შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბრის-მიაუ (2)


20-01-2016, 00:24
ავტორი პოლკოვნიკი
ნანახია 1 816

იმ საღამოს “კანუდოსში” ჩემ გარდა ყველა მთვრალი იყო, მხოლოდ ზაზა არ ჩანდა არსად.
-როდის მოვა? - ყურში ჩავაორთქლე გალეწილ წერეთელს, რომელიც თაბაშირზე პენისებს იხატავდა.
-აზეარავარ - ამოიბურტყუნა და გააგრძელა “საქმიანობა”.
ამ დროს თავზე არანაკლებად გაპუტული მთვრალი სანდრო კაიშაური დაგვადგა.
-რას აკეთებ? - დაეკითხა ილოს და პირდაპირ იატაკზე დაჯდა.
-ვხტვვვ- ამოიღმუვლა ილომ და თავისი შედევრები დაანახა.
-აუ, დაგეხმარები რა - გულწრფელად ითხოვა სანდრომ. ილომ ერთი ახედ-დახედა, ინდობა თუ არა ძვირფასი ფეხი ამაზეო და ბოლოს წითელი მარკერი მიაწოდა.
უკვე ლოცვა დავიწყე რომ ზაზა მალე მოსულიყო. ოც მთვრალ ადამიანს მარტო ვერ გავუმკლავდებოდი. სანამ მე სასოწარკვეთილი ვიყურებოდი კარებისკენ, ანო დევდარიანს გენიალური იდეა მოუვიდა.
-აუ, ბრის-მიაუ ვითამაშოთ რაა.
-რა ბრის-მიაუ, გოგო, რომელ კლასში ვართ? - გაეცინა ხატვაში გართულ სანდროს.
-შენ ვინმეს კოცნა თუ გინდა პირდაპირ თქვი - თვალი გიო ლომიძესკენ გააპარა ნუკი მეშველიანმა.
-რა შუაშია? - აილეწა ანო.
ანო ჩემს კლასში მეთერთმეტე კლასის მეორე სემესტრში გადმოვიდა და მაშინვე ყურებამდე შეუყვარდა გიორგი. აბსოლოტურად ყველამ ყველაფერი იცოდა, თვითონ გიოს გარდა.
-ვითუმაშოთ - უეცრად ხმალივით მარკერი აიშვირა ილომ.
-დაშავებულის სიტყვა - კანონია. - ხელები აწია სანდრომ, ყელიდან შარფი მომხსნა და ანოს თვალები აუხვია.
საბოლოო ჯამში საწყალ ანოს გიოს მაგივრად, თოკა გიორგობიანის კოცნა მოუწია, თვითონ თოკას, ლიკა დარჩიას, ლიკას ილოსთვის, ილოს (ყურისწამღები ხარხარის თანხლებით) სანდროსთვის, სანდროს - ჩემთვის.
კაიშაურმა ტუჩის კუთხეში მორცხვად მაკოცა და მაშინვე ლოყები აუწითლდა. პრინციპში, მესმოდა სანდროსი, დიდი ხანი არ იყო რაც ერთმანეთს ვიცნობდით და ამ კოცნაზე “და -ძმურის” დაძახება ცოტა ზედმეტი იყო.
ბოლოს ჩემი შარფი მევე ამაფარეს.
-ბრის-მიაუ? - შემეკითხა სანდრო
-ბრის.
-ბრი-მიაუ?
-ბრის
-ბრის-მიაუ?
-ბრის
-ელე, გადარჩი! ბრის-მიაუ?
-ბრის.
ამ დროს კარის გაღების ხმა გავიგე და ვიგრძენი როგორ შემოვიდა ოთახში ვიღაც. “ზაზაა” გავიფიქრე ჩემთვის. სანდროს საკმაოდ კარგად ვიცნობდი და ვიცოდი თითს მაშინვე ახალმოსულს მიუშვერდა. მაგრამ მე რა უნდა მეთქვა? შემეძლო თავი გამეშტერებინა და მეკოცნა ზაზაზე, შემეძლო დავთანხმებულიყავი და მერე თავი მომეჩვენებინა, თითქოს არ ვიცოდი, რომ ის იყო. მაგრამ ნოკა?
-ბრის-მიაუ? - უკანასკნელად დამეკითხა სანდრო.
-მიაუ - ჩავილაპარაკე ჩემთვის.
რამდენიმე წამში სახეზე ვიღაცის გრილი სუნთქვა ვიგრძენი და ნესტოები ერთბაშად გამივსო, რომელიღაც ძვირადღირებული სუნამოს სუნმა. ზაზამ ჯერ ქვედა ტუჩზე ოდნავ შემეხო და წამით შეჩერდა, თითქოს ნებართვას მთხოვსო. მე რომ ხმა არ ამოვიღე - მაკოცა. ფრაზა “თავი დავკარგე”-ს სრული მნიშვნელობა პირველად მაშინ გავიაზრე. კანის ყველა მონაკვეთში, სადაც მეხებოდა, თითქოს ყვავილები მეფურჩქნებოდნენ. ფეხებზე მეკიდა რომ ალბათ ლამის მთელი ბარი გვიყურებდა, ფეხებზე მეკიდა რომ შეყვარებული ჰყავდა. ოდნავ წამოვიწიე, თითები ქოჩორში შევუცურე და…
მოიცა
მოიცა
მოიცა
ზაზა ხიზანიშვილზე გოგოები მისი კულულების გამო გიჟდებონენ. სულ ფაქიზად რომ ქონდა თავზე დალაგებული, ხელის მიკარებაც რომ მოგერიდებოდა.
ეს ყალყზე შემდგარი ქოჩორი ზაზასი ნამდვილად არ იყო…
სასწრაფოდ მოვშორდი უცნობს და შარფი ჩამოვიგლიჯე.
წინ წაბლისფერთმიანი, წაბლისფერთვალებიანივე ბიჭი მეჯდა და ისეთი ძალით მეკრიჭებოდა, ლოყებზე ფოსოები ლამის დახეთქოდა.
სანდროს შესახებ ასი პროცენტით მართალი აღმოვჩნდი. რა თქმა უნდა, თითს ახალშემოსულს მიუშვერდა. ოღონდ იმ საღამოს ზაზა მარტო არ მოსულა…
-გაიცანით, ეს ჩემი მეგობარია - ლევან გამრეკელი - უხერხული დუმილი დაარღვია ხიზანიშვილმა და ღვინით სავსე ჭიქა აიყუდა.
***
მოგვიანებით, გოგოების ტუალეტის იატაკზე მოკალათებული ანო და ილო მოთმინებით მაკვირდებოდნენ როგორ ვცემდი ბოლთას წინ და უკან.
-გენიოსია ეს გოგო, ბიჭი მოწონს და მის ძმაკაცს ეკოცნავა - ჩაიხითხითა ანომ.
-ჩემი შენ გითხარიო, თოკაც გიოს ძმაკაცია სხვათა შორის. - ნიშნი მოვუგე დევდარიანს.
-ოოოო, ეგ სხვა რამეა. - ეწყინა ანოს.
-მე გოგოების საპირფარეშოში რა მინდა, გამარკვევთ? - ლოგიკური კითხვა მოაფიქრდა ილოს.
-იქ სადაც სანდროს აკოცე, გოგოების ტუალეტს არ უნდა აპროტესტებდე მგონი - წაკბინა ანომ.
-გეყოთ ახლა - გავბრაზდი მე - და ბოლოს და ბოლოს გამარკვიეთ ვინაა ეს გამრეკელი.
-ეგ და ზაზა გაიზარდნენ ერთად. მეთერთმეტე კლასში რაღაც გრანტი მოიგო ჩეხეთში და ბოლოს დარჩა კიდეც მანდ. მერე ჩააბარა პრაღაშივე. ახლა რატომღაც საბუთები გადმოიტანა, საქართველო მომენატრაო, გიჟია ეს ბიჭი.
-რა იყო, ხო არ მოგეწონა? - მწვანე თვალები მოწკურა ანომ.
-არა, გოგო, მიტყდება უბრალოდ. ბიჭს წესიერად არ ვიცნობ და პირველივე დღესვე “ვეზასავე” - ამოვიოხრე მე - თან ზაზას ძმაკაციც რომაა…
-ზაზას ძმაკაცი, თორემ ერთბაშად არ იეჭვიანოს ახლა ხიზანიშვილმა. - ჩაიფრუტუნა ილომ.
-ოოო, გადი რა. - წიხლი ამოვცხე წერეთელს და საპირფარეშოს კარი გავიჯახუნე.
ორი ნაბიჯიც კი ვერ გადავდგი, რომ წინ ზაზა ხიზანიშვილის ორმეტრიანი ფიგურა ამეტუზა.
-შენ გამოცდა არ გაქვს, კაცო, ზეგ? - შემეკითხა სასხვათაშორისოდ.
-კი - ამოვიოხრე მე.
-მერე რას ზიხარ დილის სამ საათამდე ბარში?
-დილის სამ… რა??? - შეშფოთებულმა დავხედე საათს. სამს თხუთმეტი წუთი აკლდა. ნინა გადაირეოდა. - არაა, ამათ ვერ დავტოვებ. - ჩავილაპარაკე და თავით ჩვენებისკენ ვანიშნე.
-წადი, მოვუვლი ამათ მე. - გაიჯგიმა ზაზა.
-შენც რომ დალიე - სახე მომერყა მე. მთვრალი ხალხის მთვრალი კაცისთვის ჩაბარების პერსპექტივამ ვერ მომხიბლა.
-სულ ერთი ჭიქა.
დავფიქრდი. 1. ძალიან დავიღალე 2. ზეგ გამოცდა მქონდა და ხვალ რაიმეს გადამეორების იმედი თუ მქონდა უნდა დამეძინა. 3. ზაზა საკმაოდ ფხიზელი ჩანდა იმისთვის, რომ ხალხისთვის მიეხედა.
-კარგი - დავნებდი რამდენიმე წუთიანი პაუზის შემდეგ.
-აუ, ელე, რაღაც რომ გთხოვო შეიძლება? - ვედრებით შემომხედა ზაზამ.
-კიი - გავდნი მე.
-გეხვეწები, ლევანი გაიყვანე ჩემთან სახლში. დილით ჩამოფრინდა, არც კი დაუძინია, მთელი დღე წინ და უკან დავაწოწიალებ.
-კი, რა პრობლემაა - საქციელი წამიხდა მე.
-ვგიჟდები შენზე - ჩამეხუტა გახარებული ხიზანიშვილი/
“მეც” - სევდიანად გავიფიქრე მე და ამოვიოხრე.
***
თხუთმეტი წუთი მერე ჩემი მანქანის წინა სავარძელზე დასკუპებული ლევან გამრეკელი ისე მიყურებდა თითქოს რაღაც ახალი სახის ხოჭო აღმოეჩინოს.
-აბა? - მრავალმნიშვნელოვნად მკითხა უეცრად.
-აბა? - გავიკვირვე გაოცებულმა.
-აბაა? - ისეთი სახით მითხრა თითქოს რაღაც ძალიან ნათელს და ცხადს ვერ ვხვდებოდი.
-აბაა? - დაეჭვებულმა გავიმეორე მეც.
-დიდი ხანია ზაზა გიყვარს? - ჩააგდო ბომბი ლევანმა და გამეკრიჭა.



№1 სტუმარი A

Xa xa xa magaria. Es tipic ki mixvda pirvelive naxvisas? :D

 


№2  offline წევრი სესილია

ისტორიის სათაურმა დამაინტერესა და დავიწყე კითხვაც, მომეწონა და ველი შემდეგ თაავს :) წარმატებებიიიი love

 


№3 სტუმარი lei

Au chkara chkara chkaraaaa shemdegi tavi :d

 


№4  offline წევრი ♡EPICLOVE♡

ვაინეე ვერ გავერკვიე ძაან მაგარი იყოო ყოჩააღ ეს ზაზა თუ ლევანი ვერ მიცხცდი მაგრამ ვფიქრობ რომ ზაზა უბრალოდ გატაცებაა ლევანი კიდე მალე შეუყვარდებაა აი ძაან მაგარი იყოო ყოჩაააღ ♡♡♡♡♡♡
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 


№5  offline წევრი cancara

აჰაჰა ყველა ხვდება ზაზას გარდა კაი მომწონს მალე დადე :D :D :D

 


№6 სტუმარი Tedy..bo

Eg ar etqva soskas mivcemdi..me damcxa cveni gogos magivrad xax sawyalii velodebi semdegs:*

 


№7 სტუმარი Marishka^_^

მომწონს გააგრძელეე... დაა დიდი თავვებბი დდაადეე რააა))))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent