დრო ვერ კურნავს იარებს (5)
კატო როგორრც კი სახლში მივიდა პირველად გაბრიელი იკითხა. ნიტამ უთხრა რომ ცოტა ხნის წინ გავიდა და ჯერ არ დაბრუნებულა. რატომღაც დილით გამარტული მატი საუბარი გაახსენდა და გადაწყვიტა უფრო მეტი გაეგო მის შესახებ და სთხოვა მისთვის მოეყოლა როგორ იშვილა მისმა ნათლიამ? _შეგიძლია შენი ამბავი მომიყვე?თუარ გიჭირს ამ საკითხზე საუბარი. _რათქმაუნდა ძალიან მიჭირს მაგრამ მოგიყვებით. თუმცა ბევრი არც არაფერი ვიცი.ნათლიამ ქუჩაში მიპოვნა და გამზარდა. თავიდან მე ნათლია და მისი ქმარი ვცხოვრობდით ერთად .მერე მათ შვილი შეეძინათ ლოლა და მერე ჩვენ ოთხნი. მე და ლოლა ისე გავიზარდეთ როგორც ნამდვილი დები. _ისევე როგორც მე და გაბრიელი. _ჰო ზუსტად მასე. _ნიტა რატომ დაგარქვეს? ანუ ნათლიას არ უთქვამს ? _არ დაურქმევიათ ,თავიდანვე ასე მერქვა.ნათლიამ მითხრ, რომ როცა მიპოვა ეს სახელი წერილში ეწერა. _რამდენი წლის ხარ? _ 17 სექტემბერს 27 წლის ვხდები. _ისევე როგორც გაბრიელი. 17 სექტემბერს 27 წლის ხდება. ნიტა და გაბრიელი. რა უცნაურია_ჩაილაპარაკა კატომ და წასასვლელად მოემზადა _რა თქვით ? _არა არაფერი უცებ რაღაც გავიფიქრე. მაპატიე მე ჩემს ოთახში ავალ.გაბრიელი რომ მოვა სთხოვე, ჩემს სანახავად შემოვიდეს. _რათქმაუნდა. მართალია ნიტამ ვერაფერი გაიგო ,მაგრამ გაიფიქრა ალბათ რამე ისეთია რაც ჩემ მსგავს უტვინოებს არ ესმითო და დალაგება განაგრძო. ცოტა ხანში უფროსების ძიძაც გამოვიდა და უთხრა 8 საათზე შეგიძლია წახვიდე ხოლმეო. მანაც თავისი ჩანთა გადაიკიდა და სახლისკენ გასწია. სანდროს და მაიას იმედი მიეცათ და ახლა იმ დღეს მოუთმენლად ელოდნენ როდესაც გაბრიელს გაიცნობდნენ. იმაზეც ფიქრობდნენ მეტი სიზუსტისათვის დეენემის ანალიზიც გაეკეთებინათ. _დეიდა როგორ გგონია ჩემი ძმა ამ ამბავს როგორ მიიღებს? _არვიცი ,ბუნებრივია, რომ თავიდან ჩვენი დანახვაც არ ენდომება. როცა ყველაფერს გაიგებს იმედია აქ მოვა და დედას ნახავს. _მეც ყველაზე მეტად ბებიას მდგომარეობა მაშინებს,სულ უფრო და უფრო სუსტდება ,დროზე უნდა გამოვარკვიოთ ყველაფერი და გაბრიელი ბებოს ვაჩვენოთ. _მეც მაგას ვფიქრობ მაგრამ ვეჭვობ ეს ძალიან ძნელი იქნება. ნანაკვლავ შეშლილივით იქცეოდა,ლეოს კი უკვე ყელში ამოუვიდა მისი ისტერიკები,ისედაც თავიისი ჰყოფნიდა: _ ყელში ამომივიდა შენი ისტერიკები,ნუთუ ვერ ხვდები რომ ამ სპექტაკლებით ვერც მე ამიჩუყებ გულს დავერც შენ იპოვნი სიმშვიდეს_ამბობს წყობიდან გამოსული ლეო _ეს სპექტაკლი არაა ლეო ,ვერ ხვდები რომ იმისთვის ვისჯები რაც დავაშავე? _ხოდა თუ მაგდენს ხვდები მე ნუ მიშლი ნერვებს,ჩემიც მყოფნის,დღემდე ვერ ვპატიობ ჩემს თავს. _შეგვეძლო მოგვენახა თავის დროზე და უკან დაგვებრუნებინა ისინი ლეო. _ძალიან გვიან გაგვახსენდა,სამი წლის მერე როცა ისინი იქ უკვე აღარ ცხოოვრობდნენ.გვიან გაგვახსენდა ჩვენი შვილი და სინდისმაც გვიან შეგვაწუხა. _მგონი ჯობდა რომ ისინი ჩვენს გვერდით არ გაიზარდნენ,რომ არა მათი გაშვილება მთელი ცხოვრება ისეთებად დავრჩებოდით როგორებიც ვიყავით.მათ კი მშობლები არც არასდროს ეყოლებოდათ.ჩვენგან სიყვარულსაც ვერ მიიღებდნენ. ჩვენ ის ლეო და ნაანა აღარ ვართ რაც ადრე ვიყავით. _ჩვენი ცხოვრება სასმელს,ნარკოტიკს და გართობას დავანგრევინეთ,ეს ნაბიჯიც იმიტომ გადავდგით რომ ვფიქრობდით დროსტარებაში და ლაღად ცხოვრებაში ის ბავშვები ხელს შეგვიშლიდნენ, ტვირთად დაგვაწვებოდნენ, ახლაც ყურში ჩამესმის როგორ ნიშნის მოგებით მითხარი იმ ღამით: „თუ არ გავაშვილებთ ადრე უ გვიან ეს ბავშვები თავს შენც შეგახსენებენო“ ,ღმერთო რა უგნურები ვიყავით. მაგრამ მიუხედავად ამისა მგონია ,რომ ეს ნაბიჯი ყველაზე გონივრული საქციელი იყო ჩვენს ცხოვრებაში. ჩვენთან გაზრდას ერჩივნათ ქუჩაში გაზრდილიყვნენ. ჩვენ მშობლები გვქვია? შეხედე სანდროს. ისე ვერ გვიტანს სახლშიც არ მოდის. მთელი დღე დედაშენთანაა. შენს დას უფრო თვლის დედად ვიდრე შენ. და შენ ეს არც განაღვლებს. _ჩვენი ურთიერთობა თავიდანვე უგნურება იყო,ერთმანეთთან გასართობად ვიყავით,ჩვენ ერთმანეთი არასდროს გვყვარებია ,ცხოვრებაც ასე უსიყვარულოდ გავატარეთ. ჩვენი ცხოვრება ჩვენ თვითონ მოვისპეთ და ახლა ღირსი ვართ რაც გვჭირს.ზედმიწევნით სწორად ვისჯებით ორივენი. სანდრო კიდევ. სჯობს სულ იქ იყოს. ადრე თუ გვიან რამეს გაიგებს და ჩვენი დანახვაც არ ენდომება. მირჩევნია კიდეც, რომ აქ არ იტრიალოს. ბოლოს და ბოლოს არ შეგვიძულებს მაინც. კატო შუაღამემდე ელოდა ძმას ,მაგრამ რატომღაც დაიგვიანა. ორი ხდებოდა მასაც ჩაეძინა. სანამ დაეძინებოდა იმაზე ფიქრობდა როგორ ეთქვა გაბრიელისთვის სიმართლე,როგორ აეხსნა ყველაფერი. ეს ისეთი რთული ეჩვენებოდა,რომ... მეორე დილით ადგომაც არ უნდოდა რადგან არ შეეძლო გაბრიელისთვის თვალებში შეეხედა და სიმართლე არ ეთქვა. პრინციპში გაბრიელი ხომ მაშინვე მიხვდებოდა ,რომ მისი საყვარელი დაიკო რაღაცას უმალავდა. ისინი ღვიძლი დედმამიშვილები არ იყვნენ , მაგრამ ერთმანეთს ისე იცნობდნენ როგორც საკუთარ თავს. ვერასოდეს ახერხებდნენ რამე დაემალათ. როგორც კი ერთმანეთს თვალებში ჩახედავდნენ ყველაფერი ცხადი ხდებოდა. სულ რაღაცაზე კამათობდნენ, აჯავრებდნენ ,მაგრამ ისიც ფაქტი იყო ერთმანეთზე ძვირფასი არავინ ჰყავდათ. მეორე დილას გაბრიელმა ადგომისთანავე კამილას საძინებელს მიაშურა რადგან წინა ღამით ძიძამ მოახსენა კატოს შენთან ლაპარაკი სურდაო. -რა ცუდად გამოიყურები?შენ რა მთელი ღამე არ გიძინია?_შეეკითხა გაბრიელმა. -ცოტა მეძინა,დაღლილი ვიყავი და… -გავიგე რაღაც საქმეზე მუშაობ,გუშინ წასულხარ,როგორ მიდის საქმე? -კარგად,კარგად,ნორმალურად. -ასე მგონია რაღაცას მიმალავ.ხომ იცი კარგად გიცნობ,ერთად ისე გავიზარდეთ როგორც ტყუპები და ვიცი როდის მარიდებ თავს._მაშინვე გაახსენდა წინა ღამით როგორ ფიქრობდა მიხვდება რომ ვატყუებო და გაევინა. ტყუპების ხსენებაზე უფრო მეტად წაერთვა ხასიათი და ეს გაბრიელს სულაც არ გამორჩენია მხედველობიდან. -კატო მოხდა რამე? მგონი ამდენი მუშაობით მართლა გადაიწვი. არ გინდა რამეში შეგეშველო. მომეცი საბუთები და დაგეხმარები. -არ მჭირს არაფერი -მიპასუხე რა ხდება თორემ ექიმთან ძალით წაგიყვან,უკვე უარესზე ვფიქრობ, ავად ხომ არ ხარ და მიმალავ. ხომ გიცნობ არა? მატყუებ? იცი მაგ სახეს რა კარგად ვიცნობ? აი იმას რომლითაც ახლა მიყურებ. სუსტად მასე მომცქეროდი თვალებში ბეგაშვილის საქმე რომ წამართვი. -არ წამირთმევია მე ამირჩიეს! -წამართვი-თქო ბრჭყალებში ვიგულისხმე. დამნაშავის სახით მიყურებ. ამოღერღე თორემ მართლა წაგათრევ ექიმთან. -მე ვიცი ვინ ხარ შენ გაბრიელ_მიახალა კარში გასვლამდე კატომ გაბრიელი სახეშეცვლილი შემობრუნდა. -რა? -ხო გაბრიელ მე ვიცი ვინ არის შენი ნამდვილი ოჯახი,მე მათ ვიცნობ. _მათ შესახებ არაფერი არ მაინტერესებს,თუნდაც იცოდე ჩემთვის ის ხალხი სულერთია,შენ და ჩვენი მშობლები ჩემთვის ერთადერთი ნათესავები ხართ. -და ის ხალხი ვისაც არაფერი დაუშავებია?იმათზე რას იტყვი? -მეტი რაღა უნდა დამიშავონ?სულ რამდენიმე თვის მიმაგდეს ბედის ანაბარა,რომ არა დედაჩვენი და მამაჩვენი ალბათ ქუჩაში მოვკვდებოდი. -მართალი ხარ,დედაშენი და მამაშენი საზიზღარი ხალხია და მათ გამართლება არ აქვთ მაგრამ... -არანაირი მაგრამ ამაზე დარდობ?ამაზე ჯავრიც არ ღირს. მათ არასდროს მოვიძებნივარ და არც მე მომიკითხავს არასდროს. -ყველაფერი ისე არ ყოფილა როგორც შენ წარმოიდგენდი -გონება აგირიეს და თავი შეგაცოდეს არა? არ მინდა ამაზე ლაპარაკი -არა განბრიელ,მე სულელი არ ვარ ძალიან კარგად ვხვდები როდის მატყუებენ,გთხოვ მომისმინე... _არაფრის გაგონება არ მინდა მაგ ხალხზე ,ნურაფერს მეტყვი,არ მაინტერესებს_ და გაბრიელი ოთახიდან გავიდა _გაბრირიელ გთხოვ...ძალიან გთხოვ სამსახურში ახლადმოსულ ნიტას უფროსების ჩხუბი შემოესმა. ძიძა საჭმელს ამზადებდა, მაგრამ ისიც სმენად იქცა. -რა ხდება? მგონი ჩხუბობენ -შენს საქმეს მიხედე გოგონა. მე გავალ და გავიგებ რა ხდება_ხმა გაიმკაცრა ქალმა. ხეელები გადაიბანა და მისაღებისკენ დაიძრა. -ნუ მელაპარაკები ამ საკითხზე კატო . ამ თემაზე საუბარს გიკრძალავ,არ გაქვს უფლება რომ მოსმენა დამაძალო -მაგრამ ხომ შეიძლება მომისმინო მაინც,ნუთუ შენგან მეტს არ ვიმსახურებ? მომისმინო და დასკვნები მერე გააკეთო. -შენდამი დიდი პატივისცემის და დიდი სიყვარულის მიუხედავად მაინც არ მინდა მოსმენა. კარგად იცი როგორ გაღმერტებ და მიყვარხარ. კარგად იცი ჩემთვის რას ნიშნავ. რომ დაგჭირდეს სიცოცხლესაც დაგითმობ. შენ ჩემი ერთადერთი ახლობელი ხარ. _გაბრიელი კარისკენ წავიდა. აშკარა იყო სახლიდან გაქცევას აპირებდა. -შენ ტყუპისცალი გყავს რომელიც ისევე გააშვილეს როგორც შენ და კაცმა არ იცის ახლა სად არის და არის თუ არა საერთოდ ცოცხალი. გაბრიელმა ცივად გაუშვა კარის სახელურს ხელი და შემობრუნდა. - ჩემი ტყუპისცალი? -ჰო გაბრიელ ,შენი და რომელიც ისევე გააშვილეს შენმა მშობლებმა როგორც შენ ,მაგრამ შენგან განსხვავებით მისი კვალი სამუდამოდ გაქრა. არავინ იცის ცოცხალია თუ მკვდარი. -როგორ მეზიზღებიან ,იყვირა გაბრიელმა და ირგვლივ ყველაფრის მსხვრევა დაიწყო, -გაბრიელ დამშვიდდი გთხოვ ,ნუთუ ვერ ხვდები,,რომ შენი და არსებობს და მან არც კი იცის რომ შენ ყავხარ. ღღმერთმა იცის მხოლოდ როგორ ცხოვრობს და სად არის. მომისმინე გთხოვ.ძალიან გთხოვ -ყველაფერი უნდა გავიგო და ჩემი და უნდა ვიპოვო დანარჩენები არ მაინტერესებს, მხოლოდ ის და სხვა არავინ კატო. სხვები არც მიხსენო.რა ამაზრზენი ხალხია ეს როგორ გააკეთეს. საერთოდ რა ხალხი არიან? -კაბინეტში შევიდეთ და ყველაფერს გეტყვი. ხომ არ გგონია რომ აქ მსახურების გასაგონად ამ ამბის გარჩევა არაა ლამაზი? გაბრიელი კაბინეტში შევიდა. ერთი შეხედვითაც ეტყობოდა რომ სიბრაზისგან ცახცახებდა. -გისმენ ,მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ ჩემი დის ამბავი მაღელვებს. მას არაფერი დაუშავებია,ისიც ისევეა ამ ამბის მსხვერპლი როგორც მე. ახლა ბოღმა არა თავისი ხვედრის არამედ დის გამოც ახრჩობდა .როცა წარმოიდგენდა რომ მისი მშობლების გამო შეიძლეოდა ცოცხალი აღარც ყოფილიყო. -სამი თვის იყავი როცა გაგაშვილეს გაბრიელ. შენმა მშობლებმა შენ და შენი და გაგაშვილეს, მაგრამ ყველაფერი ამით არ დაწყებულა. -მე მხოლოდ ჩემს დაზე გთხოვ მითხრა ყველაფერი დანარჩენები ჩემთვის ყველანი მკვდარი იყვნენ აქმდე და ასე იქნება სანამ ცოცხალივარ. _არამგონია როცა გაიგებ ყველაფერს ასე იფიქრო. -ვერასდროს შევძლებ მათ პატიებას -შენ ბებია გყავს,დეიდა და ძმა ნუთუ არ გესმის. -სულერთია ჩემთვის. მომიყევი რაც იცი -თუ თავიდან არ დავიწყებ ისე ყველაფერს ვერ მოვყვები. თუ დამაწყებინე მოყოლა მაცადე ბოლომდე. -გისმენ. -ყველაფერი 26 წლის წინ დაიწყო. დედაშენი მამაშენისგან დაფეხმძიმდა. დედაენის მამა და მამაშენის მშობლებმა გადაწყვიტეს ისინი ძალით დაექორწინებინათ, მაგრამ მათ არ სურდათ. გამოსავალი აბორტი იყო ,მაგრამ ამ ყველაფერს წინ ბებიაშენი,დედაშენის დედა ლეილა აღუდგა.მან არ მისცა დედაშენს უფლება რომ ბავშვი მოეშორებინა.თანაც დედაშენს აბორტის გაკეთების შეეშინდა და საბოლოოდ შენ და შენი და დაიბადეთ. -ღმერთო რა საშინელებააა,თურმე შემთხვევით ჩავსახულვარ და ამქვეყნად არავინ მელოდა არც მე და არც ჩემს დას. -ასე არაა გაბრიელ, შენზე და შენს დაზე მეურვეობა და გაზრდა ბებიაშენმა იტვირთა. მიუხედავად იმისა რომ ყველა თქვენს გაშვილებაზე ფიქრობდა მან ორივენი დაგიცვათ და ოჯახში დაგტოვათ. 3 თვემდე სწორედ ის გზრდიდათ. ცივ ნიავს არ გაკარებდათ,დღეს და ღამეს თქვენთან ატარებდა. მანამ გზრდიდათ ბებიათქვენი მარტო სანამ ევროპიდან დეიდაშენი არ ჩამოვიდა,ამის მერე ის და დეიდა ერთად გზრდიდნენ.არაფერს გაკლებდნენ. დედაშენი და მაამშენი ცხოვრებას აყოლილი ხალხი იყო.გართობა უყვარდათ,ნარკოტიკებსაც იყვნენ დაჩვეული და ფიქრობდნენ რომ ლეილა მთელი ცხოვრება ვერ გატარებდათ ასე და ადრე თუ გვიან შენ და შენი და მას აუცილებლად შეაწუხებდით და გონივრული გეგმა შეიმუშავეს. მათ ბებიათქვენს მოპარეს თქვენი თავი და გაგაშვილეს. -ღმერთო შეუძლებელია,რა სისაძაგლეა. -იმ დღიდან ბებიაშენი და დეიდაშენი დღემდე დაგეძებენ. ერთი დღითაც არ შეუწყვეტიათ თქვენი ძებნა მაგრამ ვერსად მოგაგნეს.ბებიაშენი თქვენზე ჯავრმა და დარდმა დაასუსტა და ახლა სიკვდილის პირასაა. გულს ისიც უკლავს რომ ასეთი საძაგელი შვილი ყავს.ასეთი ამაზრზენი . -ვერ ვიჯერებ რასაც მიყვები კატო. ადვოკატი ვარ და მსგავსი ამბავი ჯერ არსად მსმენია. ნუთუ შესაძლებელია ეს მომხდარიყო? -ეს ყველაფერი არაა. -2 წლის მერე დედაშენი და მაამშენი დაქორწინდნენ.მამაშენმა დედაშენი აიძულა ცოლად გაყოლოდა რადგან მარტოობაში ცხოვრება მობეზრდა. მამაშენს მშობლები ავარიაში დაეხოცა.და რამდენიმე თვეში მათ მესამე შვილი გაუჩნდათ შენი ძმა .მას სანდრო ქვია.მან თქვენი არსებობის შესახებ დაახლოებით ერთი კვირის წინ გაიგო და ისევეა აღშფოთებული როგორც ამ წუთას შენ. -არ ვიცი რა ვიფიქრო კატო. ჯერ გონზე მოსვლა უნდა შევზლო. ყოველთვის ველოდი რაღაც სასინელ ისტორიას ჩემი წარმომავლობის შესახებ. ნაწილობრივ მზადაც ვიყავი ,მაგრამ ამას არ ველოდი. ეს ყოველივე... რა ჰქვია ამას კატო? -იმ ადამიანებს ზურგს ნუ შეაქცევ ვისაც შენთვის არაფერი დაუშავებია გაბრიელ.პირიქით,რომ არა ბებიაშენი თქვენ დღეს არც კი იარსებებდით. და იფიქრე იმაზე რომ შენს დას მათ გარეშე ვერ იპოვნი. ბებიაშენს ისე ნუ გაუშვებ ამ ქვეყნიდან თქვენს დაბრუნებას ვერ მოესწროს.ისედაც ბევრი იტანჯა თქვენს გამო -არ ვიცი ... -დავურეკავ და ვეტყვი რომ აქ მოვიდნენ. შენი ძმა და დეიდაშენი. ერთი სული აქვთ გნახონ. -არ ვიცი კატო ასე უცებ მათ ნახვას ნუ მთხოვ ,ეს იოლი არაა... -დრო აღარ იცდის გაბრიელ. ბებიაშენი კვდება. იცი საიდან გავიგე შენი ოჯახის შესახებ?სწორედ ბებიაშენის ადვოკატი ვარ. ბებიაშენის ოჯახმა დამიქირავა . ლეილას უნდა რომ სიკვდილის წინ ანდერძი დაწეროს. მისი დღეები დათვლილია. 26 წელი ცოტა დრო არაა. მან 26 წელი იბრძოლა თქვენთვის გაბრიელ -არ შემიძლია. -რამდენი დღეც გადის შენს დას იმდენჯერ შორდები და კარგავ. შენ და შენმა ძმამ ის გოგო ერთად უნდა მონახოთ.ვალდებულნი ხართ მონახოთ შენ ფუფუნებაში გაიზარდე არაფერი მოგკლებია.ის კი...ის შეიძლება სულ ქუჩაში მათხოვრად გაიზარდა როცა მილიონრების ოჯახში დაიბადა და ამდენი ნათესავი ყავს.ერთი წუთით მასზე იფიქრე. -ჩემი საწყალი და ასე როგორ გაგვიმეტეს ჩვენმა მშობლებმა. -გინდა ანდერძი წაგაკითხო?იმ ქალს დღემდე ახსოვხარ. შენც და შენი დაც ‘’ნიტა’’ ანდერძსი მოხსენიებული ხართ. მათ პატიებას არ გთხოვ გაბრიელ,მე იმ ხალხზე გელაპარაკები ვისაც არაფერი დაუშავებიათ. _მართალია,ახლა მთავარი ჩემი დაა,მხოლოდ და მხოლოდ ის -სახელებიც ბებიათქვენმა დაგარქვათ. მას თქვენ ძალიან უყვარდით გაბრიელ და დღემდე ახსოვხაართ. _დაურეკე და უთხარი რომ მოვიდნენ... გაბრიელი გაბრუნდა და თავისი ოთახისკენ დადარდიანებული წავიდა.კატო ბედნიერი იყო რომ გაბრიელმა ეს ამბავი ასე თუ ისე კარგად მიიღო,მაგრამ მთავარი ჯერ კიდევ წინ იყო ძიძამ ბავშვების ჩხუბს კი მიაყურადა, მაგრამ ვერაფერი გაიგო და ისევ სამზარეულოში დაბრუნდა. ნიტა სტაფილოს ხეხავდა წვნიანისთვის. -ყველაფერი რიგზეა? -კატომ თქვა ,რომ ვახშამი მოვამზადოთ ბევრი ადამიანისთვის. როგორც ჩანს საღამოს სტუმრები მოვლენ. -ვერც წარმოვიდგენდი თუ ჩხუბობდნენ. ეტყობათ რომ გიჟდებიან ერთმანეთზე. -გიჟდებიან კიდევაც და იქ ნუ ერევი სადაც არავინ გეკითხება. კატომ თქვა ვახშამზე მისაღებში არავინ შემოვიდესო. შენს გასაგონად თქვა სხვათაშორის. -კარგი. ასეც მოვიქცევი. როგორც მეტყვით ისე მოვიქცევი ცხვირი აიბზუა ნიტამ და ნეტა რას მერჩისო გულში გაიფიქრა. კატომ ტელეფონი ამოიღო და ნანას დაურეკა _გაბრიელმა უკვე ყველაფერი იცის. -ხომ შევთანხმდით რომ ამ ყველაფერს ერთად ვეტყოდით -ხო მაგრამ გაჩუმება ვერ შევძელი,გაბრიელი კარგად მიცნობს და მაშინმე მიხვდა რომ ვატყუებდი. მერე კი სიმართლე ვუთხარი -მერე,რა თქვა?ალბათ ძალიან გაბრაზდა არა? -თქვენზე იმდენად არა ,და არც იმაზე რომ გააშცვილეს ამ ამბავს ისედაც შეგუებული იყო,უფრო მის დაზეა გაცოფებული. არ იცის რა ქნას და სად ეძებოს. -წარმომიდგენია -თქვენი ნახვა და თქვენთან დალაპარაკება უნდა. -ასე მალე? მეგონა ჩვენი დანახვაც არ მოუნდებოდა. _უნდა მისი დის შესახებ რაც შეიძლება მეტი გაიგოს. ესაა ყველაზე დიდი მიზეზი. კატომ ნანას თავისი ახალი მისამართი ჩააწერინა და და საღამოსთვის დაიბარა. გაბრიელი მოუთმენლად ელოდა მათ მოსვლას. უნდოდა რაც შეიძლებოდა მეტი გაეგო ნიტას შესახებ. კატომ თქვა ამ ხნის მანძილზე ძებნა არ შეუწყვეტიათო. იმედი ჰქონდათ რომ რამე გზას მაინც დაადგნენ. ნანამ მსახურს სთხოვა დედას ოთახიდან არ გამოხვიდე და თვალ-ყური ადევნე ცუდად არ გახდესო. სანდრო სახლში წავიდა გამოსაცვლელად და უკვე მოსულიყო. ეზოსი იდგა მანქანაზე მიყუდებული. ნანა მთელი გზა ფიქრობდა როგორ შეხვდებოდათ გაბრიელი. ან თვითონ რა უნდა ეთქვა მისთვის. სანდრო კი იმაზე ფიქრობდა ჰგავდა თუ არა მას რამით. ნიტა ძიძას სუფრის გაწყობაში მიეხმარა და ამის შემდეგ მისაღებიდან გავიდა. როგორც კი თვალს მიეფარა კარზე ზარიც დარეკეს. კატომ ძიძას ანიშნა მე გავაღებო და ისიც სამზარეულოში გაისტუმრა. კაბინეტში შევიდნენ სადაც უკვე გაბრიელი ელოდათ. 26 წლის შემდეგ ისინი პირველად შეხვდნენ ერთმანეთს. ეს იყო სანდროს და გაბრიელის პირველი შეხვედრა ,მაგრამ მაიას თვალწინ დაუდგა ის პატარა ბავშვები რომლებსაც ის და ლეილა ასე სიყვარულით ზრდიდნენ. ცრემლი მოერია მაგრამ არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა. 26 წელი გავიდა მაგრამ იმაზე არ უფიქრია თუ როდესმე ერთმანეთს შეხვდებოდნენ როგორ მოიქცეოდა. გაბრიელმა დეიდის მზერა დაიჭირა და მიხვდა როგორი მძიმე იყო მისთვის ეს დღე. გაბრიელისთვისაც არ იყო ეს დღე მარტივი ,ერთხელ და სამუდამოდ შეხვდა თავის წარსულს და იმ ოჯახს რომელიც მთელი ცხოვრება სძულდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.