შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ბრაზიანი ბიჭი (2)


22-01-2016, 22:44
ავტორი Masho_97
ნანახია 4 031

მთელი დღე ნერვებ მოშლილმა გავატარე, ვკვდებოდი ისე მაინტერესებდა ვინ იყო ის "უცნობი" ვინც ყვავილებს მჩუქნიდა. ეს ხომ ჩემი პირველი საჩუქარი იყო, საბავშვო ბაღში ნაჩუქარ ყვავილს თუ არ ჩავთვლით, ჯგუფელმა ბიჭმა რომ მაჩუქა და შემდეგ საშინლად ვცემე. ბაღიდან გამომრიცხეს.. ტრაგიკული ბავშვობა... ჩემს თაყვანისმცემელს კი აშკარად არ ეჩქარებოდა, წინ ნელი ნაბიჯებით მიიწევდა, ალბათ შემდეგ ბარათზე სახელსაც მიაწერს, შემდეგზე გვარს, მომდენოზე შესაძლოა ინსტაგრამიც დამიტოვოს და მინიმუმ 30 წელში პირადად გაცნობის საშუალებაც მომეცემა.
შაბათი იყო, სახლში ყოფნას ყველაზე მეტად ვერ ვიტან, ვიფიქრე გავისეირნებ-მეთქი, შემოდგომის მზიანი დღე იყო, სასიამოვნო. ლაშას უბანი გავიარე, ძველ სახლთან, პატარა კიბეზე რამდენიმე ბიჭი იჯდა, ყველას თითქმის ერთ სტილზე ეცვა, გამეცინა, "ბაბულიკა" სასტავი, შავი "როლინგებით", წელში მოხრილები, სიგარეტით ხელში, ხელზე სულელური ტატუებით, რომლის მნიშვნელობაც სავარაუდოდ არც ერთმა არ იცის. ვიგრძენი როგორ გამომაყოლეს საშინელი მზერა, იმ წამს ყველა მათგანი შემძულდა, მინდოდა მივტრიალებულიყავი და ყველა სათითაოდ გამომელანძღა, მაგრამ ასეთი ბიჭისგან ყველაფერს უნდა ელოდო, შემეშინდა და ჩემს გზას გავუყევი. ქუჩის ბოლოში ლაშაც შემხვდა, ვიღაც ბიჭთან ერთად იყო.
- ვა ნია, აქ რას აკეთებ?
- შენც გაგიმარჯოს, ვსეირნობ.
- აქ რა სასეირნო ადგილი ნახე ტო
- აქ სიარულის უფლება მარტო "კაი ბიჭებს" აქვთ და ნებართვა მჭირდება თუ ციხეში ნაჯდომი უნდა ვიყო აქ რომ ჩავიარო?
- კაი ტო ნუ გაუშვი ახლა შენებურები, მიგაცილებ თუგინდა
- სასეირნოდ გამოვედი, შენთან ერთად სეირნობა რომ მდომოდა დაგირეკავდი წამო ლაშა ვისეირნოთ-მეთქი - ლაშას გვერდით მდგომს გავხედე, სიცილს ძლივს იკავებდა
- ეს ნიკა ბერიძეა, ადრე მიხსენებია თუ გახსოვს
- რომ არ მოგატყუო შენი ლაპარაკისთვის არასდროს მომისმენია ნორმალურად , სასიამოვნოა ნია - ვუთხარი ნიკას, რომელიც ჩემს მიერ ზემოთ აღწერილი, კიბეზე მჯდომი ბიჭებისაგან არაფრით განსხვავდებოდა.- ლიზი ხომ არ იცი სადაა?
- ბიბლიოთეკაშია.
- კარგი,წავედი,მაგრად.
ლაშას სასწრაფოდ მოვშორდი, სახლში მისვლა არ მინდოდა, 2 წამით გულში იმ აზრმა გამიარა ლუკას დავურეკავ, კარგი დღეა, გავისეირნებთ-მეთქი, მაგრამ კარგად ვიცნობდი ჩემს თავს და ვიცოდი ამას არ გააკეთებდა. ბევრი ვიარე, მაღაზიებში გავიარე, ერთი საყვარელი ზედა ვიყიდე და შინ კმაყოფილი დავბრუნდი. სახლში ჩემი ძმა და მამაჩემი დამხვდნენ, დედა ჯერ კიდევ არ დაბრუნებულიყო სამსახურიდან.
- გშია? - მკითხა ჩემმა ძმამ, ბექამ.
- კი, საშინლად... და ხო იცი როგორ მიყვარხარ...
- კაი გავაკეთებ რამეს დედაც მალე მოვა.
ჩემი ძმა, ჩემი სუსტი წერტილი, ადამიანი რომელსაც ყველაზე დიდ პატივს ვცემ, რომლის გარეშეც 1 დღე ვერ ვძლებ. ბექა ჯერ 17 წლისაა, სკოლას მომდევნო წელს ამთავრებს და მსახიობობაზე ოცნებობს, ვიცი რომ ყველაფერი გამოუვა. ყველა დიდ პატივს სცემს, სკოლაში მასწავლებლები გიჟდებიან მასზე, მთელი სკოლა, მთელი კლასი, ნუ ხო, გოგოები განსაკუთრებით, თუმცა სიყვარულზე ფიქრით თავს არ იწუხებს, ამბობს რომ ის გოგო რომელიც გონებაში ყავს ჯერ პირადად არასდროს უნახავს და თუ ნახავს, შემპირდა რომ პირველი მე მეტყვის.
- მა, ნახე ახალი ზედა ვიყიდე...
- მშვიდობაში - მითხრა მამამ და ოთახში შევიდა, საუბარი იქიდან განაგრძო - ვინაიდან და რადგანაც, მოხარშულს გიცნობ, მოხვედი და მეუბნები რომ ზედა იყიდე, სავარაუდოდ ფული აღარ გაქვს, აი გამომართვი.
- ყველაზე გამგები მამა ხარ მთეეელს მსოფლიოში!! - ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე. მალე დედაც მოვიდა, ვივახშმეთ და დასაძინებლად ჩემს ოთახში შევედი.ცოტახანს ლიზის ველაპარაკე სკაიპით, მთელი დღის ბოდიალით დაღლილს მალე დამეძინა.
კვირას დილით დედას ყვირილმა გამაღვიძა. ხალათი მოვიცვი და მისაღებში გავედი
- დედა რა გაყვირებს?
- მეჩქარება დღეს ლალი უნდა ვნახო, მერე სალონში ვარ გასასვლელი, სანამ მე სახლში არ ვიქნები სახლი მიალაგე, საღამოს მამაშენი სტუმრებს ელოდება, ჯერ სძინავს, არ გააღვიძო..
- იმხელაზე ყვიროდიი "ნიააააა ნიააააა" მგონი ჯობს მთხოვო რომ მამაჩემს იავნანა ვუმღერო და დავაძინო
- და კიდევ, აი ეს ყუთი იდო კართან. - თქვა დედამ, მაგიდაზე დადებულ პატარა ყუთზე მანიშნა, ქურთუკი მოიცვა და გავიდა.
ოპაა... კიდევ ერთი საჩუქარი, უკვე ნერვები მეშლება, ყუთში რაღაც ბრჭყვიალა საყურეები იდო, აშკარად კარგად არ მიცნობს ჩემი უცნობი თაყვანისმცემელი, თორემ ის მაინც ეცოდინებოდა ყური გახვრეტილი რომ არ მაქვს. უკვე მომაბეზრებელია... ბარათი იდო : "დღეს, საღამოს 8 საათზე გამოგივლი."
არც მეკითხება მცალია თუ არა დღეს, საღამოს რვა საათზე. მაგრამ... რატომაც არა, მამა ელოდება მოსაწყენ სტუმრებს, ოჯახური ვახშამი და მთელი იდიოტობები, კი ბატონო, ნია, შენს თავს ერთხელ მაინც მიეცი პაემანზე წასვლის უფლება, თანაც მალე 19 წლის გახდები და "ტეხავს". გადავწყვიტე საღამოს ჩემს პირველ პაემანზე წასასვლელი ტანსაცმელი მომემზადებინა. გამოვაღე კარადა და ჩვეულებისამებრ ერთი სადა ჯინსის შარვალი, შავი კეტები, ნაცრისფერი მაიკა და შავი ჟაკეტი ავარჩიე. სახლი დავალაგე.
- მამი, დღეს სტუმრებს ველოდებით
- ველოდებით არა მამა, ელოდებით
- შენხელა შვილი ყავს ვახტანგს
- ვახტანგი ვიღააა?
- ჩვენი მაღაზიის მენეჯერი.ოჯახთან ერთად დავპატიჟე, არ იყო ჩვენთან ნამყოფი
- ჰო, ნუ თუ ჭიქა არ მიუჭახუნეთ ერთმანეთს... სამსახური მოითხოვს ხო?
- ხოდა მინდა რომ შენ და შენი ძმაც აქ იყოთ, ოჯახთან ერთად მოვა.
- საღამოს მე შეიძლება გავიდე
- სად?
- ჩემი უცნობი თაყვანისმცემელი უნდა ვნახო
- ჭკვიანად იყავი მეთქი არ გეტყვი, უბრალოდ ეცადე ზედმეტად არ ეუხეშო - მითხრა მამამ და გამიცინა. 6 საათისთვის დედაც დაბრუნდა. მაგიდის გაწყობაში დავეხმარე.
- შენს ძმას ვურეკავ და არ მპასუხობს
- ნიკოლოზთან იქნება დედა, ყოველ 10 წუთში ხო არ ჩაგაბარებს "ატჩოტებს"
- მიდი გამოიცვალე მოვლენ უკვე
ოთახში შევედი და არჩეული ტანსაცმელი ჩავიცვი.კარზე ზარის ხმა გავიგონე, მოვიდნენ.საშინლად არ მინდოდა ოთახიდან გასვლა და ერთი სული მქონდა როდის გავიდოდა 1 საათი, მოსაულიყო ჩემი უსახელო თაყვანისმცემელი და გავსულიყავი სახლიდან.
- ნიაა - მამას ხმა შემომესმა.
- მოვდივარ...
ოთახიდან გავედი, დერეფანი გავიარე და მისაღებში შევედი, სადაც სუფრა იყო გაშლილი. სუფრის თავში მამა იჯდა, მარცხნივ დედა უჯდა, მარჯვნივ უცხო, სათვალიანი, მძიმე წონის კაცი, კაცს გვერდით ლამაზი ქალი ეჯდა, სავარაუდოდ მეუღლე და ამ ქალის გვერდით.. ნაცნობი სახე..
- ლუკა?!
- გამარჯობა - თქვა ლუკამ, შემომხედა თვალებში და გამიღიმა.
- თქვენ ერთმანეთს იცნობთ? - ჰკითხა ლუკასქალმა, სავარაუდოდ დედამ, მე ადგილზე გაქვავებული ვიდექი
- კი, ქუჩაში შევხვდით რამდენჯერმე ერთმანეთს
- ანუ რამდენჯერმე გამოგლანძღა? - თქვა მამამ და გაიცინა
- კი, ზუსტად.
- დაჯექი დე
ლუკას წინ დავჯექი. ვერც ვჭამდი, ვერც ვსვამდი, ვერც წინ ვიყურებოდი, ლუკას მზერას ვგრძნობდი, საათს ყოველ ორ წუთში ვამოწმებდი, ნუთუ ახლა უნდა ავდგე და წავიდე ვიღაც უცხოსთან ერთად როცა ბიჭი, რომლის დანახვის დროსაც მთელს ტანში ჟრუანტელი მივლის მარტო დავტოვო. უფროსები საუბრობდნენ, ჩვენს შორის საუბარი ლუკამ წამოიწყო
- უნივერსიტეტში საქმეები როგორ მიდის?
- ნორმალურად...
- ხომ არავის აბრაზებ?
- ბატონო?
- აბა შენს გაბრაზებს ვერავინ გაბედავს...
აღარაფერი ვუპასუხე, უხერხულად გავიღიმე, ისევ თვითონ შეეცადა საუბრის გაგრძელებას
- არ გინდა გარეთ გავიდეთ? გავისეირნოთ
- არა, იცი.. მე.. მმე.. ვიღაცას ველოდები უნდა გავიდე
- კარგი, გასაგებია.
აღარაფერი უთქვამს, მინდოდა ჩემი სიტყვები უკან წამეღო, მეხიც დასცემია ვიღაც უცხოს.. მე ხომ ძალიან მინდოდა ახლა ლუკასთან ერთად გასეირნება, ვეღარაფერს ვამბობდი, კარზე ზარის ხმა გაისმა.
- ალბათ ჩემთან არიან, მე დაგტოვებთ, ბოდიშით. - ავდექი და კართან მივედი. კარში გიორგი ლეჟავა იდგა, ჩემი კურსელი, რამდენიმე ლექციაზე ერთად დავდიოდით, ნორმალურად არასდროს გვისაუბრია, რამდენჯერმე ერთად წამოვედით უნივერსიტეტიდან, გამოცდისთვის 1 კვირა ბიბლიოთეკაში ერთად ვიარეთ, მაგრამ არაფერი განსაკუთრებული, არასდროს ვაქცევდი ყურადღებას და მეგონა რომ თვითონაც დიდად არ უნდა ყოფილიყო ჩემით დაინტერესებული, შევცდი..
- გამარჯობა, წავიდეთ?
- ეს შენ ხარ ის უცნობი თაყვანისმცემელი?
- კი - მითხრა და უბედურად გამიღიმა, მინდოდა კარები მაგრად მიმეჯახუნებინა, ისე რომ თავში მოხვედროდა და მეორედ აქ დაკაკუნება ვეღარ გაებედა
- მერე?
- ხომ მოგწერე, გავისეირნოთ.
- ორი წუთი აქ დამელოდე კარგი? - ვუთხარი და ოთახში შევვარდი. ოთახიდან მესმოდა როგორ ეპატიჟებოდა დედა სახლში გიორგის, ნუ დგახარ კარებში, შემოდიო. მისი ნაჩუქარი საყურეების ყუთი ავიღე და გავედი.
- აი ეს აიღე.
- კი მაგრამ.. გაჩუქე..ეს..მე..შენ
- მე ყურები გახვრეტილიც კი არ მაქვს, ეს ერთი, მეორეც, ვერ ვიტან ძვირადღირებულ საჩუქრებს, და მესამე, სურვილი არ მაქვს პირველი პაემანი შენთან მქონდეს. ახლა კი ბედნიერად. - ვთქვი და კარი მანამ მივხურე სანამ ის რამეს მეტყოდა.მისაღებში დავბრუნდი, ყველანი გაშტერებულები მიყურებდნენ, მხოლოს ლუკას ჰქონდა ჩვეულებრივი, ისევ ისეთი მომღიმარე სახე. წამოდგა
- გავისეირნოთ?
- კი, მაამა..
- წადი შვილო, წადი.. ძალიან არ დაიგვიანოთ.
სახლიდან გამოვედით, ლამაზი საღამო.
- მანქანით გავიდეთ თუ ფეხით?
- ფეხით...
- რას წარმოვიდგენდი რომ აქ გნახავდი... მე კი სულაც არ ვაპირებდი წამოსვლას
- არც მე ვაპირებდი ოთახიდან გამოსვლას...
- და დარეკვას?
- მაგას მითუმეტეს.
ლუკამ ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო.
- ეს ნომერი ხომ არ გეცნობა? - მითხრა და ეკრანს დავხედე, ჩემი ნომერი იყო, ზედ ჩემი სახელი ეწერა.
- კი მაგრამ, საიდან?
- არაა თბილისი დიდი ქალაქი, მითუმეტეს ჩემთვის.
- მოიცადე, თუ ჩემი ნომერი გქონდა თვითონ რატომ არ დამირეკე?-მინდოდა ჩვეული ტონით მეთქვა, მაგრამ აშკარად შეეტყო ჩემს ხმას წყენა.
- ნუ მიბრაზდები, მაინტერესებდა რამდენ ხანს გაძლებდი...
- ძალიან დიდხანს გავძლებდი - ვუთხარი და გამეცინა. მთელი საღამო ვისეირნეთ, ბევრი ვისაუბრეთ, აღმოჩნდა რომ ბადრიჯანს ვერც ის იტანს და ვერც მე, მას უყვარს შოკოლადის ნამცხვარი, ჩემსავით, მაგრამ ჩემი საყვარელი ფილმებიდან ყველა ეზიზღება.დედის ერთაა, 20 წლის ხდება, უნივერსიტეტში არ დადის,წესით კი უნდა დადიოდეს, უბრალოდ ხანდახან მივდივარო,ასე მითხრა. სამომავო გეგმებზე ლაპარაკი ვერ მოვასწარით. ჩემს მეგობრებზე ვუყვებოდი, უცებ გაჩერდა.
- ამის დედაც..
- რა მოხდა?
- აქ დამელოდე. - მითხრა და სწრაფად გადაკვეთა ქუჩა, ქუჩის მეორე მხარეს ბიჭები შეკრებილიყვნენ, ორი ბიჭი ცალკე იდგა და ხმამაღლა რაღაცაზე დაობდნენ.ლუკა სწრაფად მივიდა მათთან, ერთ-ერთ მათგანს მკავში ხელი წაავლო და ცალკე გაიყვანა, დიდხანს ილაპარაკეს, უკვე მოთმინების ფიალა მევსებოდა, წამოსვლა დავაპირე, შემოვბრუნდი,ლუკას ხმა მომესმა
-ნია, მომიცადე..
გავჩერდი. ლუკა იმ ბიჭთან ერთად მოვიდა.
- ახლა ჩვენ ორნი შენ სახლში მიგაცილებთ, მერე მე სასწრაფო საქმე მაქვს.
- ხო მშვიდობაა? - ვკითხე დაეჭვებულმა და ბიჭი ავათვალიერე
- კი, გაიცანი ეს დიმაა, დიმა ესაა ნია
- ის ნია ტო?
- ბატონო? - გაშტერებულმა შევხედე ლუკას
- კი ის ნია.
- მართლა ლამაზი ყოფილა - თქვა დიმამ და ლუკას თვალი ჩაუკრა. ვერაფერი ვთქვი, მინდოდა რამე მწარე მეთქვა მაგრამ ამაოდ.
სახლში მიმაცილეს , გზაში რაღაცაზე საუბრობდნენ შიგადაშიგ, ვიღაც განსტერა, იმას პოლიციასთან აქვს პრობლემაო, მერე იმან დანა დაუძროო, ორ სიტყვას ძლივს აბავდა ერთმანეთსო.. ამ სიტყვებიდან ერთი აზრი ვერ გამოვიტანე და უაზრო კითხვებისგანაც თავი შევიკავე. სახლში მიმაცილეს.
- მადლობა- ვუთხარი ლუკას
- რისთვის?
- ამ საღამოთვის
- არაფრის- მითხრა და გადამკოცნა - დროებით.
სახლში შევედი, დედა და მამა ტელევიზორს უყურებდნენ, მამა ნასვამი იყო და დედას უაზროდ ელაპარაკებოდა, დედაც თავს უქნევდა და ეთანხმებოდა. ჩემი ძმა არსად ჩანდა, სავარაუდოდ ოთახში სარკესთან თავის ახალ როლზე მუშაობს.
- მოვედიიიი...
- გხედაავთ - სწრაფად მიპასუხა მამამ
- აი ვის ვგავარ მწარე და ენამოსწრებული
- ეს მწარეო მე მითხრა? - გაოცებულმა შეხედა მამამ დედას. ორივეს ვაკოცე და ოთახში შევედი. დღეს სხვანაირი ვიყავი, მთელი საღამო ნაკლებად მწარე... უფრო მეტად მგრძნობიარე... და ვიგრძენი რა ცუდი იყო მონატრება, მონატრება ადამიანის რომელსაც სულ რაღაც 5 წუთის წინ დავემშვიდობე. ძლივს დავიძინე, მთელი საღამო მახსენდებოდა და ბედნიერი ვიყავი, თუმცა რის და ვის გამო მეთვითონაც არ ვიცოდი. ველოდებოდი, ვიფიქრე დამირეკავდა, ან მომწერდა, მაგრამ ამ ლოდინში ტელეფონთან ჩახუტებულს ბედნიერი სახით დამეძინა.



№1 სტუმარი A

Vau ........magaria.... ... Male dade axali...... Gtxov

 


№2  offline წევრი Masho_97

უკვე მზად მაქვს მომდევნო ნაწილი და დავდებ ძAლიან მალე <3

 


№3  offline წევრი natia-natia

მომწონს მალე დადე კაი??

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent