შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა სიყვარული აკრძალულია (3)


20-01-2016, 19:27
ავტორი zak
ნანახია 2 961

-რა იყო ეს...გავიდა თუ არა მამაკაცი ოთახიდან რამდენიმე წუთი ერთ ადგილას იდგა გახევებული.შემდეგ საკუთარ თავზე გაეცინა და სააბაზანოში შევიდა.კარგა ხანს იდგა წყლის ჭავლის ქვეშ და მხოლოდ ნიკას კოცნაზე ეფიქრებოდა.
-ღმერთო ნიცა,მემგონი გაგიჟდი...კიდევ ერთხელ შეამკო საკუთარი თავი და კარადიდან სარაფანი გამოიღო.დღეს საყიდლებზე უნდა წავიდეს.მაგრამ მაინც გამუდმებით მის მამამთილზე ეფიქრება.ყველანაირად ცდილობს,მაგრამ მასზე ფიქრებს თავიდან ვერ იშორებს.
-ამის მიზეზი ხომ მარტივია,ის პირველი მამაკაცია ვინც მსგავსი რამ გაგიბედა.არაფერია იმაში გასაკვირი რომ იმ უზნეოზე გეფიქრება...კვლავ საკუთარ თავს გაუბა ბაასი და კიბეებზე დაეშვა.
-ელზა სადმე მიდიხარ?...მისალმების ნაცლად პირდაპირ კითხვაზე გადავიდა და გაოცებული მზერით შეანათა ქალს.
-გამარჯობა შვილო,კი,ერთი კვირით ჩემს დიშვილებთან მივდივარ,იმ სულელმა ხელი მოიტეხა.მისახედია.ცოტა ხნით წავალ და მალე დავბრუნდები შვილო,ჩემს არ ყოფნაში ამ ორ აღსაზრდელს შენ გაბარებ.
-კი მაგრამ...წინადადების დასრულება ვერ მოახერხა.ქალი ძლიერად გადაეხვია და ორივე ლოყა ძლიერად ჩაუკოცნა.
-აბა,ნახვამდის შვილო,უფალი თქვენსკენ...გასვლისას ნიკოლოზსა და ნიცას გადმოხედა და ცრემლმორეულმა დაუქნია ხელი.
-კარგი,მე სამზარეულოში გავალ,საუზმეს მოვამზდებ...უხერხულად დაიწყო საუბარი ნიცამ და ის ის იყო პირველი ნაბიჯი გადადგა, ხელზე ძლიერი ხელი რომ იგრძნო.
-მე უკეთესი იდეა მაქვს...ვნებიანად დაიჩურჩულა კაცმა ნიცას ტუჩებთან და მოწყურებული დაეძგერა მათ.ამჯერად მოიგერია ჰორმონების შემოტევა.ძლიერად ჰკრა ხელი ნიკას და ძლიერად უთავაზა სილა სახეში.
-ეს იმისათვის ჭკუა რომ ისწავლოთ და მეორედ მსგავსი რამ აღარ გაბედოთ...ამაყად წარმოსთქვა სიტყვები და ირონიულად მომღიმარ მამამთილს გაშორდა.სამზარეულოში შევიდა და მას შემდეგ რაც სუნთქვის დარეგულირება მოახერხა,საუზმის მზადებას შეუდგა...
** ** ** ** ** ** *
-დღეს ნოდარის დაბადების დღეა,ჩვენც უნდა წავიდეთ,საღამოსთვის მზად დამხვდი,ნიკაც ჩვენთან ერთად წამოვა,მისი მოტანლი მუცელი სად წაიღე?!...დილით საუზმობისას წამოჭრა თემა უტამ და ნიცას გადახედა.
-კარგი...მხოლოდ ერთი სიტყვა უთხრა მეუღლეს და საუზმობა განაგრძო.
-დილა მშვიდობის...კვლავ მომაჯადოვებელი ღიმილით შემოვიდა ოთახში ნიკა და უტასაგან შეუმჩნევლად ჩაუკრა თვალი ნიცას.საპასუხოდ ღრენა რომ მიიღო ტუჩის კუთხე სასიამოვნოდ ჩატეხა და შვილის გვერდით მოკალათდა.
-დილა მშვიდობის...მშრალი პასუხით,ისიც მხოლოდ ზრდილობის გამო,შემოიფარგლა ნიცა და ხელში ყავის მადუღარა აიღო,უსიტყვოდ ჰკითხა მამაკაცს,სურდა თუ არა ყავა.მანაც თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ყავის ფინჯანი უფრო ახლოს მიუწია.
-დღეს ორივე მოდიხართ ხო?...კვლავ მომნუსხვლი ღიმილით დასვა შეკითხვა და წყვილს დააკვირდა.
-კი,მოვდივართ,ნოდარმა ძალიან მთხოვა და უარი ვერ ვუთხარი,დღეს კლუბში წასვლას ვაპირებდით...მოკლედ აუხსნა ვითარება მამას უმცროსმა ბექაურმა და ოდნავ შესამჩნევად გაუღიმა.ნუთუ მის სახეზე წრფელი ღიმილი დაინახა?ეს სასწაულის ტოლფასია ნიცასთვის.
-საჩუქარს ნიცა აარჩევს,დღეს გავა საყიდლებზე,მე მანამდე დიტოსთან ერთად საღამოს ორგანიზებაზე ვიზრუნებ,შენ რას გააკეთებ?...კვლავ ინტერესით დაუსვა კითხვა უტამ მამას და ჩანგალი თეფშზე დადო.
-მე კომპანიის საქმეებს მოვაგვარებ,მერე თუ ნიცას სურს საყიდლებზე გავყვები...მაცდურად აუკიაფდა თვალები უფროს ბექაურს და ნიცას გადახედა.
-არა,იყოს,მარტო წავალ,არ შეწუხდეთ...ფარული ბრაზით წარმოსთქვა სიტყვები გოგომ და საუზმობა განაგრძო.
-მე კი ვფიქრობ რომ აუცილებელიც კია,ჟურნალისტები ისედაც არ შორდებიან სახლს,წამოზდილი მუცლით რომ დაგინახავენ,თანაც მარტოს მათი მოშორება გაგიჭირდება,ნიკა წამოგყვება,ასე აჯობებს ...ისეთი ტონით თქვა უტამ ეს ყველაფერი რომ ნიცამ ხმა ვეღარ ამოიღო.ნიკოლოზი კი აშკარად კმაყოფილი ჩანდა შვილის გადაწყვეტილებით.
-ესიგი ყველაფერი გადაწყდა...ხმამაღლა ჩაილაპარაკა ნიკამ და შემდეგ მობილურზე მოსულ შეტყობინებას დაუწყო ყურება.სხვა არაფერი თქმულა სუფრაზე.
-კარგი,მე წავედი,როცა ყველაფერს მორჩებით,დამირეკეთ...კარისაკენ წავიდა უტა.უკან გაჰყვა ნიცაც.ერთმა ეშმაკურმა აზრმა გაუელვა,უეცრად და მისი განხორციელება გადაწყვიტა.მეუღლეს კარი გაუღო და მოკრძალებულათ დაემშვიდობა.შემდეგ კი სანამ კარს დახურავდა ხმამაღლა ამოილაპარაკა,უტა ვერა,სამაგიეროდ ნიკოლოზი გაიგებდა.
-ნახვამდის საყვარელო,გუშინ არაჩვეულბრივი ღამე გავატარეთ,გაკოცე, საღამოს შევხვდებით,მიყვარხარ...ბოლო სიტყვის წამოთქმა ცოტა გაუჭირდა,მაგრამ გაბედა რომ ეთქვა.შემდეგ კი კარი ხმაურით დაკეტა.გაბადრული გავიდა მისაღებში სადაც მამამთილი ეგულებოდა,მაგრამ ოთახი ცარიელი დაუხვდა,ერთი გულიანად შეუკურთხა საკუთარ თავს,ასეთი სულელური საქციელისათვის და შემდეგ იმიტომ,რომ ეგონა ნიკა მის სიტყვებს მოისმენდა და მათ რაიმე არსებით მნიშვნელობას მიანიჭებდა.ბოლოს იმედგაცრუებული წავიდა კიბეებისაკენ და ოთახში შევიდა მოსამზადებლად.
-გავიდეთ თუ მზად ხარ...კვლავ დაუკაკუნებლად შემოეჭრა ოთახში მამამთილი და მის ნახევრად შიშველ სხეულს ვნებიანად ააყოლა მზერა...მთლად ასეთ დახვდერასაც არ ველოდი...უცებ შეცვალა ვნებიანი მზერა ცივი,არაფრისმთქმელი გამოხედვით და პირდაპირ აჭარხალებულ სახეზე დააკვირდა გოგოს.
-გადი და ახლავე გამოვალ,და საერთოდ გსმენია რამე კარზე დაკაკუნების შესახებ?...სირცხვილის დასამალად ნიცამ და სარაფანი აიფარა სხეულზე.
-კარგი,ქვემოთ დაგელოდები,რძალო...ირონიით წარმოთქვა ბოლო სიტყვა და კარები გაიხურა.უცნაური ეჩვენა ნიკას საქციელი,მაგრამ არ შეიმჩნია და მისი შემოტანილი ცრუ მუცელი უხერხულად მოირგო მუცელზე.შემდეგ კი სარაფანი გადაიცვა.სარკეში რომ ჩაიხედა,იმდენად ესიამოვნა გამობურცული მუცლის დანახვა რომ ყურებამდე გაიბადრა,რა კარგი იქნებოდა ახლა მართლა ფეღმძიმედ რომ იყოს.
კიბეებზე ჩასული არ იყო,მობილურზე დაკიდებული მამათილი რომ შენიშნა,ნერვიულად სცემდა ბოლთას და ხმამაღლა საუბრობდა.ნიცა რომ დაინახა,წამით დააკვირდა გოგოს,შემდეგ კი მობილური გათიშა.
-გიხდება ფეღმძიმობა...გულწრფელი ღიმილით,აი ისეთი ღიმილით საოცრად რომ მოსწონს ნიცას,ისე გაიღიმა და თბილი მზერით დააკვირდა მის ოდნავ გამობურცულ მუცელს.
-გმადლობ...მორცხვად მოიხადა მადლობა კომპლიმენტისათვის და თავი დახარა,მამაკაცს მისი ნასიამოვნები მზერა რომ არ შეემჩნია.
ფრთხილად აუარა გვერდი და კარისაკენ წავიდა,უკან მიჰყვა გაბადრული ნიკაც.როდესაც მამამთილის გვერდითაა გული საგრძნობლად უჩქარდება.არადა უკვე სამი თვეა სხვა მამაკაცის გვერდით სძინავს,მაგრამ ამ დროს მანძილზე უსიამოვნო გრძნობის გარდა არაფერი დაუფლებია.მიუხედავათ ამისა უტა ბევრად უფრო თბილად ეპყრობა ნიცას.ამ ბოლო დროს ყურადღებასაც იჩენს მის მიმართ.
-მოვედით,გადმოდი,მაგრამ ფრთხილად,აქვე ჟურნალისტები არიან...დააკვალიანა ფიქრებიდან გამორკვეული ნიცა მამამთილმა და თავად გაუღო მანქანს კარი.
-აჰამ,კარგი...ფრთხილად გადმოვიდა მანქანიდან,მუცელი სიარულშიც უშლიდა ოდნავ ხელს,მაგრამ წარმოიდგენდა თუ არა რა ფორმაში იყო,მაშინვე ბედნიერებისაგან იბადრებოდა...უკვე გადაწყვიტე რა უნდა ვუყიდოთ ნოდარს?...უკვე რამდენიმე მაღაზიას ჩამოუარეს და ვერ გადაწყვიტეს რა უნდა ეყიდათ.
-ჯერ ვერა,შენ?...აშკარად დაღლილი ხმა ჰქონდა ნიკასაც.უცებ სახე რომ გაუნათდა...საათები უყვარს,წამო...ბოლოს ელეგანტური საათიც შეურჩიეს და შვებით ამოისუნთქა ნიცამ,როცა გააცნობიერა რომ სახლში დაბრუნდებოდა.მაგრამ მამაკაცმა სხვა მიმართულებით რომ წაათრია,ყველანაირი იმედი გადაეწურა.
-საღამოსთვის კაბა არ გიყიდია,სად მიდიხარ...შეცბუნებული ტონით ამოილაპარაკა ნიკამ და გოგონაქალის ტანსაცმლის განყოფილებაში „შეათრია“ .რამდენიმე კაბა ამოირჩია და რძალია მათთან ერთად შეაგდო გასახდელში.თუმცა ყველა კაბას უპოვა წუნი.
-იცოდე ეს კაბა ბოლოა,მეტს აღარ მოვისინჯავ,დავიღალე...ამოიწუწუნა გასახდელში ნიცამ და ფარდა გადასწია.მუხლამდე გაშლილი,კრემისფერი კაბა ეცვა.მკლავების გარეშე,ოდნავ გამობურცული მუცელი საოცრად ამშვენებდა ნიცას.ნიკამ აქეთ-იქით მიმოიხედა და ვერავინ რომ ვერ შეამჩნია,სწრაფად მიუახლოვდა გოგონას.
-უნდა გაკოცო...სანამ მოქმედებაზე გადავიდოდა გააფრთილა გოგონა.ნელა მიაწეპა თავისი ბაგეები გოგონასას და ტუჩები აამოძრავა.ტუჩებიდან მოშიშვლებულ ყელზე გადავიდა,რამაც ნიცას წამოკვნესება გამოიწვია.ვერ ან არ ეწინააღმდეგებოდა ნიკას ნიცა.თავადაც მსუბუქად დაასრიალებდა ხელებს მის თმებში და დროდადრო ჩუმად კრუსუნებდა.დაიფიცებს რომ მსგავსი სიამოვნება არასოდეს განუცდია.
-გეყო,დაგვინახავენ...საკუთარი ამაზრზენი საქციელის შერცხვა ნიცას,კოცნიდა მამამთილს და თან სიამოვნებას ღებულობდა ყოველივე ამისაგან.მოუნდა რომ ბოლო ხმაზე ეტირა,მაგრამ ვერ ახერხებდა.
-კარგი,მინდა იცოდე,რომ,ვიცი არასწორად ვიქცევი,მაგრამ ამას არასოდეს ვინანებ,ასეთი სიამოვნება არასოდეს განმიცდია.
-ამას ვეღარ გავიმეორებთ,მე შენი რძალია ვარ ნიკა,რძალი,შენი შვილი მეუღლე,ნუთუ არ გესმის ეს?!არ გვაქვს უფლება რომ ასეთი ურთიერთობა გვქონდეს.გთხოვ,აღარასოდეს მომიახლოვდე...აცრემლებული შებრუნდა გასახდელში და კაბა გადაიძრო.მალე ორივენი ავტომობილში ისხდნენ და სახლში მიდიოდნენ.
-ვიცი,არასწორად მოვიქეცი,მაგრამ გთხოვ,ბოლოჯერ მაკოცე,უკანასკნელად,ვიცი რომ შენც გინდა ეს...მანქანა სავალი გზიდან გადაიყვანა და გოგონას შეხედა.
-ნიკა,სახლში წამიყვანე,თორემ მანქანიდან გადავალ და მე თვითონ წავალ.
-ბოლოჯერ მაკოცე,უკანასკნელად...რამდენიმე წუთი უყურებდა მამაკაცს,შემდეგ კი ფრთხილად დაიხარა მისი ტუჩებისაკენ.კოცნიდა თავისი მცირედი გამოცდილებით,მაგრამ თავდავიწყებით.შემდეგ კი სწრაფად მოშორდა მას და თავი ფანჯარისაკენ გააბრუნა.
-ეს,არაჩვეულებრივი იყო...მხოლოდ ეს თქვა ნიკამ და მანქანა დაქოქა.
ოთახში ავიდა და საღამოსთვის მზადება დაიწყო.მაკიაჟის კეთება ახალი დამთავრებული ჰქონდა მისმა მობილურმა რომ დარეკა.
-ქვემოთ ვარ,მანქანაში,ნიკამ მე მოგვიანებით მოვალო,ასე რომ მე უნდა წაგიყვანო,ჩამოდი...უზრდელი,მისალმებოდა მაინც.
-კარგი...პატარა ჩანთა აიღო ხელში და კიბეებზე დაეშვა.ნიკა მისაღებში ნოუთბუქთან იჯდა და რაღაცას სერიოზული მზერით მისჩერებოდა.
-მე წავედი...ყოველი შემთხვევისათვის გააფრთხილა მამამთილი,რომელმაც სავარაუდოთ მისი სიტყვები ვერც კი გაიგო...ორივე მამა-შვილი ერთნაირი იდიოტები არიან...ჩუმად ამოიჩურჩულა და კარისაკენ წავიდა.
-გავიგონე...კინაღამ გული წაუვიდა მოულოდნელად რომ წამოიყვირა ნიკოლოზმა.გულზე დემონსტრაციულად დაიდო ხელი და მამამთილს მოუტრიალდა.მკვლელი მზერა სტყორცნა მისი მსგავსი რეაქციით გახალისებულ კაცს და გაბრაზებული წავიდა კარებისაკენ.
-ღვედი შეიკარი...მანქანაში ჩაჯდა თუ არა,მაშინვე მიუგო უტამ და გასაღები გადააბრუნა.ეთქვა მაინც რომ კარგად გამოიყურება,უყურადღებო.რამდენიმე წუთში ნოდარის სახლთან იყვნენ.
-კეთილი იყოს შენი ფეხი ჩემს სახლში ნიცა,შემოდით,შემოდით...ღიმილით შეიპატიჟა სტუმრები სახლში ნოდარმა.
-გილოცავთ ნოდარი ბიძია,მრავას დაეწარით,ეს საათი თქვენ...ასევე ღიმილით გაუწოდა საჩუქარი და მიულოცა დაბადების დღე ნოდარს.
-გცემ ახლა,რა ბიძია გოგო,გამაბრაზებ იცოდე...ცოტა ხანი ისაუბრეს და შემდეგ ნოდარი სტუმრების მოსაკითხათ წავიდა,უტამაც ნაცნობები ნახა და მათთან საუბარი გააბა.ნიცა კი ისედაც შეწუხებული,გაბერილი მუცლისაგან აივანზე გავიდა და სუფთა ჰაერი ჩაისუნთქა.



№1 სტუმარი darina

Es kaci imdoneze magizianebs da ukve gogoc, rac ar unda iyos kacs amdenis uflebas ar unda adzlevdes, ar vici ra iqneba shemdeg, magram jobia nicam sakutari tavis mobilizeba shesdzlos,es kaci mastan ertoba es sulelic ki adzlevs amis sashualebas. Ar vici istoriis bolos chemi nervuli sistema rogor mdgomareobashi iqneba, warmatebebi genacvale.

 


№2  offline წევრი zak

darina
Es kaci imdoneze magizianebs da ukve gogoc, rac ar unda iyos kacs amdenis uflebas ar unda adzlevdes, ar vici ra iqneba shemdeg, magram jobia nicam sakutari tavis mobilizeba shesdzlos,es kaci mastan ertoba es sulelic ki adzlevs amis sashualebas. Ar vici istoriis bolos chemi nervuli sistema rogor mdgomareobashi iqneba, warmatebebi genacvale.

იმედია კითხვას გააგრძელებ საყვარელო,გმადლობ,ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები love

 


№3 სტუმარი likuna

Momwons gansxvavebulia da ara banaluri gaagrdzele warmatebebi

 


№4  offline წევრი zak

likuna
Momwons gansxvavebulia da ara banaluri gaagrdzele warmatebebi

გმადლობ გენაცვალე,აუცილებლად გავაგრძელებ,კიდევ ერთხელ გმადლობ რომ კითხულობ love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent