შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორმაგი ცხოვრება - 2


20-01-2016, 20:18
ავტორი D-roni
ნანახია 9 436

- გამარჯობა ! - უპასუხა ძლივს და სახეზე ღიმილი მოედო.
გული ისეთი სიჩქარით უცემდა ეგონა სიტყვა , რომ დაეძრა ხელში ეჭირებოდა პაწაწინა , მფეთქავი ორგანო.
მამაკაცმა ნაცნობი კლიენტი ერთხელ ააათვალიერ-ჩაათვალიერა და კმაყოფილმა დაძრა მანქანა.
"ახლა , რომ გადავალ აუცილებლად გადავიღებ მანქანის ნომერს ! "
გაიფიქრა და კმაყოფილი მიეყრდნო ნაცნობ "სამზრე-საზურგეს"
ნაცნობი სურნელი ღრმად ჩაისუნთქა და სიბნელეში ჩამალულ სილუეტს ჩუმად ფოტო გადაუღო უკნიდან.
"ავადმყოფი ვარ თუ მეჩვენება ?"
გაიფიქრა და გაკრეჭილმა გამორთო სიმღერა , ყურსასმენები მოიხსნა და ჩანთაში ჩადო.
- რაღაც არ მომიტაცოო აღარ მეუბნები , რა ხდება ? - ირონიულად აზიდა წარბები ზემოთ მამაკაცმა და უკან მოიხედა .
დეას სახე აელეწა და სიბნელის მომგონი დალოცა
- ერთი და იგივეს ორჯერ გამეორება არ მიყვარს ... - დამაჯერებლად ჩაილაპარაკა და ოდნავ გაიღიმა .
ოდნავ დამუხრუჭების ფონზე ნატროშვილმა ბალანსი ვერ დაიცვა და თავით წინ გადაეშვებოდა , რომ არა წინ მდებარე ორი სავარძელი.
- გადმოდი ! - ბოხი ხმა მოსწვდა ყურთასმენას და გაოგნებულ/გაბრაზებული გადავიდა მანქანიდან.
- სულ გაგიჟდი ?! - თვალები დაქაჩა და მაღალ მამაკაცს მზერა აატარა.
ფეხზე მდგომი უფრო ესიმპატიურა და თავი გადააქნია.
"გამაგრდი" !
- დაჯექი ! - თავით საჭისკენ ანიშნა და გვერდით მიუჯდა.
- რა დავჯდე სულ გაგიჟდი ხო ? - გაოგნებულმა შეიხედა მანქანაში , მძღოლის მხრიდან.
- დაჯექი მეთქი ! - გაიმეორა მკაცრად და ცისფერი თვალები დააბრიალა.
- შენ იზარალებ , რომ დაგიმტვრევ მანქანას - ირონიულად ჩაისისინა და საჭესთან მჯდარმა მოხურა კარი.
- მართვა იცი ? - კითხა და ხელის ოდნავი მოძრაობით ტაქსის ნიშანი მოხსნა მანქანას.
ჯერ ისეთი მანქანა იყო ვინ იფიქრებდა ტაქსიაო , ახლა ხომ საერთოდ.
- არა ! - თალებმოჭუტული მიუტრიალდა მამაკაცს და ახლოდან დააკვირდა.
- გასაღები გადაატრიალე ! - უბრძანა და დეაც დაემორჩილა.
- მექანიკა ?- გაოგნებულმა შეჰყვირა და როგორც კი მანქანა დაიძრა მამაკაცს გადახედა . - შენ რა სიკვდილი გინდა ? - "რომელიღაც პედალზე" ფეხი დაეჭირა და ტრასაზე ელვის სისწრაფით გავარდა.
- ჯანდაბა შენელე! - გაეცინა ტაქსისტს და ნატროშვილსაც მზერა მისი ღიმილისკენ გაექცა. - წინ იყურე გოგო ! - იღრიალა და ღვედი შეიკრა.
- გოგო არ ვარ ბიჭო !
- კარგი ახლა მისმინე , როგორც გეტყვი ისე მართე.
გზადაგზა მითითებებს აძლევდა , სულ ბოლოს ჩიხთან შეახვევინა და გააჩეებინა.
- თავიდან არ მომიტაცო , მეშინიას თქმა მინდოდა მაგრამ ... მერე უბრალოდ გადარჩენა ვინატრე ! - გულზე ხელი მიიდო და სავარძლის სამხრეს თავი მიადო.
დეას მის ნათქვამზე ჯერ გაეღიმა , შემდეგ კი სიცილი ატეხა.
მთელი ხმით და გრძნობით კისკისებდა მაგრამ უეცრად გვერდით , რომ მიიხედა ღიმილი სახეზე შეახმა.
მამაკაცი მას უყურებდა და იღიმოდა , იღიმოდა რაღაცნაირი , თბილი და ამავდროულად ცივი მზერით , ყოვლისმთქმელი მაგრამ იდუმალი.
- ჰერი , ჰერი სახლისკენ ... - თვალი ჩაუკრა და მანქანა დაძრა.
მთავარ გზაზე სიცილით გაიყვანა და გაზს მთელი ძალით მიაწვა.
- შენ რა მართვა იცოდი და მეღადავებოდი ? - თვალები დაქაჩა მამაკაცმა.
- არა შენ ხრუშტუკებზე დავჯდებოდი უცოდინარი საჭესთან ... - გაუთამამდა და ენა გამოუყო.
- მაგ ტყუილისთვის დაისჯები ! - კბილებში გამოსცრა და გაჩერებული მანქანიდან გადმოვიდა.
- აბა შენ იცი ... - გაუღიმა და 5 ლარიანი მანქანაში დატოვა. - "ორმაგი ცხოვრება" საყვარელო... - ისევ გაუღიმა და სადარბაზოსკენ წავიდა.
მამაკაცი ისეთი ღიმილით ჩაჯდა მანქანაში , ნატროშვილისთვის ესეც გადახლილი სამაგიერო გამოვიდა .
მობილური სწრაფად ამოიღო და უკვე დაძრულ მანქანას , ფოტო გადუაღო.
კმაყოფილმა დაბლოკა და ჩანთაში ჩაიცურა.
"ესეც ასე" - გაბადრულმა შემოჰკრა ტაში და სახლში ავიდა.

***

საწოლში კომფორტულად ვერ მოთავსდა ...
შფოთავდა და ადგილზე ვერ ისვენებდა , ცქმუტავდა და ცხვირით ისე ქშინავდა "ვითარცა ხარი".
- ასე არ გამოვა ! - საწოლზე წამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო ...
სიმღერა "The Weeknd - Earned It" გააჟღერა ყურსასმენებში და თავი ბალიშზე დააბრუნა.
თითოეული "ღიმილი" , სიტყვა გაიხსენდა და ფიქრებით შორს წავიდა.
"ხვალ გიორგაძესთან ავალ !"
გაიფიქრა და კმაყოფილმა მილულა თალები ...


^^^


- არ არსებობს ! - შოკოლადი გაოგნებულმა გაიქანა პირში ელენემ და ცივი წყალი მიაყოლა. - მეტი ცივი ვეღარ მომიტანა ? წამიყინა კბილები ! - თვალები დაქაჩა ... - დედაჩემი და მამაჩემი მეკითხებიან რა გაქვს ამდენი სალაპარაკო ყოველ დღე ანასთან , რომ იკრიბებითო. - გადაიკისკისა და საზურგეს მიეყრდნო , მკერდზე ხელებგადაჯვარედინებული.
- ანუ ... რა გამოდის ახლა ? - ნიკაპზე საჩვენებელი თითი ქვედა ტუჩგადმოტრიალებულმა მიიტანა და თვალები მოჭუტა ანამ.
- რა გამოდის და ... მგონი უკვე მომწონს ეგ ბიჭი , მოგარჯულა ! - გაიცინა ელენემ.
- წამოვიდა მორჯულებული ჭიქა , ყინულიანი წყლით თავში გოცირიძე ! - ტუჩები გაბუსხა დეამ.
- ერთი სული აქვს აქედან როდის გადგავს ფეხს ! - დაასკვნა ანამ და მოკისკისე ელენეს ხელს , თავისი ხელი შეაგება.
- არა ! 9 საათს ველოდები ! - კმაყოფილმა აათამაშა წარბები და ღიმილით გააქნია თავი.
- ვერ არის ეს ... - სიცილი დაიწყო ანამ და მის "შემაძრწუნებლად" ხმამაღალ ხარხარზე დედამისი შემოვარდა ოთახში.
- რა გაჭიხვინებს ამხელა ხმაზე ?! - გაოგნებული , მიუტრიალდა შვილს .
- დედა ! ცხენი არ ვარ ! - წარბები შეკრა გიორგაძემ.
- რო არ ხარ და არ უნდა ჭიხვინებდე , მაგაზე მაქვს ლაპარაკი ზუსტად ! - ტუჩები დამანჭა ირმამ და გაიცინა.
- ოოო ... - ხელი აიქნია და გაიცინა.
ირმამ სიცილით დატოვა ოთახი და კარი გაიკეტა.


^^^


- შენ სხვა გზაზე წადი ! - დაქალს თვალები დაუბრიალა.
- შენ სულ გააფრინე ? - ელენემ წარბები შეკრა და ადგილზე შედგა.
- ოო მიდი რაა ... - ყელი გამოიწელა და გოცირიძეც სიცილით წავიდა დედის სამსახურისკენ "სხვა გზით" .
როგორც ყოველთვის , ტრადიციულად თავის ადგილას დადგა .
ნაცნობი მანქანის დანახვისას , რომელმაც სვლა შეანელა ეშმაკურად ჩაეღიმა.
ნაბიჯი გადადგა და მის წინ მომავალ მანქანას , ისე აუწია გაჩერების ნიშნად ხელი , რომ ნაცნობი მძღოლისთვის თვალი არ მოუშორებია.
სარკიდან გაიხედა და დაინახა მანქანა უკან მიჰყვებოდა მის ტაქსს.
ახლახან გადახედა წინ მჯდომ ასე 45 წლის კაცს და გულგაჩერებულმა დამანჭა ტუჩები .
კაცს "მისხელა" მხოლოდ "ღიპი ედო , ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია.
დიდი წვერი და ჩაწითლებული თვალებით იყურებოდა წამდაუწუმ სარკიდან და დეას ღიმილით უკრავდა თვალს.
ეს არ იყო ჩვეულებრივი ღიმილი , ის ღიმილი იყო , რომლის გამოც ეშინოდა გოგონას ტაქსისტების.
- აქ გააჩერეთ ! - ოდნავ ხმამაღლა შეჰყვირა და , რომ იგრძნო მამაკაცს მის სიტყვებზე ყური არ "გაუტყაპუნებია" ანერვიულებულმა აიღო მობილური . - ვერ გაიგეთ ?! გააჩერეთ მეთქი ! - ისეთი სიმკაცრით უთხრა , თავის თავის გაუკვირდა.
მამაკაცმა ერთი გამოხედა და მანქანა სავალი გზიდან გადაიყვანა.
იქვე გააჩერა და დეამ მხოლოდ ის მოახერხა ფული ამოეღო და ისე მიეცა , რომ არ შეხებოდა.
ხურდას არც დალოდებია ისე გადმოვიდა , დაინახა მამაკაცი , რომელიც უკან გადმოყვა და კარი მაგრად მიაჯახუნა.
უცებ დამუხრუჭდა ნაცნობი მანქანა ტაქსის ნიშანის გარეშე , მამაკაცის მანქანის უკან და საჭისმხრიდან თვალებანთებული "ტაქსისტი" გადმოვიდა.
აკანკალებულმა გადადგა უკან ერთი ნაბიჯი და აშკარად ნასვამ იმ ტაქსისტს შეშინებულმა გახედა , რომელსაც წამის წინ მანქანა ძლივს გააჩეებინა... შემდეგ შეშინებულმა თვალი მისკენ მომავალი ნაცნობი მძღოლისკენ გააპარა და დამშვიდებულმა მიიდო გულზე ხელი.
- რამე პრობლემააა ? - იკითხა ისეთი ბოხი ხმითა და მზერით , მამაკაცი მანქანაში ჩაჯდა და სწრაფად მოსწყდა ადგილს. - კარგად ხარ ? - მზერა იქვე საცოდავად აყუდებული დეასკენ გააცოცა და მიუხალოვდა.
დამფრთახალმა დეამ ცრემლები გადმოყარა და მთელი ძალით მოხვია ხელები მამაკაცს.
- ძლივს გავაჩერებინე მანქანა ... - საცოდავად ამოისულუკუნა და მის კისერში ჩამალა ცხვირი.
- დამშვიდდი ... - თმაზე ხელი გადაუსვა და ნატროშვილიც მაშინვე მოეშვა.
მაშინღა მოახერხა წესიერად მისი სურნელის შეგრძნობა და რაღაცნაირად მის კისერში გაირინდა.
უცხო გრძნობებით , უცხო ემოციებითა და უცხო ღიმილით.
გული აუჩქარდა და ახლა მიხვდა რატომ აღარ ებანალურებოდა ის , რომ მის მუცელშიც დაფრინავდნენ პეპლები.
ახლა მიხვდა და შეიგრძნო რა იყო "სისხლის მიმოქცევის" შეგრძნება.
სულ სხვა დადებითი მუხტით დაიმუხდა და უფრო მაგრად მოუჭირა ხელები მამაკაცის წვრილ და კუნთიან წელს.
- უკეთ ხარ ? - კითხა გოგონას და ოდნავ უკან გასწია.
- კი ... მადლობა ... შენ , რომ არა ... წარმოდგენაც არ მინდა რა შეიძლებოდა მომხდარიყო ... - ნაწყვეტ ნაწყვეტ ამოილუღლუღა და ადგილზე შედგა მისი ხეებიდან განთავისუფლებული.
- ვერაფერს დაგიშავებდა ! - დარწმუნებით უთხრა და თავი გადააქნია თვალებანთებულმა.
ცასავით თვალები უკვე "ვულკანურად" ელავდნენ და ემოციებს ვეღარ ფარავდნენ.
მისი თვალების ფერი აგიჟებდა და ყველაფერს ავიწყებდა.

- არ ვიცი ... - თვალები დახუჭა და დამშვიდებულ გულზე ხელი მიიდო ... - ღმერთო როგორ შემეშინდა !

- ეგ იმის ბრალია , ჩემს დანახვაზე ასე , რომ ჩაუხტი დანგერულ მანქანაში ! - ამის მოსმენაზე გაოგნებულმა დაჭყიტა თვალები და თვალებმოჭუტული შედგა ადგილზე.
- კი არ ჩავხტი ჩავჯექი ! - შეუსწორა .
- ხო და როგორც ჩაჯექი , ისე "ამოხტი" - ისევ თავისას მიერეკებოდა მამაკაცი.
- სვანი ხარ ? - თვალები დაქაჩა გამწარებულმა.
- გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ? - კი არ დაქაჩა ხელებში ჩაულაგა გუგები.
- ამ წამს კი ! - მაინც არ ნებდებოდა ნატროშვილი.
- ჩაჯექი ! - მანქანაზე ანიშნა და ისიც უხმოდ მიუჯდა გვერდით მძღოლს.
- შანხ ... - უნდა ეთქვა მამაკაცმა გაკვირვებულმა , რომ გადმოხედა ... - სორი ! - ხელები ჰაერში სიცილით ასწია და წინ გაიხედა.
მობილური წვალობდა ... სენსორს ხელი გადაუსვა და ყურთან მიიტანა.
- ხო მარო ... - ჩუმი ხმით წამოიწყო საუბარი.
- ხო მარო კი არა ... 2 დღით ვერ გავსულვარ ქალაქიდან , რა ხდება აბა მითხარი ...
- შენ როგორ ხარ ? , მეც კარგად ! - გაიღიმა.
- მანდაა შენი ტაქსისტი თუ მიგაწყევლო უკვე ? - როგორც ყოველთვის გიორგაძის ენას ნატრობდა , როცა მარიამს ელაპარაკებოდა.
- გიროგაძის რა ხარ ?! - ამდენი ხანი ეს კითხვა აწვალებდა.
- არაფერი , ანაა ჩემი დეიდაშვილი ... - აკისკისდა ბოლო ხმაზე კიკნაძე. - ჰა ახლა იტყვი თუ , რომ გნახავ ენა გამოგაყოფინო და ზედ წავიკითხო ?
- გაგიჭირდება თუ ? - საუბრის თემის შეცვლას ცდილობდა.
- სახლში , რომ მიეძონძები დამირეკე ! - პასუხის გაცემა ვერ მოასწრო მობილურში გაბმული ზუმერი ჩაირთო.
ღიიმილით დახედა დაქალის ნომერს , რომელსაც უკვე გათიშვა მოესწრო და დაბლოკილი კალთაში ჩაიგდო.
- მოვედით ! - მოესმა ბოხი ხმა და ფიქრებიდან გამოვიდა.
- ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ... - ჩუმი ხმით ჩაილაპარაკა და საფულისკენ წაიღო ხელი ...
- კარგად ! - ხელი ხელზე დაადო და ანიშნა ფული არ დამანახოო.
ფული კი არა ისეთი სახე დაანახა ...
წამში აუხურდა ის ადგილი სადაც მამაკაცის ხელი ეხებოდა და თავი ჩახარა.
მადლიერი მზერით შეხედა და მანქანიდან გადმოვიდა.
სახლში ასულმა შხაპი მიიღო და ნიას ოთახში შევიდა.
და სახლში არ დახვდა ...
- დე , მა ნია სადაა ? - იკითხა და კედელს აეყუდა.
- სად იქნება ? ისევ ვაკოსთან ერთადაა რესტორანში ...
კონკრეტული პასუხი მიიღო დედისგან და მამისგან .
სააბაზანოში შევიდა , წყალი გადაივლო და სკაიპში შეიკრიბა გოგონებთან ერთად.
ყველაფერი დაწვრილებით მოყვა და სრიალა კანზე , ფრჩხილები დაისვა .
- ვინ იყო ის ხელებგასახმობი ? - იკითხა ისევ წყევლური ლექსიკით ანამ.
- და აღარ ასაყვავებელი ? - ისევ მარიამის რეპლიკამ გააცინა და ოთხივე სინქრონში კისკისებდა.
არა გატყუებთ , ელენე , მარიამი და დეა კისკისებდნენ.
ანა ხარხარებდა ...
- აუ ეს კიდე რაა , სიცილი ასწავლეთ ! - ხელები აღმართა ზემოთ მარიამმა.
- შენ ნუ ხარ გველაძუა ! - დაუბღვირა დაქალს გიორგაძემ და ბალიშს მიეყრდნო.
- კარგი მერე ? გადაგარჩინა და ? - ელენე გაიტრუნა ღიმილით .
- არ უკოცნია ! - მიუხვდა დაქალს ფიქრებს და აკისკისდა.
- რატო პიდარასტია თუ ხამი არაა ? - ნიკაპზე საჩვენებელი თითი მიიდო მარიამმა ...- პრინციპში შეიძლება ხამი არაა ... ხო იცი ამ დროში აღარ მიკვირს ... - გადაბრუნებულად თქვა და გაიიცინა.
- აუ ამას რამე ტკბილი აჭამეთ რაა ! - ხელი აიქნია დეამ.
- შენ რისი ჭამა გინდა დეაკო ? - იკითხა სიცილით კიკნაძემ.
- შენი სისხლი მწყურია ! - გაიცინა დეამ და გარყვნილი იუმორი უკუაგდო.
- ეგ წამალია , თან ძვირიანი ! - ყელი მოიღერა ქალბატონმა.
- ხო არა ? მხოლოდ "გიუნას" აქვს მაგ სისხლისთვის გემოს გაგების უფლება ? - აკისკისდა ანა.
თავიდან კიკნაძემ სახე დამანჭა , შემდეგ გაიღიმა.
რა თქმა უნდა არავის დაანახებდა ემოციებს .
ისედაც იცოდა , რომ ხვდებოდნენ გოგონებმა როგორ შეიძლებოდა მისი "აგდება" .
- გიუნა ვინააა , ის თავიდან შენ , რომ მოგეწონა და იმას მე , რომ მოვეწონე ?- აკისკისდა თავის დაქალის სახეზე.
- რა გიხარია ? ბიჭი ამახიე , შენს საუკეთესო დაქალს ! - ტრაგიკულად აღმართა ხელები ჰაერში ანამ.
- ოკ . - ენა გამოუყო ღიმილით დეიდაშვილს.


^^^


მარიამთან ერთად დაქროდა სავაჭრო ცენტრში და ყველა მაღაზიას მიედმოედებოდა.
ერთ-ერთ მაღაზიასთან შეჩერდა და სპორტული ჟაკეტის დანახვაზე შიგნით შევარდა.
საკიდიდან ჩამოხსნა და მომღიმარმა დაქალს აუფრიალა ცხვირწინ.
- ხომ კარგია ? - თვალებგაბრწყინებული გაიკრიჭა.
- უკარგესი ... - სახე დამანჭა მარიაამმა ... - ოღონდ ბიჭისთვის ! - საჩვენებელი თითით დაკიდეო ანიშნა.
- მინდა ! - თავი გადააქნია და იდაყვზე გადაიკიდა.
შემდეგ კი სხვა სექციისკენ გაიხედა და ორი წამით გაშტერდა .
წამში ყველაფერი დატრიალდა მის წინ ...
თვალი კლასიკურ , სოლიდურ ფორმაში ჩაცმულ ნაცნობ მამაკაცს შეავლო და ნეწყვი ძლივს გადააგორა სასულეში.
- მარიამ ! - მხარზე თითი მიკრა დაქალს - შენი აზრით ასეთ ფორმაში გამორწყობილი , ტაქსის მძღოლი იქნება ? - თავით მამაკაცისკენ ანიშნა , რომელიც პროფილში იდგა და სერიოზული სახით , კოპებშეყრილი ათამაშებდა ხელში ხან ლურჯ პიჯაკს , ხანაც შავს .
- რა ტაქსისტი გოგო , ეგ არის რემი ხარძიანი ! ბიზნესმენი ... - წამით თითქოს ყურები დაუგუბდა და მისი სიტყვები სმენით ორგანომდე არც კი მიუშვა.
ძნელად გატრიალდა უკან და დაბნეული ჩამოჯდა სკამზე.
- რა ჭირი გეტაკა ? - დაქალთან ჩაიკუზა და რაღა თქმა უნდა ახლაც არ გამოუხატავს "ნერვიულობა".
- ეგ ისაა ... ჩემი ტაქსისტი ... - ისე წასცდა ბაგეებიდან "ჩემი" ვერც კი გააცნობიერა.
გონს ვერ მოდიოდა , არ შეეძლო დაეჯერებინა ის , რომ ამდენი ხანი ტაქსისტის მოვალეობას ასრულებდა ხარძიანი.
თავიდან ისიც კი იფიქრა " იქნებ მანიაკიაო "
მაგრამ შემდეგ გუშინდელი ინციდენტი გაახსენდა და ეგ გამორიცხა.
თვალებგაშტერებული წამოდგა ფეხზე და ღრმად ჩაისუნთქ-ამოისუნთქა.
თავი მაღლა ასწია და ღიმილი აიკრა სახეზე.
წამით მისკენ მომზირალ მამაკაცს თვალი გაუსწორა და ისე დაიჭირა თავი თითქოს ვერ იცნო.
არც მამაკაცს გამოუჩენია მისალმებაზე ინიციატივა.
გადასახდელად უნდა მისულიყო შემთხვევით , რომ დაეჯახა და თვალებში ძლივს შეხედა.
- უკაცრავად ... რამე ხომ არ გატკინეთ ?- ხმაც როგორი "მისი ტაქსისტისნაირი" ჰქონდა ?
თუმცა რა გასაკვირი იყო , ის ხომ აშკარად ის ადამიანი იყო , ვისზე ფიქრებიც ნატროშვილს მოსვენებას უკარგავდნენ , გაცნობის დღიდან ? !
ისეთი კითხვა დაუსვა მამაკაცმა , აშკარად ყველა იფიქრებდა , რომ დეას აქამდე არანაირი შეხება არ ჰქონია მასთან .
- თქვენ ? - იკითხა და მხარი გაიზილა ხელებით , სახე დამანჭულმა.
- ვერ მიგიხვდით ? - გაკვირვებულ სახეს , გაკვირბებული ტონიც დაემატა და ნატროშვილი ბრაზისგან ახურდა სახეზე.
- ვითომ მეშლებით ? - გაიკვირვა თვითონაც და სახე გადააქნია.
- არ ვიცი ... იქნებ შევხვედრივართ და მე ვერ დაგიმახსოვრეთ ? - იკითხა გაოცებულმა მამაკაცმა.
- ტაქსი ... პეკინი ... - თავისთვის ლუღლუღებდა , გაურკვევლობაში ჩავარდნილი.
- რა ტაქსი ? რა პეკინი ? - მამაკაცი აშკარად გაოგნებული იდგა ქალის წინ.
- არაფერი , აშკარად მეშლებით ... ბოდიში ! - თქვა და სწრაფად დასტაცა შეფუთულ ტანსაცმელს ხელი .
ხურდა აიღო და მაღაზიიდან გაბრაზებული გამოვარდა.
მარიამიც კი ჩუმად უყურებდა წყვილს და აშკარად ყველაფერი ისეთი დამაბნეველი იყო , ხმასაც კი ვერ იღებდა.
- დეა , დეა ! დამელოდე დეა ! - მაჯაში ჩაავლო ხელი დაქალს კიკნაძემ და თავისკენ შეაბრუნა . - რა ხდება ?
- ის ... ძალიან გავს იმ ტაქსისტს ! მაგრამ ის არ არის , არ ვარო ...
- დამშვიდდი ! - გულზე მიიხუტა ნატროშვილი და თმაზე აკოცა .
- ის იყო , ხმაც კი მისნარი ჰქონდა მარი ! - უკან გაიწია და ცრემლიანი თვალები დაქალს შეანათა.
- შენ სულ გამობენტერდი ? - თვალები დაუქაჩა კიკნაძემ . - ვის გამო ტირი გოგო ? გაგტყიპო ახლა ?
- შოკოლადი მინდა ! - ადგილზე აცქუმტდა და ტუჩები გააწკლაპუნა ...


^^^


- რა ვქნათ ? წავიდეთ ხო ლუკას დაბადების დღეზე ? - იკითხა მარიამმა და ფეხი ფეხზე გადაიდო.
- წავიდეთ ... - მხრები აიჩეჩა ელენემ და ფეხზე წამოხტა . - ახლა დავიშალოთ და საღამოსთვის მოვემზადოთ კარგი ?
- ხო თორემ , მარიამის და დეას ამბავი , რომ ვიცი ადგილზე ჩაგვრგავენ და ასე დაგვაყუდებენ ორი საათი . - გიორგაძემ ხელი აიქნია და ფეხზე აადგა.


^^^



გარდერობიდან შავი კაბა გადმოიღო , გიპიურის ნაჭრით გაფორმებული და წინ , ფეხებთან ჭრილით.
ტანზე მოირგო და შავი მაღალქუსლიანებიც ჩაიცვა.
სარკეში ჩაიხედა და ქერა თმა ზემოთ აიწია , უბრალოდ , ლამაზად და ნაზად.
სახეზე მკრთალი მაკიაჟი და მზად იყო.
- ჩამოდი ! - მობილურზე ესემესი მოუვიდა და სწრაფად დასტაცა შავლ ქლაჩს ხელი.
- ოჰ როგორ მოხდა ასე მალე , რომ მოემზადე ? - ანა ღიმილით უყურებდა ულამაზეს დაქალს.
- მოვინდომე ... - წარბები აუთამაშა და ტაქსში ჩაჯდა.
- მთლად შენი ოცნების ტაქსისტი ვერა მაგრამ ... ესეც არ არის ურიგო - თვალები გადაატრიალა მარიამმა და შუა ხნის , ღიპიან კაცს ღიმილით გადახედა.
დეამ წარბები შეკრა და გაჩერებული მანქანიდან ჯერ ერთი , შემდეგ კი მოერე ფეხი გადაყო.
კაბა შეისწორა , უკვე გადასულმა და რესტორანი მოათვალიერა.
- ბევრი ხალხი იქნება ვითომ ? - იკითხა , შეპარვით ელენემ და თვალების ცეცება დაიწყო.
- მთელ თბილისსაა მოდებული და ... - მარიამმა სახე დამანჭა და რესტორნის ფართო კარში , ყელმოღერებულმა შეაბიჯა.
- ერთხელაც წამოკრავ ფეხს რამეს და საერთოდ , რომ ვერ გაამოძრავებ კისერს , მერე იარე გედისავით . - გიორგაძემ ენა აასისინა და გაიცინა.
- არა შენსავით კუსავით ვივლი - ენა გამოუყო და ფეხები ააბაკუნა.


^^^


დარბაზში შესულებმა იუბილარი "ჩაპროშნეს, მიპროშნეს , მოპროშნეს" და ადგილები დაიკავეს.
დეა შუაში ჩაჯდა , ერთ გვერდზე ანა მიუჯდა , მეორეზე კი მარიამი და ელენე.
- დედა რაღა ვქნა , ეს ორი მომინელებს დღეს . - ხმადაბალ ხმაზე გადაიკისკისა და ელენეს ხელი , ხელზე დაკრა.
- ბიოლოგიურად არ მოგინელოს მთავარია !- დარწმუნებით თქვა მარიამმა და თითით ანაზე მიანიშნა.
მისი ნათქვამი , რომ გაიაზრეს ... გიორგაძეც კი ახარხარდა და ყველამ მათ შეხედა.
დეამ ხელი პირზე აიფარა და ჩუმად აფხუკუნდა.
მარიამმა მის კისერში ჩარგო ცხვირი და ისე იცინოდა.
ელენე და ანა მაინც ბოლო ხმაზე ხარხარებდნენ .
თავი აწია ნატროშვილმა და პირდაპირ ნაცნობ თვალებს შეე"თხლიშა".
გველნაკბენივით მიატრიალა სახე ანასკენ და თვალები გადმოალაგა მაგიდაზე.
შემდეგ ელენეს შეხედა და ამჯერად თეფშზე დაალაგა თვალები.
მერე მარიამს გახედა და შველა თხოვა.
- გაიგე ახლა ეს ბიზნესმენია თუ ტაქსისტი ... მდააჰ ... - ტუჩები გააწკლაპუნა და ხმადაბლა უფრო აფხუკუნდა.

- ეს რემი არაა ? - თვალებმოჭუტული დააკვირდა ანა.
- ნუ უყურებს ეს სპლიყვის თვალებით . - გაგიჟდა მარიამი.
- აბა შენნაირი სელაპის გამოხედვა არ მაქვს და ... - იწყინა გიორგაძემ.
- ერთი წამით ... ეეე ეს ტაქსისტი არ არის ? - ელენე გადმოწვდა დეას და მაჯაზე ფრჩხილები აუსვ-დაუსვა.
- ა ქალი ! ჩვენც მაგას ვარკვევთ , სად ხარ შენ ? ტყემლის ხეზე ხიხარ და ქლიავისკ კურკებს ისრვი ? - მარიამმა ცალი თვალით გახედა დაქალს.
- ისე გაარკევევ ახლა , რის ხეზე ზის და რას ისვრის ეგ , როგორც იმას ეს ტაქსისტია თუ ? თუ ბიზნესმენი რემი ხარიძიანი ?
- თუ ორივე ერთად ? - კითხვისნიშნები ჩაუდგა თვალებში და უხერხულად გაუღიმა მამაკაცს.
- შეუძლებელია ასე გავდეს ! - დაზუსტებით თქვა გოცირიძემ და წვენი მოსვა .
- შეუძლებელია ! და მეც მაგას ვამბობ . - თავი გადააქნია დეამ და მანაც მოწყურებულმა მოიყუდა ჭიქა.
ამ დროს დაინახა , როგორ გამოხედა მამაკაცმა და თვალი ჩაუკრა.
თავი ვერ მოთოკა და სასულეში გადასასვლელი წვენი გადაცდა , ხველა აუტყდა და , რომ არა მარიამის მოქნეული ხელი ეჭვი მაქვს კიდევ დიდხანს იქნებოდა "ბარსიტად" როლში.
- ე ბარსიტ , ძაან ნუ აათუხთუხებ მაგ ჰორმონებს , თორემ მერე დარჩები ტაქსისტის გამოჩენის იმედზე . - აკისკისდა მარიამი და დეას მუჯლუგუნიც მიიღო.
ნატროშვილი თვალებჩაწითლებული მზერით უყურებდა მამაკაცს , მის ყველა ნაკვთს იზეპირებდა და ტაქსისტთან აიგივებდა.
თვალებიც კი მისნაირი , ცის-ფერი ჰქონდა.
ზოგჯერ კი "ვულკანისებრი" .
- მართლა ბარსიტააა რაა ! - ტუჩები დამანჭა ელენემ და გიორგაძეს გადამოხედა გოგონების უკნიდან . - მიდი ! - თვალი ჩაუკრა და დეაზე ანიშნა.
- ვაიმე ... -შეიცხადა ანამ და გულში ხარხარი ატეხა ... - დეა უყურე , მეორე რემისნაირი , როგორ გააავს ! - ბგერები გაწელა და ისე შეიცხადა თითქოს მართლა დაენახოს.
- გიორგაძე ! თუ არ გინდა გაგარბილძვალტყაო და ელენეც მოგაყოლო ... დარელაქსი და მიირელექსე შენი დაქალიც ! - მშვიდი ტონით უთხრა ისე , რომ არც კი მოუშორებია მზერა მამაკაცისთვის.
არავითარ შემთხვევაში მოაშოებდა პირველი თვალს , ისე უყურებდა ხარძიანი თითქოს რამე ვალი ჰქონოდა მისი დეას.
ამან " რას ქვია ასე მიყურებსო " და სულ მაგიტომ მიაჩერდა ასე , თორემ სხვა "რა მიზეზი" უნდა ჰქონოდა ? საერთოდ არ მოწონდა ... " რა ჰქონდა მოსაწონი ? "
- უყურე ვითარცა მუმიას , 12 წლის გიროგაძემ ! - ანას გახედა მარიამმა და ისევ სიცილი წაკსდა ოთხეულს.
ოთხივე ერთად ისხნდნენ ანასთან შეკრებილები , მუმიას უყურებდნენ და თან ნერვიულად ჭამდნენ პოპკორნს.
დაძაბულ მომენტში , "უძაბური" , რომელია მაგ ფილმში ... ანამ პოპკორნს შეხედა და ხელიდან თასი გადაუვარდა , ხელში მომწყვდეული თეთრი , მოცუცქნული "სასუსნავი" , მაგიდაზე მიაგდო და კივილი დაიწყო. ბატიბუტი მუმიასთან გააიგივა და ამის შეეშინდა.
- შენ დაგავიწყდა რა გიქნა დეამ ? - ირონიულად აუთამაშა წარბები აანამ დაქალს.
- რა ? - ისე გადაყლაპა ნეწყვი , აშკარად გაახსენდა , თანაც ცუდად !
- ვაიმე ეგ რა იყო ... - სიცილი წაკსდა ელენეს.
- ხო , მეძახეთ ბარსიტა და კი გავაბარსიტე ეს უბედური ...
მუმიის ყურებისას , დეამ გადაწყვიტა "ერთმა მწარემ" თუ ჭამა შიში , მეორე " მწარემ " რა დააშავაო ? ხო და ბატიბუტისგან გააკეთა დიდი "გორილა" , ხელი სავარძლის უკან გადაყო და ჯერ მხარზე , რომ იგრძნო კიკნაძემ შეხება , მაშინ წამოიკივლა , მაგრამ პიკი ის იყო ... აი ის , ბატიბუტის გორილა , რომ დაინახა.
- მაგისთვის ოდესღაც სამაგიეროს გადაგიხდი ! - დარწმუნებით ჩაილაპაარაკა მარიამმა და ჩანგალი სალათის ფურცელს , მთელი ძალით დაარჭო.
- აბა შენ იცი . - ენა გამოუყო დაქალს და გაიცინა.


^^^


ყველანაირი , ვერანდაზე გასვლების და გამოყოლის გარეშე დაიშალნენ.
სანამ წამოვიდოდნენ 10 წუთით ადრე გაქრა ტერიტორიიდან რემიც.
რესტორნიდან გამოსულები , შესასვლელთან დადგნენ და ტაქსს დაუწყეს ლოდინი.
მარიამი გავიდა წინ და ტაქსიც გააჩერა.
- ხო ნია ... - კი ... - თან ლაპარაკობდა თან გაჩერებული მანქანისკენ მიდიოდა.
გოგონები უკან ჩასხდნენ , წინა ადგილისკენ წავიდა და მობილური გათიშა.
ნაცნობ მანქანას წარბებაწულმა დახედა და ჩაიღიმა.
წინ ჩასკუპდა და ღვერი შეიკრა. .
- გამარჯობა ... - ხმაჩახლეჩილმა ჩაილაპარაკა და ცალი თვალით გახედა მამაკაცს.
- საღამომშვიდობისა ! - მეტად ბოხი ხმა ამოუშვა ბაგეებიდან და მანქანა დაძრა , სპორტულებში გამოწყობილმა.
გასუსულ გოგონებს გადახედა დეამ და მარიამის აწეულ ცერა თითს , რომ ჰკიდა თვალი უნებურად გაიკრიჭა.
მიუხედავად იმისა , რომ ყველაზე ახლოს "შანხაი" იყო , გოგონებმა ჯერ ჩვენ მიგვიყვანეთ გვეჩქარეობაო .
ყველა გადალაგდა მანქანიდან და დარჩა ნატროშვილი "მოტაცების იმედზე" ...
- აბა ? სვანეთში თუ შანხაიზე ? - გადმოხედა მომაკვდინებელი ღიმილით მამაკაცმა .



არ ვიცი რა ვიბოდიალე , ნახევარს გადავხედე ... ნახევარი "ნელა" დავწერე :დდ
ძალიან მიხარია , რომ ასე მოგეწონათ და გაგიხარდათ ჩემი ნიკის დანახვა.
მიყვარხართ !

ორმაგი ცხოვრება - 2


ორმაგი ცხოვრება - 2



№1 სტუმარი A

Au.... Umagrwsia. Sul sicil xarxarit vkitxulob cremlebic ki momdus sicilisgan. Kaia. Male dade gagrdzeleba ra gtxov. Umagresi xar shen rom ar gvawyen didxans. Nu me rom mkitxo mteli dge vikitxavdi mara ras vizavt. Male dade ok?

 


№2 სტუმარი Marishka^_^

ძაალიაანნ მომწოონსს... მალლეე დაადეე რააა

 


№3  offline აქტიური მკითხველი grafo

არა,კი არ ვიცინი უკვე ხარხარით ვკითხულობ შენს ისტორიას. თვალში საცემი იყო რამდენიმე შეცდომა, მაგრამ ისეთი ტკბილი თავი იყო ბოლოში სანამ ჩავედი მიმავიწყდა. და საერთოდაც, მე მგონი შენ ერთადერთი ხარ ამ საიტზე, ვინც ამ შეცდომებს "იმშვენებს". კიდევ იცი რა მომწონს შენს ისტორიებში? როგორ ვთქვა...რაღაცა გოიმი გმირები არ გყავს, კი აღწერ ჩაცმა-დახურვას მაგრამ ზომიერად. დახამებული ავტორი არ ხარ ნივთებზე და პიჭუპაჭუებზე. ეგ ყველაზე მეტად მომწონს. მომწონს მე როგორც უბერად. ის შეცდომები თუ არ დამეზარა,ხვალ ისევ ავყვები და დავწერ. ეგ აუცილებლად გაქვს გამოსასწორებელი.

 


№4  offline მოდერი D-roni

grafo
არა,კი არ ვიცინი უკვე ხარხარით ვკითხულობ შენს ისტორიას. თვალში საცემი იყო რამდენიმე შეცდომა, მაგრამ ისეთი ტკბილი თავი იყო ბოლოში სანამ ჩავედი მიმავიწყდა. და საერთოდაც, მე მგონი შენ ერთადერთი ხარ ამ საიტზე, ვინც ამ შეცდომებს "იმშვენებს". კიდევ იცი რა მომწონს შენს ისტორიებში? როგორ ვთქვა...რაღაცა გოიმი გმირები არ გყავს, კი აღწერ ჩაცმა-დახურვას მაგრამ ზომიერად. დახამებული ავტორი არ ხარ ნივთებზე და პიჭუპაჭუებზე. ეგ ყველაზე მეტად მომწონს. მომწონს მე როგორც უბერად. ის შეცდომები თუ არ დამეზარა,ხვალ ისევ ავყვები და დავწერ. ეგ აუცილებლად გაქვს გამოსასწორებელი.



ჩემი "ტკბილი" გოგო ! ძალიან , ძალიან მაახარებ ! აუცილებლად გადახედე და მითხარი რა მქონდა გამოსასწორებელი , ხომ იცი მიყვარს როცა შეცდომებს მისწორებენ ! ჯანსაღი კრიტიკა გრაფო ჯანსაღი ! გელი , მოგელი ვითარცა მგელი ! love

 


№5  offline მოდერი sameone crazy girl

ვაიმეეეეეეეეეე(ბოლო ხმაზე ვკივი) ვგიჟდები მე შენზე ჩემო ტკბილო, გემრიელო შოკოლადო . ისეთ ხასიათზე ვარ ისეთზე რომ აიიი არ ვიცი რა ვთქვა wink wink მიყვარხარ მე შენ და საერთოდ ვგიჯდები უკვე ამ ისტორიაზე wink

 


№6  offline მოდერი bibo

Vaime cudad var sicilisgan vegar vsuntqav da chemi sikvdili dagedeba icode :D :D au es ra iyooo imdeni vicine kinagam saxlidan gamagdes :D isa kai bichia vigac kai biskviwii saxeli ver davimaxsovre saidan moitane :D :D ai saswauli xar chokoladi torti da kido atasi kargoba ragacebi chito aba shen ixi warmatebebii

 


№7  offline ადმინი უნდა ვწერო

რა კომედიაა!
ყოჩაღ,შეცდომებს არ ვიმჩნევ..
გრამატიკა კი "გეკიდება",მაგრამ ისეღი ხალისიანი ისტორიაა,რომ ძალიან მაცინა...
რელაქსაციისთვის კარგი იყო....
უკეთ გაგვაცანი ტაქსისტი.

 


№8  offline წევრი p♥♥h ^^

Jer gamarkvie biznesmen taksistze da mere wadi svanetshi! :-D
--------------------
ყოველ ადამიანში მზეა-აცალეთ, რომ ანათოს!

 


№9  offline აქტიური მკითხველი uchveulo

vaiih ra kargiaa vgijdebiii ❤️ malee dadee raaaa

 


№10 სტუმარი A

Gtxov male gaagrdzele dzalian mainteresebs.

 


№11  offline წევრი teddy))

ძალიან კარგია და იცი, როგორ ველოდი შენს ამ ისტორას! მომწონს ორივეს დამოკიდებულება და დაქალებტან ერთად სიტუაციაც კარგად გაქვს აღწერილი და რემისთანაც. ერთი კითხვა მაქვს, ვერ გავიგე რესტორანში, რომელი ბიჭც იყო ეგ ტაქსისტია თუ არა? რატომრაც, ოღონდ პატარა დოზით ასე მგონია, რომ მოვლენები დაჩქარებული გაქვს love

 


№12  offline მოდერი D-roni

teddy))
ძალიან კარგია და იცი, როგორ ველოდი შენს ამ ისტორას! მომწონს ორივეს დამოკიდებულება და დაქალებტან ერთად სიტუაციაც კარგად გაქვს აღწერილი და რემისთანაც. ერთი კითხვა მაქვს, ვერ გავიგე რესტორანში, რომელი ბიჭც იყო ეგ ტაქსისტია თუ არა? რატომრაც, ოღონდ პატარა დოზით ასე მგონია, რომ მოვლენები დაჩქარებული გაქვს love



რესტორანში რემი იყო , რაც შეეხება მოვლენებს ისე ვითარდება , როგორც დაგეგნილი მქონდა , ასე , რომ არ განმევითარებინა ავურეოდი და აგევდით , დამიჯერე ჯერ ცოტას გავწელავ და იმედია ასე აღარ მოგეჩვენება , ძალიან მიხარია , რომ ასე მოგწონს და მადლობა შენ , რომ არ იშურებ შენს აზრებს , თუბდაც უარყოფითს , გაფასებ ❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent