წამით შეჩერება. (ჩვენ კი არ ვიქნებით...ჩვენ ვართ!!!) [თავი 7]
*** ხმაურმა გააღვიძა და დამძიმებული ქუთუთოები ერთმანეთს დააცილა,ნელა წამოდგა საწოლიდან,იქვე დამყრალ ჩუსტებში ფეხები გაუყარა და აბაზანაში შევიდა.ღმერთს მადლობას უხდიდა თვალები,რომ არ ქონდა დაწითლებული. სწრაფად მოემზადა.სარაფანა გადაიცვა,ისევ ძველი ფართხუნა,გრძელი ჟაკეტი ჩაიცვა და ეზოში ჩავიდა. გოგოები სამზარეულოში ტრიალებდნენ,ბიჭები ტელევიზორს უყურებდნენ. ფეხის ხმა,რომ გაიგეს ყველამ კიბეებისკენ აიხედა და რუსას შეხედა,რომელიც სერიოზული სახით იდგა.ბოლოს ვერ გაუძლო მეგობრების ასეთ სახეებს და გაიცინა.ყველას თითქოს გულზე მოეშვაო,მათაც გაიცინეს. ერთი შეხედა გაბრიელს და სამზარეულოში გავიდა.გოგოები რაღაცას აკეთებდნენ,თავ ვერ აკეთებდნენ. -რას აკეთებთ?-ჰკითხა სიცილით. -რავიცი,პიცა გვინდა-თქვა ლიზუმ და გაიცინა. -კარგით,მე გავალ ტელევიზორს ვუყურებ,-როდესაც გოგოების სახეს შეხედა მაშინვე დაამატა,-ხელს შეგიშლით-თქვა სიცილით და სწრაფად გავარდა მისაღებში. რეზის გვერძე მოკალათდა და მხარზე ჩამოადო თავი,რეზიმ შუბლზე აკოცა და ისევ ტელევიზორს გახედა.ჩუმად ეპარებოდა გაბრიელისკენ თვალი,ის კიდევ ტელევიზორს უმზერდა და რაღაცაზე ღრმად იყო ჩაფიქრებული. -ბოდიში.-თქვა გაბრიელმა ისე,რომ ტელევიზორისთვის თვალი არ მოუშორებია. ყველამ თავი წამოყო და გაბრიელს მიაშტერდა,თავიდან ვერცერთმა გაიაზრა რა თქვა გაბრიელმა,მერე რომ მიხვდნენ რუსას შეხედა,რომელსაც თვალები გაშტერებული ჰქონდა. წამოდგა და გარეთ გავიდა,რუსა კი ისევ გაშტერებული იჯდა და ვერ იაზრებდა რა თქვა ახლახანს გაბრიელმა. -რა გჭირს გოგო?-ჩაჰყვირა რეზიმ,ყულიაშვილმა ერთი დაუბღვირა და ყურზე მიიდო ხელი. -ვირო!-ჩაიჩურჩულა და თავი გადააქნია,ხო არ დავყრუვდიო. *** საღამოს ყველა მაგიდის ირგვლივ იყო შეკრებილი და ფიქრობდნენ რა ეთამაშათ.ბოლოს,რომ ვერაფერი მოიფიქრეს ძველი დროის გახსენება დაიწყეს. -აუ ის გახსოვთ ლიკამ,რომ ფეხი მოიტეხა და ანუშკიმ ცოდოა მარტო პალატაშიო და ხელი,რომ იღრძო?-მუცლის ატკიებამდე იცინოდა ლიზუ. -აუუუუ...-ვეღარ ჩერდებოდა რეზი. -აუ რა,მგელი ხარ?-შეუღრინა ანუშკიმ,-ის გახსოვთ რეზიმ,რომ შეყვარებული გაგვაცნო?-ახლა ანუში აკისკისდა. -ვაიმე,აღარ შემიძლია-იცინოდა ლიკა. -კაი,თქვენ იცით იცით,და ჩვენ არა?-ჰკითხა სიცილით ზუკამ. -უი ხო მოგიყვეთ...-დაიწყო ანუშკიმ ***5 წლით ადრე*** -მზად ხართ?-ჰკითხა რეზიმ. -ვაიმე დროზე,მაჩვენე ეგ შენი სურპრიზი თორემ აგახიე სიფათი.-გამოსცრა კბილებს შორის ლიკამ. -კარგი ხო,არავის არაფერს დაგაცლიან რა.-ამოიწუწუნა რეზიმ და კარებისკენ წავიდა,-კრის’წ’ი,შემოდი!-დაიყვირა ბოლო ხმაზე,გოგოებმა ერთმანეთს გაკვირვებული თვალებით გადახედეს,შემდეგ ისევ კარებისკენ გაიხედეს,სადაც „გაჯიანი“ გოგო იდგა. -ფუი,ეშმაკს!-შეჰყვირა ლიკამ,ლიზუ სახეზე წამოწითლდა,ეტყობოდა სიცილის ვერ იკავებდა,ბოლოს პირი გააღო და იქიდან კისკისი ამოუშვა.ანუშკი ჯერ კიდევ გაოგნებული უყურებდა კრის’წ’ის. -ვაიმე,რეზი ასეთისთვის არ მემეტები.-დანანებით ჩაილაპარაკა ანუშკიმ და კარებისკენ წავიდა,სადაც 50 სანტიმეტრიან ქუსლზე იდგა ქალბატონი ქრის’წ’ი,თითის წვერებზე აიწია ქალბატონს თმებში ჩაავლო ხელი და გარეთ გააბუნძულა,შეშფოთებულს კი კარები ცხვირ წინ მიუკეტა.-ასე მოუხდება.-ტაში შემოჰკრა და სიცილისგან გაგუდულ,მეგობრებს შეუერთდა. გაოგნებული,შეშფოთებული,დადებულებული,გაკვირვებული და კიდევ პირ დაღებული რეზი ჯერ კიდევ ვერ იაზრებდა რა მოხდა,იმ წამს იქ. *** -ვაიმე...-მუცლის ატკიებამდე იცინოდა ყველა,განსაკუთრებით ზუკა და დემნა,გაბრიელი კი უბრალოდ იღიმოდა და ხმას არ იღებდა. -ეგ კი არა და,ის გახსოვთ ლიკამ როგორ გაიცნო ზუკა?-სიცილისგან იგუდებოდა რეზი. -აუ,მე კი არ ვიცი ე.-თქვა რუსამ და დაიჭყანა. -მოგიყვე ქალო ახლა,-ჭორიაკანა ქალივით ჩამოუჯდა რეზი. -გადი გამშორდი,ლიკა თვითონ მომიყვება. -რა და...-დაიწყო ლიკამ. ***2 წლის წინ*** სამსახურის წინ იდგა და იყინებოდა,ისედაც ზამთარია და სულ წვიმს.ასეთი ზამთარი ცხოვრებაში არ ენახა.როგორ შეიძლება ზამთარს წვიმდეს? თოვდეს მაინც. ერთი გაიხედა იმის იმედით,რომ რეზი მოდიოდა.თვალებში კი „ჰამერი“ მოხვდა,რომელიც გუბეებში დადიოდა. წინ ჩაუქროლა და სანამ უკან გადახტებოდა.კი გაწუწა თავიდან ბოლომდე,ძაღლივით. -ფუი,იდიოტო!-დაიყვირა ბოლო ხმაზე. მანქანა უცბად გაჩერდა და „ზადნით“ წამოვიდა,ფანჯარა ჩაიწია და იქიდან საკმაოდ სიმპატიურმა ბიჭმა გამოიხედა. -რა მიწოდეთ?-ჰკითხა სერიოზული სახით,ლიკა თავიდან დაიბნა მერე კი ნერვები მოეშალა საკუთარ თავზე. -ი დ ი ო ტ ო!-დაუმარცვლა და ირონიულად გაიღიმა,არც ბიჭმა დააკლო ირონია. -თქვენ რა ხართ?-ჰკითხა ირონიულად,ლიკა ჯერ დაიბნა ვერ მიხვდა რა იგულისხმა,როგორც სჩანს შეამჩნია ბიჭმა და სხვანაირად ჰკითხა,-კარგი,მე იდიოტი ვყოფილვარ და თქვენ უზრდელი,წაკლა თუ რა გიწოდოთ? -როგორ ბედავთ?-იფეთქა ლიკამ,ამ დროს რეზის მანქანა გაჩერდა და სწრაფად წავიდა მისკენ.-წავედით!-უთხრა მკაცრად რეზის. -მოიცა ჩემი მეგობარია და მოვალ,-უთხრა რეზიმ და მანქანიდან გადავიდა. -ყველა ამის მეგობარი როგორაა ღმერთო?-ერთი ამოილაპარაკა და თვითონაც გადავიდა. თვალებს არ დაუჯერა,როდესაც იდიოტი და რეზი დაინახა გადახვეულები „არა,ეს შეუძლებელია“ გაიფიქრა გულში.რეზიმ,ლიკას ხელი დაუქნია და ანიშნა,რომ მისულიყო, „ოღონდ,ახლა გადავრჩე და აღარავის გავლანძღავ“ფიქრობდა გულში.იდიოტს ერთი ჩაეღიმა და გოგონას გახედა,რომელიც შეწუხებული სახით მიიწევდა მათკენ. -დაო,გაიცანი ეს ზუკაა,ზუკა ეს ლიკაა-უთხრა სიცილით. -სასიამოვნოა,-ჩაიბურტყუნა ლიკამ. -ჩემთვისაც.-ღიმილით უთხრა ბიჭმა,ოღონდ უფრო გულწრფელი ღიმილი იყო. -აუ რეზი წავიდეთ,რა შემცივდა-დაიწუწუნა ლიკამ. -ხო კარგი,კარგი.-ზუკას დაემშვიდობნენ და მანქანისკენ წავიდნენ. *** -მერე რა მოხდა?-მოუთმენლად ჰკითხა რუსამ,ლიკამ ღიმილით გახედა ზუკას,რომელიც როგორც ყველა ღიმილიანი სახით იჯდა. -მერე ყოველ დღე თეთრი ვარდი მხვდებოდა,მარტო თეთრი და ერთი.ოღონდ არ გეგონოს,რომ კართან,არა ოთახში,ბალიშთან.-სიცილით თქვა და ღიმილიან რუსას შეხედა. -აიმე,ჩემი გვრიწები-წამოიყვირა ანუშკიმ. -ვაიმე,-წამოიყვირა უცბად ლიზუმ,ყველამ დაფეთებებულმა შეხედა. -რა მოხდა?-ჰკითხა გაკვირვებულმა დემნამ. -რა მოხდა კი,არა და ჯანდაბა მე და დოზაანა.-თქვა და ფართხა-ფურთხით გავიდა სამზარეულოში,იქიდან კი სამი არყის ბოთლით და ჭიქებით დაბრუნდა.-გინდათ ვითამაშოთ-წარბები ეშმაკურად აზიდა,-„მე არასდროს“,ვისაც გაუკეთებია სვავს რა-დააყოლა სიცილით. ყველა დათანხმდა და ჭიქებში ალკოჰოლი დაასხეს. -მე ვიწყებ,-თქვა რუსამ,-ჰმ...მე არასდროს მომიტეხია ფეხი-ანუშკის გახედა,რომელმაც ერთი ამოისუნთქა და სხვებს გახედა,-აბა?რამდენს გაქვთ მოტეხილი ფეხი? -მარტო მე და შენ მგონი-თქვა სიცილით ლიზუმ. -რას მიკეთებთ ხალხოოოოო?-წამოიყვირა ანუშკიმ და ჭიქა ხელში აიღო. -სამ დათვლაზე-თქვა ლიზუმ,-ერთი,ორიი,მოემზადეთ!წავიდა!-თქმა და ყველას გადაკვრა ერთი იყო. -მე ვიტყვი ახლა,-თქვა გაბრიელმა,მთელი დღის მანძილზე ძლივს ხმა ამოიღო და ხელს შეუშლიდნენ?-მე არასდროს მყვარებია. ყველა იქ მსხდომმა ერთმანეთს გადახედეს,შემდეგ არაყი დაისხეს და ისევ სამ თვლაზე ყველამ გადაკრა გაბრიელის გარდა. რუსამ ერთი მწარედ ჩაიცინა და ალკოჰოლისგან ჩამწვარი ყელი ჩაიწმინდა,შემდეგ ისე რომ არაფერი უთქვია კიდევ ერთი დაისხა და ისე გადაკრა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.