შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემს გულში ხარ (2)


20-01-2016, 16:01
ავტორი tsn
ნანახია 3 329

სამზარეულოში შესულს იატაკზე დაღვრილ წყალზე ფეხი ამიცურდა, უცნობ სხეულს მივეჯახე და წამებში აიტაკზე აღმოვჩნდი მის ზევიდან მოქცეული.. თავი ავწიე და მის სახეს შევხედე.. ლამაზი, თაფლისფერი-მომწვანო ფერის თვალები, სწორი ცხვირი, დიდი ტუჩები, შავი თმა და ოდნავ წვერი.. რაღაცნაირად მეცნობა კიდეც.. ალბათ შენიშნა, რომ ვაკვირდებოდი და ირინიულად ჩაიღიმა, ოხ ეს ირონია.. მისი ხელები დავიჭირე და ხმამაღლა ვუთხარი
- აქ რას აკეთებ, გითხარი რომ უნდა წასულიყავი - მან ერთი მოძრაობით თავის ქვეშ მომაქცია
- მართლა ბრაზიანი ყოფილხარ პატარავ - მითხრა და ცხვირი ყელზე გამიხახუნა, გულისცემა ამიჩქარდა, თვალები დავხუჭე ინსტიქტურად.. ასე ახლოს მამაკაცთან ჯერ არ ვყოფილვარ ჩემი რეაქცია არცაა გასაკვირი.. აღელვება ჩავახშე და გონს უცებ მოვეგე. ხელი ვკარი და როგორც შემეძლო მოვიშორე
- თავხედი ხარ, უბრალოდ რატომ არ წახვალ აქედან?
- მე აქ ვცხოვრობ პატარა ქალბატონო, მართალია სულ ცოტა ხნით, მაგრამ მაინც და მოგიწევს ასეთი ამიტანო. წამოდგა, ხელი გამომიწოდა ასაყენებლად, მაგრამ მე არ ჩავჭიდე ხელი და ჩემით წამოვდექი
- რეზის საიდან იცნობ? - დავსვი ის კითხვა, რომელიც უეცრად ამომიტივტივდა გონებაში- ან ვინ ხარ ასეთი, აქ ცხოვრების უფლებას რომ გაძლევს ჩემი ძმა

- მართლა არ გახსოვარ, თუ თავს იშტერებ პატარა ქალბატონო? - მკითხა და ირონიულად გამიღიმა
- ასეთი ვინ ხარ რომ უნდა მახსოვდე - სიცილით ვუთხარი მას
- ნიკა მარგიანი, როგორც შენ მეძახდი ''რაღაცნაირი სვანი'' - მითხრა და წარბები შემითამაშა... აი რატომ მეცნო მისი თვალები.. ის ჩემი რეზის კლასელი და ძმაკაცია, თხუთმეტი წლის ვიყავი როცა ლონდონში წავიდა და მას მერე არ მინახავს.. მომკალით და მაინც რაღაცნაირი სვანია.. ჰმ.. რაღაცნაირი.. საერთოდ ყოველთვის ვკამათობდით ხოლმე
- დიდი ვინმეც ყოფილხარ - მივაძახე და მაცივართან მივედი, წვენი დავისხი და მოვსვი, ნიკა სკამზე შემოჯდა და შემომხედა
- როგორც ყოველთვის ფორმაში ხარ, დადიხარ და შხამს ანთხევ.. წვენი მეც დამისხი რა - მეც დავუსხი და საჭმლის მომზადება დავიწყე.. მართალია ღამეა, მაგრამ მშია :-/ ნეტავ ამას თუ შია?
- შეჭამ შენ რამეს? - სხვათაშორის ვკითხე და არ ვიცი რატომ, მაგრამ ხველა აუტყდა
- რა იყო ყელში ბოღმა გადაგცდა? - ვკითხე ჩვეული ირონიით და ზურგზე ხელი დავარტყი.. ხველას მორჩა და გამიღიმა
- უჰ, აი ასე.. თორემ მეგონა ცუდად იყავი - გადამრევს რა ეს ადამიანი..
- რა მითხარი რეზი სადააო?
- ბათუმში, ნიბთები ჩაალაგე და ხვალ წავიდეთ
-ვინ და ვინ მივდივართ?
- თომა, კოსტა, შენ და მე..
- გასაგებია - მომზადებული სალათი მაგიდაზე დავდგი, თეფშებიც მივიტანე. და ჭამა დავიწყეთ.. დუმილი მე დავარღვიე
-დიდი ხანია ჩამოხვედი? რეზის არაფერი უთქვამს
-ერთი კვირაა... ჩემს სახლში რემონტია და აქ ვრჩები ცოტა ხნით
- მე მაგდენი არ მიკითხავს - ხან ისე უაზროდ ვბრაზობ არც ვიცი რა მჭირს, მაგიდა ავალაგე, მოვაწესეიგე სამზარეულო და მივაძახე
- ხვალ რომელზე მივდივართ? იცოდე ადრიანად თუ გამაღვიძებ საშვილიშვილოდ გადაგეკიდები - სიტყვის თქმა არ ვაცალე და გამოვედი, როცა მომაძახა
- ჭირვეული ბავშვი
- გავიგონე იდიოტო
- ხოდა გამოასწორე მერე.. - აღარაფერი მითქვამს.. ოთახში ავედი და დავწექი.. მშვიდად მეძინა.. როცა გავიღვიძე მოვწესრიგდი და საჭირო ნივთები ავიღე.. მერე გამახსენდა როგორ ძალიან მომწონს რეზის ერთ-ერთი მაიკა და გადავწყვიტე ''დროებით ვითხოვო''. მის ოთახში შევვარდი და რას ვხედავ... ნიკა მხოლოდ პირსახოცშემოხვეული, უდაოდ მაგარი ფორმები აქვს.. მმმ.. ჯანდაბა რაზე ვფიქრობ..
- ჩემი ძმის ოთახში რა ჯანდაბას აკეთებ, თანაც ასეთ ფორმაში? - ვეცადე გაბრაზება დამტყობოდა..
- ჩემს აბაზანაში წყალი არ მოდის და აქ ვიბანავე, თვითონ რას აკეთებ
- რეზის ერთ-ერთ მაისურს ვეძებ.. სწრაფად ჩაიცვი და გამოდი.. ელვის სისწრაფით გავვარდი ოთახიდან.. უეცრად კარზე ზარია. თომა და კოსტა მოვიდნენ.. ნიკასგან განსხვავებით ვცნობ მათ..
- ნიტაა - ისეთი ხმით იყვირა თომამმ უცებ შევხტი, ჩამეხუტა და ლოყა მომაცალა ისე მაკოცა..
- ჩვენი ფერია ჩამოსულა ტოო - ახლა კოსტან იყვირა და ჰაერში დამაბზრიალა..- მომენატრე გოგო, ასე მთლად დაკარგვა რა არის?
- მეც მომენატრეეთ, შემოდით მალე, შემოდით - ხელი ჩავავლე და შევითრიე - ყავას დალევთ ხო?
- კი - ერთ ხმად იყვირეს ბიჭებმა - სადაა ის გაჭირვებული? - მეკითხება კოსტა
-აი მოდის და ნიკასკენ ვანიშნე, რომელიც კარიდან გამოდიოდა, შავი სპორტული შარვალი და ნაცრისფერი მაიკა ეცვა.. საოცრად სიმპატიურია.. ვერ ვხვდები რატომ მიზიდავს ასე.. მზერა ძლივს მოვაშორე და სამზარეულოში შევედი, ცივი ყავა გავაკეთე ნაყინით და ბიჭებს გავუტანე..
- ეს გასინჯეთ რომელიმემ, ამ ქაჯმა არ მომწამლოს - ჩემი მისამართით თქვა ნიკამ
- შემიძლია თავზე დაგასხა ნიკუშ, თუ ბევრს იტლიკინებ კიდევ - ვუთხარი და თვალი ჩავუკარი
- შენ არ იცვლები - მითხრა თომამ და შუბლზე მაკოცა
-რა იყო ბიჭო დაგაშინა უკვე? - არ დააკლო კოსტამაც- მიდი ნიტა მოემზადე და გავიდეთ უკვე, წადი შენც მოემზადე ''რაღაცნაირო სვანო''- სწრაფად გასცა მითითებები.. ოთახში შევედი და ჩემი საყვარელი ცისფერი მოკლე სარაფანი ჩავიცვი, მსგავსი ფერის ''ბასანოშკები''. თმა ლამაზად ჩავიწანი და გავედი.. წამში ბიგრძენი ნიკას დაჟინებული მზერა, რაც ძალიან მესიამოვნა.. ე.ი მხოლოდ მე არ ვაშტერდები მას..

ნიკა:
- მე ნიკა მარგიანი ვარ.. 25 წლის.. ცხრამეტის ვიყავი ლონდონში რომ გავემგზავრე, ახლახანს დავბრუნდი.. გამიჭირდა ამდენ ხანს იქ მარტო ყოფნა და ჩამოვედი.. აქედან იმიტომ წავედი, რომ მამა გაედაიცვალა, ის ერთადერთ იყო ვინც მყავდა. დედამ ბავშვობაში მიგვატოვა, მას მერე მამა იყო ჩემთვის ყველაფერი.. რომ ჩამოვედი, მოვხვდი, რომ მამაჩემის სახლში ვერ ვიცხოვრებდი, ძალიან გამიჭირდებოდა იქ ყოფნა? სადაც ისევ არის შემორჩენილი მისი კვალი, ის კი არ არის :-( გადავწყვიტე ახალი სახლი მეყიდა, ვიყიდე კიდეც მაგრამ რრმონტის გამო გადავწყვიტე მეგობართან დარჩენა.. რეზი ჩემი ბავშვობის მეგობარია.. ყველაზე რთულ მომენტებშიც კი ჩემ გვერდზე იყო.. მიუხედავად მანძილისა ის ყველანაირად მეხმარებოდა.. რეზი დამთანხმდა და დროებით მასთან დავრჩი.. რამდენიმე დღეში რეზი ბათუმში გაემგზავრა.. მე ვერ წავედი მასთან ერთად, აქ რაღაც საქმეები მაქვს მოსაგვარებელი, ამიტომ ჩვენს კიდევ ორ მეგობართან ერთად გადავწყვიტე მეორე-მესამე დღეს გადავწყვიტე წასვლა.. იმ საღამოს რეზი რომ წავიდა, მე, თომა და კოსტა ბარში წავედით, გავერთეთ და დავლიეთ. მთვრალმა ერთი გოგო ''დავკერე'' და რეზის სახლში ავიყვანე.. მთვრალი რომ იქნები კაცი, თორემ ისე იქ ვინმეს როგორ ავიყვანდი.. მე და ჩემ ნა...ს ''საქმე'' დაწყებულიც არ გვქონდა, რომ უკვე ვიღაცამ გაგვაჩერა.. იმ წამსვე ვიცანი.. ეს რეზის და არის, ნუ ბიძაშვილი, მაგრამ არასოდეს ამბობს რომ ბოძაშვილია.. ყოველთვის და არისო ასე ამბობს.. ნიტა და მე სულ ყოველთვის ვკამათობდით.. საერთოდ იმის მერე რაც დედამ დაგვტოვა ყველა ქალი ერთნაირი მგონია.. მაგრამ ის ერთადერთი იყო, რომელიც სხვებს ვერ მივამსგავსე.. თუმცა გადაწყვეტილი მქონდა გულთან ახლოს არავინ მიმეშვა.. ახლა ამდენი წლის მერე პირველად ვნახე.. უცნაური გრძნობა დამეუფლა.. დავინახე ნიტა, რომელიც გაიზარდა, დაქალდა, მაგრამ მისი თვალები ისევ ისეთი კამკამა ზღვისფერი და ბავშვურია, როგორც ადრე..ის გოგო გავუშვი და ნიტასთან გავედი.. არაფრის თქმა მაცალა, მიმალანძღა და წასვლა ''მიბრძანა''.. მერე სამზარეულოში რომ გავედი იატაკზე წყალი დამექცა და ამ დროს ნიტაც გამოჩნდა და იატაკზე დავეცით ორივე.. მის გულისცემას ვგრძნობდი, გახშირებოდა.. მისი სურნელი კი საღ აზროვნებას მიკარგავდა.' ცოტა ხანს ვიყავით სამზარეულოში, შემდეგ ნიტა დასაძინებლად წავიდა და დამემუქრა საშვილიშვილოდ გადაგეკიდები, თუ დილით ადრე გამაღვიძებო'..
დილით რომ ავდექი და შხაპის მიღება გადავწყვიტე, აღმოჩნდა რომ, ჩემთან წყალი არ იყო.. ნიტასთან არ შევედი.. რეზის ოთახს მივაშურე და იქ ვიბანავე.. პირსახოც შემოხვეული ოთახში გავედი და ამ დროს ნიტაც შემოვიდა.. საშინლად დაიბნა და მალევე გავიდა..
ბიჭებიც მოვიდნენ, ნიტამ ყავა გააკეთა და ოთახში შევიდა მოსამზადებლად.. მე კი ბიჭებთან საუბარს შევყევი
- რა ქენით ბიჭო, დახოცეთ ერთმანეთი? - მკითხა კოსტამ
- რავი ბიჭო, ვერ ხედავ ჩვეულ ფორმაშია, დადია და იგესლება
- აე გაგიგოს, თორწმ ნახე რა დღეს დაგაყენებს - გამაიმუნდა თედოც.. აღარაფერი მითქვამს მეც მოვემზადე და ნიტას დაველოდეთ.. მისი გამოსვლა და ჩემი ადგილზე გაშეშება ერთი იყო.. მისივე ფერის კაბა ეცვა და ოქროსფერი თმა დაეწნა.. კოსტამ შეამჩნია, რომ მალე ყბა ჩამომივარდებოდა კიდეც, მიჯიკა და დაიყვირა
-აბა ჰააა, მალეე, რაღას ვუცდით.. ყველაფერი გადავკეტეთ რისი ჩაკეტვაც შეიძლება და წავედით.. გზაში ბევრი ვიხალისეთ, მე ლიზას გვერდით დავჯექი და მთელი გზა კინკლაობაში გავატარეთ
- ცოტა მიიწიე ნიკა.. - უკვე მერამდენედ მეუბნება ნიტა
- რას შემჭამე გოგო, ფეხით გამოგეკიდოთ არ გინდა?
- მე თავისუფლად ჯდომა მინადა
- კარაქიანი პური არ გინდა?
- თავხედო
- ჭირვეულო
- მორჩა, გავებუტე სულ ყველას - თქვა ლიზამ და მართლაც გაჩუმდა.. ათ წუთში გადავწყვიტე ''შევრიგებოდი''
- ნიტა.. ნიტაა კარგი რაა, როგორ შეგიძლია სისულელეებზე გაბრაზდე.. ნიტაა - ხელი ჩავჭიდე, მოვატრიალე და თურმე ეძინა.. თვი ჩემს მხარზე ჩამოდო და ისე ეძინა.. რა თქ



№1  offline წევრი natia-natia

Au male Dade raa rasayvarlebi arian

 


№2  offline მოდერი tsn

natia-natia
Au male Dade raa rasayvarlebi arian

აუცილებლაად :-*

 


№3 სტუმარი A

Au magrebi arian male dade shemdegi

 


№4  offline წევრი cancara

საყვარლები კარგია მალე დადე

 


№5  offline მოდერი tsn

მალე დავდებ, არ გალოდინებთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent