შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საბედისწერონი(2 კარი სრულად)


21-01-2016, 11:58
ავტორი lisebeth
ნანახია 3 235

თავი XI : უცნობი სამიზნე

ელენა დამსწრე საზოგადოების წინაშე იდგა ,როგორც გამარჯვებული . ყველას ერთდროულად მოეფინა სახეზე უსაზღვრო მოულოდნელობა . ისინი ფიქრობდნენ ,რომ ელენა ლონდონში იყო.ახლა კი მათ წინაშე იდგა და სავარაუდოდ ყველა მათგანისგან მოითხოვდა პასუხს ამ საიდუმლო შეკრების შესახებ. ყველამ ხმის ამოუღებლად გონებაში დაიწყო ფიქრი თავის გასასამართლებელ ვარიანტებზე. მხოლოდ ელიზაბეტ რიდლის სახეზე იკითხებოდა უდარდელობა და ლაღი ღიმილი . იგი ფეხზეც კი არ წამომდგარა,როცა ოთახში დაუპატიჟებელი სტუმარი შემოვიდა . რადგან ყველა დუმდა ხმის ამოღება ისევ ელენამ არჩია :
_ოჯახის ყველაზე გამორჩეული ნაწილი შეკრებილხართ. ალბათ რამე მნიშვნელოვანზე უნდა გემსჯელათ არა? _ კბილებში გამოსცრა ქალმა . ყველამ თავი დახარა თითქოს დანაშაულს აღიარებდნენ . ბოლოს როგორც იქნა ელიზაბეტმაც ინება ხმის ამოღება .
_ როგორც ჩანს შენი ლონდონური ვიზიტი დასრულდა .
_კარგად ხარ ინფორმირებული არა? _ ირონიულად ჩაიცინა ელენამ.ელიზაბეტს კი ამის უარყოფა არც უცდია.
-ვამბობდი, რომ ეს ყოველივე არ იყო კარგი აზრი _თავისთვის ჩაილაპარაკა სემმა
-ერთადერთი ვისაც საგვარეულო შეკრებების მოწყობის უფლება აქვს ეს მე ვარ და ვინც ამას დაივიწყებს მწარედ დაისჯება. და ვინც ჩემს უფლებებში შემოჭრას გაბედავს პასუხი მოეთხოვება ..._ცხადი გახდა ,რომ ეს ყველას მისამართით იყო ნათქვამი ,მაგრამ ელენამ იმ წუთას მხოლოდ დეიდას გახედა,რომელსაც სიბრაზისგან სახე აუწითლდა. მერე კი მკაცრი სახით დაიყვირა _ ახლავე ყველამ გადით ოთახიდან და ამ ქალთან მარტო დამტოვეთ _ ელიზაბეტს ასეთი მოხსენიება არ ესიამოვნა და დისშვილს შეუღრინა ,მაგრამ ელენას პოზიცია ურყევი იყო და ყველა ერთდროულად წამოდგა გასასვლელად .სათითაოდ გაიკრიფენ ოთახიდან ,მხოლოდ ჯენიფერს არ შეუხედავს თვალებში მისთვის , როცა თავდახრილმა ჩაუარა გვერდით .
_მოწმეების გარეშე გინდა ,რომ შემომიტიო ?_ ხმაში ბზარი გამოერია ქალს
_ წაეთრიე აქედან და თავი დაანებე ჩემი დებისა და დეიდაშვილებისთვის გონების მოწამვლას_ისევ კბილებში გამოსცრა ელენამ და ისე ახლოს მივიდა ქალთან ლამის მათი სახეები ერთმანერთს შეეხო .
_მე აქ სხვა საქმეზე სასაუბროდ ჩამოვედი ... _ელენამ ქალს ლაპარაკი არ დააცადა და კატეგორიულად მოსთხოვა .
_ იმისთვის ჩამოდი ,რომ შენი წყეული დის დაუმთავრებელი საქმეები დაასრულო ?არ გაბედო ჩვენს ცხოვრებაში ჩარევა .ამის უფლებას არ მოგცემ .
_ნუ მემუქრები ელენა თორემ ის, რაც დედაშენმა გაგიკეთა მონაგონი იქნება . იცოდე გაგანადგურებ _ ელენამ მთელი ხმით გადაიხარხარა
_ შენ გამანადგურებ მე? ნუ ხარ სასაცილო დეიდა . ვერც შენ და ვერც მთელი შენი მოდგმა წინ ვერასდროს ვერ გადამიდგება . შენ ვინ ხარ, რომ მე გამანადგურო ? როდის აქეთ შეგწევს მაგის ძალა?
_მას მერე რაც მოქცევითებთან სირბილი დაიწყე _ სიამოვნებისგან გაასავსავა ხელები ქალმა და რბილად ჩაეშვა სავარძელში. თითქოს ამით მიანიშნა ,რომ მან გაცილებით მეტი იცოდა ვიდრე მას წარმოედგინა _ ხედავ ? მე ყველაფერი ვიცი , სათანადოდ ვერ მაფასებ_ ელენას მოულოდნელობისგან სახე შეეცვალა,მაგრამ არ შეიმჩნია . ბოლომდე შეინარჩუნა ჩვეული სიმტკიცე და ისევ შეუტია ქალს.
_მკვდარიც ,რომ ვიყო მაინც ვერასოდეს დამამარცხებ წყეულო ბებერო _თვალები დააკვესა ელენამ
_ის შენ გაგანადგურებს და მე ამით დავტკბები .ჩემი ჩარევა არც დაგჭირდებათ ისე დახოცავთ ერთმანეთს .
_როგორც ჩანს ძალიან ბევრს ოცნებობ
_ის შენ დაგასუსტებს ,ძალას გამოგაცლის ,გონებას მოგიწამვლავს. საკუთარი სისუსტე დაგტანჯავს და გაგაგიჟებს. ყველაზე საინტერესო იცი რა არის ? _ ბოროტულად ჩაიცინა ქალმა_ ეს მხოლოდ შენ არ დაგემართება არამედ ყველას შენს გარშემო . ისინი ამას არ შეეგუებიან და თქვენზე ნადირობას დაიწყებენ. შენთვის კი ის კაცი ერთადერთი ხელმოსაჭიდი იქნება წარსულის შესაცვლელად, იმ წარსულის, რომელიც შინაგანად განადგურებს. ის შენ მხსნელად მოგევლინება იმისათვის, რომ ურჩხულობას თავი დააღწიო . ისე ჩაეჭიდები მას ,როგორც წყალწაღებული ხავსს . მისთვის ყველაფერს გასწირავ და ყველას გადაუვლი . დანარჩენები კი მიგატოვებენ,ისინიც კი ვისაც ყველაზე მეტად უყვარხარ და აი სწორედ მაშინ გამოვჩნდები მე და მათ იმას მივცემ, რაც შენ ვერ მიეცი წლების მანძილზე _ ელიზაბეტმა საბოლოოდ მოახერხა ელენას მორალურად განადგურება და გაშტერება . ტვინში მხოლოდ ერთი ფრაზა უტრიალებდა ‘’წარსულის შესაცვლელად’’ . თითქოს ქალმა ელენას სპეციალურად უბიძგა მსგავსი ფიქრებისკენ,მაგრამ მან უკანასკნელი ძალები მოიკრიბა
_ შემთხვევით მსგავსი ისტორია საკუთარ თავზეც ხომ არ გამოგიცდია?თუმცა შენ ვინ მოგცა მაგის ბედი ვინმეს ჰყვარებოდი .საკუთარმა შვილებმა თავიდან მოგიცილეს და სახლიდან გაგაგდეს . ყველასგან მიგდებული და უარყოფილი ბებერი ხარ ,რომელიც სხვისი განადგურებით საზრდოობს , მაგრამ იმედები უნდა გაგიცრუო . მისამართი შეგეშალა .ჩემს წინაშე ყოველთვის უძლური იყავი და ასე იქნება ყოველთვის . შენთვისვე სჯობს არ გამომიწვიო თორემ პირისპირ გაჩვენებ რა შეუძლია ელენა პირსლის სხეულში გაღვიძებულ მხეცს . რადგან ასე კარგად გაქვს შესწავლილი ჩემი წარსული ტომის ამბავი მაგალითად გამოიყენე და თავიდან მომწყდი . ფეხებში ნუ გამომედები. ეს ჩემი უკანასკნელი სიტყვებია _ ქალი შესაშური გრაციოზულობით წავიდა კარისკენ ,გამოაღო და ბოლომდე მოაფრიალა . მერე ისე წავიდა უკან არ მობრუნებულა . ელიზაბეტი დიდხანს უყურებდა ღია კარს ,მერე ძლიერად მიახეთქა და სიბრაზისგან რამდენჯერმე დაიღრიალა .
ელენამ აკანკალებული ხელი მიარტყა ლიფტის ღილაკს და კარს მიეყუდა . მის ბედად ცარიელი აღმოჩნდა. შიგნით შესვლისთანავე აცახცახებული სხეული მოეკეცა და ძირს დაეცა . კრუნჩხვებში ჩავარდნილივით იკლაკნებოდა და ცდილობდა თავი დაემშვიდებინა .ბოლოს როგორც იყო გაუარა.უკვე მესამე სართულს აჩვენებდა ფეხზე ,რომ წამოდგა . სიმტკიცე შეემატა და მყარად დადგა . როგორც კი ციფრები ჩამოიცალა მაშინვე გამოვიდა გარეთ და ტაქსი გააჩერა . უკვე ხვდებოდა, რომ გოგონები სახლში წავიდოდნენ . სასწრაფოდ უნდა ელაპარაკა ყველა მათგანთან .
ტაქსი პირსლების სახლთან ,რომ მოვიდა ჯეიმსმა ფართოდ გაუღო მძიმე ჭიშკარი . ელენამ კაცის დანახვისთანავე გააჩერა მანქანა,პირველსავე ფულის კუპიურა ამოაძრო ,რომელიც ჩანთაში ხელის ჩაყოფისას მოხვდა და მძღოლს ანიშნა ხურდა არ მინდაო .
_კარგად ხართ?_ სწრაფად მიეგება მსახური თავის ქალბატონს
_ სახლში არავინ შემოუშვა _ ცივად მიახალა ელენამ. მსახურს ასეთი გულგრილი მოქცევა ცოტათი ეწყინა ,მაგრამ თავი დაუქნია . ქალი ტყვიასავით შევარდა სახლში სადაც მთელი ოთახი სავსე იყო გოგონებით .ოჯახის წევრებს ახლა კონსტანცაც შემატებოდათ .
_როგორ გაბედეთ იმ გაიძვერასთან შეხვედრა? ორი დღე ...მხოლოდ ორი დღე მოგაშორეთ თვალი და უკვე უფსკრულის პირას დგახართ _სიბრაზისგან სიტყვებს თავს ვეღარ უყრიდა ქალი . მოულოდნელად მეზობელი ოთახიდან ვიღაცის ხმა გაისმა .
_ იტყუება ...ყველას გვატყუებს და თავბრუს გვახვევს . დედამ ყველაფერი მითხრა რაც გველის _ ოთახში ნარნარით შემოვიდა მაირა და ელენას მიუახლოვდა
_შენთვისაც მოვიცლი მაირა ,ცოტახანს მადროვე ჩემს დებს დაველაპარაკო _თვალები დააკვესა ელენამ
_უკვე უთხარი შენს დებს ,რომ მაქციებთან გაქვს ურთიერთობა?_ ელენამ გაოცებული მზერა ესროლა კონსტანცას ,რომელმაც დასტურის ნიშნად თავი დაუქნია. ელენა გააცნობიერა, რომ მისმა დეიდაშვილმა მაშინვე მიხვდა ვინ იყო სინამდვილეში მაიკი ,მაგრამ არ გაუმხილა_ მგონი წარმოდგენაც არ აქვთ რა გველის მაშინ თუ ის კაცი ჩვენს გარშემო იტრიალებს . ყველა ჩვენგანზე მოქმედებს . მოუყევი ყველას როგორ გამოგაცალა ძალა მასთან ბრძოლამ _ელენას მოთმინების ფიალა აევსო და მთელი ძალით გაარტყა სახეში გოგონას,რომელიც შებარბაცდა და ლამის წაიქცა
_ გაჩუმდი თორემ შემომაკვდები მაირა _დაიღინა ქალმა
_არ გავჩუმდები .შენც კი დაგამარცხა ჩვენს მოდგმაში ყველაზე ძლიერი. წარმოგიდგენია ჩვენ რას გვიზამს ? თავიდან უნდა მოვიშოროთ ,არ ვიცი როგორ ,მაგრამ თუ ამას არ გავაკეთებთ ჩვენ ყველანი დავიღუპებით.
_რომელი მაქცია ,რაზე ლაპარაკობთ?__ ფეხზე წამოხტა ჯერ ნური შემდეგ კი კარინა .ელენამ სემის და იზაბელას სახეზეც შეშფოთება ამოიკითხა . მხოლოდ ბარბარა ვერ ხვდებოდა რაზე ლაპარაკობდნენ გოგონები .
_დამშვიდდით ყველამ,საგანგაშო არაფერია .მაირამ რაღაც არასწორად გაიგო და დედას ენა მიუტანა_ სიტუაციის განმუხტვა სცადა კონსტანცამ ,მაგრამ არ გამოუვიდა
_ გვითხარი რა ხდება ელენა და ყველა დავმშვიდდებით_ ამოთქვა იზაბელამ
_არაფერი ელენას შემთხვევით მოუხდა ისეთ ადამიანთან ურთიერთობა ,რომელიც ჩვენნაირი არ არის, უფრო მეტიც ჩვენზე ძლიერია . ამ საკითხით დაინტერესდა და ჩემთან ჩამოვიდა საკითხავად. ხომ იცით რამდენი ხანია ჩვენს საგვარეულო ისტორიას ვიკვლევ . როცა ვუყვებოდი მსგავსი ადამიანების უპირატესობებს მაირამ თავისი ჩვევები არ დაივიწყა და კარზე მოგვაყურადა . მერე რაღაც გაიგონა და როგორც ჩვევია გააზვიადა.
_რას ნიშნავს ჩვენზე ძლიერია ?_ იკითხა სემმა
_ჩვენი ძალა მხოლოდ ადამიანებზე ჭრის . ის კი ნახევრად ადამიანია . მოქცევითი ადამიანი ანუ მაქცია . ნახევრად ადამიანებს ვერ ვებრძვით ,რადგანაც მათ შესწევთ ძალა შეგვებრძოლონ .
_ის ადამიანი თუ ვინცაა როგორ გაიცანი ?_ ინტერესი არ იკლებდა ოთახში
_სრულიად შემთხვევით .იმ ღამით სახლიდან, რომ გავიქეცი . გამწარებული ვიყავი და ვცადე მომეკლა ,მაგრამ დამამარცხა . მიხვდა , რომ ჩვეულებრივი არ ვიყავი .
_ქალაქში თავისუფლად დადის ისეთი ადამიანი ,ვინც ჩვენი საიდუმლო იცის ? ელენა ჭკუიდან შეიშალე ? ეს როგორ დაუშვი ?ვინ არის ის კაცი ?_ მრისხანებისგან თვალები აუალდა ნურს
_ესღა გვაკლდა _კბილებში გამოსცრა კარინამ და ხელი ძლიერად დაჰკრა მაგიდას.ლარნაკი გადმოვარდა და მის ფეხებთან დაიმსხვრა.
_ამას ვერ დავუშვებთ _ფეხზე წამოდგა ჯენიფერი ,რომელმაც როგორც იქნა აზრის გამოთქმა ინება
_ესეიგი დეიდა ტყუილად არ იყო შეშფოთებული . ეს ჩვენ საფრთხეს გვიქმნის_ ნური ლაიმს ცოფებს ყრიდა
_უნდა ვიპოვოთ და მოვკლათ_ კბილები დააღრჭიალა კარინამ და ელოდებოდა როდის დაეთანხმებოდა მთელი ოჯახი
_მე არც კი მესმის რაზე ლაპარაკობთ ,მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს მე ჩემს დასთან ვრჩები _აღმოხდა ბარბარას და ინსტინქტურად აეკრა ელენას .
_ის თქვენზე ძლიერია ნუთუ არ გესმით ეს ?_ სიმშვიდისკენ მოუწოდებდა კონსტანცა გოგონებს , მაგრამ ამაოდ _ ის თქვენ საფრთხეს არ გიქმნით.არაფერს იტყვის და ამისთვის საკმაოდ დიდი მიზეზი აქვს .რადგანაც არც თვითონაა ნორმალური . ჩვენ თუ გაგვცემს იძულებული გახდება საკუთრი თავიც დაასმინოს . ისიც ჩვენნაირ მდგომარეობაშია.
_თქვენ რა ამ ზღაპრების გჯერათ რაც კონსტანცამ მოყვა ? ის კაცი ელენას საყვარელია . ელენა საკუთარი თავის ბედნიერების გამო ჩვენს მომავალს აყენებს საფრთხეში . სინდისის ქენჯნას უნდა გაექცეს და დანაშაულს ემალება. დედამ თქვა ,რომ მოქცევით ადამიანებთან ურთიერთობა ჩვენს ძალებს დააკნინებს და იმ ზომამდე მიგვიყვანს ,რომ ყველანი ჭკუიდან შევიშლებით . დედას უნდა , რომ ის კაცი ვიპოვოთ და მოვკლათ. თუმცა ვეჭვობ ელენამ თავისი საყვარლის მკვლელობის უფლება მოგვცეს .
_მაირა მეტისმეტი მოგდის _დაიღრიალა კონსტანცამ და წამის მეასედში მოჰკრა თვალი როგორ მოსწყდა ადგილს ელენა და მაირასკენ გაქანდა. ქალი მათ შორის ჩადგა და დეიდაშვილი გააკავა ,მაგრამ იგი მთელი ძალით იწევდა დეიდაშვილისკენ ,რომელიც დამცინავად იღიმოდა.
_ მე მაირას ვეთანხმები ,ის კაცი უნდა მოვნახოთ რადაც არ უნდა დაგვიჯდეს . ელენა თუ ჩვენს შეჩერებას შეეცდები იცოდე ცუდად დაასრულებ _ წარმოთქვა ნურმა
_მეც ამის მომხრე ვარ .ადამიანი , რომელმაც ჩვენი საიდუმლო იცის თავისუფლად არ უნდა დადიოდეს ქუჩებში _დაეთანხმა კარინა _ნუთუ ვერ აცნობიერებთ ეს რას ნიშნავს ? ის ,რომ არც თვითონა ნორმალური გარანტიებს არ გვაძლევს . იქნებ ხვალ ჩვენი დახოცვა მოინდომოს .
_ კარინა ნუ გიყვარს დრამატიზება_ხელი აიქნია კონსტანცამ
_არ მჯერა ,რომ ის კაცი ელენას საყვარელია . მე კონსტანცასი მჯერა, მაგრამ ვთვლი ,რომ ეს ფაქტი უყურადრებოდ არ უნდა დავტოვოთ _ ამოთქვა სემმა და იზაბელაც დაეთანხმა
_ელენა შენ იცი , რომ შეგიძლია ყველაფერში ჩემი იმედი გქონდეს ,მაგრამ ეს ჩვენ საფრთხეს გვიქმნის. თუმცა იმ კაცთან შენი სასიყვარულო ისტორიის ამბავი რათქმაუნდა არ მჯერა .
_რაც გინდათ ის ქენით _ უკმაყოფილოდ ამოთქვა ჯენიფერმა , გიტარა მხარზე მოიგდო და ოთახიდან გავიდა .
_ამას ხომ ოჯახი საერთოდ ფეხებზე ჰკიდია _მიაყვირა ნურმა უკმაყოფილოდ . ჯენიფერს უკანაც არ მოუხედავს ამ კომენტარზე .
კონსტანცამ ელენას ანიშნა დამშვიდებულიყო . მან ბარბარას ხელი გაუშვა და მშვიდად უთხრა შენს ოთახში წადიო. ქალმა ხელი მოჰკიდა დეიდაშვილს და კიბეებისკენ წაიყვანა . ელენას ოთახი სანიმუშოდ მიელაგებინათ . კონსტანცა გადატკიცინებულ საწოლზე ჩამოჯდა და ელენას მიაჩერდა , რომელიც კედელთან დამჯდარიყო იატაკზე და თავი ხელებში ჩაერგო. მერე ძლივს წარმოთქვა :
_როდის მიხვდი ,რომ მაქცია იყო ?
_როცა მითხარი როგორ გიპოვა ‘’შემთხვევით’’ ამხელა ქალაქში .
_სისულელეა _ჩაიცინა ელენამ
_ჰო,მაშინვე მივხვდი როცა ახსენე როგორ გამოგეცხადა თავსხმა წვიმაში და ზღაპარი მოგიყვა აქვე ვცხოვრობო .
_მართლა იქვე ცხოვრობდა
_შეიძლება ,მაგრამ შემთხვევით არ უპოვნიხარ . ყნოსვით მოგაგნო ,შენს სუნს მოყვებოდა .
_მხოლოდ ორჯერ მნახა ჩემი სუნი როგორ იცნო ?
_ შენზე გიჟდება ,ალბათ სამყაროს დასალიერშიც გიპოვნიდა _ელენამ მომხიბლავად ჩაიცინა
_სასწაული ხარ
_არ გჯერა ,რომ უყვარხარ?
_ სიყვარულის რა მოგახსენო ,მაგრამ თვალებით, რომ მჭამს როგორც ყველა კაცი მაგაში დარწმუნებული ვარ
_მართლა? უკვე მეტისმეტად ბევრი შეგიმჩნევია
_მაშინვე მივხვდი ,რომ მაბამდა
_თუ გაბამს და პირდაპირ საწოლში არ მიგათრევს ეგ უკვე ნიშნავს ,რომ შენს მიმართ გრძნობები აქვს.
_ახლა რა მოხდება კონსტანცა?
_ ისინი ნადირობას იწყებენ!


თავი XII: ყავის სურნელი

ბოლო სიტყვების გაგონების მერე ელენას აღარც კი ახსოვდა რამდენ ხანს იჯდა ხმის ამოუღებლად . მანამ სანამ კონსტანცამ არ გამოაფხიზლა. ყველაფერზე შეეძლო ეფიქრა გარდა იმისა, რაც შეიძლებოდა ამ ნადირობას მოჰყოლოდა. გულში ამოუხსნელი სევდა ჩაეღვარა და გაქცევა მოუნდა ,მაგრამ ხანგრძლივი მგზავრობის და მძიმე დღის შემდეგ ამის თავი აღარ ჰქონდა. კონსტანცა მაშინვე მიხვდა ,რომ ქალს დასვენება სჭიდებოდა და ადგომაში დაეხმარა.
_ მიდი ცოტა დაიძინე გონს მოხვალ _ მზრუნველი ტონით უთხრა ქალმა და საწოლისკენ უბიძგა , მაგრამ ელენა ჯერ სააბაზანოში შესვლას აპირებდა და იქით წავიდა . კონსტანცა ისევ ელენას საწოლზე მოკალათდა და მოთმინებით დაელოდა . ცოტა ხნის შემდეგ კარი გაიღო და იზაბელა გამოჩნდა . განერვიულებული ჩანდა ,მაგრამ მაინც გაუღიმა დეიდაშვილს.
_კონი, მიხარია რომ აქ ხარ. შენი თანადგომა ძალიან გვჭირდება _ქალმა მომხიბლავად გაუღიმა და ხელით ანიშნა გვერდით მომიჯექიო . იზაბელამ თხოვნა წამსვე აასრულა
_ რატომ ვართ ასეთი არაპროგნოზირებადი ადამიანები იცი ?_ გამომცდელად ჰკითხა წითურს
_არა_ ქალმა უარყოფის ნიშნად თავი გააქნია
_იმიტომ, რომ განსაკუთრებულად მგრძნობიარენი ვართ?
_შეიძლება ,ალბათ ამიტომაც ვემსგავსებით მხეცებს
_შენ და მხეცი ერთად? არ მჯერა _ეშმაკური ღიმილი აუკიაფდა სახეზე კონსტანცას
_ თქვენ ვერ შეგედრებით ,მაგრამ არის ჩემშიც რაღაც …
_შენ ძალიან კარგი ხარ იზ , ეს არასოდეს დაივიწყო .
_ელენას ის კაცი უყვარს?_ მოულოდნელად იკითხა იზაბელამ . არადა ცოტა ხნის წინ საჯაროდ განაცხადა ამ სასიყვარულო ურთიერთობის ამბავი არ მჯერაო . აშკარა იყო ,რომ სხვების თანდასწრებით იცრუა.
_რათქმაუნდა არა ,მსგავსი არაფერი ხდება _ კონსტანცამ ჩვეული მანერით შეისწორა თავზე ჩამომხობილი ქუდი და მზერა აარიდა დეიდაშვილს.
_ გინდა მომატყუო არა? ვიცი ,რომ რაღაც ხდება . იმ დღეს ,რომ დაბრუნდა მაშინვე შენთან წამოვიდა...ეს ის ელენა აღარ არის მე ,რომ ვიცნობდი. მის თავს რაღაც ხდება .გთხოვ მითხარი სიმართლე კონი . იცი? თუ ელენას ის კაცი მართლა უყვარს მზად ვარ ,მხარი დავუჭირო თუნდაც ეს ჩვენ საფრთხეს გვიქმნიდეს _ელენა ამ დროს აბაზანიდან გადმოვიდა და პირსახოცშემოხვეული მიუახლოვდა გასასვლელ კარს ,მაგრამ იზაბელას საუბარი გაიგონა და გაჩერდა_ბოლოს და ბოლოს ისიც იმსახურებს, რომ ბედნიერი იყოს . დაე დავკარგოთ ეს წყეული უნარი და ვიცხოვროთ ,როგორც ადამიანებმა. ვერც კი ვხვდებით როგორ ვიქეცით ურჩხულებად.
_ისინი ასე არ ფიქრობენ.მათ მოსწონთ ის რასაც აკეთებენ . დედაჩემი ამას არ დაუშვებს ,ყველას გაგვანადგურებს,მეც კი მის საკუთარ შვილს .
_ჩვენ მას დავუპირისპირდებით. ის ვერც ელენას და ვერც შენ ვერაფერს დაგიშავებთ_ელენა აბაზანიდან გამოვიდა და იზაბელას მიაჩერდა.
_ეჭვიც არ მეპარებოდა ,რომ ყოველთვის ჩემთან იქნებოდი _ დას გაუღიმა და კისერზე მოეხვია,მაგრამ ოთახში ისევ ვიღაც შემოვიდა. ეს ჯენიფერი იყო
_ჯენიფერ?_ერთხმად წამოიყვირა სამივემ
_ელენა მაპატიე ,რომ დაუპატიჟებლად შემოგეჭერი ,მაგრამ სიმართლე უნდა ვაღიარო _ყველამ ერთმანეთს გადახედა _ ის ბიჭი მე მოვკალი და პოლიციაშიც მე დავრეკე .მინდოდა, რომ ნურს დაბრალებოდა. ის... ის... ის ნამდვილი გველია ვერც წარმოიდგენ ვინ არის ელენა . შენი განადგურება უნდა, შენს პირველობას არასოდეს აღიარებს ,ნამდვილი პატარა ურჩხულია .
_ეს როგორ გააკეთე ჯენიფერ ?_დაიყვირა იზაბელამ,მაგრამ მის გარდა ოთახში არავინ განძრეულა
_წადი ელენა აქედან ,წაყევი ნებისმიერს ვინც არ უნდა იყოს ის. დამიჯერე იმის გამო უფრო მეტად ღირს ბრძოლა ვიდრე ამ წყეული ოჯახისთვის _ კარი გაიჯახუნა გოგონამ და ოთახიდან გავარდა.
ელენას გულში გამყინავმა სიცივემ გაუარა .მთელი საღამოა ყველა მის ‘’სიყვარულზე’’,’’საყვარელზე’’ თუ ‘’გრძნობებზე’’ საუბრობდა. მხოლოდ თვითონ გაურბოდა ამ ყოველივეზე ფიქრს . ჯენიფერის აღიარებაზე რეაქციაც არც ჰქონია,მტკიცედ გადაწყვიტა ,რომ დღეს ამაზე მეტს აღარ იფიქრებდა . ბოლოს დაწოლა და დაძინება გადაწყვიტა , ორივე გადაკოცნა და გამოემშვიდობა . კონსტანცა,რომ გადაეხვია ყურში ჩასჩურცულა უნდა ნახო და ელაპარაკოო . ეს სიტყვები ძილში ჩაჰყვა ქალს და მთელი ღამე კოშმარები არ ასვენებდა. ხან მგლებს ხედავდა,ხან მაიკს,ხან გველებს . შუა სიზმარში იყო ფეხზე ,რომ წამოხტა გიჟივით და ფანჯარასთან მივარდა. ჯერ კიდევ ბნელოდა ,თანაც ისე ,რომ თვალში თითის მიტანაც კი გაჭირდებოდა . ელენამ ვრცელ ოთახს თვალი მოავლო და გარდერობთან შეჩერდა . ჯერ ისევ ფეხშიშველმა ცივ იატაკზე გადაირბინა და გარდერობის ფართო კარი გადასწია . ცოტახანს გაჩერდა და სიმწრისგან თვალები დახუჭა,თითქოს ორჭოფობდა და საბოლოოდ გადაწყვეტილება მიიღო . საკიდიდან პირველსავე ტანსაცმელი ჩამოგლიჯა რაც ხელში მოჰყვა . ეს იყო გრძელი ჯინსი და თხელი ნაქსოვი მაისური . სწრაფად ჩაიცვა და ფეხი ჩაჰკრა თითქმის უძირო საგაზაფხულო ფეხსაცმელში ,ქურთუკი ხელში დაიჭირა და ფართო კიბეებს ფეხაკრეფით დაუყვა . კართან შავი მერსედესი იდგა. ეტყობოდა მძოლს იმ ღამით ავტოფარეხში არ შეეყვანა . ასე ხშირად იქცეოდა რადგან ოჯახის წევრებიდან რამდენიმე ღამის გართობებს იყო ჩვეული და არც იცოდა როდის მოუწევდა მათ მოსაყვანად წასვლა . კარი გააღო ჩაჯდა და დაქოქა. სახლში მანქანის ძრავის ხმა არავის გაუგია გარდა კონსტანცასი,რომელიც მაშინვე ფანჯარასთან გამჩდარიყო და უყურებდა ელენას. ქალმა მხიარულად ჩაიცინა .თითქოს მის ასეთ საქციელს ელოდა კიდევაც . ელენა ჯერ კიდევ ჭიშკართან მიხვდა ,რომ არავინ გაუღებდა და გაბრაზებული გადმოხტა ძირს .მანქანა გადაიყვანა ქუჩაში და ისევ დაკეტა ჭიშკარი .
დაახლოებით ნახევარ საათში უკვე მაიკის ბინასთან იდგა . მისი ფოტოგრაფიული მეხსიერების წყალობით გაჩერებაც კი არ დასჭირვებია ისე მიადგა შენობას . მანქანა სადგომზე გააჩერა და შენობაში შევიდა . კარგახანს იდგა ბინის კარან და ზარის მიცემას ვერ ბედავდა თან საკუთარ თავს ჩასძახოდა
‘’_სულ გააფრინე ელენა? ‘’
‘’_რას აკეთებ ელენა, ახლავე მოშორდი მაქაურობას’’
‘’_ელენა შარში ხარ,შეცდომას უშვებ ‘’
ფიქრები მოსვენებას არ აძლევდა, მაგრამ წასვლა უკვე აღარ შეეძლო. ზარს ხელი მიარტყა და დაელოდა. მაიკი საწოლში გადატრიალდა და წამოილუღლუღა
‘’_ მგონი მომესმა,ამ შუაღამისას ვინ უნდა იყოს?’’
კარზე ისევ გაისმა ზარი,მერე ისევ გაისმა,მერე ისევ და მანამ გაგრძელდა სანამ კაცმა ადგომა არ ინება . არც კი გაუხედავს ვინ იყო ისე გააღო .ნახევრად ჯერ ისევ ეძინა ,მაგრამ ზღურბლთან ელენა ,რომ დაინახა ისე შეხტა და მოფხიზლდა გეგონებოდა არასოდეს არ უძინიაო . რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ვერაფერი მოიფიქრა და სისულელე მოჩმახა
_თქვენ ლონდონში არ უნდა იყოთ ?_ პასუხი ვერ მიიღო,ქალი უცნაურად უყურებდა .მაიკმა კი ისიც ვერ მოიფიქრა სახლში შეეპატიჟებინა .ასე იდგნენ კარგა ხანს ერთი ზღურბლს შიგნით მეორე კი ,მიღმა და ერთმანეთს თვალს არ აცილებდნენ .ბოლოს როგორც იყო ელენამ გაბედა და მისკენ გაიქცა . ისე ძლიერად მოეხვია კისერზე ,რომ მაიკმაც კი ვერ შეძლო მისი გაკავება . მთელი მისი სხეულიდან იმხელა სითბო იღვრებოდა ,როგორსაც ვერასდროს წარმოიდგენდა . ელენა მისთვის ყოველთვის მიუვალი კლდე იყო , რომელსაც ვერასდროს დაიპყრობდა .ახლა კი მის წინ არც კაცთმოძულე მხეცი იდგა და აღარც შეშლილი კლანის სასტიკი მმართველი . ახლა მის წინ მხოლოდ ქალი იდგა , მგრძნობიარე და უბრალო ,თანაც ისეთი მშვენიერი ,რომ მისი ბოლომდე აღქმაც კი უჭირდა . კაცმა ნაზად მოხვია წელზე ხელი და დივნისკენ უბიძგა .
ელენა ოცდაათი წლის იყო , მაგრამ სხეული შესაშურად თხელი და მოქნილი ჰქონდა . საშუალოზე მაღალი იყო და საოცრად დახვეწილი . ახლაც მხოლოდ უბრალო ჯინსი და მაისური ეცვა ,მაგრამ ისე გამოიყურებოდა თვალს ვერ მოსწყვატდით. ელენა კარგახანს იდგა მაიკის პირისპირ ,რომელიც დივანზე ჩამომჯდარიყო და ქალის ხელი ეჭირა ,მაგრამ მას სულაც არ უყურებდა.უბრალოდ ფიქრობა. მერე ისევ წელზე შემოხვია ხელი და თავისკენ მიიზიდა. ქალი ვერც კი მიხვდა ისე აღმოჩნდა მის კალთაში . კაცის და გასაკვირად ქალს წინააღმდეგობა არ გაუწევია. უფრო მეტიც თვითონაც კი შემოხვია ხელი კისერზე და თვალები კედელს მიპყრო . მერე თავდაჯერებულმა წარმოთქვა:
_ვიცი რატომაც ვერ შევძელი _ სურათს ახედა ელენამ რომელიც მათ პირისპირ ეკიდა კედელზე.
_ვიცოდი ,რომ მიხვდებოდი მეტისმეტად ჭკვიანი ხარ
_მე არა,ჩემმა დეიდაშვილმა.მიმტკიცებს შენი სუნი აიღო და ამიტომაც მოგაგნოო .
_მართალი უთქვამს
_ჩემი სუნი როგორ დაიმახსოვრე,სულ ორჯერ გნახე და ისიც ორი წუთით
_ საყვარელი ადამიანების სუნს ადვილად ვიმახსოვრებთ
_ესეიგი შენი საყვარელი ადამიანების სიაშიც ვარ? _ სიხარული ვერ დამალა ქალმა და თვალისმომჭრელად გაუღიმა. მაიკს მისი ცქერისგან გული შეეკუმშა და ხელები უფრო ძლიერად მოხვია წელზე.
_არა,შენ სხვა სიაში ხარ,მაგრამ იმ სიაში სხვა არავინ წერია . შენ წარმოიდგინე გადანომრილიც კი არ არის _მაიკმა თეთრი კბილები გამოაჩინა და გადაიხარხარა.
_რატომ ?
_იმიტომ, რომ იქ შენს გარდა სხვა ვერ ჩაიწერება . ეს უბრალოდ წარმოუდგენელია
_ მეტყვი რომელ სიაზე მელაპარაკები ?
_ჩემი საყვარელი ქალების სია,რომელშიც პირველიც შენ ხარ და უკანასკნელიც . შენზე ვგიჟდები იმ წუთიდან პირველად , რომ დაგინახე . არ ვიცი შეამჩნიე თუ არა მაგრამ ენაც კი დამება
_მგონი შევამჩნიე ,რადგან მეგონა მაბამდი _მაიკმა ხმამაღლა გაიცინა,მაგრამ ელენას მოწყენილ სახეს , რომ შეხედა გაჩუმდა.
_რა გჭირს?_ ნიკაპზე ნაზად მოჰკიდა ხელი და თავი ააწევინა
_ჩემი ოჯახის ნაწილი შენზე ნადირობას აპირებს
_რააა? ძლივს ამოთქვა კაცმა . ჩემგან რა უნდათ.
_ შენ და შენნაირები,ან შენი მსგავსები ჩვენ საფრთხეს გვიქმნიან ,რადგანაც ვერ ვებრძვით.თან იციან , რომ ჩვენი საიდუმლო გაიგე _მაიკმა სიმწრისგან სახეზე ხელი მოისვა_შენ, რომ ხარ არ იციან,მაგრამ იმ კაცს ეძებენ ვინც ჩვენს შესახებ იცის .
_ესეიგი პრობლემები მაქვს?
_თანაც ძალიან ბევრი . ისინი შენ არ დაგინდობენ . ჩვენი ნიჭით ვერა ,მაგრამ სხვა გზით გაგისწორდებიან . არ დაუშვებენ ,რომ ჩვენი საიდუმლო ჩვენს გარდა სხვამაც იცოდეს. მითუფრო მოქცევითმა ადამიანებმა.
_მათი აზრი არ მაინტერესებს და არც მეშინია.მე მხოლოდ შენი პოზიცია მინდა გავიგო . ოღონდ შენ მითხარი და სამყაროს შევძრავ .
_ორივეს დაგვხოცავენ თუ მათ შეჩერებას შევეცდები
_სანამ ცოცხალი ვარ შენთან მოახლოებასაც ვერავინ გაბედავს _ მტკიცედ წარმოთქვა კაცმა და ელენა ხელში აიტაცა .
ქალს სულაც არ ეცინებოდა ,მაგრამ ამ ბავშვურ საქციელზე გულიანად გადაიხარხარა . მას არც ბავშვობა აგონდებოდა და არც ბედნიერი სიცილი . არც ისეთი ადამიანი რომელიც სიყვარულით ჩაჰკიდებდა ხელს და მასთან ერთად ივლიდა .მისი ცხოვრება ერთი დიდი ტრაგედია იყო ცხოვრებისგან უნიჭოდ დადგმული. ყოველთვის გაურბოდა რეალობას და კარგად შემკული ნიღბით ცხოვრობდა . ათი წელი მეტისმეტად დიდი დროა მუდმივად სხვისი როლის სათამაშოდ . ელენა მიხვდა ,რომ დრო იყო ეს ნიღაბი მოეხსნა და გვერდზე მოესროლა . ამ როლის შესულება აღარ სურდა და აღარც უხდებოდა . ნელ-ნელა იგრძნო როგორ ჩაეღვარა სულში სითბო,თითქოს ხელები და ფეხებიც კი გაუთბა . ამ სამი ოთახისგან შემდგარ ბინაში იპოვა ბედნიერება.აღარც მისი სასახლე ენატრებოდა,აღარც მძღოლის მიერ გაღებული მანქანის კარი ,აღარც ტანსაცმლით გამოტენილი გარდერობი,არც მისი ელეგანტური თეთრი სავარძელი და არც მდიდრულ სუფრასთან დაჯდომა . ერჩივნა საწოლში ვინმესთან ერთად ერთი ჭიქა ყავა დაელია და აღარაფერზე ედარდა.
დილით შიშველს გამოერვიძა მაიკის საძინებელში და ღამის სიზმარი რეალობად ექცა . კაცმა ცხელი ყავით სავასე ჭიქა გამოუწოდა და გვერდით მხიარულად მოუჯდა .
_ჩვენ გაგვიმარჯოს?
_გაგვიმარჯოს !

თავი XIII : ალასკაზე
გათენებისთანავე გაიღვიძა პირსლების სახლში ყველამ .მაგიდასთან ისხდნენ და ზანტად მიირთმევდნენ ,მაგრამ არ ლაპარაკობდნენ .ყველას სახეზე ეწერა ,რომ ელენას სახლში არყოფნა ცუდად ენიშნათ . ვინ იცის რაზე ფიქრობდა თითოეული მათგანი ან ახლა ვის განაჩენს წერდენენ საკუთარ გონებაში .იზაბელა მოღუშულიყო და ბრაზით გადახედადა ხოლმე ჯენიფერს,რომელსაც როგორც ყოველთვის ყურსასმენები ეკეთა და თავისთვის იჯდა .ნური ჩანგლით ათამაშებდა თეფშზე შემწვარ ხორცს და პირს არ აკარებდა. დაძაბულობა იგრძნობოდა ,მაგრამ კონსტანცა მაინც მხიარულად შეექცეოდა თეფშზე მოთავსებულ კარტოფილი ფრის რომელიც ყველაზე მეტად უყარდა. პირველი ვინც აზრის გამოთქმა ინება კარინა იყო .
_ელენა სად გაიქცა? ეს იმას ნიშნავს ,რომ ომს გვიცხადებს ?_კბილებში გამოსცრა მან და ხელი მაგიდას დაჰკრა.
_სისულელეებს ნუ ბოდავ,არსადაც არ გაქცეულა _ უინტერესოდ მიახალა კონსტანცამ და გემრიელად განაგრძო ჭამა.
_ახლა იმის მტკიცება არ დაიწყო ,რომ ელენას თქვენი შეეშინდა . კარგით რა _ დაამატა იზაბელამ
_ახალი პრობლემების ტალღა იწყება _არც ნური ჩამორჩა დეიდაშვილს
_პრობლემებს თქენ თუ არ შექმნით არ გექნებათ. ელენას თავი დაანებეთ ,თავის საქმეს თვითონ მიხედავს _კონსტანცა ისევ ელენას მხარეზე იდგა
_თქვენი აზრი არ მაინტერესებს,თუ ელენა იმ კაცის მონახვაში არ დაგვეხმარება ძალიან ცუდად დაასრულებს . ეს ჩვენი ბოლო სიტყაა _მოჭრით თქვა კარინამ ,მაგრამ ამჯერად მას მხოლოდ ნური და მაირა დაეთანხმა . კონსტანცას ყურადღებაც არ მიუქცევია გოგონებისთვის თითქოს არც უსმენდა .
ელენა ჯერ ისე საწოლზე იჯდა მაიკთან ერთად და ფიქრებში იყო წასული.ვერც კი იჯერებდა იმას რაც ახლა მის თავს ხდებოდა . ბედნიერი იყო ,მაგრამ შიში თავს არ ანებებდა,მის წინ მომავალს ვერ ხედავდა. გრძნობდა ,რომ ბრძოლა რომელშიც საკუთარი ოჯახი გამოიწვია მარტივი არ იქნებოდა. მაიკი მიხდა ,რომ ქალი რაღაცაზე ფიქრობდა . თავისი ძლიერი ხელები მის თეთრ და ნაზ ხელებს შეახო და მშვიდად ჰკითხა .
_ნერვიულობ ? _ ქალმა თანხმობის ნიშნად თავი დააქნია მერე კი მხარზე ჩამოადო_წუხელ ხომ გითხარი ნუ გეშინია მეთქი ?
_შენ მათ არ იცნობ . განსაკუთრებით ნურს და მაირას.
_იმედია არც გავიცნობ _კაცმა ცალყბად ჩაიცინა
_გიჟდებიან დანაშაულის ჩადენაზე .არც ნანობენ და არც უკან იხეენ .
_ვერ დაგვამარცხებენ
_კარინაც გაიძვერა, ბოროტი და წაროუდგენლად ძლიერია ,მაგრამ მისი არ მეშინია
_ვიცი ერთხელ მითხარი რაღაც მაგ გოგოზე
_მის ნიჭს ნაკლი აქვს . როცა საქმე საქმეზე მიდგება საკუთარი თავის შეეშინდება ხოლმე და გარბის . კონი ამბობს ალბათ ასე ,რომ არ იყოს მას ვერ დაიმორჩილებდიო . საკუთარ ნიჭს თვითონვე თრგუნავს.
_ანუ გაჯობებდა?
_ არ ვიცი ,მაგრამ მას საკუთარი თავის ეშინია . ვერ ბედავს_ქალმა ღრმად ამოისუნთქა და მერე მაიკს მიუბრუნდა_შენზეც მითხარი რამე .სულ ჩემს ოჯახზე ვსაუბრობთ?
_ალასკაზე დავიბადე ,დედ-მამა, ორი ძმა და ერთი და მყავს . თითქმის ხუთი წელია ანგელოზების ქალაქში გადმოვსახლდი და როგორც იქნა ის ანგელოზიც გავიცანი _კაცმა სიყვარულით და ვნებით ჩახედა მოლურჯო-მომწვანო თვალებში ქალს და საჩვენებელი თითი ჩამოუსვა ქათქათა ლოყაზე .
_ანგელოზი ვინაა? ოღონდ არ მითხრა, რომ მე _ ჩაიღიმა ქალმა ისე ,რომ თვალი არ მოუცილებია მაიკისთვის .
_მე სხვა ანგელოზს არ ვიცნობ
_თვითონაც არ გჯერა იმის რასაც ამბობ
_შენ საკუთარ თავს ვერ აფასებ. აი რა არის შენი პრობლემა _მთელი სერიოზულობით წარმოთქვა კაცმა .
_მართალი ყოფილა ,რომ ამბობენ სიყარული ბრმააო ,სულელიც ყოფილა
_მომწონს შენი იუმორი ,მაგრამ არ მეცინება . მე სერიოზულად გელაპარაკები . შენ კი გაცნობის დღიდან მარტო შენს თავს ლანძღავ,მალე იმდენს იზამ ამას მეც კი დამაჯერებ . არ შეიძლება საკუთარი თავი გძულდეს
_შენ არ იცი რა ძნელია ,როცა სინდისის ქენჯნა გტანჯავს. ღამეები არ გაძინებს . დღე კი თვალწინ გიდგას . თავს გახსენებს და დავიწყების საშუალებას არ გაძლევს .
_ჩვენი ცხოვრება საინტერესოა ,მაგრამ ამავე დროს ძალიან რთული. ხანდახან ვერ ვხვდები რატომ სურთ ადამიანებს იყვნენ ჩვენნაირები .
_უნდათ თავი გამორჩეულებად იგრძნონ
_ამ დროს ეს ყოველივე მუდმივი სატანჯველია. რომლისგან თავის დაღწევაზე ფიქრიც კი ზედმეტია
_როდესმე მაჩვენებ როგორი ხარ მოქცეული ?_გამომცდელად იკითხა ქალმა და პასუხს დაელოდა .
_არასოდეს _წამოიყვირა კაცმა და ფეხზე წამოხტა. ელენას გაუკვირდა მისი რეაქცია და უფრო თბილად მიმართა
_კარგი რა ,გთხოვ
_ამას არასდროს არ გააკეთებ ,ეს საშიშია ,შეიძლება რამე დაგიშავო. საკუთარ თავს ამას ვერასდროს ვაპატიებ . ეს მეორედ აღარ მთხოვო
_მე მაგის ნაკლებად მჯერა ,მაგრამ იყოს მასე .
_თუმცა სხვა რამის გაკეთებას ნამდვილად ვაპირებ _ მხიარულად მოუჯდა გვერდით კაცი
_მითხარი
_ალასკაზე წაგიყვან _ქალს ლამის ცრემლები წასკდა თვალებიდან
_მართლა წამიყვან ?
_წაგიყვან და ცოტახანს სხვანაირ ადამიანებთან ,რომ იცხოვრებ უფრო მეტად დააფასებ საკუთარ თავს . შენს შეშლილ ოჯახს თუ მოცილდები უკეთ გახდები .
_ შენი ოჯახის წევრები, რომ გაიგებენ ვინ ვარ თვითონ გამომაგდებენ სახლიდან
_შენ დედაჩემს არ იცნობ .ამქვეყნად საუკეთესო დედაა
_ეჭვიც არ მეპარება. ყოველ შემთხვევაში დედაჩემს ნამდვილად აჯობებდა _ ქალს ხმა გაებზადა და ტუჩები აუთრთოლდა
_ნუღარ იტანჯები .იქ ქალი მკვდარია .ვეღარაფერს დაგიშავებს
_მისი და და ნური დამიტოვა იმისთვის, რომ მთელი ცხოვრბა მემახსოვროს ვინ იყო და რა გამიკეთა . დეიდაჩემი დედაჩემზე უფრო დიდი გაიძვერაა,უბრალოდ შესაძლებლობები აქვს მასზე ნაკლები . დედაჩემი წარმოუდგენლად ძლიერი იყო,თვლიდა ,რომ მისი მემკვიდრე მე ვიყავი ოჯახში. რათქმაუნდა ჩვენს ნიჭს ვგულისხმობ. ისე დასანახად ვერ მიტანდა.
_ის ბიჭი გიყვარდა?_მაიკის ხმაში ცოტა სიბრაზე და ეჭვიანობაც კი გამოსჭვიოდა
_რომელი ბიჭი?
_აი დედაშენმა ,რომ ..._მაიკმა აღარ დაასრულა და წამით ინანა კიდევაც იმ ამბის გახსენება. ის ძალიან კარგად ხვდებოდა რამდენად მძიმე იყო ელენასთვის ამ ყოველივეს მოგონება. თითქოს ყველაფერს თავიდან განიცდიდა ხოლმე.
_რავიცი რამდენად შემეძლო სიყვარულის აღქმა იმ დროს ? არც ვიცი ეს გრძნობა როგორია როგორია .ჩემთვის ეს არავის უსწავლებია ,მითუფრო არ უჩვენებია . არამგონია მყვარებოდა დედაჩემს ვამწარებდი ,მაგრამ მას ვუყვარდი . ჩემი სატანჯველიც ესაა ,რომ ვიღაც უდანაშაულოდ გავწირე .
_მე ?
_რა შენ ?
_მე გიყვარვარ?
_.....
_ხმა რატომ არ იღებ ?
_გრძნობების გამოხატვა არ მეხერხება,მეტისმეტად მყიფე ვარ მაგისთვის_თავი იმართლასავით ქალმა
_გასაგებია_ცოტა უკმაყოფილოდ გაიხედა გვერდზე კაცმა
_გეყოფა ახლა ნუ იბუტები ბავშვივით. მე არ ვგავარ იმ ქალებს რომლებიც გათხოვდებიან,შვილებს გააჩენენ,ქმარს ღილებს დაუკერებენ და დილით სამსახურში კოცნით გააცილებენ . მგონი ამას აქამდე უნდა მიმხვდარიყავი. ჩემგან ამას თუ ელი მისამართი შეგეშალა .
_არც ველი .შენ ,რომ გგონია იმაზე უკეთ გიცნობ. უბრალოდ მინდა ,რომ ცოტათი მაინც შეგცვალო
_ კარგია თუ ეს იცი . მე ... მე ძალიან უმართავი ვარ მაიკ . ვერასოდეს შევძლებ ერთ ადგილზე გავჩერდე. ვერც იმას შევძლებ, რომ მარწუხებში ვიცხოვრო . ამას ნურასოდეს შეეცდები თორემ ყველაფერი იქვე დასრულდება . ნურასდროს აღმიქვამ ჩვეულებრივ დიასახლისად ...უფრო მეტიც ვერ ვიტან ასეთ არათვითრეალიზებულ ქალებს ...მოკლედ რა ...
_კარგი გეყოფა .ეს ყველაფერი ვიცი და ახსნა არ მჭირდება_ მაიკმა ქალი მკერდზე მიიხუტა . მან კი მოულოდნელად ჰკითხა
_აბა მივდივართ ალასკაზე?
_სად?
_წეღან თვითონ არ მეუბნებოდი ?
_ასე მალე ?
_ ჯობს ახლა წავიდეთ,მანამ აქ ყველაფერი ცოტა მაინც მიწყნარდება ჩვენ შორს ვიქნებით
_ეს უშველით?
_იმედიც არ გქონდეს . არ გაჩერდებიან უბრალოდ ჩვენ დროს მოვიგებთ.ასე რომ ვთქვათ ფიქრისთვის დრო გვექნება
_კარგი ,როგორც შენ იტყვი . მივდივართ ალასკაზე
_კონსტანცას ვეტყვი, რომ ჩემი საბუთები და ცოტა ტანსაცმელი ჯეიმსს გამოატანოს
_მიხვდებიან და აედევნებიან
_შენ ჯეიმსს არ იცნობ _ეშმაკურად გაიღიმა ქალმა. მაიკმა კი მხრები აიჩეჩა_ძალიან ჭკვიანი და მოხერხებულია. ჩემი მარჯვენა ხელია. ისე ვენდობი ,როგორც საკუთარ თავს . ხშირად უფრო მეტადაც კი . კაცს ელენას ასეთი დამოკიდებულება მსახურის მიმართ გაუკვირდა. ის ხომ არასდროს არავისზე საუბრობდა ამდენს . მან ქალის სიტყვებში მის მიმართ უსაზღვრო პატივისემაც კი ამოიკითხა.
ელენამ კონსტანცას ნომერი აკრიფა და ცოტა ხანში ხმაც გაიგო . ქალი ჯერ ისევ ოჯახის წევრებთან ერთად იჯდა ამიტომაც სასწრაფოდ დატოვა იქაურობა .რათქმაუნდა ყველა მიხვდა ვინც რეკავდა. კონსტანცამ მხიარულად მიახალა ქალს.
_ ელლ, ვიცი რომ წუხელ სახლიდან გაიპარე ,დაგინახე _ქალი ძალიან აჟიტირებული ჩანდა
_კონსტანცა შენი დახმარება მჭირდება _ ტელეფონს მიღმა ხმა დასერიოზულდა და თანდათან ტონმაც დაიკლო
_სადმე მიდიხარ?
_კი გადავწყვიტე ,რომ ცოტა დავისვენო
_მარტო მიდიხარ?
_არა და იცოდე მეტი არაფერი აღარ მკითხო . გპირდები ,რომ სხვა დროს აუცილებლად გიამბობ დაწვრილებით. უბრალოდ ეს ახლა ძალიან საჭიროა . სამ საათზე ჯეიმსს აეროპორტში დაველოდები .
კონსტანცას მეტი კითხვები აღარ დაუსვამს. ტელეფონის გათიშვისთანავე მოიძებნა ჯეიმსი და ყველაფერი უამბო . ჯეიმსმა პირობა მისცა ,რომ ყველაფერს ისე მოაგვარებდა ვერავინ ვერაფერს გაიგებდა.რამდენიმე საათში ჯეიმსი უკვე აერპორტში იყო ერთი პატარა ჩემოდნით და ელენას საბუთებით . ქალს მისი დანახვისთნავე გაეღიმა და მაიკს გადაულაპარაკა.
_ხომ გითხარი მოვა მეთქი _კაცმა არ შეიმჩნია თითქოს ერთად არც იყვნენ ,მაგრამ ჯეიმსს ვინ რას გამოაპარებდა.
_ქალბატონო ყველაფერი აქ არის რაც გასამგზავრებლად გჭირდებათ
_ გმადლობ ჯეიმს ,როგორც ყოველთვის შემიძლია თვალდახუჭულმა გენდო _მანაც მშვიდად გაუღიმა და წავიდა .
_უცნაური კაცია_ თქვა მაიკმა და ელენას გასასვლელისკენ გაუძღვა
ფრენა დამღლელი და გრძელი არმოჩნდა. ელენას მაიკის მხარზე ცოტახანს ეძინა კიდევაც . აეროპორტიდან გამოსვლისთანავე იგრძნო ელენამ ,რომ გარეთ ყინავდა. ქურთუკი კისრამდე აიბნია და თბილი ქუდი ჩამოიმხო.რამდენიმე წუთში მაიკიც გამოჩნდა ,რომელმაც ჯერ კიდევ ლოს ანჯელესიდან ნაქირავები მანქანა ელენას ფეხებთან გააჩერა და ანიშნა, რომ წასასვლელად მზად იყო .
_დაჯექი ელენა,წინ გრძელი გზა გვაქვს
_ჯანდაბა გზაში გავიყინები _ცხვირი აიბზუა ქალმა
_არ გაიყინები ,გამათბობელს ჩავრთავ
რამდენიმე წუთში მანქანაში ისე თბილოდა ელენამ ქუდიც კი მოიხადა .ბევრი იარეს . მაიკმა უთხრა, რომ მისი ოჯახი გამწვანებულ ადგილას ცხოვრებას ამჯობინებდა.ელენას დიდხანს ფიქრი არც დასჭირვებია მიზეზის მისახვედრად. გზადაგზა მოსახლეობა უფრო და უფრო მეჩხერი ხდებოდა ,ხოლო ტყეები უფრო მეტად ხშირი . ბოლოს დიდ გორას მიადგნენ რომლის გადავლისთანავე გამოჩნდა სამ სართულიანი სახლი ,რომელიც თეთრში იყო ჩაფლული . თოვლი ქალაქთან შედარებით აქ გაცილებით დიდი იყო . მანქანის გაჩერებისთანავე გადმოვიდნენ ორივე ძირს . როგორც ჩანს სტუმრების მოსვლა სახლშიც გაიგეს და პირველი ვინც გარეთ გამოვარდა პატარა გოგონა იყო . იგი მაშინვე მაიკისკენ გაიქცა და კისერზე შეახტა. იქნებოდა დაახლოებით თორმეტი წლის . შემდეგ ორი ბიჭიც უკან მოჰყვა . გეგონებოდათ ერთი ასაკისანი არიანო . ერთ-ერთი მათგანი განსაკუთრებით მხიარული ჩანდა .
_ ჩვენი რძალი ჩამოუყვანია _ წამოიძახა და პირდაპირ ელენასკენ გაიქცა . ქალი ადგილზე გაშეშდა როცა კისერზე მოეხვია ,მერე ხელში აიტაცა და დაატრიალა .ბიჭი აშკარად მასზე ბევრად უმცროსი იყო , მაგრამ ელენა ბამბის ქულასავით ააფრიალა ხელში
_რონი დასვი ძირს თორემ მოგხვდება _ დაიყვირა მაიკმა და უფროსი ძმის ბრძანებაც მაშინვე ასრულდა . მეორემ უფრო მოკრძალებულად მიესალმა ქალს . მერე კი ის პატარა გოგონაც გააცნეს რომელიც ჯერ ისევ ხელში ეჭირა მაიკს .
_ეს ლუნაა ,ჩემი და _ გოგონამ მორცხვად გაუწოდა ხელი და და ელენამაც მომხიბლავად გაუღიმა. ყველა სახლში შევიდა.
მისაღებში ქალი და კაცი იჯდა . ქალმა ზრდილობიანად და თბილად მიესალმა ელენას,მაგრამ კაცზე იგივეს თქმა არ შეიძლებოდა. დივანზე იჯდა ურყევად თითქოს ქანდაკება იყო. რომელიღაც ინდიელთა ტომის ბელადს წააგავდა. შავი ყორანივით თმა ბეჭებს ქვემოთ სწვდებოდა და უკან ჰქონდა შეკრული . ელენამ კაცს გაუღიმა და მიესალმა ,მაგამ მან ყურადღებაც არ მიაქცია .მერე მაიკს მიუბრუნდა და მკაცრად უთხრა .
_მე და შენ უნდა ვილაპარაკოთ !


თავი XIV :ოჯახი


მაიკმა ელენას გადახედა . მან იცოდა ,რომ ის სულელი არ იყო და მაშინვე მიხვდებოდა მამამისის ასეთი საქციელის მიზეზს . მისდა გასაკვირად ელენას სულ არ სწყენია .უფრო მეტიც კაცს მოეჩვენა ,რომ უღიმოდა. ქანდაკების მსგავსი კაცი წამოდგა და ოთახიდან გავიდა .მაიკიც თან გაჰყვა. ელენამ არც ერთს არ მოაცილა თვალი გასასვლელამდე . ის ჯერ ისევ ფეხზე იდგა და არ იცოდა რა გაეკეთებინა მარტოს ამ უცხო ოჯახში ,როცა მისი მშველელი გამოჩნდა . მოულოდნელად ტელეფონის ხმამ გამოარკვია და ქალმა უცხო ხალხს ანიშნა ,რომ უნდა ეპასუხა და გარეთ გავიდა. კონსტანცა რეკავდა,ელენამ მაშინვე გასცა პასუხი:
_ელენ უკვე ჩახვედი ? როგორ იმგზავრე?
_ნორმალურად ,გმადლობ
_მითხარი სად და ვისთან ერთად ხარ?
_ალასკაზე ვარ_ელენამ გაბედულად უპასუხა .
_მანდ რა გინდა?სულ გაგიჟდი? უცხო ადამიანს როგორ გაჰყევი მაგ სიშორეს?
_უკვე უცხო აღარ არის ,თანაც მე ეს მჭირდებოდა
_აქ რაღაც უცნაურობა შევნიშნე . ნური,მაირა და კარინა სახლიდან გაიკრიფნენ .მთელი დღეა არ გაამოჩენილან . იზაბელა ,ბარბი და სემი სახლში არიან ,მაგრამ იმ სამის ქცევა არ მომწონს
_თუ რამეა დამირეკე .მაგათ თვალი არ მოაცილო თორემ იცოდე სულ გაგიჟდებიან
ტელეფონი გაითიშა და ელენა კიდევ დიდხანს იჯდა გარეთ და თეთრად დაფარულ არემარეს უმზერდა .
მაიკი ამ დროს მამამისთან საუბრობდა.
_მამა,როდის აქეთ ივიწყებენ ჩვენს ოჯახში ზრდილობას?_საყვედურით თქვა მან
_რატომ არ მითხარი ,რომ ის გოგო ნორმალური არ იყო ?
_მშვენივრადაც ნორმალურია
_არ არის ,მე ამას ვგრძნობ და იმასაც ვგრძნობ ,რომ ყველაფერი ძალიან მალე შეიცვლება .
_არაფერი არ შეიცვლება მამა .მე ის ქალი მიყვარს ,იცოდე ამას თუ არ შეეგუები აქ აღარასდროს აღარ ჩამოვალ.ეს ჩემი საბოლოო სიტყვაა . მე მას დავპირდი ,რომ მის გამო ყველაფერს გავაკეთებდი . ჩვენ ფიცს არ ვტეხთ ,ეს ჩვენი პირველი კანონია
_კანონების დაცვა როდის დაიწყე?შემთხვევით მაშინ ხომ არა როცა ოჯახი მიატოვე და სულელური საქმიანობა დაიწყე? რა ესაქმება ჩემს შვილს იმ ‘’გაპრანჭული თოჯინების’’ გვერდით? შენ თვითონაც არ გესმის რას აკეთებ . ბოლოს და ბოლოს როდის უნდა გაიგო ,რომ ვერაფერს შეცვლი . სადაც არ უნდა გაიქცე ასეთად დარჩები .
_ეს აღარ მანაღვლებს . მე ვიპოვე ადამიანი რომელიც ისეთად იმიღებს როგორიც ვარ
_შენ მაინც გაურბიხარ საკუთარ თავს . რა საჭიროა ასე მოქცევა?
_რა არის ცუდი იმაში ,რომ მინდა თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრად ვიგრძნო ?მინდა ,რომ ადამიანი ვიყო .
_იმ ქალის გვერდით ამას ვერ შეძლებ დამიჯერე
_შევძლებ ,ჩემს ცხოვრებაში ნუ ჩაერევი . ჩემს პრობლემებს მე თვითონ მივხედავ. ბავშვი აღარ ვარ
_თქვენს ფეხქვეშ მიწა ზანზარებს მაიკ . ცეცხლს ეთამაშებით ,ვგრძნობ როგორ გვიახლოვდება ქარიშხალი. თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ საით მიდიხართ .
_ ამ ქარიშხალში მარტო გავივლი თუ საჭირო იქნება
_კარგი, შენს გადაწყვეტილებებში არ ჩავერევი,მანამდე მაინც სანამ ეს პრობლემა ჩვენამდე არ მოვა .
_რას გულისხმობ ?
_შენ გგონია ეს მხოლოდ თქვენ შეგეხებათ? თქვენ ეს თამაში გგონიათ ?
_მე მხოლოდ იმას გთხოვ ,რომ ქალს რომელიც მიყვარს ადამიანურად მოექცე. რას ხედავ აქ სირთულეს ?
_კარგი , იყოს ისე როგორც შენ გსურს . ვნახოთ ეს სანამდე მიგვიყვანს . მერე არ მითხრა, რომ არ გამიფრთხილებიხარ .
_გმადლობ _ცივად თქვა მაიკმა და კარისკენ წავიდა, მაგრამ უკნიდან ხმა მოესმა
_ორი წლის უნახავ მამას არ გადაეხვევი ?_ისიც მაშინვე შემობრუნდა და მამას ძლიერად მოეხვია . ყველას ენატრებოდი,განსაკუთრებით ლუნას .
ელენა ჯერ ისევ ცივ ქვაზე იჯდა და სახლში შესვლას არც ფიქრობდა როცა ,პატარა გოგონა ცხვირწინ აესვეტა. სუსტი და შავგრემანი იყო. თმა მამამისივით ყორანივით შავი ჰქონდა.მხოლოდ ერთი მაისური ეცვა მაშინ,როცა ელენა ქურთუკშიც კი იყინებოდა. ქალმა იფიქრა გარეთ არ გაცივდესო და ღიმილით უთხრა შევიდეთო.
_შიგნით შევიდეთ არ გაცივდე,ძალიან თხლად გაცვია
_არ მცივა ,მე სულ ასე დავდივარ_მხრები აიჩეჩა გოგონამ _შენ კი გეტყობა ,რომ ძალიან გცივა.
_ახლა აღარ თქვა ელენამ, მაგრამ გრძნობდა ,რომ კბილები უკაწკაწებდა
_ჩემს ძმას თავისი მეგობრები ჩვენთან არასდროს ჩამოუყვანია .როგორც ჩანს თქვენ განსაკუთრებული ხართ _ გულწრფელად გაიღიმა გოგონამ და მიხვდა ,რომ ამის მოსმენა ელენას ესიამონა
_არ ვიცოდი
_ძალიან ლამაზი თმა გაქთ _ბაშვური მეამიტობით მიანიშნა გოგონამ ელენას ,რომელსაც მოყვითალო ტალღოვანი თმა წელამდე ჰქონდა ჩამოშლილი
_გმადლობ,შენც ძალიან ლამაზი ხარ .ამ დროს გოგონებს ის ბიჭი მოუახლოვდა რომელმაც მოსვლისას ხელში აიტაცა და მხიარულად აცნობა.
_დედა სუფრას აწყობს წამოდით .დამიჯერეთ არ ინანებთ საუკეთესო მზარეულია _ბიჭმა თეთრი კბილები გამოაჩინა და პირველად მიამგვანა ელენამ იგი მაიკს .
მისის ოსტინი მართლაც მაგიდას აწყობდა . სასადილო ოთახში საკმაოდ გრძელი ხის მაგიდა დაედგათ .ეტყობოდა ,რომ ძველი იყო .ქალმა მზრუნველად გაუღიმა და ანიშნა დაჯექიო . ელენამ თავი უხერხულად იგრძნო,უნდოდა დახმრება შეეთააზებინა, მაგრამ ამ საქმის არაფერი არ გაეგებოდა . ის კი არა და დარწმუნებული იყო პირველსავე თეფში ხელიდან გაუარდებოდა .ბოლოს გადაწყვიტა, რომ არაფერს შეხებოდა და ჩუმად დაჯდა მაგიდასთან . უყურებდა ქალს რომელიც დიდი თვალწარმტაცობით არ გამოირჩეოდა, მაგრამ შვილებს თავზე ევლებოდა .ახლა მიხვდა რატომაც ეუბნებოდა მაიკი დედაჩემი საუკეთესო დედააო . ოდნავ ჩაპუტკუნებული დაბალი ქალი პირდაპირ სითბოს ასხივებდა მთელს ოჯახში . უცებ დედამისთან ნურ პირსლთან გააიგივა და ინსტინქტურად გაეცინა . ნური სუსტი,ლამაზი და თვალისმომჭრელი ქალი იყო . მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობდა და ცხოვრებაში ღირებული არაფერი გაუკეთებია .ერთადერთი მოვალეობა რაც ეკისრებოდა დედობა იყო და იმასაც არ ასრულებდა.ქალს მის სახეზე ღიმილი არ გამოჰპარვია.
_ხო ყოველთვის ასე მაიმუნობენ ,თვალყური თუ არ ადევნე ხელიდან წავლენ _მას ეგონა ,რომ ელენა ბავშვების ოინებზე იცინოდა.
_არა მაგაზე არ მეცინება ,იმაზე მეცინება როგორ შეიძლება ადამიანებს ჰქონდეთ ერთნაირი სტატუსი და როგორი განხვავებულები იყვნენ ისინი .
ოჯახის დიასახლისი მეტს აღარ ჩასძიებია სტუმარს მითუფრო ,რომ დაინახა მაიკი მოვიდა. კაცმა უკნიდან მოუახლოვდა ელენას და თავზე გადაუსვა ხელი .ელენას უცებ შეეშინდა და ადგილზე შეხტა.
_მაიკ ,შემაშინე
_მაპატიე . დედა დროა მაგიდასთან დავსხდეთ ? _ ხელები გაასავსაა მაიკმა
_ნუ უზრდელობ ,მამას დაელოდე _ საყვედური გაისმა გვერდით ოთახიდან
_ კიდევვ კარგი პირსლებს რაღაც მაინც გვაქვს საერთო თქვენს ოჯახთან _ ჩაიცინა ელენამ
_ რა? არ მითხრა, რომ ამ წესს თქვენც იცავთ_ ნაზად მოხვია ხელი კაცმა _საშინელი წესია
_ჩემი დადგენილი წესი იყო .
_ჩვენს ოჯახში დედამ დაამკვიდრა . ხედავ რაღაცით გავხართ კიდევაც . ვივახშმის მერე დაიძინე,დილას კი სასეირნოდ წაგიყვან . აქაურობა ძალიან ლამაზია.ქალმა თანხმობის ნიშნად გაუღიმა.
მალევე გამოჩნდა სასადილო ოთახში ოჯახის უფროსი და მაგიდის თავში დაჯდა . კაცი ელენას მიმართ უფრო ლმობიერი ჩანდა და აღარც თვალს არიდებდა.
უკვე შუაღამე იყო ნური და მაირა კომპანიაში, რომ მივიდნენ. აშკარა იყო, რომ რაღაცას ეძებდნენ . გოგონები კიბით ავიდნენ იმ სართულზე სადაც ელენას კაბინეტი იყო ,მაგრამ ოთახში არ შესულან. პირდაპირ ემას კომპიუტერთან მივიდნენ და რაღაცის ძებნა დაიწყეს.
_ნურ მიმიშვი,კომპიუტერს შენზე უკეთ ვფლობ .
_ უნდა გავიგოთ სად წავიდა ელენა
_თუ მიმიშვებ გავიგებ _ საყვედური წარმოთქვა გოგონამ და დეიდაშვილს ხელი უჯიკა .
_ დარწმუნებული ვარ ბილეთები ემას დააჯავშნინა ,ისე არასდროს არ მიდის . ურჩევნია უკვე მოგვარებულ საქმეზე წავიდეს.
_ ერთი წუთი მჭირდება და გავიგებ დღეს რომელიმე აეროპორტში თუ შეუკვეთა ბილეთი
_ მაირა დროზე ვინმე არ მოვიდეს
_ამ შუაღამეს? ჰო კარგი _ თვალები გადაატრიალა გოგონამ და მეორე წამს წამოიყვირა _ ალასკა , ელენა ვინმე მაიკ ოსტინთან ერთად წასულა ალასკაზე. ემამ ორი ბილეთი შეუკვეთა ალასკაზე . ერთი ელენას და მეორე იმ ვიღაცის სახელზე.
_მაიკ ოსტინი ? შეუძლებელია . ნუთუ ის კაცი არის ვისაც ვეძებთ?
_იცნობ ?
_რათქმაუნდა_ ნურმა მკლავში ხელი წაავლო მაირას და დერეფანში წაათრია . მთავარ დაფაზე ფოტო იყო გამოკრული. იზაბელასთან ერთად ვიღაც კაცი _ აი ეს არის მაიკ ოსტინი.ახალი სუნამოს სახე . მაირამ თვალები გადაატრიალა.
_ ერთი შეხედვით ნორმალურს გავს. თანაც ძალიან სიმპატიურიაა არა? _ ნურმა იდაყვი გაჰკრა და ისიც მაშინვე გაჩუმდა
ოჯახის დიასახლისმა ელენას მაიკის ოთახში შეუძღვა . იატაკზე ცხოველის ფუმფულა ტყავი იყო გაფენილის . ქალმა თბილად მიანიშნა საწოლზე და უთხრა დაიძინეო . ცოტახანში მაიკიც შემოვიდა და გვერდით მოუწვა ქალს ,მაგრამ ის ხმას არ იღებდა. მერე კი ხმადაბლა უთხრა:
_დედაშენი მართლაც, რომ საუკეთესო დედაა
_მოსწონხარ,ამას ვხვდები
_მეც მომწონს. ნეტა დედაჩემიც ასეთი ყოფილიყო . ყველა შვილი და მთელი ოჯახი გაანადგურა .
_ლამაზი იყო ?
_ ნური ნანახი გყავს?
_კი ერთხელ
_ ძალიან ჰგავს .მეც ვგავარ , მაგრამ ის უფრო
_მართლა ძალიან ლამაზი ყოფილა
_მხოლოდ მაგით მოხიბლა მამაჩემი სხვა არაფრით.
_ჩემს დას შენი თმა მოსწონს_ ხელი გადაუსვა კაცმა
_შენ რა იცი ?_ გაკვირვებით შეხედა ქალმა
_ვიცი, ძალიან უნდა ქერა და თეთრი იყოს
_ ისიც თქვენნაირია?
_მამა ფიქრობს ,რომ ისიც ჩვენნაირი იქნება. მაგრამ ამისთვის დროა საჭირო ჩვენთვის სრულწლოვნების ასაკი თექვსმეტი წელია
_ძალიან მებრალება, ვიცი რას ნიშნავს იყო არანორმალური
_ამას ძალიან განიცდი არა?
_ უფრო მეტად ვიდრე შეგიძლია წარმოიდგინო
წყვილს ცოტახანში ჩაეძინა . მეორე დილით ელენამ მაიკი, რომ მოიკითხა მისის ოსტინმა უთხრა შინ არ იარისო.
_მოდი საყვარელო ,მაიკიც მალე მოვა
_სად არის?
_ტყეში წავიდნენ. დიდი ხანია ველებზე არ ურბენიათ_ელენამ მაშინვე მიხვდა ქალი რასაც გულისხმობდა .
_ყველაფერი გასაგებია
_ჩემს ქმარს აპატიეთ უბრალოდ ასეთია. ადამიანებთან ურთიერთობა უჭირს
_არაუშავს, მეც ასეთი ვარ .შეიძლება ცოტა ახლოს გავისეირნო ?
_შორს არ წახვიდე .ტყე საშიშია თორემ მაიკს რა პასუხი გავსცე ?_ჩაიღიმა ქალმა
_გპირდებით აქვე ვიქნები .
ელენამ ახლომახლო სიარული დაიწყო და ვიწრო ბილიკს დაუყვა . უკვე შუდღის სამი საათი იყო. მზე თოვლზე ბრილიანტივით ბზინავდა ფეხი კი ყველა ნაბიჯზე უცურდებოდა ,მაგრამ სიარული მოეწონა და გზა გააგრძელა . მოულოდნელად ხიდან თოვლი ჩამოცვივდა და ელენას დაეცა . ქალი შებარბაცდა და თავი ძლივს შეიკავა, რომ არ წაქცეულიყო. უცებ გამოერკვა და სცადა მიმხვდარიყო რა მოხდა,მაგრამ მოულოდნელად ზემოდან ვიღაც ჩამოხტა და ქალს დაეტაკა . ორივე თოვლზე გადაგოორდა .უცნობი ზემოდან მოექცა და ხელები ძლიერად გაუკავა.

თავი XV: დაუპატიჟებელი სტუმრები

ელენამ სახიდან თოვლი თავის გაქნევით გადაიფერთხა და მხოლოდ ახლა დაინახა ,რომ ის ვიღაც ვინც ცოტა ხნის წინ მოულოდნელად ზემოდან ჩამოხტა მაირა იყო . ძაღლივით იღრინებოდა და თვალებს უბრიალებდა . გოგონას ბეწვის ქუდი და ტყავის ხელთათმანები ჩაეცვა . ეტყობოდა, რომ სციოდა .მაშინვე გადაწყვიტა ,რომ მისი ნიჭი გამოეყენებინა და მოეცილებინა ,მაგრამ მის უკნიდან ნურის სილუეტი გამოჩნდა .ელენამ მაშინვე გააცნობიერა ,რომ ორივეს ერთად ვერ გაუმკლავდებოდა და გადაწყვიტა ეკივლა. მაირამ მიხვდა რასაც აპირებდა და პირზე ხელი ააფარა.
_ სულელო ,გეგონა აქ დაგვემალებოდი ? შენგან ასეთ წინდაუხედაობას არ მოველოდი . ის კიარა და მანქანაც კი ლოს-ანჯელესიდან იქირავე _ დამცინავად დაიღრინა მაირამ და ნურიც აჰყვა .
_ სად არის შენი გაბურძგნული საყვარელი ? მოვიდეს და დაგიცვას ახლა .
_როგორ მიბედავთ იდიოტებო ,თავი ვინ გგონიათ ? ორივეს დაგხოცავთ _არ ცხრებოდა ელენა
_ ეჭვიც არ გვეპარება ,მაგრამ ამჯერად ჭკუაში ჩვენ გაჯობეთ . შენი საყვარელი და უტვინო დაიკო ბარბარა საიმედოდ ყავს დაბმული კარინას . აბა ერთი გაბედე და შეგვეწინააღმდეგე ყველა შენს ცუდ საქციელზე მას ვაგებინებთ პასუხს _ დაისისინა მაირამ და თითი თვალთან დაუტრიალა
_ალბათ იმის ახსნა არ გჭირდება ,რომ მის მიმართ გულისხმიერი არ ვიქნებით _დაამატა ნურმა და ვითომ საწყალი სახე მიიღო .
_ ურჩხულები ხართ. ყოველთვის მეგონა, რომ ყველაზე უარესი თქვენსში მე ვიყავი, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ვერც კი შეგედრებით_ სახე დაემანჭა ქალს და კიდევ ერთხელ შეუტია.
უცებ ტყიდან ვიღაც გამოვარდა და გოგონების წინ აისვეტა. ეს იყო მაიკის პატარა და ლუნა . ბავშვს ჯერ შეეშინდა, მაგრამ მაირას ქვეშ მოქცეული ელენა ,რომ დაინახა დაიყვირა :
_ხელი გაუშვით
_ეს ლაწირაკი ვინ არის ? ვერ ვიტან ბავშვებს _აიმრიზა მაირა . ბავშვი ადგილს მოსწყდა და ელენასკენ გაიქცა ,მაგრამ ნურმა ჰაერში დაიჭირა და ხელში აიტაცა, რომ გაეკავებინა . ლუნამ ისე დაიყმუვლა , როგორც მგლები ყმუიან ხროვაში. მხოლოდ ელენა მიხვდა , რომ იგი ძმებს ეძახდა, რომლებიც ტყეში იყვნენ გასულები .
უკვე მგლებად მოქცეული მაიკი და მისი ძმები ველებზე სირბილში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს , როცა ლუნას დაყმუვლება ექოდ გაისმა ტყეში. სამივე ადგილზე გაშეშდა . რონიმ სირბილი შეწყვიტა და თათი მიწას დაჰკრაა. მაიკი მიხვდა რასაც ეუბნებოდა
‘’_სახლში რაღაც ხდება არა?_გამოეხმაურა იგი’’
‘’_ხმა სახლიდან არ ისმის. აქედან ჩრდილოეთით ნახევარ კილომეტრში .სავარაუდოდ ვიწრო ბილიკთან _გაუსწორა რონიმ და ადგილს მოსწყდა . მაიკმა ისევ დაიყმუვლა ,რომ მესამე ძმისთვის ენიშნებინა უკან მობრუნებულიყო’’
რონიმ გზა გადაჭრა და მაიკიც მაშინვე მიხვდა რასაც ძმა ანიშნებდა. მას სურდა ,რომ გზას ორივე მხრიდან გაჰყოლოდნენ. მოეწონა ეს იდეა და დაემორჩილა. ბავშვის ხმა სახლში ოჯახის უფროსმაც გაიგონა ,მაგრამ ადგილიდან არ გარყეულა. დარწმუნებული იყო ,რომ გოგონას ძმები მიხედავდნენ. დაახლოებით ხუთი წუთი ირბინეს მგლებმა ბილიკთან მიღწევამდე და მაიკმა დანახვისთანავე მიხვდა რაც ხდებოდა . მას არ სურდა, რომ ელენას ასეთი ენახა და ძმას ანიშნა, რომ ადამიანის სხეულით გამოჩენილიყვნენ . ამ პროცესს სულ რაღაც ერთი წუთი დასჭირდა. ბიჭები ხედავდნენ როგორ ეჭირა ხელში ნურს ლუნა და აქეთ-იქეთ აქნევდა.
_ჩემი და ძირს დასვი ალქაჯო _ დაიღინა მაიკმა . ქალმა წარბი ასწია ამ ბრძანებაზე და მაიკს მიუბრუნდა.
_ შენ ვინ გდიხარ ,რომ რამე მიბრძანო ? ხელქვეითებს არ ვემორჩილები _დამცინავად წარმოთქვა და ბავშვი უფრო ძლიერად ამოიჩრა იღლიაში .
მაიკი ადგილს მოსწყდა ,მაირას დააფრინდა მაჯაში და მთელი ძალით მოიქნია თოვლში . ქალმა სული ძლივს მოითქვა და ფეხზე წამოდგა . ელენა უკვე მკერდზე ყავდა მიკრული მაიკს, როცა გამოერკვა. ქალი სულ კანკალებდა სიცივისგან ,რადგანანაც უკვე გარგა ხანი იყო გაუნძრევლად იწვა თოვლის ნამქერში.
_აბა დასვამ ჩემს დას ძირს თუ ეგ უტვინო თავი მოგაგლიჯო ?_ დაიღრინა რონიმ . ნურმა გადაიხარხარა და ისევ დამცინავად წარმოთქვა.
_შენნაირი გაბურძგნული მაწანწალა ცხოველი ვერაფერს მიბრძანებს_ტუჩები აიბზუა ქალმა
_ჩემი ძმა მაწანწალა არ არის_ მუშტები დასცხო გოგონამ ზურგში
_მოკეტე ლაწირაკო თორემ კლდიდან მოგისვრი _ დაიცაცხანა ნურმა
_ და იმ წამსვე მაგ კისერს მოგაგლეჯ ,მახინჯო კუდიანო _ არ ჩამორჩა რონი
_ ვინ არის მახინჯი მე ? _თვალები აუალდა ნურს და ძმის დასანახად ბავშვს კისერში წაუჭირა ხელი . გოგონა აფართხალდა _ აბა გაიმეორე ვინ არის მახინჯი ?
რონიმ მეტი ვეღარ მოითმინა .საზარლად დაიღრინა და ჰაერში ახტა . ელენას თვალწინ ყორანივით შავი მგელი დაეცა და ლამის მიწა შუაზე გახეთქა . ცხოველმა თათი ძლიერად დაჰკრა ძირს და ნურისკენ გაიქცა. ქალმა ინსტინქტურად გაუშვა ბავშვს ხელი რომელიც ძირს დაენარცხა და მაჯა გადაეყვლიფა . ორივე ხეზე აეკრა და თვალები დახუჭა.
_რონი არაფერი დაუშავო გთხოვ _შეევედრა ელენა და მგელმაც უკან დაიხია . მაიკს ლუნა უკვე ხელში ეჭირა . უფროსი რიდლი გოგონებს მიუახლოვდა და დაუყვირა _ბარბარა სად არის ?
_კარინამ წაიყვანა _ამოთქვა ხმა აკანკალებულმა ნურმა და ცხენივით აყუდებულ მგელს გახედა
_ახლავე დაურეკე და უთხარი, რომ სახლში დააბრუნოს _გოგონებმა თავი დააქნიეს.ელენამ ნომერი აკრიფა და კარინასთან დარეკა . ქალმა რამდენიმე წამში უპასუხა .
_ელენა რა გინდა? _ზიზრით გამოსცა პასუხი
_ ნურს და მაირას შენთან საქმე აქვს _გოგონები წამით შეყოვნდნენ ,მაგრამ რონიმ ისევ მიწას დაჰკრა თათი და მათაც მაშინვე შეასრულეს ბრძანება.
_ კარინა ბარბარა სახლში დააბრუნე _შეევედრა მაირა
_ ასეც ვიცოდი, რომ არაფრის მაქნისები არ იყავით_გოგონამ კბილებში გამოსცრა პასუხი
_შეასრულე რასაც გეუბნებიან _აყვირდა ნური
_უკვე სახლშია.კონსტანცას ვერ გამოვეპარე . მანქანაში ,რომ ვსვამდი თავზე დამადგა
_და კიდევ აქეთ გაქვს პრეტენზია? ყველაზე მარტივი საქმეც ვერ შეასრულე _დაიღრინა მაირამ
_მორჩა ჭორიკნობა _დაიყვირა ელენამ და ტელეფონი გათიშა _ახლავე მოშორდით აქედან ორივე . მეორედ ასეთი რამ არ გამიბედოთ თორემ ორივეს დაგხოცავთ.
_ჯერ არაფერი დამთავრებულა დაიკო .ჩვენი დროც მოვა _ორივე ბილიკისკენ გაიქცა და მალევე გაუჩინარდა.
ელენა მაშინვე ლუნასთან მივარდა და მკლავი უნახა . მაიკმა დაამშვიდა არაფერი მოუაო . ქალს სახეზე ეტყობოდა ,რომ ცუდად იყო . რამდენიმე წუთში ტყიდან უვე ადამიანად ქცეული რონი გამოვიდა და ლუნა ხელიდან გამოართვა ძმას. მერე ელენასაც გაუღიმა იმის ნიშნად ,რომ არაფერში არ ადანაშაულებდა.
_ლუნას სახლში წავიყვან _კბილები გამოაჩინა ბიჭმა .ქალმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია . ბავშვმა ძმის ბეჭებს მიღმა გადმოყო თავი და ელენას დაუძახა.
_ხომ არ წახვალ ?_ ქალს გული აუჩუყდა და ლამის ცრემლნარევად გამოეხმაურა.
_რათმაუნდა არა_მერე კი იქვე ქვაზე ჩამოჯდა და ტირილი დაიწყო ,მაგრამ ცრემლებს მაიკს არ აჩვენებდა.
_ნუ ტირი ლამაზო _თოვლისგან დანამულ თმაზე ხელი ნაზად გადაუსვა კაცმა
_ახლა ხვდები მეტოქის შესაძლებლობები რამდენად დიდია ?
_არც არასდროს მეპარებოდა ეჭვი
_ჩემს გამო შეიძლებოდა შენს დას რამე დაშავებოდა . ჩემს გამო თქვენ ყველას საფრთხე გემუქრებათ. ამას ვერ დავუშვებ .ამ ყველაფერს მარტომ უნდა გავუმკლავდე. ჩემს დებს და დეიდაშვილებს მე თვითონ მივხედავ. შენ არ ხარ ვალდებული ჩემს გამო შენი და შენი ოჯახის წევრების სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდო. ხედავ? ბარბარაც კი არ დაინდეს ,საკუთარ დას სწირავდა მისი ახირებებისთვის .
_ შენთვის რამის დაშავების უფლებას არავის მივცემ. მე შენს წინაშე დავიფიცე . ფიცის გატეხვა არ შემიძლია ,ეს ჩვენს პრინციპებებს ეწინააღმდეგება . შენ ჩემთანაც , რომ არ იყო მე ამას მაინც გავაკეთებ .
_შეშლილი ოჯახი მყავს . მემკვიდრეობით მივიღეთ სისასტიკე და ბოროტება.
_ამას ნუ ამბობ შენს ოჯახში კარგებიც არიან ,ეს იმას ნიშნავს ,რომ მემკვიდრეობა არაფერ შუაშია .
_მთელი ცხოვრების მანძილზე საგიჟეში ვცხოვრობ . გონებას ვერ მოვადუნებ ,არ ვიცი რომელი რას მოიმოქმედებს . ახლა ჩვენს წინააღმდეგ გაერთიანდნენ . ისინი დიდი ძალა არიან მაიკ. შენ ამას ერ აცნობიერებ .კონსტანცა ჯერჯერობით ჩემს გარეშე უმკლავდება ,მაგრამ მალე ვეღარ შეძლებს .ეს მოჩვენებითი სიმშვიდეა ,მოჩვენებითი სიჩუმე ... ჩვენს თავზე ღრუბელი გროვდება
_ლოს-ანჯელესში დავბრუნდეთ?_ქალმა თანხმობის ნიშნად თავი დააქნია.
_ ხვალ კიდევ დავრჩეთ და ზეგ დილით გავემგზავროთ.
კაცმა დაინახა ,რომ ქალს ხელები გაჰყინვოდა და გასწითლებოდა.მერე ელენას თითები ხელებში მოიქცია და სახლში წაიყვანა. მისაღებში ლუნა უკვე დარბოდა როცა სახლში შევიდნენ. ელენამ გაკვირვებით გადახედა მაიკს და მანაც მაშინვე მიხვდა რას გულისხმობდა როცა უთხრა არაფერი მოუაო. ბავშვი მაშინვე გამოიქცა და ელენას მოეხვია .
_კარგად ხარ?_ხმა აკანკალებულმა წარმოთქვა ქალმა.
_რათქაუნდა,ძირს დავარდნა რას დამაკლებს _გაიღიმა გოგონამ
_ კარგია
_ისინი არ გაჩერდებიან_ხმა პირველად ამოიღო მაიკის მამამ.ელენას ტანში გააჟრჟოლა,კაცს ისეთი ცივი და გამჭოლი ხმა ჰქონდა ლამის მთელი ოთახი შეზანზარდა.
_ჩემს დებს მე თვითონ მივხედავ_ მტკიცე ხმით წარმოთქვა ელენამ
__ეჭვიც არ მეპარება,მაგრამ ძალიან გაგიჭირდება . მხეცებს გვანან რომლებიც სისხლის კვალს მიჰყვებიან ,მაგრამ ნადავლს ვერ პოულობენ .
_მარტო არ არის _ მშვიდად წარმოთქვა მაიკმა და მხრებზე ხელი მოხვია, მერე კი საძინებლისკენ გაუძღვა.
ოთახში შესვლისთანავე დარეკა კონსტანცასთან ,რომ ბარბარას ამბავი გაეგო . ქალს როგორც ყოველთვის მხიარული ხმა ჰქონდა და ისიც მაშინვე მიხვდა ,რომ ყველაფერი რიგზე იყო .
_ ბარბის წაყვანა უნდოდათ არა ?
_ჰო მაგრამ მე აქ რისთვის ვარ? ვიცოდი, რომ რამეს შეეცდებოდნენ
_გმადლობ კონი შენს იმედზე ვარ ხომ იცი . ზეგ დილით წამოვალთ მანამდე მაგენს ყურადღება არ მოაცილო. ერთი დღეც გაუძელი .
_არ იჯავრო და რამდენ ხანსაც გინდა დარჩი _ტელეფონი წამში გაითიშა .
კაცმა ძლიერად მიიხუტა გულზე ელენა და თმაზე მოეფერა . ის ახლა ისეთი სუსტი მოეჩვენა, როგორიც არასდროს . ხვდებოდა ,რომ არ ეშინოდა .ის უბრალოდ ბრძოლით დაიღალა. ელენას ყოველთვის ეგონა, რომ მის სხეულს მიღმა მახინჯი სული იყო ,დამნაშავე და სასტიკი . დღეს პირველად იგრძნო ,რომ ისიც ადამიანი იყო . თურმე რამდენი შესძლებია ცხოვრებისეულ მღელვარებას ,რომელსაც იგი აქამდე ახლოს არ უშვებდა . ცხოვრების განაჩენად წოდებული მომაკვდინებელი ქალი რამდენიმე დღეში იქცა უბრალო ქალად ,რომელსაც ისევე შეეძლო ეგრძნო როგორც სხვებს . ელენამ ინსტინქტურად გაიხედა სარკისკენ რომელიც ოთახში იდგა. იქედან თვალცრემლიანი ქალი უმზერდა და ახლა საკუთარი თავი უფრო ლამაზი მოეჩვენა .უცებ ცივი და ქათქათა ხელები სახეზე ჩამოისვა და ცრემლები მოიწმინდა.
_მე ეს არ მიხდება _ცივად წარმოთქვა და ჩვეული მტკიცე სახე დაიბრუნა .
_გიხდება,ის ვინც ახლა სარკიდან გიმზერს ნამდვილი ელენა პირსლია . დროა ეს აღიარო


თავი XVI : არარსებული მომავალი

ელენას ვიზიტი ალასკაზე კიდევ ორ დღეს გაგრძელდა. გარეგნულად თითქოს მხიარული და მშვიდი ჩანდა ,მაგრამ უკან დაბრუნება აშინებდა. მის მიმართ განსაკუთრებულ სიყვარულს და სითბოს პატარა ლუნა იჩენდა . ხშირად ეთამაშებოდა და რამდენჯერმე საციგურაოდაც კი წაიყვანა . მაიკს განსაკუთრებით უხაროდა ქალის ასეთი სახეცვლილება ,მაგრამ იმასაც ხვდებოდა ,რომ ეს მოჩვენებითი სიმშვიდე იყო და მაშინვე დასრულდებოდა ,როცა ლოს-ანჯელესის მიწაზე ისევ დადგამდნენ ფეხს . ორშაბათს დილით ოჯახის უფროსი ოდნავ თავშეკავებულად დაემშვიდობა წყვილს ,ხოლო მისის ოსტინმა და მაიკის და-ძმებმა მანქანამდე მიაცილეს ორივე. დამშვიდობება არც ისე დიდხანს გაგრძელდა.
_ისევ ხომ ჩამოხვალ რძალო ?_ მხიარულად გადაეხვია რონი ,რომელიც რატომღაც ჩამოსვლის დღიდან ''რძალს '' ეძახდა
_ვეცედები_მომხიბლავად გაიღიმა ელენამ . მეორე ძმაც ზრდილობიანად, მაგრამ უფრო ოფიციალურად დაემშვიდობა . მისის ოსტინმა დედობრივი სითბოთი მოეხვია და გადაკოცნა. ყველაზე ემოციური ლუნას დამშვიდობება იყო,რომელმაც სამახსოვროდ იისფერი გამჭვირვალე ქვა აჩუქა ქალს და კისერზე მოეხვია.
_ მინდა ,რომ როცა ისევ ჩამოხვალ უფრო დიდხანს დარჩე _ელენას მოეჩვენა ,რომ ბავშვს ცრემლი მოადგა თვალზე და მოეხვია .
ლოს-ანჯელესამდე ისე იმგზავრეს თითქმის არ უსაუბრიათ .მხოლოდ რამენჯერმე მოუტანა ცხელი ყავა მაიკმა . აეროპორტში ერთმანეთს თბილად დაემშვიდობნენ და ელენამ ტაქსით შინ დაბრუნება გადაწყვიტა.
_თუ რამე დაგჭირდეს დამირეკე _ თმაზე ხელი ჩამოუსვა მაიკმა
_ კარგი _გაიღიმა ქალმა და წავიდა. მაიკს ეგონა უკან მობრუნდებოდა ,მაგრამ ასე არ მოხდა. მერე ისიც მანქანაში ჩაჯდა და წავიდა.
ელენა მისაღებ ოთახში ,რომ შევიდა კონსტანცა და იზაბელა გრძელ მაგიდასთან ისხდნენ და მოღუშული სახით იყურებოდნენ . კონსტანცას კარტი გაეშალა, სიგარეტს მშვიდად აბოლებდა და რაღაცას ბუტბუტებდა,იზაბელა კი გულდასმით უსმენდა . კარტი ჩვეულებრივს არ ჰგავდა ,რაღაც უცნაური ნახატები ჰქონდა ზედ .
_რაო კარტი რას გვაუწყებს?_ ოთახში მოულოდნელად შევიდა ელენა,მაგრამ შეცდა. მის გამოჩენას დიდი ოვაციები არ მოჰყოლია. უფრო მეტიც თითქმის არ განძრეულან,მხოლოდ იზაბელამ გაუღიმა ჩვეული სითბოთი .
_კარგს არაფერს ელლ...!_ ისევ უყურადღებოდ თქვა კონსტანცამ
_ კონი ამბობს, რომ ყველაფერი უარესად გართულდება_ იზაბელას აღელვება ეტყობოდა
_არ მჯერა მაგ კარტის _ამოილუღლუღა ელენამ
_ვიღაც ზედმეტს ვხედავ ,ეს ვიღაც საქმეს რადიკალურად გაართულებს
_კარგი ერთი ამაზე მეტად რას გაართულებს .ხელი აიქნია ელენამ
_ ქარიშხალი ძალებს იკრებს . ვხედავ ,რომ მარტონი არ ვართ ამ ბრძოლაში _ ტუჩები დაპრუწკა კონსტანცამ
_რათქმაუნდა არ ვართ,მაიკს გულისხმობს ეგ კარტი ალბათ _თავი დაიმშვიდა ელენამ
_არა მაიკი არ არის
_ კონი არ შეგიძლია ივარაუდო მაინც ?_ იკითხა იზაბელამ და წითელი კულულები მომხიბლავად შეისწორა
_არ ვიცნობთ,უცხოა _თითი დააკაკუნა კარტზე კონსტანცამ
_აბა ვინ არის? ჩვენს მხარეს იქნება?_ელენას შეშფოთება შეეტყო
_ნწ ,შეხედე _ თითი ისევ იგივე კარტზე დააკაკუნა კონსტანცამ _ ეს კარტი მომავალს აღნიშნავს , ოღონდ ჩვეულებრივს არა
_არ მესმის _თავი გააქნია ელენამ
_არც მე _დაამატა იზაბელამ
_ ჩვეულებრივს არა იმიტომ ,რომ ეს მომავალი ჯერ არ არსებობს.
_კონი ან ნორმალურად ამიხსენი ადამიანურ ენაზე ან არა და ახლა ჭკუიდან გადავალ _ თვალები დააბრიალა ელენამ
_ეს კარტი არარსებული მომავლის სიმბოლოა , ან იმ ადამიანს არ ვიცნობთ ან ... _ კონსტანცას შეეტყო, რომ თქმა უჭირდა ან არ უნდოდა _ არც მინდა წარმოვიდგინო მეორე ვარიანტი .
_ან რა ?_ ხელი მაგიდას დაჰკრა ელენამ და მოთმინებიდან გამოვიდა .თვალები ცეცხლივით უელავდა
_ან ის ადამიანი ჯერ არ დაბადებულა
_არა ,ეს შეუძლებელია _ფეხზე წამოხტა ელენა _ამას არ დავუშვებ . შენი კარტი სულ გაგიჟდა არა ? მოაშორე აქედან ახლავე _ ქალმა ტელეფონს ხელი დასტაცა და ოთახიდან გავარდა . იზაბელას ჯერ ისევ შოკირებული სახე ჰქონდა.
_კონი შენ ფიქრობ, რომ ...
_მე არა,კარტი _ კონსტანცამ დამწვარი სიგარეტი მინის საფერფლეზე დაასრისა .თან გაუკვირდა ელენამ ყურადღება, რომ არ მიაქცია. ვერასდროს ვერ იტანდა სიგარეტის სუნს და დეიდაშვილს სულ საყვედურობდა სახლში ნუ ეწევიო.
_მითხარი ეს რამდენად სერიოზულია ,რას უნდა ველოდოთ
_ეს ყველაფერს შეცვლის იზ _თითი ტუჩზე მიიდო კონსტანცამ და სკამზე მოხერხებულად ჩასრიალდა. ეს არ უნდა მოხდეს ამას ვერც მე მივემხრობი .
_რატომ ?
_ისინი მაიკზე ნადირობენ . არც იმას დაუშვებენ ,რომ ის ბავშვი დაიბადოს. ჩვენს ოჯახში მოქცევითი ვერ დაიბადება . ელენას მოკლავენ და იმ ბავშვის დაბადებას არ დაუშვებენ ,მაგრამ ეს კიდევ არაფერი ...
_ კიდევ რა ?
_ როცა ჩვენი და მოქცევითების ისტორიას ვსწავლობდი კიდევ ერთი რამ აღმოვაჩინე. ისინი საკუთარი სისხლის დასაცავად ყოველთვის ერთიანდებიან . მოქცევითების ოჯახები არც ისე ბევრია შემორჩენილი ამიტომ დღევანდელ დროში განსაკუთრებით აუცილებლად თვლიან, რომ დაიცვან თითოეული მათთაგანის სიცოცხლე რათა არ გადაშენდნენ .
_ ახლა ყველაფერი გასაგებია... მაიკის ოჯახი ამ ბავშვის დასაცავად დაგვიპირისპირდება.
_არა მარტო დაგვიპირისპირდება მთელს ჩვენს ოჯახს გაჟლეტენ თუ საჭირო გახდება. ვინც წინ გადაუდგება ამ ბავშვის დაბადებას, ყველას გაანადგურებენ. მითუფრო ჩვენ ,ისინი ჩვენზე ძლიერები არიან . ელენას საფრთხე დაემუქრება ,თანაც ძალიან სერიოზული . ჩვენები შეცდებიან ელენა მანამდე მოკლან სანამ ისინი გაიგებენ ბავშვის არსებობას.
_იქნებ კარტი ცდება?
_ ვილოცოთ, რომ ასე იყოს ,მაგრამ მე მაგის ნაკლებად მჯერა
_რა შეგვიძლია გავაკეთოთ?
_ახლა მხოლოდ დაველოდოთ ,რომ გავიგოთ ცდება თუ არა კარტი . თუ არ ცდება ელენა მანამდე უნდა დავმალოთ სანამ ამის შესახებ ჩვენები გაიგებენ .
_ის არ დაიმალება
_თუნდაც ამისთვის მისი დაბმა დაგვჭირდეს
_ესღა გვაკლდა სრული ბედნიერებისთვის
_ელენას გამო ალასკაზე წავიდნენ .ეს იმას ნიშნავს ,რომ მათ ვერაფერი შეაჩერებთ .
_დეიდას რა ვუხერხოთ? საბოლოოდ სანამ არ შეშლის ჭკუიდან ყველას არ გაჩერდება.
_ამიტომაც არიან ასე გაღიზიანებულები ,დედა აქეზებთ და მუქ ფერებში აჩვენებს ყველაფერს .
_მაინც და მაინც მას რატომ უნდა გადაჰკიდებოდა ელენა ?რატომ მან და მაინც ის ამხელა ქალაქში .
_ იმიტომ, რომ ის ყველაზე ხელსაყრელია ჩვენნაირებისთვის ,მაგრამ ამავე დროს ყველაზე სახიფათო.
გოგონები ამ საუბარში იყვნენ ზედა სართულიდან მსხვრევის და მტვრევის ხმა ,რომ გაისმა . ორივე ფეხზე წამოვარდა და კიბეებისკენ გაიქცა. ელენა ოთახში ყველაფერს ლეწავდა და თან ბღაოდა .
_ რა გჭირს ? დაწყნარდი იქნებ მართლა ცდება ის წყეული კარტი_ იზაბელამ მისი გაკავება სცადა, მაგრამ ელენა ირგვლივ ყველაფერს ძირს ისროდა
_ჯერ არ უნდა მეთქვა შევცდი _ამოილუღლუღა კონსტანცამ და კედელს აეკრა.
_ მაგენის დევნა არ მჭირდება ,თუ ეს სიმართლეა მე თვითონ არ გავაჩენ ამ ბავშვს. არაფერში მჭირდება .შვილს არასდროს არ გავაჩენს. არ დავუშვებ დედაჩემს და დეიდაჩემს დავემგვანო . ამას არასოდეს დავუშვებ_ ღრიალებდა ელენა
_არცაა სავალდებულო დაემგვანო _ მშვიდად წარმოთქვა იზაბელამ
_როგორ არაა სავალდებულო ?შეგიძლია ჩვენს ოჯახში ერთი ქალი მაინც დაასახელო ვისაც შვილები უყვარდა? მე არა ...მანკიერი დედების სიაში არ ჩავეწერები .ამას ვერ გადავიტან
_შენ მათნაირი არ ხარ_ სცადა ენუგეშებინა კონსტანცამ
_არა? აბა როგორი ვარ? შენც იმის მტკიცებას დამიწყებ მაიკივით ,რომ ანგელოზი ვარ? ვის ვატყუებ ? საკუთარ თავს? რითი განვსხვავდები მათგან ?ადამიანი არ მომიკლავს თუ დანაშაული არ ჩამიდენია ? რითი ვარ მათზე უკეთესი ? აი მხოლოდ ეს მაკლია ...მხოლოდ ეს, რომ შვილები მძულდეს და მალე მაგის ბედნიერებაც მეწვევა .თუ ეს სიმართლეა ამ ბავშვს არ გავაჩენ ...არ გავაჩენ ...არ მჭირდება გესმით? _ ელენა ისე იქცეოდა, როგორც ჭკუიდან შეშლილი .მთელს ხმაზე ყვიროდა და გაიძახოდა ბავშვს არასდროს არ გავაჩენო. კონსტანცას ყელში ამოუვიდა მისი ყვირილი და სახეში ძლიერად გაარტყა. ელენა საწოლზე დაენარცხა
_გაჩუმდი ,ნუ ყვირი და თუ იმის პრეტენზია გაქვს,რომ მათნაირი არ ხარ სხვანაირად მოიქეცი . შენ გგონია თუ ბავშვს არ გააჩენ მათნაირი არ იქნები ? შენ მათზე უარესი გახდები . ორმაგ დანაშაულს ჩაიდენ,სწორედ ახლა გეძლევა იმის შანსი,რომ დაამტკიცო სხვანაირი ხარ . ისინი შვილებს იმეტებდნენ,სწირავდნენ ,ანადგურებდნენ ...შენ კი სხვანაირად უნდა მოიქცე,შენ შენი შვილი უნდა დაიცვა ...თუ ამას გააკეთებ აი მაშინ იქნები მათზე უკეთესი _ დამაჯერებელი ტონით წარმოთქვა კონსტანცამ და სავარძელში თავმომწონედ ჩაეშვა. ეტყობოდა ,რომ საკუთარმა თავმა გააოცა .იზაბელა ახლოს მივიდა ელენასთან და საწოლიდან ააყენა.
_კონი ცოტახანს მოვიცადოთ, თუ ეს სიმართლეა სხვანაირად მოვიქცევით _შეეპასუხა იზაბელა
_რათქმაუნდა სიმართლეა,ეგ წყეული კარტი ადრე, რომ გამეშალა რამეს შევცლიდი _კბილებში გამოსცრა კონსტანცამ
_ ვალდებული არ ხარ აქ იყო და ამიტანო .შეგიძლია როცა გინდა წახვიდე _ ცივად თქვა ელენამ
_ახლა თუ არ მოკეტავ მეორე ყბაში მოგხვდება და მერე ნახავ _ სახე აენთო კონსტანცას _ წასვლა, რომ მინდოდეს ვერც ვერავინ დამაკავებს. მე აქ ვარ იმიტომ ,რომ ვერ მიგატოვებ და არა იმიტომ, რომ ვინმესი მეშინია . ჭკუას მოუხმე ელენა თორემ საკუთარ თავს ავნებ _ ელენა სარკესთან მივიდა და დიდხანს უყურა საკუთარ თავს . მერე კი უფრო დამშვიდებული ხმით წარმოთქვა .
_ მაპატიე კონი.უბრალოდ ძალიან ცუდად ვარ . ვერ ვიჯერებ ,რომ შეიძლება ეს ყოველივე ჩვენს თავს მოხდეს .
_არავის მივცემთ უფლებას რამე დაგიშაოს. შენ სულ ჩვენთან იყავი და გვიცავდი. შენ ჩვენ დედობა გაგვიწიე . ახლა ჩვენი ჯერია _ მტკიცედ წარმოთქვა იზაბელამ და დას მოეხვია. ელენამ მადლობის ნიშნად გაიღიმა .
_არამგონია ელენას დაცვა ამ სიტუაციაში მაიკზე და მის ოჯახზე უკეთ ჩვენ შევძლოთ . ის ყველაზე საიმედოა ჩვენს შორის _ ვერსია გამოთქვა კონსტანცამ .
_ იქნებ ცდებით? _ ისევ თავს იიმედებდა ელენა
_კარგი მაშინ დაველოდოთ _ ხელები ასწია კონსტანცამ და ოთახიდან გავიდა . მიუხედავად ყველაფრისა ელენა გულის სიღრმეში ხვდებოა ,რომ მისი დეიდაშვილი მართალი იყო . უბრალოდ მას ამის დაჯერება არ სურდა.

კონსტანცამ ოთახიდან გასვლისთანავე ამოიღო ტელეფონი და მაიკს დაურეკა . კაცი გაკვირვებული დარჩა როცა გაიგო ვინ ურეკავდა და მით უფრო, რომ შეხვედრას სთხოვდა. მერე ელენას სიტყვები გაახსენდა კონსტანცას თვალდახუჭული ვენდობიო და დასთანხმდა . დაახლოებით ნახევარ საათში ქალი უკვე მაიკის კართან იყო ატუზული და ელოდებოდა. კარის გაღებისთანავე მომხიბლავი და ლამაზი ქალბატონი დახვდა . ალბათ, რომ არ სცოდნოდა ელენას დეიდაშვილი იყო ისედაც მიხვდებოდა . კონსტანცა ისე ელეგანტურად გამოიყურებოდა ნებისმიერ კაცს თვალს მოსჭრიდა, მაგრამ მაიკი მისი მომნუსხველი მზერით წამითაც არ დაბნეულა .
კაცმა ფართოდ გაუღო კარი და შინ შეიპატიჟა .
_აბა ?დალევთ რამეს?
_ ვისკი ,ძალიან მიყვარს_სწრაფად მოშინაურდა ლამაზმანი და სავარძელზე დაუპატიჟებლად ჩამოჯდა . კაცმა მაშინვე შეასრულა თხოვნა და მალევე აღმოჩნდა მის გვერდით სავარძელზე .
_თქვენი ვისკი _გაუღიმა კაცმა
_გმადლობთ
_მითხარით ,რომ მნიშვნელოვანი საქმე გქონდათ.
_მე ვიტყოდი ძალიან მნიშვნელოვანი .
_გისმენთ,შემიძლია რამით დაგეხმაროთ? თქვენმა დებმა და დეიდაშვილებმა ისევ საშინელება ჩაიდინეს?. სიმართლე გითხრათ მათმა მოულოდნელმა ვიზიტმა ალასკაზე ძალიან გამაკვირვა
_მგონი სჯობს ისინი სათანადოდ დაფასოთ. მითუფრო მომავლისთვის ...
_რაზე გსურთ საუბარი?
_ელენაზე _ქალი ისე დასერიოზულდა რომ მისი შეშფოთება მაიკსაც გადაედო .
_ხომ კარგადაა?
_ჯერჯერობით!


თავი XVII: მეთვალყურე

კონსტანცა აუღელვებლად საუბრობდა ,თითქოს საუკეთესო მეგობართან საჭორაოდ იყო მოსული . მერე სიგარეტი ამოაძრო და მოუკიდა. მაიკმა ინსტინქტურად მოაწოდა საფერფლე და სახეზე შეეტყო ,რომ მოთმინების ფიალა ევსებოდა.
_მაპატიე უბრალოდ ვცდილობ ,როგორც კი სახლიდან გამოვალ სიგარეტის სურვილი დავიოკო. სახლში ვერ ვეწევი ელენას ალერგია აქვს სუნზე . შენ ხომ არ გაქვს პრობლემა? _ ქალმა გამომცდელად და ეშმაკურად გაიღიმა.
_რათქმაუნდა არა ,შეიძლება გავიგო რა ხდება?
_ ის რაც ხდება,უფრო ზუსტად რაც მოხდება ვერ გეტყვი . მხოლოდ მინდა გაგაფრთხილო, რომ ელენას თვალი არ მოაცილო .
_ამას ისედაც ვაპირებ _თითქოს შვებით ამოისუნთქა კაცმა
_ტყუილა გიხარია .მე ვიცი ,რომ მალე ყველაფერი შეიცვლება . ერთი წუთითაც არ მოადუნო ყურადრება თორემ იცოდე ელენას ვეღარ დაეხმარები .
_შენ მე დამაბნიე . ვერ ვხვდები რას გულისხმობ
_უბრალოდ დამიჯერე,სხვას ვერაფერს გეტყვი . თავის დროზე ყველაფერს გაიგებ .ახლა კი მაპატიე უნდა წავიდე. ა ა.... ხო ელენას არ უთხრა ,რომ აქ ვიყავი _ქალი წამოდგა და გრაციოზულად წავიდა კარისკენ .კაცმა დერეფნამდე გააცილა და უსიტყვოდ დაემშვიდობა.
უკვე ბნელდებოდა მაიკს ელენა, რომ ესტუმრა. დილით ,რომ დაემშვიდობა მოწყენილი და დაღვრემილი ჩანდა, მაგრამ ახლანდელს მაინც ვერ შეედრებოდა. ქალი მოტეხილი და დაღლილი იყო . კონსტანცას სტუმრობის მერე მისი ამ მდგომარეობაში დანახვა უკანასკნელი წვეთი აღმოჩნდა .მაიკი შეშფოთდა და ხელი შეაშველა .მერე დივანზე ჩამოსხდნენ და კაცმა ნაზზად მიეფერა ქალს სახეზე .
_შეიძლება აქ დავიძინო?_ძლივსღა ამოილუღლუღა ელენამ
_ რათქმაუნდა , ეს შენი სახლია
_ჩემთან ვერ ვიძინებ .ასე მგონია ჭერი თავზე მექცევა.
_რამდენ ხანსაც გინდა იმდენ ხანს დარჩი _სიყვარულით სავსე თვალები მიაპყრო კაცმა. ქალი ოთახისკენ წავიდა,მაგრამ მობრუნდა და მაიკს სთხოვა წაჰყოლოდა . ელენას რამდენიმე წამში ჩაეძინა . კაცს უნდოდა ოთახიდან გასულიყო ,მაგრამ კონსტანცას სიტყვები გაახსენდა თვალი არ მოაშოროო და მისი დატოვების შეეშინდა.

თითქმის ერთი თვე გავიდა მთელი ამ ამბებიდან . ელენა ფაქტობრივად ყოველ ღამე მაიკის სახლში რჩებოდა . პირსლებთან ათასში ერთხელ თუ შეივლიდა . იქ ყოფნის დროს სუნთქვა ეკვროდა და ეშინოდა. ყველა მათგანში მტერს ხედავდა . მაიკი თითქმის ყოველ ღამე დარაჯობდა მძინარე ელენას . იზაბელამ რამდენიმე დღით ადრე აცნობა ორივეს, რომ ახალი სუნამოს პრეზენტაცია ახლოვდებოდა . წყვილს სულაც არ უხაროდა ამ აურზაურის მოწყობა, მაგრამ იზაბელამ დაიჟინა პრობლემები, რომ გვაქვს არ უნდა დაგვეტყოსო . პირსლების სახლში ერთი დღით ყველაფერი დაივიწყეს და ამ გრანდიოზული საღამოსთვის მზადება დაიწყეს . მომნუსხველი გარეგნობის ულამაზესი ქალები ისე გამოიყურებოდნენ თვალს ვერ მოსწყვეტდით. ფაქტობრივად შეუძლებელი იყო გეფიქრათ ,რომ ამ ნატიფი სხეულის მიღმა ასეთი მახინჯი სულები იმალებოდა .
ელენა ფეხს ითრევდა და გამოწყობას რაც შეიძლებოდა აჭიანურებდა. მაიკის სახლში დივანზე იჯდა და ფეხები დაბალ მაგიდაზე შემოეწყო . ხელში კომპიუტერი ეჭირა და რაღაცას აკეთებდა ან თავს ირთობდა. კაცი სამზარეულოდან გამოხედავდა ,სადაც რაღაც კერძს ამზადებდა და ხვდებოდა ,რომ ელენას წასვლა არ უნდოდა . ბოლოს როგორც იქნა თქმა გაბედა.
_ არ მოემზადები ? ისიც კი არ აგირჩევია რას ჩაიცმევ.
_გუშინ რაღაც წამოვიღე სახლიდან ,მაგრამ ჩაცმა არ მინდა .
_იზაბელას ვაწყენინებთ თორემ წასვლა არც მე მინდა _ქალმა თანხმობის ნიშნად თავი დააქნია
_ვეცდები რაც შეიძლება მალე დავაღწიო თავი იქაურობას
_როგორც კი წარდგენა დასრულდება იქედან ავვორთქლდები
_სუნამოს სახე ხარ ვერსად გაიპარები
_ჟურნალისტებიც იქნებიან ?_ ქალმა თანხმობის და თანაც თანაგრძნობის ნიშნად თავი დააქნია _ჯანდაბა _ ამოიხვნეშა კაცმა .ელენას მის რეაქციაზე ხმამაღლა გაეცინა _ დამცინი არა ?
_ცოტას _ ეშმაკურად გაიღიმა ქალმა
_მიდი ჩაიცვი უკვე პირველი საათია,სამზე იქ უნდა ვიყოთ
_რამდენსაც მინდა დავიგვიანებ ,შენ იკითხე _ ელენა სავარძელში უფრო მოხერხებულად მოეწყო , თან გამომცდელად გახედა მაიკს თუ გაბრაზდებაო.
_იმედები უნდა გაგიცრუოთ მადამ ,ერთად მივდივართ _მაიკმა გამარჯვებით აღსავსე მზერა ესროლა ქალს .
_გაგიჟდი? იქ ერთად ვერ მივალთ .ხვლ ყველა ჟურნალის ყდაზე ვიქნებით _დასერიოზულდა ქალი
_ფეხებზე . თუ უნდათ მთელი დედამიწის პრესა გაერთიანდეს ჩვენს წინააღმდეგ . მარტო წასვლის უფლებას არ მოგცემ ,მითუფრო ახლა როცა იქ იმ დარბაზში პირსლების საგვარეულო სრული შემადგენლობით იქნება.
_ვერაფერს გაბედავენ ,პრესა იქ იქნება
_არ მაინტერესებს ,ჩემგან შორს არ წახვიდე ხოლმე ,იცოდე ჩემს თვალს თუ მიეფარები ვინმე შემომაკვდება ,არც ისაა გამორიცხული , რომ ..._ელენამ მაშინვე მიხვდა რასაც გულისხმობდა და ხელით ანიშნა გაჩუმდიო
_მაგის გაფიქრებაც კი მზარავს . კარგი წავალ ჩავიცმევ, როგორც ჩანს ამას მაინც ვერ ავცდები_ქალი უკმაყოფილოდ წამოდგა და საძინებლისკენ წავიდა .
დაახლოებით ნახევარი საათი დასჭირდა გამოწყობას. მაიკს უკვე მოთმინების ფიალა ევსებოდა და დრო და დრო წამოიძახებდა ‘’_ამდენი დრო ჩაცმას რად უნდაო ...’’ . ლოდინად ნამდვილად ღირდა, საძინებლიდან ელენა გამოვიდა. ულამაზესი მოყვითალო თმები გაეშალა ხოლო ტანზე ელეგანტური შავი კაბა ჩაეცვა. კაბა ზომაზე ბევრად მოკლე იყო და იმის უკნიდან ჩამოქანდაკებული თეთრი ფეხები მოსჩანდა. გეგონებოდათ ვიღაცას განგებ ამ ქალისთვის გამოუთლიაო . მის დანახვაზე მაიკს ენა ჩაუარდა და ლამის წაიქცა .
_ ასე გამოწყობილი თავს უკანასკნელ იდიოტად ვგრძნობ_ამოილუღლეუღა ქალმა .
_შენ ყველაზე მშვენიერი არსება ხარ, ვინც კი როდესმე მინახავს
_აზვიადებ ,მე ჩვეულებრივი ქალი ვარ უბრალოდ იმაზე გაცილებით ახალგაზრდულად გამოვიყურები ვიდრე ვარ .
_შენ ისედაც ახალგაზრდა ხარ,ოცდაათი წელი საგანგაშო ასაკი არ არის
_ვიცი ,სიტყვის მასალად ვთქვი ,უბრალოდ იმის აღნიშვნა მინდოდა, რომ ოცდაათი წლისას არ ვგავარ.
_ნეტა წარმოდგენა მაინც თუ გაქვს რამდენი ქალი ოცნებობს შენნაირად გამოიყურებოდეს .
_ნეტა წარმოდგენა თუ გაქვს რამდენი ქალის მშურს . ნორმალურ ქალებს ვგულისხმობ
_კარგი ახლა თავიდან ნუ დაიწყებ . მეც წავალ ჩავიცმევ . ხუთ წუთში მზად ვიქნები _მაიკმა ელენას მოეხვია,შუბლზე აკოცა და წავიდა .
ელენა მთელი დღე თავს უცნაურად გრძნობდა. ,ფეხსაც ითრევდა გეგონებოდათ კოჭლობსო . წასვლა არ უნდოდა .მერე დივანზე ჩამოჯდომა გადაწყვიტა, მაგრამ აზრი შეიცვალა. ფიქრობდა როგორც კი დავჯდები დამეძინებაო . თან თმის დავარცხნის და კაბის გამოცლის თავი აღარ ჰქონდა და იქვე კედელთან აიტუზა მაიკის მოლოდინში . რამდენიმე წუთში ისიც გამოვიდა და მძძოლის მანქანით კომპანიისკენ წავიდნენ .
იზაბელას ყველაფერზე ეზრუნა . კომპანიის შესასვლელში წითელი ხალიჩაც კი გაეგო .ბანერებზე კომპანიის ლოგოთი დამშვენებული წარწერები იყო, სადაც ჟურნალისტები პირსლების სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებს სურათებს უღებდნენ . ყველა ძალიან ლამაზი იყო,მხოლოდ ელენა არ ჩანდა .
_დარწმუნებული ხარ, რომ მოვა ?_ უკმაყოფილოდ ჰკითხა კარინამ იზაბელას
_კი დარწმუნებული ვარ .
_რა ხდება მისთვის კბილის გაკვრა მოგენარტა?_ საუბარში კონსტანცა ჩაერთო . კარინა აიმრიზა და ორივეს მოშორდა.
_ დღევანდელი დღის მოწყობას უკვე ვნანობ _ ძლივს ამოთქვა იზაბელამ
_ნუ გეშინია ელენას უსაფრთხოების საქმე ერთი თვის წინ მოვაგვარე _ჩაიცინა ქალმა
_ რას გულისხმობ ?_კონსტანცამ ეშმაკურად გაიღიმა. იზაბელა მიხვდა და თვალები გადაატრიალა _ არა ...არა... ელენას ვერ გადავურჩებით . მაიკთან იყავი ?
_რათქმაუნდა .აბა რა გეგონა უმოქმედოდ ვიჯდებოდი?
_უთხარი ,რომ ეჭვები გვაქვს ბავშვთან დაკავშირებით?
_არა რათქმაუნდა...უბრალოდ გავაფრთხილე ელენას გვერდიდან არ მოსცილდე და თვალი არ მოაშორო მეთქი .
_კიდევ კარგი_ამოისუნთქა იზაბელამ_ ეგეც არ იყოს ელენას მაგ ეჭვებმა უკვე გადაუარა
_ ასეთი უცნაური სიმშვიდე ყოველთვის ავის მომასწავებელია _ პასუხი არ დააყოვნა კონსტანცამ .
_კარგი რა ,ნუ იცი ხოლმე ყოველთვის ყველაფრის გაზვიადება, დღეს მაინც გაიღიმე
_მე სულ ვიღიმები ძვირფასო დეიდაშვილო ,მაგრამ ტყუილის თქმას შეჩვეული არ ვარ . ვიცი ,რომ ყველაფერი აწი იწყება,თქვენ თავის დამშვიდება თუ გნებავთ დაე იყოს როგორც გსურთ _
იზაბელას შეპასუხება უნდოდა, მაგრამ კონსტანცამ წამოილუღლურა ელენა მოვიდაო და შავი პრიალა მერსედესისკენ გაექცა თვალი, რომელიც წითელი ხალიჩის დასაწყისში გაჩერდა . წითურს გული აუჩქარდა. მალევე მანქანიდან ჯერ მაიკი გადმოვიდა და მერე ელენასაც შეაშველა ხელი . პრესის წარმომადგენლები მათკენ წავიდნენ და სიტუაციის შესაფერისი კითხვების დასმა დაიწყეს . ყველას და გასაკვირად ელენას უხერხულობა საერთოდ არ დასტყობია.
_ღმერთო შენ დაგვიფარე ... _თავი ხელებში ჩარგო იზაბელამ
_იდიოტი,რა ვუთხარი თვალი არ მოაშორო მეთქი თუ საქვეყნოდ ხელჩაკიდებულებმა იარეთთქო . ეს ომის გამოცხადების ტოლფასია . ღმერთმა უწყის ახლა ჩვენები რას ფიქრობენ .
იზაბელამ ამის გაგონებისთანავე გაიხედა უმცროსი პირსლებისკენ. უცნაურად გამოწყობილი ჯენიფერი ყურადრებას არაფერს აქცევდა. უფრო მეტიც წყვილისკენ არც კი გაუხედავს , ნური და მაირა ლამის იღრინებოდნენ , კარინას კი სახეზე ალი ეკიდა . ბარბარა რომელიც სემს აჰკვროდა მშვიდი თვალებით უმზერდა წყვილს ,თითქოს ანიმაციურ ფილმს უყურებდა .
_ ის გაბურძგლული საზიზღარი ცხოველი ომს გვიცხადებს _ კბილებში გამოსცრა ნურმა
_ ბინძური ძაღლი .როდის მოვაგლეჯ იმ კისერს ერთი სული მაქვს _დაიღინა მაირამ _ კარინას არაფერი უთქვამს , დემოსნტრაციულად დატოვა იქაურობა და თვალს მიეფარა. ელენას ეს ყოველივე არ გამოჰპარვია მიუხედავად იმისა , რომ პრესამ თავი მოაბეზრა . მან კონსტანცას უკმაყოფილო სახეც დააფიქსირა ,რაც ცოტათი გაუკვირდა კიდევაც . როგორც კი ჯურნალისტები მოიცილეს მაშინვე მისკენ წავიდა .
_კონი რა გჭირს?
_მასთან ერთად როგორ მოხვედი ?
_მერე რა ? მე არავისი მეშინია
_ისინი ამას ომის გამოცხადებად ჩათვლიან . ცეცხლზე ნავთს ასხამ ამას ვერ ხვდები ?
_ფეხებზე მაგენის აზრი . ვალდებული არ ვარ ვინმეს ანგარიში ჩავაბარო _ ელენა სწრაფად გასცილდა დეიდაშვილს .
პრეზენტაცია კარგა ხანს გაგრძელდა. დიდ დარბაზში სკამები რიგებად დაეწყოთ. იზაბლას და მაიკის უზარმაზარი ფოტოები ყველა კუთხეში იყო გადმოფენილი . სტუმრებს შორის ბევრი პატივსაცემი ადამიანი იჯდა . ჯერ იზაბელამ ისაუბრა მიკროფონში ახალ სუნამოზე. მისი გამოსვლა ძალიან დახვეწილი და აზრიანი იყო . რასაც პუბლიკის სრული ოვაციები მოჰყვა . რამდენიმე სიტყვით მაიკიც შემოიფარგლა და სუნამოს მომავალ მომხმარებლებს მადლობა გადაუხადა . ჯერი ელენაზე იყო ,მაგრამ გრძნობდა , რომ ფეხებს ვერ იმორჩილებდა . უფრო მეტიც დარწმუნებული იყო, რომ ადგომისთანავე დაეცემოდა . დილანდელი ცუდად ყოფნა ყოველ წამს უფრო და უფრო შესამჩნევი ხდებოდა . ქალმა ნერწყვი გადაყლაპა და კონსტანცას ხელი ძლიერად მოუჭირა ,რომელიც გვერდით ეჯდა . იგი უკვე დიდი ხანი იყო ამჩნევდა, რომ ქალი შეუძლოდ იყო . მაიკი ,როგორც კი სცენიდან ჩამოვიდა ანიშნა მოდიო და ისიც იმწამსვე იქ გაჩნდა . იზაბელამ ელენას სკამთან ხალხმრავლობისთანავე მიხვდა ,რომ იგი სცენაზე ვერ ავიდოდა ,ამიტომაც მისი სახელი აღარ გამოაცხადა .
_ რა გჭირს ელენა ?_ხმადაბლა გადაუჩურჩულა მაიკმა ისე ,რომ სტუმრების ყურადრება არ მიექცია
_ ცუდადაა ,დაეხმარე და აქედან წაიყვანე _მკაცრად თქვა კონსტანცამ . მაიკს ქალის მბრძანებლური ტონი არ ესიამოვნა ,მაგრამ ამის იქ გასარჩევი ადგილი არ იყო და თავი დაუქნია . პირსლების ოჯახის წევრები პირველ რიგში ისხდნენ და გარეთ გასვლა ძალიან ძნელი იქნებოდა ისე ,რომ პრესის ყურადრება არ მიექციათ .
_შეგიძლია ადგე ?_ ხმადაბლა ჰკითხა მაიკმა .ქალმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია
_შეეცადე ჩვენებმა არ შეგამჩნიონ _გადაულაპარაკა კონსტანცამ _ ვეცდები მეც მალე მოვიდე .
მაიკმა ,როგორც იყო გასასვლელამდე მიიყვანა ელენა ,რომელსაც თავი ისე ეჭირა თითქოს კარგად იყო . გარეთ გასვლისთანავე ქალი მოცელილივით დაეცა და კაცს ხელებში ჩაუარდა .

თავი XVIII: ის არ ცდება!

ძირს დავარდნილი ელენა მკვდარს ჰგავდა . მაიკი ისე დაიბნა ,რომ მისი ხელში აყვანაც ძლივს მოიფიქრა .გზის მეორე მხარეს პირსლების მძღოლი იდგა მანქანის გვერდით და პირდაპირ იქეთ წავიდა . კაცმა ქალბატონი ასეთ მდგომარეობაში ,რომ დაინახა უსიტყვოდ გაუღო უკანა კარი და მანქანა სწრაფად დაქოქა . მაიკი ამაოდ ცდილობდა ელენას გონზე მოყვანას ,ქალი თითქოს არც სუნთქავდა. მეორე წამს ტელეფონი აწკრიალდა და ტექსტური შეტყობინება მოვიდა.
‘’ ექიმი არ გამოიძახო. უკვე გზაში ვარ .კონსტანცა ‘’
კაცს ცივმა ოფლმა დაასხა, მაგრამ დაემორჩილა. ბინასთან მისვლისთანავე გადმოიყვანა ელენა მანქანიდან და ლიფტით ავიდა . ქალი ისევ გაუნძრევლად იწვა ,კონსტანცა კი არ ჩანდა . მაიკს მოცდა აღარ შეეძლო და ექიმთან დარეკვა გადაწყვიტა ,მაგრამ სწორედ ამ დროს კარზე ზარი გაისმა . კონსტანცა ისე შემოვარდა ოთახში არც ნებართვა უკითხავს და მითუფრო მაიკისთვის არ მიუქცევია ყურადღება . პირდაპირ საძინებელში შევიდა და ელენას დაეტაკა .
_ გონს მოდი _უყვიროდა და თან სახეზე ხელს ურტყამდა
_გგონია ეს მე არ ვცადე?_ უკმაყოფილოდ თქვა კაცმა
_ვიცოდი, რომ ასე მოხდებოდა ,მაგრამ დაიჟინა შენ და შენი კარტი ცდებითო
_ რა მოხდებოდა?_ მაიკმა დაბნეული სახე მიიღო. მას საერთოდ არ ესმოდა ქალი რაზე საუბრობდა
__შენ გგონია იმიტომ მოვედი და ელენას დაცვა იმიტომ გთხოვე ,რომ გმირი გამხდარიყავი ? ვიცოდი, რომ ყველაფერი გართულდებოდა .ეს ყველაფერს შეცვლის
_რა ეს ? გამაგებინე რაზე ლაპარაკობ ? რომ დაგეხმარო უნდა ვიცოდე რა ხდება_კაცი საბოლოოდ გამოვიდა წყობიდან .
_ელენა ორსულადაა. ეს ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ვიწინასწარმეტყველე ,მაგრამ მას დაჯერება არ უნდოდა და ამტკიცებდა ცდებიო
_მე როგორ არ მითხრა
_ თვითონაც არ სჯეროდა და შენ როგორ გეტყოდა
_ნებისმიერ შემთხვევაში უფლება მქონდა მცოდნოდა _ მისი ტონი ყვირილს უფრო წააგავდა ვიდრე საუბარს.
_ ვიცი ,მაგრამ მას სჯეროდა, რომ ასე არ მოხდებოდა .უფრო ზუსტად თავს ირწმუნებდა.
ამ დროს საწოლზე ელენა შეიშმუშნა და ძლივს გაახილა თვალები . ორივე იმწუთას მივარდა და წამოდგომაში მიეხმარა ,მაგრამ ქალმა ვერ შეძლო და უღონოდ ჩაეშვა რბილ ბალიშში .
_ ელენა ეს როგორ დამიმალე ?_ საყვედურით წარმოთქვა მაიკმა
_ რა დაგიმალე ?_ ქალს გულწრფელი გაოცება გამოეხატა სახეზე
_ ელენა იქნებ როგორმე საკუთარ თავთან მაინც აღიარო, რომ ორსულად ხარ _ თქვა კონსტანცამ
_სისულელეა _ არ ნებდებოდა იგი
_გაჩუმდი , ახლა მარტო შენ და მაიკს კი არა სამივეს საფრთხე გემუქრებათ . განსაკუთრებით ბავშვს. მის მოცილებას შეეცდებიან_ კონსტანცას ისეთი მკაცრი ხმა ჰქონდა ელენამ უკან დაიხია
_ ამის უფლებას არავის მივცემ _ მაიკმა ქალს თბილად მოხვია ხელი მხრებზე,მაგრამ იგი უხერხულად შეიშმუშნა . თითქოს მისგან თავის დაღწევას ცდილობდა .
_ამ ბავშვის გაჩენა არ მინდა. ამისთვის არც მზად ვარ და არც შემიძლია _ კატეგორიულად წარმოთქვა ელენამ . მაიკს თითქოს სილა გააწნესო. ელენამ მაშინვე მიხვდა ,რომ ეს არ უნდა ეთქვა და თავი დამნაშავედ იგრძნო .
_ კონსტანცა შეგიძლია მარტო დაგვტოვო ?_ მკაცრად თქვა მაიკმა და ისიც წამოდგა
_ კარგი მე წავალ ,მაგრამ უნდა გაგაფრთხილოთ. ამ ამბის დამალვას მანამ შევძლებთ სანამ ორსულობა არ ეტყობა.მერე კი აქედან წასვლა მოგიწევს ელენა .ამ მდგომარეობაში შენ ბრძოლის უნარი არ შეგწევს .
_კარგი ყველაფერს მივხედავ _ თქვა მაიკმა და კონსტანცა ლამის ძალით გააცილა კარებში
_ შევეცდები ელენას გაუჩინარება რამენაირად ავხსნა _ თქვა კარებში გასულმა ქალმა
_ეს ამბავი კიდევ ვინ იცის ?_ იკითხა მაიკმა
_ მხოლოდ იზაბელამ და იგი ასი პროცენტით სანდოა
_ ვიცი _ კაცმა კარი სწრაფად მიკეტა და საძინებელში შევიდა . ელენა მოკუნტული იწვა საწოლზე .
_ მითხარი, რომ ეს სერიოზულად არ გითქვამს _ ვედრებით სავსე თვალები მიაპყრო კაცმა
_იმას თუ გულისხმობ ,რომ ბავშვის გაჩენას არ ვაპირებ სრულიად სერიოზულად ვლაპარაკობდი
_რატომ?ამას რატომ ამბობ ? მე სხვანაირ ელენას ვიცნობ
_ არა შენ ნამდვილ ელენას არ იცნობ. ამდენი ხანია ამას გიმტკიცებ ,მაგრამ შენ ისეთს მხედავ როგორიც გინდა, რომ ვიყო .
_გთხოვ ,ამას ნუ გააკეთებ . ვიცი რომ გეშინია ,მაგამ გპიდები, რომ ვერავინ ვერაფერს დაგიშავებთ
_ მე არავის და არაფრის არ მეშინია . გასაგებია?_ თვალები აენთო ელენას და ფეხზე წამოხტა
_კარგი რა . ნუ ხარ ასეთი ,ნუ გიჭირს აღიარება . ტრაგედია არ არის ის ,რომ რამის გეშინია
_არ მეშინია,უბრალოდ არ მინდა ...არ მინდა გესმის ? არ ვარ ამისთვის მზად
_იმიტომ ,რომ გეშინია_ ჩააჯინდა კაცი
_ შენ რა იცი მე რისი მეშინია და რისი არა?
_ ვიცი ,მე შენ გიცნობ . მართალია ამას არ აღიარებ ,მაგრამ გიცნობ , შენს თვალებში შიშს ვხედავ .
_ახლა ზუსტად ის დროა ბეჭედი ამოიღო და ცოლობა მთხოვო _ ცოტა დამცინავად გამოუვიდა ელენას . მაიკს ეწყინა და ოთახიდან გავიდა . ელენა კარგა ხანს ტრიალებდა ოთახში ერთ ადგილას და ბოლოს როგორც იქნა მიხვდა, როგორ აწყენინა. მისაღებში ,რომ გავიდა დაინახა მაიკი სამზარეულოში იყო და რაღაც კერძს ამზადებდა . ეტყობოდა გაბრაზებას ჯერ არ გაევლო . ფეხაკრეფით შევიდა და კედელთან აიტუზა . ლაპარაკს ვერ ბედავდა, მაგრამ ბოლოს მაინც თქვა .
_ძალიან გაწყენინე ?_ქალმა გამომცდელად გახედა . მაიკს პასუხი არ გაუცია .მშვიდად აგრძელებდა თავის საქმეს _ვიცი, რომ ხანდახან ძალიან უტაქტო ვარ ,მაგრამ რა ვქნა ? ასეთი ვარ . ხო ვიცი ,რომ ურთიერთობები არ გამომდის ,იმასაც ვაღიარებ ,რომ აუტანელი ვარ ,მაგრამ არ შემიძლია გესმის ? შემიძლია ყველა ჩემს უარყოფით და ამაზრზენ თვისებას შევეგუო, მაგრამ შვილების მოძულე დედა არ გავხდები .ამას არ დავუშვებ .
მაიკს სახეზე გამომეტყველება შეეცვალა . თითქოს მიხვდა ,რომ მდგომარეობა უფრო მეტად უიმედო იყო ვიდრე ეგონა . ნამდვილად ძნელი დასაჯერებელია როცა საყვარელი ქალი გიმტკიცებს ,რომ შვილების მოძულე დედა იქნება .თუმცა პირსლებისგან მას უკვე აღარაფერი აღარ აკვირვებდა .
_იმის გეშინია ,რომ შვილის შეყვარებას ვერ შეძლებ ? ამას სერიოზულად ამბობ ?_ მაიკს სახეზე ალმაცერი ღიმილი აუთამაშდა .
_ვიცი ,რომ ამის დაჯერება ძნელია ,მაგრამ ეს სისხლში გვაქვს . გაიხსენე დედაჩემი ,შეხედე დეიდაჩემს და მათ ფონზე წარმოიდგინე ვინ იყო კარინას,სემის და ჯენიფერის დედა . იმის მეშინია ,რომ ვერც მე შევძლებ ამ ტვირთის ტარებას.
_ შეგიძლია შენ შეცვალო ყველაფერი . შეგიძლია საკუთარ თავს გადააბიჯო ,მე დაგეხმარები , ყველაფერს გავაკეთებ რაც საჭირო იქნება _ მაიკი ქალს მიუახლოვდა და ძლიერად მოეხვია
_ ვიცი
_მაგრამ არაფერს არ დაგაძალებ . მე შენს არჩევანს პატივს ვცემ . ჩემთვის მთავარი შენი სიმშვიდეა,თუ თვლი ,რომ მზად არ ხარ მე მხარს დაგიჭერ .
_ფიქრისთვის დრო კიდევ მაქვს ,მაგრამ კონსტანცამ მითხრა, რომ თუ ბავშვს არ გავაჩენ შენს ოჯახთან პრობლემები გექნება . ის ამბობს ,რომ მათთვის ეს მიუღებელია
_ საერთოდ არ მაინტერესებს მათთვის რა არის მისაღები და რა არა. მე იმ სახლიდან იმიტომ წამოვედი ,რომ დამოუკიდებლად მეცხოვრა. ჩემს ცხოვრებაში ჩარევის უფლებას არავის მივცემ . ეს მხოლოდ ჩვენ გვეხება , თუ საჭირო გახდება ისინი ამ ბავშვის არსებობას ვერც გაიგებენ .
_ამას ვერ მოგთხოვ . ისეთ ოჯახზე უარს ვერ იტყვი როგორიც შენ გყავს. ნახევარ სიცოცხლეს დავთმობდი ოღონდ შენნაირი ოჯახი მყოლოდა .
_ შენ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხარ ნუთუ ამას აქამდე ვერ მიხვდი ? მე ბავშვი არ ვარ, რომ ანგარიში დედიკოს და მამიკოს ჩავაბარო . ეს ბავშვი ჩვენი შვილია და ჩვენ თვითონ გადავწყვეტთ დაიბადება თუ არა . არ დავუშვებ, რომ დაიტანჯო
_კარგი ამაზე სალაპარაკოდ დრო ისევ გვექნება ,ახლა სახლში წავალ და გავარკვევ რა მდგომარეობაა. უკვე ყველა შინ იქნება ,არ მინდა კონსტანცა მარტო დავტოვო . მათი დამორჩილება ჯოჯხეთს უდრის . ვეცდები სიტუაცია მე თვითონ განვმუხტო _ მაიკმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ჩაცმაშიც დაეხმარა .
პირსლების სახლში ყველა აჟიტირებული იყო . კონსტანცა ამაოდ ცდილობდა დაემტკიცებინა ,რომ ელენა არსად გაქცეულა ,მაგრამ გოგონები ისევ და ისევ უტევდნენ. განსაკუთრებით ნური და მაირა.
_კონსტანცა შენ ჩვენ სულელები გგონივართ? _ თვალები დააბრიალა ნურმა
_ აბა...აბა.. აბა ხმას დაუწიე საყვარელო . ნურავისში შეგეშლები . არ დავუშვებ ასე თავხედურად მელაპარაკო . მე შენი თავაშვებული დაქალების მსგავსად ამას არ მოვითმენ .
_შენი არ მეშინია კონსტანცა
_სულ ტყუილად , ახლავე ხმას დაუწიე და ზრდილობას მოუხმე თორემ ჭუას გასწავლი _ თითი თვალთან დაუტიალა ქალმა ,მაგრამ ნურმა დაუმორჩილებლობის ნიშნად ხელზე ხელი ძლიერად გაჰკრა . საუბარში მაირა ჩაერთო
_მითხარი ელენა რატომ გაიქცა . რა ხდება ჩვენს თავს? ქალბატონი უკვე სახლში მოსვლასაც აღარ კადრულობს . საყვარელთან დაიდო ბინა . მფარველი იპოვა არა ? უკვე აღარ ეშინია ?_
_ როდის იყო ელენა პირსლს რომელიმე თქვენგანის ეშინოდა?_ ზურგს უკან ქალის მკაცრი ხმა გაისმა . ყველამ ინსტინქტურად უკან მიიხედა და დაინახა, რომ ოთახში ელენა შემოვიდა .
_ ჰაჰ ,მობრძანდა ქალბატონი _ ჩაილაპარაკა კარინამ და სავარძელში მოკალათდა.
_აქ ვარ და კითხვები პირადად დამისვით . აბა ვის რა გაინტერესებთ?
_ დღეს სად წახვედი? თან სწორედ მაშინ ,როცა სიტყვით უნდა გამოსულიყავი ? _ პირველი კითხვა მაირამ დასვა
_შენ უნდა გკითხო სად წავიდე და სად არა?_ ელენამ ალმაცერად ჩაიცინა
_ეს ამბავი არ მომწონს _ დაამატა ნურმა
_ფეხებზე რა მოგწონთ და რა არა . როდის აქეთ გაგიჩნდათ ილუზია ,რომ თქვენს ჭკუაზე სიარულს ვაპირებ ?_ დაიღრიალა ქალმა
_შენი საყვარელი უკვე ზღვარს გადადის _ფეხზე წამოხტა კარინა
_ ნუ მაიძულებთ საკუთარი საყვარლები შეგახსენოთ_ კბილებში გამოსცრა ელენამ
_ გეყოფათ ჩხუბი ,ვერ ვიგებ ასეთი საგანგაშო რა მოხდა? _ ბოლოს და ბოლოს ხმა ამოიღო იზაბელამ _ ელენას სიტყვით გამოსვლა არ უნდოდა და იმიტომ წავიდა .
_ შენ ვინღა გეკითხება, რომ ერევი ?_ ახლა იზაბელას შეუტია ნურმა
_ უფროს დას პატივისცემით ელაპარაკე თავხედო _ სახეში გაარტყა ელენამ ნურს და ისიც წაბარბაცდა.
_ ამას აღარ მოვითმენ გესმის ? ჩემზე ხელის აწევა აღარ გაბედო _ სახე აენთო გოგონას და ელენას ხელი ისე ძლიერად ჰკრა, რომ ქალი იატაკზე პირაღმა მთელი ძალით დაენარცხა .ოთახში ყველას შეშფოთება დაეტყო . ყველა მიხვდა ,რომ ელენა ამას არ მოითმენდა და დას საკუთარი ძალებით შეუტევდა . თითოეული მათგანი დაელოდა როდის წამოდგებოდა ელენა ფეხზე .
_ ელენა დაწყნარდი დაიკო _ მხოლოდ ერთხელ მოასწრო დაყვირება იზაბელამ ,როცა დაინახა როგორ აუკანკალდა ყბა ელენას . ნურმაც რაღაც მომენტში უკან დაიხია ,რადგან გამხეცებული ელენა უკვე არაერთხელ ჰყავდა ნანახი . ეს თავის დაზღვევას უფრო წააგავდა ვიდრე შიშს . ელენამ თავი ასწია და გონება მოიკრიბა . მის თვალწინ რაღაც უსასრულო სივრცე გაჩნდა. სწორედ ისეთი როგორიც მაშინ ჩნდებოდა ,როცა ძალებს იკრებდა . ბუნდოვანი გამოსახულებები ეკრანივით აციმციმდა ,დატრიალდა და გაქვავდა . ქალმა საფეთქელთან წარმოუდგენელი ტკივილი იგრძნო და გველივით დაიკლაკნა . კეფას იატაკს მთელი ძალით აჭერდა ,თითქოს ცდილობდა ტკივილი გაეყუჩებინა .ახლა მხოლოდ ყბა კი არა მთელი სხეული უკანკალებდა .მერე ინერციით წამოსწია სხეული და იატაკზე წამოჯდა . მოყვითალო თმები თვალებზე ჩამოეფარა ,მაგრამ ყველამ დაინახა როგორ მოსწყდა მის ლოყას ცრელმების ნიაღვარი და ქათქათა მაჯებზე დაეწვეთა .უსასრულო სივრცე წამიერად გაიფანტა ,ისე თითქოს არც არასდროს არსებულა . ყველას და გასაკვირად არაფერი მომხდარა . ელენა ღონეგამოცლილი დაეშვა იატაკზე და სულის შემძვრელად დაიკივლა . კონსტანცა თავზარდაცემულივით დაიხარა დეიდაშვილისკენ ,მაგრამ ხელის შეხება ვერ გაბედა .
_ რა ხდება ?_ განცვიფრებული ხმით იკითხა კარინამ
_ ელენას რა სჭირს ?_ უკან დაიხია მაირამ
_ ძალა არ აქვს .უმოქმედოა .ვერ გვებრძვის _ სიმწრისგან სახეზე ხელი მოისვა ნურმა .
_შეუძლეელია , როდის იყო ძალებს ვკარგავდით? მით უფრო ,რომ ის ჩვენი საგვარეულოს ყელაზე ძლიერი წარმომადგენელია ? რა ხდება კონსტანცა ?_ სემის სახეზე სრული გაუგებრობა იხატებოდა . ამ სურათის დანახვისას ჯენიფერს ხმა არ ამოუღია,მხოლოდ დემონსტრაციულად წამოდგა ფეხზე და პოზიცია ასე დააფიქსირა ,მაგრამ არანაირი შეკითხვა არ დაუსვამს . მხოლოდ კონსტანცას გამოხედვაში შეიმჩნეოდა ,რომ მას ყველა კითხვაზე პასუხი ჰქონდა . ოჯახი ამ პასუხებს სწორედ მისგან მოელოდა
ელენა ვეღარ ირყეოდა, თითქოს მის ირგვლივ ყველაფერი წამში გაქვავდა . გონებაში ერთდროულად ამოუტივტივდა ასობით შეკითხვა . საკუთარ თავს ეკითხებოდა ‘’რა მემართება ?’’ , ‘’რატომ ვარ უძლური ?’’ . ამ კითხვებზე პასუხი არ ჰქონდა ,გონებას ვერ იკრებდა, ეგონა ჭერი ტრიალებდა და გული ერეოდა . გარშემო მხოლოდ ხმები და უაზრო წამოიძახილები ესმოდა . ხანდახან გააარჩევდა ხოლმე კონსტანცას სილუეტს, რომელიც ხმას არ იღებდა ,უბრალოდ ზემოდან დასჩერებოდა. ქალმა ბოლოს და ბოლოს გაბედა ,ელენას ყურთან დაიხარა და ჩასჩურჩულა.
_ ელენა არ გაირყე ,ძლიერად დაეცი და შეიძლება სახიფათო იყოს _ კონსტანცას შეშფოთებული ხმა ჰქონდა . ელენამ არაფერი თქვა და გაიფიქრა.
_ ნეტა ადგომა შემეძლოს , მგონი გავქვავდიო _ ქალს უზარმაზარი ცრემლის წვეთი ლოყაზე ჩემოუგორდა . ეს იყო მისი პასუხი ყველაფერზე
ნური გაცეცხლებული იყო , გაგიჟებას აღარაფერი აკლდა ,ტუჩები უთრთოდა და ყბა უკანკალებდა . ბოლოს კონსტანცას მივარდა,ხელი ჰკრა და ელენას შენჯღრევა დაიწყო .
_ რა გჭირს? რა ჩაიდინე ?ძალა რატომ არ გაქვს? _ კონსტანცა ფეხზე წამოდგა ნურს თმაში ხელი წაავლო და ძლიერად მოქაჩა .
_ მე შენ გაგაფრთხილე ...გაგაფრთხილე შენს თავაშვებულ დაქალებში არ შეგეშალო მეთქი . ხელის კვრა ვის გაუბედე ? _ კონსტანცამ ქალი დივანთან მიათრია და ზედ დაანარცხა. მერე ჯერ ერთ მხარეს გაარტყა სახეში და შემდეგ მეორე მხარეს _ მოგკლავ გესმის? მოკგლავ თან ისე, რომ თვალსაც არ დავახამხამებ . ეს ,რომ კიდევ ერთხელ გამიბედო ცოცხალი ვერ გადამირჩები.
_რა ჩაიდინა ? ეს რას ნიშნავს? ვინმემ სიმართლე აგვიხსნას . ჩვენ გვაქვს ამის უფლება _ გაცეცხლებისგან სიტყვებს თავს ვეღარ უყრიდა მაირა
იზაბელამ დრო იხელთა და გოგონების ჩხუბში ელენა წამოაყენა. ქალს ძველებურად მკაცრი სახე ჰქონდა ,მაგრამ ერთი შეხედვით ეტყობოდა ,რომ მისუსტებული იყო . ყველას ერთბაშად ეხატა სახეზე უნდობლობა,შიში და სიძულვილი. მათგან ვერცერთი ვერ მიხვდა რა მოხდა ელენას თავს ,მაგრამ სამაგიეროდ კარგად გრძნობდნენ სიტუაციის სირთულეს . იზაბელამ თხელ წელზე მოხვია ხელი და მყარად დადგომაში დაეხმარა .ქალმა თმა ერთი მოძარაობით გადაიყარა უკან და ძლივს ამოილუღლუღა .
_ჩემგან რის მოსმენას ელოდებით ? თქვენთან დაპირისპირება ვერ შევძელი თქვენც ეს არ გინდათ? ხოდა დატკბით საკუთარი გამარჯვებით და მე თავი დამანებეთ. დღეიდან ჩემს ცხოვრებაში ჩარევა აღარ გაბედოთ
_ ასე მარტივი არ არის ელენა,ეს უმიზეზოდ არ მოხდებოდა _ როგორც იქნა აზრის გამოთქმა ინება კარინამ
_მიზეზით თუ უმიზეზოდ ახლა ყველანი ჩემზე ძლიერები ხართ . დატკბით ამ შანსით რადგან შესაძლოა ეს დიდხანს არ გაგრძელდეს
_ რას გულისხმობ ? შესაძლებლობების დროებით დაარგვა ჯერ არ მსმენია _ ჩაფიქრდა ნური
_მსგავსი რამ არც მე მსმენია არასდროს _ ამოთქვა სემმა
_ ელენა წავიდეთ აქედან _ ხელი მკლავში ჩაავლო კონსტანცამ და კარისკენ ბარბაცით წაათრია .



იზაბელაც უკან გაჰყვა ორვეს . მანქანაში ჩასხდნენ , საჭესთან კონსტანცა დაჯდა და მძღოლს უბრძანა მე წავიყვანო . ისიც მორჩილად გადგა განზე და გზა დაუთმო . იზაბელას შეშფოთება ეტყობოდა . ვერ ხვდებოდნენ შიშის გამო არ იღებდა ხმას თუ სათქმელი მართლა არაფერი ჰქონდა. უკანა სავარძელზე იჯდა მოკუნტული და ფიქრებს მისცემოდა . ბოლოს როგორც იქნა ელენამ გაბედა ლაპარაკი .
_ ყველაფერს მიხვდი ხომ ?_ კონსტანცა ჩუმად იყო ,მაგრამ მაინც დააქნია თავი _რატომ ვკარგავ შესაძლებლობებს?
_იმიტომ ,რომ მოქცევითისგან ხარ ორსულად . სანამ ორსულად ხარ უუნარო იქნები .
_ რაა? ამდენ ხანს ? შეუძლებელია !თუ ძალებს დავკარგავ თავს ვეღარ დავიცავ
_ მართალი ხარ ,მაგრამ ასეა . სანამ შენს სხეულში ეგ ბავშვი იზრდება ვერაფერს შევცვლით. ის შენგან განსხვავდება
_რას გულისხმობ ?
_ ის მაიკს ჰგავს და არა შენ . ისევე ახერხებს შენი ნიჭის განეიტრალებას , როგორც მაიკი _ ელენას სახე გაუშტერდა ,ტანში გააჟრჟოლა და იგრძნო კანი როგორ აეწვა.
_ ნუ გეშინია მაიკი შეძლებს თქვენს დაცვას სანამ ძალებს მოიკრებ
_ჯერ არ გადამიწყვეტია მისი გაჩენა
_ უნდა გადაწყვიტო . ჩემი აზრით შანსი გაქვს ის მიიღო რაზეც ასე ოცნებობდი . საკუთარი ოჯახი . პირსლების საგვარულოსგან თავის დაღწევის შესანიშნავი შანსი გეძლევა _ ელენა სავარძელში შეიშმუშნა . ბოლო ბოლო იზაბლამაც გამოთქვა თავისი აზრი.
_კონსტანცას დაუჯერე გთხოვ . იმათაც ნუ გაახარებ ,მაგენსაც ეგ უნდათ , რომ შენ განადგურდე _ ლამის მიძინებული ხმით ლაპარაკობდა იზაბელა
_ ჰო...ჰო... მართალს გეუბნება _ საჭეზე თითები დააკაკუნა კონსტანცამ და წინ ყურება განაგრძო
ლაპარაკში ისე აღმოღნდნენ მაიკის ბინის კართან, რომ ვერც მიხვნენ . ამ სახლის კართან ასეთი ხალხმრავლობა და მისვლა-მოსვლა არასდროს ყოფილა. მაიკი სულ მარტო იყო ხანდახან თუ მოიყვანდა რომელიმე მეგობარ გოგონას რომელიც სახლიდან გასვლისთანავე ავწყდებოდა და მასაც იგივეს ურჩევდა. ელენა კი თითქმის ერთი თვე იყო ფაქტობრივად სულ მასთან რჩებოდა .ასე ,რომ ვთქვათ ბინა იქ დაიდო .ამით ოჯახის სხვა წევრებთან უსიამოვნო შეკამათებებსაც არიდებდა თავს და უფრო მშიდადაც იყო .კონსტანცამ კარზე ხელი მიაბრახუნა და კაცმაც დაბარებულივით იმწამსვე გაუღო . სამივე ,რომ დაინახა თვალები ავად დააცეცა და გოგონებს მიაჩერდა . მათი სახეებიდან ძნელი გამოსაცნობი არ იყო ,რომ პირსლების სახლში რაღაც უსიამოვნო ამბები დატრიალდა. იზაბელა და კონსტანცა ბინაში შებარბაცდნენ და სავარძელზე მოკალათდნენ . მაიკმა ელენას შეაშველა ხელი და მერე ისინიც რბილ სავარძელში ჩაეშვნენ .
_არ მეტყვით ასეთი სახეები რატომ გაქვთ? _ ძლივს გაბედა კითხვის დასმა მაიკმა
_ საშინელება ხდება მაიკ _ თვალი გაუშტერდა ელენას.
_ მაინც ?
_ელენა უუნაროა _ დახმარება სცადა იზაბელამ ,როცა მიხვდა ,რომ მის დას ლაპარაკი უჭირდა
_ რა არის ? თქვენ მე გამაგჟებთ_სახე აენთო კაცს
_დაწყნარდი საგანგაშო არაფერია .რათქმაუნდა იმ შემთხვევაში თუ შენ და შენი ოჯახი მოწოდების სიმაღლეზე დადგებით
_რას გულისხმობ ?_ კონსტანცას ავის მომასწავებელმა მზერამ კაცი ძალიან დააბნია
_ საუბედუროდ ეს ბავშვი შენ გგავს _თქვა კონსტანცამ
_რას ქვია საუბედუროდ? _ მაიკს ხმაში საყვედური გამოერია
_იმას ქვია ,რომ ეს ბაშვი ელენას ძალებს აცლის . შენ გგავს და ისევე აუძლურებს მას ,როგორც შენ . ეს ძალიან ცუდია თუ ..._ კონსტანცამ აღარ დაამთავრა
_ცუდი რატომაა?
_ იმიტომ რომ ელენა თავის დაცვას ვეღარ მოახერხებს. მისი დამარცხება ნებისმიერს შეუძლია მითუმეტეს ჩვენს გვარში . ის ახლა ჩვენს შორის ყველაზე სუსტია_ ხმა ამოიღო იზაბელამ
_ შეუძლებელია _აღმოხდა მაიკს და ელენას გახედა. მანაც თანხმობის ნიშნად თავი დააქნია .
_ეს იმას ნიშნავს ,რომ ელენა ახლა ისე უნდა იყოს დაცული როგორც არასდროს _დამარცვლით და გამოთქმით წარმოთქვა კონსტანცამ ეს სიტყვები .
_იქნებ ცდებით . ჯერ გეცადა _ ეჭვით სავსე მზერა ესროლა ქალს
_უკვე სცადა . დღეს ისეთი გამხეცებული იყო საკუთარი ნებით უფრო ძლიერ შეტაკებას ვერ მოახდენს. მიუხედავად ამისა ვერ შეძლო _თავი გააქნია იზაბელამ
_ რაა?დღეს ვინმესთან ... _ხმა ჩაუწყდა მაიკს და წამის მეასედში წარმოიდგინა ყველაფერი
_ხო , ნურმა გამაცოფა . თავს ვეღარ ვაკონტროლებდი . მისი ბედი ,რომ ვერ შევძლი თორემ საშინელებას ჩავიდენდი_კბილებში გამოსცრა ელენამ
_ახლა მთავარი ელენას უსაფრთხოებაა_ თემას დაუბრუნდა კონსტანცა _ ჯერჯერობით არ იციან, რომ ელენა ორსულადაა ,მაგრამ ამას დიდხანს ვერ დავმალავთ. ბოლოს და ბოლოს თვითონ მიხვდებიან და ... მოკლედ ,რომ ვთქვათ ელენა ერთი წუთითაც არ უნდა იყოს მარტო . თუ მის ხელში ჩაგდებას შეძლებენ ელენა თავს ვერ დაიცავს .
_გასაგებია _ წარმოთქვა მაიკმა და ტელეფონს დასწვდა .
_რას აკეთებ ?_ იმწამსვე მივარდა ელენა . კაცმა ანიშნა გაჩუმდიო . როგორც ჩანს მალევე უპასუხეს და კაცმაც გაბადრული მხიარული სახით მიესალმა უმცროს დას.
_ლუნა როგორ ხარ ?
ოთახში კონსტანცამ სიხარულისგან ტაში შემოჰკრა და შესძახა
_ჯანდაბა ეს ბიჭი უფრო ჭკვიანია ვიდრე მე მეგონა .ახლა ზუსტად ამის რჩევას ვაპირებდი _ ელენამ დაბღვერილი მზერა ესროლა დეიდაშვილს და ისიც წამსვე დასერიოზულდა .
მაიკი ისევ პატარა დას ელაპარაკებოდა ,მაგრამ როგორც ჩანს ძმამ ტელეფონი გამოჰგლიჯა და იგი ამჯერად რონის მიეალმა .
_რონი შენი დახმარება მჭირდება ,შეგიძლია აეროპორტში დამხვდე ?
_ისევ ჩამოდიხართ?
_ამჯერად დიდი ხნით .დედას უთხარი , რომ მოემზადოს . ელენა ჩვენთან საკმაოდ დიდხანს დარჩება
_რათქმაუნდა ვეტყვი და აეროპორტშიც დაგხვდებით მე და ჯორჯი
მაიკი ძმას თბილად დაემშვიდობა და მერე ქალებს მიუბრუნდა. სამივე სმენად იქცა.
_ესეიგი გაჩენა გადაწყვიტე რადგანაც დაცვა გჭირდება . ეგ თქვენი ალქაჯი დები და დეიდაშვილები ახლოსაც ვერ მოვლენ შენთან . სანამ ბავშვი არ დაიბადება მარტო ერთი წამითაც არ დარჩები.ამაზე მე და ჩემი ძმები ვაგებთ პასუხს
_ჩვენ რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?_ძლივს აღმოხდა იზაბელას
_თუ გინდათ ისიც უთხარით ,რომ ელენა ორსულადაა ,მაგრამ ჩემი დანაბარები აუცილებლად გადაეცით _ ორივემ შიშისგან თავი დააქნია.
_მაიკ ..._ამოთქვა ელენამ ,მაგრამ მაიკმა ხელით ანიშნა გაჩუმდიო
_ თუ რომელიმე მათგანი ალასკაზე ჩამოსვლას და ელენასთვის რამის დაშავებას გაბედავს იცოდნენ , რომ სათითაოდ დავხოცავ ყელას. თავებს დავაგლეჯ და ხრამში გადავყრი . ორმა მათგანმა უკვე ნახა მოქცევითების რეალური სახე . იმედია ამას გაკვეთილად გამოიყენებენ .

პირსლების სახლში კარინა,ნური და მაირა ბოლთას სცემდნენ და თან სემს და ბარბარას შავ დღეში აგდებდნენ . უმცოსი ზლუქუნებდა და თან იძახდა მე არაფერი ვიციო ,მაგრამ მაირა ფოცხვერივით უტევდა და მატყუარას ეძახდა.
_ მითხარი რა სჭირს ელენას _მაირამ სახე ისე ახლოს მიუტანა გოგონას ლამის გული წაუიდა.
_არ ვიცი ,საიდან უნდა ვიცოდე _ ტიროდა ბარბარა
_შენ არ ხარ ელენას საყვარელი დაიკო ?
_არ ვიცი ,წარმოდგენაც არ მაქვს რაზე მელაპარაკები . ისიც არ ვიცი რატომ უნდა სჭირდეს რამე ელენას?
_ თავი დაანებე .ვერ ხედავ ,რომ ნამდვილი იდიოტია ?_ხელი უჯიკა ნურმა
_შენს დას წესიერად მოექეცი _შეუტია სემმა
_შენ ჯობს ჩვენ დაგვეხმარო _ასისინდა მაირა
_რატომ უნდა დაგეხმაროთ? თქვენ ვისთვის რა გაგიკეთებიათ ?მარტო საკუთარი თავი გიყვართ და გადარდებთ.
_ეს ყველას გვეხება . სანამ დროა სიმართლე გვითხარი .
_მე არაფერი ვიცი.როდის იყო ანგარიშს მე მაბარებდნენ ?
_მას მერე რაც იზაბელას დაქალი გახდი . სულ რაღაცას ჩურჩულებთ .ეს დეიდას არ მოეწონება _ისევ ასისინდა ნური
_იმ ბებერი კუდიანის აზრები არ მაინტერესებს .
_საწყენია,არადა გაქებდა
_არც მისი შექება მჭირდება
_სემ გეყოფა ბოლოს და ბოლოს ვის მხარეს ხარ? _ფეხზე წამოხტა კარინა _ჩვენი და არ ხარ? ჩვენ უნდა დაგვეხმარო
_რა უცებ გაგახსენდა ,რომ შენი და ვარ არა? _დამცინავი სახით წარმოთქვა სემმა
_გთხოვ რა ნუ ხარ ასეთი სენტიმენტალური _ტუჩები ამრიზა კარინამ
_ეს სიმართლეა და თქვენს ბინძურ თამაშებში მონაწილეობას არ ვაპირებ . რაც გინდათ ის ქენით , მაგრამ ბარბარას თავი დაანებეთ _ ქალმა გოგონას ხელი მოხვია და თავისი ოთახისკენ წაიყვანა .
_მოღალატე _ მხოლოდ ერთხელ მიაძახა მაირამ მაგრამ სემს უკანაც არ მოუხედავს ამ კომენტარზე .
_კარგი მეც წავალ დავწვები_ თქვა ჯენიფერმა, რომელიც მთელი დღე ჩუმად იყო და ისიც იგივე გზას გაუდგა
_შენც?შენც გვიღალტე? _ სხახე მოეღრიცა კარინას
_მე თქვენთან არც არასდროს ვყოფილვარ .
დარჩენილები ძალიან უკმაყოფილოები და გაცოფებულები იყვნენ . სასმელი დაისხეს და ყველა ცალ-ცალკე მოკალათდა სავარძელში.
_როგორ გგონიათ ელენას ეს რატომ ემართება ?_იკითხა ნურმა და წამით ყველა გაჩუმდა
_ალბათ ის კაცი მოქმედებს _თქვა მაირამ
_მაშინ ჩვენზეც უნდა მოქმედებდეს _ გამარჯვებული ხმით თქვა კარინამ
_ეს ადრეც მომხდარა ნეტა? ალბათ კონსტანცა ყველაფერს ხვდება. იმდენი რამ იცის ჩვენზე და საერთოდ განსხვავებულ ადამიანებზე.
მოულოდნელად მაირას ლონდონი გაახსენდა,ის დღე ელენა ,რომ ესტუმრად და კონსტანცას გაოცებული სახე როცა ის უყვებოდა როგორ ვერ შეძლო მან მაიკის მოკვლა . მერე დის სიტყვები, რომ მათნაირები მხოლოდ მოქცევითების წინაშე არიან უძლურნი. ნური და კარინაც მიხვდა, რომ გოგონა რაღაცას იხსენებდა და ბოლომდე აცალეს . მერე თითქოს თმა გაიფერთხაო ისე გაიქნია თავი და წარმოთქა.
_რათქმაუნდა მომხდარა. ელენამ მაიკის მოკვლა ვერ შეძლო.არ გახსოვთ დეიდამ რატომ დაგვიბარა? მე თვითონ მოვისმინე როგორ უამბო ელენამ კონსტანცას ის ამბავი .
_ეს რა შუაშია ?_ხელი აიქნია ნურმა
_როგორ არ არის შუაში ? კონსტანცამ გარკვევით თქვა ,რომ მ-ხ-ო-ლ-ო-დ მოქცევითებთან ვართ უძლური . ელენა კი ჩვენს წინ იდგა და ვერაფერს აკეთებდა _დეიდაშვილების გონების განათებას ამაოდ ლამობდა მაირა
_მაიკი აქ რომ ყოფილიყო გასაგებია რატომაც ვერ შეძლებდა ,მაგრამ არ იყო _სახე გაუნათდა კარინას , თითქოს ისე ახლოს იდგა სიმართლესთან როგორც არასდროს .
_ეს იმას ნიშნავს ,რომ ამ ოთახში იმწუთას მოქცევითი იყო. თან უბრალოდ კი არ იყო პირდაპირ მოქმედებდა ელენაზე _თვალები მიჭუტა მაირამ
_ხო მაგრამ არ იყო _ იჯინებდა ნური და უკვე მოთმინების ფილა ავსებული წამოხტომას აპირებდა როცა გამარჯვების ნიშნად მაირამ დაიყვირა
_ელენა ორსულადაა!

თავი XIX : გაქცევა

ელენა საძინებელში წამოწოლილიყო . იზაბელა ცდილობდა დას როგორმე დაძინებაში დახმარებოდა . დროდადრო თმაზე ხელს გადაუსვამდა და ლოყაზე აკოცებდა . ძნელი იყო გეთქვათ იმ წუთას რას გრძნოდა, რას განიცდიდა ან რას აპირებდა ქალი. საერთოდ მისი საქციელის პროგნოზირება ოჯახში ყველას უჭირდა ,მაგრამ ახლა მგონი თვითონაც ვერ გარკვეულიყო მის მომავალში . სანუგეშო სიტყვები უკვე ბევრჯერ მოისმინა ,მაგრამ ბავშვი ხომ არ იყო ვერ მიმხვდარიყო წინ რა ელოდა . სიტუაციის სირთულეს მაინც ყველაზე კარგად ის ხედავდა . ბევრი ლაპარაკით ისედაც არ გამოირჩეოდა ,მაგრამ ამ ბოლო დროს თითქმის დადუმდა. ცოტას საუბრობდა და ბევრს ფიქრობდა.
_ელენა ნუ გეშინია ,ჩვენ შენთან ვართ _ ისევ გადაუსვა მოყვითალო თმაზე ხელი იზაბელამ და დის გამხნევება სცადა.
_ არ მეშინია , უბრალოდ დავიღალე
_ მართლა არ გეშინია ?_ შეცბა ქალი . ელენამ უარის ნიშნად თავი გააქნია და დაჭორფლილ ლოყაზე აკოცა _ მე ჯერ ისევ ცოცხალი ვარ იზ ... სჯობს ჩემი შესაძლებლობები სათანადოდ დააფასონ ... ძალა არ მაქვს ,მაგრამ არ მოვმკვდარვარ და ამას კიდევ დიდხანს არ ვაპირებ .
_ ნეტა ასე მშვიდად როგორ ხარ
_მშვიდად არ ვარ , უბრალოდ არ მეშინია _ იზაბელამ დას მიეხუტა .თითქოს იქეთ სჭირდებოდა გამხნევება .
მაიკი და კონსტანცა ისევ მისაღებში ისხდნენ და ვისკს სვამდნენ. კაცის და გასაკვირად სტუმარი ჩვეულ ფორმაში არ იყო ,არც ბევრს საუბრობდა და არც ისე ხშირად იცინოდა. მუდამ პირმცინარი პირსლი ახლა სრულიად სერიოზული იჯდა დივანზე და უბრალოდ ფიქრობდა . მაიკმა დიდხანს უყურა და ბოლოს სრულიად შეუსაბამო შეკითხვა დასვა. ერთი შეხედვითაც ცხადი იყო, რომ იგი უბრალოდ საუბრის წამოწყებას ცდილობდა.
_შეიძლება გკითხო სულ ქუდი რატომ გახურავს ?
_მზეს ვერ ვიტან . მაწუხებს .თან ხომ ხედავ ჩვენ პირსლები მეტისმეტად თეთრები ვართ . ამის დამტკიცება მიჭირს, მაგრამ ვვარაუდობ ,რომ ნახევრად ალბინოსებიც ვართ .
_გასაგებია
_ელენასთან დაკავშირებით რას აპირებ ?
_ ალასკაზე წავიყვან , ჩემი ოჯახი თავს გასწირავს და მათთვის რამის დაშავების უფლებას არავის მისცემს
_ ვიცი , ყოველ შემთხვევაში თეორიულად
_ მგონი ჩვენზე მეტი იცი ჩემნაირებზე არა?
_ შესაძლოა . უფრო ზუსტად დარწმუნებული ვარ_ ქალმა მომხიბლავად გაიღიმა
_ელენას გველი მოელანდა . იმ დღეს პირველად ,რომ მოვიდა ჩემთან
_ვიცი , მიამბო...
_ამაზე რას ფიქრობ? მოეჩვენა?
_ჰალუცინაცია იყო , მაგრამ შემთხვევითი არა
_შენ როდესმე მოგჩვენებია ?
_არა , მაგრამ ჩვენს გვარში ყოფილა მსგავსი შემთხვევები . რაოდენობის გამო განსაკუთრებულ შემთხვევებად მიიჩნევა . გველის წარმოსახვა უბედურების მომასწავებელია .
_ ელენაც განსაკუთრებულია_ კაცმა ეს სიტყვები იმხელა გრძნობით წარმოთქვა ,რომ კონსტანცამ პირველად გაიღიმა ეშმაკურად_არა ამას იმიტომ არ ვამბობ ,რომ ელენა მიყვარს .
_ ის მართლაც განსაკუთრებულია დედაჩემიც და დედამისიც ხვდებოდნენ მაგას და სწორედ მაგიტომ ცდილობდნენ მის განადგურებას ,მაგრამ ვერ შეძლეს . დედაჩემი ახლაც მთელი ძალით ებრძვის ,მაგრამ ამაოდ
_ვხვდები მაგას, მიუხედავად იმისა ,რომ დარწმუნებული ვარ მასზე მეტი ძალა მაქვს ჩემზეც კი მოქმედებს. არა სიყვარულს არ ვგულისხმობ . რაღაც აქვს რისი ახსნაც მიჭირს ...
_მაგის ახსნა მეც მიჭირს . მას კიდევ აქვს რაღაც რაც არ არის პირსლებთან კავშირში .
_ ელენამ მითხრა ,რომ დედამისი მემკვიდრედ თვლიდა
_სინამდვილეში ნური ხვდებოდა ,რომ მასზე ძლიერი იყო . უბრალოდ მას ამას არ აგრძნობინებდა . ყველაზე სუსტი ჩვენს შორის ბარბარაა .
_ ელენას უმცროსი და? რატომ ?
_ ჰო ის . ჩვენი მთავარი კოზირი გონებაა , რაც უფრო ძლიერი გონება აქვს მით მეტი აქვს შესაძლებლობები . ბარბარა გონებრივად სუსტია . არა იმას არ ვგულისხმობ, რომ ჩამორჩენილია ან რამე მსგავსი . უბრალოდ სუსტია , ხანდახან მგონია ,რომ ბავშვობაში ჩარჩა თან მშიშარაა .ელენა სწორედ ამიტომ ცდილობს განსაკუთრებულად მის დაცვას
საუბარი კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა ოთახში ელენა ,რომ არ შემოსულიყო. ქალი უფრო მხნედ გამოიყურებოდა , თითქოს არაფერი მომხდარიყოს . მაიკი ფეხზე წამოდგა და კარებში მიეგება. კონსტანცა ადგილიდან არ გარყეულა მხოლოდ დაელოდა . თუმცა ალბათ ისედაც ხვდებოდა რის თქმასაც აპირებდა. იზაბელა კედელთან ატუზულიყო .ბოლოს როგორც იქნა ელენამ სათქმელი თქვა.
_ რადგანაც ძალიან კარგად ვხვდები სიტუაციის სირთულეს ახლა მზად ვარ ყველაფერზე ვიყო თანახმა . მე და მაიკი ალასკაზე წავალთ .არა ილუზია არ მაწუხებს იმის ,რომ არ ჩამოვლენ . პირიქით ველი კიდევაც ამას ,მაგრამ ბრძოლისთვის მზად ვარ . ჩემი ცხოვრების არც ერთი წამი არ გამიტარებია ბრძოლის გარეშე . დაე იყოს ისე როგორც ღმერთს უნდა ,მაგრამ ასე უბრალოდ არ დავნებდები .
_მაგაში ეჭვიც არ მეპარებოდა _ სიამაყით წარმოთქვა კონსტანცამ და დეიდაშვილს გაუღიმა . თუმცა ეტყობოდა, რომ მისგან სხვა საქციელს ისედაც არ ელოდა.
_ ჩვენ შენთან ვართ დაიკო _ მოღუშული და შეშინებული ხმით წარმოთქვა იზაბელამ და დას მოეხვია
_ მაგრამ აქედან მარტო არ წავალ . ბარბარა თან მიმყავს და წინ ვერავინ გადამიდგება .მაგათ ხელში არ დავტოვებ . ხომ ვიცი რაზეც არიან წამსვლელი
_მემგონი იქ ახლაც არ უნდა დაგეტოვებინათ _ თქვა მაიკმა
_მართალი ხარ _დაეთანხმა კონსტანცა
_ჯეიმს დავურეკავ ,რომ მოიყვანოს _ მტკიცედ თქვა ელენამ და ტელეფონზე ნომერი აკრიფა . კაცისგან პირობის მიცემა მას არ სჭირდებოდა. ელენა ყოველთვის დარწმუნებული იყო, რომ ჯეიმსი მის გამო ყველაფერს გააკეთებდა . ახლაც უსიტყვო პირობა მიიღო და ქალმაც ეს ერთი საქმე მოგვარებულად ჩათვალა . გადაწყდა ,რომ მეორე დილას მიფრინავდნენ .
პირსლების სახლში მაირას წამოყვირებაზე კარგახანს რეაქცია არ ჰქონიათ . ალბათ უფრო შოკისგან და მოულოდნელობისგან . ისხდნენ და არ საუბრობდნენ. ყველა თავის სტიქიაში იყო ,მაგრამ ეტყობოდათ ,რომ ღელავდნენ . ბოლოს მაირამ ამოიღო ტელეფონი და დედამისს დაურეკა. ტელეფონს იქედან ხმა მალევე გაისმა. ჩვეული ცივი და გულგრილი ტონალობა ნელ-ნელა პანიკამ მოიცვა.
_ დედა მე ვარ , აღმაშფოთებელი რამ უნდა გაცნობო
_იმაზე უარესი რა მოხდება რაც უკვე ჩვენს თავს ტრიალებს?
_უკვე მოხდა
_რას გულისხმობ ?
_ არც კი ვიცი როგორ გითხრა
_თქვი ბოლოს და ბოლოს .
_ელენა ორსულადაა...იმ მოქცევითისგან...
_ რაააა? გაგიჟდი ? ხვდები ახლა რას ამბობ ?_ შეიცხადასავით ქალმა
_დაახლოებით ,მაგრამ ფაქტია ,რომ რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ
_თანაც სასწრაფოდ . ის ბავშვი არ უნდა დაიბადოს
_ნეტა გენახა ელენა რა დღეშია ,სრულიად უუნარო და ძალაგამოცლილი . ჩვეულებრივ ადამიანზე სუსტიც კი ,გიჟს გავდა იატაკზე , რომ იგრიხებოდა...
_ყველას ბოლო ეს არის თუ ჩვენს ოჯახში მოქცევითი დაიბადება . უფრო მეტიც შეიძლება ბიჭიც კი გააჩინოს
_ეს შეუძლებელია დედა ,მგონი მართლა ამლაშებ
_შეუძლებელი მხოლოდ ჩვეულებრივ ადამიანებთანაა. ის მოქცევითია ჩვენზე ძლიერი გენი აქვს , ყველა ჩვენს უპირატესობას ანეიტრალებს . ამას ვერ ხვდები ?რამე მოიმოქმედეთ და გაქცევის საშუალება არ მისცეთ ,თუ იმათ ოჯახში შეგასწროთ მისი დევნა გველების ბუდეში ხელის შეყოფას გაუტოლდება .
_რა ვქნათ ?
_არ ვიცი როგორ, მაგრამ აიძულეთ ,რომ მისი ფეხით მოვიდეს თქვენთან
_არ მოვა შვილის ხათრით მაინც
_ რომელი შვილის გონებას მოუხმე მაირა , ისე ნუ მელაპარაკები თითქოს ელენა ოჯახის დიასახლისი იყოს . ის ელენა პირსლია მისთვის პრინციპები უფრო მაღლა დგას ვიდრე სხვა რამ . თუნდაც ის საკუთარი შვილი იყოს. რამე მოიფიქრეთ , დროს ნუ კარგავთ _ ტელეფონი იმწამსვე გაითიშა
_მაირა რა მოხდა ?_ მაშინვე დაეტაკა კარინა და ნური
_ დედას სურს ,რომ ელენა ხელში ჩავიგდოთ. ის ბავშვი არ უნდა დაიბადოს
_ეს ჩვენც გვსურს ,მაგრამ რა ვქნათ ?_მხრები აიჩეჩა კარინამ
_დედამ თქვა ეცადეთ, რომ მისი ფეხით მოვიდეს თქვენთანო
_ მაგაზე ოცნებაც ზედმეტია _ ჩაიცინა ნურმა
_მგონი რაღაც ჩაიფიქრა მაგრამ უნდა ,რომ ჩვენ თვითონ მივხვდეთ
_ვიცი რაც უნდა _ ნური წამის მეასედში ადგილს მოსწყდა და კიბეებისკენ შურდულივით გავარდა . სწრაფად აირბინა და ბარბარას ოთახის კარი შეგლიჯა ,მაგრამ არავინ დაუხვდა .
ნურმა დაიღრინა და ფეხი ჰკრა საწოლს . მერე კი ფანჯარას მივარდა და ფარდა გადაგლიჯა ,თანაც ისე ძლიერად, რომ ნახევარი საკიდიდან ჩამოყარა. დაინახა ეზოში ლამაზად მოგებულ ქვაფენილზე ზორბა ჯეიმსი გოგონას როგორ მიათრევდა . მაჯაში ხელი ისე ჩაებღუჯა გეგონებოდათ სადაცაა მოაწყვეტსო . მერე შავ მერსედესში შეტენა და საჭს მოუჯდა . გოგონები სახლიდან გამოცვივდნენ ,მაგრამ ამასობაში მანქანამ უზარმაზარი ჭიშკრის ზღურბლი გადაიარა და ფართო ქუჩებში მანქანების ზღვას შეუერთდა .
_სად მიმათრევ ჯეიმს ?_ ნაზი და მეამიტი ხმით იკითხა გოგონამ
_ თქვენს დასთან . მიბრძანა, რომ სასწრაფოდ მიგიყვანოთ.
_ხომ კარგადაა ?
_რათქმაუნდა,ჩემს ქალბატონს ვინ დაამარცხებს _ კაცს ერთდროულად გადაფინა სახეზე ღიმილი და სიამაყე .
ჯეიმსი თავის ქალბატონზე იმხელა აღფრთთოვანებით და სიამაყით საუბრობდა ხოლმე ,რომ არ შეგეჩერებინათ ალბათ თავისი ნებით აღარასოდეს გაჩერდებოდა. ეს ზორბა და ურყევი კაცი ელენაზე საუბრის დროს ერთიანად ჩამოდნებოდა. სახეზე ბავშვური და ალალი ღიმილი გადაეფინებოდა. მისი ბაგიდან წარმოთქმული ერთი სიტყვაც კი საკმარისი იყო მაშინვე მიმხვდარიყავით ,რომ ის უბრალოდ აღმერთებდა ქალს. იგი მისი იდეალი და სტიმული იყო . ცხოვრების უდიდეს საჩუქრად იგი ელენას მიერ წარმოთქმულ საქებარ სიტყვას თვლიდა ,რომელსაც ქალი არც თუ ისე იშვიათად ამბობდა კაცის მიმართულებით. ჯეიმსი ახლა უკვე ხვდებოდა ,რომ მისი ქალბატონი დიდი ხნით მიემგზავრებოდა და გული სწყდებოდა . ალბათ დიდი სიამოვნებით წაჰყვებოდა თან და სიცოცხლესაც კი შესწირავდა მის უსაფრთხოებას . მას ელენასთვის იმედი ჯერ არასდროს არ გაუცრუებია, დავალებას ყოველთვის ზედმიწევნით ,ზუსტად და განსაზღვრულ დროში ასრულებდა . ახლაც უმცროსი პირსლი დავალებისამებრ მაიკ ოსტინის სახლში მიიყვანა . ელენა სასიამვნოდ გაოცდა ,ასე სწრაფად მათ გამოჩენას არ ელოდა.

თავი XX: ტყის მცველი
ელენამ დანახვისთანავე ჩაიკრა გულში უმცროსი და ,რომელსაც სახეზე სრული გაუგებრობა ეწერა . ქალმა მას საოცარი სითბოთი გაუღიმა, არა როგორც დამ არამედ როგორც მზრუნველმა მშობელმა . ბარბარა ყოველთვის მისდაუნებლიედ ცდილობდა ელენას ამ ღიმილში დედა დაენახა ,უბრალოდ ამას არ ამჟღავნებდა . თავისებურად ოჯახში ქალბატონ ნურ პირსლზე საუბარი აკრძალული იყო . ელენა ცდილობდა ,რომ მიუხედავად ყველაფრისა დისთვის ის დედად დარჩენილიყო და არა საძულველ ქალად . თუმცაღა გოგონა ყოველთვის გრძნობდა იმას ,რომ ქალი რომელმაც ქვეყანას მოავლინა ფრთაშესხმული ანგელოზი არ იყო . იგი ხშირად ოცნებობდა იმაზე ,რომ ელენას მსგავსი დედა ჰყოლოდა , რომელიც დაიცავდა და დაეხმარებოდა . ბარბარა ისე უყურებდა მაიკს ,როგორც პატარა ბავშვი ლამაზად შეფუთულ საჩუქარს. ოთახში ვერავინ მოიფიქრა ,რომ ერთმანეთისთვის გაეცნოთ . ბოლოს მაინც მხიარული და მუდამ მომღიმარი კონსტანცა წამოხტა ფეხზე, გოგონას მხარზე ხელი მოხვია და კაცის წინ დააყენა .
_ბარბი ეს მაიკ ოსტინია . ჩვენი მომავალი სიძე _ ხელით მიანიშნა ქალმა. ოთახში ვიღაცამ დაიღრინა. კონსტანცამ წამის მეასედში დააფიქსირა ,რომ ეს ელენა იყო . მაშინვე გაიაზრა ,რომ იგი ასეთ ოფიციალურ მიმართვებს ვერ იტანდა და იქვე გაასწორა _ უფრო ზუსტად მისი მეგობარი _ ბოლოს ყელში ამოუვიდა ეს მიკიბვ-მოკიბვა და დემონსტრაციულად წარმოთქვა _ კარგი რა ნერვებს ნუ მიშლი . ელენას ‘’ბოიფრენდი ‘’ და შენი მომავალი დისშვილის მამა _ ელენამ თვალებზე ხელი აიფარა .თითქოს ამ ცირკის ყურება აღარ შეეძლო.
_დისშვილის ?_შეიცხადასავით გოგონამ და კისერზე ჩამოეკიდა დას . მაიკს გაწვდილი ხელი ჰაერში დარჩა, მერე კი ჩამოსწია ‘’რა გაეწყობაო’’ .
_ ბარბი შენ მიდიხარ ელენასთან ერთად _ მშვიდად წარმოთქვა იზაბელამ ,რომელიც ჯერ ისევ კართან იყო ატუზული და შორიდან ადევნებდა თვალს ყველაფერს .
_სად მივდივართ?მერე სკოლა?
_ალასკაზზე მოდიხარ . ჩემთან და მაიკთან ერთად .აქ მძიმე სიტუაციაა დაიკო .უნდა გავერიდოთ_ თმაზე ხელი გადაუსვა ელენამ
_ ეს ამ ბავშვის გამო ხდება?_ იკითხა ბარბარამ
_ ალბათ ,მაგრამ ეს ძალიან კარგი მიზეზია საიმისოდ, რომ დიდი ხნის ჩადებული ბომბი ამოქმედებულიყო _ განმარტა ელენამ
_დიდი ხნით მივდივართ? სკოლაში რა მეშველება?
_ჯერ არ ვიცით. ვნახოთ მოვლენები როგორ განვითარდება. სკოლაში ვერ ივლი . თუ დიდხანს დარჩენა მოგვიწევს ამ კლასს მომავალ წელს გაივლი _ აუხსნა იზაბელამ
_სიტუაცია სერიოზული ,რომ არ იყოს ამას არ ვიზამდი ხომ იცი ?_ ხელზე ხელი მოუჭირა ელენემ უმცროს დას
_გასაგებია, მე შენ გენდობი _ ბავშვურად გაუღიმა გოგონამ
_ელენ ჩვენ წავალთ _ამოთქვა იზაბელამ და პიჯაკი მოიცვა
_თქვენ არ მოდიხართ?_იკითხა ბარბარამ
_ჩვენ აქ ვართ საჭირო ბარბი _გაამხნევა იზაბელამ
_კარგი წავიდეთ ,მაგრამ მანამდე ელენას პირისპირ უნდა ველაპარაკო _ სერიოზული ხმით წარმოთქვა კონსტანცამ და დეიდაშვილს ანიშნა საძინებელში გამომყევიო . ისიც უსიტყვოდ გაჰყვა . მაიკმა პატარა სტუმარს გაუღიმა და გაამხნევა
_ ნუ გეშინია. შენს დასთან იქნები და ვერავინ ვერაფერს დაგიშავებს
_გმადლობთ
_ ხომ არაფერს შეჭამ ან დალევ ?
_მხოლოდ წყალს _მაიკი სამსაზრეულოსკენ წავიდა
ეზოდან გოგონები გაცოფებულები შეცვივდნენ სახლში . ნური ისეთ დღეში იყო გზა და გზა ყველაფერს ლეწავდა . მერე დიდ კიბეებს აუყვა და პირდაპირ ელენას ოთახში შევარდა . უზარმაზარი გარდერობის კარი გადაწეული იყო .იქ დამონტაჟებული სეიფი რომლის არსებობაც ყველამ იცოდა ოჯახში, გამოეცარიელებინათ და ღია დაეტოვებინათ . ნურმა სიბრაზისგან კოხტად ჩამომწკრივებულ ტანსაცმელს ხელი ჩამოჰკრა და ყველა ძირს ჩამოყარა.
_ყველაფერი წაიღო , ნაღდი ფული,კომპანიის საბუთები ,თავისი სამკაულები
_ისევ გაგვაცურა ,მოგვატყუა _კბილებში გამოსცრა კარინამ
_ახლავე დედას უნდა დავურეკო _ ტელეფონი მოიმარჯვა მაირამ
_ უთხარი ,რომ სასწრაფოდ ჩამოვიდეს _ დაიყვირა ნურმა _სემი და ჯენიფერი სად არიან ?
_წავალ მოვნახავ _ თქვა კარინამ და კარისკენ შებრუნდა. მაირა უკვე ტელეფონზე ლაპარაკობდა .
ელენა ოთახში შეუძღვა კონსტანცას და საწოლზე ჩამოჯდა .მერე კი გამომცდელად დაელოდა რას ეტყოდა დეიდაშვილი .
_ელენა ახლა რასაც გეტყვი კარგად დაიმახსოვრე , იცოდე გამოგადგება
_გისმენ , მზად ვარ დაგემორჩილო
_შენი ორსულობა შესაძლოა არ იყოს ჩვეულებრივი
_რას გულისხმობ ?
_ ვეცდები მთელი ჩემი ცოდნა და გამოცდილება გამოვიყენო . შესაძლოა ოსულობის დროს ჰალუცინაციები ისევ განმეორდეს , აი ის რაც აქ მოხდა
_გველები მომელანდოს ?
_არა მარტო , შესაძლოა ჰალუცინაციებმა შეცდომაშიც შეგიყვანოს და რაიმე არასწორად გააკეთო .არ არის გამორიცხული დროდადრო თავის ტკივილები გაგიძლიერდეს . ჩვენი ნიჭის შეტევებიც გახშირდება, შენი უუნარობა კი ნერვულ შეტევებს გააძლიერებს .
_ესეიგი ელიზაბეტი რასაც ამბობდა სიმართლეა?_განცვიფრდა ელენა
_დაახლოებით კი ,მაგრამ დამიჯერე ძალიან მძიმე რამდენიმე თვე გელის . შესაძლოა ამის ფონზე ნაადრევადაც იმშობიარო _ელენას პირველად გამოეხატა სახეზე შიში .
_დარწმუნებული ხარ ,რომ მარტო გავუმკლავდებით?
_დედამისი დაგეხმარებათ. მე და იზაბელა ვეცდებით აქედან ვაკონტროლოთ სიტუაცია .თუ რამე შეკითხვა გაგიჩნდება მაშინვე დამირეკე .რა დროც არ უნდა იყოს .
_გმადლობ ყველაფრისთვის კონი _ გადაეხვია ელენა დეიდაშვილს და ლოყაზე ცრემლი ჩამოუგორდა .
_ შენ ყოველთვის ზრუნავდი ყველაზე . ახლა ჩვენი დრო მოვიდა _თმაზე ხელი ჩამოუსვა ქალმა და ოთახიდან გავიდა .
იზაბელა ისე გავიდა გარეთ უკან არ მოუხედავს ,მაგრამ ელენამ დაუძახა და მოაბრუნა .
_იზ , არ დამემშვიდობები დაიკო ?_ქალმა თავი გადააქნია
_მინდა მჯეროდეს, რომ მალე დაბრუნდები
_ჩემი მშვენიერი დაიკო ,ჩემი ცხოვრების თანამგზავრი . გახსოვს ერთხელ კონსტანცამ რა გითხრა? შენ ყველაზე კარგი ხარ და ეს არ დაივიწყოო .ყოველდღე დაგირეკავ .ყველაფერს შენ გაბარებ ,სახლს და კომპანიას. გმადლობ ყველაფრისთვის _ელენა ისე ძლიერად მოეხვია დას თითქოს ერთ მთლიანობად იქცნენ . მერე ორივე წავიდა .ქალმა ისეთი მზერა გააყოლა თითქოს უკანასკნელად ხედავდა მათ . დიდხანს იდგა ღია კარში ,სანამ ბარბარამ არ დაუძახა ვივახშმოთო . თითქმის არაფერი უჭამია ,მერე მაიკმა უთხრა ბარბარა შენთან დაწვეს მე მისაღებში დივანზე დავიძინებო და ელენაც უსიტყვოდ დასთანხმდა .
მეორე დილით გაღვიძებისთანავე წავიდა სამივე აეროპორტში . ელენამ დას ურჩია თბილი თანსაცმელი ჩაეცვა რადგან იქ ,სადაც მიდიოდნენ ძალიან ციოდა . გოგონამ თბილი ქუდი და ხელთათმანები პატარა ჩანთაში ჩაიტენა და ორივეს უკან გაჰყვა . ამის შემდეგ ელენას ხმა აღარ ამოუღია,არც თვითმფრინავში და არც სახლისკენ მიმავალ გზაზე . მხოლოდ მაშინ გამოერკვა , როცა თავისი ფოტოგრაფიული მეხსიერების წყალობით დააფიქსირა ,რომ მანქანამ სხვა გზაზე გადაუხვია . გარეთ წვრილად თოვდა . ქალმა ღილაკს ხელი დააჭირა და უკანა მინა ავტომატურად გაწმინდა ,მერე კი გარეთ გაიხედა .
_საოცარია _ აღფრთოვანებით წარმოთქვა მაიკმა
_ რა არის საოცარი ?
_აქ მხოლოდ ერთხელ იყავი და მაშინვე მიხვდი ,რომ სხვა გზით მივდივართ . მაშინ უფრო ძლიერად თოვდა .შენს ადგილას სხვა ვერ დაიმახსოვრებდა.
_მე სხვა არ ვარ. ჩემი გონება და მეხსიერება გაცილებით ძლიერია ვიდრე ნორმალური ადამიანის
_ვიცი
_სად მივდივართ?
_ნუ გეშინია შენ გატაცებას არ ვაპირებ _ეშმაკურად გაიღიმა კაცმა
_საოცარია ამ მდგომარეობაშიც კი ხუმრობა, რომ შეგიძლია .
_მალე მივალთ და ნახავ _ქალმა უძლურების ნიშნად ხელები ჩამოუშვა და სავარძელზე მოიკუნტა.
დიდხანს არ უვლიათ . ალბათ იგივე დრო დასჭირდათ ,რამდენიც მაიკის სახლამდე, უბრალოდ სხვა მიმართულებით. ბოლოს ისეთ გზაზე გადაუხვიეს , სადაც მხოლოდ ერთი მანქანა თუ გაივლიდა . პატარა კოტეჯის მაგვარ სახლთან გაჩერდნენ , რომელიც ქვით იყო ნაშენი . ელენას ერთი შეხედვით მოეწონა იქაურობა , პატარა ასანთის კოლოფის მაგვარი შენობა საოცრად ლამაზი იყო გადათეთრებულ არემარეში .
_ ეს რა არის ?_ იკითხა მან
_ წამოდი შიგნით შევიდეთ და გეტყვი _ქალმა დას ხელი ჩასჭიდა და სახლისკენ წაიყვანა .
კოტეჯის კარი შეაღეს . იქაურობა უფრო ლამაზი აღმოჩნდა ვიდრე ეს ერთი შეხედვით გარედან ჩანდა. დაბალჭერიანი ხით მოპირკეთებული სახლი სამი ოთახისგან შედგებოდა . საძინებელი , სამზარეულო და მისაღები .სამზარეულო ტეხასური ბარის სტილში მოეწყოთ . ჭერზე ჩამოკიდებული ჭიქებით და ღვინის თაროებით . მისაღებში რამდენიმე შინდისფერი ქსოვილით დაფარული დივანი და ბუხრის წინ სარწეველა სკამი იდგა . საძინებელი ჩვეულებრივზე ბევრად პატარა ,მაგრამ კოხტა იყო . ბუხარი იქაც ამოეშენებინათ . ცხადი იყო გათბობის მიზნით . გოგონები აღფრთოვანებული ათვალიერებდნენ იქაურობას .
_აბა მოგწონთ ?_ დუმილის შემდეგ კითხვა დასვა მაიკმა
_აქაურობა ძალიან ლამაზია _გაიღიმა ელენამ და ბარბარაც დაეთახმა .
_კარგია,რადგან ვეჭვობ აქ დარჩენა დიდხანს მოგვიწევს
_აქ ვინ ცხოვრობს ?_იკითხა ბარბარამ
_არავინ , მისი პატრონი ხუთი წლის წინ ლოს ანჯელესში გაიქცა საცხოვრებლად _ წარბი ასწია მაიკმა და დივანზე მოხერხებულად მოეწყო . ბარბარამ გარეთ გასეირნება გადაწყვიტა და კარი გაიხურა. თან სურდა ,რომ წყვილი მარტო დაეტოვბინა.
_შენია ?_გაოცება ვერ დამალა ელენამ
_მე აქ დავიბადე . სანამ მამაჩემი იმ დიდ სახლს ააშენებდა აქ ვცხოვრობდით . ჩემი ძმა ჯორჯი, რომ დაიბადა აქ ვეღარ ვეტეოდით და ჯერ კიდევ დაუმთავრებელ დიდ სახლში გადავედით . მამამ ეს კოტეჯი მე მაჩუქა ,რადგან აქ მე გავჩნდი . მერე ალასკადან წავედი და გადმოსახლება ვერ მოვასწარი . ჰოდა აი გაჭირვების დროს გამომადგა .
_ძალიან მომწონს აქაურობა _ისევ თქვა ელენამ და პატარა ფანჯარაზე ფარდა გადასწია ,რომ გარეთ გაეხედა . იქედან ტყის ხედი იშლებოდა , რომელსაც მთიდან ჩამოწოლილი ნისლი ფარავდა . ქალმა ფანჯრიდან ბარბარაც დაინახა , რომელიც იქვე იჯდა კართან და ტყეს გაჰყურებდა .
_ამ კოტეჯს აქაურები ‘’ტყის მცველს’’ ეძახიან . უფრო ზუსტად ჩვენნაირები _განაგრძო მაიკმა და ელენაც სმენად იქცა
_ტყის მცველი ? უცნაურად ჟღერს
_ხო ეს ამ არემარეში ყველაზე მაღალი ადგილია . მამაჩემი წლების მანძილზე იყო და ახლაც არის ჩვენნაირების ანუ მაქციების მეთაური . ‘’ტყის მცველი’’ მამაჩემის მეტსახელია . ის მათს შორის ყველაზე უფლებამოსილი პირია. ყოველი მათგანი მის თითოეულ სიტყვას დაემორჩილება .
_აქ ამიტომაც მომიყვანე?_კაცმა თანხმობის ნიშნად თავი დააქნია
_ელენა შენი დაცვა არც ისე მარტივი იქნება ,როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. დახმარება ნამდვილად გვჭირდება
_მგონი არ ღირდა ამ საქმეში სხვების გარევა _ისაყვედურასავით ელენამ
_არც ვაპირებ, ყოველ შემთხვევაში მანამ სანამ აუცილებელი არ გახდება .აქ იმიტომ მოგიყვანე ,რომ აქედან მათი საცხოვრებელი ახლოსაა.
_შენნაირები აქ ბევრნი არიან?
_ერთი ოჯახი აქ საკმაოდ ახლოს ცხოვრობს. მათ სახლს ‘’მონადირის კოშკს’’ ეძახიან. რათქმაუნდა ამასაც თავისი ისტორია აქვს. მამაჩემი და მათი ოჯახის უფროსი ერთი თაობის იყვნენ .ის კაცი ,რომ გარდაიცვალა ოჯახის თავი , იმისი უფროსი ვაჟი როი გახდა . კარგი ბიჭია ,მაგრამ ძალიან ფიცხი. თუ გაბრაზდა სჯობს ახლოს არ გაეკარო .მეტსახელად ‘’მონადირეს ‘’ ეძახიან .მის სახლსაც ამიტომ დაარქვეს ‘’მონადირის კოშკი’’.
_მონადირეს რატომ ეძახიან ?
_განსაკუთრებული ყნოსვა აქვს . რაღაცით შენ გგავს . როგორც შენ ხარ საგვარეულოში განსაკუთრებულად ძლიერი ისე არის ისიც . ჩვეულებრივზე უფრო მახვილი ყნოსვა აქვს , უფრო დიდ მნძილზე გრძნობს .
_ბედის ირონიაა არა?
_რას გულისხმობ ?
_ვცდილობდი საკუთარ არანორმალურ ხვედრს გავქცეოდი და საბოლოოდ რა გამოვიდა? ცხოვრება ისევ ჩემნაირს დავუკავშირე . როგორც ჩანს ასეთი ცხოვრებისთვის ვარ გაჩენილი და ამას ვერაფერი შეცვლის
_ყოველგვარ უარყოფითშიც შეიძლება იპოვო რაღაც დადებითი .
_მართალი ხარ _გვერდით მოუჯდა ელენა და თავი მკერდზე დაადო
_მეც შენსავით გავურბოდი ამ სიგიჟეს და აქედან ამიტომაც წავედი .ახლა კი საერთოდ არ ვნანობ ,რომ ისევ ჩემნაირს შევეჯახე
_დეიდაჩემმა ალბათ უკვე გაიგო ,რომ გავიქეცი . ნეტა რას მოიმოქმედებს? ჩემს ძებნას დაიწყებს
_ცოტა საქმე გავურთულეთ . ისევ აქ ვართ , მაგრამ ვერ გვიპოვიან _ელენამ მომხიბვლელად გაუღიმა. მაიკი ფეხზე წამოდგა და ბუხარში ცეცხლის დანთება დაიწყო . რამდენიმე წუთში სახლში ბარბარაც შემოვიდა.
დილით პირსლები გაწყობილ მაგიდასთან ისხდნენ ,მაგრამ არ ჭამდნენ . ყველას თეფში ხელუხლებელი იყო .არც ხმას იღებდნენ ,მანამ სანამ ოთახში კონსტანცა და იზაბელა არ შემოვიდა . სემის გრდა ყველამ დაბღვერით გადახედა ორივეს . კონსტანცა მხიარულად მოუჯდა მაგიდას და ჭამა დაიწყო. თითქოს აქ არაფერიო ყურადღებაც კი არ მიუქცევია არცერთისთვის . ნური მისმა უყურადღებობამ გააღიზიანა . ბოლოს მაინც ვეღარ მოითმინა და ჩვეული სტილით შეუტია .
_ელენას ჰგონია თუ გაიქცევა ამით თავს გადაირჩენს?_ კონსტანცა თითქოს არც უსმენდა . მშვიდად განაგრძობდა ჭამას .
_ჩვენ ყველაფერი ვიცით _ამოთქვა კარინამ
_არ მესმის რაზე ლაპარაკობთ და არც მაინტერესებს _ჩანგალი აიქნია ქალმა
_მისი ორსულობის ამბავი მეტისმეტად სერიოზულია_დაიღრინა მაირამ
_ორსულობის? ელენა ორსულადაა?_შეიცხადა სამანტამ .გოგონებმა გაკვირვებით შეხედეს. ისინი აქამდეც დარწუნებულები იყვნენ ,რომ სამანტამ ყველაფერი იცოდა,უბრალოდ ამას არ ამხელდა .
_მემგონი თქვენთვისვე აჯობებს ელენას დევნას მოეშვათ . ხომ იცით რაც მოჰყვება მაგას ? მაიკი არ დაგინდობთ არცერთ თქვენგანს _ მთელი სერიოზულობით წარმოთქვა იზაბელამ
_ამათ წარმოდგენაც არ აქვთ რა შეუძლია მგლების ‘’ხროვას’’ როცა ისინი საკუთარ სისხლს იცავენ . სურათის უფრო ცხადად შექმნისთვის გეტყვით ,რომ სამოციანებში ერთ-ერთი ასეთი შეტაკების დროს ორმოცდაათზე მეტი ადამიანი დაიღუპა . რათქმაუნდა ეს ისე ‘’სუფთად’’ გააკეთეს ეჭვის ნასახიც არ დარჩენილა . თქვენ კი მხოლოდ ხუთნი ხართ..._ოთახში აღელვება აშკარა გახდა ,მაგრამ ყველამ თავი ხელში აიყვანა. კონსტანცა მიხვდა ,რომ გოგონები შეშინდნენ და ეშმაკურად ჩაიცინა.
მაიკმა კოტეჯის სამზარეულოში მაცივარი გამოაღო ,მაგრამ მთლიანად ცარიელი დაუხვდა . მერე საკუთარ თავს უსაყვედურა გზაში რამე უნდა მეყიდაო და გაბრაზებით მიახეთქა კარი .
_მაცივარი ცარიელია .რონის რამე , რომ ეყიდა რა დაშავდებოდა ამით?
_გეყოფა ახლა. რასაც ჩვენთვის აკეთებს ისიცც ზედმეტია. მაცივრის გამოვსება მაგას ნამდვილად არ ევალება .
_კარგი მე წავალ და რამეს მოვიტან_ამოიხვნეშა და წავიდა ,მაგრამ ამ დროს ვიღაცამ კარს ფეხი ჰკრა და ოთახში შემოვარდა . ეს სწორედ რონი იყო . ხელში რამდენიმე პოლიეთილენის პარკი ეჭირა და ძლივს მოათრევდა
_მაიკ დაეხმარე _ უსაყვედურა ელენამ და ისიც მაშინვე დაფაცურდა.
_ხედავ ? როგორც ყოველთვის მითითება გჭირდება რა უნდა გააკეთო_მხარი გაჰკრა რონიმ ძმას და გოგონებს მიესალმა _ელენა როგორ ხარ? როგორც ყოველთვის გადასარევად გამოიყურები
_გმადლობ რონი . ასე რატომ შეწუდი ?
_კარგი რა მართლა მძიმე კი არ იყო . მაინტერესებდა ერთი თუ მოიფიქრებდა დამხმარებოდა. როგორც ყოველთვის ვერა _თეთრი კბილები გამოაჩინა ბიჭმა და ახალი სტუმრისკენ შებრუნდა .
_ეს ჩემი პატარა და არის ბარბარა. ცოტა ხნით ჩვენთან დარჩება _აუხსნა ელენამ
_ვიცი , სწორედ მის წასაყვანად მოვედი _ხელი გაუწოდა გოგონას და მანაც დაბნეული სახით მიესალმა
_სად უნდა წაიყვანო ?_ ჩაერია მაიკი რომელიც ჯერ ისევ პროდუქტებს აწყობდა მაცივარში
_დედამ თქვა, რომ დიდ სახლში
_არ არის საჭირო აქაც მოვთავსდებით . თანაც არ მინდა ასე შეგაწუხოთ _მორიდებულად თქვა ელენამ
_რა შეწუხებაა რძალო იმ სახლში ორმოცდაათი კაცი დაეტევა . რატომ უნდა გაწვალდეთ ?ამის საჭიროება არ არსებობს . თანაც დედას სიტყვა კანონია
_ დედას თავისი გემრიელი კერძებიც გამოუგზავნია _აღნიშნა მაიკმა
_მგონი ჯობდა მზარეული გამოეგზავნა _ გაიცინა რონიმ
_კარგი რა . რამეს ვიზამთ _ისაყვედურასავით მაიკმა
_მაგ საქმეში ჩემი იმედი არ გქონდეს .არაფერი გამეგება _გადაჭრით თქვა ელენამ
_არც მე_პირველად ამოიღო ხმა ბარბარამ
_ვიცი . არც მე ვარ დიდი მზარეული ,მაგრამ შიმშილით არ მოვკვდებით .ომლეტს და ჰამბურგერს მაინც მოვამზადებ_ თავმომწონედ თქვა მაიკმა
_ ჰო გასინჯული მაქვს . შეიძლება ითქვას არაუშავს _ თავი გადააქნია ელენამ
_კარგი თქვენ ეგ საქმე გაარკვიეთ მე და ბარბარა წავალთ დედა გველოდება . ელენა ლუნას ძალიან მოენატრე . დავპირდი ,რომ ერთხელ მოვიყვან _ გადაკოცნა მაიკმა და კარისკენ წავიდა
_აუცილებლად , მეც ძალიან მომენატრა _ გაიღიმა ქალმა და ისიც უკან გამოჰყვა
_ელენა თავს გაუფრთხილდი _ შეევედრა ბარბარა
_რონი ეს რა წამოგიყვანია ?_ თვალები დააბრიალა მაიკმა. ელენამ იმ წამსვე დაინახა უზარმაზარი მოტოციკლი ,რომელიც კოტეჯის კართან ეყენა .
_ჯორჯისგან ვითხოვე მერე რა მოხდა?მანქანით სკოლაში იყო წასული ლუნას მოსაყვანად .აბა ფეხით ხომ არ წამოვიდოდი ?_თავი მოიქექა ბიჭმა
_ბარბარა ამით როგორ იმგზავრებს . არ შეეშინდება? თან ისე დააქროლებ თვალს ვერ მოგატანს კაცი _ისაყვედურა მაიკმა
_ქალბატონის თვალწინ ამას არასდროს ჩავიდენ _იწყინა რონიმ _ნუ გეშინია სახლამდე საღსალამათს მიგიყვან _დააიმედა ბარბარა და მოტოციკლს მოაჯდა. გოგონამ ჩაფხუტი ჩამოიმხო და მორიდებით მოუჯდა რონის მოტოციკლზე. ბიჭი მიხვდა, რომ ეშინოდა და გაამხნევა_ნუ გეშინია და ჩემს ძმას ნუ უსმენ . ჯენტლმენი ვარ და ქალს არასდროს დავაშინებ . გოგონამ გაუღიმა თითქოს ეუბნებოდა შენი მჯერაო .
მისი ოსტინმა ბარბარა სიყვარულით მიიღო . ისევე როგორც თავის დროზე ელენა , ბარბარაც ბოლომდე მონუსხული დარჩა ქალის სტუმართმოყვარეობით. გაიფიქრა ნეტა დედაჩემი ოდნავ მაინც თუ ჰგავდა მასო . გემრიელი ვახშმის შემდეგ ოჯახის დიასახლისმა იგი ლუნას საძინებელში მიაცილა და უთხრა აქ დაიძინებო . პატარა გოგონას თავისი ოთახი დიდსულოვნად დაეთმო ახალმოსულისთვის , თვითონ კი მაიკის ოთახში გადავიდა დროებით.
გამთენიისას პირსლების ლოს-ანჯელესის სახლთან ყვითელი ტაქსი გამოჩნდა. დიდი რკინის ჭიშკართან ახლოს გაჩერდა ,მაგრამ არც არავინ მიეგება და მით უფრო არავის გაუღია .რამდენიმე წუთს შეყოვნდა ,მაგრამ ბოლოს შიგნით მჯდომს მოთმინების ფიალა აევსო და ძირს გადმოვიდა . ჭიშკართან უკვე ატუზულიყო მთასავით ჯეიმსი ,მაგრამ სულაც არ აპირებდა ადგილიდან დაძვრას და ჭიშკრის გაღებას . მორჩილი ტანის ,მაგრამ საოცრად მომხიბვლელი შუახნის ქალბატონი გრაციოზულად მიუახლოვდა და მკაცრი ხმით უბრძანა .
_ჯეიმს როგორ ბედავ და ჭისკარს არ მიღებ ?
_მე მხოლოდ ჩემი ქალბატონის ბრძანებებს ვასრულებ . როგორც მახსოვს ბოლოს აქ ,რომ მოვიდა მიბრძანა სახლში უცხოები არ შემოუშვაო
_მე უცხო არ ვარ
_ჩემთვის ხართ ,აქ არ ცხოვრობთ
_ნუ თავხედობ და ჭიშკარი გამიღე _ კაცმა უძლურების ნიშნად მხრები აიჩეჩა და იქვე კუთხეში აიტუზა.
ქალბატონ ელიზაბეტ პირსლს სახეზე მრისხანება ეწერა . მაშინვე ტელეფონი ამოიღო და მაირას დაურეკა ,მაგრამ რამდენიმე ზუმერის მიუხედავად არ უპასუხა. მერე ნურის ტელეფონზე სცადა .მან მალევე უპასუხა ,მაგრამ სახლში არ აღმოჩნდა. როგორც ჩანდა სტუმარს დისშვილის მოსვლამდე ქუჩაში ცდა მოუწევდა,რადგანაც ჯეიმსის პოზიცია ურყევი იყო . დაახლოებით ათ წუთში ჭიჭკართან შავი მერსედესი გაჩერდა და იქედან წითური იზაბელა გადმოვიდა . დეიდას სრულიად უემოციოდ და აუღელვებლად მიესალმა .მერე კი მისი იქ ყოფნის მიზეზი იკითხა,მიუხედავად იმისა ,რომ დარწმუნებული იყო იგი გოგონებმა დაპატიჟეს ლოს-ანჯელესში.მანაც რათქმაუნდა არ დააყოვნა და ახალი ამბების ადგილზე გასაცნობად სასწრაფოდ ჩამოვიდა .
_დეიდა აქ რას აკეთებ ? სიმართლე გითხრა შენი ნახვა არ გამკვირვებია
_ თქვენი მსახური სახლში არ მიშვებს_აიმრიზა ქალი
_მან კარგად იცის როცა უფროსები შინ არ არიან სახლში არავინ არ უნდა შემოუშვან
_ნუ დამცინი იზაბელა
_საბედნიეროდ უკვე დიდი ხანია რაც ერთმანეთს არ შევხვედრივართ .არც ახლა ვარ ამ ამბით გახარებული. თქვი რა გინდა და წადი .
_სახლში შემომიშვი. გოგონები უნდა ვნახო
_ელენას დევნას თავი დაანებე. მას ვერ იპოვი .ისეთ ადგილას წავიდა თქვენ ,რომ ვერც წარმოიდგენთ.
_სჯობს ეს საკითხი სახლში განვიხილოთ . სტუმარს ქუჩაში არ ტოვებენ
_შემოდი ,მაგრამ ცოტა ხნით , ჯეიმს ჭიშკარი გააღე _მიმართა იზაბელამ და ისევ მანქანაში დაბრუნდა. ქალბატონი ელიზაბეტ პირსლი ფეხით მიუახლოვდა უზარმაზარ სახლს ,სადაც ოჯახთან შეხვედრას გეგმავდა.
ელენას დილით ,რომ გამოეღვიძა საწოლზე ორად გადაკეცილი ქაღალდი დაუხვდა . მაშინვე მიხვდა, რომ მაიკისან იყო და სასწაფოდ გაშალა .არც შემცდარა. კაცი გაკრული ხელით სწერდა ,რომ ქალაქში წავიდა და მალე დაბრუნდებოდა . თან აფრთხილებდა ნუ გშინია აქ ვერავინ შეგაწუხებსო . ელენა ზანტად წამოდგა და სასადილო ოთახში გავიდა ,მერე მაცივრიდან ხილის წვენი დაისხა და შინდისფერ დივანზე ჩამოჯდა .კედელზე მიმაგრებული სარკის ანარეკლში საკუთარი თავი დაინახა და ფეხზე შეშინებული სახით წამოდგა. თითქოს იმას გაურბოდა რისი დანახვაც იქ მოუწევდა.ისე ახლოს მივიდა , რომ ლამის მისი სხეული სარკეს შეეხო . თხელი მაისური რომელიც ცალ ბეჭზე ჩამოვარდნოდა ნელ-ნელა აიწია მუცელლზე და მიაშტერდა . მალევე მიხვდა ,რომ არაფერი ეტყობოდა და ხელები შვებით ჩამოუშვა , თმები ნერვიულად გადაიწია და ისევ დივნისკენ წავიდა დასაჯდომად. წამის მეასედში გაიგონა ხმა , რომელიც სახურავიდან ისმოდა. თითქოს კრამიტით დახურული კოტეჯის ჭერი შეზანზარდა ,მაგრამ მალევე მიჩუმდა . ქალმა მაშინვე იაზრა ,რომ ზემოთ ვიღაც ან რაღაც იყო . ფეხაკრეფით მიუახლოვდა პატარა ფანჯარას და კუბოკრული ფარდა ფრთხილად გადასწია. გარეთ არავინ ჩანდა. უფრო მეტიც , ნიავიც კი არ იძვროდა. მერე საძინებელ ოთახში შევიდა და იქედან გაიხედა . თითქოს ყველაფერი უცვლელად იყო. მიუხედავად გარეგნული სიმშვიდისა ელენამ ტანში რაღაც აუღწერელი სიცივე იგრძნო და მხრებზე ხელები ჩამოისვა დასამშვიდებლად. როგორც ყოველთვის ის არ შემცდარა. სულ რამდენიმე წამის შემდეგ კოტეჯის მძიმე და სქელი შემოსასვლელი კარი ჭრიალით გაიღო. ელენამ მაშინვე გაიფიქრა კარადას ამოვეფარებიო და ასეც მოიქცა. დიდხანს დაცდა არ დასჭირვებია . მისაღებში მძიმე ნაბიჯების ხმა გაისმა, რომელსაც ღრმა სუნთქვა მოჰყვა . ქალმა კარადის კუთხიდან ცალი თვაალით გაიხედა მისკენ და ადგილზე შეხტა.
დილის კაშკაშა შუქით განათებულ ოთახში უცნობი კაცი შემოვიდა. იგი მეტისმეტად ძლიერი და უცნაური ჩანდა . მაღალი ,შავგრემანი და საოცრად სიმპატიური არსება ისე მოძრაობდა, როგორც რომაელი გლადიატორი ,რომელიც ვეფხვებთან შებმისთვისაა მზად . სტუმარს გახუნებული და ვიწრო ჯინსის შარვალი ეცვა, რომელიც მძიმე ბრახუნა ჩექმებში ჩაეტნია. უმკლავო შავ მაისურზე გრძელი პალტოს მსგავსი მოსაცმელი ,რომელიც მუხლებამდე სწვდებოდა.მუქი წაბლისფერი თმა ბეჭებამდე ჰქონდა ჩამოშლილი და უფოროდ აჩეჩილი . გეგონებოდათ რამდენიმე წელია არ დაუბანიაო . ყელზე საკმაოდ მსხვილი ოქროს ჯაჭვი ეკიდა, რომელიც მუცლამდე სცემდა . ზედ რაღაც უცნაური გამოსახულებით დაფარული მედალიონი ქანაობდა. მიუხედავად მისი ასეთი ჯმუხი შესახედაობისა იგი იმენად სიმპატიური და მომხიბვლელი ჩანდა ,რომ ძნელი იყო თვალი მოგეწყვიტათ.
შემოსასვლელში არავინ, რომ არ დაუხვდა ადგილზე ტრიალს მოჰყვა . გზადაგზა რამდენიმე ნივთი შეათამაშა ხელში . მოულოდნელად დივნისკენ გადაიხაარა და შავი ფერის მოსასხამი აიღო . ელენამ თავისი ფოტოგრაფიული მეხსიერებით წამსვე დააფიქსირა ,რომ იგი წინა დღით დატოვა იქ . მანამ სანამ დასაძინებლად წავიდოდა . სტუმარმა მოსასხამი რამდენჯერმე შეათამაშა ხელში და მერე საოცრად ნელი და გრაციოზული მოძრაობით მიიტანა ცხვირთან . ელენამ დაინახა როგორ დაებერა კაცს ნესტოები . მერე კი მთელი სიამოვნებით შეისუნთქა,რომლის ხმაც მან გვერდით ოთახშიც ცხადად გაიგონა. კაცმა მოსასხამი სახეზე მიიფარა და მისი სურნელი უფრო ძიერად შეიგრძნო .


____
ეს არის ჩემი წიგნი. ჩემი პირველი სერიოზული ნამუშევარი. ბოლომდე კორექტირებული არ არის, მაგრამ ვიცი ,რომ აქ ბევრს უყვარს და ამიტომაც დავდე.
თანაც რამდენიმე დრის წინ არმოვაცინე ,რომ საიტზე აღარ დევს.
იმედი მაქვს გახსოვთ და წაიკითხავთ
გთხოვთ ვინც შეძლებთ თქვენი აზრი აუცილებლად გამოთვით რადგან ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტულად ამ ნაწარმოების შეფასება.
მიყვარხართ და მიხარია რომ არსებობთ ჩემს ცხოვრებაში: მუდამ თქვენი Lisebeth



№1  offline წევრი LoNdA DM

სრულად დევს სადმე?

 


№2  offline წევრი lisebeth

LoNdA DM
სრულად დევს სადმე?

იდო ადრე მაგრამ დღეს დავდებ ბოლო ნაწილს

გმადლობთ რომ კითხულობთ

 


№3  offline მოდერი Kira

მახსოვს ადრეც იდებოდა ეს თუმცა არ წამიკითხავს, მაგრამ ეხლა რო დავინახე რატომღაც მიიქცია ჩემი ყურადღება. მიხარია რო ადრე არ წავიკითხე და ამხელა სიამოვნება წინ მელოდება. შენი არაფერი წამიკითხავს და არ ვიცი რას წერ და როგორ მაგრამ ამ მოთხრობიდან გამომდინარე ვრწმუნდები რომ ძალიან მაგარი ხარ love წარმატებები და ველოდები შემდეგს love
--------------------
ზვიგენი დაფრინავს!!!

 


№4  offline წევრი lisebeth

Kira
მახსოვს ადრეც იდებოდა ეს თუმცა არ წამიკითხავს, მაგრამ ეხლა რო დავინახე რატომღაც მიიქცია ჩემი ყურადღება. მიხარია რო ადრე არ წავიკითხე და ამხელა სიამოვნება წინ მელოდება. შენი არაფერი წამიკითხავს და არ ვიცი რას წერ და როგორ მაგრამ ამ მოთხრობიდან გამომდინარე ვრწმუნდები რომ ძალიან მაგარი ხარ love წარმატებები და ველოდები შემდეგს love

ძალიან დიდი მადლობა <3
მიხარია რომ შენი ყურადღების მიქცევა მოვახერხე <3
იმედი მაქვს ბოლომდე მოგეწონება <3

 


№5 სტუმარი Mari gurchumelia

არ ვიცი რა ვთქვა. ძალიან მაგარია... ველი ბოლო ნაწილს. დადებთ დღეს??

 


№6  offline წევრი lisebeth

Mari gurchumelia
არ ვიცი რა ვთქვა. ძალიან მაგარია... ველი ბოლო ნაწილს. დადებთ დღეს??

კი დაიდება დღეს
მადლობა დიდი

 


№7 სტუმარი თაია

ძლივს წავიკითხე ნორმალური ისტორია,უმაგრესია,ყოჩაღ..ველოდები დანარჩენს

 


№8  offline წევრი lisebeth

თაია
ძლივს წავიკითხე ნორმალური ისტორია,უმაგრესია,ყოჩაღ..ველოდები დანარჩენს

უღრმესი მადლობა. გაიხარე love

 


№9  offline აქტიური მკითხველი La-Na

უმაგრესი ისტორიაა
--------------------
ლანა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent