შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მალე დაგიგემოვნებ მარწყვის ტუჩებს (8)


20-01-2016, 16:47
ავტორი ანკა
ნანახია 8 790

მანქანა ერთ რესტორანთან გააჩერა და ელენეც გადმოიყვანა.
-დემე, ასეთი ძვირიანი რესტორანი რათ გინდოდაა - უთხრა შეწუხებულმა და ხელზე ჩამოეკონწიალა.
-მალე გაიგებ - უთხრა და წინასწარ დაჯავშნილ მაგიდასთან დასხდნენ. მაგიდა მოშორებით იდგა კუთხეში და საკმაოდ რომანტიული გარემო იყო, რაღაცნაირად მყუდროც... ცოცხალი მუსიკა სასიამოვნო მელოდიას უკრავდა და ყველაფერი ზღაპარს ჰგავდა.
-მოგწონს? - ჰკითხა დემემ და შამპანური ჭიქებში ჩამოასხა.
-კი, ძალიან - გაუღიმა და ჭიქა ხელში დაიჭირა.
-ჩვენ გაგვიმარჯოს! - ჭიქები მიაჭახუნეს და დალიეს. ელენემ ერთი ყლუპი მოსვა, დალევა ისედაც არ მოსწონდა, თუმცა მიუხედავად ამისა შუშხუნა სითხემ სასიამოვნოდ დაუარა ძარღვებში.
-ფრენით დაიღალე? - ჰკითხა მზრუნველად.
-არა ჩემო თოჯინა - გაუღიმა და მისი ხელი თავისაში მოიქცია.
-ისე სახლს ადვილად მოაგენი? - გაიცინა და მომლოდინე მზერა მიაპყრო.
-იმაზე ადვილად, ვიდრე მეგონა - მასაც გაეცინა - მგონი 10 წელია თითქმის რაც აქ არ ვყოფილვარ და ბევრი რამე შეცვლილა.
-ხო, ნამდვილად - დაეთანხმა ისიც. - მამაშენი როგორაა?
-უკვე კარგად არის. სახლშია, მაგრამ რაღაც პროცედურებზე მაინც დადის ჯერ-ჯერობით. ერთი სული აქვს როდის გაგიცნობს - საყვარელ ქალს გაუღიმა და კვლავ ჭიქა მოიმარჯვა ხელში.
-მეც მინდა რომ გავიცნო - უპასუხა თბილად და დემეს მიბაძა.
-მოდი, ამ ჭიქით სიყვარულს გაუმარჯოს და განსაკუთრებით ჩვენს სიყვარულს. მეც არ ვიცი როგორ გავძელი ამდენ ხანს მაგ მარწყვის ტუჩების გარეშე, მაგრამ ის ვიცი, რომ საშინლად მენატრებოდი - დემემ ისევ ბოლომდე ჩაცალა ჭიქა, გოგონა კი კვლავ რამდენიმე ყლუპით შემოიფარგლა.
-არ გინდა ვიცეკვოთ? - ფეხზე წამოდგა და ხელი გაუწოდა.
-კი - თავისი ხელი შეაგება და ფეხზე წამოდგა.
-ულამაზესი ხარ ჩემო შტერუკა - ტუჩებზე მსუბუქად აკოცა და საცეკვაოდ გავიდნენ. დარბაზში კვლავ ნელი და სასიამოვნო მელოდიის ჰანგები ისმოდა. საცეკვაო განწყობა დემემ და ელენემ დააყენეს, ვინაიდან მათ შემდეგ იწყეს წყვილებმა დაგროვება ირგვლივ. დემე და ელენე კი მათ ცენტში იყვნენ. გოგონას ხელები მამაკაცის კისერზე შემოეწყო, მას კი გოგონას წელზე მოეთავსებინა ძლიერი ხელები და მთელი ტანით ჰყავდა ზეგ აკრული. ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ და ორივე უზომოდ ბედნიერი იყო. დემე ელენესკენ დაიხარა და ნაზად დაუკოცნა ბაგეები.
-შენს გარეშე ვერ ვიცოცხლებ - ტუჩები ყურთან მიუტანა და ჩურჩულით უთხრა - მინდა რომ სულ ჩემი იყო, ვერ ავიტან ვინმეს დახარბებულ მზერას შენზე, მაშინვე დავუმსხვრევ ძვლებს ყველას ვინც ამას გაბედავს. ვერც იმას ავიტან ვინმე ზედმეტად შეგეხოს... მთლიანად მე უნდა მეკუთვნოდე - ბუტბუტებდა ელენეს ყურთან.
-ისედაც ხომ შენი ვარ - უჩურჩულა მანაც ღიმილით.
-კი, მაგრამ მინდა რომ ოფიციალურადაც ჩემი იყო - ეს თქვა და გოგონას მოშორდა. ელენემ გაფართოებული თვალებით შეხედა დემეს, რომელმაც დაიჩოქა და ჯიბიდან პატარა შავი კოლოფი ამოიღო. ყველა მათ მიაჩერდა, ცოცხალმა მუსიკამაც კი შეწყვიტა დაკვრა და ირგვლივ სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა,
-ელენე, ცოლად გამომყვები? - ყუთი გახსნა და იქიდან ბრილიანტიანმა ოქროს ბეჭედმა გამოანათა. ულამაზესი ბეჭედი იყო. ელენე ჯერ კიდევ ვერ ახერხებდა ხმის ამოღებას, ამას საერთოდ არ ელოდა!..
-კიი!!! - თქვა და იგრძნო როგორ მოაწვნენ ცრემლები თვალებზე. მამაკაცმა მაშინვე ხელში აიტაცა პატარა ქალბატონი და დააბზრიალა. დარბაზში ტაშის ხმა გაისმა, შემდეგ კი ვიღაცეებმა დაუსტვინეს კიდეც. დემემ ფრთხილად დასვა ელენე ძირს, ბეჭედი თითზე გაუკეთა, ორივე ხელით ტანზე აიკრა და ტუჩებში აკოცა. ხალხს სულ არ აქცევდა ყურადღებას, ისე ვნებიანად და მომთხოვნად კოცნიდა, რომ კინაღამ იქვე შემოეჭამა. ბოლოს ელენეს შერცხვა და თვითონ მოშორდა დემეს, ხელები კისერზე მოხვია და გაბრწყინებული სახე მის კისერში დამალა. ხალხმა ისევ ტაში დაუკრა. დემემ თავზე აკოცა დარცხვენილ გოგონას და გულში სითბო ჩაეღვარა. სულ რაღაც ერთი წლის წინ გამოჩნდა ეს პატარა არსება მის ცხოვრებაში და დანახვისთანავე მოაჯადოვა. აღარ უნდოდა არაფერი მის გარეშე, არ შეეძლო უიმისოდ ყოფნა, უნდოდა მუდამ მისი ყოფილიყო და მისი შვილების დედა გამხდარიყო.
როდესაც ხელის თხოვნის „ცერემონია“ დამთავრდა, დარბაზში ყველაფერი ჩვეულ რითმს დაუბრუნდა და მუსიკოსებმაც განაგრძეს სასიამოვნო მელოდიით ხალხის ტკბობა. ელენე თავს არ სწევდა დემეს კისრიდან და უტიფრად უსველებდა მამაკაცს ტანსაცმელს.
-ჩემო პატარა თოჯინა, რატომ ტირი - ფრთხილად მოწმინდა ცრემლები სახიდან და თბილად გაუღიმა.
-მიყვარხარ - ძლივს ამოისლუკუნა და ისევ გადმოუგორდა რამდენიმე ცრემლი.
-მეც მიყვარხარ. წამოდი დავსხდეთ გინდა? - ჰკითხა მზრუნველად. საპასუხოდ მხოლოდ თავი დაუქნია. იმსიმაღლე ქუსლებზე ძლივს დადიოდა იმდენად დიდი ზემოქმედება მოახდინა დემეს ნათქვამმა. მამაკაცი სკამზე დაჯდა და გოგონა კალთაში ჩაისვა.
-მესიზმრება? - შუბლი ნიკაპზე მიადო და თვალდახუჭულმა დამშვიდებული ხმით იკითხა.
-არ გესიზმრება. რატომ უნდა გესიზმრებოდეს - გაეცინა დემეს - ხომ იცი რომ ამქვეყნად ყველაფერზე მეტად მიყვარხარ
-ისეთი ბედნიერი ვარ რომ მეშინია - თქვა და მამაკაცს ახედა.
-ჩემი შტერუკელა... ამის მერე მაინც არ დამიწყო მტკიცება შტერი არ ვარო... - ისევ თბილად გაიცინა და ელენეს ცხვირზე აკოცა. გოგონასაც ჩაეღიმა და მამაკაცს ძლიერად ჩაეხუტა.
-შტერი არ ვარ - უპასუხა სიცილით და დემეს ტუჩებში აკოცა.
-სამაგიეროდ ჩემი ხარ და მთავარი ეგაა - თქვა კმაყოფილმა და წელზე მოხვეული ხელის თითები ისე აათამაშა რომ გოგონას ჟრუანტელმა დაუარა.- ვგიჟდები ჩემს შეხებაზე კანი რომ გეხორკლება - ჩაილაპარაკა ვნებამორეულმა.
-შენც ხომ გეხორკლება - შეეპასუხა ნიშნისმოგებით.
-მე?? არაა... - შეიცხადა და მაშინვე იუარა.
-გინდა შევამოწმოთ? - წარბი ეშმაკურად აზიდა და მამაკაცის კისრისკენ დაიხარა. ჯერ ნაზად გაუხახუნა ტუჩები კანზე, შემდეგ კი ვნებიანად აკოცა და იგრძნო რა რეაქცია ჰქონდა ამაზე მამაკაცს. მოხვეული ხელები დაეძაბა და კანიც დაეხორკლა. ჩუმად ჩაიცინა და დემეს კიდევ ერთხელ აკოცა.
-ნუ მაიმუნობ თორემ დავივიწყებ სად ვართ - გააფრთხილა თვალებში ჭინკაათამაშებულმა.
-ხომ დაგიმტკიცე - ენა გამოუღო ბავშვივით და აკუნტრუშდა.
-მიყვარხარ შტერუკ - თბილად ჩაეღიმა და ცხვირზე აკოცა.
ცოტა კიდევ მოილხინეს და შემდეგ სასტუმროს ნომერს მიაშურეს. ელენეს დემეს მკლავებში გაყურსულს ჩაეძინა. დილით როდესაც გაიღვიძა მაშინვე ხელს დახედა, ხომ არ დამესიზმრა ეს ყველაფერიო. როდესაც ისევ დაინახა ულამაზესი ბეჭედი ბედნიერებისგან ღიმილი ვერ შეიკავა და აციმციმებული თვალებით შეხედა მძინარე დემეს. მაშინღა გაახსენდა ის, რომ იმ დღეს მარის დაბადების დღეს იყო და რამე უნდა ეყიდათ! გადაწყვიტა რაიმე კულონი ეჩუქებინა გოგონასთვის.
-დემეე... - თითებით სახეზე მოეფერა და ტკბილად ჩასჩურჩულა ყურში.
-ჰოო - უპასუხა ძილისგან დაბოხებული ხმით, თვალები გაახილა და თითები გოგონას შიშველ წელზე აათამაშა, რის გამოც ელენეს ჟრუანტელმა დაუარა.
-დღეს მარის დაბადების დღეა და საჩუქარი მაქვს საყიდელი - თითებით თმებზე წაეთამაშა და ბუტბუტი დაიწყო.
-გავიდეთ და რამე ვუყიდოთ რა პრობლემაა... იხდის სადმე?
-არამგონია, ალბათ სახლში დაპატიჟებს ბავშვებს - მხრები აიჩეჩა ელენემ.
-თუ გინდა სადმე რესტორანში და კლუბში აღვნიშნოთ, მე გადავიხდი
-არა, არ მინდა
-რატომ? თავისუფლად შემიძლია იმდენი დავხარჯო რამდენიც მომინდება
-ვიცი, მაგრამ არ გვინდა... თავს უხერხულად იგრძნობს, თან არც უყვარს ბევრი ხალხი და ალბათ სახლში ურჩევნია
-მაშინ მთელს შენობას დავაცლევინებ - ჩაიცინა დემემ.
-მართლა არაა საჭირო - გაუღიმა და ტუჩებში ნაზად აკოცა.
-კარგი, როგორც გინდა... რა უნდა აჩუქო?
-ვიფიქრე რამე ლამაზ კულონს ვაჩუქებთქო - ჩაილაპარაკა თავისთვის.
-კარგია, მე სასმელს ვიკისრებ - თქვა და გაიზმორა.
-არ გადამყლაპო - აკისკიდა მხიარულად.
-გადაყლაპვა არ ვიცი, მაგრამ ერთხელაც რომ შემომეჭმები ეგ ვიცი - ეს თქვა და ცხვირის წვერზე მსუბუქად დაასო კბილები.
ერთმანეთის ხვევნა-კოცნით ადგნენ ფეხზე და ისაუზმეს. შემდეგ კი მანქანაში ჩასხდნენ და მაღაზიებისკენ დაიძრნენ.
ელენემ დაქალისთვის ერთი ძალიან ლამაზი გულის კულონი აარჩია, რომელსაც გარშემო უსასრულობის ნიშანი ჰქონდა გარშემორტყმული.

მალე დაგიგემოვნებ მარწყვის ტუჩებს (8)


-ადი შენ, მე სასმელს ვიყიდი და ამოვალ, მეოთხე სართულია ხო? - მანქანა სადარბაზოს წინ გააჩერა და ინფორმაცია გადაამოწმა.
-კი, შავი კარია მარჯვენა მხარეს
-კარგი, აბა შენ იცი - ტუჩებზე მსუბუქად აკოცა და შემდეგ მანქანას მოუარა, რათა კარი გაეღო გოგონასთვის.
-როგორი ჯელტმენი მყავს - კისკისით გადმოვიდა მანქანიდან და შემდეგ ჩანთა აიღო.
-ყველაზე ლამაზი მყავხარ - გაუღიმა, შემდეგ კი შუბლზე აკოცა, მანქანაში ჩაჯდა და წავიდა.
დარეტიანებულ ელენეს კინაღამ სახლი შეეშალა და მეზობელთან დარეკა ზარი. საბედნიეროდ, აზროვნების უნარი ასე თუ ისე მაინც ჰქონდა დარჩენილი და მარის სახლი სწორად ამოიცნო.
-გილოცაავ!!!!! - კივილით შევარდა სახლში და მარის ისე ძლიერად ჩაეხუტა, კინაღამ დაახრჩო.
-მადლობაა! სად იყავი აქამდე, მთელი დღეა გელოდები!
-მთავარია ახლა აქ ვარ და ძალიან მაგრად გავერთობით! - თქვა მხიარულად და შემდეგ ჩანთა გახსნა - აი ეს შენ!! და იმედია მოგეწონება, მთელი გულით ავარჩიე, ხო იცი როგორ მიყვარხარ... - გაუღიმა და საჩუქარი გაუწოდა.
-აუ რა საჭირო იყოო!.. მეც ძალიან მიყვარხარ დიდი მადლობა. ამას ცოტა ხანში ვნახავ ახლა შემოდი ჩემი კურსელები გაგაცნო - მეგობარს ხელი ჩასჭიდა და მისაღებ ოთახში შეიყვანა.
-ბავშვებო, გაიცანით ეს არის ელენე!
-გამარჯობაა! - ყველა სათითაოდ მიესალმა და მეგობრული მზერით დააჯილდოვეს.
-ესეიგი. ეს არის სალომე, ეს სალომეს შეყვარებული ნიკა, ეს თიკო, ეს ლაშა, ეს ლაშას ძმა ლუკა, ეს კიდევ თათიას შეყვარებული გიორგი, ანუ გიო - ჩამოყვა ბავშვებს და სათითაოდ დაასახელა ისინი.
-ძალიან სასიამოვნოა - გაუღიმა ყველას და იქვე დაიკავა ადგილი. სალომე და ნიკა ერთმანეთზე მიხუტებულები ისხდნენ, ანალოგიურად ისხდნენ თათია და გიოც. თიკო, ლაშა და ლუკა კი დროს უბრალოდ მხიარულად ატარებდნენ და საერთოდ არ წუხდნენ იმაზე, რომ შეყვარებულს არ იყვნენ მიხუტებულები.
-აუ ბიჭებო, ვინმე წავიდეს სასმელი მოიტანოს რა - ოთახში წამოიჭიმა იუბილარი და მეგობრებს საწყალი მზერა მოავლო.
-მარ, არაა საჭირო, დემე წავიდა, იყიდის და ამოვა - თქვა ელენემ.
-რაა? დემეც მოვიდა? მაგარიაა! - გაუხარდა და ტაში შემოჰკრა.
-გავაღებ - კარზე ზარი გაისმა და ელენე ფეხზე წამოხტა. ზურგს უკან გაიგო როგორ ეკითხებოდნენ ბავშვები მარის დემე ვინააო.
-სწორად მოვსულვარ - კმაყოფილმა გაიცინა დემემ, რომელსაც ორივე ხელში სასმელების დიდი პარკები ეჭირა. მაინც მოახერხა დატვირთული ხელის ელეს წელზე შემოხვევა და გოგონას ტუჩებში კიდევ ერთხელ აკოცა.
-შემო, ბავშვებს გაგაცნობ ახლა - ცალი ხელი ჩასჭიდა და მისაღებ ოთახში შეიყვანა. ყველას გააცნო და შემდეგ მარისთან და თათიასთან ერთად სამზარეულოში შევიდა სუფრის გასაწყობად.
-ოჰოო, რა ბიჭია! - წამოიძახა გაოცებულმა მარიმ.
-მართლაც ძალიან მაგარია. თან რა კუნთები აქვს! - დაამატა თათიამ.
-კარგით რაიყოთ, დამშვიდდით - სიცილით უთხრა დაქალებს და გულში სიამაყის გრძნობა დაეუფლა ასეთი მაგარი ბიჭი და უკვე საქმრო რომ ჰყავდა. დემეს შეუთანხმდა, რომ შუა ქეიფისას გამოაცხადებდნენ თავიანთ გეგმებს, მანამდე კი ბეჭდიან თითს დიდი მონდომებით მალავდა არავის რომ არ შეემჩნია.
სუფრა გააწყვეს და ყველამ თავისი ადგილი დაიკავა. ყველა მხიარული და მეგობრული იყო. ელენე და დემეც ადვილად შეეწყვნენ ყველას და როგორც დიდი ხნის ნაცნობებმა, ისე განაგრძეს მოლხენა. ყველამ დალოცა იუბილარი, შემდეგ მარი წამოდგა ფეხზე და სამადლობელი თქვა. წამოიძახა ვსვავთ ბოლომდეო და ყველამ თავისი ღვინო მოიყუდა. ბიჭებმა წამში ჩაცალეს ჭიქები, გოგოებიდან კი ზოგმა ბოლომდე დალია, ზოგმაც ნახევარი ჭიქა, ზოგმა კი ერთი-ორი ყლუპი. ამ უკანასკნელებს შორის, რა თქმა უნდა, ელენეც იყო.
-ახლა მინდა რომ ახალი რაღაც გითხრათ. უკვე ყველას ისე დაგიმეგობრდით, რომ დარწმუნებული ვარ თქვენც გაგიხარდებათ - ფეხზე წამოდგა ელენე და ამის თქმის შემდეგ დემეს შეხედა. მამაკაცმა გაუღიმა და მზერა გაუსწორა.
-რას გვიმალავ? - იმდენად დაინტერესდა მარი, რომ დაქალს სათქმელის დამთავრება არ აცადა.
-აი ამასს!!! - ბეჭდიანი ხელი ჰაერში ააფრიალა და ბედნიერმა გადაიკისკისა.
-ვაიმეე! დაქალი მითხოვდებაა! გილოცავ, ძალიან მიხარიაა!!!!! - მხიარული შეძახილები მარიმ დაიწყო, შემდეგ კი ყველა აყვა და წყვილს მომავალი სადღეგრძელოებით დაულოცეს. საბოლოო ჯამში, ბიჭებმაც და გოგოებმაც იმდენი დალიეს, რომ ფეხზე ადგომა აღარ შეეძლოთ. ელენემ სულ რაღაც ორი ჭიქა დალია, თუმცა სასმელმა მასზე მაინც იმოქმედა და ტკბილად დააძინა დემეს მხარზე. დემეს დივანზე დაეძინა. ელენეზე მიწოლილი იყო სალომე, სალომეზე კი თიკო. თათიას და გიოს სავარძელში კომფორტულად ეძინათ. ლაშას ლუკა ეწვა ზემოდან და ძირს გაწოლილიყვნენ, მარი კი ცალკე სავარძელში მისვენებულიყო და მშვიდად ფშვინავდა. რაც შეეხება ნიკას, იგი მისაღებ ოთახში არ იყო. უიი! ვიპოვე... სამზარეულოში დახლზე იყო ჩამოძინებული და თეფშისთვის ბალიშის ფუნქცია შეეთავსებინა.
პირველს მარის გაეღვიძა, თავი უსკდებოდა და თვალები დასიებოდა.
-დავბერდი და ეგაა - ჩაიფრუტუნა თავისთვის და გემრიელად გაიზმორა. ფეხზე ძლივს წამოდგა და სამზარეულოში გავიდა წყლის დასალევად. როდესაც მძინარე ნიკა დაინახა, იფიქრა მოლანდებებიც დამწყებიაო. ცივი წყალი დალია და როდესაც მძინარე ნიკა ჰორიზონტიდან არ გაქრა, მაშინ მიხვდა, რომ არ ელანდებოდა.
-გაიღვიძე ნიკუშ! - ბიჭი შეანჯღრია და თან თეფშს გახედა, რომელზეც თურმე ნამცხვარი იყო და ამიტომ ნიკას მთელი სახე კრემიანი და ბისკვიტიანი ჰქონდა. ამის დანახვა და მარის ხარხარი ერთი იყო.
-მმმმ!!! - უკმაყოფილოდ ამოიზმუვლა ნიკამ და წარბები შეკრა.
-ბიჭო თავი ნამცხვარზე გიდევს, რას გავხარ! წადი დაიბანე - კიდევ შეანჯღრია და ისევ გაიცინა.
-რა? - თავი წამოყო ნახევრად მძინარემ და როდესაც თეფშზე აზელილ-დაზელილი ნამცხვარი დაინახა მაშინ გააცნობიერა ყველაფერი - აუუ!!! - ხელი სახეზე მოისვა, შემდეგ კი დასვრილი თითი კარგად გალოკა და კმაყოფილმა გაიღიმა - გემრიელი კი ყოფილა ეს ტორტი - თქვა და მარის გახედა.
-გემრიელი კი არა, წადი თავი დაიბანე, შენმა შეყვარებულმა ეგრე რომ გნახოს დაგშორდება - გაიცინა ისევ და თეფშის რეცხვა დაიწყო.
-ჰოო, ახლავე - ზლაზვნით ძლივს წამოდგა ფეხზე და მისაღებ ოთახში გავიდა. იატაკზე მძინარე ლაშა და ლუკა არც დაუნახავს, ფეხი წამოკრა და ძირს მოადინა ზღართანი.
-ეეე!!! რას აკეთებ შე*ემა! მძინავს ვაა - თავი წამოყო ლუკამ, რომელსაც ზემოდან დაეცა ბატონი ნიკა და აჩეჩილ თმებზე ხელი გადაისვა.
-მე კიდე ტორტი მაქვს სახეზე მარა რამეს ვამბობ? - შეეპასუხა უკმაყოფილო ნიკა.
-უკან გაიტენეთ ეგ ენები და დამაძინეთ!.. - ჩაიდუდუნა ლაშამ და გვერდი იცვალა.
-რას გავხარ შე უბედურ დღეზე გაჩენილო - ახარხარდა ლუკა ნიკას დანახვისას და სალომე გააღვიძა.
-ნიკა, რას გიგავს სახე! - შეიცხადა შეწუხებულმა გოგონამ - წამოდი დაგბანო - ფეხზე წამოდგა და მთქნარებით წავიდა სააბაზანოსკენ, თან შეყვარებულიც უკან გაიყოლა.
-მიხედავს ახლა - აფხუკუნდა უკვე გამოფხიზლებული ლუკა.
-გაჩუმდი რაა, მეძინება - შესჩივლა თათიამ და თავი გიოს კისერში ჩარგო.
-მმმმ.... - ასე თუ ისე გამოფხიზლდა გიოც და თავი თათიასკენ გადაატრიალა.
-მე აქ ბალიში არ მედო? - თავი წამოყო გაკვირვებულმა თიკომ, როდესაც თავქვეშ სალოს რბილი უკანალი დააკლდა და თვალები მოიფშვნიტა.
-გაიღვიძეეთ!!! - ტაფების რახუნით შემოვიდა ოთახში მარი და დემე და ელეც გააღვიძა.
-ნამუსი არ გაქვს გოგო? იმ სიშორიდან წამოვედი შენთან და შენ კიდევ ძილს არ მაცდი - აბუზღუნდა ელენე და დემეს ხელები კისერზე მოხვია. დემე უბრალოდ უკმაყოფილოდ ფშვინავდა და ზედმეტი კომენტარებისგან თავს იკავებდა.
-რას გავს სახლი! - შეიცხადა სააბაზანოდან გამოსულმა სალომემ, რომელსაც უკან ნიკა მოყვებოდა.
-ხოდა, დამალაგებინეთ - თქვა მარიმ, შემდეგ კი ტაფები სამზარეულოში თავის ადგილას დადო და უკან დაბრუნდა.
-აუ წყალი მინდა, პირი მიშრება - თქვა თათიამ და გიოც საბოლოოდ გამოფხიზლდა.
-მეც მომიტანე რა ცუნცულ - უთხრა გიომ შეყვარებულს და დაამთქნარა.
-ახლავე - ფეხზე წამოდგა და ფართხუნით შევიდა სამზარეულოში.
-აუ, გუშინ ძაან ბევრი დავლიეთ რა - თავი წამოყო ახლა ლაშამ და წამოჯდა.
-ხოო... თავი მისკდება რამე წამალი მომეცით - შველა ითხოვა ლუკამ, ფეხზე წამოდგა და ფანჯრის რაფას მიეყუდა.
ბევრი წუწუნის, მთქნარების და ზმორების შემდეგ ძლივს გამოფხიზლდნენ, ყავა დალიეს და ენერგიაც მიეცათ სახლის დასალაგებლად.
-ხომ ვერ მეტყვით, მთელს სააბაზანოში ღვინის სუნი რატომ არის?! - გამოვიდა გაკვირვებული თათია და მეგობრებს გადახედა.
-მგონი ლაშას უნდოდა ღვინოში ბანაობა - დაეჭვებით ჩაილაპარაკა სალომ და თან გაეცინა.
-მე კი არა ლუკას უნდოდა - შეეპასუხა ლაშა და ძმაზე ახარხარდა.
-მართლა ღვინოში ბანაობას ვაპირებდი? - გაიკვირვა ლუკამ და იფიქრა რა ბედზე გადავრჩი მართლა რო არ ვიბანავეო.
-ხო. ვერ გაკავებდით, მაგრამ ბოლოს დემემ დაგისვა გვერდზე და იმდენი დაგალევინა სანამ არ გაითიშე - თქვა აკისკისებულმა თიკომ.
-მადლობა ბრატ - სიცილით გადაუხადა მადლობა ლუკამ დემეს და ძირს მიგდებული ბოთლი აიღო.
-არაფერს - ჩაიცინა დემემ და მობილურს ჩახედა. - ერთწამში მოვალ - თქვა და აივანზე გავიდა. ალბათ სამსახურის საქმე ჰქონდა.
შუადღისკენ ყველა დაიშალა. დემე და ელენეც წამოვიდნენ ნომერში და საწოლზე წამოწვნენ.
-რაკაია წესივრად დაწოლა რაა - აღმოხდა კმაყოფილ დემეს, შემდეგ კი ელეს მიუბრუნდა და ცალი ხელი წელზე მოხვია.
-თავი ხომ არ გტკივა? - ჰკითხა მზრუნველად და გაუღიმა.
-ცოტა, მაგრამ არაუშავს გადამივლის - უპასუხა უდარდელად.
-დღეს კომპანიიდან დაგირეკეს? რამე საქმე ხომ არ გაქვს?
-კი და რამდენიმე დღეში უნდა წავიდე. შენ თუ გინდა კიდევ დარჩი და მერე ჩამოდი
-უშენოდ უკვე ვეღარ გავძლებ როგორც არ უნდა მინდოდეს - გაეკრიჭა საქმროს და ლოყაზე ხმაურით აკოცა.
-მაგას რა ჯობია - ჩაილაპარაკა კმაყოფილმა დემემ და მარწყვის ტუჩები დაუკოცნა.


................
ესეც შემდეგი თავი...
მიყვარხართ ყველა! და ველი შეფასებას...



№1  offline მოდერი tsn

ძალიან კარფი და სახაკისო იყო, სასიამოვნოდ წასაკითხიი..

 


№2  offline მოდერი ანკა

tsn
ძალიან კარფი და სახაკისო იყო, სასიამოვნოდ წასაკითხიი..

დიდი მადლობა, მიხარია რომ მოგეწონა საყვარელო love

 


№3  offline წევრი დადუ♥♥

რაგოგოხარ ^^ შოკი ^^ love love

 


№4 სტუმარი Xatia

Jigari xar rom ar agvianeb xolme. Kargi mxiaruli tavebia yvela. Magari xar dzalian.

 


№5  offline წევრი Ninuca)

ძალიან კარგი იყოო <3 მომწონს ძალიან <3 გააგრძელეე

 


№6 სტუმარი ANNA

კარგია, მაგრამ თუ შტერუკას და ლამაზუკას ხშირად არ გამოიყენებ უკეთესი წასაკითხი იქნება :)

 


№7  offline წევრი anuka^_^

კარგია ! უმაგრესია ! აიი ზეეეეე ყველაზე მაგარია აიიი არვიცი რააა <3 მიყვარხარ ანკუშები ბანკუშები ;დდ
--------------------
დრო არ კურნავს. ის გვაიძულებს შევეგუოთ...)

 


№8  offline წევრი Smiling girl

ყველაზე პუნქტუალური ხარრრ <3 :დ არასდროს აგვიანებ და მადლობა შენნნ <3 ძალიან კარგიაა

 


№9 სტუმარი Ellee

Saocreba xar

 


№10  offline მოდერი bibo

Uf ra kargi iyo davttbii gavtbi gadavtbi raa es ra sawaili saocreba da atasi kaoba ragac xar gogoo :* chito shen ici warmatebe i

 


№11 სტუმარი nini

კიდეეე რააა მალეე love

 


№12  offline წევრი სალი-სალი

ძალიან ვიხალისე მაგრად მომეწონა. გააგრძელე ძალიან გთხოვ..

 


№13 სტუმარი Elene

საოცარი გამაგიჟებელი და ისეთი მაგარი თავი იყო კინაღამ ჩავდნიიიი ადამიანი აღმოჩენა ხარ

 


№14  offline წევრი -mar-

დიდიხანია ამ ვებსაიტზე არ შემოვსულვარ. და პირველი შენი დაწერილი ოსტორია წავიკითხე როს შემდეგაც სხვისი ნაწერები უფერული მეჩვენება. ( ps: სხვებმა მაპატიონ)

 


№15  offline მოდერი ანკა

ძალიან ძალიან დიდი მადლობა ბავშვებო love უზომოდ გამახარეთ <3
მიხარია რომ მოგწონთ და კითხულობთ love ჩემი სტიმული ხართ!!! love love love

 


№16 სტუმარი Nino k.d..

Dzaan magari iyo bevri vicine. Male dade da cota didi tavi es ar meyo. love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent