შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცნობი (თავი 4)


23-01-2016, 21:24
ავტორი ninas gogo
ნანახია 2 055

ნიკას მარიამს და ანასტასიას პატარა ბავშვებივით ეძინათ. მარიამმა თვალები გაახილა და გვერდზე მყოფ ნიკას გახედა შემდეგ ანასტასიას. ნიკას ჯერ კიდევ ეძინა ანასტასიას კი გაღვიძებოდა და მარიამს შეხედა. ერთმანეთს თვალებით რაღაც ანიშნეს, ნელა ადგნენ რომ ნიკას არ გაღვიძებოდა, ჩუმად გაიპარნენ ოთახიდან და ოთახში წყლით სავსე ვედროებით დაბრუდნენ. ოთახი ნიკას წივილ-კივილის და გოგოების სიცილის ხმებმა მოიცვა.
- ააააა თქვე დამპლეეეეებოო რას შვებით ტოოო (ნიკა)
- ნიკუუუუ რა საყვარელიხარ სველი ნეტა იცოდე(მარიამი)
-ჰმმ ხო ნიკუ ძააან სიმპოხარ რა
- მეკაიფებით ტო? ჯამბაზეებოო მოდით აქ
ანასტასია და მარიამი წინ და უკან დარბოდნენ აქეთ იქით. ნინა ხმაურზე გამოვიდა და რა ამბავიო იკითხა. ნიკას გზა აერია და უცბად ნინას ჩაეხუტა და დაასველა.
-ნიკააა?
-აუ აუაუ ნინაჩკააა
-ჰმმ ნინაჩკა კი არა აი ეს შეეენ ბოთლში ავსებული წყალი გაადასხა ნიკას
-აუ ნინაა კაირააა რა დავაშავე დღეს ტო?
ანასტასია და მარიამი იგუდებოდნენ. მარიამმა ტაში შემოკრა და აბა დავალება ნომერი 7 დასრულებულია გთხოვთ ყველა მზადყოფნაში უნივერსიტეტში ჰერიჰერიო განაცხადა. მარიამი ნიკა და ანასტასია გაემზადნენ ნინას დაემშვიდობეს და წავიდნენ უნივერსიტეტში. შეაბიჯეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ეზოში და ნაცნობი სახეებიც გამოჩდნენ. მათ წინ ლამაზი, მაღალი შავგრემანი გოგონამოდიოდა და მათ წინ გაჩერდა.
-გოგოეეებო, ლამაზეეეებო როგორ ხართ?
- ეკა კარგად შენ?(მარიამი)
-რავიცი მეც აბა , ეს ბიჭი ვინაა? და თვალით ნიკაზე ანიშნა.
-ჰო გაიცანი ეკუ ნიკა ბოკუჩავა ჩვენი ჯგუფელია და ასევე მარიამის მამიდაშვილია.
-სასიამოვნოა მე უფრო მეგონა შენი ძმა იყო ტას გავხართ ერთმანეთს და ნიკას ხელი ჩამოართვა
-სასიამოვნოა ეკა, მართალიხარ ვგავარ რაღაცით მარა ტასიკო მაინც ჩემიდაიკოა და შენ კიდე ძალიან ლამაზი ხარ.
ნიკამ თვალი ჩაუკრა, ეკას ცოტა შერცხვა და გაუღიმა, ნიკამ კი მისი ბავშვურობა შეამჩნია და ესიამოვნა. უკვე დრო იყო და შევიდნენ. ლექციას ბატონი გუნია ატარებდა, ძალიან განათლებული კაცი და კარგი ორატორი იყო, ყველა მას უსმენდა. შუა ლექციის დროს კარები გაიღო და კაპიშონწამოფარებული ბიჭი შემოვიდა. ყველა მას უყურებდა და აკვირდებოდა.
ლექტორმა კითხა ვინაობა და საპასუხოდ მიიღო რომ ახალი გადმოსული იყო და დაგვიანებისთვის ბოდიშს უხდიდა. ლექტორმა მიიღო ბოდიში და გააფრთხილა რომ მეორედ აღარ დაუშვებდა აუდიტორიაში. ყველას მისკენ ჰქონდა გაპარული თვალი, აკვირდებოდნენ, უნდოდათ მისი სახე დაენახათ მაგრამ ბიჭი ისევ თავდახრილი და კაპიშონი ქონდა ჩამოფარებული. ჩაცმის სტილი ძალიან სადა და ელეგანტური ჰქონდა, ტანიც დაკუნთული ეტყობოდა. განსაკუთრებული ყურადღება მარიამმა გამოხატა. თითქოს მისი ხმა ეცნო, გრძნობდა ენითაუღწერელ გრძნობას რომელშიც მასში სიამოვნებას, უცნაურობას, შიშს იწვევდა. ლექციაც დამთავრდა. ყველა გადიოდა. ახალი გადმოსული ბიჭი კი ისევ ისე იჯდა. ბოლოს გოგოები გადიოდნენ და უკვე ბიჭმა კაპიშონი გადაიწია, სახე აწია და პირდაპირ მარიამის თვალებს შეეჩეხა. მარიამმა სისუსტე იგრძნო მთელ სხეულში, მუხლები მოეკვეთა ლამის და ბიჭის ირონიულმა სიცილმა ყველაფერი გაახსენა. აააჰ შენ ხო? თავისთვის ფიქრობდა და ამასობაში ბიჭი ადგა და მარიამს ხელი ჩამოართვა. ანასტასია მარიამის გვერდზე იდგა. ეგ ხო გონში არ იყო რა ხდებოდა.
-გამარჯობა მარიამ. ბიჭმა გაუღიმა. მარიამმა თავი გალანძღა მის წინაშე უკვე მეორედ იბნეოდა, ბრაზი მოაწვა და უპასუხა:
-ვაააა შეეენ ხარ?
-ჰო მე ვარ, როგორ ხარ?
-რავი კარგად.
ბიჭმა მსუბუქად გაუღიმა და ჰკითხა არ გამაცნობ შენს მეგობარსო
- ააჰო ტას გაიცანი დემეტრე. დემეტრე ეს ანასტასია ჩემი დაქალი
- დემეტრე? მოიცა.. ტასომ მარიამს შეხედა და მისი მზერიდაბ ამოიკითხა"მოკეტე, ხო ისაა ის, არაფერი შეიმჩნიო თორე მოგკლავ"
-დემეტრეე ძალიან სასიამოვნიააა. ანასტასიამ ხელი ჩამოართვა და ძალიან საყვარლად გაუღიმა.
-დემეტრე მაპატიე მე და მარიამი უნდა წავიდეთ დროებიით. ანასტასია პასუხს არ დალოდებია, მარიამს ჩაკიდა ხელი და გარეთ გავიდნენ და როცა უკვე არავინ იყო, როგორც დაქალებმა იციან, ცანცარი, წივილი კივილი დაიწყეს.
-გოოგოო ის დემეტრეა რო მიყვებოდიი?
-ხო გოგო, რაუნდა აქ რატო გადმოვიდა
-შენს გამო გოგო
ანასტასიამ მხარი გაკრა და თვალუ ჩაუკრა
-ნუ ბოდიალობ რაღაცეებს, ჩემს გამო არა ის, თუ ეგრეცაა მაშინ პროსტა გონია რო სხვა გოგოებით დამკერავს მიიღებს რაც უნდა და ვსო მარა ვერ მოვართვი
-უუუხ შენ რა ხარ მარუსს
-არ თქვა არააა
სიცილი დაიწყეს, ხელმკლავი გაუყარეს და სეირნობდნენ. ტასოს სახლში წასვლა მოუნდა, უნდა ვიმეცადინოო მოიმიზეზა და თან დავისვენებო და გაუყვა თავისი სახლის გზას. გულმა ორმაგი ფეთქვა დაიწყო, გრძნობდა ვიღაცის მზერას, ეშინოდა ნაბიჯებს მოუმატა, თვალწინ მარიამის დაბადების დღე დაუდგა, ისევ შიშს გრძნობდა, უცნობი, მისი გადამრჩენელი.. სირბილი დაიწყო, თავის სახლის სადარბაზოს მიაღწია, შევიდა, მძიმედ სუნთქავდა, გულში ტკვილის გრძნობდა, სული მოითქვა და დაწყნარდა, სახლში ავიდა, კარები როგორც კი გააღო თავისი ოთახისკენ წავიდა, პირსახოცი და საჭირო ნივთები აიღო, სააბაზანოში შევიდა. შხაპი მიღება მისთვის ერთ-ერთი რელაქსაცია იყო. თბილი წყლის წვეთები რომელიც მის სხეულს ეცემოდა, მას სიმშვიდეს ანიჭებდა. როცა მორჩა, პირსახოცი შემოიხვია და სამზარეულოში გავიდა. ლეპტოპიც თან გაიყოლა. მაცივრიდან საჭმელი გამოიღო, ძირითადად სუპერმარკეტებში დამზადებულ საჭმელებს ჭამდა, გაკეთება იცოდა მაგრამ ეზარებოდა, სახლში როცა მარტო არ იყო, დედა უკეთებდა. ეხლა კი მარტო იყო და ჭამდა თეფშზე გადმოღებულ სალათას. პარალელურად ლეპტოპში "სკაიპი" ჩართო და მონატრებულ დედიკოს დაურეკა.
-დედიკო როგორ ხარ აბა? როდის ჩამოხვააალ?
-დეე რავი ჯერ კიდე ძალიან ბევრი საქმეა. შენ რას შვები ჭკვიანად ხომ ხარ? ხოიცი როგორ ვნერვიულობ შენზე. აქამდე ბებიაშენი იყო შენთან და არც ვნერვიულობდი. ეხლა ცოცხალი რომ აღარ არის..მარტო ხარ..
-დეე კარგი რა, რა დაგემართა? კარგად ვარ ძალიან. დიდი გოგო ვარ მე აბაა. გკოცნი არ ინერვიულო. არ მოგაცდენ მიხედე საქმეებს და მალე ჩამოდი რაააა მენატრეები დეეე
- მეც ჩემო პატარა გოგო
და ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა შვილს
ანასტასია ჭამას მორჩა, თეფში და ჩანგალი დარეცხა და თავის ოთახში შევიდა. ჩანთიდან წიგნი ამოიღო მაგიდაზე დადო და მეცადინაობას შეუდგა. ვერც კი გაიგო დრო ისე გავიდა. ძალიან დაღლილი იყო, საწოლს საბანი გადააძრო, პენუარი ჩაიცვა, დაღლილს ფიქრის თავის არ ჰქონდა და ჩაეძინა. მარიამი მთელი ღამე ვერ ისვენებდა. დემეტრეზე ფიქრობდა. ნეტა რატო გადმოვიდა? რაუნდა ჩემთან? აუ ხვალ ვნახავ. აუ ყოველდღე მომიწევს მისი ატანაა. აუუუუ . უკვე თავის თავზე ნერვები ეშლებოდა ვერ ხდებოდა რა ემართებოდა, ბოლოს გაბრაზებულმა გადაწყვეტილება მიიღო რომ მასზე აღარ იფიქრებდა და გეგმად მისი გამწარება დაისახა. ეს მიზანი მოიწონა და კმაყოფილმა დაიძინა ხვალინდელი დღის მოლოდინში.
ნიკა როგორც ყოველთვის კლუბში ერთობოდა თავის ძმაკაცებთან ერთად და გარშემო უმრავი ლამაზმანი ეხვეოდა. მიმტანს დაუძახა, მიმტანი მასთან მივიდა და როცა მისი ხმა გაიგო რაგნებავთო. სხეულმა კანკალი დაუწყო, თავი ასწია და ნაცნობ თვალებს შეხედა.. გაოცებას ვერ მალავდა სახეზე. არ ეგონა თუ მას აქ, ამ სიტუაციაში ნახავდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent