ჩემი ბრაზიანი ბიჭი (3)
დილით ზარმა გამაღვიძა. - ბატონო...კი ნია ვარ, ლუკა შენ ხარ?.. კარგად შენ როგორ ხარ?.კი გამაღვიძე.. არაუშავს...არა არ გაგლანძღავ. ახლა რომელი საათია?..რაა??.. მეორედ ცხრა საათზე აღარ დარეკო თორემ.. თორემ გეფიცები არ ვიცი რას ვიზავ!..12 საათისთვის გამომიარე,1ზე უნივერსიტეტში უნდა ვიყო...კარგი,დროებით. ტელეფონი გავთიშე და საწოლიდან წამოვფრინდი. დიდხანს ვიდექი სარკესთან და პირველად მომეწონა ჩემი თავი, პირველად დავივარცხნე თმა საგულდაგულოდ, პირველად გამიჩნდა მაკიაჟის გაკეთების სურვილი, მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე, ჩვეულებისამებრ სპორტული,მოსახერხებელი ტანსაცმელი ჩავიცვი. 12 საათიც მალე მოვიდა.კარზე ზარი იყო. ჩანთა ავიღე და გარეთ გავვარდი. - გიო? - კარებში „უცნობი თაყვანისმცემელი“ შემრჩა - დილამშვიდობის, ვიფიქრე უნივერსიტეტში ერთად წავალთ-მეთქი და... - მისმინე, საერთოდ არ მომწონხარ, გესმის? - ჯერ არ მოგწონარ.. წავიდეთ. - გეხვეწები დამანებე თავი, სხვა მომწონს - კარგი რა, ვინ სხვა... - მე! - მოისმა გიორგის უკნიდან ლუკას ხმა. თავი უხერხულად ვიგრძენი, ფაქტობრივად ლუკას მიმართ ჩემი გძნობები გავამხილე. - შენ ვინ ხარ? - ლუკა ანდრიაძე. - მერე? - ჩემი ძმა, წამოდი გავიდეთ ცალკე - არა,ლუკა,მომისმინე, არ გინდა ახლა ეს.. - ავბურტყუნდი და ისე სწრაფად ვლაპარაკობდი ჩემს სიტყვებს მეც ვეღარ ვარჩევდი, ეს სიტუაცია ჩემთვის უჩვეულო იყო - ნია, ცოტახანს დამელოდე კარგი? არ მგონია დიდი დრო დამჭირდეს - მითხრა ლუკამ და ოხ,ღმერთო, ის ჩვეული ღიმილი, რომლეიც ჭკუიდან მშლის! მამშვიდებს და მაფორიაქებს ერთდროეულად. - კარგი.. გელოდები - ვუთხარი და კარი მივხურე. 10 წუთი არ იყო გასული კარზე კაკუნი გაისმა. ამ ათი წუთის განმავლობაში ერთ ადგილზე ვერ ვჩერდებოდი. სახლის ყოველი კუთხე-კუნჭული მოვიარე. კარი გავაღე, კარში შავთვალება მომღიმარი ბიჭი იდგა - წავედით? - კი - ვუთხარი და კარი დავკეტე. - მომეცი ჩანთას წამოვიღებ.. - არა, იყოს, არაა მძიმე - კარგი რა, სულ ვოცნებობდი გოგოს ჩანთა მეტარებინა, მიმეცილებინა სკოლამდე, უნივერსიტეტამდე, მერე იქედან ერთად წამოვსულიყავით, ჩაი დაგველია.. - კარგი გეყოფა, ნუ ხარ აფერისტი - ასე ძალიან მეტყობა როცა ვიტყუები? - კი ძალიან,მაგრამ რადგან არ იშლი .. - ვუთხარი და ჩანთა მივაწოდე. გამიღიმა და უსიტყვოდ გამომართვა. ტელეფონმა დარეკა, ლიზია... - ხო ლიზი... არა წადით შენ და ლაშა და მეც მოვალ, უნივერსიტეტში გნახავ, დროებით... - მაგაზე მინდოდა რაღაცის თქმა.. -რაზე? - წეღან რომ ახსენე ლაშა.. ეგ ის ბიჭია სულ პირველად მეტროში ვისთან ერთადაც იყავი ხო? - კი..- ვუპასუხე გაკვირვებულმა, ის კი უბრალოდ გაჩუმდა. - რა ხდება? - მაგარ ... ცენზურასთან პრობლემა ხომ არ გაქვს? - შენ წარმოიდგინე და მაქვს.. - კაროჩე მაგარ არასწორ სასტავში ტრიალებს - ჰმ.. შენ წარმოიდგინე და დიდი ხანია ვიცი რომ არასწორ სასტავში ტრიალებს. - არა,მისმინე, ამას ვერ გაიგებ, ძალიან დიდი ისტორიაა, ერთ დღეს ყველაფერს მოგიყვები, გპირდები. ადრე ჩემს ძმაკაცებს და მაგის სასტავს ძალიან დიდი პრობლემა შეექმნათ და მაგათი სასტავი ძაან არაკაცურად გამოძვრა სიტუაციიდან... - კარგი, არ მაინტერესებს. - ძალიან კარგი. - მითხრა და ჩანთა სასაცილოდ გაისწორა. უნივერსიტეტამდე მიმაცილა, უნივერსიტეტის ეზოში, ჩვეულებისამებრ „სასტავი აბირჟავებდა“. ლუკას დავემშვიდობე და დავინახე როგორ მივიდა „სასტავთან“ და მიესალმა, ლაშაც იქ იყო და მე მიყურებდა. ლიზის ყველაფერი მოვუყევი და როგორც რომანტიკოსი, მეოცნებე და სათუთი გრძნობების ადამიანი, როგორც თვითონ უწოდებს თავის თავს და რაღა დაგიმალოთ და მართლაც ასე, ამ ისტორიით აღფრთოვანდა და მაშინვე გააკეთა დასკვნა: - თქვენ ორნი ერთმანეთისთვის ხართ შექმნილნი... - ლაპარაკობდა და თვალები უციმციმებდა - ოღონდ ახლა არ დაიწყო.. ვიცი რომ გაცალო ლაპარაკი შექსპირამდე მიხვალ და ბოლოს იმასაც იტყვი რომ მე თანამედროვე ჯულიეტა ვარ, ლუკა კი რომეო.. - ეჰეეეჰ რა კარგად მიცნოობ - თქვა და საყვარელი სიცილი ატეხა.ტელეფონმა დაურეკა, ლაშა იყო. - ლაშა უნდა ვნახო ეს კონსპექტები მივცე... - ეს რა კონსპექტებია? - ბიბლიოთეკაში ვიყავი შაბათს, ლაშას გამოცდა ეწყება და კონსპექტები გავუკეთე.. - ბატონო?! - ტონს ავუწიე - თვითონ რას მიკეთებდა? - ნელი გახდა ცუდად, საავადმყოფოში იყო. - ნელი ვინაა? - ლაშას ბებო, ნელი.. - აჰა, შაბათს ესეიგი ლაშა მთელი დღე ნელისთან იყო ხო? - კი, რა იყო? - არა, არაფერი.. - ნია, მოხარშულს გიცნობ, რა მოხდა? - შაბათს ლაშა შემხვდა და ის ბიჭი სულაც არ გავდა ნელის... ნელის კვალობაზე ცოტა „ძველ ბიჭური“ და უღიმღამო იყო. - ალბათ რაღაც დროს გამოვიდა და მიბრუნდა მერე ისევ უკან.. - ჰო და მე მეუბნებოდა სახლში მიგაცილებო.. - ეგრე გითხრა? - ვაიმე, ლიზი... - რა? - დაივიწყე... ალბათ გამოვიდა ცოტახნით და მერე ისევ მიბრუნდა - ხო და ალბატ მე რომ ბიბლიოთეკაში ვიყავი აღარ შემაწუხა - ხო არ შეგაწუხა, ხელი არ შეგიშალა თავისი კონსპექტების გაკეთებაში ხო? - კარგი გეყოფა... - მისმინე, მე რაც მოგიყევი ლაშას არაფერი არ უთხრა, არ მინდა ჩემს პირად ცხოვრებაზე მაგისნაირმა ბიჭმა რამე იცოდეს ლაშა მოგვიახლოვდა. გავჩუმდი. - რას შვებით? - რავიცი არაფერს - უპასუხა ლიზიმ ბედნიერი თვალებით, შემდეგ მე მომიბრუნდა-დღეს საღამოს მე და ლაშა კინოში მივდივართ, ჩემი საყვარელი ფილმი უნდა ვნახოთ.. - აუ ჩემი კაი ტოო.. - ამოიკვნესა ლაშამ - რა მოხდა? - აუ ლიიზ, ბოდიში, დამავიწყდა, შენს თავს ვფიცავარ აღარ მახსოვდა, ნელიკოს შევპირდი საღამოს მოვალ-მეთქი... - კარგი კარგი არაუშავს, სხვა დღე ავარციოთ, ეს ფილმი მთელი თვე იქნება.. - სრულიად უწყინარი ხმით თქვა ლიზიმ და ლაშას გვერდით დადგა. ამის ყურების ნერვები უკვე აღარ მქონდა, ავდექი და ქურთუკი ჩავიცვი. - მე წავალ, ხელს აღარ შეგიშლით, ბიბლიოთეკაში მაქვს პატარა საქმე და მერე წავალ სახლში - დაგელოდებით თუ გინდა - თქვა ლიზიმ და ლაშას გახედა, რომელიც საშინლად უკმაყოფილო სახით იყურებოდა. - არა, მადლობა. წადით. უნიევრსიტეტში შევედი. ბიბლიოთეკაში კონსპექტს ვაკეთებდი, ლუკამ დამირეკა - ხო ლუკა... ბიბლიოთეკაში, შენ? კარგი გელოდები. უნივერსიტეტთან ლუკას ველოდებოდი, ჩემს წინ სპორტული შავი მანქანა გაჩერდა, ყურადღება არც მიმიქცევია, ჩემს გვერდით მდგარი გოგოების გაშტერებული მზერა მომხვდა თვალში, მანქანას შევხედე, ლუკა გადმოვიდა. - მწარე ქალბატონო... - დამიძახა, მანქანას მივუახლოვდი, გიჟივით მივარდა კარებს და გააღო-გთხოვთ დაბრძანდეთ.. - გამეცინა. უაზროდ დავდიოდით ქუჩებში, მუსიკას ვუსმენდით, ვლაპარაკობდით, მიყვებოდა თავისი ბავშვობის ამბებს, მეჩემსას ვუყვებოდი და ბედნიერი ვიყავი, იმდენად ბედნიერი რომ მეშინოდა, ვიცოდი რომ ასეთი ბედნიერება დიდხანს არ გასტანდა. მაგრამ უნდა დამეძლია ეს შიში, შიში სიყვარულის, ურთიერთობის, დაკარგვის და მიმეღო სიამოვნება იმით რაც ახლა მქონდა. - დღეს წამოხვალ ჩემთან ერთად? - მკითხა და შუქნიშანთან მანქანა გააჩერა - კი. - და იქნებ გეკითხა სად? - სად? - ვკითხე მხიარულად - კლუბში მივდივარ მეგობრებთან ერთად, ვიფიქრე შენც წამოხვიდოდი, თანაც გაგაცნობდი ჩემებს.. ცოტას დავლევდით - ლუკა, კლუბში არასდროს ვყოფილვარ და თანაც.. - თანაც..? - არ ვსვამ. გაიცინა - რა გაცინებს? - ნაწყენი ბავშვივით შევხედე - ასეთი თვალებით ნუ მიყურებ თორემ არ ვიცი რას გიზავ.. არ დავლევთ, უბრალოდ ვიცეკვებთ და გავერთობით. - კარგი, ახლა ეგ სიგარეტი ჩააქრე, დავიხრჩე! - მომიტევეთ მწარე ქალბატონო.. - ეგ სახელი არ მომწონს - ისევ იმ გაბუსხული სახით შევხედე და ლუკას მხიარული სახე უცებ დაუსერიოზულდა.- ლუკა, რა მოხდა? -შეშინებულმა ვიკითხე. - რაღაცას მივხვდი, არაფერი ისეთი. აღარაფერი მიკითხავს.სახლში მიმიყვანა. - მადლობა.. - ვუთხაარი და ღვედი მოვიხსენი. - ნუ მიხდი მადლობას, ყოველთვის თქვენს გვერდით მიგულეთ მწარე ქალბ... - ლუკაა!!! - კარგი ვსიო ვსიო ბოლო იყო - თქვა სიცილით. სახლში შევედი. ბექა ტელევიზორის წინ იჯდა ტელეფონით ხელში. - ხომ ხედავ ამ ტელევიზორს მაინც არ უყურებ და რაღას ჩამოჯდები ხოლმე? - სიცილით ვუთხარი და გვერდიტ მივუჯექი. - რა ხასიათზე ხარ, ხომ მშვიდობაა? - ბექა... - ჰაუ? - ერთი ბიჭი მომწონს.. - შენ? - არა შენ.. კი მე.. - ადამიანია? ცოცხალია? დარწმუნებული ხარ რომ ამ პლანეტაზე ცხოვრობს? - გეყოფა... - ვუთხარი სიცილით - მამას სამსახურში მენეჯერის შვილია, აქ იყვნენ მოსულები, შენ სახლში არ იყავი.. - და ყველაფერი მოვუყევი, ბექა კი გაოცებული მისმენდა, მერე ნომერი გამომართვა და ბედნიერება მისურვა. საღამოს მამა და დედა სახლში დაბრუნდნენ. - მაა.. - ხო მა - მე უკვე დიდი გოგო ვარ, ხო?! - დედა არ გადამრიო... მეგი გესმის? შენი 19 წლის შვილი მიხვდა რომ დიდი გოგოა, მე არაფერი მითქვამს და შენ უთხარი რამე? - კარგი რა მამა.. ჯერ ერთი მე ჯერ 18 წლის ვარ და მეორეც ჩემით მივხვდი... - კარგი, გისმენ.. - ხოდა დიდი გოგო ვარ და თან პირველად მომწონს ბიჭი.. - მეგი გესმის? შენმა ქალიშვილმა ბიჭი მომწონსო - კარგი ნუ შემჭამე - სამზარეულოდან თავი გამოყო დედამ - რაო ვინ ბიჭიო? - ის ბიჭი.. ლუკა... - მოიცადე, ვახოს ლუკა? - კი , ვახოს ლუკა. - აჰა - გაოცებულმა შემომხედა დედამ- მერე? - მერე ის რომ დღეს კლუბში დამპატიჟა... - ნორმალურ ადგილას ვერსად დაგპაგიჟა? - აბუზღუნდა მამა, მივედი და ჩავეხუტე - მაა, ლუკა კარგი ბიჭია, ვიცი რომ მომხედავს. - რომ მოვა ჯერ სახლში შემოვიდეს და მოვიფიქრებ წახვალ თუ არა. - მამა დიდი გოგო ვარ მე! - მე კიდევ მამაშენი ვარ რომელსაც ძალიან უყვარხარ. წადი ახლა გაემზადე. - მიყვარხართ. - ვუთხარი და ორივეს ვაკოცე. ოთახში ავირბინე და გავემზადე, 10 საათისთვის ლუკაც მოვიდა. მესმოდა როგორ ლაპარაკობდნენ ჩუმად მამა და ლუკა მაგრამ სიტყვებს ვერ ვარჩევდი. - ნიააა - დამიძახა მამამ ოთახიდან გავედი. - შეგიძლიათ წახვიდეთ, აბა შენ იცი - მიუბრუნდა მამა ლუკას - მიმიხედე - თავზე მეტად გავუფრთხილდები გპირდებით. - ეს სიტყვები ლუკამ ისე თქვა ჩემთვის თვალი არ მოუშორებია. მანქანაში ჩავსხედით. - ღვედი გაიკეთე... - ვუთხარი ლუკას, რომელიც ღვედის გაკეთებას არც კი ფიქრობდა - კარგი რა... - ლუკა გთხოვ ღვედი გაიკეთე... - მგონი მეზიზღები - მითხრა ღიმილით და ღვედი გაიკეთა. მალე კლუბთან მივედით. პირველად ვიყავი კლუბში, შიგნით რომ შევედით ისე დავდიოდი როგორც მესამე კლასელი დიდ მუზეუმში, სადაც მისთვის გაუგებარი ათასი ქანდაკება და სურათია ჩამოკიდული. ხმამაღალი მუსიკა და არეულ-დარეული ხალხი, ნახევრად ჩაცმული გოგოები, ზოგიც თითქმის შიშველი... მაგიდასთან დავსხედით. - რას დალევ? - ლუკა... - კარგი რისი წვენი გინდა? - მითხრა და გამიცინა. - აი ჩემი მეგობრებიც, წამოდი - მითხრა და ხელი წამავლო. - სანდრო.. სანდროოო!! - ხმამაღლა დაიყვირა. - ესაა ნია დღეს ვიზეც გეუბნებოდით, ნია გაიცანი სანდრო და დიმა.. - დიმას უკვე ვიცნობ... - ვუთხარი და სანდროს ხელი ჩამოვართვი. - წავალთ ჩვენ გოგოებს ვნახავთ... - თქვა სანდრომ - ხელს აღარ შეგიშლით... მე და ლუკა ბართან მივედით. თვალებს არ ვუჯერებდი, ბარის კუთხეში ლაშა იჯდა ვიღაც გამომწვევად ჩაცმულ გოგონასთან ერთად... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.