შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისევ ერთად(1)


19-01-2016, 22:38
ავტორი nutsa214
ნანახია 1 591

დილით რომ გამეღვიძა თავი მისკდებოდა. ხელი ჩემი საწოლის გვერძე მდგომ უჯრიან მაგიდაზე გადავყავი და ხელის ფათურით მობილურსაც მივაკვლიე. ცალი თვალი გავახილე ეკრანს დავხედე, უკვე ორის ნახევარი იყო, მე კიდევ ამ დრომდე მკვდარივით მეძინა. გუშინ საზაფხულო არდადეგები დაგვეწყო უნივერსიტეტში, მე ჩემი დაქალები და რამოდენიმე ჯგუფელი შუაღამემდე ვერთობოდით. თავი გაბრუებული მქონდა, საწოლიდან წამოვდექი, მოვწესრიგდი და სამზარეულოში გავედი სადაც დედაჩემს მადისაღმძვრელი სუნი დაეყენებინა.
-რას შვრები ვკითხე ინტერესით.
-კექსი გამოგიცხე-მიმანიშნა შოკოლადიან კექსზე რომელიც ჩემს ცხვირწინ იდგა და მე, გაბრუებულმა ვერ შევამჩნიე.
-ვაა რა გოგო ხაარ?-ვუთხარი დედაჩემს მსახიობურად და კექსის დიდ ნაჭერს დავავლე ხელი.
-კარგად გამოიძინე?
-ვაიმე გაბრუებული ვარ და მგონია რომ თვალები საშინლად გასიებული მაქვს!
-ეგრეცაა, ოღონდ მთლად საშინლად არ გაქვს.- მხრები აიჩეჩა დედაჩემმა
-მადლობა რომ დამამშვიდე ეკუშ-ვუთხარი გაბეზრებულმა რაზეც გაეცინა.
-დღეს თავდგირიძეები ჩამოდიან.
-ჰაა.. რაა?-შევეკითხე პირგამოტენილი.
-არ მითხრა რომ არ გახსოვს- დასერიოზულდა დედაჩემი-ნტ....-თავი უკმაყოფილოდ გაიქნია-არა ორი კვირის წინ ჰო გაგაფრთხილე?
-კაი რა ეკუშ გუშინ რა ვჭამე ეგ ღარ მახსოვს...
-ორი დღის წინაც შეგახსენე...
-ამაზე ხმა ვეღარ ამოვიღე და კექსს უზარმაზარი ნაჭერი მოვაკბიჩე.
-თუმცა რა გასაკვირია-აგრძელებდა დედაჩემი უკმაყოფილო საუბარს -ეს ორი დღე სახლში წესიერადაც არ ყოფილხარ. ხან ნიკა ხან კურსელები. ხან ბარები ხან კაფეები.
-ვსო კურსელებთან მოვრჩი დამეწყო არდადეგები- მის დასამშვიდებლად ვთქვი.
-არა რამეს კი არ გიშლი უბრალოდ ძაან გადააბი რა. არადა თავდგირიძეები ჩვენი ძაანი ახლობლები არიან რა. მთელი ბავშვობა ერთად გაქვთ გატარებული შენ და იკას-ჩაეღიმა დედაჩემს.
მე თვალები გადავატრიალე
-როდის ჩამოვლენ?
-დღეს საღამოსთვის აქ იქნებიან.
-ჩვენთან მოვლენ?
-არა რესტორანში მივდივართ ერთად.
-აუუ... საჭმელი და სასმელი აღარ დამანახოთ-ჩავიბუტბუტე ჩემთვის.
-ირაკლიმ სწავლა დაამთავრა ლონდონში. ჰოდა ალბათ მამაისის ბიზნესს გაჰყვება. მამამის ჰო საქართველოში რუსეთში და კიდევ რაღაც ქვეყნებშიც აქვს ბიზნესი ასე რომ საქართველოში ცხოვრებაც შეუძლიათ. ირაკლის ძაან უნდა თბილისში ცხოვრება. ნინი კიდევ დანიშნულა ინგლისში...
-მაგისთვის ისწავლა მაგდენი...-ჩავიფხუკუნე მე
-ასე რომ ვერ ჩამოვა- ჩემს ნათქვამს ყურადღება არ მიაქცია ეკამ
-ვერ ჩამოვა? შესანიშნავია უკმაყოფილოდ განვაცხადე.
ჩვენი და თავდგირიძეების ოჯახს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ.ბავშვებიც ერთმანეთში ახლოს ვიყავით ერთ სკოლაში ვსწავლობდით, მართლაც ერთად ვიზრდებოდით. ირაკლი ჩემზე ერთი წლით დიდია ნინი კიდევ ორით. სკოლა ჩემზე ადრე დაამთავრეს ამის მერე დაშორება მოგვიწია ისინი ლონდონში გაგზავნეს მშობლებმა თვითონ კი რუსეთში გააგრძელეს ცხოვრება. მე საქართველოში დავრჩი. თავიდან კონტაქტი გვქონდა, მერე ახალი მეგობრები შევიძინე ალბათ მათაც და ასე დავშორდით ერთმანეთს ორი წლის წინაც ჩამოვიდნენ ირაკლი და ნინი საქართველოში თუმცა ცოტახნით და ნორმალურეად ვერც ვანახე.
-ამ კვირის ბოლოს ბათუმშიც მივდივართ ერთად. თვითონ გვთხოვეს ჰოდა ჩვენც სიხარულით დავთანხმდით.
-ერთად?
-ჰო
ეს ამბავი საერთოდ არ გამიხარდა იმიტომ რომ ჩემმა დაქალებმა დამიყოლიეს მათთან ერთად ბაკურიანში წასვლაზე ახლა კი ამას ვეღარ მოვახერხებდი.
მოსაღამოვდა, მამაჩემმა აეროპორტში ჩვენი მძღოლი გაუშვა. იქიდან პირდაპირ თავიანთ სახლში მივიდნენ. ორ საათში კი დრო დადგა ჩამეცვა. დიდად ყოყმანი არ დამიწყია არცევანი შავ წელში გამოყვანილ მუხლამდე კაბაზე გავაჩერე წინ თითქმის ყელამდე,ზურგზე ჩახსნილი. სახეზე მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე და წითელი პომადა წავისვი გრძელი შავი თმები ზემოთ ავიწიე, სარკეში ჩავიხედე და ჩემი თავი მომეწონა.
„ძაან ხომ არ გამოვიპრანჭე?“-დავეჭვდი. „არაა“-ჩემს თავს სარკეში დავეჭყანე და გამოვედი. ჩემები უკვე გამზადებულიყვნენ. ზარმა დარეკა
-მე გავაღებ-ვთქვი და კარები გავაღე
პირველი ირაკლი იდგა აყუდებული მომეჩვენა რადგან ჩემზე საკმაოდ მაღალია. ცოტა შეცვლილა. გაღიმებული იდგა ისევ ისეთი საყვარელი ღიმილი და მოცინარი მუქი თვალები ქონდა. მეც ეგრევე გავუღიმე
-ვაა..ვაა...-გადამკოცნა- როგორ ხაარ?
-ქართული კიდევ გახსოვს- გამეცინა მე
-როგორც ხედავ მახსოვს თან კაგად- მითხრა გაღიმებულმა. მერე ნანი და ზურე ვნახე ჩემებიც გამოეგებნენ.
ირაკლიმ სახლი მოათვალიერა და იკითხა
-ფუმფულა კიდევ გყავთ?- ფუმფულა ჩემი ძაღლი იყო.
-არა მომიკვდა ორი წლის წინ-ნაღვლიანად ვთქვი და ქვედა ტუჩი გადმოვაგდე. ირაკლის გაეღიმა.
-აუ რატო, რა საყვარელი იყო...
-რავი დაბერდა უკვე 13-ის იყო
-13-ის?- გაუკვირდა იკას-აუ რა მალე გარბის დრო ტო-ჩაილაპარაკა თავისთვის. ამის მერე ხმა თითქმის აღარ ამომიღია. არც მე და არც იკას. მშობლების დიალოგი წავიდა.. მათ სალაპარაკო თემებს კიდევ რა გამოლევს. რესტორანშიც ვივახშმეთ.ცოტახანში თავის ტკივილი დამეწყო ისევ, თითქოს სუფრასთან ვეღარ ვძლებდი, ავდექი და ვერანდაზე გამოვედი. ვიგრძენი როგორ გამომაყოლა ირაკლიმ თვალი. მოაჯირს დავეყრდნე. გრილმა ჰაერმა გამომაფხიზლა. ცას ავხედე. ვარსკვლავები არ ჩანდა. სულ ასეა... თითქოს ქალაქში ვარსკვლავები არასდროს ჩანს... ან მე არ ვიხედები ხოლმე ცაში ხშირად.
-ცუდად ხომ არ ხარ?-გვერძე მომიდგა ირალკი და ხელები მანაც მოაჯირს დააყრდნო. მე კიდევ ჩაფიქრებული მისი ხმის გაგონებაზე შევხტი. მას გაეღიმა
-არა კარგად ვარ. ცოტა თავი ამტკივდა.
-ისე სიმართლე რომ გითხრა ცოტა მეც-ეტყობა დაიღალე... მგზავრობით
-მომენატრა აქაურობა.-ჩაფიქრებულმა თქვა მან
-მეც-ჩემდა უნებურად ვთქვი და რომ დავფიქრდი მართლაც მონატრებული ვიყავი.ირაკლიმ უცნაურად შემომხედა
-მძიმე კვირები იყო... ბოლო კვირები... ჰო იცი გამოცდებიი... სულ მეცადინეობა და რავი.- განვმარტე ჩემი ნათქვამი.
- ჰო, მე როგორც იქნა მოვრჩი- გაიღიმა ირაკლიამ. -ამერიკანო ისევ არ გიყვარს მოიხედა ჩემსკენ და სახეში ჩამაშტერდა. მე დავფიქრდი და გავიხსენე როდის არ მიყვარდა ამერიკანო.-ადრე არ გიყვარდა.
-აჰაჰ, მე აღარ მახსოვს ეგ როდის იყო და შენ რაღამ დაგამახსოვრა.
-გაგიკვირდება იმდენი რამე მახსოვს. მათ შორის ესეც- ნიკაპზე საჩვენებელი თითი მომადო. მე ჩემი შრამი გამახსენდა რომელიც ნიკაპზე ძალიან მკრთალად თითქმის შეუმჩნევლად დამრჩენოდა. მისი ისტორიაც გამახსენდა...პატარაობაში მაგიდის კუთხეს ჩამოვარტყი, ირაკლიც იქ იყო.
-მეც მახსოვს-თავი დავიქნიე- სხვათაშორის ისიც მახსოვს რო ვტიროდი შენ კიდე იმის მაგივრად რომ დაგემშვიდებინე მითხარი ეგ სულ ეგრე გადრჩებაო და ძალით ამატირე.- ირაკლის ჩემ მონაყოლზე სიცილი აუტყდა. მას კი როგორც ყოველთვის გადამდები სიცილი აქვს და მეც ავყევი-ღმერთო, რა საზიზღარი ბავშვი იყავი.-სიცილში ჩავიბუტბუტე
-დამშვიდდი გამოვსწორდი-წარბები აათამაშა მან. მე კიდევ სიცილს ვღარ ვამთავრებდი. სახლში კმაყოფილი დავბრუნდი, ასეთივე კმაყოფილი ჩავწექი ლოგინში და თვალები დავხუჭე.
„ რა კარგი დღე იყო“-გავიფიქრე. „კარგად გავერთე მე კიდევ მეგონა ასე ბუნებრივი ვეღარ ვიქნებოდი მასთან, ვიფიქრე რომ შეცვლილი იქნებოდა, არადა რა საყვარელია, ისევ ისეთი როგორც ადრე, ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს არც არასდროს დავშორებულვართ ერთმანეთს.“
მობილურს რომ დავხედე ნიკუშასნარეკი იყო, ჩემი შეყვარებულის უკვე გვიანი იყო და აღარ გადავურეკე. „ხვალ გადავურეკავ“-გავიფიქრე და ტკბილად ჩამეძინა.



№1 სტუმარი Xatia

Kai dasacyisi aq vnaxot ra iqneba.tavebi malmale dade xolme ok?

 


№2  offline მოდერი bibo

Kai iyo kargze kargi :* shokolado mal male dade warmatebebi

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent