მშვიდი საგიჟეთი [3]
მშვიდი საგიჟეთი, 3 -მაგრად მომენატრე, ანუშკ. - თავზე აკოცა სანდრომ და ბარის კუთხეში მდგარ მაგიდასთან, ანუშკას პირისპირ ჩამოჯდა, ფეხები მაგიდის ქვეშ შეტენა მთელი მონდომებით - რას შვები, ხომ ხარ ჯანზე? -ვარ! - გაეცინა გასვიანს. -უვლი ჩემს ცოლს? - დეაზე საუბრისას ყოველთვის უჩვეულოდ უთბებოდა ხმა ლაშხს. ყველაფერზე, ყველა სიტყვაზე, ყველა საქციელზე ეტყობოდა, რომ ჭკუას კარგავდა დეაზე. -ვუვლი, შენგან მიტოვებულს. - უთხრა ანუშკამ და ვისკის ჭიქა შეათამაშა ხელში. სანდრო მოიღუშა. ისედაც ძალიან აწუხებდა ის ფაქტი, კვირაობით მარტოს რომ ტოვებდა დეას. -საწყენად არ მითქვამს, სანდრიკ, ხო იცი... - ვისკი ერთიანად გამოცალა ანუშკამ. სანდრო ძალიან ზომიერად სვამდა. მიუხედავად იმისა, რომ მეორე დღეს ვარჯიში არ ჰქონდათ და საერთოდ, ეს იყო მათი ერთადერთი თავისუფალი საღამო რომელიც იმ წელიწადში ჰქონდათ, უზომოდ მაინც არც-ერთ კალათბურთელს არ დაულევია. არავინ არ გადალეწილა და გონება არავის დაუკარგავს. -ვიცი, ვიცი, შე პატარა მასხარა. - ისევ წამის მეასედში გამხიარულდა სანდრო, - ზუკა რას შვრება? ანუშკას ეგონა, რომ მოესმა. -ღმერთო, რატომ მაწამებ? - ჭერს ახედა გასვიანმა. ოდნავ დაეხვა თავბრუ და მიხვდა, მეტი მართლა აღარ უნდა დაელია, - რატომ შემჭამეთ, ამ ზუკათი? -კაი, ტოო, დაშორდით? - ისე შეიცხადა სანდრომ, ანუშკას სულ ცოტა დააკლდა ზუკასთან მისასვლელად და შესარიგებლად. -ხო, დავშორდით. - უპასუხა სიცილით, - ვიცი, რომ ძალიან დალაგებული ბიჭია ზუკა, გამეორება აღარ მჭირდება. - თვალები მობეზრებულად გადაატრიალა. სანდროს გაეცინა. მაინც არავის ესმოდა ის მიზეზი, რის გამოც ზუკას დაშორდა და ბოლოს ჭკუა რომ ისწავლა, უკვე აღარც არავის უხსნიდა. ცდილობდა, ჩამოვარდებოდა თუ არა ლაპარაკი ამ ბიჭზე, თემა მაშინვე გადაეტანა სხვა რამეზე. ჰო, თუნდაც ამიდზე ესაუბრა, ოღონდ ზუკაზე არა ... -მომიყევი. - თითქმის უბრძანა სანდრომ. ზუკაზე თვითონაც არასდროს გიჟდებოდა, ალბათ იმიტომ, რომ ნორმალურად არც იცნობდა, მაგრამ საწინააღდეგოც არაფერი ჰქონდა. ძალიან ჩვეულებრივი, დალაგებული, გაწონასწორებული და მშვიდი ბიჭი იყო ერთი შეხედვით. -ძალიან დავიღალე, რა, სანდრო. ისეთი უაზრო ურთიერთობა გვქონდა, ატანა აღარ შემეძლო, - კიდევ ერთი ჭიქა დალია ანუშკამ, - თავიდან მართლა ძალიან მომწონდა. ისეთი გაწონასწორებული იყო, ვგიჟდებოდი. სულ შეეძლო მშვიდად ყოფნა, არასდროს არ აღელდებოდა. მერე, ცოტა მომბეზრდა. ეს სიმშვიდე, სიწყნარე, აუღელვებლობა, ძალიან დამღლელია. -ეგ ცუდია, ანუშკა? - გაიოცა სანდრომ. ეს გოგო ბოლომდე დალაგებული რომ ვერ იყო, იცოდა, მაგრამ მისი წასვლის შემდეგ მთლად ასე თუ გააფრენდა, არ ეგონა. ეს ხუმრობით ... გიჟდებოდა ანუშკაზე! -არა, სანდრო, ხომ გეუბნები, ზუსტად მაგიტომ მომწონდა თავიდან, - ყელზე ხელი ჩამოისვა გასვინმა, - ჩემგან ძალიან განსხვავდებოდა. ხომ იცი, მე არ შემიძლია დროის ნებისმიერ მომენტში, ნებისმიერ სიტუაციაში სიმშვიდის შენარჩუნება. ზოგჯერ ისეთი იმპულსური ვარ, ბოლო ხმაზე ვყვირი. ხო და, მაგიტომაც მომწონდა ასე ძალიან ზუკა. მაგრამ იცი, რა? იმდენად პროგნოზირებადი ბიჭია, რომ თითქმის სულ ვიცოდი ამა თუ იმ სიტუაციაში როგორც მოიქცეოდა. ხომ შეიძლება, რომ უბრალოდ რაღაც მოგინდეს და გააკეთო ... მსგავსი სურვილი ძალიან უცხოა ზუკასთვის. ამას წინდახედულობა არ ქვია, სანდრო, ეს ყველაფერი უკვე რაღაც ავადმყოფობაში გადასდიოდა. თითქოს მთელი ცხოვრება დაგეგმილი ჰქონდა. ზოგჯერ რომ მაკითხავდა, მეშინოდა, ცოლობა არ ეთხოვა, იმდენად ასერიოზულებდა ყველაფერს. არა და, იცოდა, არ მიყვარდა და მგონი, მთლად ჭკუას არც ის კარგავდა, იმიტომ, რომ ძალიან განვსხვავდებით ერთმანეთისგან. არასდროს მეწინააღმდეგებოდა. რაღაცას რომ ვეტყოდი, მეთანხმებოდა, არა და, მე ხომ ვიცოდი, რომ თვითონ სხვანაირად უნდოდა ... სხვანაირად ფიქრობდა ... მაინც მეთანხმებოდა, სულ, სანდრო! - გაეღიმა ლაშხს, - ბოლოს რაღაც სისულელეები აეკვიატა. სპექტაკლის დროს მირეკავდა. არა და, იცოდა მასთან სალაპარაკოდ რომ არ ეცალა. სულ რეკავდა, სულ მწერდა, თითქოს უნდოდა, რომ სხვა არაფერი მეკეთებინა. ყველაფერში ხელს მიშლიდა, სანდრო ... მთელი გულით რომ მყვარებოდა, მაინც ვერ ავიტანდი, რომ ხელი იმაში შეეშალა, რისი კეთებაც მთელი გულით მიყვარს. - ისევ ეცინებოდა სანდროს. ალბათ, ზედმეტად იდეალური ხასიათი ჰქონდა ამ გოგოს და იმიტომ ვერ ეგუებოდა ვერავის, - ზოგჯერ მეგონა, რომ არაფერში არ მგულშემატკივრობდა. სპექტაკლები რომ მქონდა და რომ ვდარდობდი, თოთქოს არ აღელვებდა. საერთოდ სხვა სტიქიაში იყო ... სულ თავის საქმეებში, არა და, თვითონ უნდოდა, რომ მე მის გარდა სხვა არაფერზე მეფიქრა. არა და, ხომ გეუბნები, სანდრო, იცოდა, რომ არ მიყვარდა. მე მალაგითად, არ მესმის, როგორ უნდა შევუშალო ხელი „საყვარელ“ ადამიანს იმის კეთებაში, რაც მას ყველაზე მეტად აბედნიერებს. ადამიანს რაც გინდა, ის უნდა აკეთო! მართლა შემჭამა, ხომ გესმის ... ბოლოს, უკვე ატანა აღარ მქონდა. 100 გამოტოვებული ზარის შემდეგ ძალიან მობეზრებული ხმით რომ ვპასუხობდი, ისევ მშვიდად მეკითხებოდა როგორ ვიყავი. - ვისკი დაისხა ანუშკამ, - ზოგჯერ მეგონა, რომ ეს სიმშვიდე და გაწონასწორებული ხასიათი უკვე სიდებილეში გადასდიოდა. - გაეცინა გასვიანს, - მეგონა, მისთვის ვინმეს შეურაცხროფა რომ მიეყენებინა, ამასაც წყნარად მიიღებდა. იცი, რა, სანდრო? მე ძალიან მიყვარს ყვირილი! და ვყვირი კიდეც... თანაც ხშირად! იმიტომ, რომ ემოციებისგან ვიცლები და მერე ისევ ჩვეული რიტმით ვაგრძელებ ცხოვრებას. ზუკასთვის ძალიან უცხო იყო ემოციის გამომჟღავნება. ხანდახან ვფიქრობდი, ჩემთვისაც რომ მოეყენებინა ვინმეს შეურაცხყოფა, ზუკა ამასაც ღიმილით შეხვდებოდა. რომ ვამბობ, უაზრო ურთიერთობა გვქონდა მეთქი, ძალიან უკვირთი ... „რას ნიშნავს, ანუშკა, უაზრო ურთიერთობა?“ „მაგ ბიჭზე აფრენს მთელი თბილისი, ანუშკა“ „უბრალოდ, უმიზეზოდ ადექი და დაშორდი, ანუშკა?“ „ხომ არ გადაირიე, ანუშკა?“ მამაჩემმა ისე განიცადა, მეგონა ინფაქტს მიიღებდა. მე არაფერი მითქვამს, თავისი ძმაკაცის შვილისგან გაიგო, გესმის? - ისტერიულად ეცინებოდა გასვიანს, ალბათ, ცოტა სიმთვრალის ბრალიც იყო. - დავიღალე სანდრო. რა უნდა იყოს უაზრო ურთიერთობაზე უარესი. ერთი და იგივე ტექსტები, ერთი და იგივე დიალოგები, სულ „სწორი გადაწყვეტილებები“. სულ ისე იქცეოდა, როგორც წესი იყო. თითქოს გონებაში ყველანაირი ჩარჩო ჰქონდა ჩამოყალიბებული, ყველანაირი კრიტერიუმი ... მეგონა, რომ არაფერთან დაკავშირებით არ გააჩნდა საკუთარი აზრი. მეც არასდროს მეწინააღმდეგებოდა. ხომ გესმის, სანდრო, რომ არაფერი შეიძლება იყოს იმაზე უარესი, ვიდრე ერთფეროვან, საოცრად პროგნოზირებად ადამიანთან ურთიერთობა. - მონოლოგი დაასრულა ანუშკამ. ყელში უცემდა გული. კიდევ დაისხა და კიდევ ერთხელ დალია! ისევ უღიმოდა სანდრო, ძალიან სხვანაირად. უღიმოდა მთელი ორგანიზმით და ანუშკა მიხვდა, რომ სანდრომ ყველაფერი არაჩვეულებრივად გაიგო. „ანუშკა გასვიანი“ ალბათ ყველაზე დალაგებული და თან, ყველაზე არეული გოგოს იდეალური სახე იყო ლაშხისთვის. სულ იცოდა რა უნდოდა, მაგრამ არასდროს ყოფილა ერთფეროვანი. სულ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა, მაგრამ ხშირად უბრალოდ არ აკეთებდა ... ანუშკა იყო ყველაზე, ყველაზე მრავალფეროვანი ადამიანი ვინც კი ოდესმე ენახა. მოულოდნელობებით, სურპრიზებით სავსე. გოგო, რომელსაც მთელი გულით უყვარდა საკუთარი საქმეც, საკუთარი თავიც და ყველა გარშემომყოფიც, მაგრამ არასდროს შეეძლო გრძნობების გამოხატვა. თუ ჩაგეხუტებოდა, ეგ უკვე ნიშნავდა თავისთანად აპოკალისს:) -დადა! - ძალიან ხმამაღლა გასძახა სანდრომ მეგობარს, ბარის ხმამაღალი მუსიკის ხმა რომ გადაეფარა, მაგრამ რაღაცაზე გულიანად მოცინარ გადრანს ვერაფერი გააგონა, - დადა! - ისევ დაუძახა ბარზე ორივე ხელით დაყრდნობილ ბატონ გადრანს. მუქი ფერის ჯინსი ეცვა, ძალიან თხელი, მუქი ლურჯი მაისური და კედები. ძალიან მაგრად გამოიყურებოდა. სადად ეცვა, მაგრამ ისე უხდებოდა, წარმოუდგენელი იყო შეგეხედა და კარგა ხანს არ ჩაგბეჭდვოდა გონებაში „დადა გადრანი“. - დადა მეთქი! - ისე დაიღრიალა ლაშხმა, ყველანაირი მუსიკა გადაფარა. ანუშკა ოდნავ შეკრთა. სიმთვრალის ბრალი იყო ალბათ, ეს უნებლიე მოძრაობები. ცოტა გაოცებულმა გამოხედა დადამ და რა ხდებაო, ანიშნა ხელით. -მოდი, ერთი წამით! - თვალებით მაგიდისკენ ანიშნა ლაშხმა. რამდენიმე წამში, წარმოუდგენლად გრძელი დადა დაადგათ თავზე. გულწრფელად აინტერესებდა ანუშკას, როგორ იზრდებოდნენ ეს ბიჭები ამხელები. -ეს ანუშკაა, გასვიანი. - ძმაკაცს გახედა სანდრომ, - დეაკოს და. - ახლა ანუშკას დააჩერდა ლაშხი, - ეს ბატონი კი, დადაა გადრანი! - გააცნო გასვიანს მსგავსი გამოხტომით ოდნავ გაოცებული დადა, - მინდა, რომ დასხდეთ და ილაპარაკოთ! - შებარბაცდა შემთვრალი სანდრო, - დამიჯერეთ, საერთოს ბევრს იპოვით! - გადრანს მხარზე დაკრა ხელი და არც არაფერი უთქვამს, ისე გაემართა ღიმილით მეგობართან ერთად მოკისკისე ცოლისკენ. ნუ, მეტი რაღა უნდა ეთქვა, მსგავსი გამოხტომის შემდეგ... არა და,მართლა ზუსტად იცოდა, ძალიან ბევრი საერთოდ ჰქონდა ამ ორს. ზუსტად ისეთივე იმპულსური და არაპროგნოზირებად იყო დადა, როგორიც ანუშკაა. ზოგჯერ, ამას სარგებელი ნამდვილად არ მოჰქონდა კალათბურთელისთვის, მაგრამ ასეთი იყო და არაფერის შეცვლა უნდოდა. არასდროს არაფერს თმობდა. ყველაფერზე მეტად უყვარდა ის, რასაც აკეთებდა და ზუსტად ისეთი Чистый Кайф იყო მისთვის კალათბურთი, როგორც ანუშკასთვის - თეატრი. ისეთი თვალებით ახედა ანუშკამ მის თავთან დაყუდებულ გადრანს, რომ საკუთარი თავი შეეცოდა მთელი გულით. ალბათ როგორი „ფისოს თვალებით“ უყურებდა ქვემოდან ამხელა აყლაყს. მიუხედავად იმისა, რომ მართლა ძალიან მაღალი იყო დადა, წარმოუდგენლად უხდებოდა! არ დამჯდარა გადრანი. არც საუბარი დაუწყიათ საკაცობრიო თემებზე. სანდროს საქციელმა ორივე გაამხიარულა. იმ წამს, ძალიან ლამაზი ეჩვენა დადას ანუშკა. ღიმილის დროს, ლოყებზე ეტყობოდა პატარა ფოსოები და ეს ყველაფერი ისეთ ბავშვურს ხდიდა მის ძალიან მიმზიდველ გარეგნობას, რომ შეიძლებოდა ანუშკა გასვიანის შეჭმის სურვილი გაგჩენოდათ. ძალიან უადგილო იქნებოდა ახლა დაჯდომა და საუბარი. ეს არც დადას უნდოდა და მითუმეტეს, არც ძალიან ცეკვის ხასიათზე მყოფ ანუშკას. მიუხვდა გადრანი სურვილებს და ვიცეკვოთო, რომ უთხრა, ანუშკა წამის მეასედში წამოფრინდა ადგილიდან. 50cent – “In da club” ის ძალიან საცეკვაო მუსიკა ისმოდა ბარში. ცეკვავდა თითქმის ყველა ... მთვრალი თუ ფხიზელი, ბედნიერი თუ უბედური, გიჟი თუ ჭკვიანი, დაწყობილი თუ არეული. ეს იყო ალბათ ყველაზე „მთვრალი“ საღამო მათ შორის, რაც კი ოდესმე ჰქონია ანუშკას. ასეთი კი დამიჯერეთ, ნამდვილად ბევრი ჰქონია ... არ იყო ის გოგო, სულ სახლში მჯდარიყო და ემეცადინა. ყველაფერს აკეთებდა. სწავლობდა, ერთობოდა, ცეკვავდა ... და ყველაზე საოცარი ის იყო, რომ შეუდარებლად გამოსდიოდა ყველაფერი! აი, ახლაც ... კლუბის ცენდრში იდგა ანუშკა, დადა გადრანთან ერთად. ეს იყო ალბათ ყველაზე დასამახსოვრებელი ცეკვა არა მარტო ანუშკასთვის ... ყველასთვის, ვინც იმ წამს კლუბში იყო და ამ სანახაობას უყურა. ძალიან მთვრალი და ძალიან სექ.სუალური ანუშკას წარმოუდგენლად მაგარი ცეკვა, მართლა, მართლა და კიდევ ერთხელ, მართლა ყველაზე მაგარ ბიჭთან ერთად! ძალიან უნდოდა იმ წამს ანუშკას, რომ დადას ყველა მოძრაობა დაემახსოვრებინა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაღალი იყო გადრანი, საოცრად მოქნილიც გახლდათ და ძალიან მუსიკალურიც. ისე აყოლებდნენ სხეულს მუსიკას, რომ მხოლოდ დაჯდომა და ყურებაც ღირდა. მოკლე შორტი ეცვა ანუშკას, ბოტასი და სადა, ატმისფერი მაისური. მიუხედავად გადრანის სიმაღლისა, მის ფონზე ძალიან დაბალი ნამდვილად არ ჩანდა ანუშკა. „კისრიდან ეწყებოდა“ გრძელი, გარუჯული ფეხები. გარუჯული სახე ჰქონდა დადასაც .... კლუბის ფერადი განათების ფონზე არჩევდა ანუშკა მის საოცარ ნაკვთებს და თავიც არ ჰქონდა, რომ რამეზე ეფიქრა. ცეკვავდა გაუჩერებლად. საოცარი ენერგიით აყოლებდა სხეულს მუსიკას. დადას მძიმე ხელს გრძნობდა თეძოზე, ზოგჯერ წელზეც ... თმაზეც ხშირად ეხებოდნენ მისი თლილი თითები, ოღნდ ვერ ხვდებოდა შემთხვევით თუ გააზრებულად ... მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლოვან მუსიკებს ოდნავ მშვიდი, აუღელვებეული მელოდიები მოყვებოდა ხოლმე ამ ბარში, დიჯეიმ ანუშკას და დადას ცოდვით პირდაპირ ასეთივე ცეცხლოვანი მუსიკა მიაყოლა. მარტო ანუშკასი და დადასი კი არა, ამ სანახაობის მაყურებლის ცოდვითაც! სიმღერა ნორმალურად დასრულებულიც არ იყო, „50cent – Candy shop” რომ გაჟღერდა და აქოშინებული ანუშკა არსად არ გაუშვა გადრანმა. არც თვითონ უნდოდა სადმე წასვლა, ამიტომ ძალიან კმაყოფილმა განაგრძო ცეკვა. ვარსკვლავები კიაფობდნენ დადას უცნაურ თვალებში. ყველა ფერის განათებაში გამოარჩევდა ანუშკა გადრანის მოციმციმე მზერას და იმ ღიმილს, სახეზე რომ დასთამაშებდა იმ ღამით. აფსოლიტურად მთელი კლუბი ადევნებდა თვალს ანუშკა გასვიანისა და დადა გადრანის წარმოუდგენლად მაგარ ცეკვას. უყურებდა დიჯეი, უყურებდნენ მიმტანები, უყურებდნენ გუნდელებიც, უბრალოდ მეგობრებიც, ნაცნობებიც, უცხოებიც ... ძალიან გამომწვევიც იყო ეს ცეკვა და ძალიან სექსუალურიც ... არანაირი ბავშვურობა აღარ ეტყობოდა ანუშკას. აღარც ის ფოსოები, რამდენიმე წუთის წინ საყვარლად რომ ემჩნეოდა ლოყებზე ... იმდენად მთვრალი იყო, მართლა არ იცოდა ემახსოვრებოდა თუ არა ეს განცდები ხვალ, მაგრამ დადას რომ არ დაავიწყდებოდა, ეგ ზუსტად იცოდა. დეა გამოშტერდა. ასეთი ანუშკა არ ეუცხოვებოდა, პირიქით, კლუბებში არც ისე იშვიათად დადიოდნენ და ძალიან მაგრადაც ერთობოდნენ ... უფრო სწორად ანუშკა ერთობოდა, თორემ თვითონ დიდად არ გიჟდებოდა ხმამაღალ მუსიკაზე და ცეკვებზე. მიუხედავად იმისა, რომ ანუშკა ყოველთვის საოცრად ცეკვავდა კლუბებში, დადასთან ერთად შესრულებულ „ნომერს“ მაინც სხვა ხიბლი ჰქონდა. ჰოლივუდურ წყვილს რომ უყურებ და თვალის მოშორება არ გინდა, ზუსტად ასეთი შეგრძნება ჰქონდა დეას. მუსიკა დასრულდა. დიჯეი მზად იყო ისევ მიეყოლებინა რამე ძალიან საცეკვაო სიმღერა, მაგრამ ანუშკას მართლა აღარ შეეძლო. დადას რა დაღლიდა ... მთელი ღამე ამ მდგომარეობაში რომ ყოფილიყო და გათენებამდე ეტარებინათ დრო, უარს არ იტყოდა, მაგრამ სამწუხაროდ ანუშკა კალათბურთელი არ ყოფილა და არც ამდენი ძალა ჰქონია ფეხებში, დილამდე რომ გაუჩერებლად ეცეკვა. თან, ძალიან მთვრალიც იყო და საერთოდ ვეღარაფერს გრძნობდა, ერთიანად დაბუჟებული კიდურების გარდა. იმ წამს შეეძლო დაეფიცა დადას, რომ ანუშკა იყო ერთდროულად ყველაზე საყვარელი 19 წლის ბავშვიც და ყველაზე არომატული, ყველაზე ცეცხლოვანი, ყველაზე საოცარი გოგოც! აღარაფერზე უფიქრია გასვიანს, ისე ისტიქტურად გააღო კლუბის უზარმაზარი შუშის კარი და ჰაერის ჩასასუნთქად ვერანდაზე გაიჭრა. კედელთან, გაყინულ ფილებზე ჩამოჯდა და სახე ხელებში ჩარგო. ემოციისგან ერთბაშად გამოფხიზლდა. გონება გაეთიშა და ძალიან ესიამოვნა, საერთოდ ყველა ფიქრი რომ ამოუცვივდა თავიდან. შეფაკლული სახე გრილ ნიავს შეუშვირა. ღმერთს მადლობას უხდიდა, არავინ რომ არ გამოჰყოლია. სული რომ მოითქვა, უკან აღარ შებრუნებულა. ბიჭები დილამდე დარჩნენ კლუბში, მაგრამ მეტჯერ არც დადას უცეკვია:) წინასწარ იცოდა გადრანმა, რომ საკუთარ ქვეყანაში ვიზიტი უშედეგოდ არც-ერთ შემთხვევაში არ ჩაივლიდა. ამ „შედეგს“ კი მგონი, ცხოვრებაში პირველად არ ჰქონია არანაირი კავშირი კალათბურთთან! _ _ _ _ _ ესეც მესამე თავი, თუ ვინმე კითხულობს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.