შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული მარადიულია 12


20-01-2016, 22:31
ავტორი Lana Tomlinson
ნანახია 2 659

დილით ადრე გამეღვიძა,თვალები უცებ გავახილე და საწოლთან ახლოს მჯდარი დემეტრე დავინახე.ორივე ხელი მუცელზე ეწყო,ტერფები კი ერთმანეთზე გადადებული ქონდა.თმები საყვარლად აჩეჩვოდა და დაძინებია.მის დანახვაზე ღიმილი მომეფინა სახეზე.პალატაში ექთანი შემოვიდა და კარის გაღებისგან გამოწვეული ხმაურის გამო დემეტრესაც გაეღვიძა.თვალები უცებ ჭყიტა და სახეზე ხელები მოისვა.სახე უცებ დავასერიოზულე და ექთანს შევხედე.
- დილამშვიდობისა.როდის შემეძლება წასვლა?
- დღესვე წახვალთ.-თბილად გამიღიმა.-თავს როგორ გრძნობ?
- გული მერევა.-სახე დამანჭულმა მივუგე.
- მეტი არაფერი გაწუხებს?
- არა.-ჭიქა ავიღე ტუმბოდან და წყალი მოვსვი.
- კარგი.ყოველ თვეში მოდი გასასინჯად,კარგი?
- კარგი.-დემეტრე წამოდგა ფეხზე და ჩემი საწოლის გვერდით დადგა.
- რამდენ ხანში შეიძლება რომ წავიყვანო?-დემეტრემ კითხა და თავზე მაკოცა.გაბრაზებული სახე მივიღე,სინამდვილეში ძალიან მესიამოვნა მისი ეს საქციელი.მან მხოლოდ გამიღიმა და ექთანს მიაპყრო მზერა.
- ახლავე შეგიძლიათ წაბრძანდეთ.
- კარგი.-დემეტრე და ექთანი პალატიდან გავიდნენ.მე გამოვიცვალე,ჩემი ტანსაცმელი ჩავიცვი და პალატიდან გავედი.დემეტრე ჩემსკენ წამოვიდა და მომეხვია.
- სულ რაღაც ცხრა თვეში დედა გახდები,მე კი მამა.-თვალებგაბრწყინებულმა მითხრა.
- არ ვიცოდი.-თავი მობეზრებულად გავაქნიე,სინამდვილეში კი მისი თბილი სიტყვები მახარებდა.
- ნუ მენაგლები!-ხმა გაუმკაცრდა.
- დამანებე რა თავი!წავალ ახლა სახლში,მოვწესრიგდები და რომ დაგირეკავ მოდი და გაიცანი ჩემი ოჯახი.მერე ახალ ამბავსაც ვეტყვით და დავქორწინდებით.-საავადმყოფოდან ლაპარაკით გავედი და ტაქსის გამოჩენას დაველოდე.
- კარგი ეგრე იყოს.წამოდი მიგიყვან ჩემი მანქანით.
- არ მინდა,ტაქსით წავალ.-სპეციალურად გავჯიუტდი.
- კარგი,წადი.-გამიკვირდა მისი ეს პასუხი და გულზე მომხვდა მისი სიტყვები,თუმცა ჩემი ბრალი იყო.წავიდა თავისი მანქანისკენ,საჭესთან დაიკავა ადგილი და მანქანა დაძრა.ტაქსიც მალე მოვიდა,ჩავჯექი და სახლის მისამართი ვუთხარი.მანქანა დაძრა და საავადმყოფოსაც გავცდით.ტელეფონით ფეისბუქზე შევდიოდი როცა მანქანამ მთელი სისწრაფით ჩაგვიარა გვერდით და ტაქსის მანქანიას წინ გვერდულად გააჩერა ისე რომ მანქანა ვერ წასულიყო.მანქანიდან გაღიმებული დემეტრე გადმოვიდა,ხელები ზურგს უკან ქონდა და ჩვენსკენ მოდიოდა.უკანა კარი გამოაღო და ერთი ხელი გამომიწოდა.მანქანიდან გადმომიყვანა და მძღოლს ფული გადაუხადა.ისიც მალე მოშორდა ჩვენს თვალთახედვას.დემეტრემ მეორე ხელიც გამოაჩინა რომელშიც თეთრი ვარდები ეჭირა.გამეღიმა,ვარდები გამოვართვი და მომლოდინედ მივაჩერდი.
- შენ მართლა გეგონა რომ ჩემი შვილის დედას და მომავალ ცოლს ტაქსით გავუშვებდი სახლში,როცა მე შემეძლო მისი წაყვანა?ცდები.-გაიცინა და შუბლზე მაკოცა.
- კარგი აღარ შეგეწინააღმდეგები.წავიდეთ სახლში.-გავუღიმე და მისი მანქანისკენ წავედი.წინა ადგილი დავიკავე და ღვედი შევიკარი.მანაც მსგავსად მოიქცა და მანქანა დაძრა.
- სახლში რომ მიხვალ,ძალიან,ძალიან სწრაფად უნდა მოწესრიგდე და ისევ ჩამოხვიდე.-შემომხედა და გამიღიმა.
- რატომ?-გამიკვირდა.
- რავი,ბავშვისთვის სუფთა ჰაერი კარგიაო ამბობენ და გავისეირნოთ ჩვენც...-გამიღიმა.
- საკმარისი ჰაერი მაქვს მიღებული უკვე,არ მინდა გასეირნება დაღლილი ვარ.-მოვიტყუე და თავი მობეზრებულად მივატრიალე ფანჯრისკენ.
- აუ კარგი რა!-ამის მერე არაფერი უთქმია.მერე საცობში რომ მოვყევით დუმილი დაარღვია.
- უი!ქორწილი ცოტა დამაჯერებელი ხომ უნდა იყოს?ამიტომ წავალთ საყიდლებზე,შევიძენთ ახალ ნივთებს,თან ცოტა გამხიარულდები.
- არა!
- კარგი,ბეჭდებს ქორწილამდე ერთი საათით ადრე ხომ ვერ ვიყიდით?ახლა ვიყიდოთ.-ბუზღუნით თქვა.ისეთი საყვარელი იყო იმ წამს,გავიკრიჭე.
- კარგი რახან ასე გსურს...-ისე ვთქვი თითქოს სულ არ მინდოდა მასთან ერთად სეირნობა ან გართობა.
- ძლივს!-ჩემი ხელი აიღო და თითებზე მაკოცა.ჟრუანტელმა დამიარა,თვალები დავხუჭე და მერე სწრაფად გავახილე.ხელი სწრაფად გავინთავისუფლე და ღრმად ჩავისუნთქე.დემეს გაეცინა და თავი გააქნია.სახლამდე ხმის ამოუღებლად მივედით.ვარდები ავიღე და მანქანიდან გადავედი.
- ოც წუთში მოვალ და მზად იქნები?-დემეს ხმამ შემაჩერა.
- არა,ნახევარ საათში.-გამეცინა.
- ათი წუთი რაღა იყო ვითომ.-თვითონაც გაეცინა და თავის დაკვრით დამემშვიდობა.მეც მსგავსად მოვიქეცი და სწრაფად ავირბინე კიბეები.სახლის კარზე დავაკაკუნე და მალე გააღო კიდეც დედამ.
- კატო...-ხმა ჩახლეჩილი ქონდა და თვალებზე ემჩნეოდა რომ ნამტირალევი იყო.
- დე,რა ხდება?-შევედი და მოვეხვიე.
- გუშინ მთელი დღეა არ გამოჩენილხარ.სად იყავი კატო?-სასოწარკვეთილი ხმით მითხრა და თავი ათი ათასჯერ შემძულდა რომ მისი ცრემლების მიზეზი მე ვიყავი.
- დე,რაღაც უნდა გითხრა.დაჯექი.-დივნისკენ წავიყვანე და დავაჯინე,მერე მის წინ მოვთავსდი და ღრმად ამოვისუნთქე.
- დე,უკვე იცი რომ პატარა აღარ ვარ.ოცდაოთხი წლის ვარ და მეც მეწვია სიყვარული.გუშინაც ჩემს საყვარელ ადამიანთან ვიყავი.-არ მინდოდა ენერვიულა ამიტომ მოვატყუე.-მოკლედ რომ გითხრა,ჩვენი სიყვარულის დამალვას აღარ ვაპირებთ და დღეს მოვა.
- ვაიმე,როგორ გამახარე დე.შენ თუ გიყვარს,მე არასდროს ვიქნები წინააღმდეგი,მიხარია რომ გადაწყვიტა ჩემი გაცნობა.ავდგები და დავიწყებ მომზადებას ახლავე.
- დე,კიდევ ერთი რამ.-ფეხზე დამდგარს ხელზე ხელი მოვკიდე და დაჯდომისკენ ვუბიძგე.ისიც სწრაფად დაჯდა და მომლოდინედ მომაჩერდა.
- დე,აღარ გვინდა გაჭიანურება და გადავწყვიტეთ ამ დღეებში დავქორწინდეთ.-ცოტა დაიბნა და რამდენიმე წუთი ხმა არ ამოუღია.
- კარგი,კატო.რადგან თქვენ ასე გსურთ,ასე იყოს.ჩემი ქორწილი ხომ არაა რამის წინააღმდეგი რომ ვიყო.-გაიცინა.-გრანდიოზულს იხდით თუ მოკლე წრეში?
- მხოლოდ ოჯახები და მეგობრები.-გავუღიმე.ცოტახანი კიდევ გავაგრძელეთ ლაპარაკი,მერე ავდექი და ოთახში შევედი.ჰიგიენური ნივთები ავიღე და სააბაზანოში შევედი.სწრაფად მივიღე შხაპი,ხალათი ჩავიცვი და ოთახში შევედი.კარადიდან შავი,სადა კაბა გამოვიღე.ხალათი გავიხადე,სწრაფად ჩავიცვი და თმები დავივარცხნე.მარჯვენა მხარეს გადავიყარე,ფეხზე ნაცრისფერი კედები ჩავიცვი და შემოსასვლელში გავედი.ტყავის ქურთუკი ჩავიცვი და დედასთან მივედი.
- დე,წავედი მე დემეტრე მოვიდა.გავისეირნებთ და მოვალთ.-გავუღიმე.
- კარგი,დედი.-ლოყაზე მაკოცა და პიცის გაკეთება გააგრძელა.უცებ შევბრუნდი ოთახში,სუნამო შევისხი და ეზოში გავიქეცი.მერე ტელეფონი გამახსენდა და ისევ დავბრუნდი.დემეტრე რეკავდა.სწრაფად ვუპასუხე და ტელეფონი ყურზე მივიდე.
- გისმენ.
- ჩამოდი,მოვედი უკვე.
- კარგი.-სწრაფად გავთიშე და ეზოში ჩავედი.მანქანის კარი გავაღე და ჩავჯექი.ღვედი შევიკარი და მანქანაც დაიძრა.
- რა ლამაზი ხარ,საცოლევ.-გაიცინა.
- იგივეს თქმა არ შემიძლია,ვწუხვარ.-მეც გამეცინა.
- კარგი,გადავიტან როგორმე.-გაიღიმა.რამდენიმე წუთში მანქანა ერთ-ერთ რესტორანთან გააჩერა.
- საიდან მიხვდი რომ მშიოდა?-გამეცინა.
- მამის ინტუიცია.-გაიღიმა.ლაპარაკით მივედით რესტორნის კარებთან.დემეტრემ მაჯაში ჩამავლო ხელი და შემატრიალა მისკენ.
- რა?-გაკვირვებულმა ვკითხე როცა სახეზე ეშმაკური ღიმილი შევნიშნე.
- თვალებზე რაღაც უნდა აგაფარო.
- გაგიჟდი?თვალებაფარებულმა ვჭამო?-გამეცინა.
- არა,სიურპრიზია და ნუ ჩამიშლი რა!-ბუზღუნით თქვა.გამეცინა და თვალები დავხუჭე.მანაც სწრაფად შემიხვია რაღაც ნაჭრით თვალები და ხელი წელზე მომხვია.რესტორანში სიჩუმეს დაესადგურებინა,ჩამი-ჩუმი არ ისმოდა და ეს უფრო მაკვირვებდა.ვიგრძენი რომ კიბეებზე ავდიოდით.დაახლოებით ათ წუთში გავჩერდით.დემეტრე ჩემს უკან დადგა,თვალებიდან მომხსნა ნაჭერი და ყურში ჩამჩურჩულა:
- გაახილე თვალები.-მეც სწრაფად გავახილე თვალები და ჰოი საოცრება!ფანჯრებზე თეთრი ფარდები ეკიდა და ბუნებრივი განათება არ აღწევდა შენობაში.სადაც ჩვენ ვიყავით,თითქმის ყველგან სანთლები იდო და ისინი ანათებდნენ ოთახს.თეთრი ვარდის ფურცლები ერთი ადგილისკენ მიდიოდა,მივყევი ვარდის ფურცლების გზას და პატარა ბარათთან ,,მიმიყვანა“.სწრაფად გავხსენი და წავიკითხე.
- შემდეგი ბარათი ნახე.-გამეღიმა,ისევ გავყევი ფურცლებს და მეორე ბარათიც ვნახე.
- მესამე ბარათი ნახე.-თავი რომ აღარ მოგაბეზროთ მოკლედ გეტყვით,ასეთი ტექსტი ეწერა დაახლოებით თხუტმეტში,ბოლოს მეთექვსმეტესთან სანამ მივიდოდი წუწუნით ვუთხარი დემეტრეს:
- აუ,კარგი რა!დავიღალე თქვი სათქმელი.-გამეცინა და მეთექვსმეტე ბარათიც ავიღე.ეს შედარებით დიდი იყო დანარჩენებისგან.სწრაფად გადავატრიალე და დიდი ტექსტის მოლოდინში,ღიმილი სახეზე შემაშრა.
- ამდენი ტყუილად იწვალე.შემოტრიალდი.-ბარათი თავის ადგილას დავაგდე და სწრაფად მივტრიალდი.საყვედური უნდა მეთქვა მაგრამ ვინ მაცალა?ტუჩებზე თითი ამაფარა და დაიწყო ლაპარაკი.
- კატო,ვერ მოგატყუებ ამიტომ არ გეტყვი რომ პირველივე დანახვისთანავე შემიყვარდი და მსგავსი ბანალურობები.როდის მოვასწარი შენი შეყვარება არ ვიცი.რომ დაგკარგე მაშინ მივხვდი რომ მთელი ჩემი არსებით მიყვარდი.მაშინ სკამზე რომ იჯექი ქალაქში და ტიროდი,გულში გაუსაძლის ტკივილს ვგრძნობდი.ისეთ ტკივილს,ენით აღუწერელი რომაა.სულიერი ტკივილი განმაცდევინე ყოველი შენი ცრემლით.მართლა ვნანობ ჩემს შეცდომებს.რომ გავიგე ბავშვის შესახებ ჩემზე ბედნიერი არავინ იყო იმ წამს.ამით შენ უფრო დამარწმუნე შენდამი სიყვარულში.თუმცა ის წუთები მძულს შენი ავადმყოფობის შესახებ რომ გავიგე.მაგრამ ვიცი!ვიცი რომ გადარჩები და მე იმ სულიერი ტკივილისთვის არ გამიმეტებ.ამ დაავადებას ერთად დავამარცხებთ,ერთად დავუხვდებით ხელჩაკიდებულები და ვერავინ შეძლებს ჩვენს დაშორებას.ჩემი საოცრება ხარ!მიხარია რომ აღმოგაჩინე!ბედნიერი ვარ იმიტომ რომ შენ ისევ განმაცდევინე სიყვარულის გრძნობა.მიყვარხარ კატო!ვიცი!მართლა ვგრძნობ რომ შენც გიყვარვარ!გთხოვ,სიამაყეს ნუ მისცემ უფლებას სიყვარული დაამარცხოს.გთხოვ არ უარყო ჩემი სიყვარული და გულს უსმინე.გთხოვ კატო!-ცრემლებმაც გაიკვლიეს ბიჭის ღაწვებზე გზა თუმცა მალე მოშორდნენ ჩემი ხელების საშუალებით.ცრემლებმა ჩემი თვალებიდანაც იწყეს გზის გაკვლევა.ვეღარ ვხვდებოდი თავი დამეფასებინა და შურისძიების გამო პასუხი მომეთხოვა მისთვის თუ მეპატიებინა და სიყვარულისთვის მიმეცა შანსი.ცოტახანი ვფიქრობდი,ყველაფერზე დავფიქრდი და გადავწყვიტე ჩვენი ბავშვის მომავლისთვის სიამაყეც გამექრო.არ მინდოდა ჩემს შვილს დედ-მამა განქორწინებული ყოლოდა და როცა სხვა ბავშვებზე მამები იზრუნებდნენ , ჩემს შვილს არ ეგრძნო უმამობის ტკივილი.სწრაფად შევიშრე ცრემლები და ვუთხარი:
- რომ ვთქვა მიყვარხარ თქო,მოგატყუებ რადგან ჩემი შენდამი გრძნობა იმაზე მეტია ვიდრე სიყვარული.გპატიობ ყველა შეცდომას რადგან ღმერთი ცოდვილების შენდობისკენ მიგვითითებს.ყოჩაღ,შენ მოახერხე და ჩემს სულში შემოაღწიე.შენ მოახერხე მოგეკლა ჩემში სიამაყის გრძნობა და მის მაგივრად სიყვარულის დამკვიდრება.ენით აღუწერლად მიყვარხარ დემეტრე ყიფშიძე!

მახარებს თითოეული თქვენგანის კომენტარი.უღრმესი მადლობა რომ სტიმულს მაძლევთ.იმედია მოგეწონათ ეს თავი.



№1  offline წევრი ♡EPICLOVE♡

ვაიმეე რა საყვარელი ტკბილი და თბილი თავი იყო ძალიან მომეწონაა და ძალიან გამიხარდაა ახალი თავის დანახვა ყოჩააგ დემ და კატო ძაან საყვარლები არიან ის ბარათები მაგარი იყო ძაან ბევრ ვიხალისეე ხოდა ლანუკიი გელოდებიიით♡♡♡
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 


№2  offline წევრი Lana Tomlinson

♡EPICLOVE♡
ვაიმეე რა საყვარელი ტკბილი და თბილი თავი იყო ძალიან მომეწონაა და ძალიან გამიხარდაა ახალი თავის დანახვა ყოჩააგ დემ და კატო ძაან საყვარლები არიან ის ბარათები მაგარი იყო ძაან ბევრ ვიხალისეე ხოდა ლანუკიი გელოდებიიით♡♡♡

მარიამ შენ არ იცი როგორ მახარებ შენი კომენტარებით love ვეცდები მალე დავწერო საყვარელო... love am

 


№3  offline მოდერი sameone crazy girl

ჩემო საყვარელოოო ეს ისტორია წაკითხული მქონდა მეცხრე თავის ჩათვლით მერე არ ვიცი რატომ გამომრჩა თვალთახედვიდან და ახლა ისევ წავიკითხე ძალიან კარგი გოგო love ხარ ძალიან მაგარი ისტორიაა love მიყვარს ასეთი ამბები wink იმედია კარგი დასასრული ექნება და სიყვარულის მარადიულობა იმაში არ გამოიხატება რომ იმქვეყნად გაგრძელდეს იცოდე გავგიჟდები love

 


№4 სტუმარი darina

Miyvars me es wyvili da ar minda rom cudad damtavrdes, kargi gogo xar da me mjera sheni.

 


№5  offline წევრი natia-natia

მალე დადე ხოკ??

 


№6  offline წევრი Lana Tomlinson

sameone crazy girl
ჩემო საყვარელოოო ეს ისტორია წაკითხული მქონდა მეცხრე თავის ჩათვლით მერე არ ვიცი რატომ გამომრჩა თვალთახედვიდან და ახლა ისევ წავიკითხე ძალიან კარგი გოგო love ხარ ძალიან მაგარი ისტორიაა love მიყვარს ასეთი ამბები wink იმედია კარგი დასასრული ექნება და სიყვარულის მარადიულობა იმაში არ გამოიხატება რომ იმქვეყნად გაგრძელდეს იცოდე გავგიჟდები love

ვაიმე შოკი!ღმერთო ჩემო ვერ წარმოვიდგენდი შენ თუ კითხულობდი ამ ისტორიას :ოო შენი ნიკი რო დავინახე უკან დავბრუნდი მართლა ჩემი ისტორიაა ნეტა თქო? :დ ვაიმე ვერ ვიჯერებ.უღრმესი მადლობა მარიამ <3

darina
Miyvars me es wyvili da ar minda rom cudad damtavrdes, kargi gogo xar da me mjera sheni.

უღრმესი მადლობა საყვარელო <3 ვეცდები იმედები არ გაგიცრუოთ <3
natia-natia
მალე დადე ხოკ??

ვეცდები მალე დავწერო <3

 


№7  offline წევრი ♡EPICLOVE♡

Lanas Statusebi
♡EPICLOVE♡
ვაიმეე რა საყვარელი ტკბილი და თბილი თავი იყო ძალიან მომეწონაა და ძალიან გამიხარდაა ახალი თავის დანახვა ყოჩააგ დემ და კატო ძაან საყვარლები არიან ის ბარათები მაგარი იყოყ ძაან ბევრ ვიხალისეე ხოდა ლანუკიი გელოდებიიით♡♡♡

მარიამ შენ არ იცი როგორ მახარებ შენი კომენტარებით love ვეცდები მალე დავწერო საყვარელო... love am

დედასგეფიცები შენ ისტორიაზე და გვანციკოს ისტორიაზე რო მიხარია კომენტარების ნახვა ისე ჩემზე არ მიხარია მგონი აი რო დავინახავ ხოლმე ბევრ კომენტარეს სუულ მეღიმება და მიხარია ხოლმეე♡♡♡არ ვაფერისტოობ:დდ
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 


№8  offline წევრი Lana Tomlinson

♡EPICLOVE♡
Lanas Statusebi
♡EPICLOVE♡
ვაიმეე რა საყვარელი ტკბილი და თბილი თავი იყო ძალიან მომეწონაა და ძალიან გამიხარდაა ახალი თავის დანახვა ყოჩააგ დემ და კატო ძაან საყვარლები არიან ის ბარათები მაგარი იყოყ ძაან ბევრ ვიხალისეე ხოდა ლანუკიი გელოდებიიით♡♡♡

მარიამ შენ არ იცი როგორ მახარებ შენი კომენტარებით love ვეცდები მალე დავწერო საყვარელო... love am

დედასგეფიცები შენ ისტორიაზე და გვანციკოს ისტორიაზე რო მიხარია კომენტარების ნახვა ისე ჩემზე არ მიხარია მგონი აი რო დავინახავ ხოლმე ბევრ კომენტარეს სუულ მეღიმება და მიხარია ხოლმეე♡♡♡არ ვაფერისტოობ:დდ

ვაიმე მარიამ love რა საყვარელი ხარ შენ,დავიფიცებ რომ შენი კომენტარი დაახლოებით 10ჯერ წავიკითხე გაღიმებულმა.შენი ისტორიით და კომენტარებით თავი შემაყვარე და თუ დაიგვიანებ დადებას ვერ გადამირჩები am wink

 


№9  offline წევრი ♡EPICLOVE♡

Lanas Statusebi
♡EPICLOVE♡
Lanas Statusebi
♡EPICLOVE♡
ვაიმეე რა საყვარელი ტკბილი და თბილი თავი იყო ძალიან მომეწონაა და ძალიან გამიხარდაა ახალი თავის დანახვა ყოჩააგ დემ და კატო ძაან საყვარლები არიან ის ბარათები მაგარი იყოყ ძაან ბევრ ვიხალისეე ხოდა ლანუკიი გელოდებიიით♡♡♡

მარიამ შენ არ იცი როგორ მახარებ შენი კომენტარებით love ვეცდები მალე დავწერო საყვარელო... love am

დედასგეფიცები შენ ისტორიაზე და გვანციკოს ისტორიაზე რო მიხარია კომენტარების ნახვა ისე ჩემზე არ მიხარია მგონი აი რო დავინახავ ხოლმე ბევრ კომენტარეს სუულ მეღიმება და მიხარია ხოლმეე♡♡♡არ ვაფერისტოობ:დდ

ვაიმე მარიამ love რა საყვარელი ხარ შენ,დავიფიცებ რომ შენი კომენტარი დაახლოებით 10ჯერ წავიკითხე გაღიმებულმა.შენი ისტორიით და კომენტარებით თავი შემაყვარე და თუ დაიგვიანებ დადებას ვერ გადამირჩები am wink

madloba mec shemayvare tavi dzaliaan dzaliaan shevecdebi xval davdo tu meqna tele :D
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 


№10 სტუმარი სტუმარი

აი არვიცი რა გითხრა ძაან მაგარია love love ყოჩაღ და შემდეგ თავს ველოდები love

 


№11  offline წევრი Lana Tomlinson

სტუმარი
აი არვიცი რა გითხრა ძაან მაგარია love love ყოჩაღ და შემდეგ თავს ველოდები love

მადლობა საყვარელო love love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent