შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიმშვიდიდან სიგიჟემდე,ძვირფასო!(თავი VI)


20-01-2016, 03:14
ავტორი Nina))
ნანახია 4 125

-შენ კარგად ხარ? გაგიჟდი? სინდისი სულ დაკარგე?-მამაკაცი შედარებით მოლბა,როდესაც გოგონას გატეხილი წარბი დაინახა.
-კმარა,მორჩი,გეყოს,ყოველთვის მე როგორ გამოგყავარ დამნაშავე,როგორ ბედავ და მეხები საერთოდ,უნამუსო მე კი არა შენ ხარ,როგორცკი გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში ძლივს მოპოვებული სიმშვიდე სულ დამიკარგე,საგიჟეთად მიქციე ცხოვრება,რა გინდა მითხარი,რა?-ბოლო ხმაზე გაჰკიოდა ელენა,დემეტრემ გულში ჩაკვრა სცადა,მიხვდა ზედმეტი რომ მოუვიდა,მაგრამ ხელები სწრაფად მოიშორა ელენამ
-შენ რა,სიცხე გაქვს?კანკალებ-ანერვიულდა მამაკაცი
-ფეხებზე არ გკიდია? შემეშვი არ გამომყვე,თითქოს ნერვიულობდე ან ზრუნავდე ჩემზე
-ელენა,ყველანაირ ზღვარს ცდები!
-მოიმცილდი-დაუსხლტა ხელიდან მამაკაცს და გაქცევა სცადა,თუმცა ფეხი აუსხლტა და ქვას ჩამოარტყა თავი,შუბლიდან ისე იდინა სისხლმა თითქოს შადრევანი ყოფილიყო.
-ღმერთო ჩემო,ელენა,ელენა გონს მოდი-სწრაფად წამოაყენა მამაკაცმა ელენა და თავის მკლავები მოიქცია,რაც შეეძლო ისე სწრაფად წავიდა საავადმყოფოსკენ,თან თავისთვის ლუღლუღებდა-სულელი,ჩერჩეტი გოგო,ოღონდ ყველაფერი კარგად იქნებოდეს და რამდენიც გინდა იმდენი მლანძღე-შუბლზე კოცნიდა მამაკაცი და ტუჩები სისხლით ეთხვრებოდა.

გონს საავადმყოფოში მოვიდა,კანკალებდა,ცხვირში უსიამოვნოდ უღიტინებდა წამლების სუნი,პარალატაში თეკლე,კაკი და დემეტრე იყო
-შენ ნორმალური თუ ხარ?!-ისევ გამწარებული მივარდა დემეტრე
-დემეტრე,ოღონდ ახლა არა,გთხოვ-ხმაწართმეულმა ამოიჩურჩულა.
-კარგი,იცოდე საუბარი არ დაგვისრულებია-თმაზე ჩამოუსვა ხელი,გოგონას გააჟრჟოლა,მაგრამ არ შეიმჩნია,კაკისა და თეკლას ჩაეღიმათ
-კარგი,რას დამდგარხართ ჭირისუფლებივით,არ მომკვდარვარ,კარგად ვარ!
-სულ მცირედი დაგაკლდა,ელენა,საფეთქელი რომ დაგერტყა ჩვენ ვერ გვნახავდი ახლა!-გაუჯავრდა დაქალი
-კარგი,თეკს,ხომ იცი როგორც მიყვარხარ!
-ჩემი სიყვარული საიქიოდან ვერ მოგაბრუნებდა!
-სიძე,დააწყნარე რაა-გაუღიმა კაკის
-მეც გაბრაზებული ვარ,სად გარგბოდი,რომ მირბოდი?
-კარგით რაა,კარგად ვარ!-წამოდგომა სცადა,მაგრამ თავბრუ დაეხვა
-ვერ ადგები,მეტი არ მინდა გაბედო წამოდგომა,სიცხე გაქვს,ორმოცი გრადუსი,ფილტვების ანთება დატვინის შერყევა,ყოჩაღ,ივაჟკაცე-გაბრაზებულმა მიაყარა დემეტრემ
-შენ რა გენაღვლება?!
-ელენა,არ დაიწყო თორემ მოგხვდება
-კარგი რა,თეკლა,ისედაც ხუთი დღე დაგვრჩა და მე აქ უნდა ვიწვე?
-თავიდან უნდა გეფიქრა!
-ოჰ,კაკი,შენც?
-ორი დღე მხოლოდ
-ჩემზე რომ იყოს მთელი წელი აქ გაყურყუტებდი-ჩაანათა გაბრაზებული თვალებით დემეტრემ
-მოწევა მინდა
-მეტი რა გინდა?! ჭკუიდან არ შემშალო-ისევ არ ცხრებოდა დემეტრე
-სუნთქვა შეიძლება?თუ გიბერავთ ბატონო დემეტრე?-ხუმრობის თავიც კი აქვს,უნამუსოს!-ისევ წამოენთო დემეტრე და ოთახიდან გავარდა
-ელენა,ყველანაირ ზღვარს ცდები!-დემეტრეს მიყვა თეკლა და კაკი.

***
-თეკლა,თქვენ დაისვენეთ,ამაღამ მე აქ დავრჩები-განაცხადა დემეტრემ
-აქაურობას ააფეთქებთ-გაეცინა თეკლას
-წარმატებას გისურვებთ,ძმაო,გაძლება მოგცეს ღმერთმა
-კაკი,იცოდე ის ჩემი დაქალია და მე აქ ვარ!

***
პალატაში რომ შევიდა ელენას ეძინა,ისეთი მშვიდი იყო,როცა სძინავდა მაშინ,ისეთი მშვიდი და ისეთი ლამაზი,მთვარის შუქი უნათებდა სახის ნაკვთებს მხოლოდ,ნაზად ჩამოუსვა ლოყაზე ხელი
-რა ლამაზი ხარ,ელენა.-უჩურჩულა ყურთან-სულ მინდა გიყურო,ოღონდ მხოლოდ მაშინ,როდესაც გძინავს,და სულ მინდა გაკოცო,როდესაც ჭირვეულობ,პატარა ჭინკა ხარ,რომელმაც ეჭვიანობის გრძნობა მასწავლა,მასწავლა თუ როგორია იყო მესაკუთრე,მინდა მე მეკუთვნოდეს ეგ მაწყვივით ტუჩები და მხოლოდ მე ვეხებოდე.

ორი დღე მიჯაჭვული იყო ელენა საწოლს,იყვირა,მაგრამ არ გაუშვეს,დემეტრე კი იმ ღამის შემდეგ ერთხელაც აღარ მოსულა მის სანახავად,დრო მიიზლაზნებოდა და ყველაზე მეტად ამაზე ეშლებოდა ნერვები,ენატრებოდა ერთი საძაგელი ბიჭი,მაგრამ არ ტყდებოდა,თქვენ წარმოიდგინეთ და მასთან ჩხუბიც კი ენატრებოდა, გაიხსენა მათი პირბველი კოცნა და უნებურად აეპრეხა ტუჩის კუთხე.
-თეკლა,ტელეფონი მომეცი რაა
-ჭირვეულო-ენა გამოუყო თეკლამ
-მოიცა,თეკლა ეს ნახე?!
-რა?-ინტერესით ჩააშტერდა ტელეფონს და ლამის ხელიდან გაუვარდა როცა წაიკითხა-ღმერთო ჩემო,გვეღადავება?
-როგორც ჩანს სამაგიეროდ გადახდა მოინდომა
-რა მოხდა?
-იმ დღეს დამირეკა,ხვალ ინტერვიუ მაქვს და ჩვენს ქორწილზე ვისაუბრებო,არა-მეთქი,ქორწილი არ იქნება მზად არ ვარ-მეთქი და გამითიშა-დამთავრებული არ ჰქონდა ისე შემოვარდა ჟურნალისტბების ჯგუფი,თავისდი გადამღებებით
-ქალბატონო ელენა,მართალია ის რაც დათომ განაცხადა ინტერვიუში? რომ თქვენი ამდენ წლიანი რომანი დასრულდა და იგი ცნობილ მსახიობზე ქორწინდება?
-ქალბატონო ელენა,მართალია რომ დქვენ დემეტრე დევდარიანთან უღალატეთ დათო შენგელიას? კამერებმა ზღვაზე დაგაფიქსირათ
-მართალია რომ თქვენ ქორწილის შესახებ,როდესაც გაიგეთ სცადეთ?0ელენა შოკირებული იყო,ჯერ ქორწინების ამბავიი ვერ გადაეხარშა და ახლა ეს ჟურნალისტები,მათ ოთახში დემეტრე და კაკი შემოყვა
-აქ რა ხდება?-მიმართა დემეტრემ ჟურნალისტებს
-ბატონო დემეტრე,მართალია რომ თქვენ და ელენას რომანი გაქვთ?
-ღმერთო ჩემო,რა სისულელეა,ახლავე გადით აქედან-გაყრას აპირებდა,როდესაც ელენამ შეაჩერა
-არა,დემეტრე,იყვნენ,ერთ განცხადებას გავაკეთებ და მერე ყველაფერი თავის ადგილზე დადგება
-გისმენთ,ელენა,კამერა მოამზადე-მიმართა კამერიან მამაკაცს
-მოკლედ მინდა მომენტით ვისარგებლო და დათუნას მივულოცო. მე და დათუნა უკვე დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს,ის ჩემი არა მარტო შეყვარებული,არამედ საუკეთესო მეგობარიც იყო,მინდა ბედნიერება ვუსურვო,ჩვენ სამი დღის წინათ ვიკამათეთ და დავშორდით,არა იმიტომ რომ ერთმანეთი არ გვიყვარდა,უბრალოდ ასე მოხდა.
-კი,მაგრამ თქვენ ხომ კარგად იყავით,მეტიც აქაც იყო ჩამოსული თქვენთან,რატომ დაშორდით?
-მიზეზი პირადულია,არ მოგატყუებთ,მეც დღეს გავიგე ქორწილის შესახებ და მეც თქვენს მსგავსად შოკირებული ვარ,რაც შეეხება დემეტრეს,იგი ჩემი საუკეთესო დაქალის შეყვარებულის ძმაკაცია და მეტი არანაირი კავშირი არ გვაქვს და არც გვექნება,ხო და აქ იმიტომ ვარ რომ გავცივდი და მეტი არაფერი,არანაირი სუიციდი,საუკთარი თავი ვიღაცის გამო სასიკვდილოდ არ მემეტება,არ ვარ ზედმეტად სუსტი,ვის გამოც სიცოცხლეს დავთმობ ეს მამაჩემია,მადლობთ და ნახვამდის.
უყურებდა დემეტრე ელენას და აგიჟებდა მისი უბრალოება და გულწრფელობა,ხვდებოდა რამდენ სიძლიერედ უჯდებოდა ეს ყველაფერი და უფრო მაღლდებოდა მის თვალში,ეს გოგო ყველასგან განსხვავებული იყო,არ ჰგავდა სხვებს. როგორც იქნა საღამოს გამოწერეს ელენა და ვახშმად გადაწყვიტეს ოთხივემ წასვლა.

-მადლობა,კაკი,რა ლამაზია აქაურობა-გაუღიმა სასიძოს და კუთვნილი ადგილი დაიკავეს-აუ ხვალ გასართობად წავიდეთ რაა,აქვე რომ შეკვეთილთან გასართობი პარკი ციცინათელა რომ არის,გეხვეწებით რააა-ყელი ჩამოიწელა ელენამ
-კარგი,ბავშვო,წავიდეთ,ზეგ ჩვენც მივდივართ აქედან
-გზაში შენ მთხოვდი მაგას!-ენა გამოუყო თეკლას
-ნუ მაბრალებ რაღაცებს!-საჩვენებელი თითი დაუქნია საუკეთესო მეგობარს,ბევრს საუბრობდნენ,იცინოდნენ,დემეტრე კი ელენას ბავშვურობით ხალისობდა,როგორი სიცოცხლით სავსე იყო ეს ახალგაზრდა,ქარიზმატული,დახვეწილი,ელეგანტური,სადა,დემეტრე ფიქრობდა და ეშინოდა არ შეყვარებოდა ეს გოგონა. დარბაზში ქართული სიმღერის ჰანგები გაისმა,ეს ლაზური იყო,ელენას ბავშვობიდან იტაცებდა ქართული ფოლკლორის ცეკვები და უამრავი დიპლომიც აქვს,საცეკვაო ადგილი სუხიშვილების რამდენიმე მოცეკვავე მამაკაცმა დაიკავა,ელენა სიხარულმა მოიცვა,უყვარდა ცეკვა და მხრები ააყოლა,ერთ-ერთმა შენიშნა და საცეკვაოდ გაიწვია,ისიც სიხარულით დასთანხმდა და ნარნაწით წავიდა შუა გულისკენ,ყველა მათ უყუებდა,ენა ჩავარდნოდა დემეტრეს,იგი ჩუმად,გაბრწყინებული თვალებითა და ღიმილით უცქერდა ელენას ცეკვას,დედოფალივით ცეკვავდა,თითქოსდა ცეკვა მისთვის ყოფილიყო შექმნილი,მონაცვლეუბოით ეცეკვებოდნენ მამაკაცები და ესეც არ ტოვებდა გულგრილს არავის,ელენას თითოეული დახვეწილი და ჰაეროვანი მოძრაობა იბეჭდებოდა დემეტრეს გონებაში და იცოდა ეს არ მოასვენებდა,მისი ოსტატური ტანის რხევა,ფრიალა,შავი დალალები,როგორც იქნა ცეკვას მორჩა ელენა და ოვაციებიც დაიმსახურა,დემეტრე კი პირღია უყურებდა მას და ტაშიც დაუკრა,ელენას თაიგული აჩუქა ერთ-ერთმა მათგანმა და თავის ადგილას მოაცილა
-ძალიან დიდი მადლობა,ასეთი ცეკვისთვის-ხელზე ეამბორა მოცეკვავე
-პირიქით,მადლობა თაიგულისთვის და მადლობა პარტნიორობა რომ გამიწიე-გაუღიმა მამაკაცს
-ამ ულამაზესი ღიმილისთვის ღირდა-გაუღიმა და იქაურობას გაეცალა
-ვაუ,ელენა,ულამაზესად იცეკვე-შეაქო კაკიმ
-ჩემი დაქალია-თავი მაღლა აწია თეკლამ
-არაგიშავდა-უჩურჩულა დემეტრემ
-მაგიტომ მიყურებდი პირღია?-გაუღიმა ელენამ
-ცეკვისასაც მე მიყურებდი?-ტუჩის კუთხე აეპრეხა მამაკაცს
-იდიოტო-დემეტრეს ღიმილი არ მოსცილებია.
კაკი და თეკლა ერთ ნომერში დარცნენ,დემეტრემ ელენა სანამ შევიდოდა კედელზე ააყუდა
-არ გაბედო და არ მაკოცო-გაბრაზდა და გაბრძოლება სცადა
-არც მიფიქრია,მაგრამ კარგი აზრია-ტუჩები მომუწა გოგონამ,როდესაც დემეტრეს გახშირებული სუნთქვა მიეფრქვა სახეზე თვალები დახუჭა
-ძილინებისა,ჭირვეულო,ხვალლისთვის მოემზადე-შუბლის კუთხეში,საფეთქელთან აკოცა და გაურიმა,წასვლა დააპირა,მაგრამ ელენამ ვერ მოითმინა და ხელი დაუჭირა,მერე ცერა თითი ტუჩებზე დაუსვა და ტუჩები ცხვირზე მიაწება,იქედან ყურებზე გადააცოცა და უჩურჩულა
-ნუ მიწვევ დემეტრე,არანაკლები თამაში ვიცი-დასხლტომა სცადა,მაგრამ დემეტრემ თავის ადგილზე დააბრუნა
-შენ მიწვევ ძვირფასო-ტუჩის კუთხეში აკოცა,მერე თვითონ დააპირა წასვლა,როდესაც ელენამ ფეხი ამოუდო და იატაკზე დაანარცხა,თვითონ კი ზევიდან მოექცა,ისევ ყურთან მიუჩოჩა ტუჩები
-ერთით-ნული,ძვირფასო!-ყურზე უკბინა და ოთახში შეასწრო დემეტრეს...

მეორე დილით მოზღვავებული ენერგიით წამოდგა,გაახსენდა გუშინდელი ღამე და უნებურად ჩაეღიმა,საათს დახედა და პირი დააღო,სამს უჩვენებდა,რატომ არ გააღვიძა თეკლამ? სწრაფად მოემზადა და თეკლასთან წავიდა ნომერში,მაგრამ იქ არავინ დახვდა,ბოლოს რა ექნა არ იცოდა,ტელეფონზე არ პასუხობდა,არც თეკლა და არც კაკი,ბოლთანს სცემდა ოთახში,მერე ადგა და დემეტრესთან შესვლა გადაწყვიტა,სანამ დააკაკუნებდა თავში ბრძოლა ჰქონდა,დაეკაკუნებია თუ არა,ბოლოს როგორც იქნა მოიკრიბა ძალები და კარზე დააკაკუნა,მაგრამ ხმა არავინ გასცა,ისევ დააკაკუნა,მაგრამ ისევ იგივე,მოთმინების ფიალა აევსო ელენას და შიგნით შევიდა,შიგნით შესულს არავინ დახვდა,და გამოსვლას აპირებდა,მაგრამ იმ წუთში გაიღო სააბაზანოს კარები და ოთახში მხოლოდ შარვლით გამოვიდა დემეტრე,ელენამ თვალები ჭყიტა მისი დაკუნთული სხეული რომ დაინახა და ნერწყვი ძლივს გადაყლაპა
-რაო,ელენა,მოგენატრე?-ნელ-ნელა მიახლოვება დაიწყო დემეტრემ,ელენამ კი უკუსვლით სიარული,გული აუჩქარდა მამაკაცი როდესაც ასეთ მდგომარეობაში დაინახა,ის ისეთი მიმზიდველი იყო,ისეთი სიმპათიური,ის წყლის წვეთებიც,რომელიც სახეზე ჩამოსდიოდა ისიც ისეთი მიმზიდველი სჩანდა,ბოლოს,როდესაც ელენა კარრს აეკრო და მათ შორის მანძილი მინიმალურამდე დავიდა,დემეტრემ თმა გადაუწია,ხელი კეფაზე შეუცურა და ელენას მიმართა
-მითხარი,რისთვის მოხვედი ჩემს ოთახში თუ არა ამისთვის-ელენას ტუჩებისკენ აიღო გეზი,როდესაც შეაჩერა
-ისინი არ იყვნენ არსად ,არ მპასუხობდნენ და ამიტომ მოვედი შენთან,მაგრამ ეგეც არ არის ცუდი აზრი-ტუჩზე იკბინა გოგონამ,დემეტრემ ეს სიტყვები როგორცკი მოისმინა უნდოდა დაუფლებოდა მის ტუჩებს,უნდოდა რიგრიგობით დაეკოცნა ჯერ ერთი,შემდეგ მეორე ტუჩი,მაგრამ თავი მაქსიმალურად შეიკავა და მხოლოდ გაუღიმა
-შენ თუ არა,მე ისევ მყავს შეყვარებული-სისხლმა აასხა თავსი ელენას,თავი არარაობად,დამცირებულად იგრძნო და გაბრაზებისაგან თვალებიდან ნაპერწ....ბმა იწყეს ცვენა
-არაკაცი ხარ,ცხოველი
-რომ არ გაკოცე მაგიტომ?
-არა თმები რომ გასდამიწიე იმიტომ-მტკივნეულად გაუღიმა და თითქოს არაფერიო ისე განაგრძო საუბარი,რამაც გააგიჟა დემეტრე-სად არიან სხვები?
-წავიდნენ.
-როგორ თუ წავიდნენ?
-ხო ვერ დაგელოდნენ სანამ გძინავდა და შენი თავი მე შემომტერნეს
-ვაუ მაგარია,მაშინ მოემზადე,მეც ჩავიცმევ და წავიდეთ-გაუღიმა მამაკაცს და უნდოდა ცრემლებისთვის გაესწრო,ის-ის იყო ცრემლები გადმოცვივდა და გავასწარიო იფიქრა,როდესაც დემეტრემ შემოაბრუნა,გაღებული კარები დაუხურა,ზედ მიაყუდა და მხეცივით დაეწაფა სანატრელ ტუჩებს...



№1  offline წევრი natia-natia

ვგიჟდები შენზე და ამ ისტორიაზე

 


№2  offline მოდერი Nina))

მადლობა,საყვარელო,ძალიან დიდი,რომ კითხულობ <3 love
--------------------
"ჩვენნაერები მთვარით თბებიან!"

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent