შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ბრაზიანი ბიჭი (1)


21-01-2016, 22:52
ავტორი Masho_97
ნანახია 4 440

- გოგი გოგი...
- ლაშა რას ბუტბუტებ? - მეტროს ხმა ხელს უშლიდა ლიზის ლაშას სიტყვების გარჩევაში
- მხატვარი, გოგი გოგი...
- აცანცარდა... - ცივად ვთქვი და ლაშას გადავხედე
- ვან! - წამოიყვირა ლაშამ.
- რა ვან? - ლიზის გაოცებული სახე ჰქონდა
- ვან გოგი გოგო! ვან გოგი, მხატვარი-მეთქი!
- აღარ მინდა ეგრე თამაში, კარგ მინიშნებებს არ მაძლევ... - ხმამაღლა ლაპარაკობდა ლიზი. მათგან მოშორებით დავდექი
- ხო, შესანიშნავი წყვილია, 19 წლის ბავშვები მეტროში ნამიოკობანას თამაშობენ, გასაოცარია პირდაპირ.. გულის ამრევი... - ვბურტყუნებდი ჩემთვის
- მერე იმან რაო? - ჩემს გვერდით მდგომი მომშტერებოდა
- მე მითხარით რამე? - ავათვალიერე ბიჭი, მაღალი, წვერით და სპორტული ჩაცმულობით.
- კი, გკითხე მერე იმან რაო?
- ვვვ..ვინ იმან? - დავიბენი,ბიჭი თვალებში მიყურებდა, დიდი შავი თვალები ჰქონდა
- შენმა თავმა.. ხომ ელაპარაკებოდი წეღან და მაინტერესებს რა გიპასუხა, კი გულის ამრევია 19 წყვილი ერთმანეთს რომ კარგად უგებს, თუ არა, არაა გულის ამრევი და შენ ურევო
- ბატონო? - როგორც ყოველთვის ტონს ავუწიე
მეტრო გაჩერდა, ბიჭმა შემომხედა, გამიღიმა და ვაგონიდან გავიდა.
- არა ხედავ? ყოველ ორ ნაბიჯზე ან დებილი, ან თავხედი ბიჭები, არა რა უნდოდა? მე თუ მინდა მთელს დღეს ჩემს თავს დაველაპარაკები, ხო, არა რა უნდოდა? - ვფიქრობდი ჩემთვის და არ მავიწყდებოდა ბიჭის სახე
- ჩავდივართ - მითხრა ლიზიმ
- ნახე როგორ იბღვირება - თქვა ლაშამ და ლიზის ჩემზე ანიშნა
უნივერსიტეტში მივედით, ლაშა დაგვემშვიდობა, ლიზის შუბლზე აკოცა და ეზოში მდგარ ბიჭებს შეერია
- რა გჭირს შენ? - მკითხა ლიზიმ, როცა მარტო დავრჩით
- არაფერი, რა უნდა მჭირდეს?
- ვიცი რომ ლაშა არ მოგწონს მაგრამ შეგიძლია ნაკლებად შეიმჩნიო?! კარგად იცი რამდენს ნიშნავს ის ჩემთვის
- ტიპური ცანცარა ჩამოუყალიბებელი ბიჭია
- ნია, გეყოს, არც ცანცარაა და მითუმეტეს არც ჩამოუყალიბებელი, ადამიანია რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს, ადამიანი რომლის გვერდითაც თავს დაცულად ვგრძნობ და რაც არ უნდა მოხდეს ვიცი რომ გამიგებს
- აჰა, მე არაფერი ვყოფილვარ
- გეყოს! ვიცი შენი დამოკიდებულება ზოგადად კაცების მოდგმის მიმართ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ლაშა უნდა გძულდეს
- და ვინ თქვა რომ მძულს? უბრალოდ ძალიან მაგრად
- ჩემთვის არადროს იქნება სულ ერთი ჩემი საუკეთესო მეგობრის შეყვარებული. - თქვა ლიზიმ და კიბეებზე სწრაფად აირბინა
- ლიზი!!! ლიზი მომიცადე! ლიზი ! გეგონება პირველად ვამბობ ჩემს აზრს, რა ჯანდაბა ჭირს!
მთელი დღე ლიზი აღარ მინახავს, ვნანობდი ჩემს საქციელს, ვიცი, ხან ზედმეტი მომდის. მე და ლიზი სახლში ერთად უნდა წავსულიყავით, თუმცა მესიჯი მივიღე, დღეს ლაშასთან ერთად უნდა ვიმეცადინო, ნუ დამელოდებიო. მარტო გავუყევი მეტროსკენ გზას, ჩვეული ცივი სახით, ყურსასმენები, როგორც ყოველთვის ერთმანეთში გადაიხლართა, მთელი გზა მოვანდომე მათ გახსნას, მეტროში, ესკალატორზე ვიღაცამ ისე ჩამიარა გვერდით კინაღამ მხარი მომაგლიჯა.
- ფრთხილად კრეტინო! - მივაძახე მთელი ხმით, ყველამ მე შემომხედა, წინ მიმავალმა ამომხედა, ეს ის ბიჭი იყო, დილით რომ ვნახე, უკან ამობრუნდა
- ისევ შენ...
- ისევ მე კი არა, გეჩქარებოდა მგონი შენ..
- და რა იცი რომ მეჩქარებოდა?
- გვერდით გიჟივით ჩამიქროლე
- აა გასაგებია
- გასაგებია?! მგონი ამ დროს სხვა სიტყვას ამბობენ, მოიცადე გავიხსენო... მმ.. ბოდიშს ხომ არა?? კი კი ნამდვილად ბოდიშს იხდიან - ბიჭი ისევ ღიმილით მიყურებდა, ისედაც მოშლილი ნერვები საშინელ მდგომარეობაში მქონდა, და აეს ღიმილი...
- ბოდიშს მე შენნაირ გოგოებს არ ვუხდი
- რას ქვია ჩემნაირს?
- მოურჯულებელს
თვალებდაჭყეტილი ვუყურებდი. ვეღარაფერი ვუთხარი
- სახლამდე მიგაცილებ
- არ მჭირდება
- მოიცა მაგ დროს რას ამბობენ ხოლმე - გაიღიმა ბიჭმა - მმმმ მგონი მადლობას
- მე აქეთ მივდივარ... - ძლივს ამოვილუღლუღე
- მე კი აქეთ, სამწუხაროა არა?! დროებით.
ბიჭი ვაგონში შევიდა, გაოცებული ვიდექი, დროებითო?! მან არც ჩემი სახი იცის, არც ის სად ვსწავლობ, არც ნომერი, სახელიც კი არ იცის და დროებითო.. ღმერთო ყველა იდიოტი მე რატომ უნდა ვნახო. სახლში არავინ იყო, ყავა დავლიე და წამოვწექი, ცოტახანს მეგობარს ვემესიჯე, მალევე ჩამეძინა.დილამდე არც გამღვიძებია. უნივერსიტეტში დავაგვიანე. მთელი დღე ჩვეულებრივად გავიდა, ლიზის ბოდიში მოვუხადე, ვიცოდი რომ ვტყუოდი, მომავალში შევეცდები მის გვერდით ლაშა საერთოდ აღარ ვახსენ, ლაშაც ცანცარს კიდევ ლიზის ხათრით როგორმე ავიტან. ჩემი უცნობი ბიჭი მთელი დღე არ გამოჩენილა, არადა ვიპრანჭებოდი, გულის სიღრმეში მჯეროდა რომ მნახავდა, ქუჩაში მაინც შემხვდებოდა, და მე ეს ძალიან მინდოდა.
მთელი კვირა უაზროდ, ჩვეული რიტმით გავიდა, ჩემი უსახელო ბიჭი დავიწყებას მიეცა და უცებ.. ერთ დღეს კართან ყვავილები დამხვდა. რა ბანალურია, გავიფიქრე და ყვავილებს დავხედე, ეს ის იქნებოდა, ნამდვილად, მისამართი როგორ გაიგო? იიქნებ დამყვებოდა მთელი ეს დრო უკან. ყვავილს ბარათიც კი არ მოყოლია, იქნებ სახელი მაინც ეთქვა?! მეორე დილით მეტროსთან ბიჭები რაღაცაზე ხმამაღლა კამათობდნენ. და ვიცანი, ერთ-ერთი ის ბიჭი იყო. მინდოდა დამეძახა, მაგრამ სახელიც კი არ ვიცოდი, ბიჭმა თვითონ დამინახა.
- როგორ ხარ? - მკითხა და თვალებში ისევ ისე მიყურებდა, როგორც მასინ, პირველად რომ შევხვდით, მისი შავი თვალები...
- არ იყო საჭირო ბანალური ყვავილები, ან საიდან გაიგე სად ვცხოვრობდი? მთელი ეს დრო უკან დამყვებოდი ხო?
- ვერ გავიგე რა ყვავილები ?
- თავს ნუ მაჩვენებ თითქოს შენ არ..
- მოიცდე მოიცადე, შენ გგონია მთელი ეს დრო უკან დაგყვებოდი და მერე ყვავილები გაჩუქე? მე და ყვავილები? - ცინიკურად გაიცინა ბიჭმა, თავი უხერხულად ვიგრძენი, აღარაფერი მითქვამს, სახეალეწილი შევედი მეტროში. უკვე ვაგონში უნდა შევსულიყავი უკნიდან ვიღაცამ რომ დამიჭირა. ეს ჩემი უცნობი ბიჭი იყო, დიდი თაიგულით ხელში, ჯერ ბიჭს შევხედე, მერე თაიგულს, მერე ხალხს ვაგონში, ვაგონის გარეთ, ყველა ჩვენ მოგვშტერებოდა სახეზე საოცარი ღიმილით.
- თავი ბოლო დონის იდიოტად ვიგრძენი, როცა ვიღაცამ ყვავილები გაჩუქა, მე კი მთელი ეს დრო საქმეების მოგვარებით ვიყავი დაკავებული და შენთვის ვერ მოვიცალე..მე..
- მადლობა - ვუთხარი და გამეღიმა, მერე თავი ხელში ავიყვანე, ვცდილობდი სახეზე მიმიკები დამელაგებინა, ჩვეული მიმიკები, დაკოპილი შუბლი, მოკუმული ტუჩები, მაგრამ ამაოდ, იმ წუთში მე შეყვარებულ დებილ გოგოს ვგავდი, რომელსაც შეყვარებულის ნაჩუქარი ქვაც კი გაახარებდა.თაიგული გამოვართვი, ორივე ჩუმად ვიდექით.
- სად მიდიხარ?
- უნივერსიტეტში
- გაგაცილებ.
სანამ მეტროდან ამოვიდოდით ხმა არც ერთს არ ამოგვიღია.
- არ ვიცი რა ვთქვა..- დაიწყო ბიჭმა
- მე ნია მქვია..
- მე ლუკა.. ღმერთო ჩემო არც გი გაგეცანი ნორმალურად, უბრალოდ შენ ისეთი.. ისეთი..- უხერხულად იღიმოდა ლუკა
- რა? თქვი - ვუთხარი და გამეცინა - მონსტრი? კაციჭამია?
- ლამაზი.
სწრაფად მოვკეტე და ჩვეული მიმიკები სახეზე თავისით დალაგდა.
- ესეიგი თუ ის თაიგული შენ არ გიჩუქებია.. მაშინ?
- მაგას მე გავარკვევ
- ოპაა... 1 კვირის გაცნობილი ბიჭის თაობაზე ზედმეტად დიდი ამბიციები ხომ არ გაქვს?
- ხო, შეიძლება - თქვა და გულიანად გაიცინა
- რა გაცინებს?
- 2 წუთის წინ ნათქვამს ამართლებ.. კაციჭამიაო რავი
და მიმიკები ისევ ამერია... უნივერსიტეტში მიმაცილა, ნომერი დამიტოვა და წავიდა.
- მერე? - მკითხა ლიზიმ როცა ყველაფერი აქამდე მოვუყევი
- რა მერე, ალბათ ჰგონია რომ დავურეკავ
- რაღა დაგიმალო და მეც ეგრე მგონია
- ლიზი, არ მიცნობდე მაინც, 18 წელია ბიჭისთვის ზედ არ შემიხედავს, საერთოდ ბიჭს რომ ვხედავ უკვე ალერგია მაქვს, ვიცი რომ ყოველი მათგანი ადრე თუ გვიან გულს ატკენს გოგოს და წინასწარვე ვიზიღებ მათ, მხოლოდ კარიერაზე და ჩემს მომავალზე ვფიქრობ და შენი აზრით დავურეკავ 1 კვირის წინ გაცნობილ, არა ბოდიში, გაცნობილ კი არა ნანახ ბიჭს?
- 18 წელია ბედნიერებას გაურბიხარ და შეშინებული კურდღელივით ცხოვრობ
გამეცინა, ვერარაფერი ვუთხარი, იქნებ მართალიც კი იყო, ჩემი ეს ცხოვრება, იმდენად მოსაწყენი, ერთფეროვანი იყო.
- და ის თაიგული ვინ მაჩუქა?
- აშკარად კარგად არრ გიცნობს თორემ ვერ გაბედავდა
საღამო სწავლაში გავიდა. მეორე დღისით კართან ბარათი დამხვდა
"ნია, მომწონხარ, შენი უცნობი თაყვანისმცემელი" ალბათ ასეთ დროს გავბრაზდებოდი მაგრამ თავი ვერ შევიკავე და სიცილი ამიტყდა.



№1  offline წევრი natia-natia

მომწონს მალე გააგრძელე რაა

 


№2 სტუმარი ;;;;;

გააგრძელე რა

 


№3  offline მოდერი bibo

Momwons dzan dzme warmatebebi tkbilo aba shen ici ra biskviwivit bichia es luka da yvavilebs vin tovebs aba

 


№4  offline წევრი Masho_97

Dzalian male davdeb axal tavs ❤❤❤ mixaria rom mogwont.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent