შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პირადი მცველი [3]


21-04-2015, 00:13
ავტორი Just A♥
ნანახია 5 536

დილით საოცარ განწყობაზე გაეღვიძა,პირველი სექტემბერი იყო ,ზაფხული უკვე მიილია.თვალებგახელილი იწვა საწოლში ნახევარი საათი,მერე ასე კოტრიალი მობეზრდა და უცებ წამოვარდა,ცივი შხაპი მიიღო,როგორც სჩვეოდა ხოლმე

სამზარეულოში გოგის მოკრა თვალი

–ისაუზმე უკვე მაა?

–არა,ახლა ვაპირებდი,შემომიერთდები?

–არ მშია,თან ხომ იცი დილით ვერ ვჭამ

დილით მართლა არასდროს უჭამია,იმიტომაც იყო მუდამ ასე კარგ ფორმაში.

–დღეს პატარა წვეულება იქნება სახლში,შემოდგომის დასაწყისთან დაკავშირებით.

–შემოდგომას ავღნიშნავთ!? თუ რა ხდება?

სიცილით გამოეხმაურა ქალი

შემოდგომას კი არ აღნიშნავდნენ,უამრავი ბიზნეს პარტნიორი ჩამოდიოდა დღეს გოგი ჭავჭავაძეს,თანაც ერთი აზრი მოაფიქრდა

–თან შენს პირად მცველს გაგაცნობ

–ხო აბა,ვკვდები ისე მაინტერესებს

თავი გადააქნია ქალმა უკან და თმას მოჰკიდა ხელი,სწორი თმა ზევით ხელის ერთი მოძრაობით აიწია და კიდევ ერთი დამატებითი მოძრაობით შეიკრა.

–ასე ბევრად უფრო ლამაზი ხარ
შეაქო კაცმა ქალიშვილი.
ერთად ისაუზმა მამა შვილმა,უფრო სწორედ გოგი საუზმობდა,ანასტასია კიდევ სუფრასთან იჯდა და ჟურნალებს ათვალიერებდა.
–რა ხდება ახალი?

ინტერესით ჰკითხა კაცმა ჟურნალებში ჩაფლულ ანასტასიას.

–არაფერი,შენზე წერენ,რუმინეთში ვიზიტზე,საიდან გაიგეს?გუშინ არ გადაწყდა ეგ საქმე?–გაიკვირვა ქალმა

–მაგათმა ყველაფერი ჩვენზე ადრე იციან ხოლმე.მაგის გაგებას რა უნდა ტასო

–კარგი წავედი მე ნენეს უნდა გავუარო,რომელზე დაიწყება წვეულება?

–7ის მერე ალბად

–კარგი,7ზე აქ ვარ

სუფრის თავში მიირბინა და მოწყვეტით აკოცა კაცს,როგორ უყვარს გოგის ასეთი კოცნა,უცებ რომ მიადებს ხოლმე ტუჩებს ლოყაზე და თვალის დახამხამებასაც ვერ მოასწრებ გვერდით აღარ უდგას.აოცებს კაცს ამ გოგოს მოქნილობა და სილაღე


*****
–კარგი ბიჭია?რამდენი წლის არის?ან რა ჰქვია?

ერთმანეთის მიყოლებით აყრიდა ნენე კითხებს,არც კი დააცადა ქალს საუბრის დამთავრება

–შეეშვი რა ნენე,ხომ ხედავ არ ამბობს,ესეიგი არ მოეწონა

ლიკუნაც აჰყვა ნენეს..ანასტასია უსმენდა მათ ლაყბობას და სიტყვის "ჩაკვეხება" ძლივს მოასწრო საუბარში

–დამაცადეთ მოყოლა,ჯერ არ ვიცი ვინ არის,დღეს ვნახავ,თუმცა ეჭვიც არ მეპარება ვიღაც 40წელს გადაცილებული რომ იქნება,მამაჩემს სულ ეგეთი მცველები ჰყავს.

წინადადების დამთავრება და მისი კისკისი ერთი იყო

–მერე 40 წლის კაცებს რაც უჩივი?წარბები აუთამაშა ლიკუნამ

–ენა გააჩუმე

ისე უჩქმიტა ტასომ,სულ ჩაუშავა ნატკენი ადგილი.

მეგობრებიდან რომ წამოვიდა მაღაზიები შემოიარა,შავი მოკლე კაბა აარჩია საღამოსთვის,ზურგზე მთლიანად გახსნილი,მოშიშვლებული მკლავითა და ლამაზი გულით

–ეს კაბა თქვენს ტანზეა შეკერილი გოგონა

გამყიდველის კომპლიმენტების მერე უფრო დარწმუნდა,რომ უხდებოდა ეს კაბა,თანაც უფრო ქალურს ხდიდა.ფული გადაიხადა და სახლში წავიდა,მოსამზადებლად



*****
არასდროს უყვარდა ზედმეტი მაკიაჟი,ან ზედმეტი პრანჭვა,ისედაც ულამაზესი იყო.თმა გაიშალა,მაღალ ქუსლებზე შედგა და მსახურის კაკუნი რომ მოესმა კარებზე "მოვდივარო" მიაძახა და კარები შეაღო...

მუსიკის ხმა უკვე ესმოდა ყურებში,რაღაც ნელი მელოდია იყო ჩართული.

ქვევით გოგის მოკრა თვალი,გვერდით ახალგზარდა მამაკაცი ედგა,სმოკინგში გამოწყობილი.ეს დამიანე იყო.გოგის ესაუბრებოდა

–მან ჯერ არ უნდა გაიგოს იმ წერილების შესახებ,ხომ გესმის

–გასაგებია

დამაჯერებლად დაეთანხმა დვალიც,მერე რაღაცის თქმა დააპირა,უცებ კიბეზე გოგონას რომ მოკრა თვალი,კაცისკენ შეტრიალებული თავი ნელი მოძრაობით შემოაბრუნა კიბის მხარეს და ჩაეღიმა.
ქალი ნელა ჩამოუყვა კიბეებს,როგორც სჩვევია ხოლმე,თან წინ ჩამოყრილ თმას იწევდა უკან,მამაკაცმა მაშინვე იცნო გოგონა ფოტოდან "ანასტასია ჭავჭავაძე"–ჩაილაპარაკა ჩუმად და მარცხენა მხარეს ჩატეხა ტუჩი.

–ეს ჩემი ქალიშვილია,გაიცანი–ანასტასია

ქალი გაოცებული უყურებდა კაცს,თვალში მაშინვე მოხვდა მამაკაცის ხშირი თმები,შუბლზე ჩამოყრილი.მერე მამაკაცმა ნელა გამოუწოდა ხელი და ჩამოართვა.მიჩვეული არ იყო მსგავს მისალმებას,ყოველთვის ეხვეოდნენ,ანდა–ხელზე კოცნიდნენ.გააკვირვა და გააბრაზა მამაკაცის საქციელმა.მორიდებულად გაიღიმა და მამას დაუდგა გვერდით

–ულამაზესი ხარ..დამიანეს გასაგონად ჩაუჩურჩულა გოგი ჭავჭავაძემ შვილს ყურში.თან სიხარულის ღიმილი დაჰკრავდა სახეზე

–ჩემი პირადი მცველი არ მოსულა?

ისევ წინ დაუდგა ანასტასია მამას და იქეთ–აქეთ დაიწყო თვალების ცეცება.გოგის მის საქციელზე გაეცინა.რა სულსწრაფია ეს ქალი,წეღან რომ დალოდებოდა ხომ გააცნობდა გოგი დამიანეს,თუმცა არა,არც კი მოუსირვა მამაკაცის სახელის გაგება.

–გვერდით მიდგას შენი პირადი მცველი,ანასტასია

ღიმილით უპასუხა გოგიმ და ქალს დამიანეზე მიანიშნა.კაცი ისევ ქალს შეჰყურებდა,ოღონდ ისეთი თვალებით არა,როგორითაც ანასტასია იყო ხოლმე მიჩვეული მამაკაცების მზერას,ეს იყო ჩვეულებრივი მზერა,რომლის უბრალოებაც უკვე აწუხებდა ქალს,თან ახლა ამას ის დაემატა რომ ეს კაცი ყოფილა მისი პირადი მცველი..
ნამდვილად ეხუმრება გოგი,ასეთი სიმპათიური მამაკაცი,თანაც ასე გამოწყობილი,მოხდენილი და გამოსული,როგორ შეიძლება მცველი იყოს??ეკითხებოდა საკუთარ თავს და თან ამ დიალოგში მამაკაცი აათვალიერა რამოდენიმეჯერ,იქნებ ეპოვა რაიმე ნიშანი,რაც მამის სიტყვებს დააჯერებდა,მაგრამ არა

–გაიცანა ტასო,დამიანე დვალი,ჩემი ახლო მეგობარი და დღეიდან შენი პირადი მცველი,პატრონი და მომვლელი

პატრონი? და თანაც მომვლელი!? ეგღა აკლია ამ გოგოს..არა ვიღაც ასაკიანი კაცი რომ ყოფილიყო კიდევ ხო,მაგრამ ეს კაცი?არ არსებობს!

–მე გავალ,უცხოელი სტუმრები შევნიშნე,შემოვიპატიჟებ

მხარზე ხელი დაჰკრა გოგიმ დვალს და ქალიშვილთან დატოვა.
ანასტასია რამოდენიმე წუთი იდგა ასე,მამაკაცის წინ,იტანდა მის უხეშ მზერას,ბოლოს ვეღარ მოუთმინა გულმა
–მეღადავება ხო მამაჩემი?

ირონიულად შეეკითხა დვალს

–არა მგონია ბატონი გოგი მსგავსი პიროვნება იყოს

არც მამაკაცმა დააკლო ირონია,თუმცა ამჯერად არ შეუხედავს ქალისთვის თვალებში,ვიღაცას მიესალმა და ისევ სტუმრების თვალიერება დაიწყო

–რამდენი წლის ხარ?

რამდენს ლაპარაკობს ეს გოგო? განა ვერ ხვდება რომ ეს კაცი ბევრად დიდია მასზე?ხვდება!მაგრამ რა ქნას,ნერვები აუშალა სიტუაციამ

–შენზე გაცილებით დიდი

ყველაფერთან ერთად როგორი ჯმუხი ყოფილა ეს კაცი,არავინ დალაპარაკებია აქამდე ასე ჭავჭავაძეს

–საუბარი კანონით ისჯება?

ახლაც არ შერცხვა და კვლავ შეუტია მამაკაცს,მაგრამ რას დააკლებდა.დვალმა უბრალოდ შეხედა და უპასუხოდ დაუტოვა კითხვა .ხვდებოდა რომ ეს უფრო გააცოფებდა ჭავჭავაძეს

–აქამდე ყოფილხარ ვინმეს პირადი მცველი?

რით ვერ მიხვდა ეს ქარაფშუტა გოგო,რომ არ უყვარს ამ კაცს ბევრი საუბარი,მაგრამ პატარაობიდან ეს თვისება აქვს–ყველა მისნაირი ცნობისმოყვარე ჰგონია

–არა,პირველი ხარ

პირველი?!ნამდვილად ეხუმრება ეს კაცი,როგორ ანდო გოგიმ ამ კაცს ანასტასიას თავი,ღმერთო ჩემო.რაღაც უნდა იღონოს.

ვიღაც რომ გამოელაპარაკა დვალს დრო იხელთა და გაეცალა იქაურობას,მამას ეძებდა თვალებით,ვერსად რომ ვერ ნახა მიხვდა სადაც იქნებოდა.კაბინეტისკენ წავიდა,კარებზე ნელა დააკაკუნა და გოგის მოკრა თვალი

–როგორ მოგეწონა?

დამიანეთი აღფრთოვანებული გოგი რატომღაც დარწმუნებული იყო რომ ქალსაც მსგავსი ემოციები ექნებოდა მამაკაცთან დაკავშირებით

–ერთი ჯმუხი კაცია,სად იპოვე?

–ჯმუხი კი არა ნამდვილი მამაკაცია,შენ რომ გჭირდება ზუსტად ისეთი,ახლა კი გავიდეთ,სირცხვილია სტუმრებთან

მართლაც რომ ნამდვილი მამაკაცი იყო დვალი.თუმცა ქალი არ დაფიქრებულა მამის სიტყვებზე,ის კი შენიშნა რომ ამ მამაკაცმა საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა მამამისზე,იმაზე მეტი,ვიდრე ვინმეს მოუხდენია ოდესმე.



*****
საღამომ ძალიან კარგად ჩაიარა,დვალს რამოდენიმეჯერ მოჰკრა თვალი ქალმა,საოცრად იზიდავდა ამ კაცის მანერები,საუბარი და ხმა.თუმცა არ უტყდებოდა ამაში საკუთარ თავს.მერე გოგი გამოვიდა სიტყვით,მადლობა გადაუხადა ბიზნეს პარტნიორებს ყველაფრისთვის და განსაკუთრებულ მადლობებში დვალიც ჩამოთვალა.მერე როგორც სჩვევია ხოლმე ანასტასიაზეც მოაყოლა ერთი–ორი სიტყვა.
დამიანემ ერთი რამ შეამჩნია ქალში–მამაზე გიჟდებოდა ჭავჭავაძე.ყოველ წუთს თვალებში შესციცინებდა და გოგის დანახვაზე თვალებში შუქი ენთებოდა ქალს,იშვიათად უნახავს ასეთი მამა–შვილი.გოგი რომ საოცრად შეყვარებული იყო შვილზე,ეს დიდი ხანია იცოდა,თუმცა არ ეგონა ქალიშვილიც თუ ასევე უსაზღვრო სიყვარულით იყო განწყობილი მამისადმი.ეს თვისება მაშინვე დააფასა დვალმა და სწორედ იმ დღიდან გამოარჩია ანასტასია ჭავჭავაძე სხვა ქალებში.



*****
მეორე დილით მამა გააცილა ანასტასიამ,აეროპორტებში სიარული უკვე ჩვევად ჰქონდა,გამომშვიდობება არ უყვარდა გოგის და ყოველთვის ეუბნება ტასოს სახლში დარჩიო,თუმცა ქალი ვერ მოისვენებდა ისე,მამა რომ არ გაეცილებინა.

–ჭკუით იყავი,დღეიდან დამიანე გატარებს ყველგან

–მამა....

ქალს საყვედურებით აევსო მზერა

–ხომ შევთანხმდით ამაზე არა?

–ხო,მაგრამ მანქნის ტარება მეც ხომ ვიცი...

–მორჩი წუწუნს,ჩემს მაგივრად მას ვტოვებ აქ.შეეცადე მწყობრიდან არ გამოიყვანო

რომ იცოდა ანასტასიას ხასიათი უცხოების მიმართ იმიტომ გააფრთხილა,თანაც თავიდანვე შენიშნა ანასტასიას რომ არ ჩაუვარდა დიდად გულში დამიანე.
ესკალატორზე უყურებდა მამას და ის იყო მინის კარებში უნდა შესულიყო გოგი,რომ ქალის ხმა მოესმა ისევ

–რამდენი წლის არის დამიანე?

სულელია ეს გოგო! ამდენ ხალხში რა აყვირებს?!
გუშინ რომ ვერ მიიღო მამაკაცისგან პასუხი დააინტერესა და ვერ მოისვენა.

–ოცდარვა

სიცილით უპასუხა გოგიმ და მერე კარებს იქეთ გაქრა.
"სულაც არ ეტყობა ასაკი"
ჩაილაპარაკა ქალმა და აეროპორტი დატოვა



№1  offline წევრი cancara

Kaiiiaaa male dadee

 


№2 სტუმარი სტუმარი Sofi

კარგია, მაგრამ ზედმეტად ხშირად და უადგილოდ ხმარობთ: ქალი, ქალმა, ქალს...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent