როცა ჩვენს ქუჩაზე სიყვარული თოვს!
-ბებო ცხელი ჩაი არ გინდა?-მაგიდასთან მჯდომს მოხუცმა ხელის კანკალით დაუდგა ფინჯანი,-სანამ გაცივდება დალიე,-მიუგო და ღიმილით შეხედა. -შენს ჩაიზე უარს როგორ ვიტყვი,-გაებადრა სახე და ჩაის სული შეუბერა,მერე აიღო და ცოტა მოსვა,-კარგია,-როცა ორგანოებში სითბო ჩაეღვარა კმაყოფილს გაეღიმა და თვალები მილულა,-სოფელში იმ იმედით ჩამოვედი რომ თოვლი იქნებოდა,მაგრამ ჩემი ბედის ამბავი ხომ იცი,აქაც კი არ თოვს,-შეწუხებულმა თქვა და მოიკუნტა. -თოვლის სეზონი წავიდა,ბებო,-ანუგეშა მოხუცმა,-ჩაი არ გააციოა,თუ გინდა რომ დაგამშვიდოს მალე დალიე და დასაძინებლად წადი,გვიანია უკვე,-ხელი გადაუსვა თმაზე და გაუღიმა თბილად. -როგორც გენებოთ ქალბატონო მაკრინე,-ხიხითით მიუგო მან -ეხ,მარიტა,მარიტა,შენი გამოსწორება არ იქნება,-შეწუხებულმა თქვა მოხუცმა და წამოსადგომად,ხელის გულებით მაგიდას დაეყრდნო,-ძილინებისა,-უთხრა შვილიშვილს და ფრთხილი ნაბიჯებით გავიდა სამზარეულოდან.მარიტამ კი სწრაფად დალია ჩაი და ფანჯარასთან მივიდა,ფარდები გადასწია და დაორთქილი მინები გაწმინდა რომ გარეთ გაეხედა.სახტად დარჩა,თვალებს არ დაუჯერა თოვდა,მაგრამ რას თოვდა,ტანში ჟრუანტელმა დაუარა,თოვლს მონატრებულ ქალს და სიხარულით ჩამოსცილდა ფანჯარას,სწრაფად გავარდა სვიტერის ამარა გარეთ და ხელები გაშალა,თითქოს უნდოდა თოვლის ფიფქებს ჩახუტებოდა,მაგრამ როცა ისინი მის გავარვარებულ სახეზე ეცემოდნენ წამს დნებოდნენ. -ბაბოჩემო,აკი სეზონი წავიდაო?,-ჩაილაპარაკა თავისთვის და ტრიალს მოჰყვა,იქამდე იტრიალა სანამ თავბრუ არ დაეხვა და ძირს არ დაეცა,თავის ბავშვურ საქციელზე გულიანად გაეცინა და წამოდგომა დააპირა,როდესაც ხელი გაუწოდეს,-კიდევ ყოფილან ჩემნაირები,-სიცილით თქვა და ხელი მოჰკიდა რომ წამომდგარიყო. -ნურას უკაცრავად,-ხმამ მარიტა შეაკრთო და ხელი გაუშვა,-მე თქვენისთანა გამოხტომები არ მახასიათებს,-ახარხარდა იგი. -გიცნობ?-გული მოუვიდა ქალს -მიცნობდეთ,კოსტა,-პირდაპირ უთხრა მამაკაცმა და დასერიოზულდა -სხვის ეზოში რატომ დაძვრებით,ბატონო კოსტა -დაგინახე,როგორ ერთობოდი და ხელის შეშლა გადავწყვიტე -გამოგივიდა,-მიუგო გაბრაზებულმა -აქ ცხოვრობ?-ჰკითხა კოსტამ -როგორც მხედავ,კი,-უპასუხა მარიტამაც -მე ჩამოსული მეგონე -ჩამოსული ვარ,კიდევ რა გაინტერესებს? -რა უხეში ხარ,-უკმაყოფილოდ გააქნია თავი მამაკაცმა,-სულ არ გეტყობა რომ მაკრინეს შვილიშვილი ხარ -ბებიაჩემს იცნობ?-გაიოცა მარიტამ და ეჭვით ახედა კოსტას -ვიცნობ რომელია,მის გვერდით მაქვს სახლი და ყოველდღე ერთად ვართ,შენ დღეს ჩამოხვედი? -დიახ,-დააქნია თავი ოდნავ დამშვიდებულმა,-ესეიგი სოფლელი ყოფილხარ,-აგდებულად თქვა მან -და მერე რა შავდება ამით?-დაებრიცა სახე კოსტას,-ყველა სოფელშია გაზრდილი და მერე მიდის ქალაქში -არაფერი არ შავდება,-ცინიკურად თქვა მან და ჩაეცინა,-მე ქალაქში დავიბადე და გავიზარდე,ეგ მე არ მეხება -არ მიკითხავს სად დაიბადე და გაიზარდე,მთავარია რა ადამიანი ხარ,რა მნიშვნელობა აქვს საიდან დაიწყებ სიცოცხლეს. -დიდი მნიშვნელობა აქვს,თავხედო,-გაღიზიანდა მარიტა,-ბებომ იცის რომ ღამღამობით მის ეზოში დაძვრები? -ალბათ შენთვის არ უთქვამს,-გაეცინა კოსტას -რა უნდა ეთქვა?-დაინტერესდა ქალი -ჩვენს სოფელში მანიაკები დადიან,-ისეთი სახე მიიღო,მარიტას ტანში გასცრა და მოიკუნტა,-ვინც მოეწონებათ ,მიჰყავთ,-აგრძელებდა კოსტა,მარიტა კი შიშისგან ვეღარ ლაპარაკობდა,-მე კი ყველა მეზობლის ეზოს ვათვალიერებ -მოგცლია რა,მე მანიაკების არ მჯერა,თუმცა შენ რომ გიყურებ ნელ-ნელა ვიჯერებ -გინდა თქვა რომ მე მანიაკი ვარ?-სიცილი ვეღარ შეიკავა და ბოლო ხმაზე ახარხარდა -რამხელა ხმაზე იცინი,მაკრინეს გაეღვიძება -რა ბავშვი ხარ,-სული მოითქვა ძლივს კოსტამ,-წადი,დაიძინე,ხვალ გამოგივლი და ბაღში წაგიყვან,ბავშვო,-თვალი ჩაუკრა და ჩამოსცილდა. * * * -თავხედი,-დილიდან ისმოდა მისი ხმა და შეწუხებული მაკრინე შვილიშვილის სანახავად ოთახში შევიდა,მარიტა სარკესთან იჯდა,თან თმას ივარცხნიდა,თან ილანძღებოდა,-დამპალი,-გაბრაზებულმა მიაგდო სავარცხელი და თმა შეიკოჭა. -რა მოგივიდა?,-ჰკითხა მაკრინემ და მასთან მივიდა,-რას ჩხავიხარ დილიდან,-უსაყვედურა მოხუცმა. -ბებო,-თავისკენ მოაბრუნა მარიტამ,-ღამით თოვდა -მერე? -ეზოში გავედი და ვიღაც მოვიდა,კოსტა მქვიაო,-ნაცნობი სახელის გაგონებაზე მოხუცს გაეცინა,-რა გაცინებს?-გაოცდა მარიტა -ჩვენი მეზობელია,მეგონა იცნობდი -საიდან ბე,სოფელში არდადეგებზეც კი არ ჩამოვდიოდი -მერე ვინ გიშლიდა? -დედა,მას არ უნდოდა აქ ვყოფილიყავით,-მაკრინეს თვალწინ ჩაუარა,როგორ შეჰფიცა მარიტას დედამ ყვლას რომ ქალის თვალებს არასოდეს ეღირსებოდათ შვილიშვილის ნახვა,რადგან საკუთარი შვილის სიკვდილს აბრალებდა,ისედაც განადურებულ მოხუცს,მაგრამ როცა მარიტას დედაც გარდაიცვალა,მას უკვე აღარავინ აკავებდა,მონატრებული ბებია ენახა. -კარგი,დამშვიდდი,სწრაფად მოწესრიგდი,ბაღში უნდა წავიდეთ -შენც ბებო?-გაოგნდა მარიტა -რა მეც? -მანაც ბაღში წაგიყვანო -გოგო,ბაღში,დიდთოვლობის მერე აღარ მინახავს,რამე ხომ უნდა დავთესო -უი მაგ ბაღზე ამბობ?-თავზე წამოირტყა ხელი და გაეცინა -შენ რა გეგონა აბა,აქ საბავშვო-ბაღი არა გვაქვს და -დაივიწყე,-ლოყაზე ეამბორა მოხუცს,-მალე დავასრულებ და გაგყვები აბა რას ვიზამ,-უჩმიტა და მომზადება გააგრძელა. * * * -აქ რა უნდა დათესო?-ჰკითხა მარიტამ,როცა დათოვლილ მიწას დახედა -ამ დროს მარწყვის დარგვაც შეიძლება,ყველაფერს უძლებს,კოსტას მამა ყიდის,გამოვართმევ რამდენიმე ძირს და დავრგოთ,-მიუგო დაინტერესებულ ქალს მაკრინემ,-ხომ მომეხმარები -აბა რას ვიზამ,-მიუგო მარიტამ -მაშინ წავიდეთ,აქ აღარაფერი გვესაქმება,-ხელი მოჰკიდა და ბაღიდან გავიდნენ. -კოსტასთან მივდივართ?-სახლთან ახლოს იყვნენ,როცა მარიტამ შეაჩერა და ჰკითხა -კოსტა სახლში მაინც არ იქნება,ქალაქში აუარება საქმეები აქვს,ბიზნესი ხომ იცი როგორია,-მიხვდა მაკრინე რაშიც იყო საქმე და დაამშვიდა,-სახლში მარტო ზვიადი იქნება -ზვიადი ვინაა? -კოსტას მამა,-გასცა პასუხი მან -კარგი,იმედია მართალს ამბობ და ის . . . -ბებო როდის გატყუებს ხოლმე,-ნაწყენი ხმით თქვა მან -მაგრამ რა იცი,იქნებ იყოს -ასე ძალიან გინდა რომ იყოს? -არა არ მინდა -როცა გინდა რომ იყოს,ხმამაღლა ამბობ რომ ნეტავ არ იყოსო,ამიტომ გაჩუმდი -როგორ უნდა მინდოდეს მისი ნახვა,როცა უზრდელია და რა თქვას არ იცის -გაჩუმდი,გოგო მისი სახლის წინ ვდგავართ,ვინმემ რომ გაგიგოს იტყვის,ზრდილობა კოსტას კიარა მარიტას აკლიაო -ცეცხლზე ნავთს ნუ მისხავ -ხოდა გაჩუმდი და ეზოში შევიდეთ,-მარიტამ ძლივს მოახერხა პირის მოკუმვა და შიშით შეჰყვა მაკრინეს ზვიადის სახლში. -რა გაგჭირვებია, ქალბატონო მაკრინე?-მათ დანახვაზე მიეგება ზვიადი,ხანში შესული და თმაჭაღარა კაცი. -გაჭირვება იქით იყოს,მარწყვის დარგვა მინდა ჩემს ბაღში და თუ კიდევ გაქვს,მომყიდე,-მარიტა გვერდით იდგა და სახლს ათვალიერებდა მაკრინეს არც უსმენდა, სახლი ზომით არც ისე დიდი იყო,მაგრამ კარგად იყო მოპირკეთებული,კუთხეში ბუხარი ენთო და გიზგიზებდა,მის წინ მომცრო ხის სკამი იდგა და ბუხრის გვერდით შეშები ეწყო,თავზე კი ხილით მორთული ჩიჩილაკი და ვაზა იდგა,რაზეც ასევე ხილი და ტკბილი ეწყო.მარიტას თვალი ნახატებზე გაუშტერდა,რომელიც მოშორებით ეკიდა,ერთხანს უყურა და მისი სმენა ნაცნობმა ხმამ რომ მოიცვა თვალიერება შეწყვიტა და უკან ამოუდგა მაკრინეს. -მამა,პური აღარ შეთბა? მეჩქარება,-ისეთი ხმით გამოსძახა კოსტამ ზვიადს,რომ აშკარად ლუკმაა ედო პირში. -ახლავე,კოსტა,სტუმრები გვყავს,გავაცილებ და მოგხედავ,-გასცა პასუხი ზვიადმაც -ვინ სტუმრები?-ინტერესით იკითხა კოსტამ -გამოდი და ნახავ,-კოსტა უკვე მარიტას პირდაპირ იდგა და იღრიჭებოდა -ხომ გითხარი მე გამოგივლი-მეთქი,რატომ შეწუხდი,-მიუახლოვდა მათ -აქ,სხვა საქმეზე ვართ მოსული,-ცივად უთხრა მარიტამ და თვალი აარიდა. -რამდენიმე ნერგი მაქვს,მაკრინე,-მიუგო ზვიადმა,-წამოდი,მოგცემ,ოღონდ ფულზე არაფერი მითხრა -ხოიცი,ისე არ გამოგართმევ -აბა რა ლაპარაკია,-კოსტას გადახედა მოხუცმა და ქალების შეუმჩნევლად,თვალი ჩაუკრა. -აღარ მიდიხართ?-ჰკითხა კოსტამ,-ამ ქალბატონთან საქმე მაქვს -რა საქმე?-ეჭვით ახედა ზედმეტად მაღალ მამაკაცს მარიტამ,გვერდით რომ დადგომოდა მხერბამდე ძლივს მისწვდდებოდა. -წამოდი,ჩამოვსხდეთ და გეტყვი,-დივნისკენ მიუთითა კოსტამ,-ბევრი დრო არ მაქვს,მოკლედ გეტყვი -ბოდიში არაა საჭირო,უკვე დამავიწყდა კიდეც,-როდესაც დივანზე ჩამოსხდნენ,მიუგო მარიტამ,რაზეც კოსტა კვლავინდებურად ახარხარდა. -ბოდიში?,-მუხლებზე იცემდა ხელის გულებს,-ვეღარ ვსუნთქავ,-სიცილისგან ფერები გადაუვიდა,-ვინ გითხრა რომ ბოდიშის მოხდას ვაპირებ,რაზე უნდა მოგიხადო ბოდიში,რომ ადგომაში მოგეშველე? -აბა რა ჯანდაბა გინდა?-სიბრაზისგან სახე აეწვა მარიტას-ჩემთან სხვა რა საქმე უნდა გქონდეს -დღეს ბაღში ვერ წაგიყვან,საქმეები გამომიჩნდა,ჭკვიანად მოიქეცი და ბებო არ გააბრაზო,გაიგე ბავშვო?,-ისე უჩმიტა ცხვირზე,თითქოს მართლაც მისი პატარა ბავშვი ყოფილიყო. -სულ გააფრინე ხო,-წამოვარდა მარიტა,-მაკრინემ მითხრა რომ ამ დროს სახლში არ ხარ ხოლმე,თორემ არ გამოვყვებოდი. -ოჰო,რამხელა გული ჰქონია,პატარა ქალბატონს -მე წავედი,ბებიაჩემს უთხარი რომ ჭიშკარს გარეთ დაველოდები -ცივა,აქ დარჩი,მე მაინც წასვლას ვაპირებ,ისე ჯობია დავზავდეთ,თორემ ასე არ გამოგვადგება -შემეშვი,-ზურგი აქცია ქალმა -კარგი,მე ჩემი გითხარი,ბავშვო,-წამოდგა კოსტა და ჩაუარა,ისე რომ არც დამშვიდობებია,მარიტა კი ისევ ჩამოჯდა გაბრაზებული და მაკრინეს დაელოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.