლის გოგონა, რომელიც იმ ოჯახს ყავდა გაბრიელი რომ დატოვეს. სანდრომ ქაღალდები გამოგლიჯა და დააჩერდა -ეკატერინე მოსიძე. -ბებიაშენის ადვოკატი. ოცდათერთმეტი წლის. ამიტომაც ამბობდა დედაჩემი ისეტი ადვოკატი მყავს ქალაქი,რომ დაიარო ვერ იპოვნიო. -ისაა? -რატქმაუნდა. მოსამართლეების,ადვოკატებისა და სახელმწიფო მოხელეების შთამომავალი. წარმატებული და დაფასებული ასაკის და მიუხედავად. ამიტომაც იქირავა ის და არა სხვა. მთელი საქაღალდის წაკითხვა არცაა საჭირო. ისედაც ვიცით ვინაა. სანდრომ სწრაფად გადაფურცლა ყველა გვერდი. მამა ალექსანდრე მოსიძე. მოსამართლე და პოლიტიკური მოღვაწე ამა და ამ წლებში. დედა რუსუდან ჩხეიძე უნივერსიტეტის რექტორი. -მოხუცს ყველაფერი გამოუკვლევია. -და არ იცის, რომ ის ოჯახია რომელსაც 26 წელია ეძებს. -აქ მისამართიც წერია. ჩვენ ალექსანდრე მოსიძეს ვეძებდით და ის თვითონ მოვიდა ჩვენთან. -ნეტა კარს ვინმე გააღებს._ გაჯავრდა მაიკო. უკვე სამჯერ მისცეს ზარი._ ზემოთ ავალ მობილურს ჩამოვიტან. -მე გავაღებ დეიდა._ წამოდგა სანდრო ისე, რომ საქაღალდე არც დაუდია.როგორც კი კარი გამოაღო ადგილზე შედგა. -საღამომშვიდობის, ქალბატონი ლეილა მელოდება _ ჩვეული ღიმილი გაისროლა ქალმა -თქვენ? -დიახ. ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ. მე ქალბატონი ლეილას ადვოკატი ვარ. ანდერძის ასლი მოვუტანე წასაკითხად და თუ პრეტენზია არ აქვს ხელსაც მოაწერს. სანდრომ ჯერ ქალს ახედა და მერე ფურცლებისკენ გააპარა მზერა, რომელიც ჯერ ისევ ხელში ეჭირა. -სანდრო მიდი მანქანა გამოაყენე და წავიდეთ მაგ მისამართზე. დროა შევხვდეთ ბოლოს და ბოლოს მაგ ალექსანდრე მოსიძეს. -დეიდა _ დაუძახა ბიჭმა მაგრამ ის ისევ მობილურს ჩაჰკირკიტებდა. -ინტერნეტში ვეძებ ..._ განაგრძო ქალმა მაგრამ წაში გაჩუმდა. სანდროს სტუმარი უკვე შემოეყვანა და ახლა ბიჭის ხელში მომარჯვებულ ქაღალდებს აკვირდებოდა. აბა რისი ადვოკატი იყო მსგავსი რამეები გამოპარვოდა. -ვიიინ?თქვენ მამაჩემს საიდან იცნობთ? -შეიძლება დავილაპარაკოთ ადვოკატო?_ სიტუაციის განმუხტვა სცადა სანდრომ _რათქმაუნდა. მეც მაინტერესებს მამაჩემს რატომ ახსენებდით ან საიდან იცნობდით -თუ შეიძლება კაბინეტში შევიდეთ_თქვა მაიკომ. იქ უფრო მყუდროდ ვსაუბრებთ -დედათქვენი მელოდება. -ახლა მაინც სძინავს. ცოტა ხანს თუ დამითმობთ არ იქნებოდა ურიგო. -მეც მაინტერესებს მამას რატომ ახსენებდით. ორი ვერსიაა. ან მამას იცნობდით ან ცემს შესახებ ინფორმაციას ეძებდით. საქაღალდე მეორე ვარიანტისკენ მიბიძგებს. -მართლა მაგარი ადვოკატი ყოფილხარ._კბილებში გამოსცრა სანდრომ -ეს ჩვენს ოჯახს ეხება და როგორც დღეს გავიგეთ თქვენს ოჯახსაც. -ჩვენს ოჯახებს საერთო არაფერი აქვთ. -ჩვენც ასე გვეგონა ,მაგრამ... -რა, ქალბატონო მაია? -შეგიძლიათ მითხრათ რაიმე თქვენი უმცროსი ძმის შესახებ? -ჩემი ძმა რა შუაშია? -უბრალოდ მითხარით და მეც გეტყვით პასუხს. -გთხოვთ გვითხარით_წაეშველა დეიდას სანდრო -ჩემს ძმას გაბრიელი ქვია. გაბრიელ მოსიძე. 26 წლისაა და ადვოკატია ისევე ,როგორც მე. ჩვენ გვსურდა ,რომ მამას პროფესიას გავყოლოდით. თავიდანვე გვინდოდა ჩვენს ოჯახში დამკვიდრებული ეს ტრადიცია გაგვეგრძელებინა -კიდევ?_ჩაეძია მაია -კიდევ რა გაინტერესებთ. ცოლირ ჰყავს,არც შვილები, არც... -და ნაშვილებია... -საიდან მოიტანეთ? უკაცრავად, მაგრამ უფლება არ გაქვთ რომ ჩვენი ოჯახის საქმეებში ჩაერიოთ. -არც გვიფიქრია, მაგრამ რაღაც უფლება გვაქვს დამიჯერეთ ქალბატონო ეკატერინე_ დაამშვიდა სანდრომ -თქვენ უნდა მასწავლოთ რისი უფლება გაქვთ და რისი არა? -ნაშვილებია, ხომ ასეა? კატო შეყოყმანდა და უკან დაიხია. -საიდან გაიგეთ? ამ ამბის შესახებ ოჯახის გარდა არავინ იცოდა. -შეგიძლიათ მოგვიყვეთ? -ხუთი წლის ვიყავი გაბრიელი ჩვენს ოჯახში ,რომ გამოჩნდა. ჩემს მშობლებს საკმაოდ დიდ ასაკში შევეზინე. დედა მაშინ 43 წლის იყო. მამა ორმოცდაათს გადაშორებული. რვა წელი შვილი არ ჰყავდათ. ამიტომაც განსაკუთრებულად მანებივრებდნენ. ხუტი წლის ასაკში უკვე ცემს ნებაზე ვიყავი მიშვებული. მამა მოსამართლე იყო. უზარმაზარ სახლში ვცხოვრობდით. -ვიცით სადაც_დაუდასტურა სანდრომ. კატოს გაუკვირდა, მაგრამ თხრობა არ შეუწყვეტია. -დეკემბერი იყო. უკვე ახალი წლისთვის ვემზადებოდით. მამა მეუბნებოდა თოვლის ბაბუა მოვა კართანო. მახსოვს როგორც კი კარზე ზარს გავიგებდი ვერავინ მასწრებდა მისვლას და გაღებას. იმ სარამოს უკვე გვიან იყო. ვახშამზე ვისხედით. კარზე ზარი გაისმა. პირველი მე გადმოვხტი სკამიდან და გავიქეცი. კარი ,რომ გავაღე კალათში ბავშვი იწვა. დედამ რომ წამოვიზარდე მაშინ მომიყვა რომ წერილში ეწერა მისი გაზრდა არ შეეძლოთ. ეწერა დაბადების დღე და სახელი. -მერე? -მამას უნდოდა,რომ პოლიციაში წაეყვანა. კანონმორჩილი კაცი იყო, მაგრამ დედას ძალიან შეუყვარდა. უკვე ასაკში იყო და იცოდა მეტ შვილს ვეღარ გააჩენდა. მამას სთხოვა ბავშვი დაეტოვვებინათ. მამა უარზზე იყო, კანონი ასე მოითხოვსო მაგრამ... -მაგრამ დედამ თავისი გაიტანა. -მამამ მოახერხა, რომ ბავშვი თავის ნამდვილ შვილად გაესაღებინა. გაბრიელი რომ წამოიზარდა სიმართლე მოვუყეევით. მან ყოველთვის ოცოდა, რომ დედა და მამა მისი გამზრდელები იყვნენ და არა ნამდვილი მშობლები. მუხედავად ამისა ერთმანეთისგან არასდროს განვუსხვავებივართ. ერთად გავიზარდეთ და ჩვენ და-ძმანი ვართ. გაბრიელი ჩემი ძმაა და ყოველთვის ასე იქნება. -ვიცით. გაბრიელის შესახებ სიმართლე ჩვენც ვიცით. -რომელი სიმართლე? რას გულისხმობთ? რა გაკავშირებთ გაბრიელთან? -ყველაფერი 28 წლის წინ დაიწყო მაშინ, როცა ჩემმა დამ და სიძემ თავანთი ტყუპი შვილები გააშვილეს. მას შემდეგ მე და დედაჩემი ამაოდ ვცდილობთ მათ პოვნას. ცოტა ხნის წინ სანდრომაც გაიგო ეს ამბავი და ისიც გვეხმარება რომ ჩემი დიშვილები ვიპოვოთ.რამოდენიმე დღის წინ მან თავისი მშობლების საუბარი შემთხვევით მოისმინა და გაიგო რომ აი ამ მისამართზე_(ქაღალდი გაუწოდა სარამ) დატოვეს მათი ერთ-ერთი შვილი. დღეს ჩვენ ამ სახლში მივედით და ვესაუბრეთ იმ ქალს, რომელიც ახლა იქ ცხოვრობს და გვითხრა რომ სახლი დაახლოებით 25 წლის წინ შეიძინა და მაშინ იქ ვინმე ალექსანდრე მოსიძე ცხოვრობდა. ჩვენ ეჭვი გვაქვს რომ ბავშვი მან თავის სახლთან იპოვა და გაზარდა. გვინდა რომ ვიპოვოთ და დედას ამდენი წლის ოცნება ავუხდინოთ და სიკვდილის წინ დაკარგული შვილიშვილები ვაჩვენოთ -ეს ,ეს სახლი ჩვენი ძველი სახლია. დედა ‘’სასახლეს’’ ეძახდა ხოლმე -რაღა დაგიმალოთ და ნამდვილად ჰგავს _ გაიკრიჭა სანდრო. -ესეიგი ბავშვები თქვენ არ გაგიშვილებიათ?_დაეკითხა კატო -არა , ჩემი და და სიძე ახალგაზრდობაში ძალიან თავაშვებულ ცხოვრებას ეწეოდნენ უნდოდათ თავისუფლად ეცხხოვრათ და ბავშვები თავიდან მოიცილეს. მას მერე მეც და დედაც შეუწყვეტლივ ვეძებთ მათ.უამრავი დეტექტივი დავიქირავეთ. რა ხერხს არ მივმართეთ მაგრამ ყველაფერი ამაო აღმოჩნდა.ბოლოს გავიგეთ რომ ეს უბრალო გატაცება არ ყოფილა და ყველაფერი მათ მოაწყვეს. სანდრომ კი ყველაფერი ცოტა წინ გაიგო და უნდა რომ და ძმა მანაც იპოვოს. -ასე როგორ გაიმეტეს საკუთარი შვილები -ამას მე და დედა დღემდე ვეკითხებით ჩვენს თავს.მე მაშინ 15 წლის ვიყავი როცა ეს ამბავი მოხდა.საშინელება იყო.დედა ლამის შეიწირა ამ ამბავშა.ტყუპები ძალიან უყვარდა.უფრო მეტიც მგონი ის ერთადერთი იყო ჩემს გარდა ვისაც ეს ბავშვები ნამდვილად უყვარდა.სხვას ყველას ფეხებზე ეკიდა რა მოუვიდოდათ. -ჩვენმა მშობლებმა ისე გაგვზარდა როგორც და ძმანი,მას ახლა გაბრიელი ქვია... ის ცემი ძმაა. არ ვიცი რას აპირებთ, საერთოდ თუ გეგმავთ მასთან შეხვედრას,მაგრამ იცოდეთ რომ ის ახლა ჩემი ოჯახია. მესმის თქვენ არ ხართ დამნაშავე, მაგრამ ... -ხო ,ხო მას გაბრიელი ქვია მის დას კიდევ ნიტა ერქვა._მიაყოლა სარამ. -ნიტა? -დიახ. დედამ ასე დაარქვა -რა ხდება ადვოკატო? რაზე დაფიქრდით? _დაეკითხა სანდრო -არა არაფერი..._გაირიმა კატომ -ადვოკატო,ჩვენ ისინი უნდა ვიპოვოთ დედა დღემდე მათზე ფიქრობს,არ მინდა რომ მათზე დარდით წავიდეს ამ ქვეყნიდან,ძალიან გთხოვთ_შეევედრა მაიკო._ მინდა უკანასკნელად მაინც შეხვდნენ ერთმანეთს. -მესმის ქალბატონო,თქვენ რა შუაში ხართ მითუმეტეს სანდრო -არც ტყუპები იყვნენ არაფრის შუაში უბრალდ მოიცილეს მშობლებმა იმისთვის, რომ მომავალ ლაღ ცხოვრებაში ხელი არ შეეშალათ -ბებია კიდევ ამ ამბავმა ლამის შეიწირა.დღემდე ვერ ივიწყებს. ეს როგორ ჩაიდინეს ორი ბავშვი ასე როგორ გაიმეტეს...რა სისასტიკეა...რომ არა ჩემი მშობლები... -მესმის და ამას ვაფასებთ და დარწმუნებული ვარ უფალიც დაუფასებთ .ჩემი და და სიძე კი ამის გამო საკადრისად ისჯებიან . მას მერე სიმშვიდე არ ღირსებიათ და არც ეღირსებათ. ერთმანეთს ჭამენ და ადანაშაულებენ არადა ორივე ერთმანეთზე უარესია. -ჯერ ვერ ვეტყვით ჯერ უნდა... -რათქმაუნდა ,მაგრამ ვერც მეტს მოვიცდით ადვოკატო დედა სიკვდილის პირასაა -მესმის და გპირდებით რომ ამისათვის ვეცები ჩემი ძმა რამენაირად შევამზადო.როცა თქმას დავაპირებთ სჯობს თქვენც მის გვერდით იყოთ.და გოგონა?მის პოვნას როგორ აპირებთ? -ეს კი აღარ ვიცით.მისი კვალი საერთოდ არ ჩანს.უუგზო უკვალოდ გაქრა. _ ველი თქვენს შეფასებებს <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.