შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დრო ვერ კურნავს იარებს (6)


21-01-2016, 23:37
ავტორი lisebeth
ნანახია 3 106

-გაბრიელ ეს შენი დეიდა მაიაა.ეს კი შენი ძმა სანდრო. _ ამბობს კატო.ეს კი გაბრიელია. ის ბავშვი რომელსაც ეძებდით.
-ეს დღე იოლი არც ერთისთვის არ არის. ამდენი წელი გავიდა. მე ყველაფერი ვიცი და ერთადერთი რაც მაღელვებს ისაა რომ ჩემი და ვიპოვნო. საბრალო ახლა სად არის და როგორ არის ისიც კი არ ვიცით.
-მართალია, სანდრო იმ წუთიდან რაც გაიგო რომ შენ კარგად ხარ მასზე ფიქრობს._ამბობს მაია_ მესმის საშინელებაა რაც შენ და ნიტას დაგემართათ მაგრამ ეს ჩვენი ბრალი ნამდვილად არ არის. მე მინდა რომ...
-არაფერი არ მაინტერესებს მის გარდა.
- გაბრიელ ჩვენ ძმები ვართ. ვალდებულნი ვართ ჩვენი და ვიპოვოთ. მას ისე მოექცნენ როგორც არ იმსახურებდა. შენ გაგიმართლა და კარგ ოჯახში მოხვდი. ის კი შესაძლოა სადმე ქუჩაში ცხოვრობს ან შეიძლება საერთოდ ცოცხალიც არ არის.
-ვიცი და სწორედ მასზე ფიქრი მაცოფებს.
-გაბრიელ გთხოვ,ახლა ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ. ვიცი შენთვის არაფრის თხოვნის უფლება არ გვაქვს მაგრამ,დედაჩემი კვდება. მინდა რომ სიკვდილის წინ შენ მაინც ნახო, მას თქვენ ძალიან უყვარდით,უფრო მეტიც ის რომ არა თქვენ ვერც კი იცოცხლებდით. ძალიან გთხოვ ამ ქვეყნიდან ისე ნუ გაუშვებ რომ არ გნახოს.შენ მაინც თუ ამას შენი და ვერ შეძლებს.
ოთხივენი მაგიდას მიუსხდნენ. გაბრიელი თავს უხერხულად გრძნობდა და ამას ყველა ამჩნევდა. მიუხედავად მისი სიმშვიდისა ყველა ხვდებოდა რომ თავს მაინც ცუდად გრძნობდა და ამ ამბავთან შეგუება უჭირდა. ალბათ ეს ყველაფერი ლოგიკურიც იყო, თუმცა აშკარად ეტყობოდა ამ ამბისადმი უგულო დამოკიდებულება. თითქოს მატ საუბარს არც კი უსმენდა.
-რატომ არაფერს არ მიირთმევ გაბრიელ?_სიჩუმე დაარღვია მაიამ._ ჩვენ არ გვსურს შენს ცხოვრებაში უხეშად შემოვიჭრათ. კარგად ვხვდებით, რომ ამის უფლება არ გვაქვს. მიუხედავად ამისა ვისურვებდი ისე არ გვიყურებდე როგორც მტერს.
-ვფიქრობ,იმაზე ვფიქრობ ახლა ჩემი და სად არის.
-მაგაზე უკვე 26 წელია ვფიქრობთ მეც და დედაც. მას მერე რაც ყველამ შეწყვიტა თქვენი ძებნა ჩვენ არ გავჩერებულვართ..
-ძალიან გიყვარდათ?
- მეც და დედასაც თქვენ ორივენი ძალიან გვიყვარდით . მაშინ 15 წლის ვიყავი. თქვენი დაბადების ამბავი არ უთქვამთ ჩემთვის. მე ევროპაში ვსწავლობდი, როცა არდადეგებზე ჩამოვედი შენ და ნიტა დაახლოებით 3 კვირის იყავით. დედა გზრდიდათ და გივლიდათ მანამ სანამ მე დავბრუნდებოდი. მის გარდა თქვენზე არავინ ფიქრობდა. მაშინ მან მთხოვა საქართველოში დავრჩენილიყავი და დავხმარებოდი. ყველა მხრიდან წნეხში იყო. მამაჩემი ძალიან მკაცრი კაცი იყო. სულ ჩხუბობდა განსაკუთრებით კი თქვენი დაბადების მერე. დედამ შემეხვეწა მარტო არ დამეტოვებინა და მეც დავთანხმდი. ყველაფერი მივატოვე და წამოვედი. სამწუხაროდ ამაოდ. ჩემი ჩამოსვლიდან ორ თქვეში თქვენც დაიკარგეთ და ჩემი მსხვერპლი სულ ამაო აღმოჩნდა.დეკემბრის თვე იყო. სასწავლებლებში ისედაც არდადეგები გამოაცხადეს. დედამ მოასწრო რომ ჩემი საბუთები ისევ გადაეგზავნა და უკან ევროპაში დამაბრუნა როგორც კი იანვრის არდადეგები დასრულდა. მიუხედავად ამისა ყოველ დღე ვიგებდი რა ხდებოდა თქვენს საქმესთან დაკავშირებით. სამწუხაროდ ახალი არაფერი გაგვიგია. უნივერსიტეტის დასრულების მერე სამუდამოდ დავბრუნდი საქართველოში. დედა კვლავ და კვლავ განაგრძობდა თქვენს ძებნას. არც ფული დაუშურია და არც დეტექტივები. დღემდე ძალიან ენატრებით,ყველგან დაგეძებთ.ასეთ მდგომარეობაში ამიტომაცაა. მან 26 წელი თქვენთვის იბრძოლა და ბოლოს ჯანმრთელობაც შეერყა.
-მესმის,ყველაფერი მესმის ,მაგრამ ჩემიც გაიგეთ,არც ჩემთვისაა მარტივი.
-ესეც გვესმის გაბრიელ_ჩაერია სანდრო._ მე და შენ ძმები ვართ. შენ არ ხარ დამნაშავე ამ ამბავში და მით უფრო მე .ჩვენ არანაირი საბაბი არ გვაქვს, რომ ერთმანეთი გვძულდეს.პირიქით ახლა ერთად ყოფნა გვჭირდება რომ ნიტა ვიპოვოთ.
-დედამ ძალიან ბევრი რამ გადაიტანა გაბრიელ,ვერც კი წარმოიდგენ რად უჯდებოდა თქვენი მფარველობა. დღე და ღამე მამაჩემის გაუთავებელი წუწუნის და ლანძღვის სმენით იღლებოდა. დედაშენიც ყოველთვის ცივი იყო თქვენთან. ბებიაშენს თქვენთვის ერთი წამითაც არ უღალატია.შენ ნუ უღალატებ ძალიან გთხოვ.
სანდო და მაია წასვვლისთვის მოემზადნენ.
-გაბრიელ იმაზე იფიქრე რააც გითხარი მინდა რომ დედა სიკვდილის წინ შენ მაინც ნახო, ძალიან საეჭვოა რომ ამას შენი დაც მოახერხებს,ასე რომ ეს ტკივილი შენ მაინც შეუმსუბუქე გთხოვ. ამისთვის ჩვენ თუ არა ღმერტი მაინც გადაგიხდის
-ვიფიქრებ ამაზე.
-კარგად იყავი გაბრიელ იმედია მალე შევხვდებით_დაემშვიდობა სანდრო
-იმედია,ამბობს გაბრიელი და ოთახიდან გადის
-აპატიეთ ჯერ ისევ არ არის გონს მოსული _კარგად ვიცნობ და ვიცი ამ თემაზე საუბარი მისთვის რა ძნელია.თითქმის არასდროს უხსენებია მისი ნამდვილი ოჯახი. არც მათი მონახვა უცდია და მოულოდნელად თქვენ გამოჩნდით ასე რომ მისი რეაქცია ბუნებრივია.
-გვესმის,ახლა კი სჯობს წავიდეთ. გმადლობ დახმარებისთვის
-არაფერს
ნიტა მოწყენილი იჯდა საწოლზე და რაღაც ჟურნალს ათვალიერებდა. გვერდით თავისი პატარა და მიუჯდა და საუბარი გაუბა.
-რომ არა დედაშენი შეიძლებოდა ახლა მკვდარი ვყოფილიყავი ლოლა.
-ხო მაგრამ მთავარია რომ ცოცხალი ხარ. ახლა იმაზე ნუ ისაუბრებ რა შეიძლებოდა მომხდარიყო.მთავარია რომ კარგად ხარ.
-არა ლოლა ეს არ არის მთავარი,მთავარი ისაა ადამიანი რას გრძნობს.მე კი ყოველთვის იმას ვგრძნობდი რომ ზედმეტი ვიყავი.ჩემი დაბადება არავის უხაროდა.ამქვეყნად არავის ვუყვარდი.ზედმეტი ვიყავი.ამიტომაც მომიცილეს თავიდან.
-ამას ნუ ამბობ ნიტა შენ ყველას უყვარხარ. მართალია ღარიბები ვართ, მაგრამ შენ ძალიან კეთილი და ჭკვიანი ხარ. მთავარი ესაა. შენ საოცარი გული გაქვს დაიკო. ეს იმ გაბრიელმაც იგრძნო და ამიტომაც დაგეხმარა. ღმერთი კარგ ადამიანს არასდროს მიატოვებს. არც შენ მიუტოვებიხარ არავის. ყველას უყვარხარ...
-ყველას საკუთარი მშობლების გარდა. სწორედ ეს მტკენს მთელი ცხოვრება გულს.საკუთარ თავს ხშირად ვეკითხები რატომ,მაგრამ პასუხი არ ვიცი.
-ერთხელაც მათ რომ შეხვდე რას იზამ?
-არვიცი,არვიცი რას ვიზამ მაგრამ ის კი ვიცი რომ ამის პატიებას ვერასოდეს შევძლებ._ნიტა წამოხტა და სახლიდან გავარდა. ლოლა უკან აედევნა ,მაგრამ ვერაფრით შეაჩერა.
-რა სულელი ვარ. ხომ ვიცი, რომ ამ ამბის ხსენებაზე სულ ასე ნერვიულობს. ენას ვერასოდეს გავაჩერებ. _საფეთქელზე მიირტყა ხელი ლოლამ და შიგნით შებრუნდა_ მოვა ,როგორც ყოველთვის

-ხომ იცის , რომ ვერ ვიტან ამ თემაზე საუბარს. როგორ დაიწყებს ხოლმე დაკითხვებს. სულელი ბავშვი.
ცხვირი აიბზუა ნიტამ და გზას აუყვა ხოლმე. კედლებზე რაღაც უშნო ფიგურები მიეხატათ ხოლმე ქუცის მხატვრებს. არასდროს უყვარდა ამ ადგილას ჩავლა, მაგრამ ისეთი გაბრაზებული გამოვარდა სახლიდან ვერც მიხვდა რა მიმართულებით აიღო გეზი. კი არ მიდიოდა ახლა ლამის მირბოდა. მხოლოდ მაშინ შეაჩერა სვლა კუთხესთან აზუტული რამდენიმე ბიჭი, რომ დაინახა. კარგად იცოდა რისი მაქნისებიც იყვნენ და რა საქმეებსაც არჩევდნენ აქ. ახლა რომ შეტრიალებულიყო და უკან წასულიყო ნამდვილად აედევნებოდნენ. მიხვდებოდნენ, რომ მიმართულება მათ გამო შეცვალა. ეს ნამდვილად უარესი იქნებოდა. ნაბიჯი შეანელა და გარეგნული სითამამით ,მაგრამ მაინც განაგრძო სვლა. უფრო ახლოს, რომ მივიდა რამდენიმე მათგანი შეიცნო კიდევაც. მისი უბნის გამოსული ‘’მარგალიტები’’ გახლდნენ. თითქოს ყველაფერი, რომ იცოდნენ და ყველაფერს რომ აგვარებდნენე. იმედი მიეცა. მისთვის არასდროს შეუქმნია პრობლემა ხალხს და არც ახლა მომეკარებიანო გაიფიქრა, მაგრამ რათქმაუნდა შეცდა.
‘’-რა ვიცი ხოლმე ეს უაზროდ აყვირება’’ _ შემოსძახა თავის თავს მთელის მრისხანებით.
-ნიტა როგორ ხარ?_ წინ წამოვიდა სწორედ ის ,რომელიც თავისი უბნიდან შეიცნო და რომელიც ეგონა, რომ პრობლემას არ შეუქმნიდა.
-კარგად ვარ, შენ? _ახლა მხოლოდ მეგობრული ტონი მარგებსო ურჩია საკუთარ თავს.
-ჩვენც კარგად. ‘’თავანს’’ ვიბარებთ ამ ბიჭისგან_ მიანიშნა ვიღაც ახალგაზრდაზე, რომელიც მათ შორის იდგა თუმცა მათ საერთოდ არ ჰგავდა
-ჰო ვხედავ. თქვენ ხომ ძირითადად ყოველთვის ამით საქმიანობთ?
-კარგი ხუმრობა იყო . ყოჩაღ.
-აიღეთ ეს თანხა და ჩემი მეგობარი მეორედ აღარ შეაწუხოთ. _უჩვეულოდ მძიმე ტონით თქვა ახალგაზრდა ბიჭმა და შებრუნდა. ნიტამ მხოლოდ ერთხელ მოსაწრო მისთვის თვალის შევლება.
-გინდა სახლამდე მიგაცილო?_ ყურებამდე გაუკრიჭა ერთ-ერთმა მათგანმა და ჩაშავებული კბილები გამოაცინა.
-არა, ჩემით წავალ_ გადაჭრით იუარა ნიტამ. კარგად იცოდა რაც მოჰყვებოდა ამათთვის თავის დახრას. ხელი გამოსტაცა და გზა განაგრძო, მაგრამ ბიჭი ისევ აედევნა და ამჯერად უფრო მაგრად ჩაავლო მხარში ხელი.
-გითხარი გაგაცილებ მეთქი. ხომ მიცნობ არა? უარს არავისგან ვიღებ. ნუ გამიძალიანდები.
-გითხარი არ მინდა შენი გაცილება-მეთქი იდიოტო_ ხელი უჯიკა ნიტამ და ფეხს აუჩქარა. როგგორც ჩანდა მისმა საქციელმა ბიჭი ძალიან გაამხიარულა და ამჯერად ხარხარს მოჰყვა. ნიტას ნაბიჯები ინსტინქტურად გადაიზარდა სირბილში. უკან არ მოუხედავს, მაგრამ დარწმუნებული იყო მოზდევდნენ. ქუჩის კუთხესთან მოუხვია და რამდენიმე ნაბიჯში ცოტა ხნის წინ გამოსტუმრებულ ბიჭს წამოეწია. გაიფიქრა გადავრჩიო თუმცა ეს ნაადრევი ზეიმი აღმოჩნდა. ბიჭებს გზა პარალელური ქუჩიდან მოეჭრათ და ამჯერად წინიდან დაუხვდნენ.
-შეგაშინეს? _ მიუახლოვდა ბიჭი და ქუჩას გახედა. ნიტას სირბილისგან გული ქონდა ამომჯდარი და მხოლოდ თავის დაქნევა მოახერხა.
-აქვე ვცხოვრობ მაგრამ ესენი არ მომეშვებიან. კარგად ვიცნობ ვინც არიან.
-ხელი მომკიდე და წავიდეთ. შენ ხმა არ ამოიღო კარგი?
-კარგი.
ბიჭმა ხელი ჩაჰკიდა ნიტას და გზა განაგრძო. ბიჭებმა ისევ ხარხარი ატეხეს. აშკარა იყო გამოწვევად ჩათვალეს.
-დამცველი გამოგიჩნდა გოგო?_თმაზე მოქაჩა ერთ-ერთმა მათგანმა.
-უკან დაიწიე. ხომ ხედავ, რომ ეშინია? _ხელი ჰკრა ბიჭმა. ისიც წაქეზდა და არამკითხეს შემოუტია.
-შენ ამ გოგოს ხელი გაუშვი და შენი გზა განაგრძე. გაუშვი ძმაო ჩვენ შენთან საქმე არ გვაქვს. გგონია მაგ გოგოს არ ვიცნობთ? დღეს პირველად კი არ გვინახავს.
-მოდი თვითონ ვკითხოთ უნდა თუ არა თქვენთან ერთად წამოსვლა. წაჰყვები?_ჩაეკითხა ბიჭმა ისე რომ ხელი არ გაუშვია.
-არა_იმ წამსვე იუარა ნიტამ
-გესმის? არაო... გაიარე შენს გზაზე. ამ გოგოს მე მივიყვან სახლამდე.
-და გგონია მაგას შევეკითხები? ხომ არ გგონია რომ ეს სულ ამ უბანში იქნება? შენთვის სჯობს არ გამიძალიანდე თორემ სხვა დროს ღმერთიც ვერ გიშველის ნიტა.
-თავი დამანებე. რას დამდევ ნეტა ვიცოდე?
-წამოდი_ ისევ დასტაცა ხელი ქუჩის ბიჭმა და თავისკენ მოქაჩა, მაგრამ მეორე ხელი უკვე სხვას ეჭირა და საწადელს ვერ მიაღწია.
-მემგონი გითხარი თავი დაანებე-თქო. კაცობა გგონია ოთხი კაცი ერთ გოგოს , რომ დაზდევთ? ვერ ხედავ ,რომ ეშინია? გვერდზე გადექი და გამატარე ძმაო.
-შენ მე მიწოდე არაკაცი?_ კისერზე ძარღვები დაეჭიმა და მოსხლეტილი მუშტი უთავაზა. ბიჭმა ინსტინქტურად გაუშვა ხელლი ნიტას და თითები ცხვირიდან წამოთქეშილ სისხლს შეუშვირა.სანამ დანარჩენები არამკითხეს აკავებდნენ მეორემ დრო იხელთა და ნიტას ჩაეჭიდა. გოგონა გაუძალიანდა და მშველელისკენ გაიქაჩა. ისე სხმარტალებდა ხელში ვერ დაამაგრეს. კბილებით მაჯას ჩაეჭიდა. ბიჭმა შეიცხადა და ნიტა ჰაერიდან დაეშვა სიცარიელეში.
როცა ყველა გონს მოვიდა ის უკვე ბარდიულზე ეგდო უგონოდ. კეფიდან წამოსულმა სისხლა ქუჩა შეღება.
-თავი ბარდიულს ჩამოკრა_შეიცხადა მეორემ და თავქუდმოგლეჯილი გავარდა. დანარჩენი სამიც უკან მიჰყვა.
უცნობი ნიტას უსულო სცეულთან დაიხარა და ყელზე პულსი გაუსინჯა.

VVV

ლეილა სულ ახალი ჩაძინებული იყო საწოლში ,რომ შეირხა. თავი წამოსწია, მაგრამ სუნთქვა უჭირდა. თითი დიქტოფონს ძლივს მიაწვდინა საიდანაც ირეკებოდა და სიგნალი სამზარეულოში ისმოდა. თუ რამე დასჭირდებოდა ყოველთვის ასე იქცეოდა. მსახურიც მასინვე გამორბოდა მის მოსანახულებლად. ახლაც ორი წუთიც არ დაუგვიანია ქალმა კარი ,რომ შემოაღო.
-ქალბატონო ლეილა რა გჭირთ?
-ცუდად ვარ_ამოიხრა და კანკალს უმატა.
-დედა რა დაგემართა? მეც გავიგონე ხმა
-ცუდადაა ქალბატონო მაია.
-დედა რა გჭირს? დედა შემომხედე. _შეიკივლა მაიამ და ხელი შუბლზე დაადო. ქალი სულ მთლიანად ოფლში ცურავდა._ ექიმს დაურეკე და სასწრაფო გამოიძახე_უბრძანა მაიამ მსახურს. ნანას დაურეკე რომ დედა ცუდადა
ლეილამ თავი გააქნია.
-ის არა... ის არა...
-შენი შვილია. უნდა დავურეკო დედა.
-ჩე-მი შვი-ლი არააა_ძლივს ამოთქვა დამარცვლით ქალმა და უსულოდ დაეცა საწოლზე
-დედა არ მოკვდე გთხოვ. დედა გთხოვ ოღონდ ახლა არა. გაბრიელი ვიპოვეთ _მკერდზე დაადო თავი მაიამ და კივილს უმატა.
მსახურს უკვე დაერეკა სასწრაფოში და განერვიულებული ელოდა სირენების ხმას.


ლეო აივანზე იდგა და ცას გაჰყურებდა. ასე ხშირად იქცეოდა ხოლმე.მოგეხსენებათ არც ნანას და არც ლეოს მშვიდად დიდი ხანია არ ეძინა. ამ დროს ნანას ყვირილი გაისმა.ლეოს აივანზე მიუარდა და ისტერიკულად უყვიროდა შენი ბრალია რადგან თვალი დროზე არ ამიხილეო.
_მე ნუ მადანაშაულებ ,შენც კარგად იცი რომ ეს ორივემ ერთად დავგეგმეთ,დღეს კი ცდილობ ყველაფერი მე გადმომაბრალო და სინდისი დაიმშვიდო.ასე არ გამოვა და ეს შენც იცი. ნუ შემჭამე ყოველ ღამით ერტი და იმავე სცენებით. დამასვენე და შენც დაისვენე. ერთხელ მაინც მაცადე მშვიდად ვიდგე და შენი კივილი არ მესმოდეს.
_ამის უფლება როგორ მომეცი,ამის უფლება საკუთარ თავს როგოორ მივეცით ლეო?_ნანა გულსაკლავად ტიროდა თუმცა ეს აღარც ლეოზე აღარ მოქმედებს.ორივეს საკუთარი დანაშაულის გრძნობით აქვს გული დამძიმებული და იმის ძალა აღარ შესწევთ რომ სხვა ანუგეშონ.
_მათი მონახვა ყოველთვის შეგვეძლო ნანა,იწყებს ლეო.მაგრამ ამას არ ვაკეთებდით და არც მომავალში გავაკეთებთ ,არცერთმა არ ვიცით მათ თვალებში როგორ შევხედოთ და როგორ ვუთხრათ და ავუხსნათ რომ არასდროს იყვნენ ჩვენთვის სასურველი და მათი დაბადებაც არავის გახარებია.ის რომ ჩვენთვის ზედმეტი ტვირთი იყვნენ ორივე.
_ასე მაშინ ვფიქრობდთ,იმიტომ რომ მაშინ ძალიან ახალგაზრდები ვიყავით.ნარკოტიკმა და ჩვენმა თავქარიანმა ცხოვრებამ ჩაგვადენინა ეს.
_თავს ნუ მოვიტყუებთ ნანა.ახლა რომ დროის უკან მობრუნება შეიძლებოდეს იგივეს გავაკეთებდით იმიტომ რომ ჩვენ ასეთები ვიყავით და ასეთებად მოვკვდებით.ადამიანები არ იცვლებიან.ისინი მხოლოდ დანაშაულს ინანიებენ,და ეს მონანიებაც მხოლოდ მაშინ ახსენდებათ როცა თვითონ ვეღარ უძლებენ დანაშაულის გრძნობას.ეს შენც კარგად იცი .
_ამ დანაშაულისთვის საკმარისად დავისაჯეთ და დავისჯებით მომავალში. ერთხელ მაინც მანუგეშე და მითხარი, რომ გეცოდები. თუნდაც მომატყუე ოღონდ მითხარი. მითხრი ბოლოს და ბოლოს, რომ ..._ნანას ძალა აღარ ეყო და ქმრის წინაშე მუხლებზე დაეცა
_შეიძლება ქუჩაშიც შევხვედრივართ რომელიმეს მაგრამ ვერ ვიცანით.იმიტომ რომ ჩვენთან არ გაზრდილან.
_წარმოგიდგენია როგორ ვძულვართ?
ლეოს და ნანას საუბარი ოთახიდან ახლად გამოსულმა სანდრომ გაიგონა. მშობლების ყოველდღიური კონცერტი უკვე ყელში ჰქონდა ამოსული. მეტის მოთმენა აღარ შეეძლო. უნდა ამოეღო ზემოთ ის სათქმელი რომელიც აწამებდა,

_ყელში ამომივიდა თქვენი ჩხუბი,ყოველთვის ხმაური და ყვირილი რომ გამოდის ამ ოთახიდან.ამ სახლიდან მივდივარ,ბებიასთან და დეიდასთან გადავალ საცხოვრებლად.თქვენთან ყოფნა აუტანელია უკვე. ერთ დღესაც ერთმანეთს დახოცავთ და არ მინდა ამის მომსწრე გავხდე.
სანდრო სახლიდან გამოდის და ფეხით უყვება გზას. დიდხანს ლოდინი არ მოუწევს. დეიდამ დაურეკა და მოახსენა ,რომ ლეილას ინფაქტი მოუვიდა და საავადმყოფოში მიჰყავთ. სანდრომ პირველი რაც მოიფიქრა კატოსთან დარეკვა იყო. ნომერი იმ დღეს გამოართვეს ორივე დეიდამ და დისშვილმა როცა ბებიამისსი სახლში ისაუბრეს.
-ამ დროს რატომ მირეკავთ?_ ჯერ ისევ ძილ-ბურანში მყოფმა კატომ გამოეპასუხა.
-მაპატიეთ, რომ გაწუხებთ, მაგრამ ...
-მოხდა რამე?_როგორც კი მისი ხმა გაიგო მაშინვე წაწოლში წამოხტა ქალი
-რამდენიმე წუთის წინ ბებიას ინფაქტი მოუვიდა და საავადმყოფოსი გადაგვყავს. კარგი იქნებოდა გაბრიელისთვის მეტი დრო მიგვეცა, მაგრამ ბებიას ინფაქტი მესამედ მოუვიდა და დიდი ალბათობით ვეღარ გადაიტანს. გთხოვთ გაბრელს უთხარით მოვიდეს და ნახოს. უბრალოდ მოვიდეს და დაენახვოს. თუნდაც არაფერი უთხრას. უბრალოდ მოვიდეს ,რომ შეხედოს და იცოდეს,რომ კარგადაა. ახლა საავადმყოფოში მივდივარ.
-ახლავე გავაღვიძებ და ვეცდები დავითანხმო.
-გმადლობთ ადვოკატო.
სწრაფად გათიშა სანდრომ და ტაქსი გააჩერა. კლინიკამდე გზა საშინლად გაიწელა.

___
მიყვარხართ და გელოდებით
თქვენი შეფასებები ჩემთვის ყოველთვის დიდი სტიმულია
მუდამ თქვენი #ლიზბეთი



№1  offline წევრი Thamo :)

იიიიიი , როგრო მინდა გაბრიელმა ნახოს ბებია რა ბოლო ბოლო .... <3 და ნიტა , ნიტაზე ლაპარაკი ზედმეტია , ეგ გოგო ყველაზე მეტად მეცოდება , მინდა რო მალე იპოვოს გაბრიელი ძალიან მინდა ... სხვა რა გითხრა ძალიან კარგი გოგონა ხარ <3 რო ყოველდღე დებ ახალ თავს და გვახარებ <3

 


№2  offline წევრი lisebeth

Thamo :)
იიიიიი , როგრო მინდა გაბრიელმა ნახოს ბებია რა ბოლო ბოლო .... <3 და ნიტა , ნიტაზე ლაპარაკი ზედმეტია , ეგ გოგო ყველაზე მეტად მეცოდება , მინდა რო მალე იპოვოს გაბრიელი ძალიან მინდა ... სხვა რა გითხრა ძალიან კარგი გოგონა ხარ <3 რო ყოველდღე დებ ახალ თავს და გვახარებ <3
,მეც ვხარობ თქვენით. ყოველი თქვენი სიტყვა მახარებს
მიყვარხართ თითოეული ჩემი მკითხველი და ჩემთვის დიდი პატივია ასეთი კარგი სიტყვების სმენა❤❤

 


№3  offline ადმინი უნდა ვწერო

ერთდროულად წავიკითხე ყველა თავი. ეტყობოდა შენი სტილი,ნაკლები ემოცია და მეტი აღწერა..უხდება კიდეც,გრძნობების აღწერა უფრო ღრმად ვერ შეეწყობოდა,ალბათ...
საინტერესოა და დამაინტრიგებელი...
თუმცა ინტერესი შეცდომებს გაშვებინებს,გეპატიება ეს..მაგრამ თქოსა და მეთქის არევა არ შვენის შენნაირ ფილოლოგ გოგოს...
მოკლედ,ველი გაგრძელებაა ....

დეტექტივშიც კარგი ყოფილხარ....
ლაბირინთივით ჩახლართულია....
ნიტა მეცოდება
გაბრიელის მესმის...ბებია და დეიდა კი ყველაზე მეტად მეცოდებიან.

 


№4  offline წევრი lisebeth

უნდა ვწერო
ერთდროულად წავიკითხე ყველა თავი. ეტყობოდა შენი სტილი,ნაკლები ემოცია და მეტი აღწერა..უხდება კიდეც,გრძნობების აღწერა უფრო ღრმად ვერ შეეწყობოდა,ალბათ...
საინტერესოა და დამაინტრიგებელი...
თუმცა ინტერესი შეცდომებს გაშვებინებს,გეპატიება ეს..მაგრამ თქოსა და მეთქის არევა არ შვენის შენნაირ ფილოლოგ გოგოს...
მოკლედ,ველი გაგრძელებაა ....

დეტექტივშიც კარგი ყოფილხარ....
ლაბირინთივით ჩახლართულია....
ნიტა მეცოდება
გაბრიელის მესმის...ბებია და დეიდა კი ყველაზე მეტად მეცოდებიან.

მეც რომ გადავავლებ ხოლმე თვალს ვნახულობ შეცდომებს. გასასწორებელია ვიცი. მაგრამ შეიძლება რამდენიმე დღეში ინტერნეტი არ მქონდეს და მინდა დასრულება მოვასწრო ამიტომ გაუსწორებელ ტექსტს ვდებ
მიხარია თუ მოგეწონა.
ნუ ხომ იცი არ მიყვარს ზედმეტი ჰაიჰუი. ცემი სტილი არაა
გმადლობ რომ კითხულობ. შენი შეფასება ჩემთვის მნიშვნელოვანია

 


№5  offline წევრი Thamo :)

ველოდები ახალ თავს .........

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent