წითელი ფორთოხალი (1)
დილის 5 საათია. მე კი ისევ სახლის სახურავზე ვარ მოკალათებული ჩემი პლედითურთ და ბოლო ხმაზე ვუსმენ Archive-ს. მხოლოდ მისი ხმა ჩამესმის ყურებში. მხოლოდ ის და მე. გარშემო კი სრული სიცარიელეა.ირგვლივ ვიხედები და ვაცნობიერებ, რომ სულ მარტო ვარ. არვიცი რატომ მაგრამ ყოველთვის მიყვარდა მარტო ყოფნა. სასიამოვნოა იმის განცდა და გაცობიერება, რომ ყველას ძინავს, რომ მოხლოდ Archive ის უკვდავი ჰანგები არღვევენ მყუდროებას.. You're tearing me apart.. კვლავ ისმის და საოცარია.. არ წყდება.. არ გინდა რომ დამთავრდეს. ვგრძნობ როგორ ვწყდები ჩემს გარშემო არსებულ სიცოცხლეს და გადავდივარ სადღაც ირეალურ სასიამოვნო და ზღაპრულ სამყაროში სადაც მხოლოდ სიმშვიდე სუფევს... სიმშვიდეა ალბათ ყველაფერი, რაც ასე ძალიან მაკლია. ალბათ ამიტომაცაა, რომ ყოველთვის ასე ვიქცევი როდესაც ზედმეტად მამძიმებს გრძნობები, ფიქრები, ემოციები, ხალხი, ოჯახის წევრები, "მეგობრები".. სახურავი. მუსიკა. პლედი სულ ეს არის რაც მეხმარება წამიერ გარდაქმნაში რასაც ასტრალში გასვლას ვეძახი. თითქოს არაფერი.. ყველაფერი რიგზეა.. ეს მხოლოდ ჩემი ასაკობრივი ჩვევაა და მეტი არაფერი.. გარდატეხის ასაკი და ე.წ. "თინეიჯერები". პრობლემები, რომლებსაც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ და ამავდროულად დასაცინადაც არ ჰყოფნის ირგვლივ მყოფ ბრბოს. დიახ ბრბოს! You used to lift me up.. ის კვლავ გრძელდება..მე კი ზურგით ვარ გადაწოლილი მთელს სახურავზე, ხელები გაშლილი მაქვს, თვალები დახუჭული და ვმოგზაურობ. ვმოგზაურობ ყველგან სადაც სიჩუმეა..სადაც მხოლოდ მე,დიდი დაბურული ტყე და პატარა ხის ქოხია.. შიგნით კი ულამაზესი და ამავდროულად უძველესი ხის ნივთები.. თაროები რომლებიც გამოტენილია უამრავი ძველი წიგნით. საოცარია ძველი წიგნის სურნელი.. ირგვლის სრული იდილია სუფევს.. არ არის დამაყრუებელი სიჩუმე.. მას მხოლოდ ცეცხლის ხმა და საათის წიწ-წიკი არღვევს. ლამაზია ცეცხლი.. მისი ყურებაც მამშვიდებს.. ლამაზია როდესაც ხედავ, თუ როგორ იცვლის წარამარა ფერებს.. ჰო ლამაზია.. უეცრად გარეთ გასვლის სურვილი მიპყრობს. მინდა რომ იქ არსებული თითოეული ადგილი შევისწავლო, შევიგრძნო, შევისისხლხორცო გარშემო გამეფებული ოცნებები.. აუხდენელი ოცნებები.. უეცრად გრძნობ თუ როგორ გეცემა წვიმის წვეთი.. 1 2 3 4 .. ვითვლი მათ და თან სახეზე ღიმილი მეფინება.. მსიამოვნებს მათი შეხება და მაჟრიალებს თითოეული წვეთის შეგრძნებისას დრო მოვიდა თვალები გავახილო, მაგრამ არმინდა დაბრუნება. მწოლიარე მდგომარეობაში ნელნელა ვახელ თვალებს და ვგძნობ... წვიმას ვგრძნობ.. თავისუფლებას ვგრძნობ.. საკუთარ თავს ვგრძნობ.. ჩემს ოცნებებს ვგრძნობ.მიხარია თუნდაც ის, რომ წვიმა არ ყოფილა ჩემი აუხდენელი უბრალო ოცნების ნაწილი.. მიხარია რომ რეალურად მაქვს შესაძლებლობა დავივიწყო სულ რაღაც წამით არსებული რეალობა და სიცარიელე "მოგზაურობით" შევივსო.. ვდგები... ხელებს ვშლი და ბოლო ხმაზე ვიწყებ ყვირილს.. მიდნა დავიცალო ყველა გამანადგურებელი ემოციისგან, წვიმა კი უფრო და უფრო ძლიერდება. ვგრძნობ როგორ ვატან წვიმას საკუთარ თავს. ვგრძნობ როგორ ვიცლები ყველა ემოციისგან, შემდეგ კი ენერგიაგამოცლილი ვვარდები მუხლებით და ცას ვუყურებ. ვუყურებ როგორ მიდის ჩემი ბედნიერება.. როგორ მეცლება თავისუფლება.. როგორ წყდება წვიმა, თუმცა ვხვდები, რომ უკეთ ვარ. ბევრად უკეთ.. სრულიად გალუმპული მხოლოდ შემდეგ მოვდივარ გონს და ვაანალიზებ, რომ უკვე გათენდა.. რომ უკვე დროა შევერიო მათ.. ბრბოს..რომ მეც უსამართლო ცხოვრების ნაწილი გავხდე. უემოციოდ გავსცქერი ქალაქს... -და ამ ყველაფრით რამე შეიცვლება? ჰო.. არმეჩვენება. ხმაა. აშკარად ვიღაცის ბოხი ხმა..არც შევბრუნებულვარ ისე შევისწავლე უცხო პიროვნება. არც პასუხი გამიცია. უბრალოდ ვიდექი და კვლავ უემოციოდ ვიყურებოდი წინ.. -Archive.. გაისმა კვლავ.. ისევ არაფერი.. -თუ ასე აპირებ მთელი დღის განმავლობაში დგომას მართლა არაფერი არ შეიცვლება.. კვლავ მისი ხმა.. მხოლოდ ამის შემდეგ მოვახერხე ხმის ამოღება.. -მე უბრალოდ კიდევ მინდა ვიმოგზაურო.. -იმოგზაურო.. -ჰო ვიმოგზაურო.. კვლავ გავხედე ქალაქს. ამჯერად მზე ამოსულიყო და მისი სხივები სასიამოვნდ მელამუნებოდა ემოციებისგან დაცლილ სხეულზე.. სახეზე.. თმებზე... -მზისფერო გაისმა კვლავ ბოხი ხმა და უნდა შევბრუნებულიყავი, რომ გაქრა... ჰო გაქრა. არმომჩვენებია. იყო ნამდვილად იყო და გაქრა... არვიცი სად, ასე უცებ.. მაგრამ ფაქტია რომ წავიდა. არც ის ვიცი ვინიყო და რაუნდოდა.. დამაინტერესა ვინ შეძლო ჩემსა და მარტოობას შორის ჩამდგარიყო და ყველაფერი გაეფუჭებინა, თუმცა აზრი აღარ ჰქონდა.. პლედი ავიღე და წამოვედი. სად? არვიცი. უბრალოდ ვიცოდი რომ მოგზაურობა ჯერ არ დამთავრებულა.. გზა უნდა გამეგრძელებინა.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.