შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა სიყვარული აკრძალულია (2)


19-01-2016, 19:53
ავტორი zak
ნანახია 3 229

მონასმენით გაოცებული იყო ნიცა,ვერ იჯერებდა რომ მსგავსი სიცრუის თანამონაწილე გახდა,თავისდაუნებურად.ყველანაირი შთამბეჭდილება დაეკარგა მამამთილზე,აქამდე თუ სასიამოვნო,სანდო პიროვნებად მიაჩნდა,ახლა მის თვალში მხოლოდ მატყუარას წოდება დაიმსახურა.
-თქვენ გგონიათ ამაზე დავთანხმდები?!...გაწბილებული ფეხზე წამოიჭრა და მამათილის მიმართულებით წაოიყვირა.
-შენში ბევრი ფული გადავიხადეთ,ჩვენდათავად ჩვენ დაგიფინანსებთ სწავლას სამომავლოდ,რა თქმა უნდა საზღვარგარეთ.ბავშვს რაც შეეხება ჩვენთან დარჩება,უბრალოდ დროებით გვჭირდება თვალის ახვევა ხალხისათვის.უკანონო შვილი დიდ აჟიოტაჟს გამოიწვევდა,ჩვენს ოჯახს კი არ აწყობს ეს.შენ უტასთან მხოლოდ ფორმალური ურთიერთობა გექნება ნიცა,ამას გპირდები...კვლავ მშვიდად ამოილაპარაკა ნიკამ და გოგნასკენ დაიძრა.ფრთხილად მიუახლოვდა ჯერ კიდევ გაოცებულს და კედელსა და საკუთარ მკლავებს შორის მოაქცია.
-უკან დაიხიეთ თორემ საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ,თქვენ და თქვენი შვილი უნამუსოები ხართ,მე თქვენი ბინძური გეგმების განხორციელებაში ხელს არ შეგიწყობთ...ძლიერად მიაბჯინა გულ-მკერდზე პატარა ხელები მამათილს და მის მოშორებას შეეცადა,მაგრამ არაფერი გამოუვიდა.
-სამაგიეროდ,მე დავტკბები შენით დიდი სიამოვნებით,თან რძალთან არასოდეს ვწოლილვარ,საინტერესო უნდა იყოს...ვნებიანად დაიჩურჩულა გულაჩქარებული გოგონას სახეზე და სასიამოვნოდ ჩაიღიმა მისი აჩქარებული სუნთქვა რომ იგრძნო საკუთარ სახეზე.
-ეს ამაზრზენია,ახლავე მომშორდით...კიდევ უფრო აქტიურად შეეცადა ნიკას მკლავებიდან დასხლტომას,მაგრამ მამაკაცის ძლიერ მკლავებს თავი ვერაფრით ვერ დააღწია.ფრთხილად მიუახლოვა სახე გოგონას სახეს.როგორც კი იგრძნო,როგორ შეწყვიტა ნიცამ სუნთქვა გაღიმებული გაშორდა კედელზე აკრულ გოგონას.
-მმ,ძალიან სასაცილო გოგო ხარ ნიცა...ხმით ჩაიცინა კაცმა და სავარძელში გადაწვა.
-თქვენ კი ამაზრზენი ადამიანი ხართ,როგორ გაბედეთ,იცოდეთ არც კი მომიახლოვდეთ თორემ მაშინვე წავალ სახლიდან,თქვენი საშინელი გეგმები კი წყალში ჩაიყრება...არ იცის საიდან მიეცა ამდენი გამბედაობა,მაგრამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ სწრაფად დატოვა ნიკოლოზის კაბინეტი და სამზარეულოში ჩავიდა.
-შვილო,რანაირი სახე გაქვს,მოხდა რამე?...შეშინებული მივარდა ქალბატონი ელზა ნიცას და შემდეგ სწრაფად მოუტანა წყალი.
-არაფერია ქალ...ელზა,უბრალოდ კიბეებზე ფეხი დამიცდა და ძალიან შემეშინდა,კინაღამ დავგორდი,ნუ ღელავთ...დასამშვიდებლად გაუღიმა ქალს და წყალი ერთი მიყუდები დაცალა...მაპატიეთ,არ მინდოდა თქვენი შეშინება,ახლა კი თქვენის ნებართვით მე წავალ,დავწვები,დღეს დავიღალე...კიბეები არ ჰქონდა ამთავრებული მობილურმა რომ დარეკა.გაბადრულმა გადაასრიალა სენსორზე ხელი,როდესაც ეკრანზე სახელ ელენეს მოჰკრა თვალი.
-ჩემი გოგო,რას შვები?ჩახვედი უკვე?...მოუთმენლად შეეკითხა დაქალს ნიცა,ისე რომ არც კი მისალმებია.
-ჯერ ის მითხარი რას შვები მეუღლის ოჯახში გენაცვალე.
-ახლა სახლში ვარ,მერე გარეთ გავალ და მშვიდათ მოგიყვები,ვერც კი წარმოიდგენ ამ სახლში რა მიზეზით ვარ,შენ ის მითხარი როგორ იმგზავრე და როგორ მოგწონს საბერძნეთი,მიდი მომიყევი დროზე...კიბის მოაჯირზე ჩამოჯდა და გაბადრულმა გააგრძელა საუბარი თან შიგადაშიგ მხიარულა გადაიკისკისებდა ხოლმე.
-მოკლედ,ვერ შევაგნებინე რომ ბერძნული არ ვიცოდი,ქართულად შევუკურთხე და ტაქსში ჩავჯექი,არადა როგორი სიმპატიური იყო...კიდევ ერთხელ გულიანად გადაიკისკისა დაქალის ისტორიაზე და ერთი ხელი გულზე მიიბჯინა.
-გიხდება სიცილი...მოულოდნელობისაგან კინაღამ მართლა დაგორდა კიბეებზე,მაგრამ მამამთილის მკლავებმა გადაარჩინეს.
-ხელი გამიშვით,რა გითხარით მე თქვენ,არ გაბედოთ და არ შემეხოთ-მეთქი...მკაცრად გადაუტრიალა თვალები კაცს და განზე გაიწია რათა ქვემოთ ჩაეშვა.
-მადლობა მაინც გეთქვა,ბოლო-ბოლო გადაგარჩინე...ირონიულად გაუღიმა მამაკაცმა ნიცას და კიბეებზე დაეშვა.
-რომ არ შეგეშინებინე,გადარჩენა არც დამჭირდებოდა,ძვირფასო მამამთილო...ბოლო სიტყვებსი მაქსიმალურად შეეცადა ირონია ჩაექსოვა,აშკარად გამოუვვიდა.ამაზე ნიკოლოზის გააფთრებული მზერა მეტყველებდა.სწრაფად აირბინა კიბეები და მობილური ყურზე მიიდო.
-ნიცა აქ ხარ?!გოგო,მეძახიან უნდა წავიდე,დაგირეკავ მერე,გაკოცე.
-კარგი საყვარელო,გაკოცე მეც,დროებით...მობილური დაბლოკა და საძინებლის კარი ფრთხილად შეაღო.უტა საწოლზე წამოწოლილიყო და ფიქრებით სადღაც შორს დაფრინავდა.იქნებ შვილზე ფიქრობს?!მაგრამ მამამისის შვილსა და პრიმატს,არ შეუძლია ადამიანური დამოკიდებულების ქონა რაიმე საკითხთან დაკავშირებით.ხმის ამოუღებლად გამოიღო კარადიდან საჭირო ნივთები და სააბაზანოში შევიდა.იქიდან გამოსული ფრთხილად მიუახლოვდა საწოლს,მაგრამ საბნის აწევა ვერ შეძლო,უტა პირდაპირ გადასაფარებელს აწვა.
-უტა,გაიღვიძე რა წამით,უტა!...ფრთხილად შეარხია მეუღლე და მისი გაბრაზებული სახე რომ დალანდა სათხოვარი კი არა საკუთარი სახელი დაავიწყდა.
-რა ჯანდაბა გინდა...დაბოხებული ხმით,ამოიღრინა ბიჭმა და ნიცას გაბრაზებული თვალებით შეანათა.
-საბანს აწევხარ და...წინადადების დასრულება ვერ მოასწრო,უტა ფეხზე რომ წამოიჭრა და ნიცას მიეჭრა.
-არ შეგიძლია უბრალოდ დამასვენო?ნუ მეჩხირები თველებში,არ შეგიძლია?!...ხმამაღლა დაუყვირა ისედაც შეშინებულ გოგონას და როდესაც მის ღაწვებზე ცრემლები შენიშნა ფრთხილად დაიწია უკან.რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ უტამ ხმადაბლა ამოიჩურჩულა...ოღონდ ნუ ტირიხარ რაა,ვერ ვიტან როცა ქალი ტირის,ბოდიში არ მინდოდა,ნიცა დამშვიდდი ახლა...ბოდიშის გამო უფრო ამოუჯდა გული ნიცას,ვიდრე ბიჭის საქციელის გამო,ვერ იჯერებდა რომ უტა ბექაური,ქალაქის ყველაზე სასურველი სასიძო და ნიკოლოზ ბექაურის ვაჟი,ახლა ბოდიშს უხდიდა.
-არაუშავს,დავივიწყოთ...ბიჭის თვალებში გულწრფელი სინანული რომ დაინახა,ვეღარ შეძლო მისთვის რაიმე ცუდი ეთქვა.
-კარგი,ახლა კი დავწვეთ,დაიღლებოდი...ბიჭის მსგავსმა გარდასახვამ გააკვირვა,ვერ ხვდებოდა ასე უცებ რა ეტაკა.მაგრამ ასეთი უტა ბევრად უფრო მოსწონს.დადო თუ არა ბალიშზე თავი მაშინვე ჩაეძინა.
დილით ისევ ცარიელი ოთახი დახვდა.წყნარად წამოდგა და იბანავა,შემდეგ კი ოთახიდან გავიდა.ნიკოლოზის კაბინეტს რომ ჩაუარა საუბარს მოჰკრა ყური.არასოდეს ყოფილა ჭორიკანა,მაგრამ ახლა რაღაც ძალამ უბიძგა რომ ეს ნაბიჯი გადაედგა.კარებს ფრთხილად მიადო ყური და სუნთქვა შეიკავა.
-მამა,არ გესმის,ის მას გაჭრილი ვაშლივით ჰგავს,ხომ ხვდები არა?!ბრმა უნდა იყო ეს რომ ვერ შენიშნო,არ შემიძლია მის გვერდით ყოფნა,მკლავს,ყოველ წამს მგონია რომ გვერდით ის გომბიო კი არა ქეთა მიდგას,გუშინ ბოდიში მოვუხადე,აღარ შემიძლია,სხვა ვინმე მოვძებნოთ,გთხოვ.
-ვიცი რომ ქეთას გაჭრილი ვაშლივით ჰგავს,სწორედ იმიტომ ავირჩიე ის,მინდა რომ წარსულით ცხოვრებას მოეშვა,წარსულის ყველაზე დიდ მოგონებასთან ერთად,პლუს ლიკასთან დაკავშირებულ პრობლემებსაც მოაგვარებ.
-არ ვიცი რაზე ფიქრობ,არ ვიცი...ნაბიჯების ხმა მოესმა და სწრაფად მოშორდა კარს.ახლა ყველაფერი გასაგებია.უტა მას ვიღაცას ამსგავსებს,სწორედ იმიტომ მოუხადა გუშინ ბოდიში.
-რა თქმა უნდა,შენ ხომ ერთი უბრალო გომბიო ხარ...ირონიულად წარმოთქვა საკუთარი თავის მიმართულებით და სამზარეულოსკენ წავიდა.
-დილა მშვიდობის ელზა...დაასწრო ქალს მისალმება და იმ კარადისაკენ დაიძრა სადაც ჩაიდანი ეგულებოდა.
-ღმერთმა მშვიდობა მოგცეს შვილო... სასიამოვნოდ გაიღიმა ქალმა და კვლავ ბუტერბროტებს მიუბრუნდა.
** ** ** ** ** **** ** ** ** ** ** 3 თვის შემდეგ
-დილა მშვიდობის...გაოცება დაეტყო სახეზე ნიცას,როდესაც ოთახში მყოფი უტა დახვდა დილით.აქამდე რაასოდეს მომხდარა ეს.დღეს შაბათია სკოლაში არ ეჩქარება.სკოლაში მისვლისას კლასელების რეაქციის ეშინოდა,მაგრამ პირიქით მოხდა,ყველამ ძველებურად მიიღო.ამ ფაქტმა ძალიანაც გაახარა.
-დილა მშვიდობის...თავადაც ზრდილობიანად მიუგო და საბანი მოხერხებულად აიფარა მკერდზე.იმ დღის შემდეგ რაც გაიგო რომ ბიჭი მასში სხვა ადამიანს ხედავს საერთოდ დაკარგა წაროდგენა მასზე.ნიკოლოზმა საერთოს გაუმწარა ცხოვრება.ყოველდღიურობათ ექცა მისი დაგესვლები.არც თავად არ აკლებს პასუხს,მაგრამ ხანდახან მამაკაცი იმდენად მტკივნეულ ადგილას დააჭერს ხოლმე ხელს რომ მთელი დღე ცრემლებად იღვრება.უტა მხოლოდ საღამოობით მოდის,ხანდახან არც მაშინ.მისმა მამამთილმა კი ოფისი სახლში გადმოიტანა და ახლა მთელი დღის მასთან ერთად გატარება უწევს.ელენეც შორსაა,მთელ დღეს ვერა,მაგრამ დღის მესამედს მასთან საუბარში ატარებს.
-ნახვამდის,საღამოს დავბრუნდები...კარები გაიხურა უტამ და ნიცა მარტო დატოვა.რამდენიმე წუთი საწოლში იწვა გაშტერებული,შემდეგ მანქანის ხმა გაიგო და მიხვდა რომ ბიჭი სახლიდან წავიდა.
ფეხზე წამოდგა და მოკლე პენუარი შეისწორა,უცებ კარები რომ შემოგლიჯა ვიღაცამ.იმ ვიღაცაში ნიკოლოზი რომ ამოიცნო და თან გააცნობიერა რა ფორმაში იდგა მის წინ სწრაფად აიღო იქვე სკამზე გადაკიდებული ხალათი და ტანზე შემოიხურა.
-რა გინდათ ჩემს ოთახში,ან არ იცით რომ ოთახში შესვლამდე უნდა დააკაკუნოთ?...გაწბილებულმა შეუღრინა მამამთილს და ქამარი ძლიერად შემოიჭდო გამოყვანილ წელზე.
-დილა მშვიდობის,როგორც იცი ფეღმძიმე ქალს მუცელი ეზრდება,ეს ბუნებრივი პროცესია,ამიტომ ვიფიქრე რომ ეს დაგჭირდებოდა...საწოლზე რაღაც დააგდო და გასვლას აპირებდა უცებ უკან რომ შემობრუნდა და სწრაფად მიუახლოვდა გოგონას.
-რამდენი ხანია ამის გაკეთება მინდა...ნელა დაიხარა გოგონას სახისაკენ და თავისი ბაგეები მის ბაგეებს შეახო.ადგილზე გაიყინა ნიცა,ვერ იაზრებდა მომხდარს,მხოლოდ არამიწიერ სიამოვნებას განიცდიდა რომელსაც მთლიანად მოეცვა.ნელა მოშორდა მამაკაცი ნიცას და სასიამოვნოდ გაიღიმა...ტკბილი ხარ,ძალიან ტკბილი...მხოლოდ ეს უთხრა და ჯერ კიდევ გათიშული ნიცა დატოვა ოთახში.



№1  offline წევრი Firefly

ვერ ვიტან ნიკას. აი უტა მისი მძიმე ხასიათის მიუხედავად მაინც უზომოდ მომწონს.ა რმინდა ნიკსთან რომ იყოს ნიტა...გელოდოდები ახალი თავით
--------------------
M.T

 


№2  offline წევრი zak

Firefly
ვერ ვიტან ნიკას. აი უტა მისი მძიმე ხასიათის მიუხედავად მაინც უზომოდ მომწონს.ა რმინდა ნიკსთან რომ იყოს ნიტა...გელოდოდები ახალი თავით

გმადლობ გენაცვალე,ვნახოთ,ვნახოთ,ჯერ არ ვიცი რომელთან დარჩება,წერისას მოდის მუზა და მეჩურჩულება რა უნდა დავწერო,შეიძლება ნიკასთან დარჩეს,შეიძლება უტასთან,რავიცი wink გმადლობ რომ კითხულობ,შენ ხარ ის ერთადერთი,რომელიც ყველა ისტორიაზე ისე მამხნევებს რომ წერა მინდება love

 


№3 სტუმარი darina

Ver vitan nikadnair amazrzen kacebs yvelaf

[quote=darina]Ver vitan nikadnair amazrzen kacebs yvelafris miuxedavad mainc shvilis colia da nicasac ar gavamartleb aras

 


№4 სტუმარი darina

mokled wesierad komentari ver davwere, nikas saqcielma agmashfota, nica shemecoda am shemtxvevashi ase vtqvat giji mama-shvilis xelshi, magram nikasgan gansxvavebit uta mainc cudad ar iqceva, ver vitan mamis tola kacebs rom.iyvareben da imedia nica am shecdomas ar daushvebs, vnaxot ra iqneba velodebi shemdeg tavs, chemi agshfoteba nikas mimart ver gamovxate, shen ki dzalian magari gogo xar.

 


№5  offline წევრი zak

[quote=darina]Ver vitan nikadnair amazrzen kacebs yvelaf

[quote=darina]Ver vitan nikadnair amazrzen kacebs yvelafris miuxedavad mainc shvilis colia da nicasac ar gavamartleb aras[/quote]
[quote=darina]mokled wesierad komentari ver davwere, nikas saqcielma agmashfota, nica shemecoda am shemtxvevashi ase vtqvat giji mama-shvilis xelshi, magram nikasgan gansxvavebit uta mainc cudad ar iqceva, ver vitan mamis tola kacebs rom.iyvareben da imedia nica am shecdomas ar daushvebs, vnaxot ra iqneba velodebi shemdeg tavs, chemi agshfoteba nikas mimart ver gamovxate, shen ki dzalian magari gogo xar.[/quote]
დამშვიდდი საყვარელო,ეს მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფია,რაც შეეხება ნიკას,მართალი ხარ,შემდეგ თავებში რადენჯერმე მაქვს ნახსენები რომ ყოველივე ეს ამაზრზენია,მაგრამ ყველაფრისდა მიუხედავათ ,სავარაუდოთ, მათი ამაზრზენი სიყვარულის ისტორიას,ასევე ამაზრზენი დასასრული ექნება wink გმადლობ რომ წაიკითხე,გმადლობ კომპლიმენტისათვისაც love გთხოვ ძალიან არ გამიბრაზდე მოვლენათა განვითარებაზე,ჩემს მუზას შეგიძლია აგინო კიდეც smile

 


№6 სტუმარი darina

[quote=zak][quote=darina]Ver vitan nikadnair amazrzen kacebs yvelaf

[quote=darina]Ver vitan nikadnair amazrzen kacebs yvelafris miuxedavad mainc shvilis colia da nicasac ar gavamartleb aras[/quote]
[quote=darina]mokled wesierad komentari ver davwere, nikas saqcielma agmashfota, nica shemecoda am shemtxvevashi ase vtqvat giji mama-shvilis xelshi, magram nikasgan gansxvavebit uta mainc cudad ar iqceva, ver vitan mamis tola kacebs rom.iyvareben da imedia nica am shecdomas ar daushvebs, vnaxot ra iqneba velodebi shemdeg tavs, chemi agshfoteba nikas mimart ver gamovxate, shen ki dzalian magari gogo xar.[/quote]
დამშვიდდი საყვარელო,ეს მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფია,რაც შეეხება ნიკას,მართალი ხარ,შემდეგ თავებში რადენჯერმე მაქვს ნახსენები რომ ყოველივე ეს ამაზრზენია,მაგრამ ყველაფრისდა მიუხედავათ ,სავარაუდოთ, მათი ამაზრზენი სიყვარულის ისტორიას,ასევე ამაზრზენი დასასრული ექნება wink გმადლობ რომ წაიკითხე,გმადლობ კომპლიმენტისათვისაც love გთხოვ ძალიან არ გამიბრაზდე მოვლენათა განვითარებაზე,ჩემს მუზას შეგიძლია აგინო კიდეც smile[/quote]
Ise mase jobia magram ara mgonia saqmes magan ushvelos :-D :-D me mesmus sheni muza rogorc moitxovs ise unda dawero, magram mkitxvelus poziciidan me avgshfotdebi, yuradgeba ar momaqcio :-D realur cxovrebashi xdeba egetebi da amaze uaresebic, tu amat siyvarulzea imedia utas agar sheayvareb. Warmatebebi da me davelodebi movlenebis ganvitarebas.

 


№7  offline მოდერი bibo

Au es kaci minda gavglijo ai ise vchemo shvilmc ver icnos ra idioti kacia exa imedia mis sayvareli ar gaxdeba mere ar mixvdeba ro ra debilia da bolos shvils ar sheayvareb ....ragac dzan mechagreba uta ragac uchirs mag bichs da magitoa egreee etyoba es mama kide magari viri kacia unda miachaqucho warmatebebi.mainc utastan minda es gogooo imedia upro daaxlovdebian .aba warmatebebi tkbilo shen icii

 


№8  offline წევრი zak

bibo
Au es kaci minda gavglijo ai ise vchemo shvilmc ver icnos ra idioti kacia exa imedia mis sayvareli ar gaxdeba mere ar mixvdeba ro ra debilia da bolos shvils ar sheayvareb ....ragac dzan mechagreba uta ragac uchirs mag bichs da magitoa egreee etyoba es mama kide magari viri kacia unda miachaqucho warmatebebi.mainc utastan minda es gogooo imedia upro daaxlovdebian .aba warmatebebi tkbilo shen icii

გმადლობ,ტკბილო,ტკბილი კომენტარისათვის,ვეცდები მოვლენები საინტერესოდ განვავითარო,მაგრამ...ნუ მოკლედ,ნუ გამოვიტანთ ნაადრევ დასკვნებს,თავადაც არ ვიცი რა როგორ მოხდება winked გმადლობ საყვარელო იმისათვის რომ კითხულობ,იმედია იმედებს ძალიან არ გაგიცრუვებ love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent