გაწბილებული პირველი სიყვარული (4 თავი)
უპრობლემოდ გააგრძელეს გზა.დანიშნულების ადგილზეც მივიდნენ. ლიზა სწრაფად გადმოვიდა მანქანიდან,ხელი დაუქნია და შენობაში შევიდა.ტელეფონი აიღო და სასწრაფოდ დარეკა დასთან ელიზასთან. სთხოვა სასწრაფოდ მისულიყო იმ კლუბში.ეს ამბები ვინმესთვის რომ არ მოეყოლა შეიძლება გაგიჟებულიყო,ზურასთან მსგავსი თავგადასავლით დარწმუნდა ის რაც 7 წლის წინ იყო უკვე დიდი ხანია დასრულებულია, ეს მანამდეც იცოდა მაგრამ ახლა დარწმუნდა და ეს ახარებდა თავს ისე გრძნობდა როგორც ჩიტი,უზარმაზარი ლოდი მოეხსნა გულიდანაც და მხრებიდანაც რადგან ეგონა რომ ბექას ატყუებდა.რაღაც გაგებით თავს დამნაშავედაც გრძნობდა ზურა რომ გამოიყენა თავის გრძნობებში გასარკვევად მაგრამ ის ფაქტი ამშვიდებდა რომ ეს ყველაფერი მას არ სურდა და იმ უტვინომ აიძულა.ელიზა სამარშუტო ტაქსით წამოვიდა.ნახევარ საათში უკვე კლუბთან იყო.ლიზამ პროფესია არ დაივიწყა თავისი ფიქრებისდა მიუხედავად და თანამშრომლებს ინსტრუქცია გადასცა,ყველაფერი აუხსნა და თავის კაბინეტში ავიდა რომელიც მეორე სართულზეა. სტანდართული სტილის კაბინეტი იყო,ერთ კედელზე იყო დიდი ფანჯარა რომლითაც დარბაზს აკვირდებიდა.კაბინეტი ხმა გაუმტარი იყო,ანუ გარეთ რაც არ უნდა მომხდარიყო იქ არ ისმოდა,არც კაბინეტიდან გადიოდა ხმა.ელიზა პირდაპირ დასთან ავიდა.ერთმანეთი გადაკოცნეს,დივანზე ჩამოსხდნენ რომელიც ოთახში იდგა და საუბარი დაიწყეს : - ლიზა რა მოხდა რატომ ხარ ასეთი აღელვებული? - გოგო გუშინ ნიკამ დამირეკა ბარმენმა და მთხოვა მოვსულიყავი,აქ კი ზურა დამხვდა,ღამის ოთხ საათზე ძლივს წავათრიე სახლამდე..._ყველაფერი მოუყვა მთელი ღამის და დღის მანძილზე მომხდარი ამბები,თავისი წეღანდელი ფიქრიც გაუმხილა,ელიზაც უსმენდა ხან მშვიდად ,ხან გაბრაზებული, ხან აღტაცებული,ხანაც მხიარული.-...ბოლოს აქამდე მომიყვანა,ისე შევედი შიგნით უკან არ მიმიხედია. - ყოჩაღ და მართალი ხარ მაგის გამო ნუ დაადანაშაულებ საკუთარ თავს.ისე როგორ აიტანე მთელი დღე? - ყველაზე მეტად ის მაგიჟებდა რომ ვერ შევაგნებინე რომ შეყვარებული მყავს. - ის უთხარი რას საქმიანობდი? - არა არ უკითხავ და არც მითქვამს. - იქნებ იმ ფაქტს რომ შენ ხარ ამ კლუბის მენეჯერი და შენი შეყვარებული ამ კლუბის მფლობელი შეეცვალა რამე? - ხვალ ვეტყვი და გაიგებს. - მის წვეულებაზე წასვლას აპირებ? - რა ტქმა უნდა.გავერთობი._უცნაური ღიმილით ჩაიცინა. - კი მაგრამ ასე იფიქრებს რომ მასთან რაიმე კიდევ გაკავშირებს. - იქ წასვლას მარტო არ ვაპირებ._იგივე ღიმილით უთხრა. - ბექასაც წაიყვან? - ხო აბა როგორ.თან აინტერესებს რატომ მყავ ასე ცოტა მეგობარი. - კაი როგორც გინდა.და ბექას რას ეტყვი?შენს პირველ სიყვარულთან მიდიხარ წვეულებაზე შენს შესაძლო მომავალთან ერთად. - კაი რა დარწმუნებული ვარ ახლა ტრაბახობს ალბათ რაღაცეებს.მინდა გეგმები ჩავუშალო,დავაბრუნო თავის ადგილას და სამუდამოდ მოვაშორო ჩემი ცხოვრებიდან.თანაც ცოტას გავერთობი._გაიღიმა.-მოდი ახლა შევეშვათ ზურას.დარჩები ჩემთან? - სადამდე ხარ? - დილამდე. - 9 საათამდე აპირებ აქ ყოფნას და გათენებას? - ხო.ყველაფერი უნდა გავაკონტროლო აქაც და რამდენიმე კლუბში კიდე ისინიც მე ჩამაბარა და მაგიჟებს ეს ბიჭი მე. - კაი ხო.ბექა შემოგივლის დღეს? - კი მასაც აინტერესებს სად ვიყავი დღეს. - მე ვერ დავრჩები ხვალ უნივერსიტეტში ლექცია მაქვს და უნდა გამოვიძინო. - კაი აი ფული და ტაქსით წადი არ იხეტიალო არსად._ფული მიაწოდა. - მადლობა._გაუღიმა.ფული გამოართვა,ერთმანეთს გადაეხვივნენ და ქვევით ჩავიდნენ,უკვე ღამის თორმეტი საათი იყო.უამრავი ახალგაზრდა მოსულა.მის კაბინეტამდე VIP სტუმრებისთვის იყო მოწყობილი აქ ძირითადად ბექას ახლო მეგობრები და მისი სტუმრები იყრიდნენ თავს.ეს კლუბი პირველი იყო რომელიც საქართველოში ააშენეა ბექამ და მამამისმა.ყველაზე დიდიც იყო.აქედან კონთროლდებოდა 10_მდე ბარი თბილისში.ქალაქის ცენტრში მდებარეობდა.ქვედა სართულზე უკვე უამრავ ხალხს მოეყარა თავი და ერთობოდა.გასასვლელამდე გზა გაიკვლიეს.ტრასაზე გააჩერეს ტაქსი. მისამართი უთხრეს და წავიდა.ლიზამ სანამ არ მოისმინა რა მისამართი უტხრა მანამდე კარი არ დააკეტინა მერე კი უყურა როგორ გაერია მანქანა სხვა მანქანებში და ამის შემდეგ შებრუნდა კლუბში.2 საათი კაბინეტში იყო საქაღალდეებს ათვალიერებდა და ყოველ ნახევარ საათში ერთხელ დარბაზს ათვალიერებდა,თუმცა ყველაზე მეტ დროს მაინც დარბაზში ატარებდა ბარმენს ელაპარაკებოდა და მისგან კოქტეილის დამზადებას სწავლობდა თან მისი ასისტენდიც იყო.დიდი ხანი არც იქ ყოფილა,ბექა მივიდა ბართან,ლიზამ აკოცა,ძალიან ენატრებოდა ბექა თუმცა ამას ვერ ხვდებოდა,ახლა როცა ნახა მისი მონატრება იგრძნო.სალაპარაკოდ ზემოთ ავიდნენ. - ძალიან მომენატრე._ჩაეხუტნენ ერთმანეთს. - დღეს მე ეს ვერ შეგატყვე._უსაყვედურა ბიჭმა,ბექა ძალიან სიმპათიური ახალგაზრდა მამაკაცი იყო 25 წლის შეძლებული იჯახის შვილი.ოღონდ არ ქონდა ეს თავში ავარდნილი,ლიზა ძალიან უყვარდა.თუ დასჭირდებოდა მშობლებსაც დაუპირისპირდებოდა, თუმცა საჭიროებას არ წარმოადგენდა რადგან მათ გოგო ძალიან მოსწონდათ.მოკლედ ბექა ისეთი ბიჭი იყო რომელზეც ყველა გოგო ოცნებობდა.ხალხი კი სასურველ სასიძოდ ასახელებდა და ვერავინ ვერაფერს უწუნებდა. - გაბრაზებული ხარ?_შეპარვით კითხა და თან მის რეაქციას აკვირდებოდა. - არა რატო უნდა ვიყო გაბრაზებული ჩემი შეყვარებული ხომ არ გაჰყვა სრულიად უცხო ნასვამ მამაკაცს სახლში?!_სიბრაზეს ვეღარ მალავდა. - ის უცხო არ იყო._თავს იმართლებდა გოგო. - აბა ვინ იყო?!_ინტერესიანი თვალებით შეხედა,სიბრაზე მაინც ჩანდა მის თვალებში.გოგომ ყველაფერი მოუყვა,ვინ იყო ის ბიჭი,რატომ გაჰყვა(უთხრა რომ წარსულის გაძევება სურდა მისი ცხოვრებიდან და ეს არაჩვეულებრივი შანსი იყო ამისთვის),სად იყვნენ.ზედმეტები რაც ბექას გააბრაზებდა არ უთქვია.საუბრის დასრულებისას ბიჭმა უთხრა: - დარწმუნებული ვარ რაღაცმნიშვნელოვანს მიმალავ,მითხარი აღარ გიყვარვარ?_რა თქმა უნდა იგრძნო რაღაცა რომ დაუმალა. - მაგას როგორ ამბობ!ნეტა იცოდე რას ვგრძნობ შენ რომ გხედავ ან როცა მეხები,იცი რას ვგრძნობ როცა შენ გვერდით არ ვარ?! - მითხარი რომ ზუსტად ვიცოდე შენც იმავეს გრძნობ ჩემს მიმართ რასაც მე? - მინდა ყოველთვის შენს გვერდით ვიყო,მინდა ვგრძნიბდე შენს გულისცემას რომელიც მხოლოდ ჩემთვის ფეთქვას,შენს სურნელს რომელიც ასე ძალიან მომწონს და მაგიჟებს,მინდა გაწყნარებდე როცა ვიღაცას ჩემს გამო ეჩხუბები.მინდა სულ ერთად ვიყოთ და სულ ვგრძნობდე შენს ძლიერ ჩახუტებას,ვგრძნობდე რომ შემიძლია ვენდო და ჩემს საყრდენად გამოვიყენო._მივიდა გოგო ბიჭთან ჩაეხუტა და ვნებიანად აკოცეს ერთმანეთს.ბექა ასეთი აღიარების შემდეგ მდუმარედ იდგა და ეხუტებოდა.2 წუთი აანსლიზებდა გოგოს ნათქვამს, ბოლომდე გააზრების შემდეგ კიდე უფრო ძაან მოეხვია და კიდევ ერთხელ დაეწაფა გოგოს ბაგეებს.დივანზე დასხდნენ ლიზას ბექას კალთაში მოეკალათა თავი კი გულზე ედო და გაყუჩებულიყო.ერთი საათი ასე ისხდნენ,მერე კი ჩვეულებრივი საქმიანობა ერთად გააგრძელეს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.