შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მშვიდი საგიჟეთი [2]


22-01-2016, 23:16
ავტორი makharadze
ნანახია 1 892

მშვიდი საგიჟეთი, 2
ისევ აივანზე იჯდა ანუშკა, ისევ იგივე პოზაში და ისევ ჰქონდა დეჟავუს გრძნობა!
-ღამე, ვარსკვლავები, აივანი, პლედი და ჩაი საუკეთესო თერაპიაა! - აღფრთოვანებულმა ჩაილაპარაკა თიკამ და ცას ახედა. სუნთქავდა წყნეთის სუფთა ჰაერს, ითვლიდა ვარსკვლავებს და ეცინებოდა აფსოლიტურად უაზროდ.
ანუშკას ისევ მოაჯირზე ეწყო გრძელი ფეხები და მთელი მონდომებით უბღევრდა დაქალს.
-ცოტა ცივა. - დაიწუწუნა და ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოძვრინა.
თიკამ ისეთი მზერა სტყორცნა, მიხვდა, სახე უნდა გაეტრიალებინა.
-ამ ცას რომ ვუყურებ, ვიღაც მენატრება! - აწუწუნდა სიხარულიძე.
ღმერთო, ამდენი რომანტიკაც არ შეიძლება! ახლა ანუშკამ გახედა ისეთი მრავალმნიშვნელოვანი სახით, რომ თიკა მიხვდა, ეს სიტყვები ასახსნელი გაუხდებოდა.
მართლა აღარ შეეძლო ანუშკას ამდენ რომანტიკოს ადამიანთან ურთიერთობა. აივანზე ღამღამობით ჯდომა, იმიტომ, რომ თიკასთვის და დეასთვის პარტნიოტობა გაეწინა და იმის მოსმენა, როგორ უყვარდათ და ენატრებოდათ ვიღაც.
-შენ და ჩემმა დამ აივანზე ჯდომებით და მონატრებებით რატომ შემჭამეთ? - ძალიან მობეზრებული ხმა ჰქონდა.
მართლა არ იყო ისეთი ადამიანი, ვინმეზე ამდენ ხანს რომ ეფიქრა. არც საკუთარი ტანჯვის მანიაკური სურვილი უჩნდებოდა და საერთოდ, სულ ცდილობდა მაქსიმალური სიამოვნება მიეღო ცხოვრებისგან.
-მე ვიცი, ვინც გენატრება. - ეცინებოდა გასვიანს.
-არა, ანუშკა , დათა არა! - თვალები გადაატრიალა თიკამ.
ძალიან დაღალა რაღეცების მტკიცებამ.
-გიყვარს!
-არა!
-გიყვარს! - არ გაჩერდა ანუშკა და შეამჩნია, როგორ აემღვრა თვალები სიხარულიძეს. ამ გოგოს სუსტ წერტილზე თუ არ დააჭერდით ფეხს, ისე, შანსი არ იყო რამე ეთქვა.
-მიყვარდა, მაგრამ აღარ მიყვარს.
-არ მესმის ... - ღრმა ნაფაზი დაარტყა და დაქალს გახედა.
-სიყვარული მიდის, სიყვარული ქრება, სიყვარული მარად ჩვენი ვერ იქნება. - წაიღიღინა თიკამ. ისევ გაეცინა ანუშკას.
-უფ, ნუ აფრენ, რა. - ხელი აუქნია სიხარულიძეს და აპოკალიფსის მოლოდინში, გაისუსა.
-ანუშკა!
-რა, აი, რა?! - არ ცხრებოდა ის.
-ეგრე თავს დაიღუპავ. - უკმაყოფილოდ აქნევდა თავს თიკა.
ვერაფრით ეგუებოდა ანუშკას ასეთ ხასიათს. სულ ეჩხუბებოდა, სულ ეკამათებოდა, მაგრამ მის სიჯიუტეს არასდროს უჩანდა საზღრები.
-როგორ ეგრე? - გაიოცა გასვიანმა, - მე ვერ ვიგებ, ასე მარტივად როგორ უნდა მოხდეს, "გავიღვიძე და მივხვდი, რომ აღარ მიყვარს!" - თეატრალურად წარმოთქვა და სიგარეტი მოაჯირზე ჩაწვა. მართლა არ ესმოდა და იმიტომ... - იცი რა, თიკა? არავინ არაფერს გაძალებს. უბრალოდ თქვი, რომ მოგწონდა, მასთან თავს კარგად გრძნობდი, ერთად დადიოდით და ახლა აღარ მოგწონს . . . მერე რა მოხდა, ეგ ყველას ემართება! მაგრამ მიყვარდა და ჭკუას ვკარგავდიო, რომ ამბობ ძალიან მეშლება ნერვები. ეს ნორმალურია, თიკა, ნუ გგონია, რომ ვიღაცასთან ერთად რომ იყო, აუცილებლად მისი სიყვარულით უნდა იწვოდე.
-მე მიყვარდა დათა. - იწყინა სიხარულიძემ. მართლა იმაზე მეტად უყვარდა, ვიდრე წარმოედგინა, რომ ოდესმე ვინმეს შეიყვარებოდა, - მე მაინც მგონია, რომ შენი გამოხტომები უბრალოდ იმის ბრალია, რომ 19 წლის ხარ. გაიზრდები და ნახავ, რომ სიყვარული ძალიან ბევრჯერ მოდის! - თვითონაც 19 ის იყო, მაგრამ ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს 50წლის, ცხოვრებაგამოვლილი ქალი ყოფილიყო და აფსოლიტურად ყველაფერი სცოდნოდა.
-არა! - ისევ ატყდა ანუშკა. არ შეეძლო ასეთი რამეები, რა, - ძალიან ბევრჯერ შეიძლება მოწონება, სიამოვნება, კომფორტი მოვიდეს ... სიყვარული არა.
არც მსგავსი დიალოგები ხიბლავდა დიდად, იმიტომ, რომ საბოლოოდ აუცილებლად სრულდებოდა ჩხუბით.
-ანუშკა! - გრაციოზულად წამოიწყო სიხარულიძემ, - შეიძლება ადამიანი გიყვარდეს და მერე უბრალოდ გადაიყვარო.
-ეგ არ შეიძლება.
-ღმერთო ჩემო, რა ჯიუტი ხარ! - მიხვდა გასვიანი, მწყობრიდან გამოიყვანა დაქალი, - არ გინახავს ქალი, რომელსაც, აი, მაგალითად ქმარი მოუკვდა და მერე, ისევ შეუყვარდა ვიღაც?
-რა გავაკეთო, თიკა, ვერ წარმომიდგენია, ადამიანი რომ გიყვარს, ჭკუა რომ გეკეტება, მის თვალებში საკუთარ თავს რომ ხედავ და აი, ვთქვათ, რამე დაემართება. თვალებში ვეღარ უყურებ, მის სუნს ვეღარ გრძნობ, ვეღარ ეხუტები და აი ასე, უბრალოდ ადგები და გადაიყვარებ? მერე, სხვა გიყვარდება და რომ უყურებ, შენი ქმრის ხმა, შეხება, არაფერი არ გახსენდება? ასე როგორ შეიძლება. უცბად დგები და სხვას იყვარებ, მაშინ რა აზრი ჰქონდა, საერთოდ . . . შენ იმის ხმა, თითები, თვალები, სული გიყვარდა, ვინც აღარ გყავს.
-ღმერთო, ანუშკა, შენ რომ გათხოვდე და შენს ქმარს რამე დაემართოს უნდა გადაყვე? - გაოცდა თიკა.
-რატომ მწყევლი?
-ყველაფერი ხდება. - მხრები აიჩეჩა მან.
-დამიჯერე, თიკა, მე თუ ვინმეს ცოლად გავყვები აუცილებლად ისე მეყვარება, რომ თქვენ, ჩვეულებრივი, მოკვდავი ადამიანები აზრზე ვერ მოხვიდეთ! - ფორთოხლის წვენი მოვსვა და გაეცინა.
-შენ ცოტა გაკლია, ცხოვრება რომ გრძელდება არაუშავს?
-ცხოვრებას არავინ წყვეტს, - აღშფოთდა ანუშკა, - მე ხომ გითხარი, სიამოვნება და ვინმესთან ერთად კომფორტის შეგრძნება ბევრჯერ მოდის მეთქი.
-ცუდი გოგო ხარ, ანუშკა, - სიგარეტს მოუკიდა თიკამ, - ზუკასთან ხარ და ამ დროს, ამ ყველაფერს მეუბნები.
-კარგი, რა - მობეზრებულად გადაატრიალა თვალები, - ზუკა მომწონს და მოვწონვარ. რატომ უნდა გავართულოთ?
-ატყუებ!
-არასდროს მითქვამს, რომ მიყვარს . . . - შეიცხადა ანუშკამ.
მართლა არავის ატყუებდა და იმიტომ... ტყუილზე აგებულ ნებისმიერ ურთიერთობას, არანაირი ფასი არ ჰქონდა მისთვის. სულ ამბობდა ... ყველაზე მწარე სიმართლესაც დაუფიქრებლად ამბობდა მიუხედავად იმისა, თუ რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა მის საქციელს.
-ჰო, მაგრამ ...
-ერთად ყოფნა ავტომატურად სიყვარულს არ ნიშნავს, თიკა. - ნაძალადევად გაუღიმა დაქალს.
ნერვებს უშლიდა იმ წამს ყველაფერი. ისიც, რომ არავის ესმოდა რას გულისხმობდა და ისიც, რომ ხალხს ყველაფერი ძალიან უაზროდ ჰქონდა ჩამოყალიბებული თავ-თავიანთ გონებაში.
-მას გონია, რომ ... - არ ცხრებოდა თიკა.
-არაფერი არ გონია საერთოდ, - წინადადება გააწყვეტინა დაქალს, - ზუკა იდიოტი არ არის და იცის, მომწონს, მაგრამ საერთოდ არ მიყვარს. საერთოდ, სიტყვა "სიყვარული" არც მიხსენებია.
-და მაინც, რომ შეიყვარო? - არ დანებდა თიკა.
ანუშკას ძალიან მოეშალა ნერვები.
-არ მინდა რომ ვინმე შევიყვარო, მინდა, რომ ვინმე შემიყვარდეს! თიკა, რატომ მელაპარაკები ამ თემაზე, თუ მაინც არაფერი გესმის?
-აფრენ! - დასკვნა გამოიტანა სიხარულიძემ და ისტერიულად გაეცინა.
ზოგჯერ მართლა ეგონა, რომ ანუშკა არასწორ დროს, არასწორ ადგილას დაიბადა.
-ჰო, თუნდაც, - თავი დაუქნია მეგობარს, - მე ჩემი შეხედულებები მაქვს.
-ჯიუტი ხარ!
-ჩემი პრობლემაა . . . - ისევ გაუღიმა თიკას და სახე პლედში ჩაყო.
-მინდა, რომ ბედნიერი იყო. - ცას ახედა თიკამ.
ყველაზე მეტად თავისი და ანუშკას ბედნიერება უნდოდა ამ ქვეყნად. სჯეროდა, რომ თუ რამე კარგი არსებობდა დედამიწაზე, ყველაფერს ერთად იმსახურებდა ანუშკა გასვიანი.
-დამიჯერე, მეც ეს მინდა.

"ბედნიერი დღე, როგორც ასეთი . . . "
ლექცია 9 საათზე რომ გეწყება, ღამეს მეცადინეობაში რომ ატარებ, გათენებისას მკვდარივით დაგეძინება და დილით, 9ს 7 წუთი რომ აკლია მაშინ გეღვიძება, ეგ უკვე თავისთავად არის აპოკალიფსი.
ლექციაზე ნახევარი საათის დაგვიანებით რომ შევარდები, აფსოლიტურად "ბომჟურ" მდგომარეობაში და ცალ ფეხზე ბოტასის თასმაც გახსნილი რომ გაქვს, 30 წუთის დაგვიანების შემდეგ ამაყად რომ შედიხარ აუდიტორიაში, ლექტორი შენი სითავხედით "ცოტა" გაკვირვებული რჩება, მაგრამ მაინც უსიტყოდ გელოდება როდის დაიკავებ ადგილს.
დაქალი მზერით გემუქრება, სახლთან 20 წუთი რომ ალოდინე და ისე გათიშულს გეძინა, 92 ზარი გამოტოვე. მერე, შენც ჯდები და ღამენათევს შუა ლექციაზე რომ გეძინება, მგონი, ეგ უკვე აღარ არის ნორმალური მდგომარეობა.
დილას დაგვიანებით რომ იწყებ და ისიც არ გახსოვს, სახლიდან როგორ მდგომარეობაში გამოხვედი, მგონი, ბედნიერი დღის იმედი აღარ უნდა გქონდეს.
ლექციები რომ დაუმთავრდა უნივერსიტეტიდან ისე გამოიქცა, ტელეფონი აუდიტორიაში დარჩა და უკვე საკუთარ სადარბაზოსთან იყო, უკან რომ გაბრუნდა. დოლიძიდან - დიღმამდე გასვლა რა პრობლემაა, როცა გათიშულს გეძინება და არც მანქანა გყავს, იმიტომ, რომ მამაშენი, რომელიც 24 საათში მაქსიმუმ 10 წუთს ატარებს შენთან ერთად და ისიც მაშინ, როცა დილით საბუთებს კინწისკვრით კრეფს და გზა და გზა სადილობს, თვლის, რომ მანქანას არ იმსახურებ. ეს ერთადერთი რამ იყო, რაზეც კახა თავს იკავებდა. ანუშკას აზარტულობის ამბავი სულ აშინებდა. ცოცხალი შვილი უნდოდა, რომ ჰყოლოდა:)
საბოლოოდ, ამდენი ჩალიჩის შემდეგ, ტელეფონი აუდიტორიაში არ დახვდა, იმიტომ, რომ მის კურსელს კაფეტერიაში დაუტოვებია, აქ არ დაიკარგოსო. კაფეტერიაში გაიგო, რომ ის გოგო, რომლისთვისაც მისი ტელეფონი დაუტოვებიათ სახლში წასულა და მობილური "კოლეგისთვის" ჩაუბარებია. "კოლეგას" დაუბარებია, სადღაც ვარ გასასვლელი, 15 წუთში მოვბრუნდებიო და უნივერსიტეტიდან ისიც წასულა. დამიჯერეთ, 15 წუთში არ მობრუნებულა :)
1სთ და 20 წუთიანი ლოდინიშ შემდეგ, მისი არაკომპეტენტურობით გაოცებულმა ანუშკამ ცოტა შეშფოთებული სახით გამოართვა ტელეფონი და 32 გამოტოვებულ ზარს რომ მოკრა თვალი, გაკვირვებაც ვერ მოასწრო ისე წამოეჭიმა ეკრანზე დის ძალიან "ლამაზი" ფოტო.
-გისმენ? - ისეთი ხმა ჰქონდა, საკუთარი თავი შეეცოდა გულწრფელად.
-მისმენ? - ყურში ისე ჩაჰკივლა დეამ, მობილურის ოდნავ გვერდით გაწევაც ვერ მოასწარო, - ანუ, ნამუსი გყოფნის და მისმენ?
-დეა, სანამ ლექციებს წამიკითხავდე გეტყვი, რომ მთელი ღამე მეცადინეობაში გავატარე, ლექციაზე ნახევარი საათით დავაგვიანე, მერე აუდიტორიაში ჩამეძინა და სახლში რომ მივედი, აღმოვაჩინე, რომ თურმე ტელეფონი უნივერსიტეტში დამრჩენია, - მთელი მონდომებით ცდილობდა სიტუაციის ახსნას, - მოვბრუნდი, 15 წუთი ვეძებე ტელეფონი და იმ ძალიან კომპეტენტურმა ადამიანმა, რომელსაც მობილური ჩააბარეს, ორი საათი მალოდინა, - ცოტა გააბუქა ანუშკამ. იცოდა, ისე ვერ დააღწევდა თავს დეას ლექციებს. - და მთელი დღის ტანჯვის შემდეგ, უნივერსიტეტიდან ახლა გამოვედი, ამიტომ, სანამ მისაყვედურებდე, 100 ჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი! - ისტერიულად გაეცინა. კიდევ რომ ჰქონდა სიცილის თავი:)
-მომისმინე, ქალბატონო, - "მშვიდად" დაიწყო საუბარი დეამ, - მთელი დღე ჩემი ბედოვლათი ქმარი ტელეფონს არ იღებდა. საერთოდ არ დაურეკავს, არც ღამით და არც დღე. მერე, აღმოჩნდა რომ მობილური დაუკარგავს ... მაგრამ მე ამ ყველაფრის აზრზე არ ვიყავი და ღამე ნერვიულობით გავათენე. - ღრმად ჩაისუნთქა მან და ისევ "მშვიდად" განაგრძო, - არ ვიცი, გახსოვს თუ არა, მაგრამ წინა დღეს გითხარი ჩემმა კურსელმა ბავშვი უნდა დამიტოვოს ერთი დღით, საქმე აქვს მეთქი! ამ ბავშვსაც მაინც და მაინც ახლა მოუნდა ჭირვეულობა, დედამისს რომ ჰკითხო ძალიან მშვიდია. მთელი ღამე ელენეს მუცელი სტკიოდა და ვერ დავაძინე, თან, აზრზე არ ვიყავი სანდრო სად იყო და ისე ვნერვიულობდი, ჭკუიდან კინაღამ გადავედი! დილით, ვაჟბატონმა რომ დამირეკა და ადგილსამყოფელი შემატყობინა, ძლივს დამეძინა და თვალები რომ გავახილე 12ს უკლდა 15 წუთი ... - საუბარს არ წყვეტდა დეა, - მოგეხსენება, რომ სამსახური 10 საათზე მეწყება, ელენეს ბაღი 9ზე. ანუ, ამ მდგომარეობას თუ გავითვალისწინებთ, თითქმის სამი საათი დამაგვიანდა, - ამოიხვნეშა დეამ და ანუშკა მიხვდა, მისმა თავის მართლებამ არ გაჭრა, - სამსახურში გიჟივით რომ შევვარდი, პირდაპირ კართან შემეჩეხა ჩემი ძალიან "კეთილი" ბოსი და ისეთი მზერიდ დამაჯილდობა, სახე გავატრიალე. შესვენებაზე ელენე უნდა გამომეყვანა ბაღიდან, მაგრამ რადგან გუშინ მითხარი, შენ არ გეცლებაო და დამპირდი, რომ ელენეს შენ გამოიყვანდი, ძალიან ბედნიერმა განვაგრძე მუშაობა და 6 ის წუთებზე დედამისს დაურეკეს, რომ ბაღი იკეტებოდა და იქნებ როგორმე შვილი წაეყვანა. ახლა კი ნამუსი გყოფნის, რომ თავი იმართლო და თან, იმასხარავო! - ძალიან შეშფოთებული იყო დეას ხმა, - ხო და, სანამ რამეს იტყოდე, ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი, ანუშკა!
და აი, ეს იყო ის წითელ წიგნში შესატანი მომენტი, როცა ანუშკა გასვიანს შერცხვა:) ჰა, ჰა!
-ახლა, სანამ ხმას ამოიღებდე, - ისევ შეუვალი იყო დეაკო, - ტელეფონი გათიშე და პირდაპირ ჩემთან წამოდი. პასუხები "ზუკა უნდა ვნახო" , "სამეცადინო მაქვს" , "თიკა მოკვდა და პანაშვიდზე ვარ" , "პროექტი უნდა გავაკეთო" , "შოპინგზე მივდივარ" , "სიცხე მაქვს" , "ოპერაცია გავიკეთე" , "დამჭრეს" , "სიკვდილის პირას ვარ", „საკუთარ გასვენებას ვესწრები“ და ყველაფერი ეგეთი, არ მიიღება!
მიხვდა უმცროსი, ძალიან გაბრაზებული იყო დეა და ახლა ულაპარაკოდ რომ არ გასულიყავი მასთან, ის ლქეცია, რამდენიმე წამის წინ რომ ჩაუტარა, მონაგონი იქნებოდა. ამიტომ ძალიან ნატანჯი გამომეტყველებით მიაღწიე დის სახლამდე.
-მობრძანდა, ძალიან პუნქტუალური ქალბატონი. - ელენეს ელაპარაკებოდა დეა და მთელი მონდომებით ტენიდა პირში ფაფას.
ძალიან უყვარდა ანუშკას პუტკუნა ბავშვების წვალება. მითუმეტეს, ელესნაირი წითელლოყება, ძალიან, ძალიან მსუქანი პატარების! იმდენჯერ აკოცა ბავშვს, ბოლოს ტირილი დაიწყო და დეამ ძალიან გაოცებული სახით გამოგლიჯა ელენე ხელიდან. მერე, აფსოლიტურად არაფერი უთქვამს ისე დატოვა სამზარეულოში. ზუსტად 2 საათი აძინებდა ელენიკოს და ანუშკაც, ძალიან "ბედნიერი" იჯდა სიგარეტით და ფორთოხლის წვენით ხელში.
-რას შვები, რა ხდება უნივერსიტეტში? - კითხა დეამ მას შემდეგ, რაც გაახსენდა, რომ სამზარეულოში ობლად დატოვა.
-არაფერი, ძველებურად. - მხრები აიჩეჩა უმცროსმა.
-აუ, მეთქი გამოვა, დაველაპარაკები თქო და ამან არაფერიო! - აღშფოთდა დეა.
ვერ იტანდა ანუშკას მშრალ პასუხებს და ისიც ძალიან უშლიდა ნერვებს, რომ არასდროს ესაუბრებოდა საკუთარ ცხოვრებაზე, პრობლემებზე და ყველაფერ დანარჩენზე.
ძალიან დიდი პასუხისმგებლობის შეგრძნება ჰქონდა ანუშკას. არასდროს არავის ახვევდა თავზე საკუთარ პრობლემებს და ზოგჯერ ისეთ რამეებს ეჭიდებოდა, რისი მოგვარებაც მარტოს ძალიან გაუჭირდებოდა.
-ვაიმე, არაფერი არ ხდება და რა გავაკეთო, რამე მოვიგონო და მოგიყვე, თავი რომ დამანებო? - ისევ გაიოცა ანუშკამ, - შენ როგორ გყავს მასხარა ქმარი?
-მასხარაობს და არი. ზუკა რას შვრება? - წარბები აწკიპა დეამ.
-ზუკა, - ცოტა დაიბნა უმცროსი. დისთვის მათი დაშორების შესახებ ჯერ არაფერი ეთქვა. სათქმელი ისედაც არაფერი იყო, უბრალოდ ადგა და დაშორდა. ზუკამაც ძალიან ჩვეულებრივად მიიღო ეს ამბავი მიუხედავად იმისა, რომ ანუშკაზე გიჟდებოდა. ვერაფერში გაამტყუენებდა ზუკა გასვიანს. ის მოხდა, რაც დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო. - არის რა! - იცრუა და თავი დახარა, დეას არაფერი რომ არ შეემჩნია.
-აა, ანუ არის რა ... - ტუჩები კმაყოფილმა დააწკაპუნა და ანუშკა მიხვდა, რომ ძალიან ჰქონდა დარხეული, - შენ დებილი ხარ, ხო? - აპილპილდა დეა:)
-რატომ? - ისევ არაფერს იმჩნევდა ანუშკა.
ძალიან ეზარებოდა ლექციების მოსმენა იმასთან დაკავშირებით, რომ არაჩვეულებრივი, დალაგებული და ჭკვიანი ბიჭი იყო ზუკა. ზუსტად იმიტომ არ ამბობდა არაფერს.
-დილით მხვდება ჩემს სადარბაზოსთან, მეც ძალიან ბედნიერი ვახტები ზედ და შენს ამბებს ვეკითხები, ზუკა თავს აშკარად უხერხულად გრძნობს და ცოტა მეც ვიბნევი .. მერე მთელი მონდომებით ცდილობს რაღაცის თქმას, მაგრამ მე ისევ არ ვაცდი და რაღაცებს ვუყვები! უცბად მაჩერებს, მე გაკვირვებული ვუყურებ და მეუბნება, რომ დაშორდით! - ისეთი გაბრაზებული იყო დეა, მთელი გულით მოუნდა უმცროსს სიცილი.
-ხო, ნუ, რა მოხდა? - გაიოცა ანუშკამ.
-ძალიან მომწონდა ზუკა.
-მეც მომწონდა, ადრე. - გაუცინა და ღმერთმა იცის, მერამდენედ მოსვა საყვარელი ფორთოხლის წვენი, - ახსნა განმარტებებს ნუ დამაწყებინებ, დეა, უბრალოდ ძალიან უაზროდ ვიყავით და მეც დავშორდი.
-აი, უაზროდ ყოფნა რას ნიშნავს, ანუშკა, - არ ჩერდებოდა დეა, - მთელი თბილისი გიჟდება ამ ბიჭზე, მათ შორის მეც და შენ უბრალოდ დგები და შორდები.
-აუ, ნუ ქმნი ტრაგედიებს. - აწუწუნდა უმცროსი.
არ შეეძლო იმის განხილვა, რატომ, რისთვის და რა სიტუაციაში დაშორდა ზუკას.
-აუფ, მაშინ იცი რა ქენი? - ხელები დაიკრიფა დეამ, - შეაკვდი იმ შენ ტატოს!
-რა შუაშია საერთოდ ტატო? - ისე ისტერიულად გაიკვირვეა, უფროსს ოდნავ შეეშინდა.
-ნუ, რა ვიცი, ერთადერთი ბიჭია, რომელზეც ჭკუა გეკეტება და რომელიც არ გბეზრდება!
-ნუ აფრენ რა, დეა. - გაბრაზდა ანუშკა.
ყველაზე მეტად ღიზიანდებოდა, ბავშვობის საუკეთესო მეგობართან რომ აწყვილებდნენ იდეაში.
დეას გამომეტყველება წამიერად შეეცვალა და სახეზე ისეთი კმაყოფილება დაეტყო, აშკარად რაღაც ჩაიფიქრა :)
-სანდროს ძმაკაცი როა, თორნიკე, - შეყოყმანდა და რა თქმა უნდა, ანუშკა მიხვდა, რის თქმასაც აპირებდა ეს მაიმუნი გოგო, - ისეთი მაგარი ბიჭია, ვერ გეტყვი ...
-ანუ, ზუკა აღარ მოგწონს? - ისტერიულად გაეცინა უმცროსს.
-ძლივს დავაძინე ის ბავშვი და უნდა გააღვიძო ხო, აუცილებლად? - წარბი აუწია სასაცილოდ, - ხო და, მოსწონხარ ძაან . . .
-ნუ კაი, მერე?
-რას ნიშნავს მერე? - გაიოცა დეამ, - ანუ, შენთვის უკვე ძალიან ჩვეულებრივი მომენტია ხო, ყველას რომ აუცილებლად უნდა მოეწონო?
-შერზე ხარ ხო, დეა? - აღშფოთდა ანუშკა.
-კითხვას კითხვით რატომ მიბრუნებ?
-მე?
-აი, კიდევ! - სიბრაზისგან ღაწვები წამოუწითლდა დეას.
-ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ 45 წლის შინაბერა ქალი ვარ და 60 წლის და ვიღაცას მირიგებს. - თვალები გადაატრიალა მობეზრებულმა.
-19 წლის ძალიან დეგენერატი გოგო ხარ, რომელიც ისეთ სისულელეებს აკეთებს, მთელი ცხოვრება რომ ვიფიქრო და დავგეგმო, ეგეთ რამეს ვერ მოვიფიქრებ.
-ანუ, მე გავიპარე სახლიდან და მე გავთხოვდი ისე, რომ არავის არაფერი გავაგებინე? - ისტერიულად ეცინებოდა ანუშკას.
დეასაც გაეღიმა. იცოდა, სულ ტყუილად ეჩხუბებოდა დას.
უჭკუო, თავქარიანი გოგო არ იყო ანუშკა, სისულელეები რომ ეკეთებინა. და თუ თვლიდა, რომ მისი და ზუკას ურთიერთობა ნამდვილად დიდი უაზრობა იყო, ანუ ეს ასეც იყო!
-დეა, 1 საათია აქ ვზივარ, წასასვლელი ვარ ... - მაჯის საათს დახედა ანუშკამ და აპოკალიფსის მოლოდინში, დადუმდა.
-1 საათი ძალიან ბევრია, ანუშკა. - ისევ გადაირია უფროსი. :)
-არა, აუცილებლად უნდა წავიდე, - სანამ შეწინააღმდეგებას მოასწრებდა დეა, ადგილიდან წამოფრინდა.
-მოიცა, ჯერ ყველაფერი არ მითქვამს, - თვალები საოცრად აუკიაფდა ქალბატონს. ასე მაშინ იცოდა, როცა რაღაც სასწაულს მოიფიქრებდა.
-რამე სისულელე არ დაახეთქო, ძალიან გთხოვ.
იცოდა, დეას აკიაფებულ თვალს რაც მოყვებოდა ხოლმე, ხშირ შემთხვევაში.
-დღეს სანდრო მოფრინავს!
ანუშკას სუნთქვა შეეკრა. ძალიან, ძალიან ბედნიერი გადაეხვია დეას. უფრო სწორად, კი არ გადაეხვია, ზემოდან დაახტა და თმა აუჩეჩა.
გიჟდებოდა სიძეზე და რა ექნა.
-ოღონდ, მარტო კი არა, მთელ გუნდთან ერთად. - ისევ გრაციოზულად განაგრძო უფროსმა, - 10 საათზე აქვთ თამაში და ალბათ, ორი საათით ადრე ჩამოფრინდებიან, დასვენება რომ მოასწრონ.
-ბილეთები გაყიდული არ იქნება, ახლა? - დაფეთდა ანუშკა, - მაგათ ჩამოსვლას ვინ გამოტოვებს? აქამდე რატომ არ ვიცოდი? ახლა სად ვიყიდოთ ბილეთი? ეგ ხომ არ აფრენს? ან შენ ხომ არ აფრენ? - ხორბლისფერი კანი სიბრაზისგან ოდნავ შეუწითლდა ანუშკას, - რატომ არ მითხარი აქამდე? მთელი საქართველო იქ იქნება, საკუთარი სიძის თამაშს არ დავესწრო? რატომ ვერაფერი გავიგე, არცერთ სოციალურ ქსელში არ შევსულვარ ერთი კვირაა, ღმერთო რა დებილი ვარ!
-ანუშკა! მინდოდა, რომ სურპრიზი ყოფილიყო! - ძალიან, ძალიან გრძელი მონოლოგი სიცილით გააწყვეტინა დეამ, - სანდროს აქვს ჩვენი ბილეთები, ანდროსიც და თიკასიც. ოღონდ ერთი პრობლემაა, არ ვიცი ელენე ვის დავუტოვო.
ანუშკამ შვებით ამოისუნთქა.
-წავიყვანოთ, რა პრობლემაა? - ბილეთების ამბავმა ისე გაახარა, აღარაფერი ეჩვენებოდა პრობლემად.
-არანაირი, - გაიოცა დეამ, - უბრალოდ თამაშის მაგივრად ელენეს ყურება მოგვიწევს! თან ანუშკა, ძლივს ქმარი მეღირსა და ელენეს თავი არ მექნება, შენ მოგიწევს მისი დაჭერა ...
-ნუ ხარ ისტერიკაში, ხან მე დავიჭერ, ხან შენ, ხან თიკა და ხან ანდრო. აბა, ამის გამო თამაში გამოვტოვოთ? - ისეთი გახარებული იყო ანუშკა, ისტერიულად ეცინებოდა დეას ... მგონი ასე თვითონ არ უხაროდა სანდროს ჩამოსვლა.
გატყუებთ! იმდენად უხაროდა, რომ ეგონა ამხელა ემოციას ორგანულად ვერ დაიტევდა და გასკდებოდა.
9ის ნახევარზე, ტრიბუნები ერთიანად იყო შევსებული, არა და, 10 საათზე იწყებოდა თამაში. ბუზებივით ირეოდნენ ადამიანები. ასეც იქნებოდა, ამ ბიჭების თამაშს ვინ გამოტოვებდა? უამრავი პლაკატი, მაისურები მათი სახელებით, სახეზე წაწერილი მათი გვარები და კიდევ უამრავი მსგავსი რამ. ანუშკასას სიძის მაისური ეცვა. ძალიან მოკლე შორტზე ოდნავ გრძელი მაისური ისეთ იერს სძენდა მის ისედაც საოცარ ტანს, რომ დეას ეგონა ხალხი თამაშის ნაცვლად ანუშკას დაუწყებდა ყურებას. მატჩის დასრულებამდე კალათბურთელებთან მიახლოების საშუალებასაც კი არ აძლევდათ დაცვა. ადგილზე ცქმუტავდა დეა. სადღაც შორიდან მოკრა თვალი სანდროს და ისეთი შეგრძნება დაეუფლა, ფეხები მოეკვეთა. აღარ შეეძლო მისი ასე შორიდან ყურება. სულ ცოტა აკლდა,რომ ტრუბუნიდან არ გადამხტარიყო და პირდაპირ ლაშხის წინ არ გაშოტილიყო, იატაკზე.
მოედანზე ძალიან გრძელი, უფრო სწორად წარმოუდგენლად გრძელი ბიჭები რომ გამოცვივდნენ, ყველა ერთიანად წამოხტა ტრიბუნებიდან. ეს იყო ძალიან მაგარი შეგრძნება! ეს იყო ის მომენტი, როცა იმდენად ამაყი ხარ, რომ მთელი სხეული გიბუჟდება, გული ყელში გიცემს და ტირილი გინდება. ეს „ანუშკასეული“ სიამაყე იყო, თორემ ნორმალურ ადამიანებს ალბათ უბრალოდ უხარიათ ...
მერე, მატჩიც დაიწყო და ხალხიც გადაირია. დაინგრა დაბრაზი, დაინგრა მოედანიც! ჩამოიღეს კალათი! ეს იყო საოცარი ბიჭების უფრო საოცარი თამაში! ეს იყო მდგომარეობა, როცა უბრალოდ ხვდები, რომ მოედანზე მორბენალი ბიჭები, რომელიც ბურთს ბურთზე ტენიან კალათში, აკეთებენ უბრალოდ შეუძლებელს, წარმოუდგენელს!
ამდენი კივილისგან ხმა ჩაეხლიჩა ანუშკას. 3 ქულიანები ვარდებოდა კალათში და უმცროსი გასვიანიც უმატენდა კივილს. დეას თავი არ ჰქონდა, თამაშისთვის თითქმის არც უყურებია, მხოლოდ სანდროს მოძრაობებს აკვირდებოდა და ცდილობდა მისი ყველა ქმედება დაემახსოვრებინა.
ეს იყო ძალიან შეთანხმებული, გუნდური და ზოგადად „ძმური“ თამაში. როცა იაზრებ, რომ მოქმედება იმდენად შეთანმხებულია, რომ წარმოუდგენელია თამაში მათი გამარჯვებით არ დასრულდეს.
პირველ შესვენებაზე, ის იყო ძალაგამოცლილი ანუშკა სკამზე მისვენებული დის გვერდით უნდა ჩამომჯდარიყო, რომ დარბაზში კივილი ატყდა. არა და, უბრალოდ შესვენება გამოცხადდა ... ისეთი არაფერი მომხდარა, ხალხის ოვაცია რომ გამოეწვია. აზრზე რომ მოვიდა დეა, ყველაზე საყვარელი, ორ მეტრიანი სხეული ასვეტილიყო მის წინ. სანდრომ საოცრად ანთებული თვალებით მიიხუტა თითქმის გონებადაკარგული დეა. ცოლის სურნელს გრძნობდა მხოლოდ. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს სულში იკრავდა. თითქოს ბნელ ოთახში იდგა, ვერავის ხელდავდა და მათაც ვერავინ ამჩნევდა, მხოლოდ დეას ეკვროდა მთელი ძალით და სახეს რგავდა მის ჩალისფერ თმაში.
ეს იყო ყველაზე სასიამოვნო სანახაობა როგორც ანუშკასთვის, ისე მთელი დარბაზისთვის.
-ღმერთო, რა რომანტიკაა! - ხელები გაშალა და ცრემლმორეული მიაჩერდა ერთმანეთზე გადაკვანძულ სიძესა და დას.
და, აი, ამ ყველაფრის მერე თიკა დაუმტკიცებდა, რომ სიყვარული შეიძლება ადამიანს რამდენჯერმე ეწვიოს. წარმოუდგენელი იყო, ოდესმე სანდროს დეას გარდა ვინმე ასე ჩაეკრა გულში.
-მოდი აქ შენ, მასხარა! - ვერც ვერაფერი გაიაზრა ანუშკამ, გაკვირვებაც ვერ მოასწო, ისე ჩაავლო ლაშხმა ძლიერი ტორები და კისერზე გადაიკიდა. დარბაზი ახარხარდა, დეა ატირდა, ანუშკა სასაცილოდ აკისკისდა.
სანდროს ტრიბუნებზე ყოფნა დიდ ხანს არ შეიძლებოდა, დაცვა უკვე მოდიოდა მისკენ. მხოლოდ ის მოასწრო, რომ ანდრიას ძლიერად ჩამოართვა ხელი, დეას კიდევ ერთხელ ჩაეხუტა მთელი ძალით და სანამ დაცვა მიახლოვდებოდა, მთელი სისწრაფით ჩაირბინა კიბეები და წამის მეასედში აღმოჩნდა სტადიონზე.
დეას მეტი არაფერი უნდოდა. ისიც საკმარისი იყო, სულ ერთი წამით შეხებოდა სანდრო და ყველაზე ბედნიერი გოგო ხდებოდა მთელ დედამიწაზე. უფროსი გასვიანი აზრზე კიდევ კარგა ხანს ვერ მოვიდა. ნუ, დეა სანდროს დანახვისას ისედაც სულ კარგავდა ფიქრის უნარს.
ზოგადად, გარეგნულადაც ისეთი მაგარი ბიჭები იყვნენ, რომ წარმოუდგენელი იყო მხოლოდ მათი თამაშით დაინტერესებულიყო ნორმალური ადამიანი:) ტელევიზორით ისედაც სულ უყურებდა ანუშკა მათ თამაშებს, მაგრამ რეალურად სულ სხვანაირები აღმოჩნდნენ. საოცრად ათლეტური სხეულებით და ულამაზესი ნაკვთებით. გეგონებოდათ, თამაშით კი არა გარეგნობით შეარჩიეს ეს ბიჭებიო.
განსაკუთრებით დადა გადრანი მოეწონა ანუშკას. დადას გამორჩეულ გარეგნობას ტელევიზორიდანაც ამჩნევდა ხოლმე, მაგრამ ზედმეტად რომ არ მოსწონებოდა, „დადა“ რა სახელიაო, იმიზეზებდა. არა და, ეგზოტიკური, იშვიათი სახელები ძალიან მოსწონდა.
ახლაც, მატჩზე რამდენჯერმე დაიჭირა ამ ბიჭის მზერა და შორიდანაც შეამჩნია, როგორი საოცარი ფერის თვალები ჰქონდა გადრანს. ძალიან, ძალიან მაგარი ნაკვთები და წარმოუდგენლად ლაღი, თბილი ღიმილი. გრძელი, ნატიფი თითები ჰქონდა და ბურთს რომ შემოაჭდომდა, თითქმის მთლიანად იტევდა ხელისგულებში. მხლოდ მისი ხელები ღირდა ერთ სანახაობად.
-რა მაგარი ბიჭები არიან, შეიძლება გადაირიო! - მხარი გაკრა ანუშკამ დეას და ელენე ოდნავ გვერდით გასწია, მათი დანახვა უკეთესად რომ შეძლებოდა.
-მაინც რომელი? - მხარზე სიცილით უბრწკინა დეამ.
-არ ვიცი, ყველა! - იყო ანუშკას აღფრთოვანებული ხმა და დეას ისტერიული სიცილი.
დარწმუნებული იყო ანუშკა, რომ დეას რაიმე კონკრეტულზე კი არა, მთელი დღის დაგროვილი ემოციების ნიადაგზე ეცინებოდა. ეს იყო გაურკვეველი გრძნობით გამოწვეული ისტერიული სიცილი.
იმდენი ხანს იკისკისა, ელენეს შეეშინდა და ატირდა.
მატჩი როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენი ბიჭების გამარჯვებით დასრულდა.
თამაში დასრულდა და გულშემატკივრებსაც მისცეს უფლება მოედანზე ჩასულიყვნენ და საყვარელ კალათბურთელებთან სურათი გადაეღოთ. მთელი საზოგადოება წამის მეასეთში დაიძრა ადგილიდან. ანუშკა დარწმუნებული იყო, რომ აუცილებლად გადათელავდნენ მას და ელენეს და ბავშვს მთელი ძალით იკრავდა სხეულზე. აზრზე რომ მოვიდა და გარშემო მიმოიხედა, დეა ვეღარსად დალანდა.
მერე, მოედანზე დაიწყო მისი თვალებით ძებნა და სანდროს კისერზე ჩამოკიდებული რომ დაინახა, ხმამაღალი სიცილით, ძალიან ბედნიერი წავიდა მათკენ.



№1 სტუმარი ემი

ვაიმე, რა კარგი ხარ შეეეენ?

სად იყავი აქამდე? love

 


№2  offline წევრი sofi_rio

ვაიმეეეეეეეეეე!!!!! ისეთი ვკითხულობდი მეგონა ისტორიაში ვიყავი :) ძალიან მომეწონა დღEს წავიკითხე 2ვე თავი და არმეყო :დდდ იმედია მალე დადებ! ანუშკაზე გადავირიე ისეთიარის აი აუღწერელი :3 ძალიან ძალიან მომეწონა

 


№3  offline მოდერი bibo

ვაიმე კინაღამ შევძვერი რა ისეთი კაი იყო სასწაული ხარ რაა საოცრება..... ვეთანხმები ანუშკას ნაგდიაა მეც ეგრე ვპიქრობ როგორც ანუშკაააა ...სანდრო და დეას სიყვარულზე ვგიჯდები აი გასაგიჟებელი წყვილია საოცრება ვაპრენ ეგეთ სიყვარულზეეე აი ეგა სიყვარული :* :* :* :* :* ჩიოკოლადი ტორტი საოცრება ხარ გელოდებ სულმოუტქმენლად ახალ თავს როდის დადებბ love love

 


№4 სტუმარი Salo

Chemi shekvarebulia fexburteli sazgavrgaret tamashobs da mxolod zafxulshi vnaxulob 2tvit((( mesmis deasi istoriaa kidev idealuria❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent