შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩანახატი (17 თავი)


20-01-2016, 22:54
ავტორი murachashvili
ნანახია 2 687

მეჩვიდმეტე თავი
ოცი წლის იყო ნიკა როცა დედა გარდაიცვალა, მიუხედავად იმისა, რომ ძმებს მანანასთან ხშირი კონტაქტი არ ჰქონდათ, მაინც უზომოდ სტკიოდათ და ენატრებოდათ. არანაკლებად განიცდიდნენ დანარჩენი ოჯახის წევრებიც. მამა საერთოდ ამოვარდა კალაპოტიდან, გაუთავებლად სვავდა, აღარც სამუშაო აინტერესებდა. აღარც შვილები. ფიზიკურადაც შეიცვალა მამუკა. სახე შეეცვალა, უცბად მოტყდა, თითქოს დაბერდა. უკვე მოხუცი ანიკო ხომ საერთოდ განადგურდა, ცრემლები არ შორდებოდა ქალს თვალზე. თხუთმეტი წლის იაკო საცხოვრებლად მათთან გადავიდა, დიასახლისობის ფუნქციას მთლიანად მან აიღო საკუთარ თავზე.
ბიჭები მუშაობდნენ, ხან - სად, ხან - სად.
საბოლოოდ ბედისწერამ მის ყოფილ კლასელ, გოგასთან მიიყვანა, უფრო სწორედ მირიანთან. ერთმანეთთან კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ ბიჭებს, თუმცა ძმაკაცები ნამდვილად არ ითქმოდა. საკუთარი მძიმე ოჯახური მდგომარეობის გამო, რატომღაც ყოველთვის ერიდებოდა ხალისიანსა და ბედნიერ გოგასთან კონტაქტს. ეხლა კი მისი დახმარება სჭირდებოდა.
მირიანს საკუთარი კომპანია ჰქონდა, თავიდან უცხოეთიდან მეორადი მოხმარების ავტომობილები შემოჰყავდა და ყიდდა. შემდეგ ელექტრო მობილების იმპორტზე გადავიდა, მისი ტაქსო - პარკი გახსნა, რასაც შედეგად საკუთარი სერვის-ცენტრის გახსნაც მოჰყვა, დღესდღეობით საკმაოდ დიდი კონცერნის ხელმძღვანელად ითვლებოდა.
ავტომობილს ბავშვობიდან კარგად მართავდა ნიკა და სწორედ ამ ტაქსო-პარკში წარადგინა ძმასთან ერთად საკუთარი რეზიუმე. რამდენიმე დღეში დაუკავშირდნენ და გასაუბრებაზე დაიბარეს. კანდიდატების შერჩევას მირიანიც ესწრებოდა, მხარს შვილი უმაგრებდა. ისეთი ამაყი იყო, ისეთი ბედნიერი. მაშინვე მოეწონა საკუთარი ვაჟის ასაკის, ცოცხალი და ხალისიანი ნიკა.
ტაქსის მძღოლად დაიწყო მუშაობა. ბევრნი არ იყვნენ მძღოლები, ალბათ ოცდაათ კაცამდე, მაქსიმუმ ორმოც წლამდე მამაკაცები, მძღოლებთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. ანაზღაურება კარგი დაუნიშნა მირიანმა. ტაქსო-პარკს ძირითადად გოგა მართავდა. მამა შიგა და შიგ შეირბენდა ხოლმე და რჩევებს აძლევდა ვაჟს.
სწორედ მაშინ დაუახლოვდა გოგა. საერთო ბევრი აღმოაჩნდათ ბიჭებს. უყვარდათ ავტომობილები, სიჩქარე, რალი... ერთად დადიოდნენ სავარჯიშოდ, მონაწილეობას იღებდნენ სრბოლებში. აქვე გაიცნო მათზე არანაკლები ავანტიურისტი, გოგას უნივერსიტეტელი ჯგუფელი ოთო, ნელ-ნელა განუყრელ მეგობრებადაც იქცნენ.
სერვის ცენტრის გახსნის შემდეგ მირიანს ადამიანი ჭირდებოდა, რომელიც ავტომობილების ტექნიკურ გამართულობას მიაქცევდა ყურადღებას. მოისმენდა თითეული მძღოლის ჩივილებს, უზრუნველყოფდა სათადარიგო ნაწილების დროულ შეკვეთას და ავტომობილების შეკეთებასაც მიაქცევდა ყურადღებას. როგორც უკვე ავღნიშნე ტაქსო-პარკი გოგას ებარა, სერვის-ცენტრის მუშაობას ის ვერ გააკონტროლებდა. სწორედ მაშინ გაახსენდა ნიკა. ოცდაორი წლის ბიჭის მძღოლობიდან სერვის - ცენტრის ხელმძღვანელად გადაყვანა ალბათ ყველაზე დიდ ავანტიურად შეიძლებოდა მოსჩვენებოდათ, მაგრამ მირიანი ასეთი იყო. უყვარდა რისკი, უხაროდა, როცა ადამიანებს წინსვლის შანსს აძლევდა. მოსწონდა ნიკა და მასში ბევრად დიდ პოტენციალს ხედავდა ვიდრე უბრალო ტაქსის მძღოლობა იყო. იცოდა, როგორ აფასებდა გოგა. რამდენიმე თვიან მენეჯმენტის კურსებზე საკუთარი ხარჯებით გაუშვა, უდაოდ ნიჭიერი და ინტერესიანი ბიჭი გამოდგა ნიკა. კარგად ხვდებოდა მირიანი, რომ მუდამ შვილების გვერდით ვერ იქნებოდა, ადრე თუ გვიან ამ ბიზნესს სათავეში ისინი ჩაუდგებოდნენ, ალბათ ამიტომაც ცდილობდა რომ მათი ასაკის, ახალგაზრდა ნიჭიერი კადრები შეერჩია, გაეზარდა, მისი გამოცდილება გაეზიარებინა, რათა შემდგომ ერთმანეთს ძმებივით ამოსდგომოდნენ მხარში.
ასეც მოხდა, ნიკა და გოგა მართლაც რომ ღვიძლი ძმებივით იყვნენ. გიჟი ოთოც ხომ მათთაან განუყრელი იყო. სამივენი საკუთარი შვილებივით უყვარდა მირიანს. აი პატარა თეკლე სრულიად სხვა საკითხი გახლდათ. ასაკით თითქმის იაკოს ტოლი, ცელქი, გადარეული თექვსმეტი წლის გაჩხინკული გოგონა, კბილებზე ბრიკეტებით. ამ გოგოში საკუთარ დას ხედავდა. ისე ელოლიავებოდნენ და უფრთხილდებოდნენ, როგორც ყველაზე სათუთსა და საყვარელ არსებას. ისიც მაქსიმალურად იფერებდა ბიჭების სიყვარულს. თვალსა და ხელს შუა წამოიზარდა თეკლე, კბილებზე ბრიკეტები მოიხსნა, მაკიჟის გაკეთებაც კი დაიწყო. თავისივე მსგავსი გადარეული დაქალები ჰყავდა, ბიჭების დაცინვისა და ცხოვრების გამწარების მეტი თითქოს სხვა საქმე არ ჰქონდათ. განსაკუთრებით ლიკა უშრობდა სისხლს ნიკას. შანსს არ უშვებდა ხელიდან ვაჟი რომ არ გაეკენწლა.
ვერ მიხვდა ზუსტად როდის და რა დროს შეუყვარდა. უბრალოდ ერთ დღეს აღმოაჩინა, რომ ეს ქალი აგიჟებდა. გოგონა თითქოს მის გასაღიზიანებლად ისედაც მოკლე კაბას კიდევ უფრო მაღლა იწევდა ხოლმე. ნიკასაც ფერი გადასდიოდა სახეზე, თითქოს პირველად ხედავდა მოკლე კაბიან ქალს. პატარა ბიჭივით აჭარხლდებოდა სახეზე. სხვა რა უნდოდათ გოგოებს, სიცილით ბჟირდებოდნენ მის რეაქციებზე.
ერთი რამ ზუსტად იცოდა ნიკამ, მოსწონდა, უყვარდა კიდევაც ლიკა, თუმცა დედამისის მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე არ ჩქარობდა გრძნობებში გამოტყდომას, შეცდომის დაშვება არ სურდა, უნდოდა ქალსაც ისევე თავდავიწყებით ჰყვარებოდა, როგორც თავად.
ხშირად უშვებდა მირიანი მივლინებებში, უცხოეთიდან ეზიდებოდა ავტომობილების შესაკეთებლად სხვადასხვა სახის აპარატურასა და სათადარიგო ნაწილებს. მოლაპარაკებებზე ძირითადად გოგა და ნიკა დადიოდნენ. მათი ცოდნის გაღრმავებაზეც ზრუნავდა მირიანი, ზოგჯერ წასვლა რამდენიმე თვითაც კი უწევდათ.
ერთ-ერთი ასეთი მივლინებიდან დაბრუნებული ბიჭები მირიანთან მიდიოდნენ ანგარიშის ჩასაბარებლად. თეკლესთან სტუმრად დაქალები დახვდნენ. ალკოჰოლურ სასმელებს სვავდნენ გოგოები. ლიკაც იქ იყო. აშკარად არ ელოდა ნიკას ნახვას. სახე აუჭარხლდა გოგოს, ძლივს ამოღერღა ორი სიტყვა მისალმების ნიშნად. ქალის უცნაური რეაქცია არ გამოეპარა ვაჟს.
- თქვენს შორის რამე ხდება?! - გაოცებულმა გამოხედა გოგამაც.
- ეტყობა... - სიცილი ვერ შეიკავა ნიკამ.
- ანუ დარწმუნებული არ ხარ?! - ირონიულად იკითხა მეგობარმა.
- ვნახოთ, თუ ყველაფერი ისე განვითარდა როგორც მინდა, მალე მეცოდინება...
- ეეე, შენ რაღაც ძალიან არეული ლაპარაკობ ხომ იცი... - სიცილი ვერ შეიკავა გოგამ. - ეხლა მე ამ ჯაგა-ჯუგის ნაცვლად ვალსს ჩავრთავ, შენ მიხვალ, დაპარიჟებ შენს პრინცესას და ... - თვალი ჩაუკრა მეგობარმა, მის პასუხს არც დალოდებია ისე გაქანდა მუსიკალური ცენტრისკენ. ნელი მუსიკის გაგონებაზე თვალები გაუფართოვდა ლიკას.
გოგამ რა თქმა უნდა შანსი არ გაუშვა და მყის თათიას დასწვდა საცეკვაოდ. თეკლე და თამარი როგორც ყველაზე გიჟები ერთმანეთს ეცეკვებოდნენ. თვალებით ზომავდა ლიკა ბიჭს. ოდნავ არეული ნაბიჯით წამოდგა და თვითონ მოუახლოვდა ვაჟს.
- არ გინდა ნიკუშ ვიცეკვოთ?
- არ ვიცოდი თეთრი ცეკვა თუ იყო... - სიცილი ვერ შეიკავა ნიკამ.
- არ მეცეკვები?! - აშკარად ეწყინა ბიჭის სიტყვები, თვალები ცრემლებით აევსო ლიკას, ცოტაც და ალბათ ატირდებოდა.
- სულელო, რა თქმა უნდა გეცეკვები... - თბილად ჩაიკრა ქალი გულში. იგრძნო როგორ გამალებით უცემდა გული ლიკას, წონასწორობას ძლივს იკავებდა, კისერზე ჩამოეკონწიალა ბიჭს.
- ნუკუშ, იცი რომ ძალიან ცუდი ბიჭი ხარ?! - ენას ძლივს ატრიალებდა ის.
- ვიცი.. - თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია ვაჟმა.
- ნუკუშ, იცი რომ ძალიან მაღიზიანებ? - ისევ არ ჩუმდებოდა ლიკა.
- ეგეც ვიცი... - სიცილს ვეღარ იკავებდა ის.
- ძალიან რომ მიზიდავ ეგეც იცი? - მოულოდნელად ჰკითხა გოგონამ და დაბინდული თვალებით მიაჩერდა.
- ეგ არ ვიცოდი... - აღიარა დაბნეულმა.
- რომ მიყვარხარ, არც ეგ იცი? - თვალებ მოწკუტული უმზერდა ლიკა.
- მართლა?! - თითქოს სუნთქვა შეწყვიტა ბიჭმა. - აშკარად ბევრი დალიე ლიკა... - სერიოზული ხმით გამოუცხადა მან.
- ალბათ, თუმცა ამით მაინც უნდა ვისარგებლო და ერთი რამ უნდა გავიგო... - თითის წვერებზე აიწია გოგონამ და ბიჭისთვის მოულოდნელად ტუჩებში აკოცა. ისე ვნებიანად, ისე ჟინიანად კოცნიდა, რომ თავი ვეღარ შეიკავა და ისიც აჰყვა. ისევ ნიკა მოეგო გონს. კოცნა მან შეწყვიტა. კმაყოფილი, ბედნიერი ღიმილით უმზერდა ლიკა. - არ შევმცდარვაც, მაგარი კოცნა გცოდნია... - ტუჩები ვნებიანად გაილოკა ქალმა.
- გიჟი ხარ, ლიკა, ნამდვილი გიჟი.... - სიცილს ვერ იკავებდა ბიჭი.
- მე სიყვარული აგიხსენი, ვნებიანად გაკოცე და შენ გიჟს მიწოდებ?! - სწრაფად მოშორდა და უკან დაიწია ლიკამ. ვაჟისდა გასაკვირად, სრულიად ფხიზელი იყო ქალი. დაინახა როგორ აევსო თვალები ცრემლებით. ტანში უსიამოვნოდ გააცია ნიკას. მიხვდა რომ აწყენინა. - გეგონა სიმთვრალე მალაპარაკებდა?!
პასუხს აღარ დაელოდა, იქვე მიგდებულ ჩანთას დასწვდა და კარების ბრახუნით გარეთ გავარდა. მაშინვე უკან მიჰყვა ვაჟიც.
- ლიკა მოიცადე... ლიკა დამელოდე.... - ალაყაფთან დაეწია გაქცეულს. - ჩემი სიცილი გეწყინა? ასე რამ გადაგრია?! - აცრემლებულ თვალებში ჩააცქერდა ქალიშვილს.
- მეგონა გიყვარდი, მეგონა მოგენატრე, შენ ხომ ... - ცრემლებს ვერ იკავებდა ის.
- ღმერთო ჩემო, ლიკა რა სულელი ხარ... - ისევ ეცინებოდა ნიკას და ძლიერად იკრავდა გულში - ჩემთვის ყველაფერი ხარ. მიყვარხარ, შენზე ვგიჟდები. უბრალოდ მეგონა სიმთვრალე გალაპარაკებდა, შენგან გრძნობებში გამოტყდომას არ ველოდი, ამაზე ვერც კი ვიოცნებებდი... - ცრემლიან სახეს უკოცნიდა საყვარელ ქალს - მაპატიე გთხოვ, თუ გაწყენინე... მიყვარხარ..
- კიდევ მითხარი.. - ჭირვეული ხმით უთხრა ლიკამ.
- მიყვარხარ... - გაუმეორა ბიჭმა.
- უფრო ხმამაღლა... - ისევ ჭირვეულობდა ის.
- მიყვარხარ!.... - ბოლო ხმაზე ყვიროდა ნიკა. ხელში ჰყავდა ატაცებული ხმამაღლა მოკისკისე ქალი და ტუჩებს ვნებიანად უკოცნიდა.
აი, ასე დაიწყო მათი სიყვარული, მალე ოთომ და გოგამაც აღიარეს გოგებთან მათი გრძნობების შესახებ. ასე იქცნენ ექვსივენი შეყვარებულ წყვილებად. თითქოს მათი ბედნიერების საწყისი, გამაერთიანებელი წერტილი, კუპიდონივით იყო თეკლე. მაშინ ჩვიდმეტი წლის იყო ლიკა. ნიკასთან შედარებით მართლა ბავშვი იყო. თავქარიანი, გიჟი, ემოციური და ზედმეტად მგრძნობიარე. ვინ მოსთვლის რამდენჯერ იჩხუბეს, რამდენჯერ გაებუტნენ ერთმანეთს. რამდენჯერ უთხრა საკუთარ თავს, რომ ამ გოგოს ზედაც აღარ შეხედავდა, მაგრამ დაინახავდა თუ არა ავიწყდებოდა საკუთარი თავისთვის მიცემული პირობა. ვნებას ვეღარ იოკებდა. ერთი სული ჰქონდა მისი გამხდარიყო. მხოლოდ მისი დარქმეოდა.
ოჯახის წევრებს საკუთარ დაბადების დღეზე გააცნო ლიკა. ყველას სწრაფად შეაყვარა თავი ამ ერთი ბეწო გოგომ, განსაკუთრებით მოეწონა მამუკას სარძლო. თითქოს ახალი სიცოცხლე შეიტანა მათ ოჯახში, გამოაცოცხლა, გაახალისა. - ჩემი შვილი ხარ, ვიცი ეს გოგონა გიყვარს. ლიკა კარგი გოგო ჩანს, ქალიშვილის გათხოვების დროს ოჯახს მოიკითხავენ, ვიცი გეცინებათ ახალგაზრდება, მაგრამ არავის ვათქმევინებ ნიკას მამა ლოთი ჰყავსო, არ შეგარცხვენ შვილო... - თვალცრემლიანი მოეხვია ვაჟს.
ამას ნამდვილად არ ელოდა ბიჭი. რაოდენ გასაოცარიც არ უნდა ყოფილიყო, მიცემულ პირობას ასრულებდა მამუკა. უკვე წელიწადზე მეტი იყო აღარ სვავდა. სამუშაოსაც კი დაუბრუნდა კაცი. თითქოს დაკარგული ბედნიერება დაიბრუნა ნიკამ. ჰქონდა საყვარელი საქმე, ჰყავდა ერთგული მეგობრები და საყვარელი ქალი. რა უნდა ენატრა კიდევ?! ერთად-ერთი საზრუნავი მომავალი ქორწილი ჰქონდა. მართალია წინ თერთმეტი თვე ჰქონდა, მაგრამ მაინც ღელავდა. მისთვის ხომ ცხოვრების კიდევ ერთი ახალი ეტაპი დაიწყებოდა.



№1  offline აქტიური მკითხველი lalita

აგრესო ძალიან მიყვარხარ საოცარი თავია ყოჩათ.

უმაგრესო ძალიან მიყვარხარ საოცარი თავია ყოჩაღ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent