შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოიცა ... სერიოზულად? (თავი 4)


19-01-2016, 21:10
ავტორი daiana
ნანახია 3 233

მწველი სხივების ნაცვლად ხმაურმა გააღვიძა.სწრაფად წამოდგა თხელი ხალათი მოიცვა და ოთახი დატოვა.გაბრიელის გადარეული სახე რომ არა იქვე სიცილით ჩაიკეცებოდა.ერთ ხელში ტაფა ეჭირა მეორეში გატეხილი კვერცხის ნაჭუჭები.თმები სასწაულად აჩეჩვოდა.
-მომშივდა რაიყო? - ისეთი გამომეტყველებით იკითხა თითქოს არაფერი დაუშავებია და ლიკა არ გაუღვიძებიაო.
-ხო? - კედელზე დაკიდებულ საათს გახედა,10 სრულდებოდა - ჯერ ერთი ამ დილაუთენია ჭამა მე არ გამიგია,მერეც მემგონი უნდა იფიქრო იმაზეც რომ ამ სახლში შენს გარდა სხვა სულიერიც არის და სძინავს და ბოლოს ჭრილობა თუ მანდაც გქონდა - ხელით მუცელზე ანიშნა - რატო არ მითხარი?
-არ იყო საჭირო და იმიტომ .. აუ ახლა რაღაც რომ გთხოვო გააკეთებ? - ჯერ ლიკას გახედა მოჭუტული თვალებით და მერე საცოდავად დადებულ ტაფას.
-თხოვნას გააჩნია - გაღიმებულიმა გადაიჯვარედინა ხელები გულთან და დაელოდა თხოვნას.
-აი ეგ ხალათი გაიხადე და ნორმალური რამე ჩაიცვი .. მერე კვერცხი შემიწვი რაა - თავიდან სერიოზული ტონალობა,ბოლოს მოულბა,იქნებ და როგორმე მშიერმა არ ვიყურყუტოო.
-მე გავალ და რამე ნორმალურს ჩავიცმევ მაგრამ შენ ჩემი იმედი არ გქონდეს - დაბნეულმა ახლა გაიხსენა რა ეცვა და სწრაფად დატოვა სამზარეულო.
...
თეკლე და ლიკა ბარში ისხდნენ და სოგადად საუბრობდნენ უყვარდათ ყველაფერზე საუბარი.
-თეკლე შენდა ანდრეა რაშვებით? - წვენი მოსვა და კარში შემოსულ ბუნდოვნად ნაცნობ ბიჭს დააკვირდა.
-რავიცი .. არაფერს,არვიცი .. შეიცვალა,ისეთი ანდრეა აღარა როგორიც იყო,არვიცი ლიკა,არაფერი არ ვიცი .. - ნაღვლიანმა ჩაილაპარაკა და ცრემლიანი თვალებით გახედა დაქალს.
-შეიცვალა რას ქვია? - ჯერ გაფართოებული თვალებით თეკლეს დააკვირდა მერე ისევ შემჩნეულ ბიჭს გახედა ჩუმად,არა ეცნობოდა,აშკარად.
-არვიცი ლიკა,ხო გეუბნები სულ სხვა ანდრეა დღეს და სულ სხვა იყო მაშინ,ადრე.
-თეკლე ახლა უკან ოდნავ გაბრუნდი და ჩვენ რომ გვიყურებს იმ ბიჭს თუ იცნობ მითხარი - ჩუმათ ჩურჩჲლით უთხრა და წვენი მოსვა.თეკლე ჯერ გასწორდა თმები გადაიყარა უკან და თავიც ოდნავ გააბრუნა.ბიჭის დანახვისთანავე შეშჳნებული მიბრუნდა ლიკასკენ.
-შენ იცი ეს ვინა? შენ იცი ახლა რომ ბიჭებმა გაიგონ ეს ჩვენ გვიყურებს,მოკლავენ მაგის გამო ... გადაირევია,ყველა! დროზე გავედით - ძირს დადებული ჩანთები ორივემ სწრაფად ააცალეს იატაკს,ფულის ამოღებისას მათ მაგიდასთან მესამე სკამი გაჩნდა,თანაც დაკავებული.დაძაბულებმა გახედეს „სრტუმარს“ და ოდნავ დაბნეულობის დასაარად გაუღიმეს.
-გადიხართ უკვე? ცოტახნით ვერ გაჩერდებით?
-ვერა გვეჩქარება - სწრაფად წამოდგა თეკლე და ლიკას ანიშ§ა ადექიო,ლიკამ პირიქით.ახლა რომ ორივე სწრაფად გავარდნილიყო,“სტუმარი“ რაღაცას აუცილებლად იფიქრებდა,ამიტომ ჯობდა გაჩერებულიყვნენ.ლიკამ მაჯის საათს დახედა.
-ცოტა დრო გვაქვს,ასე რომ გავჩერდებით - დიდად კმაყოფილი არ იყო თეკლე მაგრამ ლიკას ვერ დატოვებდა,მის ადგილს დაუბრუნდა,ტელეფონზე სწრაფად დაწერა „მოგვკლავენ ბიჭები .. ჩვენც და ამასაც!“ და ლიკას ესემესი გაუგზავნა.10 წუთიანი უაზრო საუბრის შემდეგ ლიკა თავგაბეზრებული წამოდგა,თეკლეს ანიშნა გავედითო და გასასვლელისკენ აპირებდნენ გასვლას ისევ „სტუმარმა“ რომ შეაჩერათ.
-გოგონებო გარბიხართ? მშვენივრად ვსაუბრობდით ... ცოტა დრო ისევ დამი .... - სიტყვის დამთავრება გაბრიელის ღრიალმა გააწყვეტინა.
-არც გაბედო და მეორეჯერ არცერთს დაელაპარაკო კი არა ოდნავადაც არ გახედო - გამწარებული,ეტყობოდა თავს ძლივს იკავებდა იქვე რომ არ აეტეხა „ბოქსი“.
-რაო გაბრიელ? შენ რატო აიშალე ნერვებზეო? - ცინიკური ტონით დაუდგა წინ გაცეცხლებულ გაბრიელს.
-გიგა გეყოს თამაში,ხომ გაგაფრთხილეთ ერთხელ? - შედარებით მშვიდად დაიწყო ლაპარაკი,მიხვდა ყვირილი უფრო ართობდა მოწიინაღმდეგეს.თეკლე ანდრეას ამოფარებოდა და წინ გაჭიმულ ბიჭს ხელებით აკავებდა.ლიკა გაბრილთან ახლლოს იდგა და გული საგულეში აღარ უჩერდებოდა.დაიძაბა,ანერვიულდა,შეეშინდა ყველა გრძნობამ გამძაფრებულად შეუტია და თავბრუს ხვევა გამოიწვია,იქვე მდგომ სკამს დაეყრდნო ხელით რომ არ წაქცეულიყო.არ შეეძლო,რა დონემდე ძლიერი ხასიათის პატრონიც იყო იმ დონემდე ეშინოდა დაპირისპირებების.ის აზრი რომ შეიძება ვინმე დაზიანებულიყო აგიჟებდა.
-გაბრიელ გაჩერდით! - ჩუმად თავის ჩაილუღლუღა,მაგრამ ბიჭის სმენას მისი მისუსტებული ხმა მაინც მისწვდა.ლიკასკენ მიბრუნდა და დაკვრიდა,ამოწმებდა რამე ხომ არ უჭირდა.მერე ისევ გიგის მიუბრუნდა
-კაროჩე,მოკვდა ბაზარი ახლა! შენ ამ ორს - თითით გოგონებზე ანიშნა - არ გაეკარები!
-და რომ გავეკარო?
-მკვდარი ხარ!
...
-გამაგიჟებ თეკლე მე შენ,გამაგიჟებ! ხომ გითხარი,ხომ გაგაფრთხილე არ გაეკაროთქო? გამომხედე - გამწარებულმა ანდრეამ მაჯაში ჩაავლო ხელი - გეფიცები,შენთავს გეფიცები მეორეჯერ ვინმე ეგეთთან რომ დაგინახო არ გაპატიებ! მილიონჯერ მაქვს ნათქვამი! მილიონჯერ! მაგათ ბანდას არ გაეკაროთქო რამდენჯერ გითხარი? რამდენჯერ? - ანდრეა გაცეცხლებულ ხარს გავდა,გეგონებოდა წინ წითელ ნაჭერს უფრიალებდნენო.თეკლე იჯდა თავდახრილი და ტიროდა.ხომ ამბობდა არა? შეიცვალა! ძალიან შეიცვალა!
-კაი ანდრო ახლა - სანდრო გამოჩნდა - ამათი რა ბრალია არ იცი ის სი.. რა როჟაა? - თეკლეს თმებზე ჩამოუსვა ხელი და გვერდით მიუჯდა,აცრემლებულ თალებში ჩახედა.მიხვდა თეკლეს სხვა მიზეზი ატირებდა.გაუღიმა,მაგრამ ამ ღიმილში იყო ყველაფერი.სიყვარული,თანაგრძნობა,გაგება.გაყინულ ხელზე მისი თითები ჩამოატარა და ლოყაზე აკოცა.
-დამშვიდდი! - ჩუმად უჩურჩულა და დატოვა.ნიკოლოზი და გაბრიელი ერთმანეთის გვერდით იჯდნენ და რაღაცას მიშტერებოდნენ.ლიკა ფანჯარაში უსასრულობას გაცქეროდა და არ იცოდა რა ექნა.
ხედავდა როგორ ტკიოდა თეკლეს,ხედავდა როგორ დაიძაბა ყველაფერი და ხვდებოდა რომ მის გრძნობებსაც „დარხეული“ ქონდა.გაბრიელის დანახვა იწვევდა ჭიანჭველების დოღს მის სხეულში,გული სარბენ ბილიკზე გარბოდა თავქუდმოგლეჯილი.არ უყვარდა.არა! თუ კი? აი ეგეც არ იცოდა.
..
დილით გაღვიძებულს ტელეფონზე მოსულმა შეტყობინებამ სრული შოკი მიაღებინა.ეგონა ამ დედამიწაზე აღარ იყო და სადღაც გალაქტიკაში დაფრინავდა.კიდურებს ვეღარ გრძნობდა,არც ის იცოდა ამ როს რა უნდა გაეკეთებინა.იდგა ფეხშიშველი,გაშლილი თმებით,სასოწარკვეთილი სახით სარკის წინ და 37 წუთის წინ მოსულ შეტყობინებას დაშტერებოდა. ეგონა ვიღაც მწარედ დასცინოდა მაგრამ ასეთი დაცინვა გაგიგიათ კაცო? 25-ჯერ წაკითხული ტექსტი 26-ჯერ წაიკითხა და უკვე ყველაფერში დარწმუნებულმა ცრემლების ნაკადული შეაკავა და ტანსაცმლის კარადას მივარდა,ჩაიცვა და სახლი დატოვა.მაინც ვერ იჯერებდა სავადმყოფოს მალე მიუახლოვდებოდა მაგრამ მაინც ეგონა რომ ატყებდნენ.იმ წუთამდე სანამ ანდრეას შეშლილ სახეს დაინახავდა ეგონა რომ ატყუებდნენ მაგრამ თურმე მხოლოდ გონებია.



№1  offline წევრი დადუ♥♥

Dzalian kargia ♥♥ arminda exa rogtxovo ardaashhoro tekla DA and to arctekla mokla DA vafshe aravin mokla radzaliangtxvp :( ♥♥ bednierad daasrule au udzalianesad gakri xar♥♥

 


№2  offline წევრი natia-natia

აუუ მალე დადდ რა ახალი თავი

 


№3  offline წევრი Tako(Psycopath)

ინტრიგანი ხარ! ეხლა მთელი ღამე იმაზე უნდა ვიფიქრო "ჩემ" გაბრიელს ხო არ დაემართა რამე. ასე არ შეიძლება, ცოტა ჩვენზეც იფიქრე რომ დაგვზაფრე ხალხი :დდდ
ვსიო მეყო... ეხლა წავიკითხე ყველა თავი და მინდა გითხრა რომ ძალიან მომეწონა. ეხლა კი წარმატებებს გისურვებ,გაუფრთხილდი ჩვენს ფსიქიკას და მალე დადე მომდევნო თავი ❤️❤️

 


№4 სტუმარი Black

Axla ar tkva gabrielio,ee raa! kaia velodebi semdeg tavs...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent