შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დრო ვერ კურნავს იარებს (7)


22-01-2016, 23:57
ავტორი lisebeth
ნანახია 3 441

ლეო მას მერე იდგა აივანზე და ცარიელ სივრცეს გაჰყურებდა რაც სანდრომ მანქანა დაქოქა და წავიდა. იმ წუთას გააცნობიერა, რომ სახლში შებრუნების მიზეზი აღარ ჰქონდა. ჯერ ისევ ესმოდა როგორ დააბიჯებდა ოთახში მისი ცოლი და საკუთარ თავს ელაპარაკებოდა. გამომხმაურებელი, რომ არ გაუჩნდა სიბრაზისგან აივანზე გამოვარდა და ახლა იქ დაიწყო სცენების გამართვა. ლეომ გაიფირა ალბათ დღეს დამამშვიდებელი არ დაულევია და ამიტომაცაა ასეთ განსაკუთრებულ ენერგიაზეო.
-რა გჭირს? რა დაგემართა? დღეს წამალი არ დაგილევია? ყელსი ამოხვედი უკვე. ყორანივით თავზე ნუ დამჩხავიხარ. ნუთუ ვერ ხვდები, რომ შენი ნერვები აღარ შემრჩა? უბრალოდ მომშორდი, ან ქვემოთ ჩადი და იქ იყვირე და იწივლე შენი ხმა ,რომ არ გავიგო. დამღალე უკვე... დამღალე ...
მკლავში ხელი წაავლო ლეომ და ოთახში შეაგდო. თვითონ კი ისევ აივანზე დაბრუნდა.
-შენი ბრალია ,რომ სანდრო წავიდა.
სახე უფრო მეტად აეშალა ქალს და ქმარს მივარდა. მუშტებს ისე ძლიერად სცემდა ლეო ვეღარ იგერიებდა. ახლა ნამდვილად შეშლილს ჰგავდა. მის დაოკებას ნამდვილად ვეღარავინ მოახერხებდა. ხელები ზურგს უკან დაუკავა ,მაგრამ ახლა ფეხებით შეეცადა თავი გამოეხსნა. აივნის მოაჯირს ფეხი ჰკრა, ლეომ თავი ვეღარ შეიკავა და ბნელ სიცარიელეში გადაეშვა.
ნანამ კივილი მორთო და შეშლილი სახით უკან-უკან დაიხია. ხმაურზე შეშინებული მსახური შემოვიდა. ქალმა აივნიდან გადაიხედა და თვალებს ვერ დაუჯერა.

VVV

კატომ გაბრიელი გააღვიძა. გოგონას ისეთი შეშფოთებული სახე ჰქონდა მაშინვე იეჭვა რაღაც მოხდაო.
-ბებიაშენს ინფაქტი დაემართა. სანდრომ დარეკა და თქვა ამჯერად ვეღარ გადაიტანს და თუ შეძლებს გაბრიელი მოვიდესო.
-ასეთი რა მოხდა?
-წარმოდგენა არ მაქვს. როგორც ჩანს რაღაც სერიოზული რადგან ინფაქტი გამოიწვია. წავიდეთ? მეც წამოგყვები
-კარგი ჩავიცმევ, მაგრამ სიმართლე გითხრა იდეაშიც არ მაქვს რა უნდა ვუთხრა იმ ქალს.
-მაგას დრო გვიჩვენებს. მთავარია იქამდე მივიდეთ.
-კარგი ხუთი წუთი მომეცი და მზად ვიქნები.
-მეც მოვემზადები.


უცნობმა ბიჭმა სასწრაფოს გამოუძახა და ნიტასთან ერთად მანქანას თან გაჰყვა. ცხვირი მასაც გატეხილი ჰქონდა. ექთანმა ყინული მისცა და საფენი გადაახვია. ნიტა კი როგორც ჩანდა ბევრად მძიმედ იყო. ბიჭმა მხოლოდ ის გაიგო ექიმმა როგორ თქვა
‘’-როგორც ჩანს თავის ქალის ტრამვა აქვსო და ოპერაცია სჭირდებაო’’
მანქანიდან, რომ ჩამოიყვანეს ფეხდაფეხ მიჰყვა. არ იცნობდა ,მაგრამ მარტო ხომ არ მიატოვებდა საბრალო გოგოს. თან იქ პატრონი არავინ ჰყავდა.
სანდრომ ის იყო საავადმყოფოსთან გააჩერა მანქანა მის ტელეფონზე ზარი, რომ გაისმა.
-გისმენ დედა. ამჯერად რა გჭირს?
-დედათქვენი არ ვარ. სანდრო აქ საშინელება დატრიალდა. სასწრაფო უკვე გამოვიძახე. დროზე მოდი გთხოვ._ უყვიროდა მსახური ტელეფონში
-ამჯერად რა მოხდა?
-დედათქვენმა მამათქვენი აივნიდან გადააგდო.
სანდრომ სიბრაზისგან რამდენჯერმე დაჰკრა ხელი მანქანის საბარგულს და უკან მანქანისკენ დაიძრა, როდესაც უკვე მოსული გაბრიელი დაინახა.
-სანდრო
-გამარჯობა.
-ბებიაშენი როგორაა?
-არ ვიცი ბებიაჩვენი როგორაა, მაგრამ მე სასწრაფოდ უნდა წავიდე.
-მოხდა რამე?
-მგონი დღეს გაგიჟდა ყველა ერთდროულად.
-რამე სერიოზულია?_დაიძაბა კატო
-მგონი სახლში ტრაგედია დატრიალდა. არ ვიცი უნდა წავიდე. დეიდას უთხარი ცოტა ხანში მოვა-თქო
-კარგი ვეტყვი_ თავი დაუქნია გაბრიელმა და კატოსთან ერთად შენობასი შევიდა.
-საბრალო ბიჭი. რა დღეშია მსობლების გადამკიდე.
-მგონი აღარ ვნანობ, რომ გამაშვილეს_ იხუმრასავით გაბრიელმა.
-გაბრიელ ეს ნიტა არ არის?_ მხარი გაჰკრა კატომ სიარულისას. შემოსასვლელში ახლახანს შემოაგორეს საკაცე. გოგონას ხელები ძირს ქონდა გადმოკიდებული და ხელოვნურად ასუნთქებდნენ. მას ფეხდაფეხ ვიღაც ცხვირგასისხლიანებული ბიჭი მოზდევდა.
-ნიტა?_ გაოცდა გაბრიელი_ რა მოხდა?
-ღმერთო დაგვიფარე. მგონი მართლა ყველა გაგიჟდა_ ამოიკვნესა კატომ
-რა ხდება? რა სჭირს ამ გოგოს?_ დაუყვირა ექიმს ,რომელიც გულზე მასაჟს უკეთებდა
-იცნობთ?
-ჩემთან მუშაობს.
-როგორც ჩანს დაეცა და თავი დაარტყა. ძალიან მზიმედაა მეგობარო. საოპერაციოში შეგვყავს. მისი სახელი და გვარი იცით?
-ნიტა, გვაზავა მგონი ჰო?_ კითხვით აღსავსე მზერა მიაპყრო დას მაგრამ მან მხოლოდ მხრები აიჩეჩა.
-აი იმ ბიჭმა დარეკა საავადმყოფოში_მიანიშნა მდევარზე
-რა მოხდა იცით?_ჩაეკითხა კატო.
-ქუჩაში ბიჭები აეკიდნენ და ვეცადე დამეცვა, მაგრამ ბევრნი იყვნენ და.
-აქედან არ წახვიდე. ცოტა ხანში მოვალ. სხვაც მყავს სანახავი და დაწვრილებით მითხარი რა მოხდა._ ხელი დაუქნია გაბრიელმა უცნობ ბიჭს და კატოსტან ერთად დერეფანს გაუყვა.
უემოციო სახე რამდენიმე ნაბიჯში მოეჭმუხნა. თითქოს ვიღაცამ კისერში ხელი წაუჭირესო. წამით მოეცვენა რომ საკუთარი გულის ცემა აღარ ესმოდა. სალი ხელით კედელს მიეყრდნო და ეორე მკერდზე მიიჭირა.
-გაბრიელ რა დაგემართა?
-წარმოდგენა არ მაქვს.
-რა დაწყევლილი დღეა_ შეიკივლა კატომ.
გაბრიელმა მზერა გააპარა ფანჯრისკენ საიდანაც პალატა მოსჩანდა. თვალები ლამის მიჭუტული ჰქონდა, მაგრამ დაინახა როგორ აიწია ნიტას სხეული ჰაერში ელექტროშოკისგან.
-რატომ არ შემიძლია ამის ყურება_ ვედრებით სავსე მზერა მიაპყრო დას გაბრიელმა
-ალბათ იმიტომ რომ ის ნიტაა გაბრიელ,იმ იმ ტყუპისცალის ჩრდილი რომელიც შენ ერთ დროს დაკარგე.ამბობენ ტყუპებს განსაკუთრებული განცდა აქვთ ერთმანეთისო.ერთმანეთის სიხარულს თუ გაჭირვებას ძალიან შორსაც კი გრძნობენო.ეს გოგო შენში დის მოგონებას აცოცხლებს. ასე ამიტომაც ხარ.
-აქამდე არც კი მიფიქრია, რომ მასაც ნიტა ერქვა და ...
-შენ არ გიფიქრია, მაგრამ შენმა ქვეცნობიერმა იფიქრა. თავს მოერიე და წამოდი. ალბათ ბებიაშენი უკვე გელოდება
გაბრიელი წელში გაიმართა და ფეხათრევით გაჰყვა დას, მაგრამ ფანჯარაზე მანამ არ მოუცილებია მზერა სანამ თვალს არ მიეფარა.

ნანა გაკოჭეს და ექიმებმა ფსიქიატრიულში წაიყვანეს.საშინლად იყო გაცოფებული და უკვე ყველასთვის საფრთხეს წარმოადგენდა.
სანდრო მთელი გზა უყურებდა როგორ აწვალებდნენ მამამისის სხეულს ,რომ ამ ქვეყნდად დაებრუნებინათ ,მაგრამ ამაოდ. ყველა მცდელობა უშედეგო იყო. მიუხედავად ამისა ვერა და ვერ გააცნობიერა, რომ მისი ღვიძლი მამა კვდებოდა. გაშტერებული თვალებით უყურებდა და უყურებდა ყოველ მცდელობას. არც ის ახსოვდა როგორ ჩამოვიდა სასწრაფოს მანქანიდან და არც ის როგორ შევიდა საავადმყოფოს მოსაცდელში სადაც რამდენიმე წუთის წინ ნიტა და გაბრიელი იდგნენ. კაცი გონს ვერა და ვერ მოდიოდა. აპარატი კი გამუდმებით წრიპინებდა რას იმას აუწყებდა, რომ მდგომარეობა უნუგეშო იყო.
-უკვე გარდაიცვალა.ტყუილად აწვალებთ ექიმო.აღარაფერი ეშველება _ ხელი მოჰკიდა ექიმს ახალგაზრდა ექთანმა და პაციენტს ზეწარი თავზე გადააფარა.
-დეიდა..._ ხმა ცაუწყდა ტელეფონში სანდროს
-საყვარელო რა მოხდა?_ შეშფოთდა მაია. ის ჯერ ისევ დერეფანში იდგა კატოსთან და გაბრიელთან ერთად. ცდილობდნენ მოეფიქრებინათ როგორ ეთქვათ სიმართლე ლეილასთვის ისე, რომ ზედმეტად არ ენერვიულა.
-მამა გარდაიცვალა.
-რაა? მეხუმრები? ღმერთო ჩემო სად ხარ?_ პირზე ხელი აიფარა მაიამ
-პირველ სართულზე ვარ მიმღებში.
-ახლავე ჩამოვალ. ფეხი არ მოიცვალო
-რამე ცუდი ხომ არ მოხდა? სანდრო საავადმყოფოსთან შეგვხვდა და ცუდად გამოიყურებოდა_ შეწუხდა კატო
-ლეო გარდაიცვალა. საბრალო ბავშვი. ამდენი რამ დაატყდა თავს, თანაც ერთდროულად. ახლავე უნდა ჩავიდე.
-ლეო ვინაა?_ აედევნა და-ძმაც
-ლეო მამაშენია. ლევანი ქვია ,მაგრამ მთელი ცხოვრება ლეოს ეძახიან.
მაია კიდეზე დაეშვა და წამში ჩაირბინა ყველა საფეხური. დერეფანში აზუტული იდგა სანდრო. თავი ჩაექინდრა და მიწას დაშტერებოდა.
-საყვარელო. რა მოხდა ...ეს როგორ მოხდა?_მოეხვია დისშვილს მაია
-დედამ აივნიდან გადააგდო. ნეტა გენახა რა დღეში იყო. გაკოჭილი წაიყვანეს კლინიკაში. ვერ დაამაგრეს.
-და ამ ყველაფერს შენ უყურებდი? _ გულში ტკივილი ჩაეღვარა ქალს.

სანდრომ თავი ვერ შეიკავა და დეიდას მოეხვია.გაბრიელს ამთი ამ მდგომარეობაში დანახვა ძალიან უჭირდა.ახლა პირველად იგრძნო რომ ისინი მისი ოჯახი იყო.
გაბრიელს იქედან გასვლა სჭირდებოდა. ნიტა მოიმიზეზა და დერეფანში მიიმალა. კატომ აუხსნა რა მოხდა ნიტასთან დაკავშირებით. მაია და სანდრო შემოსასვლელში დატოვა.
ფანჯარასთან მივიდა და შორიდან უყურებდა ნიტას. ექთნები საოპერაციოდ ამზადებდნენ. ის სუსტი და ღონემიხდილი იწვა საწოლზე და სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა.მის შემხედვარე გაბრიალს უცებ ტირილი აუარდა თუმცა არ იხცოდა ასე რატომ განიცდიდამის ამბავს. გოგონას რომელიც ციხეში გაიცნო და რომელიც წესით მისთვის მხოლოდ მსახური უნდა ყოფილიყო.
ოთახში შესვლა ვერ გაბედა და უაკნ შემოსასვლელში მობრუნდა..სანდრო და მაია შედარებით დამვიდებულნი იყვნენ ,მაგრამ კვლავ ტიროდნენ.ის შორიდან უყურებდა ძმას და დეიდას დამწუხრებულს.მერე ის ექიმი მონახა რომელიც მამამისს ოპერაციას უკეთებდა და სთხოვა,რომ იმ ოთახში შეეშვათ სადაც ცხედარი იყო. ექიმს მისი შეშვება არ უნდოდა რადგან არ იცოდა ვინ იყო. გაბრიელმა უთხრა რომ ის მისი შვილი იყო. კაცს სხვა გზა აღარ დარჩა და სურვიი შეუსრულა. გაბრიელი საწოლს მიუახლოვდა და ზეწარი გადააძრო.უნდოდა მკვდარი მაინც ენახა ის ადამინი ვისი შვილიც იყო. მისი სახე ხომ მაინც უნდა სცოდნოდა. სისხლი ხომ ყოველთვის თავისას შვება. ყოველთვის იქ მიგაქანებს სადაც შენი ფესვებია. თვიტონაც გაუკვირდა, მაგრამ ვეღარ გაუძლო და ცრემლები გადმოსცვივდა.
-მეგონა ვერასოდეს გაპატიებდი იმას რაც გამიკეთეთ. ვერც იმას ვიფიქრებდი როდესმე რომ ჩემს ცხოვრებაში ასე შემოიჭრებოდით. თქვენ ყველანი ჩემი ოჯახი ხართ. ამის აღიარება არ მინდა, მაგრამ ცხოვრებამ ფაქტის წინაშე დამაყენა. .ყოველთვის მძულდა ის ხალხი ვინც გამაჩინა. შენ ის ადამიანი ხარ ვინც სიცოცხლე მაჩუქა მაგრამ ის ადამიანიც რომელმაც არასოდეს მაჩვენა რომ ვუყვარდი და ვჭირდებოდი. შესაძლოა შენ არასოდეს გყვარებივარ და შესაძლოა არც ნანობდი იმას რაც მე და ჩემს დას გავიკეთე,მაგრამ მე აქ ვარ და თუ არა ცოცხალს მკვდარს მაინც გეტყვი რომ მიპატიებია ის რაც ჩაიდინეთ. თუმცაღა მადლობასაც გეტყვი იმისთვის,რომ მყავს და რომელიც შეიძლება ახლა ჩემთან არ არის ან შეიძლება ცოცხალიც არ იყოს მაგრამ მაინც არსებობს სადღაც. ის ჩემი ცხოვრების მიზანია და მე მას ვიპოვი. გპირდები რომ ვიპოვი და ყველაფერს გავაკეთებ რომ ის ტკივილი დაივიწყოს რასც შენ და დედაჩემმა მიაყენეთ. ‘’დედაჩემი’’ რა უცნაურია ცხოვრება. ვინ- ვინ მაგრამ ის ქალი დედაჩემთან ნამდვილად არ ასოცირდება. მე ნამდვილი დედა უკვე მყავს. რომლის საფლავზეც ყოველ კვირას დავდივარ. ყვავილები მიმაქვს და მადლობას ვუხდი იმისთვის რასაც წარმოვადგენ. მე და უკვე მყავს ,რომელიც ჩემი ცხოვრების აზრია და ვიცი ვერავინ შეძლებს ჩემს გულში მისი ადგილი დაიკავოს. ალბატ ესაა ერთადერტი რისთვისაც შენთვის მადლობა მაქვს მოსახდელი. ნიტას ჩემს ცხოვრებაში დავაბრუნებ, მაგრამ არ ვიცი ის შეძლებს თუ არა რომ გაპატიოთ. მე გპატიობ,მიუხედავად იმისა რომ ამას არ იმსახურებ. ამ ქვეყნად ცოდვებით იცხოვრე და არ მინდა იმ ქვეყნადაც გაგატანო უპატიებელი დანაშაულებები. იქნებ რამეში მაინც დაგეხმაროს ჩემი მიტევება. შვიდობით!
გაბრეილი საწოლთან ჩაიკეცა და ტირილი დაიწყო.დიდხანს იყო ასე მაგრამ მერე გონს მოვიდა,წამოდგა:
_იმედია როდესმე ისევ შევხვდებით ზეცაში,და კიდევ უფრო დიდი იმედი მაქვს რომ უფალიც გაპატიებს.მშვიდობით,მშვიდობით სამუდამოდ.ეს იყო ჩვენი პირველი და უკანასკნელი შეხვედრა.
მოსაცდელში ჯერ ისევ დაძაბული იდგა ყველა. მაიამ სანდროს ხელი გაუშვა:
-დედასთან ავალ. ვნახავ როგორაა.გაბრიელ,ძალიან გთხოვ დამპირდი რომ დედას სანახავად მოხვალ.მანამდე მე ვეტყვი რომ გიპოვეთ.შენ კი მის სანახავად მოდი.თუნდაც პირველად და უკანასკნელად მაგრამ დაენახე.აუხდინე ეს ნატვრა და შენთვის შეხედვის უფლება მიეცი. ერთხელ მაინც.
გაბრიელმა უარი ვერ უთხრა და თავი დაუქნია.

ნანა ფსიქიატრიულში გონს მოვიდა და ყველაფერი ნათლად გაახსენდა.ისიც რომ ლეო მოკლა და ისევ ნერვული შეტევა დაემართა.ექიმებმა მისი გაკავება ვერ შეძლეს და ხელები გაუკრეს, წამალი გაუკეთეს და ისე დატოვეს. მოულოდნელად ქალმა გიჯივით ხარხარი დაიწყო. წამობარბაცდა და ოთახის კუთხესთან მივიდა.
-მამა შენ ხარ?
თვალი გაუსწორა სიცარიელეს და მთელი სერიოზულობით გაუბა საუბარი . ექთანს არ გაჰკვირვებია. ის არც პირველი პაციენტი იყო და არც უკანასკნელი,რომელიც ასე იქცეოდა
-ლეო მიყვარდა,მაგრამ იმისთვის დავიჭირე მასთან საქმე რომ ვიცოდი გაგამწარებდი. შენთვის იმის დამტკიცებას ვცდლობდი,რომ შენზე ძლიერი ვიყავი.რომ შემეძლო შენთვის წინააღმდეგობა გამეწია.შემეძლო შენს წინ წავსულიყავი. ხედავ ამის მტკიცებამ სადამდე მიმიყვანა? ხედავ როგორ დავასრულე? არასოდეს ვაღიარებდი,რომ მიყვარდა არც სანდროსტვის მითქვამს როდესმე,რომ მიყვარდა იმიტომ რომ ამას ჩემი სიამაყე არ მანებებდა.ყოველთვის ცდილობდი რომ დაგემტკიცებინა ყველაფერი შეგეძლო არადა არარაობა იყავი, რომელიც დედაჩემის ფულებით ყველას თავს აჩვენებდა. ყოველთვის ცდილობდი რომ თავი ყველაზე დიდ ადამიანად წარმოგეჩინა მაგრამ მე ვერ დამამარცხე.
მთელი სიამაყით წარმოთქვა, და დიდ გულზე მყოფი გაიჯგიმა. თითქოს დაამტკიცა ის რასაც ამბობდა.
-გებრძოდი იმიტომ რომ მთელი ცხოვრება მძულდი.მძულდი იმიტომ,თავი იმად მოგქონდა რაც არასოდეს ყოფილხარ. ჩემს მოთოკვას ცდილობდი,გინდოდა ისე გამოგეზარდე როგორც გსურდა და მე ამის უფლებას არ გაძლევდი.ყოველთვის შენს წინააღმდეგ დავდიოდი.იმიტომ რომ ვერ მომრეოდი და ვერც მომერიე.ვერასოდეს ვერ მომერიე მამა. ხედავ? მე ცოცხალი ვარ შენ კი მკვდარი. გიჟი ვარ ,მაგრამ მაინც ცოცხალი და შენზე მეტი შემიძლია
მუქარით გაიშვირა ხელი ქალმა ჰაერში და ადგილზე ბარბაცს მოჰყვა. წამალი უკვე მოქმედებდა.
-თ-კი როდესმე აქედან გამოვალ,თუკი როდესმე ისევ შევხვდებით,ყველაფრისთვის მოგთხოვ პასუხს რაც გაგიკეთებია. ცხოვრებას მარტო დაასრულებ,აი ნახავ რომ მოკვდები შენზე გული არავის დაწყდება,ამაზრზენი ხარ.წადი აქედან,წადი და აღარასოდეს დაბრუნდე.
ქალმა კივილს უმატა ,მაგრამ ძალა აღარ ეყო. წამალმა საბოლოოდ გააბრუა და ძირს დაეცა.


მაია დედას პალატაში შევიდა. ქალი სუსტად იყო ,მაგრამ ფხიზელი. როგორც კი შვილი დაინახა გაუღიმა და გულში ჩაიკრა.
-რა ხდება მაია? თქვი მთელი დღეა სად დაიკარგე.
-დედა საშინელება მოხდა.
-რა მოხდა? სანდრო ხო კარგადაა?
-კი, შეეცადე დამშვიდდე და არ ინერვიულო. შენთვის არ შეიძლება.
-რა ხდება ნუ მაშინებ.
-ნანამ ლეო მოკლა.
ლეილა შოკში ჩავარდა ყურებს ვერ უჯერებდა და შვილისგან ყველაფრის ახსნას ითხოვდა.
-ამიხსენი რა მოხდა.რას ნიშნავს მოკლა.ღმერთო ჩემო.
-აივნიდან გადააგდო.როგორც ჩანს ნერვული შეტევა ქონდა და თავი ვეღარ გააკონტროლა.
-ღმერთო ჩემო, რას წარმოვიდგენდი რომ ასე შორს წავიდოდა ეს ამბვი. ვიცოდი ადრე თუ გვიან ცუდად დაასრულებდნენ ორივე მაგრამ ვერც კი ვიფიქრებდი რომ ერთმანეთს დახოცავდნენ.
-საშინელება იყო,სანდრო ჯერ ისევ შოკშია ვერ აცნობიერებს რა მოხდა.
-საბრალო ბავშვი მთელი ცხოვრება გაუმწარეს.
-დაკრძალვის საქმეს უნდა მივხედო დედა.
-ნანა დაიჭირეს?
-არა ფსიქიატრიულშია. ნერვული შეტევა იმდენად ძლიერი ქონდა რომ ვერ დაამშვიდეს.ალბათ იქ მიუსჯიან ყოფნას. იმ დროს ვერ აცნობიერებდა რას აკეთებდა.მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა დედა.საკუთარ თავს არ გავს.
-მის სანახავად წადი,ღმერთო თავი სულ დაიღუპა. ცხოვრება ბოლომდე გაინადგურა.ვერასოდეს ვხვდებოდი ამას რატო აკეთებდა.რა აძლევდა იმის საფუძველს. საკუთარ თავსაც არ ინდობდა. ასეთი საშინელი ადამიანი როგორ გამოვზარდე.
-ის ყოველთვის უმართავი იყო დედა,მას თავისუფლება უყვარდა.
მაიას უნდოდა გაბრიელზე რაც შეიძლება მალე ეთქვა და გადაწყვიტა ეს მაშინვე გაეკეთებინა.
-დედა რაღაც მოხდა და მინდა შენც გაიგო.
-ისევ ცუდი ამბავია?
-არა ამჯერად კარგი.მაგრამ გთხოვ რომ ეს ამბავი მშვიდად და აუღელვებლად მიიღო.ჯანმრთელობა მომავალში ყველაზე მეტად დაგჭირდება.
-რა ხდება?მაშინებ.
-საქმე ნიტას და გაბრიელს ეხება.
-დეტექტივი იყო მოსული? რამდენი ხანია აღარ მოსულა.
-არა,დეტექტივი გუშინ დავითხოვე.
-რატომ,არ ვაპირებ ძებნა შევწყვიტო მე მათ ვიპოვნი,თუ შენ უკვე დაკარგე იმედი? უფლება არ გქონდა..._საწოლიდან წამოიწია ქალი და შვილს მკლავზე ჩაეჭიდა. ეტყობოდა რომ ბრაზობდა.
_მე ის ვიპოვე დედა.
ლეილა გაშტერდა და ხმას ვეღარ იღებდა.მაიას უცებ შეეშინდა ხომ არაფერი მოუვიდაო და მიუახლოვდა.
_დედა ხმა გამეცი ხომ კარგად ხარ?
ლეილას იმის დაჯერება უჭირდა რაც ცოტა ხნის წინ მაიამ უთხრა და თვალები ცრემლით აევსო.
_ეს როგორ მოხდა ?სად როგორ?მითხარი ძალიან გთხოვ.
_გაბრიელი ნანამ და ლეომ ერთი სახლის წინ დატოვეს. სანდრომ მშობლების საუბარი მოისმინა და დაადგინა სად იყო ის სახლი.მერე ჩვენ მივედით და გავარკვიეთ იმ დროს იმ სახლში ვინ ცხოვრობდა.ქალმა რომელიც იქ ამჟამად ცხოვრობს გვითხრა რომ მანამ სანამ სახლს თვითონ იყიდიდა იქ ვინმე ალექსანდე მოსიძე ცხოვრობდა. რამოდენიმე დღის წინ სწორედ ამიტომ გკითხეთ ამ კაცის შესახებ. შენ კი არასწორად გაიგე და გაბრაზდი.
-მაშინვე რატომ არ მმითხარით?
-არ გვინდოდა იმედი გაგვცრუებოდა.
-ღმერთო ჩემო ეს სასწაულია.ვერ ვიჯერებ ასე მგონია რომ სიზმარში ვარ .ალბათ როგორ ვძულვართ ყველანი.წარმომიდგენია როგორ მიიღო
_დედა ,ყველაფერი არც ისე ცუდადაა როგორც შენ გგონია. ახლა წავალ და ნანას ვინახულებ. მიუხედავად ყველაფრისა ის ჩემი ღვიძლი დაა. ვერ მივატოვებთ დედა.
_მართლა?მალე დაბრუნდი,ძალიან მინდა ყველაფერი დეტალურად მომიყვე. იქ ყველაფერი მოაგვარე, რომ შენს დას კარგად უმკურნალონ.
მაიამ დედას შუბლზე აკოცა და გარეთ გავიდა



№1  offline წევრი Firefly

როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივი ხარ!
--------------------
M.T

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

როგორც ყოველთვის,საინტერესო....ნანასგან ამას ველოდო..გაბრიელი საშიბლად მომწონს...ნიტა ძალიან ცოდოა...
ვნახოთ,რა მოხდება.
ველი.

 


№3  offline წევრი Thamo :)

როგროც ყოველთვის ძლიან კარგი იყო love ნანასგან არ გამკვირვებია ასეტი ქმედება .. გაბრელი ძალინ შემეცოდა როცა ნიტა აეთ მდგომარეობაშ დაინახა .... და სანდოზე ლაპარაკი არღარ მაქვს , ჯერ გაიგო თუ რა საშინელი მშობლები ყავს , და ახალ მკლველობა.... მართლა ძალიან მეცოდებიან სამივე და ძმა აი ძალია ... ველოდები ახალ თავს მოუთბენლად <3

 


№4  offline წევრი lisebeth

Firefly
როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივი ხარ!

უნდა ვწერო
როგორც ყოველთვის,საინტერესო....ნანასგან ამას ველოდო..გაბრიელი საშიბლად მომწონს...ნიტა ძალიან ცოდოა...
ვნახოთ,რა მოხდება.
ველი.

Thamo :)
როგროც ყოველთვის ძლიან კარგი იყო love ნანასგან არ გამკვირვებია ასეტი ქმედება .. გაბრელი ძალინ შემეცოდა როცა ნიტა აეთ მდგომარეობაშ დაინახა .... და სანდოზე ლაპარაკი არღარ მაქვს , ჯერ გაიგო თუ რა საშინელი მშობლები ყავს , და ახალ მკლველობა.... მართლა ძალიან მეცოდებიან სამივე და ძმა აი ძალია ... ველოდები ახალ თავს მოუთბენლად <3

გმადლობთ და მიყვარხართ ყველანი love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent