როცა ჩვენს ქუჩაზე სიყვარული თოვს! “2“
-რამდენი ხანია გელოდები,-მის დანახვაზე სიხარულით წამოვარდა დივნიდან მარიტა,-წავიდეთ,-უთხრა მან მოხუცს და კართან მივიდა.მაკრინე აღარ შეყოვნებულა,მის უკან მდგარ ზვიადს დაემშვიდობა და შვილიშვილს მიჰყვა,-ბებო,-სულ ცოტა აშორებდათ საკუთარი სახლის ჭიშკართან,მარიტამ რომ გაბრაზებული ხმით მიმართა. -რაიყო?-შეჩერდა მაკრინე,-ჩემზე გაბრაზებული ხარ?-ჰკითხა მოხუცმა,-მე რა ვიცოდი სახლში თუ იქნებოდა,-მხრები აიწურა ქალმა,-მოეშვი მაგაზე ფიქრს და ნერვებიც აღარ მოგეშლება,-თბილად გაუღიმა და ჭიშკარი შეაღო. მარიტასთვის ასე იოლი არ იყო,აღარ ეფიქრა კოსტაზე,მისი საშინელი თვისება ისაა რომ წყენას ვერ ივიწყებს და შურისძიების წყურვილი ყოველთვის კლავს.მორჩილად კი მიჰყვა მაკრინეს,მაგრამ როგორც კი ოთახში მარტო აღმოჩნდა სიბრაზისგან ალმური მოედო,ისევ დაიწყო მისი ლანძღვა და როცა თვალწინ ნახატი წარმოუდგა,წამს გაშრა და წარმოსახვას დააკვირდა,-ნეტავ მისია?-ჰკითხა თავის თავს და საწოლის კიდეზე ჩამოჯდა,-როგორ გავიგო?,-შეწუხებულმა ჩაილაპარაკა და სარკესთან მივიდა,თმაში ხელი ჩაივლო და რეზინი მოქაჩა,თმა როგორც კი გათავისუფლდა , მთელ წელს მოედო.მარიტას საკმაოდ გრძელი და ხშირი წაბლისფერი თმა აქვს,რისიც ყოველთვის ეამაყება,მაგრამ გაშლილს არასოდეს ატარებს,რათა თმის სიჯანსაღე შეინარჩუნოს.ხის სკამი გამოსწია და ჩამოჯდა,თმა წინ გადმოიყარა და სავარცხელი მოიმარჯვა,ნაზად დაუსვა თმის ბოლოებს და თან საკუთარ თავს სარკეში მიადევნა თვალი,-ბებოს ვკითხავ,-გაუელვა გონებაში ახალმა აზრმა და წამოვარდა,რომ მაკრინესთვის ეკითხა,მაგრამ იდმენად უყურადღებო იყო,წუთის შემოსულ კოსტას ტანზე მიესვენა. -რა მოუსვენარი ყოფილხარ,-სიცილით უთხრა მამაკაცმა,როცა ქალი ავგზაარეული ჩამოსცილდა და გაშლილი თმა სწრაფად შეიკრა,-რას ერჩი,გაშლილი უფრო გიხდებოდა,-გვერდულად გაუღიმა კოსტამ -აქ რას აკეთებ?-ჰკითხა მარიტამ და ღრმად შეისუნთქა ჰაერი,-მე უკვე ქალაქში მგონიხარ,შენ კიდევ ჩემს სახლში ბრძანდები -ამ წამს შემოვედი და შენც დამეჯახე,-შეღონებული სახით გასცა პასუხი კოსტამ,-სად მიგეჩქარებოდა,ალიწეწიავ? -შენ ვინ გკიხავს? -დამეჯახე,თუ გინდა რომ გამოისყიდო უნდა მითხრა,-თვალი ჩაუკრა მან -ვალდებული არ ვარ,-ზურგი აქცია მარიტამ,ამით კოსტამ ისარგებლა და რეზინი მოხსნა. სასიამოვნოდ დაუარა ბზინვარე თმამ ტანი რომ დაფარა.მარიტა გაბრაზებული შემობრუნდა და პატარა ბავშვივით დაუწყო სამაგრის წართმევა,-ნუ ბავშვობ,მომეცი,არ მიყვარს გაშლილი თმა,მაღიზიანებს,ჩემს ნერვებზე ნუ თამაშობ,-უყვიროდა სასოწარკვეთილი და ხელებს იქნევდა წასართმევად,კოსტა კი უფრო მაღლა წევდა ხელებს რომ მარიტას ხტუნვისგან ქანცი გაცლოდა და დანებებოდა. -მე მინდა რომ გაშლილი გქონდეს,-კმაყოფილმა თქვა და რეზინი ჯიბეში ჩაიდო,-ახლა წამოდი,-ხელი მოჰკიდა გაღიზიანებულ ქალს და გარეთ გაიყვანა. -შენთან ერთად ჯოჯოხეთშიც კი არ წამოვალ,-ხელი გააშვებინა მარიტამ და უკან შებრუნება დააპირა,მაგრამ კოსტამ დააკავა და ძალით ჩასვა მანქანაში. -შენ ხომ თქვი სოფლელობა ცუდიაო,მე კი დაგანახებ რომ სოფლელობა უფრო კარგია ვიდე ქალაქელობა,-ძრავი ჩართო და ადგილს მოსწყდა. * * * პატარა,თოვლით დაფარული,ხის სახლის წინ გაჩერდა მანქანა და კოსტა სწრაფად გადმოვიდა და მარიტას კარის გასაღებად გაემართა,მაგრამ ქალმა დაასწრო და თავად გადმოვიდა,თვალი მოავლო გარშემო უამრავ ხეს და შუაგულში მდგარ სახლს. -ესაა შენი სოფელი?-სიცილს ძლივს იკავებდა,მაგრამ იმ გრძნობამ დაუარა,სურვილი რომ ჰქონდა სადმე ამ სახლის მზგავსში ეცხოვრა,ყველასგან მოშორებით. -ესაა ის რაც ყველა ადამიანს შინაგანად გვაერთიანებს,-მიუგო რბილი ხმით კოსტამ და კართან მივიდა,-ბევრი რამის ჩამოთვლა შემიძლია,რითაც დავამტკიცებ რომ სოფელი ქალაქს ჯობია,პირველი ესაა სიწყნარე,ადგილი სადაც ახლა ვართ ამისთვის მისწრებაა,შემდეგ-სუფთა ჰაერი,რომელიც სიცოცხლით გავსებს და გამშვიდებს,ყოველგვარ დაძაბულობას გიხსნის,გავიწყებს ტკივილს და გაძლევს რწმენას,-კარი ფრთხილად შეაღო და თითქმის ერთდროულად შევიდნენ შიგნით. მარიტამ თვალები გააფართვა,ირგვლივ სულ ნახატები ეკიდა,ოთახის შუაგულში,პატარა მრგვალი მაგიდა და ორი სკამი იდგა.კუთხეში დახვეული ფორმატის ქაღალდები და საღებავები ეწყო. -ესაა შენი სიმშვიდე,-მივიდა კუთხესთან,-ხატვა,-კოსტას შეუმჩნევლად ჩაეღიმა და თვალიერება განაგრძნო. -გინდა დაგხატო?,-ჰკითხა უეცრად კოსტამ და მოლბერტი გამოდგა,ზედ ტილო დაამაგრა და მარიტას პასუხს დაელოდა. -არ მინდა,-უკმეხად მიუგო ქალმა და წამოდგა,-შენ ხატე მე კი სახლში წავალ -როგორ?-გაიოცა კოსტამ,-გზა არ იცი,ან ვინ გიშვებს,-მასთან მივიდა,სკამზე ძალით დასვა და ფანქარი მოიმარჯვა -რატომ მხატავ?-ჰკითხა შეღონებულმა -არ ვიცი,-დაბენული ხმით უპასუხა მამაკაცმა და ტუჩებზე დააკვირდა.მარიტას საკმაოდ მკვეთრი და მადისაღმძვრელი ტუჩები აქვს,რამაც კოსტა გულგრილი ვერ დატოვა,ვერც მის მწვანე თვალებს აერიდა. ყოველი ნაკვთის ხატვისას გულის ცემა ემატებოდა,-თავს უკან ნუ წევ,სახეს ვხატავ ყელს ხომ არა,-უკმაყოფილომ თქვა და ნიკაპთან შეჩერდა -ნერვები მეშლება საკუთარ თავზე,აქ რომ ვზივარ და შენს მითითებებს ვასრულებ -არაფერი მოგივა,დაგხატავ და წავიდეთ -მაინც ვერ ვიგებ,როგორ მოგივიდა აზრად ჩემი დახატვა -ყველა გოგო დახატული მყავს,ამაში განსაკუთრებულს ნურაფერს ხედავ -ვინ ყველა? -სოფელში ვინცაა -ესეიგი,ვისაც გაიცნობ აქ მოგყვას და ხატავ? -დიახ,თუ მომეწონა. . . -ენა ჩაიგდე,-წამოვარდა შეშფოთებული-ავადმყოფი ხარ,სახლში წამიყვანე -არ დამისრულებია -არ მაინტერესებს -კარგი ხო,გეხუმრე,შენ ერთადერთი ხარ ვინც აქ მოვიყვანე და საერთოდ მისი დახატვა გადავწყვიტე,კმაყოფილი ხარ? -სავსებით,მაგრამ აქ ყოფნა მაინც არ მინდა -დავასრულებ და წავიდეთ. * * * სახლის კარი გულამოვარდნილმა შეაღო და ფეხებში ნაცნობი სახე აებლანდა -სოფო,-შეჰკივლა აღტაცებულმა და შემოეფსკვნა,-აქ საიდან?-ამოსუნთქვის საშუალება არ მისცა მონატრებულ მეგობარს. -შვებულება მაქვს და გადავწყვიტე მენახე,-მიუგო სოფომაც -რა კარგი ქენი,ჩემთან რჩები ხო? -არ ვიცი ჯერ,-მხრები აიჩეჩა მან,-შეიძლება დავრჩე,ხოიცი ვაჩე რა ტიპია -ეგ კიდევ ვერ მოიცილე?-სიცილით ჰკითხა მარიტამ -რას ჰქვია მოვიცილე,სადაცაა უნდა დავინიშნოთ,-უკმაყოფილომ თქვა -მეჯვარე ვარ ხო,-ეშმაკურად აუციმციმდა თვალები -დიახ,ქალბატონო თქვენ მეჯვარე ხართ,-დააკმაყოფილა მეგობარი სოფომ -ვაჩეს მეჯვარე ვინ იქნება? -ეგ უკვე მისი გადასაწყვეტია,სამი ვარიანტი აქვს,გეგა,ლადი და თორნიკე,კიდევ ერთიც მითხრა მგონი,მაგრამ აღარ მიმიქცევია ყურადღება და დამავიწყდა,სხვათაშორის ამ სოფელში ცხოვრობს,ვაჩემ მითხრა ძალიან კარგი ბიჭიაო. -სად გურიაში?-დაინტერესდა მარიტა -ხო აქ,რა გაიკვირვე -რავიცი მეგონა ვაჩეს საძმაკაცო მარტო თბილისში ჰყავდა -არა სულელო,-გაეცინა სოფოს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.